განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
საქმე #1/5----18
№0-----------
28 მარტი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - დალი მეტრეველი
სხდომის მდივანი - ანა გაბუნია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ლ--------------
დაცვის მხარე:
ბრალდებული - დ--------------ი, დაბადებული 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ქ. თბილისი, ვ---------------–----–------------------ში და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, ვ----------------------------------------------------------------ში. (პირადი №1----------).
ადვოკატი - თ-------------
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილი.
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2016 წლის 2-----------რს შპს „პა---------------------ს“ წარმომადგენელ გ---------–-----სა და შპს „მ-------“ დირექტორ დ--------------ს შორის გაფორმდა ნარდობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, დამკვეთმა დ--------------ის კომპანიას დაუკვეთა ქ. თბილისი, შ-----------------------------ში არსებულ მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა, ხელშეკრულების შესრულების ვადად განისაზღვრა 2017 წლის 3---------------. ხელშეკრულებით შპს „მ-------“ ვალდებულებაში შედიოდა სამუშაოთა წარმოება საკუთარი რისკის შესაბამისად, რა დროსაც უნდა უზრუნველეყო სამუშაოთა მაღალი ხარისხით შესრულება სამშენებლო ნორმებისა და წესების დაცვით. შპს „მ-------“ დირექტორმა დ--------------მა სამუშაოების შესრულების მიზნით დაიქირავა ათკაციანი ხელოსნების ბრიგადა, მათ შორის ალ------------------–--ი.
1.2. 2017 წლის 1-----------ს ქ. თბილისში, შ-----------------------------ში მდებარე შპს „მ-------“ სამშენებლო ობიექტზე, სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას, რა დროსაც იქ იმყოფებოდა ალ------------------–--ი, ამ უკანასკნელს წაქცევისას თავის არეში შეერჭო ლითონის ნაჭერი, რის შედეგადაც გადაყვანილ იქნა სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც გარდაიცვალა 2017 წლის 29-----------.
1.3. საქმეზე ჩატარებული საინჟინრო დასკვნის შესაბამისად, დარღვეული იყო „უსაფრთხოების ტექნიკა მშენებლობაში СНиП III-4-80*“-ის N2.1 პუნქტის მოთხოვნები, რომლის თანახმად, სამშენებლო მოედნების სამუშაო უბნების და სამუშაო ადგილების მოწყობის ორგანიზება უნდა უზრუნველყოფდეს სამუშაო წარმოების ყველა ეტაპზე მომუშავე პერსონალის შრომის უსაფრთხოებას. ასევე, დარღვეული იქნა ამავე ნორმატივის N2.22. პუნქტის მოთხოვნები, რომლის თანახმად, საავტომობილო და ფეხით მოსიარულეთა გასასვლელები და სამუშაო ადგილები აუცილებელია გაიწმინდოს რეგულარულად, არ უნდა ჩაიხერგოს და ზამთრის პერიოდში შენობის გარეთ უნდა მოეყაროს ქვიშა ან წიდა. აგრეთვე დარღვეული იქნა ამავე ნორმატივის N1.11* პუნქტის მოთხოვნები, რომლის თანახმად, სამშენებლო მოედანზე მყოფ პირს თავზე უნდა ეხუროს დამცავი ჩაფხუტი. ექსპერტიზის დასკვნით, რომ ყოფილიყო დაკმაყოფილებული სამშენებლო სამუშაოების უსაფრთხოდ წარმოების მოთხოვნები, შესაძლებელი იქნებოდა, თავიდან აცილებულიყო დამდგარი უბედური შემთხვევა. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 მაისის N361 დადგენილების 1-ლი მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სამშენებლო მოედანზე გამოყოფილი უნდა იყოს პასუხისმგებელი ინჟინერი, რომელიც პასუხს აგებს ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დაცვისთვის. ”უსაფრთხოების ტექნიკა მშენებლობაში СНиП III-4-80*“-ის N1 დანართის N3 პუნქტის მოთხოვნის თანახმად, ზოგადი ხელმძღვანელობა უსაფრთხოების ტექნიკაში მასზე დაქვემდებარებულ სტრუქტურებში ევალება უფროსს, ხოლო უშუალო ხელმძღვანელობა კი მთავარ ინჟინერს. მოცემულ შემთხვევაში უსაფრთხოების წესების დაცვაზე უშუალოდ კონტროლი ევალებოდა დ--------------ს.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1. დაზარალებულის უფლებამონაცვლემ ნ-----–---------–--მა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ გარდაცვლილი ალ------------------–--ი იყო მისი შვილი, რომელიც მუშაობდა მშენებარე ობიექტზე. 2017 წლის 1-----------ს ამ უკანასკნელის მეუღლეს დაუკავშირდა გ-------–----------ე და აცნობა, რომ მის შვილს მოუვიდა უბედური შემთხვევა. დაზარალებულის უფლებამონაცვლემ ასევე განმარტა, რომ კომპანიის წარმომადგენლებმა მის მეუღლეს გადასცეს გარკვეული ოდენობის ფულადი თანხა.
2.2. დაზარალებულის უფლებამონაცვლემ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას ეჭვქვეშ დააყენა გამოძიების ვერსია ალ------------------–--ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით.
2.3. მოწმე გ-------–----------ემ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 2018 წლის 1-----------ს მუშაობდა ქ. თბილისი, ვ-----------, შ-----------------------------ში მდებარე მშენებარე ობიექტზე. ალ------------------–--ი სამშენებლო ობიექტზე მივიდა შუადღეს. მოწმემ მოგვიანებით შეიტყო, რომ ალ------------------–--ს ფეხი დაუცურდა და დაეცა. ეზოში ჩასვლისას ნახა წაქცეული ალ------------------–--ი, რომელსაც თავი ჰქონდა დაზიანებული და სისხლის სდიოდა. მანვე განმარტა, რომ ალ------------------–--ს ყველასთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა და არც მასთან და არც ობიექტზე მომუშავე სხვა პირებთან არანაირი კონფლიქტი არ ჰქონია. ასევე კატეგორიულად გამორიცხა ვინმეს მხრიდან ალ------------------–--ისათვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი.
2.4. მოწმე გ-------------მ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ მუშაობდა შპს „მ-----ში“ სამუშაოთა მწარმოებლის თანამდებობაზე. კომპანიის დირექტორი იყო დ--------------ი. მის მოვალეობაში შედიოდა ობიექტზე უსაფრთხოების წესების დაცვა, სამუშაო ნარჩენების გატანა და მუშებისათვის ყოველდღიური ინსტრუქტაჟის ჩატარება. მისი არყოფნის შემთხვევაში ზემოაღნიშნული ვალდებულებები გადადიოდა კომპანიის დირექტორზე - დ--------------ზე. 2017 წლის 1-----------ს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო იგი გათავისუფლებული იყო სამსახურიდან. მანვე, განმარტა რომ გარდაცვლილის ოჯახს დ--------------მა აღმოუჩინა ფულადი დახმარება 12 000 ლარის ოდენობით.
2.5. მოწმე გ-------------მ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას ასევე განმარტა, რომ ალ------------------–--ს ობიექტზე მომუშავე პირებთან ჰქონდა კარგი ურთიერთობა. ისინი იყვნენ ერთმანეთის ნათესავები და მათ შორის არანაირ ფიზიკურ ან თუნდაც სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტს ადგილი არ ჰქონია.
2.6. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა საქართველოს შსს თბილისის პოლიციის დ---------------------------------------------–-------------------–---- გამომძიებელმა ი-----–--–--------მ დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე და განმარტა, რომ გამოძიების პროცესში დაკითხული იქნა შემთხვევის შემსწრე ყველა პირი. გამოკითხვისას მოწმეებმა გამორიცხეს ალ------------------–--ის მიმართ რაიმე სახის ძალადობის განხორციელების ფაქტი. მათ შორის გამოირიცხა გ-------–----------ის მხრიდან გარდაცვლილზე რაიმე სახის ძალადობა. მანვე, დაადასტურა რომ დაკითხული იქნა დაზარალებულის უფლებამონაცვლე, რომელიც იყო ადეკვატური და მისი მონათხრობი სრულად ასახა გამოკითხვის ოქმში.
2.7. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ შემთხვევის ადგილს წარმოადგენს ქ. თბილისი, ვ-----------, შ-----------------------------ში მდებარე სამშენებლო ობიექტი. ობიექტი მდებარეობს შ------------------ ქუჩაზე, სამანქანო გზის პირას. ობიექტი შემოფარგლულია მთელს ტერიტორიაზე. ობიექტზე შესასვლელი არის შ------------------ ქუჩაზე წრიულიდან ხელმარჯვნივ შემავალი სამანქანო გზით ერთ ფრთიანი კარის გავლით. ობიექტი განთავსებულია დაახლოებით 900 კვადრატული მეტრის მიწის ფართობზე, მიწაზე დაყრილია სამშენებლო ქვიშა, ლითონის არმატურები, სხვადასხვა დასახელების სამშენებლო მასალები და სამშენებლო ნაგავი. დაახლოებით 500 კვადრატულ მეტრ მიწის ფართობზე აშენებულია საცხოვრებელი კორპუსის ბეტონის კონსტრუქცია რომლის გვერდებიც ნაწილობრივ ამოშენებულია სამშენებლო ბლოკით. მშენებარე კორპუსის წინ მარცხენა მხარეს დაყრილია სამშენებლო ლითონის ‘’არმატურები’’ მარცხენა მხარეს მშენებარე კორპუსის კონსტრუქციას მოწყობილი აქვს დაახლოებით 5მ2 ბეტონის დასხმული. აღნიშნულ დასხმულზე დგას და კორპუსის კონსტრუქციის მარცხენა მხარეს კორპუსის მთელ სიმაღლეზე დამონტაჟებულია სამშენებლო ამწე, ბეტონის მარცხნივ ყრია მცირე ზომის „არმატურის’’ გადანაჭრელები. არმატურის გადანაჭრელებზე აღენიშნება მოწითალო ფერის ლაქები. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული იქნა ერთი ცალი მეტალის წვრილი ნაჭერი და ერთი ცალი კენჭი მოწითალო ფერის ლაქებით.
2.8. 2017 წლის 0--------–-- ხელშეკრულებით დასტურდება, რომ 2017 წლის პ------–-------–- გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება შპს „მ-----სა“ და ალ------------------–--ს შორის, რის საფუძველზეც ეს უკანასკნელი მიღებულ იქნა დამხარე მუშის პოზიციაზე.
2.9. სასამართლოს სხდომაზე გამოკვლეულ იქნა მშენებარე სახლის უსაფრთხოების ჟურნალი, რომლის თანახმადაც, გ------------ის მიერ დასაქმებულ პირებს ჩაუტარდათ შესაბამისი ინსტრუქტაჟი, რაც დადასტურებულია მათივე ხელმოწერებით.
2.10. ლ----------------–-- სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 2-------------ს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნით დასტურდება, რომ ალ------------------–--ის სიკვდილის მიზეზია თავის ტვინის მკვეთრი შეშუპება ღეროს დისლოკაციითა და ჩაჭედვით თავის ტვინის შემდგომი დარბილებით განვითარებული ქალა-ტვინის ბლაგვი, ღია ტრავმის შედეგად, თანდართული ჩირქოვანი მენინგოენცეფალიტით. ალ------------------–--ის გვამს აღენიშნებოდა დიფუზური სისხლჩაქცევები, რბილი საფარის შიგნითა ზედაპირზე, დიფუზური ხასიათის სისხლჩაქცევები, ტავის ტვინისა და რბილი გარსების ქვეშ უპირატესად შუბლ-საფეთქელ-თხემის მარჯვენა ნახევარში. წერტილოვანი ხასიათის სისხლჩაქცევები, თავის ტვინის ნივთიერების სისქეში უპირატესად შუბლ-თხემ-კეფის წილის შესაბამისად მარჯვნივ სისხლჩაქცევები ნათხემის რბილი გარსების ქვეშ. სამედიცინო დოკუმენტაციით ნახეთქი ჭრილობა თხემ-კეფის არეში, თხემის ძვლის იმპრესიულ-ფრაგმენტოვანი მოტეხილობა. ყველა ეს დაზიანება განვითარებულია სიცოცხლის პერიოდში რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით. ეკუთვნის სიცოცხლისათვის სახიფათო, მძიმე ხარისხს და უშუალო მიზეზობრივ კავშირშია დამდგარ შედეგთან - სიკვდილთან. ალ------------------–--ის გვამს ასევე აღენიშნებოდა ოპერაციული ჭრილობები, ნაჩხვლეტი ჭრილობა (ნანემსარი), დეფიბრილაციის კვლები სხეულზე. აღნიშნული წარმოადგენს სამედიცინო მანიპულაციის კვლებს. ალ------------------–--ის გვამიდან აღებულ სისხლში არ აღმოჩნდა მეთილის, ეთილის და იზოპროპილის სპირტები. სისხლში აღმოჩნდა სანარკოზე საშუალება - ქიოპენტალი და მისი მეტაბოლიტი პენტობარბიტალი. ანტიეპილეფსიური საშუალება კარბამაზეპინი და ფსიქოტროპული ნივთიერება ნორდაზეპამი. არ აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერებები.
2.11. ლ----------------–-- სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 1--------------- საინჟინრო ექსპერტიზის N0-------- დასკვნით დასტურდება, რომ 2017 წლის 1-----------ს, ქ. თბილისში, შ-----------------------------ში მდებარე შ.პ.ს. „მ-------“ სამშენებლო ობიექტზე, სადაც წარმოებს საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა, ამავე ობიექტზე მუშად მომუშავე ალ------------------–--ის მიწაზე წაქცევისას, რა დროსაც მას თავის მარცხენა მხარის არეში შეერჭო მიწაზე დაგდებული მცირე ზომის გადანაჭრელი არმატურა, რის გამოც იგი სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ გადაყვანილი იქნა შპს „მა----–---------–-------------–---------–-------------------------------–-----ში“, სადაც მას ჩაუტარდა ოპერაცია, მაგრამ საბოლოოდ, 2017 წლის 29----------- გარდაიცვალა. დარღვეულ იქნა უსაფრთხოების ტექნიკა მშენებლობაში СНиП III-4-80*“-ის N2.1, N2.22 და N1.11 პუნქტების მოთხოვნები. მშენებლობის უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 მაისის N361 დადგენილების პირველი მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სამშენებლო ობიექტზე გამოყოფილი უნდა იყოს პასუხისმგებელი ინჟინერი, რომელიც პასუხს აგებს ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დაცვისთვის. უსაფრთხოების ტექნიკა მშენებლობაში СНиП III-4-80*“-ის N1 დანართის მე-3 პუნქტის მოთხოვნის თანახმად, ზოგადი ხელმძღვანელობა უსაფრთხოების ტექნიკაში მასზე დაქვემდებარებულს სტრუქტურებში ევალება უფროსს, ხოლო უშუალო ხელმძღვანელობა კი მთავარ ინჟინერს, ამავე დანართის N4 პუნქტის მოთხოვნის თანახმად მთავარ ინჟინერს ასევე ევალება უსაფრთხოების ტექნიკის მოთხოვნების შესრულებაზე კონტროლის ორგანიზაცია და ამავე დანართის N12 პუნქტის „ж“ პუნქტის მოთხოვნების თანახმად, უსაფრთხოების წესების მოთხოვნების დაცვაზე უშუალო კონტროლი ევალება სამუშაოთ მწარმოებელს, ოსტატს (ბრიგადირ ოსტატს), მასზე განპიროვნებულ სამშენებლო უბნის ფარგლებში.
2.12. ლ----------------–-- სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 2-------------ის ბიოლოგიური ექსპერტიზის N0-------- დასკვნით დასტურდება, რომ პაკეტში, წარწერით „ერთი ცალი მეტალის ნაჭერი ... ერთი ცალი კენჭი ამოღებული მშენებარე კორპუსის მარცხენა მხარეს მიწიდან“ ... მოთავსებულ მეტალისა (ობ.N1) და ბეტონისმაგვარ (ობ. N2) ფრაგმენტებზე არსებული მოწითალო - მოყავისფრო ლაქები და დანაშრევები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ალ------------------–--ს.
2.13. სასამართლოს დასკვნა დ--------------ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ გარდა ზემოთ განხილული მტკიცებულებებისა დასტურდება მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებებად გამოკვლევის გარეშე, კერძოდ:
2.14. მოწმე გ--–-------------–---–-ს გამოკითხვის ოქმით დასტურდება, რომ მუშაობდა სამშენებლო კომპანია შპს „მ-------“ მშენებარე ობიექტზე, მდებარე ქ. თბილისი, ვ-----------, შ-----------------------------ში მუშად. ზემოაღნიშნულ ობიექტზე მუშაობდნენ გ-------–----------ე, ლ-------------, ბ--------------ე, გ---------------–---–ი, კ-----------ე, ლ---------–--ე, გ---------------–-----ი, ლ---------------–---–ი და ალ-------------------------------–--ი. 2017 წლის 1-----------ს ალ------------------–--ი გაეთავისუფლა დირექტორს - დ--------------ს. ამის შემდეგ ალ------------------–--ი მშენებლობაზე მიდიოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ესაჭიროებოდა რაიმე ხელსაწყო. 2017 წლის 1-----------ს, დაახლოებით 08:00 საათზე იმყოფებოდა სამშენებლო ობიექტზე, სამუშაოს დაწყებამდე ჩაუტარდა ინსტრუქტაჟი და შეუდგა მუშაობას. დაახლოებით 13:00 საათზე გ--–-------------–---–- ასული იყო მშენებარე კორპუსის მეათე სართულზე და ალაგებდა რკინის კონსტრუქციებს, აქვე იმყოფებოდნენ: გ-------–----------ე, ლ-------------, ბ--------------ე, გ---------------–---–ი, კ-----------ე, ლ---------–--ე, გ---------------–-----ი და ლ---------------–---–ი. დ--------------ი იმყოფებოდა მშენებარე ობიექტის ეზოში. სამუშაოთა მწარმოებელი გ------------- დირექტორის ნებართვით რამდენიმე დღით გათავისუფლებული იყო და ამდენად, არ იმყოფებოდა მშენებარე ობიექტზე. ამ დროს მშენებარე ობიექტზე შევიდა სამუშაო ტანსაცმელში ჩაცმული ალ------------------–--ი, რომელსაც ხელში ეჭირა ელექტრო ბურღი. მათი თხოვნით ალ------------------–--მა მაცივრიდან გამოიღო წყალი, დადო ლიფტის ამწის პლატფორმაზე, პარალელურად ესაუბრებოდა მას, ხელში კი ეჭირა ლიფტის პულტი. ამ დროს ალ------------------–--მა დაიწყო უკან სვლა, რა დროსაც მას დასხმული ბეტონის ნაპირზე დაუცურდა ფეხი და დაეცა მიწაზე. რის შემდეგაც მისკენ გაიქცა დ--------------ი, თან დაუძახა, ხომ არაფერი დაიშავეო. მას შემდეგ, რაც თავი აწია, ალ------------------–--ს თავში შერჭობილი ჰქონდა რკინის ნაჭერი.
2.15. მოწმე ბ--------------ის, ლ---------------–---–ის, გ---------------–---–ის, ლ-------------ს, კ---------------ის, გ---------------–-----ის გამოკითხვის ოქმებით დასტურდება, რომ 2017 წლის 1-----------ს, იმყოფებოდნენ სამშენებლო ობიექტზე, სამუშაოს დაწყებამდე ჩაუტარდათ ინსტრუქტაჟი. დაახლოებით 13:00 საათზე იმყოფებოდნენ მშენებარე კორპუსის მეათე სართულზე და ალაგებდნენ რკინის კონსტრუქციებს, მშენებარე ობიექტის ეზოში იმყოფებოდა მხოლოდ დ--------------ი. ობიექტზე მივიდა სამუშაო ტანსაცმელში ჩაცმული ალ------------------–--ი, რომელსაც ხელში ეჭირა ელექტრობურღი. გ--–-------------–---–მა ალ------------------–--ს სთხოვა წყლის მიწოდება. რამდენიმე ხანში გაიგონეს დ--------------ის ხმა „ნელა ქენი ხომ არაფერი დაიზიანეო“. აღნიშნულის გაგონებაზე შეწყვიტეს მუშაობა, გადაიხედეს ზემოდან, რა დროსაც დაინახეს მიწაზე დაცემული ალ------------------–--ი, რომელსაც თავზე ადგა დ--------------ი და მოუწოდებდა არ ამდგარიყო. ყველანი წავიდნენ კორპუსის პირველი სართულისაკენ. ეზოში ჩასვლისას ნახეს მიწაზე დაცემული ალ------------------–--ი, რომელსაც თავში მარცხენა მხრიდან შერჭობილი ჰქონდა რკინის ნაჭერი.
2.16. ბრალდებულმა დ--------------მა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ სცნო.
2.17. სასამართლო არ იზიარებს დაზარალებულის უფლებამონაცვლის მინიშნებას მისი შვილის ალ------------------–--ის ფაქტობრივად სხვა გარემოებებში გარდაცვალების გამო. სასამართლო აღნიშნავს, რომ გამოძიების საწყისი ეტაპიდან მის დასრულებამდე ბრალდების მხარის მიერ ობიექტურად და სრულფასოვნად იქნა ჩატარებული გამოძიება, გამოიკითხა საქმესთან შემხებლობაში მყოფი ყველა პირი, მიღებული იქნა შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნები და გადამოწმებული იქნა ყველა ვერსია. ამ კონტექსტში სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს დაზარალებულის უფლებამონაცვლის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის მიერ გამოძიების ეტაპზე დაყენებულ შუამდგომლობასთან დაკავშირებით, რომელიც ეხებოდა გ-------–----------ის მოწმის სახით დაკითხვას, რაც დაკმაყოფილებული იქნა ბრალდების მხარის მიერ. ამასთან, გამოძიების და საქმის სასამართლოში განხილვის ეტაპზე დაზარალებულის უფლებამონაცვლე საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედებებში მონაწილეობას იღებდა საკუთარი ხარჯით აყვანილ დამცველთან ერთად. სასამართლო აღნიშნავს, რომ გამოკვლეულ მტკიცებულებებს შორის არ შეინიშნება რაიმე წინააღმდეგობა საქმის ობიექტურად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით. მოწმეთა ჩვენებები ალ------------------–--ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სრულ შესაბამისობაშია სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ სამედიცინო დოკუმენტაციასთან და სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნასთან. საქმეში არ მოიპოვება რაიმე მტკიცებულება, რაც მოწმეთა განმარტებებში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა.
2.18. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პარაგრაფი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პარაგრაფი 32).
2.19. ზემოაღნიშნულ მტკიცებულებათა საფუძველზე, სასამართლომ დადგენილად სცნო, რომ დ--------------მა ჩაიდინა უსაფრთხოების წესის დარღვევა სამშენებლო სამუშაოთა წარმოებისას, რამაც გამოიწვია ალ------------------–--ის სიცოცხლის მოსპობა.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. სასამართლომ, განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია დ--------------ის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა, კერძოდ, საქმეში არსებული აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლო ცალსახად ადგენს, რომ დ--------------მა ჩაიდინა უსაფრთხოების წესის დარღვევა სამშენებლო სამუშაოს წარმოებისას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
3.2. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით კრიმინალიზებულია უსაფრთხოების წესის დარღვევა სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი. აღნიშნული ნორმის სამართლებრივი სიკეთის დაცვის ობიექტს წარმოადგენს საზოგადოებრივი უშიშროება, ადამიანის სიცოცხლე. ობიექტური მხარე გამოიხატება სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოთა წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევაში, შედეგში - ადამიანის სიცოცხლის მოსპობაში ან სხვა მძიმე შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. რაც შეეხება სუბიექტურ მხარეს, აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული დანაშაული შესაძლებელია განხორციელებულ იქნეს მხოლოდ გაუფრთხილებლობით (თვითიმედოვნებით ან დაუდევრობით). ამდენად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის ზემოაღნიშნული ნაწილით ქმედების კვალიფიკაციისათვის აუცილებელია კუმულაციურად არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: 1) სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევა; 2) შედეგი, კერძოდ, ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და 3) მიზეზობრივი კავშირის წესების დარღვევასა და დამდგარ შედეგს შორის, შესაბამისად, მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში აუცილებელია უტყუარად დადგენილი იქნეს, რომ 1) სამუშაოების წარმოებისას დ--------------ის მიერ დარღვეულ იქნა უსაფრთხოების წესები; 2) შედეგი - ალ------------------–--ის სიცოცხლის მოსპობა და 3) მიზეზობრივი კავშირი დ--------------ის მიერ უსაფრთხოების წესების დარღვევასა და ალ------------------–--ის სიცოცხლის მოსპობას შორის.
3.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლი არის ბლანკეტური შინაარსის მატარებელი ნორმა. განსახილველ შემთხვევაში სამუშაოთა წარმოების წესის დარღვევის დადგენის სახელმძღვანელო ნორმატიულ აქტს წარმოადგენს „უსაფრთხოების ტექნიკა მშენებლობაში СНиП III-4-80*“.
3.4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
3.5. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლითაც დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს.
3.6. საქმეზე არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობა ადასტურებს, რომ მის მიერ განხორციელებული ქმედებით - დ--------------მა ჩაიდინა უსაფრთხოების წესის დარღვევა სამშენებლო სამუშაოს წარმოებისას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ე.ი. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. დ--------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო დამამძიმებელი გარემოება მას არ გააჩნია.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
5.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მ-----ი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფა-ქცევა ქმედების შემდეგ.
5.3. ამასთან, სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი შესატყვისი და პროპორციული უნდა იყოს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, გაცნობიერებულ უნდა იქნეს დანაშაულის საფრთხე და, აგრეთვე, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება. მსჯავრდებული პირის მიმართ დანიშნული სასჯელი უნდა გახდეს მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის საფუძველი და დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი და შეამციროს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი.
5.4. სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ დ--------------ის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის მას უნდა დაენიშნოს სასჯელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში.
5.5. სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში იღებს იმ გარემოებებს, რომ ბრალდებულმა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, მის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, არ არის ნასამართლევი, დაზარალებულს აუნაზღაურა ზიანი. შესაბამისად, დ--------------ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა სანქციით გათვალისწინებული მინიმალური ზომით. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულის გამოსწორება შესაძლებელია საზოგადოებისაგან მისი იზოლაციის გარეშეც და ამდენად, მის მიმართ დადგენილი სასჯელი უნდა ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად. სასამართლო ითვალისწინებს პირობითი მსჯავრის ეფექტს, რაც იქნება შემაკავებელი ხასიათის და სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, დამნაშავის რესოციალიზაციას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და სამართლიანობის აღდგენას.
სარეზოლუციო ნაწილი:
საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-279-ე 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
დ--------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი.
დ--------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს შემტან პირს სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.
მსჯავრდებულ დ--------------ს საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, დაევალოს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ამასთან, მის ყოფაქცევაზე კონტროლისა და დახმარების განხორციელება დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
ნივთიერი მტკიცებულება:
დისკი დაერთოს საქმეს მისი შენახვის ვადით.
ალ------------------–--ის ტანსაცმელი, რომელიც ინახება თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ი----------------------------–-------------------–---–ი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს.
მეტალის ნაჭერი, ერთი ცალი კენჭი, სისხლის ნიმუში, რომელიც ინახება თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ი----------------------------–-------------------–---–ი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:
§ განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე დალი მეტრეველი