განაჩენი

სისხლის სამართლის 15.04.2019
საქმის ნომერი
330100115003029932
თარიღი
15.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №---------

გამოძიების №------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

სასამართლოს დასახელება

 

15 აპრილი, 2019 წელი თბილისი

თარიღი ადგილი

 

მოსამართლე - დავით მგელიაშვილი

სხდომის მდივნი - ლელა აბალიშვილი

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე

ბრალმდებელი - ანა მეტრეველი

 

დაცვის მხარე

დამცველი - მ--------–-----

ბრალდებული - ჰ----- ა----- ჰ---------- ა-–------ი, დაბადებული - 1----–-–-----------------, ე------ მოქალაქე, დაოჯახებული, ტექნიკური განათლებით, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ე------ ქალაქი ვ---------–--------- უბანი, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, ა------------–--------------–-.

კვალიფიკაცია - საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-3 ნაწილი (ხულიგნობა, ე.ი. ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, იარაღად სხვა საგნის გამოყენებით);

- საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის).

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

წარდგენილი ბრალდების არსი:

 

2015 წლის 5 აპრილს, დილის საათებში, ქ. თბილისში, დ-----------–-----–ის გ----ირი N---–ში მდებარე კლუბ „----------––-- ჰ----- ა----- ჰ---------- ა-–------მა და ი---- ა----- ჰ--------- ა-–------მა უმნიშვნელო საბაბით მ------- გ-------ს და ქ----– ნ-----ს მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რაც გადაიზარდა მათ შორის ხელჩართულ ჩხუბში, რის შედეგადაც უხეშად დაირღვა საზოგადოებრივი წესრიგი, რა დროსაც ჰ----- ა----- ჰ---------- ა-–------ი იყენებდა დანას და გულმკერდის არეში დანის დარტყმით ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიაყენა მ------- გ-------ს.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2015 წლის 5 აპრილს, დილის საათებში, ქ. თბილისში, დ-----------–-----–ის გ----ირი N---–ში მდებარე კლუბ „----------––-- ჰ----- ა----- ჰ---------- ა-–------მა და ი---- ა----- ჰ--------- ა-–------მა უმნიშვნელო საბაბით მ------- გ-------ს და ქ----– ნ-----ს მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რაც გადაიზარდა მათ შორის ხელჩართულ ჩხუბში, რის შედეგადაც უხეშად დაირღვა საზოგადოებრივი წესრიგი, რა დროსაც ჰ----- ა----- ჰ---------- ა-–------ი იყენებდა დანას.

ბრალდების მხარის მიერ სასამართლოსათვის წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დადასტურდა 2015 წლის 5 აპრილს, ქ. თბილისში, დ-----------–-----–ის გ----ირი N----ში მდებარე კლუბ „----------––-- ჰ----- ა----- ჰ---------- ა-–------ის მიერ მ------- გ-------ისათვის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მიყენების ფაქტი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ ჰ----- ა----- ჰ---------- ა-–------ის მიერ ხულიგნობის ე.ი. ქმედების, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ჩადენას

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულის - მ------- გ-------ის ჩვენებით დასტურდება, რომ 2015 წლის 5 აპრილს მის მეგობარ ზ----- ჰ----------თან ერთად მივიდა მ--------–--ლზე მდებარე ღამის კლუბში, რომელიც იყო ორ სართულიანი და ნაკლებად განათებული. კლუბში დახვდა მისი ნაცნობი სამი ბიჭი, რომლებთან ერთად დასხდნენ მაგიდასთან. მეორე სართულზე იმყოფებოდა დაახლოებით 4-5 ადამიანი, რომლებიც ცალკე მაგიდასთან ისხდნენ და მათ არ იცნობდა. მეგობართან ერთად დაიწყო ცეკვა, რა დროსაც მეორე სართულიდან ჩავიდა წვერიანი პიროვნება, რომელსაც შავი ქურთუკი ეცვა. მივიდა მათთან და რაღაც უთხრა, მაგრამ ვერ გაიგო რა და პასუხი არ გაუცია. აღნიშნულმა პი---- მხარი გაკრა, რის გამოც ჰკითხა რას აკეთებდა და რატომ ურტყამდა, რაზეც აღნიშნულმა პი---- უკვე ხელი დაარტყა. ინცინდენტის დანახვაზე მეორე სართულიდან გამხდარი ბიჭი ჩავიდა, რომელმაც მის ძმაკაცს - ზ-----ის დაარტყა, რის შედეგად ზ-----ი დივანზე წაიქცა. იგი მეგობრის დასახმარებლად გაემართა, რა დროსაც იგრძნო რაღაც ცივი და ტკივილი, თავბრუ დაეხვა და მიხვდა, რომ უკნიდან დანა დაარტყეს, მაგრამ ვინ დაარტყა ვერ დაინახა. ხელი მოიკიდა და ნახა, რომ სისხლი მოსდიოდა და სუნთქვა უჭირდა. წვერიანმა პი---- დანა ჯერ მკლავზე დაარტყა, მერე გულზე, მაგრამ ეს დარტყმები ვერ იგრძნო, მარტო უკნიდან მხარზე დარტყმა იგრძნო. შემდეგ, ზუსტად დაინახა, რომ წვერიან ადამიანს, რომელიც პირველად ჩავიდა ხელში დანა ეჭირა, რომელიც ზ-----ისაც მოუქნია, მაგრამ ვერ მოარტყა. დაზარალებულმა განმარტა ისიც, რომ კონფლიქტის დროს იყვნენ მხოლოდ თავად, ზ-----ი, წვერიანი და გამხდარი. მათ გარდა იქ არავინ ყოფილა და წვერიანი პირის გარდა დანა არც არავის ჰქონია. მას ჭრილობებიდან სდიოდა სისხლი, რომელსაც ვერ აჩერებდა. მალევე მივიდა სასწრაფო დახმარების ბრიგადა და საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მივიდა ქალბატონი, რომელმაც განუცხადა, რომ იმ ადამიანის მეუღლე იყო, რომელმაც ჭრილობები მიაყენა, სთხოვა არ ეჩივლა და გადაიხდიდა ყველა ხარჯს. აღნიშნულმა ქალბატონმა გადაიხადა მკურნალობის ხარჯი 3000 ლარი და შესაბამისად, ბრალდებულის მიმართ პრეტენზია არ აქვს.

მოწმე ი---- მ----–----–--ის ჩვენებით, რომელიც მუშაობს ღამის კლუბ ,-----------––-’’ ბარმენის პოზიციაზე, ირკვევა შემდეგი: ორი მაგიდის წევრებს - ა------------ის და ა--------- რესპუბლიკის მოქალაქეებს შორის მოხდა ჩხუბი, რა დროსაც დაინახა, რომ პიროვნებას, რომელსაც ეცვა შავი გრძელსახელოებიანი მაისური ხელში ეჭირა დანა, რის თაობაზეც აცნობა დაცვის თანამშრომელს. მალევე მივიდა დაცვის თანამშრომელი, რომელიც მოჩხუბრებს აშველებდა. ამ დროს ბრალდებული კვლავ იწევდა დაზარალებულისკენ დასარტყმელად. მის წინ გაიარა პიროვნებამ, რომელსაც ზურგის არეში მიყენებული ჰქონდა ჭრილობა, თუმცა დანის დარტყმის მომენტი არ დაუნახავს. მივიდნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, რომლებსაც მიუთითა პიროვნებაზე, რომელსაც ხელში ეჭირა დანა და მათ ჩხუბის მონაწილეები განყოფილებაში გადაიყვანეს.

მოწმე ა------ გ-----–--ს ჩვენების მიხედვით, რომელიც ღამის კლუბ „----------––-- დაცვის თანამშრომელია, ირკვევა შემდეგი: 2015 წლის 4 აპრილს ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას, რა დროსაც მოხდა ჩხუბი ა--------- და ა------------ის მოქალაქეებს შორის, რა დროსაც ბრალდებულმა დანა დაარტყა 2 ან/და 3 პირს. გააშველა აღნიშნული პირები და უნდოდა ბრალდებულისთვის დანის წართმევა, რომელიც თავად ბრალდებულმა გადააგდო. მან ბრალდებულს ხელი ჰკრა, დააგდო დივანზე და წასვლის საშუალება არ მისცა. ამ დროს მივიდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი და სასწრაფო დახმარების ბრიგადა. მოწმის განმარტებითვე, დანა მხოლოდ ბრალდებულს ეჭირა ხელში, რომელმაც იქ მყოფ პირებს მიაყენა დაზიანებები.

მოწმე გ------- მ--–---–---–-- ჩვენებით დადგენილია, რომ მის მიერ ექსპერტების, ბარის მეპატრონის და თარჯიმნის მონაწილეობით ჩატარებული იქნა შემთხვევის ადგილის დათვალიერება, რა დროსაც ამოიღო დანა, ხელის კვლები და სისხლის ნიმუშები.

მოწმე თ----- გ--–-–---–-- ჩვენებით დადგენილია, რომ მის მიერ დაკითხული იქნა 3 მოწმე, მ------ ბ------–-–---–- და ორი ე------ მოქალაქე, რომელთაგან ერთ-ერთი ზურგის არეში იყო დაჭრილი.

მოწმე შ----- ს-------ს ჩვენებით დადგენილია, რომ მის მიერ დაკითხული იქნა მოწმეები, დაათვალიერა კამერის ჩანაწერი, დანიშნა კომპლექსური და სამედიცინო ექსპერტიზები.

მოწმე ე---------- კ-----–---–-ს ჩვენებით დადგენილია, რომ მის მიერ გამოკითხული იქნა ა------------ის მოქალაქე, რომელმაც წარუდგინა ტანსაცმელი, რომელიც ეცვა შემთხვევის დღეს. ამოღებული ტანსაცმელი მოწმის და თარჯიმნის მონაწილეობით დაათვალიერა. ასევე, მის მიერ გახსნილი და დათვალიერებული იქნა შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ვიდეოჩანაწერი.

მოწმე ს------- ო------–---–ის ჩვენების თანახმად, რომ 2015 წლის აპრილის თვეში მუშაობდა მ-----–---------–-------------–---------–------–-, უ-–-------------- თანამდებობაზე. 2015 წლის აპრილის თვეში საავადმყოფოში შეყვანილ იქნა მ------- გ-------ი, რომელის მაისურები ინახებოდა მასთან. შესაბამისად, გამოიკითხა გამომძიებლის მიერ, რომელსაც გადასცა დაზარალებულის კუთვნილი ტანსაცმელი.

2015 წლის 05 აპრილის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ დათვალიერებულ იქნა თბილისი, ა----–-----–-- გ----ირი N----ში მდებარე ღამის კლუბი „----------–ი“, რა დროსაც ამოღებული იქნა სისხლის მაგვარი მოწითალო ფერის ლაქები და საკონტროლო ანაწმენდები, დასაკეცი დანა გაშლილ მდგომარეობაში, პირზე წარწერით „OKAPI“.

2015 წლის 05 აპრილის ლაზერული დისკის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ დათვალიერებულ იქნა თბილისი, ა----–-----–-- გ----ირი N----ში მდებარე ღამის კლუბი „----------–ის“ სათვალთვალო კამერების ჩანაწერი, რომელზეც აღბეჭდილია 2015 წლის 05 აპრილის 05:06 საათიდან - 05:10 საათის პერიოდი. კადრში ჩანს კლუბი „----------–ის“ ცენტრალური დარბაზი და პიროვნებები, რომლებიც დგანან დარბაზში. შემდეგ, ჩანს ჩოჩქოლი პიროვნებებს შორის, რომელთაგან ერთი გამხდარი პირი, დაახლოებით 1.80 სმ. სიმაღლის, რომელსაც აცვია შავი ფერის პერანგი, შავი ფერის ქურთუკი, მუქი ფერის შარვალი და შავი ფეხსაცმელი დადის დარბაზში, რომელსაც ხელში უჭირავს დანის მაგვარი საგანი.

2015 წლის 06 აპრილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ თარჯიმან თ------- შ--------ს და მოწმე ზ----- ჰ----------ის მონაწილეობით დათვალიერებულ იქნა მის მიერ მოწმის სახით დაკითხვის დროს წარდგენილი თეთრი ფერის, უმკლავებო მაისური რომელსაც ზურგის ნაწილში, შიდა მხარეს იარლიყზე აღენიშნება ფირმის სახელწოდება ,,Ceysan” და მაისურის ზომა „54-S“. ასევე მაისურს მარცხენა მხარეს ე.წ. ,,ბრეტელზე” აქვს მოწითალო ფერის, პატარა ზომის ლაქები.

2015 წლის 06 აპრილის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ მოწმეთა: ა-–---- ზ-----–---ის, ქ----– ნ-----ის და ზ----- ჰ----------ის მონაწილეობით დათვალიერებულ იქნა ვიდეო ჩანაწერი. კადრში ჩანს ქ. თბილისი, დ. ა----–-----–-- გ----. N---–ში მდებარე ღამის კლუბ „----------–ის“ სათვალთვალო კამერების ჩანაწერი ორ ფაილად, რომელზეც აღბეჭდილია 2015 წლის 15 აპრილის 05:06 საათიდან 05:10 საათამდე პერიოდი. ფაილი N1 გახსნისას კადრში ჩანს ღამის კლუბ „----------–ის“ ცენტრალური დარბაზი, მასში განთავსებული ინვენტარი და პიროვნებები, რომლებიც დგანან დარბაზში. კადრში ჩანს მაგიდასთან მდგომი საშუალო სიმაღლის ახალგაზრდა მამაკაცი - ქ----– ნ-----ი, რომელსაც ტანთ აცვია სპორტული მუქი ფერის ზედა და ესაუბრება კლუბ „----------–ის“ მიმტან გოგონას. მეორე პიროვნება, რომელსაც ტანთ აცვია მუქი ფერის ტანისამოსი, ხოლო თავზე ახურავს მუქი ფერის ე.წ. „კეპი“ არის ე--- ზ--------ი, რომელიც ეწევა სიგარეტს. კადრში ჩანს ასევე ა-–---- ზ-----–---ი, რომელსაც ტანთ აცვია ღია ფერის ტანისამოსი. კადრში ასევე ჩანს მ------- გ-------ი, რომელსაც ტანთ აცვია ღია ფერის შარვალი და ღია ფერის ზედა. ისინი დგანან ერთმანეთის გვერდით მაგიდებს შორის, სადაც ასევე არიან სხვადასხვა პირები და ზემოთ ხსენებული მათი ნაცნობები და მეგობრები. კადრში ჩანს, რომ ზ----- ჰ----------თან და მ------- გ-------თან მიდის მისთვის უცნობი ორი პიროვნება, რომელთაგან ერთ-ერთი არის მაღალი სუსტი აღნაგობის, მუქი ფერის ტანისამოსში გამოწყობილი, რომელმაც მხარი გაკრა ზ----- ჰ----------ს და გაიარა მასსა და მ-------ს შორის, ხოლო მეორე პირი არის შედარებით დაბალი, სუსტი აღნაგობის, რომელსაც ტანთ აცვია ღია ფერის შარვალი და მაისური, რომელმაც ასევე გაიარა ზ----- ჰ----------სა და მ-------ის შორის. სწორედ აღნიშნულმა პი---- გაარტყა ზ----- ჰ----------ს, რის შედეგად დავარდა ძირს, ხოლო მეორე მაღალი ახალგაზრდა, რომელსაც ტანთ აცვია მუქი ფერის ტანისამოსი ძიძგილაობას და ჩხუბს უწყებს მ-------ს. ამ დროს იქ მყოფი პირები ერთიმეორეს უწყებენ ჩხუბს. მოწმე ზ----- ჰ----------ის განმარტებით, მისთვის უცნობი პირი, რომელსაც ტანთ აცვია მუქი ფერის ტანისამოსი და ეძიძგილავება მ-------ს, რომელსაც დანის მაგვარ საგანს ურტყამს რამოდენიმეჯერ, რის შემდეგაც მ-------ი გადის გვერდზე და დგება ბართან. მუქი ფერის ტანისამოსში გამოწყობილი პირი, რომელმაც მ-------ი დაჭრა ერევა იქვე მოჩხუბარ ხალხში და იქნევს ხელს, რომელიც უჭირავს დანის მაგვარი ბასრი საგანი. კადრში ჩანს ახალგაზრდა მაღალი, სრული აღნაგობის მამაკაცი, რომელიც მირბის მაგიდაზე დაყრდნობილი ქ----–ისაკენ და უწყებს ჭიდაობას, რა დროსაც ქ----–ს ხდის მაისურს, რის შემდეგ აღნიშნული მამაკაცი იხრება და იღებს ე.წ. „პუფს“, რომელსაც ისვრის მის წინ მდგარ ქ----–ი ე---ისა და ა-–---- ზ-----–---ის მიმართულებით. კლუბის დარბაზში არის აურზ-----ი, ასევე კადრში ჩნდებიან ღამის კლუბის დაცვის წევრები, რომლებიც ცდილობენ მათ დამშვიდებას. N2 ფაილის გახსნისას კადრში ჩანს ღამის კლუბ „----------–ის“ დარბაზი, სხვა რაკურსით. კერძოდ, კადრში ჩნდება მ-------ი, რომელიც ჩერდება იქვე ბართან, სადაც ასევე ახლოსაა კლუბში შემოსასვლელი/გასასვლელი კარი. მ-------ი ხელს იკიდებს გვერდზე და მიემართება კარის მიმართულებით. კადრში ჩნდება მოწმე ზ-----ი ჰ----------ისთვის უცნობი პირი, რომელიც ისვრის ე.წ. „პუფს“, რომელიც თავში ხვდება ე--- ზ--------ს. კადრში კვლავ ჩნდება მ-------ი, რომელიც შემოდის კარიდან და ჯდება იქვე მდგარ დივანზე, სადაც ღამის კლუბ „----------–ის“ თანამშრომელი გოგონა ჭრილობაზე ადებს ხელსახოცს, რის შემდეგაც მ-------ი გაყავთ გარეთ და თავადაც გადიან გარეთ.

2015 წლის 06 აპრილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ დათვალიერებულ იქნა მოწმე ქ----– ნ-----ის მიერ მოწმის სახით დაკითხვისას წარდგენილი სპორტული შარვალი და ფეხსაცმელი. სპორტული შარვალი არის მუქი ლურჯი ფერის, რომელსაც წინა მარცხენა მხარეს ლათინური ასოებით აქვს წარწერა „unbro“, წარწერის ზევითაც თეთრი ფერის ძაფით გამოსახულია რომბის ფორმის ფიგურა მასშივე ჩახატული მცირე ზომის იგივენაირი ფიგურით. შარვალს წინა მხარეს აქვს ორი ცალი ელვა შესაკრავიანი ჯიბე. სპორტულ შარვალს წინა მარცხენა მხარეს მუხლის მიდამოში აღენიშნება მუქი ფერის მოწითალო ლაქები. ასევე დათვალიერებულ იქნა სპორტული ფეხსაცმელი, რომელიც არის ლურჯ და ყავისფერ ფერებში გადაწყვეტილი, ყავისფერი ზონარით, რომელსაც გვერდებზე აქვს ნიშანი „X“. მარცხენა სპორტულ ფეხსაცმელს ზედა მხარეს და გვერდზე ნიშან „X“-თან აღენიშნება მუქი ფერის მოწითალო ლაქები.

2015 წლის 08 აპრილის ტანსაცმლის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ ს------- ო------–---–ის მონაწილეობით დათვალიერებულ იქნა მის მიერ წარდგენილი მ------- გ-------ის მაისურები. ერთ-ერთი არის ნაქსოვი თეთრი მწვანე ზოლებით, გრძელ მკლავიანი „PLAY“-ის ფირმის, წინა ქვედა მარცხენა მხარეს მიკერებული აქვს ყავისფერი ტყავის შემცველი, მასზე წარწერით - „PLAY Street Wear“. მაისურის წინა მარცხენა ზედა მხარეს, მკერდის ზევით აღენიშნება დაზიანება. დაზიანება აღენიშნება ასევე მარჯვენა წინა მხარეს მკლავზე, ხოლო დაზიანებულ ადგილზე აღენიშნება მოწითალო ფერის ლაქა. აღნიშნულ მაისურს უკანა მხარეს მარჯვნივ ნეკნებთან თირკმლის მხარეს აღენიშნება დაზიანება, ხოლო დაზიანების ადგილას მაისურის უკანა მარჯვენა ქვედა მხარეს აღენიშნება მოწითალო ფერის ლაქა. მაისურს დაზიანება აღენიშნება ასევე წინა მხარეს მარჯვნივ მკერდთან. მეორე მაისური არის შავი ფერის, გრძელსახელოიანი „fabregas“-ის ფირმის, რომელსაც რაიმე დაზიანება ან ლაქა არ აღენიშნება.

2015 წლის 10 აპრილის ტანსაცმლის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ ს------- ო------–---–ის მონაწილეობით დათვალიერებულ იქნა მოწმე ჰ------- ა-–----–--ის მიერ წარდგენილი მაისურები. ერთ-ერთი არის რუხი ფერის, გრძელ მკლავიანი, წინა მხარეს ახატია რომბები, ხოლო უკანა მხარეს, მარცხნივ ქვედა ნაწილშ სამ ადგილას აღენიშნება დაზიანება - გახეულია. მეორე მაისურიც არის რუხი ფერის შავი ზოლებით, გრძელ მკლავიანი, წინა მხარეს, მარჯვნივ აწერია ლათინური ასოებით „ESSA“, ხოლო უკანა მხარეს მარცხნივ ქვედა ნაწილში ასევე სამ ადგილას აღენიშნება დაზიანება.

2015 წლის 24 აპრილის ცივი იარაღის ექპერტიზის N----–- დასკვნით დადგენილია, რომ დანა დამზადებულია ქარხნული წესით, არის მჩხვლეტავ-მჭრელი, მაფიქსირებელი მოწყობილობით და მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას.

აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა: დ------ კ------ემ.

2015 წლის 19 მაისის ბიოლოგიური ექსპერტიზის N------ დასკვნით დადგენილია, რომ ზ----- ჰ----------ის სისხლი მიეკუთვნება Aβ /II/ ჯგუფს; ა-–----–-- ჰ-------ის სისხლი მიეკუთვნება Aβ /II/ ჯგუფს; ქ----– ნ-----ის სისხლი მიეკუთვნება Bα /III/ ჯგუფს; მ------- გ-------ის სისხლი მიეკუთვნება Bα /III/ ჯგუფს. ქ----– ნ-----ის სპორტულ შარვალზე და მარცხენა ფეხსაცმელზე აღმოჩნდა ადამიანის სისხლი, რომელიც მიეკუთვნება Bα /III / ჯგუფს; მარჯვენა ფეხსაცმელზე სისხლის საეჭვო ლაქები არ აღმოჩნდა. მ------- გ-------ის სვიტერზე და მაისურზე აღმოჩნდა ადამიანის სისხლი, რომელიც მოეკუთვნება Bα /III/ ჯგუფს. ზ----- ჰ----------ის მაისურზე აღმოჩნდა ადამიანის სისხლი, რომელიც მიეკუთვნება Aβ /II/ ჯგუფს. ა-–----–-- ჰ-------ის სვიტერზე და მაისურზე სისხლის საეჭვო ლაქები არ აღმოჩნდა. შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ ათ ანაწმენდზე აღმოჩნდა ადამიანის სისხლი, რომელიც მიეკუთვნება Bα/III/ ჯგუფს; ქაღალდის ხელსახოცზე აღმოჩნდა ადამიანის სისხლი, რომელიც მიეკუთვნება Bα /III/ ჯგუფს; დანაზე აღმოჩნდა ადამიანის სისხლი, რომელიც მიეკუთვნება Bα/III/ ჯგუფს. ქ----– ნ-----ის და მ------- გ-------ის სისხლი და ქ----– ნ-----ის სპორტულ შარვალზე და მარჯვენა ფეხსაცმელზე, მ------- გ-------ის სვიტერზე და მაისურზე, შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ ათ ანაწმენდზე, ქაღალდის ხელსახოცზე და დანაზე არსებული სისხლი მიეკუთვნება Bα /III/ ჯგუფს. ა-–----–-- ჰ-------ის და ზ----- ჰ----------ის სისხლი და ზ----- ჰ----------ის მაისურზე არსებული სისხლი მიეკუთვნება Aβ /II/ ჯგუფს.

სასამართლომ განიხილა ყველა მტკიცებულება მოცემულ საქმეში, რათა შეეფასებინა მათი სანდოობა და დამაჯერებლობა და დაასკვნა, რომ ბრალდების მხარემ ხულიგნობის ნაწილში დაამტკიცა მათი სარწმუნოობა გონივრულ ეჭვს მიღმა. ამრიგად, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ჰ----- ა----- ჰ---------- ა-–------მა ჩაიდინა ხულიგნობა, ე.ი. ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, იარაღად სხვა საგნის გამოყენებით.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა:

 

საქმის განხილვა მიმდინარეობდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმათა სრული დაცვით, თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე დაყრდნობით, რაც ნიშნავს იმას, რომ პროცესის შედეგი დამოკიდებული იყო მხოლოდ იმაზე, თუ როგორ დაასაბუთებდნენ მხარეები თავიანთ პოზიციას და რა მტკიცებულებებით დაადასტურებდნენ მათ.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. იგივე არის განცხადებული საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში - მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. რადგან ჰ----- ა----- ჰ---------- ა-–------ი თავს არ სცნობდა დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და თავი აარიდა სასამართლოში გამოცხადებას, სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით გამოიკვლია ბრალდების მხარის ყველა სადავო მტკიცებულება, რათა შეეფასებინა მათი სანდოობა და დამაჯერებლობა და დაასკვნა, რომ ბრალდების მხარემ ხულიგნობის ნაწილში გონივრულ ეჭვს მიღმა დაამტკიცა მტკიცებულებათა სარწმუნოობა და ჰ----- ა----- ჰ---------- ა-–------ის ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში.

შესაბამისად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ჰ----- ა----- ჰ---------- ა-–------ი უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და უნდა გამართლდეს, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდნენ ჰ----- ა----- ჰ---------- ა-–------ის მიმართ წარდგენილ ზემოაღნიშნულ ბრალდებას.

სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს (დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანზე ცალ-ცალკე), რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებენ ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain) პარ 77; ლავენცი ლატვიის წინააღმდეგ (Lavents v. Latvia) პარ 125 და მელიჩი და ბექი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (Melich and Beck v. Czech Republic) პარ 49).

გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლომ საქმეზე ბარანი და ჰუნი თურქეთის წინააღმდეგ (BARAN AND HUN v. TURKEY), განაცხადი no. 30685/05 განმარტა, რომ მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლომ ზოგადად გამოიყენა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულების სტანდარტი. ამგვარი მტკიცებულება შესაძლოა გამომდინარეობდეს მყარი, ცხადი და შეთანხმებული დასკვნების თანაარსებობიდან ან მსგავსი ფაქტების დასაბუთებული პრეზუმპციიდან.

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისგან სისხლი----ართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა. კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რომლის შემადგენლობა მატერიალურია და მისი დამთავრებულად შეფასებისათვის აუცილებელია მძიმე შედეგის დადგომა. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ქმედებაში, მძიმე შედეგში, მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულში მიზეზობრივი კავშირი არსებობს მაშინ, როცა პირის ქმედება წარმოადგენდა 117-ე მუხლით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო შედეგის ერთ-ერთ (და არა ერთადერთ) აუცილებელ პირობას, ურომლისოდაც ამჯერად ეს შედეგი არ განხორციელდებოდა. მოქმედი კანონით ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება ჩაითვლება მძიმედ, როცა სახეზეა სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის. სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებად ითვლება ჯანმრთელობის ისეთი დაზიანება, რომელიც ზიანის მიყენების მომენტისათვის საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს და ამდენად, შეიძლება გამოიწვიოს სიკვდილი. ამასთან, დაზიანების სიმძიმის განსაზღვრისათვის საჭიროა სპეციალური სამედიცინო ცოდნა. ამიტომ დაზიანების სიმძიმეს სასამართლო დამოუკიდებლად ვერ განსაზღვრავს. ამ კატეგორიის საქმეებზე აუცილებელია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნა, რომელმაც თავის დასკვნაში უნდა განსაზღვროს დაზიანების სიმძიმე, რაც განსახილველ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა და შესაბამისად, ბრალდებული საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს.

საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლით ხულიგნობისაგან სისხლი----ართლებრივი დაცვის ობიექტია საზოგადოებრივი წესრიგი. მისი დამატებითი ობიექტია ადამიანის ხელშეუხებლობა, მისი ჯანმრთელობა და საკუთრების უფლება. ობიექტური მხრივ ხულიგნობა არის ქმედება, რომელსაც ახასიათებს შემდეგი ნიშნები: 1. პი---- უხეშად უნდა დაარღვიოს საზოგადოებრივი წესრიგი (შედეგი); 2. ეს ქმედება უნდა გამოხატავდეს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას; 3. ქმედება ჩადენილი უნდა იყოს ძალადობით ან ძალადობის მუქარით. ვინაიდან, საზოგადოებრივი წესრიგის უხეში დარღვევა ამ დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ნიშანია, ხულიგნობის ჩადენას ადგილი აქვს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას. ხულიგნობისათვის დამახასიათებელი მეორე ნიშანია საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობის გამოხატვა. ამ შემთხვევაში სახეზეა ორი მომენტი (სუბიექტური და ობიექტური): 1. ხულიგნობის ჩამდენს სურს დაუპირისპიროს თავი საზოგადოებას, დაანახოს ყველას, რომ იგი არაფრად აგდებს საზოგადოებაში გაბატონებულ ზნეობრივ ნორმებს, რომ იგი ყოველთვის იქცევა ისე, როგორც სურს (სუბიექტური მომენტი) და 2. მისი ამ განწყობის დემონსტრირებისთვის პირი სჩადის ისეთ ქმედებას, რითაც გარშემომყოფთათვის აშკარაა, რომ ეს პიროვნება იგნორირებას უკეთებს საზოგადოებაში დამკვიდრებულ ზნეობრივ ნორმებს (ობიექტური მომენტი). ხულიგნობის მესამე ნიშანია ქმედების ჩადენა ძალადობით. ძალადობაში იგულისხმება ისეთი აგრესიული ქმედება, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს ჯანმრთელობის დაზიანება. ამდენად, ხულიგნური ქმედება არ გამოიხატება მხოლოდ საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობაში. იგი არც მხოლოდ ძალადობასა და ძალადობის მუქარაში პოვებს გამოხატვას. ხულიგნური ქმედება მოიცავს ორივე ამ ნიშანს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობასა და ძალადობას ან ძალადობის მუქარას. ამასთან, ხულიგნობის დამთავრებულად ცნობისათვის საკმარისი არაა მხოლოდ ამგვარი ქმედების ჩადენა, აუცილებელია მას შედეგად მოჰყვეს საზოგადოებრივი წესრიგის უხეში დარღვევა. ხულიგნობის ამსრულებელი არის 14 წელს მიღწეული შერაცხადი პირი. სუბიექტური მხრივ ხულიგნობის მოტივს და მიზანს წარმოადგენს პირის მისწრაფება დაუპირისპირდეს საზოგადოებას, დაუმტკიცოს მას აგრესიული ქმედების ჩადენით, რომ არაფრად თვლის გაბატონებულ ზნეობრივ ნორმებს, რაც მისი აზრით, მის უპირატესობას ადასტურებს საზოგადოების სხვა წევრების მიმართ. სსკ 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის შემდეგი მაკვალიფიცირებელი გარემოებაა იგივე ქმედება, ჩადენილი ჯგუფურად.

სსკ 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით მაკვალიფიცირებელი გარემოებაა ქმედება, ჩადენილი ცეცხლსასროლი იარაღის ან იარაღად სხვა საგნის გამოყენებით. ამ შემთხვევაში ხულიგნობის ჩამდენი ძალადობის ან ძალადობის მუქარას სჩადის ცეცხლსასროლი იარაღით ან სხვა საგნის გამოყენებით. იარაღად გამოყენებული შეიძლება იყოს ნებისმიერი საგანი, რითაც შეიძლება ადამიანი ან ქონება დაზიანდეს. მაგალითად, ცივი იარაღი, რასაც მოცემულ შემთხვევაში აქვს ადგილი.

სასამართლო აღნიშნავს, იმისათვის რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება ფაქტის არსებობა, შემდეგ უნდა არსებობდეს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდება ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება უკვე ქმედების სამართლებრივი შეფასება.

ფაქტების უტყუარად დადგენისათვის მტკიცებულებების საკმარისობის შეფასებისას კი, სასამართლო ხელმძღვანელობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით. ამასთან, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ძირითადად ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის უფლებაზე, მოახდინოს მტკიცებულების ავთენტიკურობისა და შინაარსის შედავება. ამის პარალელურად, სასამართლო განსაკუთრებით უსვამს ხაზს მტკიცებულების შინაარსობრივ ხარისხს და მის სანდოობას (როგორც სამართლიანი განხილვის კომპონენტს), რადგან თუკი ეს არ იქნება უზრუნველყოფილი, დაირღვევა სამართლის უზენაესობის პრინციპი, რომელიც ევროპული კონვენციის პრეამბულაშია განმტკიცებული ძირითად ღირებულებად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიხედვით, უნდა შემოწმდეს, კონკრეტულად მიეცა თუ არა განმცხადებელს შესაძლებლობა მოეხდინა მტკიცებულებათა ავთენტიკურობისა და მისი გამოყენების შედავების შანსი. დამატებით, მტკიცებულებათა ხარისხი უნდა იქნეს მხედველობაში მიღებული, მათ შორის, ის გარემოებები, რომლებიც ქმნიან მისი სანდოობის და სიზუსტის ეჭვებს (იარემენკო უკრაინის წინააღმდეგ (Yaremenko v. Ukraine), ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2008 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება, პუნქტი 76). ევროპული სასამართლოს მიდგომა კონკრეტული მტკიცებულების უარყოფის (ავთენტურობა/შინაარსი) თვალსაზრისით გამომდინარეობს სწორედ სამართლიანი განხილვის უფლებიდან.

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმის განხილვის დროს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები ხულიგნობის ნაწილში ურთიერთშეთანხმებული და დამაჯერებელია. პირდაპირ მიემართება და რელევანტურია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოების დადგენისათვის, ხოლო დაცვის მხარის პოზიცია ბრალდებულის უდანაშაულობასთან დაკავშირებით არასარწმუნოა და ემსახურება მხოლოდ მოსალოდნელი პასუხისმგებლობის თავიდან აცილებას.

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მრავალჯერ აქვს აღნიშნული, რომ თუმცა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი იცავს პირის უფლებას სამართლიან სასამართლო განხილვაზე, აღნიშნული მუხლი არ ადგენს მტკიცებულებათა დასაშვებობის წესებს. ეს უკანასკნელი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის პრეროგატივაა (შენკი შვეიცარიის წინააღმდეგ (Schenk v. Switzerland), განაცხადი no. 10862/84, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება, პუნქტები 45-46).

ამასთან, როგორც წესი, მტკიცებულება, მისი რელევანტურობა ფასდება ეროვნული სასამართლოების და არა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ (ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barberà, Messegué, Jabardo v. Spain), განაცხადები nos. 10588/83, 10589/83, 10590/83, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება, პუნქტი 68).

ამდენად, ჰ----- ა----- ჰ---------- ა-–------ი ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, ხოლო სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებისათვის წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ჰ----- ა----- ჰ---------- ა-–------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი ან დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასამართლო უთითებს, რომ განაჩენის სამართლიანობა უკავშირდება სწორედაც სასჯელს.

სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე. სასჯელის სიმკაცრე ქმედების გასაკიცხაობას უნდა უტოლდებოდეს. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება და სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სასჯელის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, ბრალეული პირის პიროვნებას, მის ჯანმრთელობის მდგომარეობას. სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი სისხლის სამართალში ნიშნავს იმას, რომ სასჯელი უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით.

სასამართლო ზემოთაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მისი განხორციელების სახეს, ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს, წარსულ ცხოვრებას, ასევე იმ გარემოებას, რომ ბრალდებულმა დაარღვია ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიება და თავი აარიდა სასამართლოში გამოცხადებას. ამდენად, დამნაშავეთა რესოციალიზაციისა და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, საქმეში გამოკვლეულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა გათვალისწინებით, ბრალდებულს უნდა დაენიშნოს შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული საპატიმრო სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით.

 

ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:

 

საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი:

- 2 დისკი, უნდა დაერთოს საქმეს და შენახული უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

- მ------- გ-------ის, ქ----– ნ-----ის, ზ----- ჰ----------ის და ჰ-------ის ტანსაცმელები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეთ კანონიერ მფლობელებს;

- მ------- გ-------ის, ქ----– ნ-----ის, ზ----- ჰ----------ის, ჰ-------ის სისხლის ნიმუშები და დანა, რომლებიც ინახება ძ---–-------–-----------------–-------- განყოფილებაში, უნდა განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 270-ე, 271-276-ე, 277-278-ე , 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ჰ----- ა----- ჰ---------- ა-–------ი ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებისათვის წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.

2. ჰ----- ა----- ჰ---------- ა-–------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედებისათვის წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 06 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

3. ჰ----- ა----- ჰ---------- ა-–------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს მსჯავრდებულის სახით დაკავების ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან.

4. ნივთმტკიცება:

- 2 დისკი, დაერთოს საქმეს და შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

- მ------- გ-------ის, ქ----– ნ-----ის, ზ----- ჰ----------ის და ჰ-------ის ტანსაცმელები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეთ კანონიერ მფლობელებს;

- მ------- გ-------ის, ქ----– ნ-----ის, ზ----- ჰ----------ის, ჰ-------ის სისხლის ნიმუშები და დანა, რომლებიც ინახება ძ---–-------–-----------------–-------- განყოფილებაში, განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას.

5. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

6.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

7. მსჯავრდებულ ჰ----- ა----- ჰ---------- ა-–-------ს უფლება აქვს განაჩენი გაასაჩივროს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი დაპატიმრებიდან ან სათანადო ორგანოში გამოცხადების მომენტიდან ან პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან, თუ მსჯავრდებული ითხოვს სააპელაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მ ო ს ა მ ა რ თ ლ ე

 

დავით მგელიაშვილი