გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 24.04.2019
საქმის ნომერი
030310919002945746
კატეგორია
დავის ტიპი
დამცავი ორდერის გამოცემა
თარიღი
24.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 030310919002945746

№ 3/45-2019

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

დამცავი ორდერის გამოცემაზე უარის თქმის შესახებ

24.04.2019 წ. ქ.ფოთი

ფოთის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე

სხდომის მდივანი ლევანი ქირია

მსხვერპლი: ე---–--- დ--------, დ----- დ--------

კანონიერი წარმომადგენელი დ---- ჭ----

წარმომადგენელი ქ------- გ-------

მოძალადე ე---–--- დ--------

წარმომადგენელი ნ----- ს------------------–---

აღწერილობითი ნაწილი:

ზეპირი მოსმენით განიხილა ე---–--- დ--------ს და დ----- დ--------ს კანონიერი წარმომადგენლის დ---- ჭ----ს შუამდგომლობა დამცავი ორდერის გამოცემის შესახებ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

2019 წლის 15 აპრილს ფოთის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა მსხვერპლის ე---–--- დ--------ს და დ----- დ--------ს კანონიერმა წარმომადგენელმა დ---- ჭ----მ მოძალადე ე---–--- დ--------ს მიმართ დროებითი ღონისძიების სახით დამცავი ორდერის გამოცემის შესახებ.

 

განცხადებაში მითითებულია, რომ დ---- ჭ---- 2010 წლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება ე---–--- დ--------სთან. ერთად ცხოვრების მანძილზე შეეძინათ სამი შვილი, ე---–--- დ--------, ბ--- დ-------- და დ----- დ--------. ე---–--- დ-------- ადრეც ძალადობდა დ---- ჭ----ზე, როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად, რისი მომსწრენიც ყოველთვის ხდებოდნენ მათი მცირეწლოვანი შვილები, მის მიმართ არაერთხელ გამოცემულა შემაკავებელი ორდერი, ასევე შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელიც შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული პირობების დარღვევის გამო. გამუდმებული სმა, აზარტული თამაშები და ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება იყო ყოველივე ამის მიზეზი. საბოლოოდ განქორწინება გადაწყვიტა, რადგან შედარებით მშვიდ გარემოში გაეზარდა შვილები, რომლებისთვისაც უკვე აუტანელი იყო ასეთ ძალადობრივ გარემოში ცხოვრება. ცოტა ხნის წინ უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა მათი შუათანა ბიჭი, 2--- წელს დაბადებული ბ---. თამაშის დროს ,,ს------------------------ ქ-----------ში“ ჩავარდა, ათი დღე ებრძოდა სიკვდილს და იმის ნაცვლად, რომ ე---–--- დ-------- ამ მძიმე წუთებში მათ გვერდით მდგარიყო, საავადმყოფოში მიუვარდა მთვრალ მდგომარეობაში, აგრეთვე ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ, უშვერი სიტყვებით ლანძღავდა და აგინებდა, უნდოდა ფიზიკურად გასწორებოდა, მაგრამ მედპერსონალმა და საავადმყოფოს დაცვამ ამის საშუალება არ მისცა. მათი შვილი ვერ გადარჩა. 2019 წლის 22 მარტს გარდაიცვალა. შვილის ცხედარი მამის ოჯახში დაასვენეს. ე---–--- დ-------- ძალიან დიდ ემოციურ სტრესს აყენებს ბავშვებს, განსაკუთრებით უფროს ბიჭს, რომელსაც ისედაც რთული პერიოდი უდგას ძმის გარდაცვალების გამო, ჯერ მხოლოდ 11 წლისაა და საკუთარი თვალით უყურა ძმის ტრაგიკულ დაღუპვას, ამას ემატება ის, რომ მათი მამა ფსიქოლოგიურად ძალადობს მათზე, გამუდმებით აყენებს შეურაცხყოფას დ---- ჭ----ს მათი თანდასწრებით, ლანძღავს უშვერი სიტყვებით, ემუქრება მოკვლით, ასევე, ყოველი სატელეფონო საუბრისას ბავშვებთან მთავარი თემა დ---- ჭ----ს ლანძღვაა, თუ როგორი ცუდი დედაა, როგორ განაგრძობს იმ სახლში ცხოვრებას, სადაც მათი ძმა გარდაიცვალა და ემუქრება ბავშვებს დ---- ჭ----ს მოკვლით. ბავშვები სტრესულ მდგომარეობაში არიან, ორივე მათგანი ბავშვთა ფსიქოლოგთან დაყავს. განსაკუთრებით რთული მდგომარეობა აქვს უფროსს, ე---–---ს, ის თავის თავს ადანაშაულებს თავისი შუათანა ძმის სიკვდილში. ყოველივე ამის ფონზე ცდილობს, როგორმე ბავშვები ნორმალური ცხოვრების რიტმს თანდათან დაუბრუნოს, იარონ სკოლაში, განაგრძონ ცეკვის წრეზე სიარული, ჩაერთონ სხვადასხვა აქტივობებში სკოლაში, რაც გამოიხატება სასკოლო ღონისძიებებში მონაწილეობის მიღებაში. ამის საშუალებას არ აძლევს ყოფილი მეუღლე. შვილის დაღუპვას განიცდის, მაგრამ მისი ემოციური ფონი ძალიან ცუდ გავლენას ახდენს ბავშვებზე, რომელთა ინტერესი უპირატესია, უგულებელყოფს მათ საჭიროებებს საბაზისო განათლების მიღებაზე, კერძოდ, ბავშვები თავისი სურვილისა და შეხედულებისამებრ დაყავს, ისე რომ ვერ ასწრებენ მეცადინეობას, შესაბამისად, მოუმზადებელნი მიდიან სკოლაში, დარღვეული აქვთ კვებისა და ძილის რეჟიმი, აცდენენ ცეკვის წრის გაკვეთილებს, რომლებიც მათ შაბათ-კვირას უტარდებათ. უწმაწურ სიტყვებს იყენებს ბავშვებთან საუბრისას. მიმდინარე წლის 6 აპრილს დ---- ჭ---- და მისი შვილები ლოცულობდნენ ტაძარში, მოძალადე ლანძღვა-გინებით შემოიჭრა ეკლესიაში და ძალით წაიყვანა ბავშვები, ემუდარებოდა მღვდელს მაინც დალოდებოდა, რადგან ბავშვებს ზიარება უნდა მიეღოთ, მაგრამ უშედეგოდ. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მოძალადის მიმართ დ---- ჭ----ს განცხადების საფუძველზე, იმავე დღეს გამოიცა შემაკავებელი ორდერი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე დ---- ჭ---- ითხოვს ე---–--- დ--------ს და დ----- დ--------ს უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის მიზნით, ასევე მათი პირადი უსაფრთხოებისთვის გაიცეს დამცავი ორდერი 6 თვის ვადით.

 

2019 წლის 24 აპრილს დანიშნულ სასამართლო სხდომაზე ე---–--- დ--------ს და დ----- დ--------ს კანონიერმა წარმომადგენელმა დ---- ჭ----მ და წარმომადგენელმა ქ------- გ-------მ მხარი დაუჭირეს შუამდგომლობას და მოითხოვეს დამცავი ორდერის გამოცემა.

 

ე---–--- დ-------- არ დაეთანხმა განცხადებას დროებითი ღონისძიების სახით დამცავი ორდერის გამოცემის შესახებ და განმარტა, რომ განცხადებაში მოყვანილი ფაქტები მისი და მისი შვილების ურთიერთობაზე არის სიცრუე. მას შემდეგ, რაც დ---- ჭ----მ გადაწყვიტა მასთან განქორწინება, მიზნად დაისახა ე---–--- დ--------ს განადგურება. ცდილობს ყველანაირად შეზღუდოს და დააშოროს თავის შვილებს. დ---- ჭ---- ახდენს მის პროვოცირებას გახადოს იძულებული ჩაიდინოს რაიმე დანაშაული და მოხდეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. ის ყოველთვის ცდილობდა და დღემდე ცდილობს შეინარჩუნოს სრულფასოვანი ოჯახი. ამისათვის ყველაფერს აკეთებს. დამოუკიდებლად მის მეუღლეს არ შეუძლია გაუძღვეს ოჯახს მისი ავადმყოფობის გამო. ის დაავადებულია ნერვოზით, თანდაყოლილი სკლეროზით, ორჯერ გადატანილი აქვს ინსულტი. ვინაიდან დ---- ჭ---- ფიქრობდა, რომ ის და მათი შვილები უკეთ იცხოვრებდნენ მამის გარეშე, ე---–--- დ-------- წავიდა საზღვარგარეთ და თხოვა მის მშობლებს სათანადო ყურადღება მიექციათ თავისი ოჯახისათვის, რასაც ისინი პირნათლად ასრულებდნენ. მისი მშობლები ახდენდნენ მისი მეუღლის და შვილების მატერიალურ უზრუნველყოფას. მაგრამ ვინაიდან დ---- ჭ----მ შვილები გადაიყვანა ნაქირავებ ბინაში, მდებარე: 9-------–---------- N2-----ში, ისინი ცხოვრობდნენ მარტო. ე---–--- დ--------ს სოციალური ქსელის საშუალებით ხშირი კავშირი ჰქონდა თავის მეუღლესთან და სამივე შვილთან. ერთ დღესაც გაიგო, რომ მისი შუათანა შვილი ბ--- გაურკვეველ ვითარებაში აღმოჩნდა მ----------ს ქუჩაზე მდებარე ს------------------------ში, სადაც განვითარდა დიდი ტრაგედია, რის შედეგადაც მისი შვილი დამწვრობის მაღალი ხარისხით გადაიყვანეს თ---–---ს დ--–-------ს ც------ში, ხ----–---–-ს კ-–-----ში. მისმა მეუღლემ ამის შესახებ არც კი შეატყობინა. მან შეიტყო მეორე დღეს მისი მამიდისგან. სასწრაფოდ ცდილობდა დ----სთან დაკავშირებას, მან ტელეფონი გამორთო. იძულებული გახდა დაკავშირებოდა დ----ს დეიდაშვილს მ---- თ-------ს და ითხოვდა მისთვის გაეგზავნათ ბ---ს დასკანერებული სამედიცინო დოკუმენტაცია და სურათები, რაც მისცემდა საშუალებას მიემართა ესპანეთში და ზოგადად ევროპაში სამედიცინო დაწესებულებისათვის, რათა გადაერჩინა თავისი შვილის სიცოცხლე და ემკურნალა მისთვის. როდესაც მიხვდა, რომ დოკუმენტაციას არ უგზავნიდნენ სასწრაფოდ წამოვიდა საქართველოში. ქუთაისში ჩამოფრენისთანავე გაემგზავრა თბილისში და მივიდა კლინიკაში. დახვდა ტრაგიკული სურათი, ბ---ს ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან რთული იყო. ასევე აღმოჩნდა, რომ მისი უფროსი შვილი იყო სოფელ პ------– მ---–ი დ----ს დასთან და უმცროსი დ-----ი ნაქირავებ ბინაში დ----ს დედასთან. ე---–--- დ--------მ გადაწყვიტა ენახა თავისი შვილები და საავადმყოფოდან წავიდა მათ სანახავად. როდესაც ჩავიდა შეამჩნია, რომ დ-------ს თავზე, კეფაზე ჰქონდა უცნაური სახის დაზიანება. თავიდან ბავშვმა დამალა სიმართლე და უთხრა, რომ სტადიონზე დაეცა, ექიმებთან ვიზიტების შემდეგ აღმოჩნდა, რომ მას თავი დამწვარი ჰქონდა. უფროსი შვილი იყო განსაკუთრებით ემოციებში. ორივე ბავშვი იყო შეშინებული და ცდილობდნენ მამის მოტყუებას დ---- ჭ----ს დარიგებით, რომელიც აშინებდა მათ, რომ თუ მამას სიმართლეს ეტყოდნენ ე---–--- დ-------- დ---- ჭ----ს მოკლავდა. სწორედ ეს არის ფსიქოლოგიური ტერორი. სავალალო შემთხვევიდან მე-10 დღეს ბ--- დ-------- გარდაიცვალა. მათი შვილებისთვის საუკეთესო მდგომარეობა იქნებოდა ეცხოვრათ სრულფასოვან ოჯახში, იმ ავბედითი ს------------------------საგან მოშორებით. დ---- ჭ---- და მისი ნათესავები - დედა, დეიდა და დეიდაშვილი ამყოფებენ ბავშვებს ფსიქოლოგიური ტერორის ქვეშ დღემდე. ბავშვების თხოვნის მიუხედავად მათ იძულებით აცხოვრებენ ნაქირავებ ბინაში, რომლის ეზოს მიმდებარედაც არის ტრანსფორმატორი, სადაც მათი ძმა ტრაგიკულად დაიღუპა. დღემდე ესმით ბავშვებს მათი ძმის განწირული ხმა, ელანდებათ ალი, რომელშიც ის იწვოდა. ე---–--- დ-------- არის მამა და მას უფლება აქვს შეუზღუდავად ჰქონდეს თავის შვილებთან ურთიერთობა, მაგრამ ითვალისწინებს მისი მეუღლის მდგომარეობას და ცდილობს შაბათ-კვირას წაიყვანოს. წინასწარ სატელეფონო კონტაქტით შეთანხმებული იყო თავის შვილებთან, რომ მიაკითხავდა ტაძარში და წაიყვანდა მათ საცხოვრებელ სახლში მდებარე ს-----ს რაიონი, სოფელ ძ---– ს----–-, ვინაიდან იქ ესვენა მათი ძმის ცხედარი დაკრძალვამდე. ხოლო იმ დღეს ოჯახს უნდა გაეკეთებინა საკურთხი, იქ წასვლაზე თავისი შვილები დათანხმდნენ და მიაკითხა ტაძარში, სადაც დ----მ გაუწია წინააღმდეგობა მას და მის შვილებს. ცდილობდა გაეღიზიანებინა, როდესაც ბავშვები მანქანაში ჩასხდნენ დ---- ჭ----მ დაიწყო ე---–--- დ--------ს ლანძღვა-გინება, შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებდა მისი ოჯახის წევრებს, ცდილობდა მშვიდად დაშორებოდნენ ერთმანეთს, მაგრამ მან ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა. ამის შემდეგ ე---–--- დ--------ს დაუკავშირდა პოლიციის თანამშრომელი და აცნობა, რომ გაფორმებული იყო შემაკავებელი ორდერი. ე---–--- დ--------ს და მისი შვილების ურთიერთობა დაფუძნებულია მხოლოდ სიყვარულზე, ურთიერთპატივისცემაზე და მათ სურვილზე. გამორიცხულია მისი მხრიდან რაიმე სახის იძულება მისი შვილების მიმართ და მითუმეტეს ძალადობა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დ---- ჭ----ს განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გამოიკვლია მტკიცებულებები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები და მიაჩნია, რომ დამცავი ორდერის გამოცემის შესახებ ე---–--- დ--------ს და დ----- დ--------ს კანონიერი წარმომადგენლის დ---- ჭ----ს განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2112 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში სასამართლოსათვის მიმართვის უფლება აქვთ მსხვერპლს/სავარაუდო მსხვერპლს და მისი ოჯახის წევრს, ხოლო არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის შემთხვევაში – აგრეთვე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს.

 

,,????? ?????? ????????? ??/?? ?????? ????????? ????????, ????????? ?????????? ??????? ?? ?????????? ??????? ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დამცავი ორდერი არის პირველი ინსტანციის სასამართლოს (მოსამართლის) მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები. ამავე კანონის მე-11 მუხლით თანახმად კი, დამცავი და შემაკავებელი ორდერების გამოცემის მოთხოვნის უფლება აქვს მსხვერპლს, აგრეთვე მისი ოჯახის წევრს ანდა მსხვერპლის თანხმობით პირს, რომელიც მსხვერპლს უწევს სამედიცინო, იურიდიულ, ფსიქოლოგიურ დახმარებას, ხოლო არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის შემთხვევაში – ასევე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს.

 

განსახილველ შემთხვევაში დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე განცხადებით სასამართლოს მომართა ე---–--- დ--------ს და დ----- დ--------ს კანონიერმა წარმომადგენელმა დ---- ჭ----მ და განმარტა, რომ არსებობს საშიშროება, მოძალადემ კვლავ გააგრძელოს ფსიქოლოგიური ძალადობა.

 

შვილების მიმართ რაიმე სახის ძალადობის არსებობა ე---–--- დ--------მ უარყო.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2113 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი პირის მიმართვის საფუძველზე სასამართლოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია დროებითი ღონისძიების სახით გამოიცეს დამცავი ორდერი.

 

ამდენად, დამცავი ორდერი გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება ძალადობის რაიმე ფორმის განხორციელება განმცხადებლის მიმართ.

 

,,????? ?????? ????????? ??/?? ?????? ????????? ????????, ????????? ?????????? ??????? ?? ?????????? ??????? ” საქართველოს კანონის მე-31 მუხლის თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობა გულისხმობს საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალების მიმართ გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობისათვის დამახასიათებელ ყველა ქმედებას, რომელთაც შედეგად მოჰყვება ან შეიძლება მოჰყვეს ქალებისთვის ფიზიკური, ფსიქოლოგიური ან სექსუალური ტანჯვის ან ეკონომიკური ზიანის მიყენება, მათ შორის, ასეთი ქმედებების ჩადენის მუქარა, ქალების იძულება ან მათთვის თავისუფლების თვითნებური აღკვეთა.

 

დასახელებული ნორმების ანალიზიდან გამომდინარე, ქალთა ძალადობის წინააღმდეგ პრევენციული ზომები მიღებული უნდა იქნას არა ნებისმიერ შემთხვევაში, არამედ მხოლოდ ამ ფაქტის დადასტურების შემთხვევაში.

 

,,????? ?????? ????????? ??/?? ?????? ????????? ????????, ????????? ?????????? ??????? ?? ?????????? ??????? ” მე-4 მუხლი განმარტავს ძალადობის თითოეული ზემოაღნიშნული ფორმის არსს: ა) ფიზიკური ძალადობა – ცემა, წამება, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას; ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა, რაც იწვევს მსხვერპლის ჯანმრთელობის დაზიანებას ან სიკვდილს; ბ) ფსიქოლოგიური ძალადობა – შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას; გ) იძულება – ადამიანის ფიზიკური ან ფსიქოლოგიური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება; დ) სექსუალური ძალადობა – სქესობრივი კავშირი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან მსხვერპლის უმწეობის გამოყენებით; სქესობრივი კავშირი ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედება ან გარყვნილი ქმედება არასრულწლოვნის მიმართ; ე) ეკონომიკური ძალადობა – ქმედება, რომელიც იწვევს საკვებით, საცხოვრებელი და ნორმალური განვითარების სხვა პირობებით უზრუნველყოფის, საკუთრებისა და შრომის უფლებების განხორციელების, აგრეთვე თანასაკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობისა და კუთვნილი წილის განკარგვის უფლების შეზღუდვას;

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მსხვერპლის განმარტებისა და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ იქნა დადასტურებული ე---–--- დ--------ს და დ----- დ--------ს კანონიერი წარმომადგენლის დ---- ჭ----ს მიერ განცხადებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, შესაბამისად არ დასტურდება ე---–--- დ--------ს მხრიდან ე---–--- დ--------ს და დ----- დ--------ს მიმართ ფსიქოლოგიური ძალადობის არსებობა.

 

განმცხადებლის მიერ კონკრეტული სახის მტკიცებულებები, რომელიც ერთმნიშვნელოვნად დაადასტურებდა ე---–--- დ--------ს მიერ განხორციელებული რაიმე სახის შესაძლო ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტს წარმოდგენილი არ არის.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად ჩათვლა ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2113-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი პირის მიმართვის საფუძველზე სასამართლოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია დროებითი ღონისძიების სახით გამოიცეს დამცავი ორდერი. ამავე კოდექსის 2115-ე მე-3 ნაწილის თანახმად, დამცავი ორდერი შეიძლება ითვალისწინებდეს: ა) მსხვერპლის, მასზე დამოკიდებული პირის მოძალადისაგან დაცვის ზომებს; ბ) მსხვერპლის, მასზე დამოკიდებული პირის მოძალადისაგან გარიდების და მათ თავშესაფარში მოთავსების საკითხებს; გ) მოძალადის მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილიდან გარიდების საკითხს; დ) მოძალადის ვალდებულებას – არ შეზღუდოს მსხვერპლი, ისარგებლოს პირადი ნივთებით, ავტომანქანით ან სხვა იმ ქონებით, რომელიც აუცილებელია ადამიანის ნორმალური არსებობისათვის; ე) მოძალადისათვის თანასაკუთრებით ერთპიროვნულად სარგებლობის უფლების აკრძალვას; ვ) მოძალადის არასრულწლოვნისაგან განცალკევების, მასთან შეხვედრისა და ურთიერთობის რეგულირების საკითხებს; ზ) მოძალადის მსხვერპლთან, მის სამსახურთან და სხვა იმ ადგილებთან, სადაც მსხვერპლი იმყოფება, მიახლოების საკითხებს; თ) მოძალადისათვის დამცავი ორდერის მოქმედების პერიოდში ან დამცავი ორდერით განსაზღვრულ პერიოდში იარაღით (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღით) სარგებლობის უფლების შეზღუდვას ან აკრძალვას, იარაღის შეძენის ან მის შეძენაზე ნებართვის ან ლიცენზიის მოპოვების უფლების აკრძალვას და პირად საკუთრებაში არსებული ან/და კუთვნილი იარაღის (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის) შენახვის ან დროებით ჩამორთმევის პირობებს; ი) მოძალადის მიერ მსხვერპლის მკურნალობის, თავშესაფარში ყოფნის და სხვა, გონივრული ხარჯების ანაზღაურების საკითხებს; კ) მოძალადის დამოკიდებულებებისა და ქცევის კორექციისკენ მიმართული ღონისძიებების განხორციელებასთან დაკავშირებულ საკითხებს; ლ) მოძალადის მიერ ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლის საკითხს; მ) მოძალადის გაფრთხილებას დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ნ) სხვა საკითხებს, რომელთა გადაწყვეტაც აუცილებელია მსხვერპლის უსაფრთხოებისათვის.

 

დასახელებული მუხლის ანალიზი ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს, რომ დამცავი ორდერი წარმოადგენს მსხვერპლის დაცვის მექანიზმს მოძალადისათვის გარკვეული შეზღუდვების დაწესების გზით. ცხადია, რომ დამცავის ორდერის გამოსაცემად უნდა არსებობდეს ძალადობისაგან მსხვერპლის დაცვის აუცილებლობა, ეს უკანასკნელი გარემოება კი საქმის განხილვის შედეგად დადასტურებული უნდა იყოს უტყუარად, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს.

 

ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ ერთმნიშვნელოვანი და უტყუარი სახის მტკიცებულება ე---–--- დ--------ს მხრიდან განხორციელებული შესაძლო ძალადობის შესახებ წარმოდგენილი არ არის. შესაბამისად არ არსებობს მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად დროებითი ღონისძიების სახის გამოყენების სამართლებრივი აუცილებლობა.

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, 2113-ე, 2115-ე მუხლებით, ,,????? ?????? ????????? ??/?? ?????? ????????? ????????, ????????? ?????????? ??????? ?? ?????????? ??????? ” საქართველოს კანონის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-10, მე-12 მუხლებით,დაადგინა:

 

1. ე---–--- დ--------ს და დ----- დ--------ს კანონიერი წარმომადგენლის დ---- ჭ----ს განცხადება ე---–--- დ--------ს მიმართ, დამცავი ორდერის გამოცემის შესახებ არ დაკმაყოფილდეს.

 

2. გადაწყვეტილება საჩივრდება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (მდებარე: ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32) ფოთის საქალაქო სასამართლოს (მდებარე: ქ. ფოთი, დავით აღმაშენებლის ქ.№3) მეშვეობით მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში.

 

მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე