განაჩენი

სისხლის სამართლის 23.04.2019
საქმის ნომერი
060100119002868042
დავის ტიპი
126
თარიღი
23.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/13-19წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

23 აპრილი, 20-9 წელი ქ. სამტრედია.

 

სამტრედიის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ლევან მეშველიანი

სხდომის მდივანი - ქეთევან მეიშვილი

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - მა----მ მე-–--ე.

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - კ---- ჩ------–--ლი.

მამის სახელი: თ-----------.

დაბადებული: 3-.0-.1--- წელი

დაბადების ადგილი: საქართველო

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: ს-–----–--

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

პირადი ნომერი: 3----------

მცხოვრები: ქ------------------------------------ში.

 

ადვოკატი - მა-----ა არ--------ე.

 

სხდომის სახე - ღია

 

კვა-–-ფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ დაადგინა:

 

1. კ---- ჩ------–--ლი სისტემატურად შეურაცხყოფდა და ამცირებდა მეუღლეს ლა-–- ჩ-----აიას. 20-9 წლის 15 იანვარს, დაახლოებით 18:00 საათზე, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა კ---- ჩ------–--ლმა ქ------------------------------------ში მდებარე თავისი საცხოვრებელი სახლში კვლავ იძალადა მეუღლეზე ლა-–- ჩ-----აიაზე, რომელსაც არასრულწლოვანი შვილების მ------ ჩ------–--ლისა და დ----- ჩ------–--ლის თანდასწრებით მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. ბრალდებულის მხრიდან განხორციელებული ქმედებებით დაზარალებულმა ლ. ჩ-----აიამ განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა :

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვა-–-სწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

 

2.1. სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვისას მოწმეებმა ლა-–- ჩ-----აიამ არასრუწლოვანმა მოწმეებმა მ------ ჩ------–--ლმა და დ----- ჩ------–--ლმა ისარგებლეს მათთვის საპროცესო კოდექსით მინიჭებული უფლებით და არ მისცეს ჩვენება ახლო ნათესავის - კ---- ჩ------–--ლის მიმართ.

 

(სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.2. სასამარათლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას მოწმე ი--ა კ-–--–---–მა განაცხადა, რომ კ---- ჩ------–--ლი არის მისი მეზობელი, მათი სახლები ერთმანეთის პირისპირ დგანან. 20-9 წლის 15 იანვარს, კ---- ოყო მათთან, და-–-ა ორი ჭიქა ღვინო და წავიდა სახლში. ცოტა ხანში მათთან მივიდა კ----ს შვილი მა----მი, რომელმაც უთხრა რომ დედა და მამა ჩხუბობდნენ და თხოვა წაყოლოდა მას და გაეშველებინა. ი. კ-–--–---–მა მიატოვა სადილობა და გაიქცა ჩ------–--ლებთან. სახლში შესულმა დაინახა რომ კ. ჩ------–--ლს ხელი ჰქონდა აღმართული და უნდა დაერტყა ლ. ჩ-----აიასათვის. იგი ჩაუდგა მათ შუაში და არ მისცა დარტყმის საშუალება. გაბრაზებულმა კ. ჩ------–--მა იქვე მდგარ ტუმბოს დაარტყა ხელი და დაიზიანა. იგი ამშვიდებდა კ. ჩ------–--ლს და ეკითხებოდა თუ რა მოხდა, რაზეც კ. ჩ------–--ლი პასუხობდა, შენ არაფერი იციო. რამოდენიმე ხანში კ. ჩ------–--ლი დაწყნარდა და დაიძინა. მან ჩ------–--ლების ოჯახში დაჰყო ერთი საათი და შემდეგ წავიდა სახლი. რამოდენიმე ხანში გამოიხედა სახლიდან, აინტერესებდა, სიმშვიდე იყო თუ არა და დაინახა პოლიციის მანქანა. პოლიციელებმა ლ. ჩ-----აია წაიყვანეს ექსპერტიზაზე. მისივე განმარტებით, კ. ჩ------–--ლს და ლ. ჩ-----აიას აქვთ ნორმალური ურთიერთობა, თუმცა ჯამში, კონფლიქტი და შელაპარაკება ხდება ყველა ოჯახში.

2.3. საქმეზე მოწმის სახით დაკითხულმა, სამტრედიის რაიონული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე გამომძიებელმა გ-----------–-ილმა განმარტა, რომ მან გამოკითხა კ. ჩ------–--ლის არასრულწლოვანი შვილი, რომელმაც განუცხადა, რომ მან მიყვანა მეზობელი დასახმარებლად როდესაც კ. ჩ------–--ლი ცემდა ლ. ჩ-----აიას.

 

2.4. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა სამტრედიის რაიონული სამმართველოს გამომძიებელმა ნ--------------ძემ განაცხადა, რომ ლ. ჩ-----აიამ მას აცნობა ტელეფონის მეშვეობით, რომ კ. ჩ------–--ლი მასზე ძალადობდა, რაც შეატყობინა ხელმძღვანელობას. მისივე განმარტებით, წარმოებაში აქვს სხვა სისხლის სამართლის საქმე, ლ. ჩ-----აიას მიმართ ძალადობის ფაქტზე და აქედან გამომდინარე, ამ უკანასკნელისათვის ცნობილია მისი ტელეფონის ნომერი.

 

2.5. სასამართლომ გამოიკვლია წერილობითი მტკიცებულებები, გარდა სასამართლოში წარსადგენ მტკიცებულებათ ნუსხაში მითითებული მე-4 (ექსპერტიზის დასკვნები), მე-6 (პიროვნული მახასიათებლები) და მე-7 (სხვა წერილობითი მტკიცებულებები) მტკიცებულებებსა, ვინაიდან მხარეები შეთანხმდნენ, რომ ისინი სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს (პრეუდიცია).

 

2.6. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. საქმეში არსებული ყველა სხვა მტკიცებულება გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

(სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3. ქმედების სამართლებრივი შეფასება

 

3.1. სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადად საქმის კანონიერი გადაწყვეტა, ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი სამართლებრივი შეფასების მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტობრივი გარემოებების კვა-–-ფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების სწორ შეფასებას. რაც საფუძვლად უნდა დაედოს დასკვნას, ჩადენილია თუ არა დანაშაულებრივი ქმედება, მისი ჩადენის ადგილი, დრო, ხერხი, მოტივი, მიზანი და შედეგი.

 

3.2. სასამართლო უსაფუძვლოდ მიიჩნევს დაცვის მხარის პოზიციას, რომ საქმეში არ მოიპოვება პირდაპირი სახის მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებდა კ---- ჩ------–--ლის მიერ დანაშაულის ჩადენაზე.

 

3.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ ოჯახური დანაშაული, მისი ბუნებიდან გამომდინარე, მოწმეთა სიმრავლით არ გამოირჩევა. დანაშაულის მსხვერპლი ან/და მოწმეები შესაძლოა, მისი ოჯახის წევრისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას ცდილობდნენ, რის გამოც მათ შესაძლოა ისარგებლონ კანონით მინიჭებული უფლებით და არ მისცენ მათი ახლო ნათესავის რაიმე სახის დანაშაულში მამხილებელი ჩვენება, თუმცა მხოლოდ ეს გარემოება არ შეიძლება ჩაითვალოს მტკიცებულებათა არ არსებობად.

 

3.4. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 23-ე ნაწილის თანახმად მტკიცებულებაა – კანონით დადგენილი წესით სასამართლოში წარდგენილი ინფორმაცია, ამ ინფორმაციის შემცველი საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება ან სხვა ობიექტი, რომლის საფუძველზედაც მხარეები სასამართლოში ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს, სამართლებრივად აფასებენ მათ, ასრულებენ მოვალეობებს, იცავენ თავიანთ უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს, ხოლო სასამართლო ადგენს, არსებობს თუ არა ფაქტი ან ქმედება, რომლის გამოც ხორციელდება სისხლის სამართლის პროცესი, ჩაიდინა თუ არა ეს ქმედება გარკვეულმა პირმა, დამნაშავეა თუ არა იგი, აგრეთვე გარემოებებს, რომლებიც გავლენას ახდენს ბრალდებულის პასუხისმგებლობის ხასიათსა და ხარისხზე, ახასიათებს მის პიროვნებას. დოკუმენტი მტკიცებულებაა, თუ ის შეიცავს სისხლის სამართლის საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების დასადგენად საჭირო ცნობას.

 

3.5. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

3.6. სასამართლო განმარტავს, რომ ეჭვის გამომრიცხავ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობაში იგულისხმება სულ მცირე, ორი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულების (და არა მოწმეთა ჩვენებები) არსებობა, რომლებიც სრულ თანხვედრაში იქნება ერთმანეთთან და მოგვცემს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშნის დადასტურების შესაძლებლობას, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა. კერძოდ:

 

- მოწმე ი--ა კ-–--–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 20-9 წლის 15 იანვარს, მასთან სახლში მივიდა კ. ჩ------–--ლისა და ლ. ჩ-----აიას შვილი მა----მ ჩ------–--ლი და თხოვა დახმარება, ვინაიდან მისი მშობლები ჩხუბობდნენ. იგი მაშინვე გაყვა ბავშვს და ჩ------–----–-ბის სახლში შესულმა ნახა, რომ კ. ჩხახუნაშვილი ცდილობდა დაერტყა ლ. ჩ-----აისათვის, რის საშუალებაც არ მისცა.

 

- სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ლა-–- ჩ-----აიამ, კ---- ჩ------–--ლის მხრიდან განხორციელებული ქმედებებით განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა.

 

- ბრალდებულის დაკავებისს ოქმით დადგენილია, რომ კ. ჩ------–--ლი დააკავეს 20-9 წლის 15 იანვარს, 22:40 საათზე, მის საცხოვრებელ სახლში.

 

- 20-5 წლის 15 იანვარს, 23:11 საათზე ჩატარებული ალკოტესტზე შემოწმების ოქმით დადგენილია, რომ კ. ჩ------–--ლს ორგანიზმში ალკოჰოლის შემცველობამ შეადგინა 2,404 პრომილე, რაც დადგენილი სტანდარტით შეესაბამება ს-–----–-- ხარისხის სიმთვრალეს.

 

- შემთხვევის ადგილის დათვა-–-ერების ოქმით დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილს წარმოადგენს ს-----------–---------------------------–ი მდებარე კ. ჩ------–--ლის საცხოვრებელი სახლის საძინებელი ოთახი.

 

- ბრალდებულმა კ. ჩ------–--ლმა, სასამართლო სხდომაზე უარყო, ლ. ჩ-----აიას ცემის ფაქტი, თუმცა დაადასტურა, რომ კონფლიქტი ჰქონდა და სიყვიერ შეურაცხოფას აყენებდა მას.

 

3.7. სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში დაზარალებულ ლა-–- ჩ-----აიას და არასრუწლოვანი მოწმეების მ------ ჩ------–--ლის და დ----- ჩ------–--ლის მიერ სასამართლოსათვის მიწოდებული ინფორმაცია შესაძლებელია მნიშვნელოვანი ყოფილიყო ბრა-–-ს დადასტურების ან უარყოფის თვალსაზრისით, თუმცა მათ მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმა, სხვა - გონივრული ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების არსებობის პირობებში გავლენას ვერ მოახდენს კ---- ჩ------–--ლის ბრალეულობის თაობაზე სასამართლოს დასკვნაზე.

 

3.8. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ზემოაღნიშნული მასალები ერთობლივად გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით ადასტურებს კ---- ჩ------–--ლის მიმართ ბრალად შერაცხული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვა-–-სწინებული დანაშაულის ჩადენას.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:

 

4.1. კ---- ჩ------–--ლს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება :

 

5.1 საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. ამდენად, განაჩენის სამართლიანობა უკავშირდება სწორედ სასჯელს.

 

5.2 სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე. სასჯელის სიმკაცრე ქმედების გასაკიცხაობას უნდა უტოლდებოდეს. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ გათვა-–-სწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება და სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

5.3. სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სასჯელის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, ბრალეულის პიროვნებას. სასჯელის ინდივიდუა-–-ზაციის პრინციპი სისხლის სამართალში ნიშნავს იმას, რომ სასჯელი უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვა-–-სწინებით.

 

5.4. სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვა-–-სწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახა-–- დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოცია-–-ზაცია.

 

5.5. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

 

5.6. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი სასჯელის სახედ და ზომად ითვა-–-სწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

5.7. სამართლიანობის აღდგენის, ახა-–- დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოცია-–-ზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვა-–-სწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ კ---- ჩ------–--ლს უნდა დაენიშნოს მითითებული მუხლით გათვა-–-სწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 0- (ერთი) წლის ვადით, რაც გახდება მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის საფუძველი და დამაფიქრებელი იქნება ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს კ---- ჩ------–--ლის მიერ ახა-–- დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებითა და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

კ---- ჩ------–--ლი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 0- (ერთი) წლის ვადით.

 

კ---- ჩ------–--ლს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობის დრო და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან 20-9 წლის 15 იანვრიდან.

 

კ---- ჩ------–--ლის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა - გაუქმდეს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), სამტრედიის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ქ. სამტრედია, ძმები ნინუების ქუჩა №1).

 

მოსამართლე ლევან მეშველიანი