გადაწყვეტილება

სამოქალაქო 15.03.2019
საქმის ნომერი
330210016001265610
კატეგორია
დავის ტიპი
შრომის სამართლებრივი დავები
თარიღი
15.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #2/4840-16

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

18.04.2019 წ. ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე გიორგი გოგიჩაშვილი

სხდომის მდივანი ნინო სეხნიაშვილი

მოსარჩელე ი---- ა--–---–---–-,მოპასუხე ააიპ ს----------–--- ს--------------- წ------ ა------- პ------––---------–-- ს----–----- ქ--------–- უ--------------,წარმომადგენელი ნ---- ტ--–--–---–-, პ----- გ----–---–-,დავის საგანი: გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ააიპ ს----------–--- ს--------------- წ------ ა------- პ------––---------–-- ს----–----- ქ--------–- უ--------------- სადისერტაციო საბჭოს მიერ 2016 წლის 29 იანვარს მიღებული გადაწყვეტილება ი---- ა--–---–---–-------- დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ.

1.2. დაევალოს ააიპ ს----------–--- ს--------------- წ------ ა------- პ------––---------–-- ს----–----- ქ--------– უნივერსიტეტს ი---- ა--–---–---–-------- დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე არ ცნობს სასარჩელო მოთხოვნას და ითხოვს მოსარჩელეს უარი ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მოსარჩელე ი---- ა--–---–---–-- ააიპ ს----------–--- ს--------------- წ------ ა------- პ------––---------–-- ს----–----- ქ--------– უ-------------–- როგორც დოქტორანტმა დაიწყო მუშაობა სადისერტაციო ნაშრომზე. წარმატებით გაიარა სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო კომპონენტები, შეასრულა კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და მათემატიკური მოდელირების სადოქტორო საგანამანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული კვლევითი კომპონენტები და უნივერსიტეტის რექტორის მიმართ გააკეთა განცხადება სადოქტორო ნაშრომის დასრულების შესახებ თემაზე ,,უსადენო მახასიათებლების შეფასება“ და წარადგინა ნაშრომი დაცვისთვის.

 

სასამართლოს დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

16.02.2015 წლის ცნობების ასლი ს. ფ. 11-12.

დოქტორანტის განცხადების ასლი ს.ფ. 13.

მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში.

მხარეები სადაოდ არ ხდიან.

 

3.1.2. 28.07.2015 წელს გაიმართა სადისერტაციო კომისიის სხდომა, რომელმაც შეაფასა ი---- ა--–---–---–-- სადისერტაციო ნაშრომი და მიანიჭა 25 ქულა (საბოლოო შეფასება 69 ქულა). ამასთან, ამავე სხდომაზე სადისერტაციო კომისიის წევრმა პ----- გ----–---–მა აღნიშნა, რომ ი---- ა--–---–---–-- დისერტაციაში წარმოდგენილი შედეგები თითქმის იდენტური იყო მ-----– ჭ----------–ის დისერტაციის შედეგებთან. კომისიამ აღძრა შუამდგომლობა სადისერტაციო საბჭოს წინაშე მოსარჩელისათვის დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე. 2015 წლის 31 ივლისს გაიმართა სადისერტაციო საბჭოს სხდომა, რომელმაც იმსჯელა ი---- ა--–---–---–--თვის დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭების შესახებ. სადისერტაციო საბჭოს სხდომაზე პ----- გ----–---–მა კვლავ დააფიქსირა მისი პოზიცია ი---- ა--–---–---–-- სადისერტაციო ნაშრომში არსებული პლაგიატის ნიშნებთან დაკავშირებით. აღნიშნულის გათვალისწინებით სადისერტაციო საბჭომ შეაჩერა ი---- ა--–---–---–-------- დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭების საკითხის განხილვა და საქმის გარემოებების ყოველმხრივი შესწავლის მიზნით მოითხოვა სპეციალური კომისიის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფდა სადისერტაციო ნაშრომში არსებული პლაგიატის ნიშნების შესწავლას და შესაბამისი დასკვნის წარდგენას.

 

სასამართლოს დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

28.07.2015 წლის სიდისერტაციო კომისიის დადგენილების ოქმის ასლი ს. ფ. 14-15.

31.07.2015 წლის ამონაწერის ასლი სადისერტაციო საბჭოს 2015 წლის 31 ივლისის სხდომის ოქმიდან ს.ფ. 16.

მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში.

მხარეები სადაოდ არ ხდიან.

 

3.1.3. ა(ა)იპ ს----------–--- ს--------------- წ------ ა------- პ------––---------–-- ს----–----- ქ--------–- უ--------------- ინფორმატიკის, მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა სკოლის (ფაკულტეტის) სადისერტაციო საბჭოს 29.01.2016 წლის გადაწყვეტილებით ი---- ა--–---–---–- უარი ეთქვა ინფორმატიკის დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭებაზე ნაშრომში არსებული პლაგიატის ნიშნების არსებობის, ასევე სამეცნიერო ღირებულების არქონის გამო.

 

სასამართლოს დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

29.01.2016 წლის გადაწყვეტილების ასლი ს. ფ. 51.

29.01.2016 წლის ოქმის ასლი ს. ფ. 52-54.

მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში.

მხარეები სადაოდ არ ხდიან.

 

3.1.4. ა(ა)იპ ს----------–--- ს--------------- წ------ ა------- პ------––---------–-- ს----–----- ქ--------–- უ--------------- ინფორმატიკის, მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა სკოლის (ფაკულტეტის) დოქტურანტურისა და სადისერტაციო საბჭოს დებულების 9.1. პუნქტის თანახმად, სადისერტაციო საბჭო არის დოქტორის აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელი ორგანო, რომელიც იქმნება სკოლა/ფაკულტეტზე. დებულების 9.3. პუნქტის თანახმად, სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით ხდება დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭება; სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე გაიცემა დოქტორის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომი.დებულების 11.1. პუნქტის თანახმად, სადისერტაციო ნაშრომი უნდა ასახავდეს თეორიული და/ან ექსპერიმენტული (ემპირიული) კვლევის მეცნიერულად დასაბუთებულ ახალ შედეგებს. დებულების 16.15 პუნქტის თანახმად, სადისერტაციო კომისიის დადგენილება შედგება ორი პუნქტისაგან: 1. სადისერტაციო ნაშრომის შეფასება; 2. სადისერტაციო კომისიის შუამდგომლობა სადისერტაციო საბჭოს წინაშე დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭების (არ მინიჭების) შესახებ. 16.15. პუნქტის თანახმად, კი სადისერტაციო კომისიის შეფასებისა და შუამდგომლობის საფუძველზე სადისერტაციო საბჭო დოქტორანტს ღია კენჭისყრით ოფიციალურად ანიჭებს (ან არ ანიჭბს) დოქტორის აკადემიურ ხარისხს. დებულების 19.1. პუნქტის თანახმად, დოქტორის აკადემიური ხარისხი, სკოლის სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დოქტორს ჩამოერთმევა პატიოსნების ნორმების (სადისერტაციო ნაშრომში გაყალბებული მონაცემების გამოყენება ან პლაგიატი) დარღვევის შემთხვევაში.

 

სასამართლოს დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

სადისერტაციო საბჭოს დებულების ასლი ს.ფ. 174-187.

მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში.

მხარეები სადაოდ არ ხდიან.

 

3.1.5. მოსარჩელისათვის ცნობილი იყო დოქტორის აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელი სადისერტაციო საბჭოს დებულება და ის შედეგები, რაც შეიძლება მოჰყოლოდა არასწორი მონაცემების წარდგენას.

 

სასამართლოს დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

20.02.2015 წლის განცხადების ასლი ს.ფ. 189.

მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში.

მხარეები სადაოდ არ ხდიან.

 

3.1.6. მოპასუხე უნივერსიტეტს ამ ეტაპზე აღარ აქვს დოქტურანტურა აკრედიტაციის ვადის გასვლის მაგო, მას აღარ გააჩნია უფლება მიანიჭოს პირს დოქტორის ხარისხი.

 

სასამართლოს დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

მოპასუხის ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში.

მხარეები სადაოდ არ ხდიან.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მოსარჩელე ი---- ა--–---–---–-- მიერ დოქტორის აკადემირი ხარისხის მინიჭების მიზნით წარდგენილი სადისერტაციო ნაშრომი შეიცავს პლაგიატს მ-----– ჭ----------–ის ნაშრომიდან დისერტაციის შედეგებთან დაკავშირებით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოში სამოქალაქო საქმეებზე სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპების დაცვით, რაც ასახვას ჰპოვებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3-4-ე და 102.1 მუხლებში, რომელთა მიხედვითაც მოსარჩელე განსაზღვრავს თუ სარჩელში მითითებული სასარჩელო მოთხოვნა რომელ ფაქტობრივ გარემოებაზე დაამყაროს, ხოლო მხარეებს ევალებათ დაამტკიცონ სარჩელში და შესაგებელში მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

მოცემულ შემთხვევაში მოპასუხემ შესაგებელში მიუთითა რომ მართებულად ეთქვა უარი მოსარჩელეს დოქტორის ხარისხის მინიჭებაზე, ვინაიდან მისი სადისერტაციო ნაშრომი შეიცავდა პლაგიატის ნიშნებს, ასევე მას არ ჰქონდა სამეცნიერო ღირებულება.

 

ამ გარემოების დამადასატურებელ მტკიცებულებად მოპასუხეს წარმოდგენილი აქვს პლაგიატის კომისიის დასკვნა, ასევე მოსარჩელისა და მ-----– ჭ----------–ის დისერტაციები ს. ფ. 56-64; 71-166.

 

საქმის მასალებით დგინდება, რომ ა(ა)იპ ს----------–--- ს--------------- წ------ ა------- პ------––---------–-- ს----–----- ქ--------–- უ--------------- რექტორის ბრძანებით უ--------------- დოქტორანტ ი---- ა--–---–---–-- სადისერტაციო ნაშრომში არსებული პლაგიატის ნიშნების გამოვლენის მიზნით შეიქმნა კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა) მ----- ფ------–-–---–- - ნ. მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი;

ბ) თ--------- ს-–------- - საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;

გ) თ---------- ზ------- - უნივერსიტეტის კომპიუტერების სასწავლო ლაბორატორიის კოორდინატორი;

დ) ტ------– ფ----------- - უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრი;

ე) თ----- ნ------------- - უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის კოორდინატორი ს. ფ. 69.

 

მოპასუხის მიერ წარმოდგენილი პლაგიატის ნიშნების შემსწავლელი კომისიის დასკვნით დგინდება, რომ ი---- ა--–---–---–-- ნაშრომი არ აკმაყოფილებს სადისერტაციო ნაშრომისადმი წაყენებულ მოთხოვნებს მასში დიდი რაოდენობით არსებული პლაგიატის ნიშნების გამო, კერძოდ:

 

1.1. ი---- ა--–---–---–-- სადისერტაციო ნაშრომის შესავალსა და ლიტერატურის მიმოხილვის წყაროს მითითების გარეშეა გადატანილი მ-----– ჭ----------–ის ნაშრომის : ,,მობილური Ad Hoc ქსელების მარშრუტიზაციის პროტოკოლის კვლევა“ ცალკეული მონაკვეთები (დეტალური ინფორმაცია მითითებულია დასკვნის დანართში).

1.2. დისერტაციის მეორე, მესამე და მეოთხე თავში წყაროს მითითების გარეშე გვხვდება ტექსტები და საილუსტრაციო მასალა მ-----– ჭ----------–ის დასახელებული დისერტაციიდან: ასევე, ტ------– ხ------–--ის ლექციების კურსიდან და ფრანგული წყაროებიდან (დეტალური ინფორმაცია მითითებულია დასკვნის დანართში).

1.3. დისერტანტის მიერ დასკვნაში წარმოდგენილი 8 პუნქტიდან შვიდი იდენტურია მ-----– ჭ----------–ის დასახელებული სადისერტაციო ნაშრომის დასკვნებისა (ნაშრომში არ არის გამოყენებული განსხვავებული მეთოდოლოგია ამ დასკვნების მიღებისთვის)(დეტალური ინფორმაცია მითითებულია დასკვნის დანართში).

სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული დასკვნის საპირისპიროდ მხოლოდ მოსარჩელის ზეპირსიტყვიერი განმარტება, რომ მას სადისერტაციო ნაშრომში გამოყენებული აქვს განსახვავებული მეთოდოლოგია და კვლევა ჩატებული აქვს განსხვავებულ გარემოში დასკვნების მიღებისათვის (თუმცა კონკრეტულად ვერ უთითებს რა მეთოდოლოგიაა) არ არის საკმარისი და სათანადო მტკიცებულება მოპასუხის მიერ წარმოდგენილი დასკვნის გასაბათილებლად.

 

საქმეში ასევე წარმოდგენილია მოსარჩელისა და მ-----– ჭ----------–ის სადისერტაციო ნაშრომები, რომლითაც უდავოდ დგინდება, რომ მ-----– ჭ----------–ის სადისერტაციო ნაშრომი მოსარჩელის ნაშრომზე ადრეული პერიოდისაა, ამასთან ნაშრომების შედარების შედეგად ამ დარგიდ არასაპეციალისტისთვისაც ცხადი და თვალნათელი ხდება, რომ ი---- ა--–---–---–-- და მ-----– ჭ-----------–ის ნაშრომს შორის მრავლობითი დამთხვევაა, განსაკუთრებით კვლევის შედებთან მიმართებით.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე უნივერსიტეტის მხარესაა მტკიცების ტვირთი იმისა, რომ მოსარჩელის ნაშრომი შეიცავს პლაგიატს. მას შემდეგ რაც მოპასუხე მიუთითებს ამ გარემოებას და წარმოადგენს ამ გარემოების დამადასტურებელ მტკიცებულებებს, მოსარჩელეზე გადადის ამ გარემოების გაბათილების მტკიცების ტვირთი.

 

ამდენად, მას შემდეგ რაც მოპასუხემ მიუთითა და წარმოადგინა მოსარჩელის ნაშრომში პლაგიატის არსებობის დამადასტურებელი მტკიცებულებები, მტკიცების ტვირთი მოსარჩელის მხარეს გადავიდა, რომელმაც ვერ შეძლო მოპასუხის მტკიცებულებების გაბათილება. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მოპასუხის მიერ შესაგებელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს პლაგიატის თაობაზე დადასტურებულად მიიჩნევს.

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძლობის გამო.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის თანახმად, დოქტორანტურაში სწავლის უფლება აქვს არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს.

 

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უზრუნველყოფს დოქტორანტს სამეცნიერო ხელმძღვანელით, უქმნის პირობებს სამეცნიერო კვლევაზე ორიენტირებული სამუშაოს ჩასატარებლად, რომელიც უნდა მოიცავდეს დასაბუთებულ თეორიულ ან/და ექსპერიმენტულ შედეგებს, ხელს უწყობს დოქტორანტის ინტეგრაციას მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოებაში.

 

დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებისა და დისერტაციის დაცვის შემთხვევაში დოქტორანტს ენიჭება აკადემიური ხარისხი, რომლის დასახელება უნდა განისაზღვროს სწავლის სფეროების კლასიფიკატორის შესაბამისად.

 

დოქტორის აკადემიურ ხარისხს ანიჭებს სადისერტაციო საბჭო შესაბამისი დებულების მოთხოვნათა დაცვით.

 

ა(ა)იპ ს----------–--- ს--------------- წ------ ა------- პ------––---------–-- ს----–----- ქ--------–- უ--------------- ინფორმატიკის, მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა სკოლის (ფაკულტეტის) დოქტურანტურისა და სადისერტაციო საბჭოს დებულების 9.1. პუნქტის თანახმად, სადისერტაციო საბჭო არის დოქტორის აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელი ორგანო, რომელიც იქმნება სკოლა/ფაკულტეტზე.

 

დებულების 9.3. პუნქტის თანახმად, სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით ხდება დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭება; სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე გაიცემა დოქტორის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომი.

 

სადისერტაციო საბჭოს დებულების 11.1. პუნქტის თანახმად, სადისერტაციო ნაშრომი უნდა ასახავდეს თეორიული და/ან ექსპერიმენტული (ემპირიული) კვლევის მეცნიერულად დასაბუთებულ ახალ შედეგებს.

 

დებულების 16.15 პუნქტის თანახმად, სადისერტაციო კომისიის დადგენილება შედგება ორი პუნქტისაგან: 1. სადისერტაციო ნაშრომის შეფასება; 2. სადისერტაციო კომისიის შუამდგომლობა სადისერტაციო საბჭოს წინაშე დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭების (არ მინიჭების) შესახებ. 16.15. პუნქტის თანახმად, კი სადისერტაციო კომისიის შეფასებისა და შუამდგომლობის საფუძველზე სადისერტაციო საბჭო დოქტორანტს ღია კენჭისყრით ოფიციალურად ანიჭებს (ან არ ანიჭბს) დოქტორის აკადემიურ ხარისხს.

 

სადისერტაციო საბჭოს დებულების 19.1. პუნქტის თანახმად, დოქტორის აკადემიური ხარისხი, სკოლის სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დოქტორს ჩამოერთმევა პატიოსნების ნორმების (სადისერტაციო ნაშრომში გაყალბებული მონაცემების გამოყენება ან პლაგიატი) დარღვევის შემთხვევაში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ "პლაგიატი" ეს არის ???????????? და ?????????? დარგში სხვისი შემოქმედების, სხვისი იდეებისა და გამოგონებების გააზრებული მითვისება (სხვისი იდეების აზრების, შეხედულებების საკუთარად გასაღება). პლაგიატმა შეიძლება გამოიწვიოს ???????? ?????????? და ????????? ?????????????? დარღვევა.

 

მოცემულ შემთხვევაში, გადაწყვეტილების 3.2.1 პუნქტით დადგენილ იქნა, რომ მოსარჩელის სადისერტაციო ნაშრომი შეიცავს პლაგიატს.

 

სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ შესაძლებელია სამეცნიერო ხარისხის მინიჭენის დროს ვერ დადგინდეს პლაგიატი და მოხდეს პრეტენდენტზე სამეცნიერო ხარისხოს მინიჭება, თუმცა ასეთი უტყუარად დადგინდეს მოგვიანებით, რაც არ ართმევს სამეცნიერო ხარისხის მიმნიჭებელ სასწავლო-სამეცნიერო დაწესებულებას უფლებას არა თუ არ მიანიჭოს, არამედ ჩამოართვას კიდეეც ასეთ პირს უკვე მინიჭებული ხარისხი.

 

ამდენად, მოპასუხე უნივერსიტეტის გადაწყვეტილება მიღებულია კანონისა და დებულების მოთხოვნათა დაცვით და შესაბამისად, არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი,რადგან სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115 მუხლით მოპასუხეს როგორც სასწავლო-საგანმანათლებლო დაწსებულებას უფლება ბოროტად არ გამოუყენებია.

 

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მართლებულად, მიზანშეწონილად და რაც სამართლებრივად სწორად მიაჩნია სადავოდ გამხდარი გადაწყვეტილება. შესაბამისად მისი ბათილობის საკითხი ვერ დადგება. აქედან გამომდინარე კი, მოსარჩელისათვის დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭება როგორც აკადემიური ხარისხის მინიჭებაზე უარის თქმის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ე.წ. თანმდევი შედეგი, ასევე ვერ განხორციელდება უსაფუძვლობის გამო.

 

ამასთან სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს განმარტოს, რომ თუნდაც არ ჰქონოდა ადგილი სადისერტაციო ნაშრომში პლაგიატის არსებობის ფაქტს, მისი აღიარებითი სასარჩელო მოთხოვნა ვერ დაკმაყოფილდებოდა, ვინაიდან გადაწყვეტილების 3.1.6. პუნქტით დადგენილ იქნა, რომ მოპასუხე უნივერსიტეტს ამ ეტაპზე აღარ აქვს დოქტურანტურის პროგრამაში აკრედიტაცია და მას უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონით არ გააჩნია უფლება მიანიჭოს პირს დოქტორის ხარისხი, გინდაც ასეთის დავალდებულბა მოხდეს სასამართლოს გადაწყვეტილებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს.

 

აღიარებითი სარჩელით უნდა მიიღწეოდეს იმ სამართლებრივი სიკეთის (უფლების) აღდგენა, რაც კანონმდებლობის მიხედვით მინიჭებული ჰქონდა მოსარჩელეს. მხარემ უნდა დაასაბუთოს ის გარემოება, რომ მხოლოდ ამგვარი სარჩელით აღწევს იგი იმ შედეგს, რასაც მიზნად ისახავს.

 

იურიდიული ინტერესი უნდა იყოს ნამდვილი, რაც იმას ნიშნავს, რომ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების პირობებში იურიდიული ინტერესი მიღწევადი და განხორციელებადი უნდა იყოს, თანაც, ისე, რომ აღნიშნული მიზნის მიღწევას დამოუკიდებელი მიკუთვნებითი სარჩელის აღძვრა არ უნდა სჭირდებოდეს. ერთია, მოსარჩელის სურვილი, ხოლო მეორე კი - სარჩელის ნამდვილი იურიდიული ინტერესი, რომელთა ერთმანეთთან გაიგივება არ შეიძლება. (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 12 ნოემბრის №ას-1261-1190-2012 გადაწყვეტილება).

 

იურიდიული ინტერესი ნამდვილი არ არის მაშინაც, როდესაც მიუხედავად მოსარჩელისათვის სასარჩელო წარმოებით დამდგარი იურიდიული შედეგისა, აღნიშნული შედეგი, მიუხედავად სასამართლო გადაწყვეტილებისა, ცვლილებას განიცდის ლეგიტიმურად, მესამე პირთა შეთანხმებისა თუ სხვა ორგანოთა გადაწყვეტილების საფუძველზე.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიიჩნევს, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივი საფუძვლები.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა.

 

ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ამასთან სარჩელის წარმოებაში მიღების ეტაპზე იგი გადახდილი არ ყოფილა, მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 100 ლარის გადახდა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მოსარჩელეს უარი ეთქვას სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე.

2. მოსარჩელე ი---- ა--–---–---–- დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით 100 ლარის გადახდა.

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

4. ადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე გიორგი გოგიჩაშვილი