განაჩენი

სისხლის სამართლის 20.03.2019
საქმის ნომერი
330100118002614253
თარიღი
20.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/3------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

20 მარტი 2019 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

მოსამართლე გიორგი დარახველიძე

სხდომის მდივანი ნათია კოპალიანი

 

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ლა–----------–---–ი,დაცვის მხარე:

 

ადვოკატი - გი-----------–---–--ა,ბრალდებული: ბ---------------------ი - დაბადებული 1----–-–--------------- საქართველოს მოქალაქე, პირადი #1----------- ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული და მცხოვრები: სი----------------–--------

 

კვალიფიკაცია:

 

საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 12-ლი ნაწილი;

 

სისტემატური სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

წარდგენილი ბრალდების არსი:

 

ე-–----------------- 2013 წლის ზაფხულიდან მუშაობდა ბ---------------------ის მიერ დაარსებულ ტურისტულ კომპანია ,,ევ------–--------ში“ და აღნიშნულ პერიოდში დაახლოვდნენ. 2013 წლის შემოდგომაზე, ბ---------------------ის თხოვნით, ე-–-----------------მ 2 000 (ორი ათასი) აშშ დოლარის ოდენობით სესხი გამოიტანა და უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დატვირთა მისი საცხოვრებელი სახლი. აღნიშნული თანხა გადასცა ბ---------------------ს, რომელსაც თანხა ესაჭიროებოდა ტურისტულ სააგენტოს გასაფართოებლად. ამ დროიდან ბ---------------------მა დამოკიდებულება შეცვალა ელ-----------------ს მიმართ და მის მიმართ, პერიოდულად და სისტემატურად 2018 წლამდე, დაიწყო ფსიქოლოგიური ძალადობის განხორციელება; კერძოდ, ამცირებდა, უმიზეზოდ უყვიროდა, უხეშად მიმართავდა და სიტყვიერად შეურაცხყოფდა მას, რის შედეგადაც ე-–-----------------მ განიცადა ფსიქიკური ტანჯვა. 2014 წლის გაზაფხულზე, ე-–-----------------მ ბანკიდან მიიღო შეტყობინება, რომ სესხის თანხა 20 000 (ოცი ათასი) აშშ დოლარის ოდენობით ჰქონდა გადასახდელი და ბანკი მიმართავდა ქონებით უზრუნველყოფას. აღნიშნულის გამო, იგი დაუკავშირდა ბ---------------------ს, რომელმაც იგი დაამცირა და უთხრა, რომ არ ჰქონდა ვითარებაში გარკვევის გონებრივი შესაძლებლობა და საკითხს თვითონ მოუგვარებდა. 2014 წლის ზაფხულში, ე-–----------------- კვლავ დაუკავშირდა ბ---------------------ს და მოსთხოვა სესხის თანხის დაფარვა. აღნიშნულის გამო, ბ---------------------ი მივიდა მასთან, საცხოვრებელ ბინაში, მისამართზე: ქ. თბილისი, ვ---------–------------------------------------------------ში და ელ-----------------ს დაჟინებული მოთხოვნით გაღიზიანებულმა, მიაყენა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა, კერძოდ: აგინებდა დედის მისამართით და უშვერი სიტყვებით მოიხსენიებდა მას. აღნიშნულით გაღიზიანებულმა ე-–-----------------მ უთხრა, რომ მის გარდაცვლილ დედას აღარ შეხებოდა, რის გამოც ბ---------------------ი უფრო აგრესიული გახდა, დაუწყო ყვირილი, როგორ ბედავდა შეპასუხებას და იმავდროულად ყელში წვდა; ე-–----------------- ცდილობდა ბ---------------------ისგან თავის დაღწევას, ხელ-ფეხს იქნევდა, რა დროსაც თავი ვერ შეიკავა და დაეცა იქვე არსებულ დივანზე, ბ---------------------ი კი ხელს მაინც არ უშვებდა. ამ დროს ოთახში შევიდა ელ-----------------ს არასრულწლოვანი შვილი - ქ---------------------ი, რის გამოც ბ---------------------მა ხელი გაუშვა ე-–-----------------ს. ამ ვითარებაში ე-–----------------- განიცდიდა ფიზიკურ ტკივილს და ტანჯვას. 2014 წლის ზაფხულში, მანვე ერთ-ერთი შელაპარაკების როს, ე-–-----------------ს, მისივე საცხოვრებელ ბინაში ჭურჭელი დაუმტვრია. 2015 წლის ზაფხულში, ბ---------------------ი დაუკავშირდა ე-–-----------------ს და შეხვედრა მოსთხოვა. შეხვედრაზე უარის მიღების შემდეგ, ბ---------------------ი მივიდა ელ-----------------ს ეზოში, საიდანაც მას ხმამაღლა უყვიროდა და აგინებდა. 2015 წლის შემოდგომაზე, ბ---------------------ი კვლავ დაუკავშირდა ე-–-----------------ს და სთხოვა თბილისის ზღვაზე გასეირნება. ვინაიდან უარის თქმის შემთხვევაში ბ---------------------ი მეზობლების გასაგონად მიაყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და აგინებდა ე-–-----------------ს, ეს უკანასკნელი იძულებული გახდა შეხვედროდა. შეხვედრისას ე-–-----------------მ ბ---------------------ს, სესხის თანხის გადახდა მოსთხოვა, რის გამოც ამ უკანასკნელმა კვლავ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, დაემუქრა და უთხრა, რომ თუკი რამეს განაცხადებდა მამამისს ეტყოდა, რომ ისინი საყვარლები იყვნენ. 2016 წლის ზაფხულში, ბ---------------------ი კვლავ მივიდა ელ-----------------ს სახლთან და ფანჯრის კენჭებს ესროდა, რის შემდეგაც დაიწყო გინება და სიგნალის მიცემა. აღნიშნულის გამო ე-–----------------- იძულებული გახდა, მის სანახავად გასულიყო. ბ---------------------ის ქმედებების შედეგად, ე-–----------------- ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, განიცდიდა ტანჯვას.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა პირის ბრალეულობას. ამდენად, ბ---------------------ს არ დაუდასტურდა საქართველოს სისხლის საქართველოს კოდექსის 126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით წარდგენილი ბრალდება.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა, შეფასება:

 

დაზარალებულმა ე-–-----------------მ განაცხადა, რომ 2013 წელს გაიცნო ბ---------------------ი, რომელმაც მუშაობა დააწყებინა თავისთან ტურისტულ კომპანიაში. მას თავიდანვე კარგი ურთიერთობა ჩამოუყალიბდა ბ---------------------თან. მის ფუნქციებში შედიოდა მხოლოდ ბ---------------------ის მიერ მითითებული სამუშაოს შესრულება. მუშაობის პროცესში, ბ---------------------მა თხოვა სესხის აღება, რომელსაც თანხა ესაჭიროებოდა კომპანიის საქმიანობისათვის. მან სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთა კახეთის რეგიონში მდებარე კუთვნილი სახლი, ხოლო აღებული თანხა გადასცა ბ---------------------ს. ამის შემდეგ მასსა და ბა--------------–-–---–ს შორის არსებული ურთიერთობები შეიცვალა. ბ---------------------მა მასზე დაიწყო აგდებული საუბარი, აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, რაც მის როგორც ფიზიკურ, ასევე ფსიქოლოგიურ ტანჯვას იწვევდა. როდესაც იგი ბ---------------------ს სესხის თაობაზე საუბარს უწყებდა, ეს უკანასკნელი სიტყვიერ შეურაცხყოფაზე გადადიოდა და ემუქრებოდა. იყო შემთხვევები, როდესაც ბ---------------------ი მიდიოდა მის სახლთან ა/მანქანით, ,,ასიგნალებდა“, უყვიროდა შეურაცხმყოფელ სიტყვებს, აგინებდა, აიძულებდა რომ გარეთ გასულიყო და შეხვედროდა. 2015 წლის ზაფხულის პერიოდში, მის სახლთან მივიდა ბ---------------------ი, რომელიც იყო ნასვამი, იგი ფანჯრებს კენჭებს ესროდა, ,,ასიგნალებდა“ და იგინებოდა, მას არ სურდა მეზობლებს გაეგოთ და იძულებული იყო გასულიყო, ჩაუჯდა მანქანაში. ბ---------------------მა იგი წაიყვანა თბილისის ზღვაზე, სადაც მისი მხრიდან განხორციელდა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რაც შემდეგ გადაიზარდა ძალადობაში. მას შორტები ეცვა, რა დროსაც ბ---------------------მა დაუწყო ხელების ფათური, ადგილი ჰქონდა გაუპატიურების მცდელობას. იყო შემთხვევა, როდესაც ბ---------------------ი მასთან სახლში იმყოფებოდა, ის საუბრობდა ხმამაღლა, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, აიძულებდა ფინჯანი ყავა გაემზადებინა და მიერთმია მისთვის, მას ფიზიკური ნაკლი აქვს, უჭირს ხელების დამორჩილება და, როდესაც ყავა ფინჯანზე დაეღვარა, ბ---------------------მა მიაყენა სიტყვიერ შეურაცხყოფა, დაამტვრია ჭურჭელი, ასევე მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ყელზე მოუჭირა ხელი, რასაც მისი არასრულწლოვანი შვილი შეესწრო. ის იმდენად შეშინებული იყო ბ---------------------ისგან ყველაფერზე თანხმდებოდა და ვერ უწევდა მას წინააღმდეგობას. ყოველივე აღნიშნულით, ფიზიკური და სიტყვიერ შეურაცხყოფის შედეგად, ის განიცდიდა მძიმე სულიერ ტანჯვას.

 

ჯვარედინი დაკითხვის დროს ე-–-----------------მ განმარტა, ბ---------------------ი რომ ეტლით გადაადგილდებოდა არ იცის, მას არასდროს უნახავს ბ---------------------ი ეტლით. მან ავტომანქანის მართვა არ იცის, ბ---------------------ს საკუთარი მანქანა მისთვის არასდროს დაუტოვებია და მას არასდროს უსარგებლია ამ უკანასკნელის ავტომანქანით არც მარტო და არც მეგობრებთან ერთად.

 

მოწმე ქ---------------------მა განმარტა, რომ დედამისმა ე-–-----------------მ მუშაობა დაიწყო ბ---------------------თან ოფისში. ბ---------------------ს თავდაპირველად ე-–-----------------სთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, შემდეგ პერიოდებში კი ბ---------------------ი ელ-----------------ს მიმართ გამოხატავდა აგრესიას. ის ოფისში შეესწრო იმ ფაქტს, როდესაც ბ---------------------ი აგრესიულად ექცეოდა ე-–-----------------ს, საყვედურობდა და უყვიროდა საბუთების გადაადგილების გამო, ასევე ყავის მოდუღების გამო. ასევე შეესწრო იმ ფაქტს, როდესაც სახლში სამზარეულოში განთავსებულ დივანზე ბ---------------------ი ყელში ხელს უჭერდა ე-–-----------------ს. იყო შემთხვევა, როდესაც სამზარეულოში ბ---------------------მა დაამტვრია ჭურჭელი, იგი სკოლიდან დაბრუნდა და გაიგონა ჭურჭლის მტვრევის ხმა, შევიდა სამზარეულოში, სადაც ბ---------------------ი უყვიროდა ე-–-----------------ს, აგინებდა და ამსხვრევდა რაღაცეებს. გარდა ამისა, ბ---------------------ი მიდიოდა მათ სახლთან და ფანჯარას ესროდა კენჭებს, ,,ასიგნალებდა“ და მოუწოდებდა ე-–-----------------ს შეხვედრისკენ, აღნიშნული ფაქტი საკმაოდ ხშირად ხდებოდა (მანქანის საყვირი და კენჭების სროლა). მანვე განმარტა, რომ ბ---------------------ს მანქანის მართვა არ უჭირდა, არც გადაადგილების პრობლემა ჰქონია.

 

მოწმე თა-----–---–---ს ჩვენებით ირკვევა, რომ ის და ე-–----------------- ბ---------------------ს შეხვდნენ ერთ-ერთი კაფეში, სადაც გაიცნო ბ---------------------ი. შემდეგ როგორც მისთვის ცნობილი გახდა ე-–-----------------სა და ბ---------------------ს შორის დაიძაბა ურთიერთობა. ბ---------------------ის მხრიდან ადგილი ჰქონდა შეურაცხყოფას. ტელეფონზე დარეკვის დროს ბ---------------------ი აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და აფრთხილებდა ე-–-----------------ს, რომ აღარ დაერეკა მისთვის. ეს ყველაფერი გადასცეს მას და იცის გადმოცემით. იგი შემსწრეა, როდესაც ბ---------------------ი ესაუბრებოდა ე-–-----------------ს სოციალურ ქსელში ,,სკაიპში“, რა დროსაც ბ---------------------ი იყო ზემოდან შიშველი და საუბრობდა ისე, რომ მისთვის იყო მიუღებელი. იყო ასევე მუქარები ბ---------------------ის მხრიდან, თუმცა ესეც მისთვის ცნობილია ელ-----------------სგან. მანვე განმარტა, რომ ბა-------------–-------ნ შენახვედრია კაფეში და ნანახი ყავს ,,სკაიპით“, სხვა შემთხვევას ნახვის ან შეხვედრის ვერ იხსენებს. მანვე განმარტა, რომ მას და ე-–-----------------ს უსარგებლიათ ბ---------------------ის მანქანით. ელ-----------------ს ფარეხში ყავდა ბ---------------------ს დატოვებული მანქანა. მისთვის უცნობია თუ რამდენად ხშირად სარგებლობდა ე-–----------------- ბ---------------------ის მანქანით, თუმცა ერთი შემთხვევა, რომელიც ზემოთ აღნიშნა იყო.

 

მოწმე ნი-------------მ განაცხადა, რომ 2015 წლის ზაფხულის პერიოდში ის და ე-–----------------- იმყოფებოდნენ კახეთის რეგიონში, სოფელ ბ------–-. ე-–-----------------ს ა/მანქანით მიაკითხა ბ---------------------მა და ისინი რამდენიმე ხნით ა/მანქანით ერთად წავიდნენ. როდესაც ე-–----------------- სახლში დაბრუნდა ის იყო განერვიულებული და ნამტირალევი.

 

მოწმე გი--------------–---–-ს ჩვენების მიხედვით, ის და ბ---------------------ი ერთად საქმიანობდნენ, მათ ჰქონდათ ტურისტული კომპანია. ბ---------------------მა კომპანიაში მუშაობა დააწყებინა ე-–-----------------ს. ბ---------------------ს და ე-–-----------------ს ახლობლური ურთიერთობა ჰქონდათ, იცნობდნენ ოჯახებით ერთმანეთს. ის და ბ---------------------ი ელ-----------------ს სახლში ბევრჯერ არიან ნამყოფი, მათ შორის ახალი წლის დღეს. ე-–----------------- და ბ---------------------ი მასთან სახლში ხშირად მიდიოდნენ. მანვე განმარტა, რომ არ შეუმჩნევია ბ---------------------ს ელ-----------------სთვის ცუდად მიემართოს, ეძალადოს მასზე ან შეურაცხყოფა მიეყენებინოს მისთვის. ე-–----------------- ბ---------------------ის ა/მანქანით სარგებლობდა, ასევე როდესაც ბ---------------------ი მთვრალი იყო ე-–----------------- ჯდებოდა საჭესთან და მას მიყავდა ბ---------------------ი.

 

ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმე თე------------–---–მა, რომელიც იყო ბ---------------------ის და გი--------------–---–-ს ბიზნეს პარტნიორი. მან დამატებით განაცხადა, რომ ბ---------------------სა და ე-–-----------------ს შორის კონფლიქტური ურთიერთობა არ იყო, პირიქით ბ---------------------ს ე-–-----------------სთან ჰქონდა მეგობრული ურთიერთობა. ისინი ერთმანეთთან ოჯახებში დადიოდნენ სტუმრად. მისივე განმარტებით, ოფისში მეგობრული და ოჯახური ატმოსფერო სუფევდა, არასდროს არავინ არავის ავიწროვებდა. მან ასევე დაადასტურა, რომ ბ---------------------მა 2015 წელს გაიკეთა ოპერაცია, რის შემდეგაც მას დაახლოებით რვა თვე დამოუკიდებლად გადაადგილება უჭირდა.

 

მოწმე ნა----------–-–---–-ს ჩვენებით, მის მეუღლეს ბ---------------------ს და ე-–-----------------ს ჰქონდათ საქმიანი ურთიერთობა. ბ---------------------ი ე-–-----------------ს ექცეოდა კარგად, ედგა მხარში როგორც ფინანასურად, ისე მორალურად. 2015 წლიდან ბ---------------------ის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, ჰქონდა გულზე პრობლემები და ოპერაცია ჩაუტარდა, ბ---------------------ს დაემართა ინსულტი და ცალ მხარეს ვერ ამოძრავებდა. მას გადაადგილება უჭირდა, მთელი 6 თვე ეტლს იყო მიჯაჭვული და ა/მანქანის საჭესთან არ ჯდებოდა, ერთხელ სექტემბრის თვეში დაჯდა საჭესთან და მანქანა დაამტვრია. ბ---------------------მა მხოლოდ ნოემბრის თვიდან დაიწყო სიარული. როდესაც მისმა მეუღლემ ოპერაცია გაიკეთა ე-–----------------- იმყოფებოდა საავადმყოფოში და მოინახულა მისი მეუღლე. მანვე განმარტა, რომ ბ---------------------სა და ე-–-----------------ს შორის არანაირი კონფლიქტი არ არსებობდა.

 

ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმე ნი-----------–-–---–მა.

 

მოწმე და------------–-–---–მა დაადასტურა ის ფაქტი, რომ 2015 წელს ბ---------------------მა გაიკეთა ოპერაცია, რის შემდეგაც დაემართა ინსულტი და მარცხენა მხარე გაეთიშა. მას ბ---------------------ი ეტლით დაჰყავდა ექვსი თვის განმავლობაში სამედიცინო ცენტრებში. საჭესთან ის იჯდა და მას დაყავდა ბ---------------------ი, მათ შორის სამედიცინო დაწესებულებებში. საჭესთან ბ---------------------ი ვერ დაჯდებოდა მისი მდგომარეობის გამო. სანამ საბოლოოდ არ გამოჯანმრთელდა საჭესთან არ ჯდებოდა. იყო ერთი შემთხვევა, როდესაც ბ---------------------ი ჩუმად დაჯდა მანქანაზე და დაამტვრია კიდეც.

 

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ბ---------------------ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დოკუმენტებით ირკვევა, რომ 2015 წლის 1 მარტს პაციენტი (ბ---------------------ი) მოთავსებული იქნა სტაციონარში, მას დაუდგინდა გულის ქრონიკული იშემიური ავადმყოფობა, არასტაბილური სტენოკარდია, გულის ჰიპერტენზიული ავადმყოფობა, შაქრიანი დიაბეტი, გულმკერდის არტერიიდან კორონალურ არტერიებთან ანატომოზის შექმნა სამი დისტალური ანასტოოზით. ბ---------------------ს 2015 წლის 2 მარტს გულზე ჩაუტარდა ოპერაცია, ხოლო 04.03.2015 წელს დაეწყო ძლიერი ფსიქო, მოტორული აგზნება, გახდა აგრესიული, არაადეკვატური. მკურნალობის შემდეგ ბ---------------------ის მდგომარეობა გაუმჯობესდა და 2015 წლის 10 მარტს გაეწერა კლინიკიდან ბინაზე დანიშნულებით და რეკომენდაციებით. შემდეგ ბ---------------------ი კლინიკაში გადიოდა ამბოლატორიულ მკურნალობას, პაციენტს აღენიშნებოდა მარცხენა ხელ-ფეხის ზომიერი ჰემი პარეზი გადაადგილდებოდა სავარძლით, იმყოფებოდა ნევროლოგიის დაკვირვების ქვეშ.

 

სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად, ელ-----------------ს ფსიქოლოგიური თავისებურებანი მოცემულია ფსიქოლოგიური გამოკვლევის დასკვნაში. ბ---------------------ის მოქმედების შედეგად ე-–-----------------მ განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა.

 

სასამართლო ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად, ე-–-----------------ს აღენიშნება მსუბუქი გონებრივი ჩამორჩენილობა (კოდი - F 70; დაავადებათა კლასიფიკაციის მე-10 გადასინჯვის მიხედვით). აღნიშნული ფსიქიკური აშლილობა წარმოადგენს თანდაყოლილ პათოლოგიას. თავისი ფსიქიკური მდგომარეობით მას შეუძლია, სწორად აღიქვას, დაიმახსოვროს და აღადგინოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და მისცეს ჩვენება.

 

აღნიშნული დასკვნების სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა მა------------–---–მა, რომელმაც დამატებით განმარტა, რომ ელ----ს დაუდგინდა მსუბუქი ჩამორჩენილობა გონებრივი, ემოციური არამდგრადობა, რაც ხდის მას ადვილად მანიპულირებადს. მა------------–---–მა აღნიშნა, რომ აპრიორულად ვერ განაცხადებს, რომ ამ მდგომარეობამდე ე-–----------------- ბ---------------------მა მიიყვანა, აღნიშნული გარემოება არის ძიების საქმე. აპრიორულად რომ მივიდეს ამ დასკვნამდე გამოკვლეული უნდა იყოს ორივე პირი, რაც არ ხდება, ვინაიდან ძალიან შორს მიდის პროცედურა. მას არანაირი საფუძველი არ აქვს, რომ უნდობლობა გამოუცხადოს გამოძიებას, მისი საქმეა დაადგინოს, რომ პირმა განიცადა ფსიქოლოგიური ტრავმა, მისი საქმე არ არის ვინ იყო გამომწვევი სუბიექტი. მსჯელობს იმის მიხედვით, რასაც გამოძიება მიაწვდის.

 

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა დაცვის მხარის მიერ წარდგენილი ტა-----–--–-–---–ის მოსაზრება. რომლის თანახმადაც პირის ფსიქოლოგიური გამოკვლევის შედეგად, მისი მდგომარეობის შესახებ მოპოვებული მონაცემების და მის მიმართ განხორციელებულ ქმედებათა (ნარატივის მიხედვით) შეპირისპირებისა და ანალიზის მეშვეობით შესაძლებელია დადგინდეს კავშირები, რის საფუძველზეც შესაძლებელია, გამოიკვეთოს კონკრეტული ქმედებები, როგორც ფსიქიკური ტანჯვის სავარაუდო განმაპირობებელი. თუმცა ამგვარი კვლევები არ იძლევა საშუალებას, უტყუარად დადგინდეს ქმედებისა და ფსიქიკური ტანჯვის უნიკალური მიზეზშედეგობრიობა, ვინაიდან აღნიშნული კვლევების გარემოებრივი დისპოზიცია გამორიცხავს იზოლაციის პრინციპის დაცვას. იზოლაციის პრინციპი კვლევით სტანდარტს წარმოადგენს, რომლის თანახმადაც კვლევის ვალიდურობისთვის აუცილებელია კვლევის ობიექტებსა და საგნებს არ ქონდეთ შეხება ისეთ მოვლენებთან, რომლებმაც შესაძლოა, კვლევის გეგმის მიღმა გავლენა მოახდინონ შედეგებზე. მაშასადამე, კონკრეტულ პირთან მიმართებაში, კვლევისას, შეუძლებელია დაცული იქნას იზოლაციის პრინციპი, ვინაიდან მომკვლევისთვის არ შეიძლება იყოს დაზუსტებით ცნობილი, ქონდა თუ არა კვლევის ობიექტს (პირს) შეხება ისეთ სხვა გარემოებებთან, რასაც შესაძლოა ასევე გამოეწვია ფსიქიკური ტანჯვა, ან ყოფილიყო ამგვარი განცდის მასტიმულირებელი ან გამაძლიერებელი. აქედან გამომდინარე, ზემოაღნიშნული კვლევებით მიღებული კიდევ ერთი რამ, რაც გასათვალისწინებელია აღნიშნულ გამოკვლევათა შედეგების ანალიზისას, არის კვლევის ობიექტის მხრიდან წარმოებული მიზანმიმართული ტყუილი. სამწუხაროდ, ფსიქოლოგიური ტექნოლოგიების მეშვეობით ნარატივში არსებული ტყუილის ამოცნობა მხოლოდ სავარაუდო ხარისხით არის შესაძლებელი. ისეთი ტექნოლოგიების გამოყენებითაც კი, რომლებიც სომატურ მონაცემებს ეყრდნობა (მაგ.: „სიცრუის დეტექტორი“, „სხეულის ენა“ და სხვა) საკმაოდ გართულებულია უტყუარობის სტანდარტის დაცვა. მაშასადამე, ზემოაღნიშნული გამოკვლევებისას არ შეიძლება გამოვრიცხოთ, რომ კვლევის ობიექტი მიზანმიმართულად იტყუებოდეს და ეს გარემოება მოკვლევისთვის ამოუცნობი დარჩეს. აქედან გამომდინარე, ფსიქიკური ტანჯვის გამომწვევი ქმედებების განმახორციელებელ სუბიექტად კონკრეტული პირის უტყუარად დადგენა ზემოაღნიშნული გამოკვლევებით შეუძლებელია. აღნიშნული კვლევების მონაცემების ანალიზისას ასევე გასათვალისწინებელია ფსიქიკური პათოლოგიის ასპექტი. თუკი კვლევის ობიექტი ფსიქიკური პათოლოგიის მქონეა, ასეთ შემთხვევაში, შეიძლება ადგილი ქონდეს ისეთ პროცესებს როგორიცაა: აკვიატება იმისა, რომ რაღაც უსიამოვნო მოვლენები ხდება მის გარშემო; კონკრეტული ადამიანების ამოჩემება და დადანაშაულება; ფანტაზირება და შედეგად მიღებული შინაარსის რეალობად წარმოდგენა; აღქმის პროცესში არასწორი, მახინჯი მოდელების შექმნა და მათი რეპროდუცირება და სხვა. მაშასადამე, სრულიად შესაძლებელია, კვლევის ობიექტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამებოდეს სინამდვილეს და ეს განპირობებული იყოს მისი ფსიქიკის პათოლოგიით. ასევე შესაძლებელია აღნიშნული პათოლოგია ლატენტური ფორმით არსებობდეს, რაც მეტად ართულებს პროცესების ამოცნობას. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ფსიქოლოგიური კვლევების შესაძლებლობების, მიზანმიმართული ტყუილის კონტექსტის და ფსიქიკური პათოლოგიის ასპექტის გათვალისწინებით, გამოსაკვლევი პირის ექსპერიმენტული კვლევის შედეგების და გასაუბრებისას გადმოცემული ინფორმაციის მიხედვით, შეუძლებელია, უტყუარად დადგინდეს, რომ კვლევის ობიექტის ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია კონკრეტული პირის მხრიდან განხორციელებულმა ქმედებებმა.

 

ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმე ტა-----–--–-–---–მა, რომელმაც დაადასტურა მისი წერილობითი მოსაზრების სისწორე სასამართლო სხდომაზე.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

სასამართლომ განიხილა ბრალდების მხარის მტკიცებულებები (დაზარალებულის ელ-----------------ს და მისი შვილის ქ---------------------ის ჩვენებები) ბ---------------------ის ბრალდებასთან დაკავშირებით, მიაჩნია, რომ ისინი ვერ იქნება გაზიარებული და მიღებული უტყუარ მტკიცებულებებად. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ მოწმეთა მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებები ძირითადად თანხვედრილია, ისინი ეწინააღმდეგება საქმეში არსებულ სხვა სარწმუნო და ობიექტურ მტკიცებულებებს როგორც არსებითი, ისევე არაარსებითი ხასიათის ნაწილში, რაც მთლიანობაში უკარგავს მათ (ე-–----------------- და ქ---------------------ი) ჩვენებებს სანდოობას და დამაჯერებლობას, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ საქმეში არ არსებობს სხვა ისეთი მტკიცებულება, რომელიც ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენას დაადასტურებდა, მხოლოდ აღნიშნულ მტკიცებულებებს გამამტყუნებელ განაჩენს სასამართლო საფუძვლად ვერ დაუდებს. სასამართლო, პირველ რიგში, ყურადღებას გაამახვილებს არსებითი ხასიათის წინააღმდეგობებზე. ე-–----------------- როგორც გამოძიებაში, ასევე სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებაში უთითებს, რომ 2015 წლის ზაფხულის პერიოდი იყო, მას ეცვა შორტები, მის სახლთან მივიდა ბ---------------------ი, რომელიც იყო ნასვამი, ფანჯრებს კენჭებს ესროდა, ,,ასიგნალებდა“ და იგინებოდა, იგი იძულებული იყო გასულიყო და ჩაუჯდა მანქანაში. ბ---------------------მა წაიყვანა თბილისის ზღვაზე, სადაც მისი (ბ---------------------ი) მხრიდან განხორციელდა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რაც შემდეგ გადაიზარდა ძალადობაში. ბ---------------------ის მხრიდან ასევე ადგილი ჰქონდა გაუპატიურების მცდელობას. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საყურადღებოა ასევე სხვა მოწმეთა (გი--------------–---–-, თე------------–---–ი, ნანა და ნი-----------–-–---–ები, და------------–-–---–ი), მათ შორის ბრალდებულის ვერსია. მათი განმარტებით, 2015 წლის მარტის თვეში ბ---------------------მა გაიკეთა გულის (შუნტირება) მძიმე ოპერაცია, რომლის შემდეგაც დაეწყო გართულებები და იმავე წლის ნოემბრის თვემდე იმყოფებოდა უმძიმეს მდგომარეობაში, იგი (ბ---------------------ი) გადაადგილდებოდა მხოლოდ ეტლით და ყავარჯნებით, მას არ შეეძლო დამოუკიდებლად სიარული დამხმარის გარეშე. მოწმეთა მიერ მითითებული გარემოებები დასტურდება დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციით, სადაც ასახულია ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა და ფოტო მასალით, რომლის მიხედვითაც, ბ---------------------ს დახმარების გარეშე დამოუკიდებლად კვებაც კი არ შეეძლო. აღნიშნული, ერთმნიშვნელოვნად გამორიცხავს ელ-----------------ს მიერ ჩვენებაში მითითებულ გარემოებას იმასთან დაკავშირებით, რომ ბ---------------------ი მასთან სახლში იმყოფებოდა 2015 წლის ზაფხულში, მით უფრო მთვრალ მდგომარეობაში, მაშინ, როდესაც გადატანილი ჰქონდა უმძიმესი ოპერაცია. სასამართლოსთვის საყურადღებოა კიდევ ერთი დეტალი, ბ---------------------ი 2015 წლის ზაფხულში გადაადგილდებოდა ეტლით და ყავარჯნებით, მას პარალიზებული ჰქონდა მარცხენა ხელ-ფეხი, თუნდაც დაშვებული იქნეს, რომ ბ---------------------მა როგორღაც მაინც მოახერხა ე-–-----------------სთან სახლში მისვლა 2015 წლის ზაფხულში, შეუძლებელია ამ უკანასკნელს არ შეემჩნია ბრალდებულის მდგომარეობა (ის რომ ბრალდებული გადაადგილდებოდა ეტლით, ყავარჯნებით, ასევე ის რომ გაკავებული ჰქონდა ხელ-ფეხი). ე-–----------------- უარყოფს ყველაფერს, რაც ბრალდებულის ოპერაციას უკავშირდება, მაგალითად, ის აცხადებს, რომ მისთვის უცნობია ბ---------------------ის მიერ გადატანილი ოპერაციის შესახებ, ასევე მას არასდროს უნახავს ბ---------------------ი ყავარჯნებით და ა.შ. თავის მხრივ, სასამართლო სხდომაზე დაკითხული არაერთი მოწმე აღნიშნავს, რომ ე-–-----------------მ არათუ იცოდა ოპერაციის თაობაზე, არამედ მოინახულა კიდეც ბრალდებული ოპერაციის შემდეგ საავადმყოფოში. გარდა ამისა, ასეთი მძიმე ოპერაციის შემდეგ, მაშინ როდესაც ბ---------------------ს უკიდურესად გაურთულდა მდგომარეობა (დასტურდება მოწმეთა ჩვენებებით, სამედიცინო ისტორიით, ფოტო მასალით), ძნელად წარმოსადგენია მას ვინმეზე ეძალადა (გაუპატიურება), ჯერ ერთი იმიტომ, რომ არანაირი განზრახვა არ იკვეთება ბრალდებულის მხრიდან და არც დასტურდება რაიმე მტკიცებულებით და მეორე, მას ამის საშუალებას (შესაძლებლობას) მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ მისცემდა. ე-–----------------- თავის ჩვენებაში ასევე უთითებს, რომ ბ---------------------ი წლების განმავლობაში აკითხავდა სახლში, კენჭებს ესროდა მის ფანჯრებს, ხმამაღლა იგინებოდა და ილანძღებოდა მისი მისამართით, ხოლო სახლში ყოფნის დროს ხშირად ყვიროდა და ამტვრევდა ჭურჭელს. ამასთან დაკავშირებით, სასამართლო აღნიშნავს, რომ არცერთი ნეიტრალური მოწმე არ ადასტურებს აღნიშნულ გარემოებას. ნეიტრალური მოწმის არსებობას რიგი ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად სასამართლოსთვის როგორც წესი გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან ასეთი მოწმე საქმის შედეგით სრულიად დაუინტერესებელი პირია და მას არანაირი ინტერესი არ გააჩნია საქმის შედეგის მიმართ. მოცემულ შემთხვევაში მხოლოდ დაზარალებულის და მისი შვილის ჩვენება (ჭურჭლის მტვრევასთან, კენჭების სროლასთან და გინებასთან) სასამართლოსთვის არასაკმარისია, ვინაიდან საპირისპირო მხარეს ასევე არის ბრალდებული და მისი ახლო ნათესავები (შვილები, მეუღლე), რომლებიც სრულიად სხვა გარემოებებზე უთითებენ. ამასთან, საქმე არ გვაქვს დახურულ სივრცეში ჩადენილ შესაძლო დანაშაულთან, შესაბამისად სასამართლოსთვის გაუგებარია, თუკი დაზარალებულის მიერ ჩვენებაში მითითებულ გარემოებას ნამდვილად ჰქონდა ადგილი, თანაც წლების განმავლობაში, მაშინ რა სირთულეს წარმოადგენდა ბრალდების მხარის მიერ, თუნდაც ერთი მეზობლის წარმოდგენა სასამართლოსთვის, რომელიც ნათელს მოფენდა ყოველივეს. შეუძლებელია წლების მანძილზე ასეთ ვითარებაში რომელიმე მათგანს (მეზობელი) ერთხელ მაინც არ გაეგო მანქანის საყვირის (,,სიგნალი“) ხმა, გინება და ფანჯარაზე კენჭების სროლა, ასევე, თუნდაც ჭურჭლის მტვრევა. გარდა ამისა, სასამართლო აღნიშნავს, რომ ელ-----------------ს ჩვენება ასევე წინააღმდეგობრივია საქმეში არსებულ მტკიცებულებებთან არაარსებითი ხასიათის ნაწილში, მართალია მათ ცალკე აღებულს საქმეზე გადამწყვეტი მნიშვნელობა შესაძლოა არ ჰქონდეთ, მაგრამ ერთობლივად აღებული, მთლიანობაში ჩვენება არ აკმაყოფილებს უტყუარობის სტანდარტს (არასაკმარისად სანდო და არასაკმარისად დამაჯერებელი), რომელიც საფუძვლად დაედება გამამტყუნებელ განაჩენს. ე-–----------------- თავის ჩვენებაში ისეთ საკითხთან დაკავშირებითაც კი არ არის გულწრფელი, რომელიც ა/მანქანის მართვას და მდებარეობას შეეხება. როგორც მისი ჩვენებით ირკვევა, არ იცის ა/მანქანის მართვა და ბრალდებულს მასთან ფარეხში არასდროს დაუტოვებია ა/მანქანა. მაშინ, როდესაც დაკითხული არაერთი მოწმე პირდაპირ უთითებს, რომ ე-–----------------- საკმაოდ ხშირად გადაადგილდებოდა ბ---------------------ის ა/მანქანით. იგი ავტომანქანას მართავდა მაშინაც კი, როდესაც ბრალდებული ნასვამი იყო. უფრო მეტიც, აღნიშნულ გარემოებას ასევე ადასტურებს თავის ჩვენებაში ელ-----------------ს მეგობარი თა-----–---–---, რომლის განმარტებითაც, მას და ე-–-----------------ს უსარგებლიათ ბ---------------------ის მანქანით, რომელიც ამ უკანასკნელს ელ-----------------ს ფარეხში ყავდა დატოვებული. ამასთან ერთად, ე-–----------------- თავის ჩვენებაში აღნიშნავს, რომ წლების განმავლობაში წნეხის და დამცირების ქვეშ იმყოფებოდა ბ---------------------ის მხრიდან. ხოლო საპირისპიროს განმარტავენ სხდომაზე დაკითხული მოწმეები, კერძოდ, ისინი უთითებენ, რომ ბ---------------------სა და ე-–-----------------ს შორის როგორც სამსახურში, ასევე სამსახურს მიღმა იყო ჯანსაღი და კარგი ურთიერთობა. ბრალდებული ხშირად ზრუნავდა დაზარალებულზე და იჩენდა ყურადღებას, რაც ბუნდოვანს ხდის ელ-----------------ს ტანჯვის ნაწილში ბრალდებულის შემხებლობას. რადგან, თუკი მათ შორის იყო ნორმალური და ჯანსაღი ურთიერთობა, მაშინ როგორღა გამოიწვევდა ბ---------------------ის ქმედება ელ-----------------ს ტანჯვას? ამ კონტექსტში საყურადღებოა საქმეში არსებული ექსპერტიზის დასკვნები, სადაც ერთი მხრივ მითითებულია, რომ ე-–-----------------მ განიცადა ტანჯვა, მეორე მხრივ ექსპერტი მა------------–---–ი ჩვენებაში უთითებს - ის რომ პირმა განიცადა ფსიქოლოგიური ტრავმა, ამის დადგენა მისი საქმეა, მაგრამ ვინ იყო გამომწვევი სუბიექტი, ეს უნდა დაადგინოს გამოძიებამ. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ გამოძიების (ბრალდების მხარე) მიერ სასამართლოსთვის წარდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება ბ---------------------ის შემხებლობა დაზარალებულის ტანჯვასთან, ვინაიდან დაზარალებულის ჩვენება ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით არასარწმუნოა და იგი არ დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით. სასამართლო სხდომაზე ასევე გამოკვლეული იქნა სასამართლო ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N0-------- დასკვნა, რომლის თანახმადაც, ე-–-----------------ს აღენიშნება მსუბუქი გონებრივი ჩამორჩენილობა (კოდი - F 70; დაავადებათა კლასიფიკაციის მე-10 გადასინჯვის მიხედვით). აღნიშნული ფსიქიკური აშლილობა წარმოადგენს თანდაყოლილ პათოლოგიას. თავის მხრივ, სასამართლოსთვის საყურადღებოა დასკვნის ირგვლივ დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ტა-----–--–-–---–ის მოსაზრება, რომელმაც იგივე შინაარსის გარემოება დაადასტურა ჩვენების მიცემისას. მისი განმარტებით, თუკი კვლევის ობიექტი ფსიქიკური პათოლოგიის მქონეა, ასეთ შემთხვევაში, შეიძლება ადგილი ქონდეს ისეთ პროცესებს როგორიცაა: აკვიატება იმისა, რომ რაღაც უსიამოვნო მოვლენები ხდება მის გარშემო; კონკრეტული ადამიანების ამოჩემება და დადანაშაულება; ფანტაზირება და შედეგად მიღებული შინაარსის რეალობად წარმოდგენა; აღქმის პროცესში არასწორი, მახინჯი მოდელების შექმნა და მათი რეპროდუცირება და სხვა. მაშასადამე, სრულიად შესაძლებელია, კვლევის ობიექტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამებოდეს სინამდვილეს და ეს განპირობებული იყოს მისი ფსიქიკის პათოლოგიით. ყოველივე აღნიშნულის შეფასების და შეჯერების შედეგად სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ბ---------------------ის ბრალეულობა, შესაბამისად იგი უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლის თანახმადაც, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის მტკიცებულებების საფუძველზე და ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს.

 

საკონსტიტუციო სასამართლომ 2015 წლის 22 იანვრის №1\1\548 გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ - მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ სისხლის სამართლის საქმეებზე მტკიცებულებების გამოყენება უდანაშაულობის პრეზუმფციიდან გამომდინარე უნდა ხორციელდებოდეს, მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრებით, რომელმაც საკმარისი მტკიცებულებები უნდა მოიძიოს იმისთვის, რომ მოხდეს პირის მსჯავრდება, ხოლო რაიმე სადავო მტკიცებულების შემთხვევაში საკითხი ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაიჭრას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პარაგრაფი 76, 77).

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 270-ე, 271- 272-ე, 275-ე, 276-ე, 277-279 - ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ბ---------------------ი უდანაშაულოდ იქნეს ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ბ---------------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.

 

ბ---------------------ის სასარგებლოდ გირაოს სახით შეტანილი თანხა განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს მის გადამხდელს.

 

გამართლებულს უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებად ცნობილი:

სასამართლო სხდომის ამსახველი აუდიო მასალა /დალუქული 2-------- ერთვის სისხლის სამართლის საქმეს/ დარჩეს სისხლის სამართლის საქმეში და შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი მხარეების მიერ შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: გიორგი დარახველიძე