განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №--------
№------------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
1 აპრილი, 2019 წ. ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა
გიორგი გარაშვილის მდივნობით
პროკურორ – ნ----- ქ-----–---–ის
ბრალდებულ – გ------- კ--–--------ის
ადვოკატ – ნ---- ფ--–-----ის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე
– გ------- ს------ს ძე კ--–--------ის, დაბადებულის 1--- წლის-----------, საქართველოს მოქალაქის (საქართველოს მოქალაქის პირადი №-----------), ნასამართლობის არმქონის, საშუალო განათლების მქონის, დასაოჯახებლის, მცხოვრების: ქ.თბილისში, ვ---------–------------------------------–-----------------------------ში, ამჟამად პატიმრობაში მყოფის მიმართ, ბრალდება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ------- კ--–--------მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა.
გ------- კ--–--------ის მიერ დანაშაულის ჩადენა გამოიხატა შემდეგში:
გ------- კ--–--------ი დაახლოებით ოცი წელია ცხოვრობს დეიდასთან – ნ--- კ--–--------ასთან ერთად და ისინი ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას. 2----–-–-------------ს, ქ.თბილისში,--------------------------- მ-------------–-, კორპუსი №-, ბინა №---ში გ------- კ--–--------მა ნ--- კ--–--------ას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის გამოც 2----–-–-------------ს, გ------- კ--–--------ის მიმართ გამოცემულ იქნა შემაკავებელი ორდერი, რომლის საფუძველზეც მას ერთი თვის ვადით აეკრძალა ნ--- კ--–--------ასთან, მის სახლთან, სამუშაო ადგილთან და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც ნ--- კ--–--------ა იმყოფება. აღნიშნულის მიუხედავად, 2019 წლის 5 თებერვალს, დაახლოებით 01:30 საათზე, გ------- კ--–--------ი მივიდა ნ--- კ--–--------ას საცხოვრებელ სახლში, ქ.თბილისში,--------------------------- მ-------------–-, კორპუსი №-, ბინა №---ში, რითაც არ შეასრულა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები.
ე.ი. გ------- კ--–--------მა ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით.
საქმის არსებითი განხილვის დროს ბრალდებულმა გ------- კ--–--------მა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და განმარტა, რომ მრავალი წელია ცხოვრობს დეიდასთან – ნ--- კ--–--------ასთან ერთად. 2----–-–-------------ს, ნ--- კ--–--------ასთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების გამო, მის მიმართ გამოცემულ იქნა შემაკავებელი ორდერი. თუმცა პატრულ-ინსპექტორებს მისთვის არ განუმარტავთ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები. იგი შემაკავებელი ორდერის გამოცემის შემდეგ ცხოვრობდა მეგობართან. 2019 წლის 5 თებერვალს დეიდამ თავად დაურეკა და უთხრა, რომ დაბრუნებულიყო სახლში, ხოლო იმის გამო, რომ იგი კვლავ ნასვამ მდგომარეობაში დაბრუნდა სახლში, დეიდა გაღიზიანდა და გამოიძახა საპატრულო პოლიცია.
სასამართლო სხდომახე დაკითხვისას დაზარალებული ნ--- კ--–--------ა შეეცადა დისშვილისთვის სამართლებრივი მდგომარეობის შემსუბუქებას და განმარტა, რომ ის და მისი დისშვილი - გ------- კ--–--------ი წლების განმავლობაში ცხოვრობენ ერთად და ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას. 2----–-–-------------ს, მის მიმართ განხორციელებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო გ------- კ--–--------ს გამოუწერეს შემაკავებელი ორდერი, რის გამოც იგი საცხოვრებლად გადავიდა სხვაგან. შემდეგ მან პირადად დაურეკა გ-------ს და უთხრა, რომ დაბრუნებულიყო სახლში, თუმცა იმის გამო, რომ გ------- ნასვამ მდგომარეობაში დაბრუნდა სახლში, იგი ძალიან გაღიზიანდა, არ შეუშვა სახლში და დარეკა პოლიციაში.
მიუხედავად ბრალდებულის პოზიციისა მისი უდანაშაულობის შესახებ, გ------- კ--–--------ის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული შემდეგი მტკიცებულებებით:
#------ შემაკავებელი ორდერით ირკვევა, რომ პატრულ-ინსპექტორ გ--–- მ-------–---–ის მიერ 2----–-–-------------ს გამოცემულ იქნა შემაკავებელი ორდერი იმის გამო, რომ მოძალადე გ------- კ--–--------ი მსხვერპლს ნ--- კ--–--------ას სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. ორდერის მოქმედების ვადად განისაზღვრა 30 (ოცდაათი) დღე და მოძალადეს (გ------- კ--–--------ს) აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი (ნ--- კ--–--------ა) ცხოვრობს, ასევე, მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება.
სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას მოწმე გ--–- მ-------–---–მა დაადასტურა #------ შემაკავებელი ორდერის მის მიერ შედგენის ფაქტი და განმარტა, რომ 2----–-–-------------ს, 112-იდან მიღებული შეტყობინების საფუძველზე, თანამშრომელთან ერთად გამოცხადდა ქ.თბილისში,--------------------------- მ-------------–-, კორპუსი №-, ბინა №---ში, სადაც ნ--- კ--–--------ა უთითებდა, რომ მისმა დისშვილმა - გ------- კ--–--------მა მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის გამოც მან შეადგინა შემაკავებელი ორდერი. მისივე განმარტებით, ორდერის გამოწერის დროს ნასვამ მდგომარეობაში მყოფი გ------- კ--–--------ი სახლში იყო. მას განემარტა ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები, თუმცა ორდერზე ხელმოწერაზე განაცხადა უარი, შემდეგ კი გ------- კ--–--------მა პოლიციელებთან ერთად დატოვა შემთხვევის ადგილი.
სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას მოწმე გ------- კ-–----–---–მა განმარტა, რომ მუშაობს ქ.თბილისის შს სამინისტროს ი----------------------------–-----------–-----------–---–- დეტექტივ-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2019 წლის 5 თებერვალს, აღნიშნულ განყოფილებაში შევიდა შეტყობინება გ------- კ--–--------ის მიერ შემაკავებელი ორდერის დარღვევის შესახებ, რის გამოც იგი თანამშრომელთან ერთად გამოცხადდა მსხვერპლის - ნ--- კ--–--------ას საცხოვრებელ მისამართზე, სადაც დახვდა მხოლოდ ნ--- კ--–--------ა. ამ უკანასკნელმა უთხრა, რომ მისმა დისშვილმა - გ------- კ--–--------მა დაარღვია შემაკავებელი ორდერის მოთხოვნები, რადგან იგი რამდენიმე წუთის წინ მისული იყო მასთან. მოწმის განმარტებით, მსხვერპლის საცხოვრებელ მისამართზე მათი ყოფნის დროს, დაახლოებით 20-25 წუთში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი გ------- კ--–--------ი კვლავ დაბრუნდა ნ--- კ--–--------ას საცხოვრებელ ბინაში, რის გამოც იგი გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში.
სასამართლო სხდომაზე დაიკითხა ქ.თბილისის შს სამინისტროს ის---------------------------–-----------– განყოფილების გამომძიებელი - გ---- ზ----–---–ი, რომელმაც დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე და კანონთან შესაბამისობა. ასევე განმარტა, რომ მოწმეთა, მათ შორის ნ--- კ--–--------ას გამოკითხვა მოხდა თავისუფალ პირობებში და მას ჰქონდა თავისი ჩვენების სრულყოფილად გადმოცემის შესაძლებლობა.
ზემოთ ჩამოთვლილ მტკიცებულებათა ერთობლიობა აკმაყოფილებს გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ სტანდარტს და სასამართლოს უქმნის საფუძველს დასკვნისათვის, რომ გ------- კ--–--------მა მართლაც ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, კერძოდ:
სასამართლო არ იზიარებს დაზარალებულის ჩვენების იმ ნაწილს, სადაც იგი მიუთითებს, რომ ბრალდებული გ------- კ--–--------ი თავად მიიწვია სახლში, კერძოდ, თითქოს მან დაურეკა გ-------ს და უთხრა, რომ სახლში დაბრუნებულიყო, ხოლო შემდეგ, მხოლოდ იმის გამო არ შეუშვა სახლში, რომ გ------- კვლავ ნასვამი იყო. აღსანიშნავია, რომ ნ--- კ--–--------ას გამოძიების ეტაპზე გამოკითხვისას მსგავსი ინფორმაცია არ მიუწოდებია. მან სასამართლო სხდომაზე დადასტურა, რომ გამოკითხვის დასრულების შემდეგ იგი პირადად გაეცნო გამოკითხვის ოქმს, დაეთანხმა მას და მისი სისწორე დაადასტურა ხელმოწერით. ასევე, გამომძიებელმა გ---- ზ----–---–მა განმარტა, რომ ნ--- კ--–--------ას ჰქონდა თავისი ჩვენების სრულყოფილად გადმოცემის შესაძლებლობა, ვინაიდან მისი გამოკითხვა მიმდინარეობდა თავისუფალ და მშვიდ ვითარებაში, შესაბამისად, ნ--- კ--–--------ას არ ჰქონდა რაიმე ხელისშემშლელი გარემოება იმის დასაფიქსირებლად, რომ გ------- კ--–--------ი საკუთარი ინიციატივით კი არ მივიდა მასთან სახლში, არამედ მისი თხოვნით.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ რომც დაუშვას იმის ალბათობა, რომ დაზარალებულ ნ--- კ--–--------ას გამოკითხვის ოქმში გამომძიებელმა რაიმე არასწორად მიუთითა, აღნიშნული ბრალდებულის პასუხისმგებლობას სრულიადაც არ ამსუბუქებს, ვინაიდან შემაკავებელი ორდერი არის ამკრძალავი სამართლებრივი დოკუმენტი, რომელიც მკაფიოდ ითვალისწინებს მოძალადის კონკრეტულ უფლებრივ შეზღუდვას: მკაცრად უკრძალავს მას მსხვერპლთან, მის საცხოვრებელ და სამუშაო ადგილთან მიახლოებას და სხვა. ამ შეზღუდვების დარღვევა მსხვერპლის თხოვნით, მოთხოვნით თუ ინიციატივით, ვერ განიხილება ამკრძალავი სამართლებრივი დოკუმენტით დადგენილი შეზღუდვების დარღვევის გამამართლებელ არგუმენტად.
სასამართლო მხედველობაში იღებს აგრეთვე იმ გარემოებას, რომ 2019 წლის 5 თებერვალს, ნ--- კ--–--------ას შეტყობინების საფუძველზე, მის საცხოვრებელ სახლში გამოცხადებულ პოლიციის თანამშრომლებს გ------- კ--–--------ი არ დახვდათ ადგილზე, თუმცა მათი იქ ყოფნის დროს, დაახლოებით 20-25 წუთში, ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში მყოფი გ------- კ--–--------ი კვლავ მიბრუნდა მსხვერპლის საცხოვრებელ მისამართზე, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ნ--- კ--–--------ას თხოვნისა თუ ინიციატივის გარეშე გ------- კ--–--------ი მივიდა მსხვერპლის საცხოვრებელ ადგილას, რაც განხილულ უნდა იქნეს შემაკავებელი ორდერის პირობების დარღვევად. ამდენად, დაზარალებულის ჩვენება განხილულ უნდა იქნეს, როგორც ოჯახის წევრის მიმართ მოსალოდნელი პასუხისმგებლობის თავიდან არიდების/შემსუბუქების მცდელობა.
რაც შეეხება ბრალდებულის განმარტებას, რომ ორდერის გამოცემის დროს იყო ნასვამ მდგომარეობაში და არ იცოდა, რა მოთხოვნები და ვალდებულებები ეკისრებოდა, მის ნამდვილობას სასამართლო ეჭვქვეშ აყენებს, რამდენადაც მისივე განმარტებით, ორდერის გამოცემის დღიდან - 2019 წლის 29 იანვრიდან 2019 წლის 5 თებერვლამდე იგი ცხოვრობდა მეგობართან, შესაბამისად, თუ მან არ იცოდა, რომ ეკრძალებოდა ნ--- კ--–--------ას საცხოვრებელ სახლთან მიახლოება, რატომ არ ცხოვრობდა იგი 2019 წლის 29 იანვრიდან 2019 წლის 5 თებერვლამდე ნ--- კ--–--------ას სახლში? გ------- კ--–--------მა სწორედაც რომ იცოდა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული აკრძალვების შესახებ, იმიტომ ცხოვრობდა მეგობრის ბინაში. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ასევე ის გარემოება, რომ იგი პირველად არ არის მხილებული შემაკავებელი ორდერის მოთხოვნების დარღვევაში, მას თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2----–-–-------------ს დადგენილებით 2018 წლის 28 მარტს გამოცემული #------ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო განესაზღვრა ადმინისტრაციული პატიმრობა 2 (ორი) დღე-ღამის ვადით. შესაბამისად, მან კარგად იცოდა, რა სახის დოკუმენტი იყო შემაკავებელი ორდერი და რა ევალებოდა მას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია გ------- კ--–--------ის მხრიდან შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, რისთვისაც მან უნდა აგოს პასუხი კანონის წინაშე.
სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის ოჯახურ და ქონებრივ მდგომარეობას, კერძოდ: აღსანიშნავია, რომ გ------- კ--–--------ი არის ალკოჰოლური საშუალების ხშირი მომხმარებელი, რა დროსაც იგი საკუთარ საქციელს სათანადოდ ვერ აკონტროლებს და დეიდას აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას, თუმცა იგი მზადყოფნას გამოთქვამს ალკოჰოლისადმი დამოკიდებულების გასათავისუფლებლად ჩაიტაროს შესაბამისი მკურნალობის კურსი, ასევე, დაზარალებულის განმარტებით, ბრალდებულის გათავისუფლება საპატიმრო დაწესებულებიდან მნიშვნელოვანია, რადგან გ------- არის მისი ერთადერთი მარჩენალი, რამდენადაც გ-------ს ხელფასზეა დამოკიდებული მისი შერყეული ჯანმრთელობისა და ოჯახის სხვა საჭიროებისათვის აუცილებელი ხარჯები.
სასამართლო ასევე ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ გ------- კ--–--------ის მიერ დანაშაული ჩადენილია ოჯახის წევრის მიმართ, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა როგორც კერძო, ისე ზოგადი პრევენციის მიზნების შესრულების საჭიროება სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.
ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ გ------- კ--–--------ი არ არის ნასამართლევი, გულწრფელად განიცდის ალკოჰოლისადმი დამოკიდებულებას და მზადყოფნას გამოთქვამს ჩაიტაროს მკურნალობის კურსი, ასევე დაზარალებულის პოზიციის გათვალისწინებით, რომლის თანახმად, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ოჯახის ფინანსური პრობლემების გათვალისწინებით (აქვთ ბანკის სესხი), მნიშვნელოვანია ბრალდებულის თავისუფლებაში ყოფნა, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გ------- კ--–--------ის მიმართ საპატიმრო სასჯელის გამოყენება. ამასთან, სასამართლო არ მსჯელობს პირობითი მსჯავრის გამოყენებაზე, რადგან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ბრალდებული აღიარებს დანაშაულს. მოცემულ შემთხვევაში კი გ------- კ--–--------ი არ აღიარებს დანაშაულს.
რაც შეეხება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას, სასამართლოს არც აღნიშნული სასჯელის დანიშვნა მიაჩნია მიზანშეწონილად, რამდენადაც ბრალდებული დასაქმებულია, საიდანაც მიღებული შემოსავალი წარმოადგენს ოჯახის ერთადერთ საარსებო წყაროს, ხოლო საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის დაკისრება ხელს შეუშლის ძირითადი სამუშაოს შესრულებაში, რაც თავის მხრივ უარყოფითად აისახება მისი ოჯახის ქონებრივ მდგომარეობაზე და დაზარალებულის ინტერესზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გ------- კ--–--------ს სასჯელის სახედ უნდა განესაზღვროს ჯარიმა, რომლის გადახდის მატერიალური შესაძლებლობა მას აქვს და რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, მის სათანადო ქცევას და დაზარალებულთან მშვიდობიანი თანაცხოვრების გაგრძელებას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 269-ე, 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ------- კ--–--------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2500 (ორი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, შეუმცირდეს 2----–-–---------------–იდან - 2019 წლის 1-------–ის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის დროის გათვალისწინებით და საბოლოოდ, გადასახდელად დაეკისროს ჯარიმა 350 (სამას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
2. გაუქმდეს გ------- კ--–--------ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2----–-–---------------–ის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობა და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
3. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მიღებისთანავე.
4. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე: ბადრი კოჭლამაზაშვილი