განაჩენი

სისხლის სამართლის 28.04.2018
საქმის ნომერი
130100118002420868
დავის ტიპი
120
თარიღი
28.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/69-2018

(038200418001)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

28 აპრილი, 2018 წელი ხ-–----ი

 

ხ-–----ის რაიონული სასამართლო

 

მოსამართლე - ლალი ბესტავაშვილი

 

სხდომის მდივანი - თეა გობეჯიშვილი

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - თ--------ძე

 

დაცვის მხარე:

 

ადვოკატი - მ--------------–--ლი

 

ბრალდებული - თ-----------ია, საქართველოს მოქალაქე, პირადი #-----------, დაბადებული 1--- წლის 0---------, რეგისტრირებული ს----ის მუნიციპალიტეტის სოფელ ნ------ში, მ---------------------- ფაქტობრივად მცხოვრები ქალაქ ხ-–----ში, ბ----------------------ში

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლი - ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.

 

სხდომის სახე - საჯარო

 

განსახილველი საკითხი: ბრალდებულ თ-----------იას მიმართ, სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანა.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1.საპროცესო შეთანხმების არსი:

 

1. 1. შუამდგომლობის მიხედვით, თ-----------იას ბრალად ერაცხება დანაშაულებრივი ქმედება, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 20 აპრილს, დაახლოებით 23.00 საათზე, ქალაქ ხ-–----ში, ბ-----------------------ში მდებარე სასადილოში თ-----------იამ, ურთიერთშელაპარაკებისას მ-----–-----------ეს სიტყვიერ შეურაცხყოფასთან ერთად ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენა, კერძოდ, მინის ჭიქა ესროლა შუბლის არეში, რის შედეგადაც დაზარალებულმა (მ-----–-----------ემ) მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით.

 

1.2. თ-----------იას ჩადენილი ქმედებისათვის 2018 წლის 28 აპრილს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით.

 

2.მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

2.1. საქმის მასალების შემოწმების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება დადასტურებულია; წარმოდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ, მოწმეთა და დაზარალებულის გამოკითხვის ოქმებით, ბრალდებულ თ-----------იას აღიარებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის №--------- დასკვნით, ნივთიერი მტკიცებულებით დასტურდება, რომ ბრალდებულმა თ-----------იამ ჩაიდინა ბრალად შერაცხული ქმედება.

 

3.საპროცესო ნორმათა დაცულობა:

 

3.1. 2018 წლის 28 აპრილს, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ბრალდებულ თ-----------იას და ხ-–----ის რაიონული პროკურატურის პროკურორ თ--------ძემ შორის გაფორმდა საპროცესო შეთანხმება - ბრალის აღიარებით სასჯელის ზომაზე. საპროცესო შეთანხმების დადებისას პროკურორის მიერ ბრალდებული გაფრთხილებულ იქნა საპროცესო შეთანხმების შედეგების შესახებ. ბრალდებულს ასევე განემარტა, რომ საპროცესო შეთანხმების დადების შემთხვევაში, სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გამოაქვს მტკიცებულებების უშუალოდ და ზეპირად გამოკვლევის გარეშე და რომ საპროცესო შეთანხმების დადება არ ათავისუფლებს მას სამოქალაქო და სხვა სახის პასუხისმგებლობისაგან. საპროცესო შეთანხმება გაფორმდა ადვოკატის უშუალო მონაწილეობით. საპროცესო შეთანხმების შესახებ შედგა ოქმი. საპროცესო შეთანხმება, კანონით დადგენილი წესით, წინასწარ იქნა შეთანხმებული ზემდგომ პროკურორთან.

 

3.2. 2018 წლის 28 აპრილს ხ-–----ის რაიონულ სასამართლოს შუამდგომლობით მომართა პროკურორმა თ--------ძემ ბრალდებულ თ-----------იასთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ.

 

3.3. სასამართლო სხდომაზე პროკურორმა იშუამდგომლა დამტკიცება საპროცესო შეთანხმებისა, რომლის მიხედვითაც თ-----------იას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახით უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაითვლება პირობითად 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

3.4. პროკურორის შუამდგომლობას, რომელიც წარმოდგენილ და განხილულ იქნა ბრალდებულის სასამართლოში პირველი წარდგენის სხდომაზე, დაეთანხმნენ ბრალდებული და მისი ინტერესების დამცველი.

 

3.5. მხარეთა შორის დაზუსტდა საპროცესო შეთანხმების პირობები ნივთიერ მტკიცებულებასთან დაკავშირებით.

 

3.6. შუამდგომლობის განხილვისას სასამართლო დარწმუნდა, რომ შეთანხმება დადებულია ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან რაიმე სხვა უკანონო დაპირების გარეშე, ნებაყოფლობით; ბრალდებულს ჰქონდა შესაძლებლობა, მიეღო კვალიფიციური იურიდიული დახმარება. სასამართლო ასევე დარწმუნდა, რომ ბრალდებული სრულად აცნობიერებს დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც ედება ბრალი და ამ დანაშაულისთვის კანონით გათვალისწინებულ სასჯელს, ბრალდებულისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა, იგი აცნობიერებს, რომ აქვს უფლება დაცვის და უფლება, უარი განაცხადოს შეთანხმებაზე ბრალის აღიარების შესახებ, უფლება სასამართლოს მიერ საქმის არსებით განხილვაზე. ასევე აცნობიერებს, რომ თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია, მომავალში მის წინააღმდეგ გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც იგი მიაწვდის სასამართლოს საპროცესო შეთანხმების განხილვისას.

 

3.7. სასამართლო უშუალოდ ბრალდებულისგან დარწმუნდა, რომ მის მიმართ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების მხრიდან არ ყოფილა წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა. ბრალდებულს აქვე განემარტა, რომ მის მიერ წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე საჩივრის შეტანა ხელს არ შეუშლის კანონის დაცვით დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას.

 

4.სამართლებრივი შეფასება:

 

4.1. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება დადასტურებულია, შუამდგომლობაში მითითებული სასჯელი სამართლიანია. ბრალდებულისთვის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს ჩადენილს.

 

ამდენად, საპროცესო შეთანხმება უნდა დამტკიცდეს.

 

5. ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:

 

5.1. ნივთიერი მტკიცებულება მინის ნამსხვრევები, რაც ინახება შინაგან საქმეთა სამინისტროს ხ-–----ის რაიონულ სამმართველოში, უნდა განადგურდეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-ე, 212-ე, 213-ე, 215-ე, 258-ე, 259-ე, 260-ე, 271-274-ე, 277-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

 

2. დამტკიცდეს ხ-–----ის რაიონული პროკურატურის პროკურორ თ--------ძესა და ბრალდებულ თ-----------იას შორის 2018 წლის 28 აპრილს გაფორმებული საპროცესო შეთანხმება, დაზუსტებული პირობით;

 

3. თ-----------ია ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით და სასჯელის სახით დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაითვალოს პირობითად 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით;

 

4. გამოსაცდელი ვადის პერიოდში კონტროლის განხორციელება მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე დაევალოს მისი (მსჯავრდებულის) საცხოვრებელი ადგილის მიხედვით პრობაციის ბიუროს;

 

5. ნივთიერი მტკიცებულება მინის ნამსხვრევები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს.

 

6. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე.

 

7. განაჩენი არ ექვემდებარება გასაჩივრებას გარდა შემდეგი შემთხვევებისა: მსჯავრდებულს უფლება აქვს, განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში ხ-–----ის რაიონული სასამართლოს მეშვეობით საჩივრით მიმართოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე, თუ მიაჩნია, რომ საპროცესო შეთანხმება დაიდო მოტყუებით; ბრალდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება; საპროცესო შეთანხმება დაიდო იძულებით, ძალადობით, მუქარით ან დაშინებით; საპროცესო შეთანხმება დაიდო ისე, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობდა; სასამართლომ უგულებელყო სისხლის სამართლის კოდექსითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXI თავით გათვალისწინებული არსებითი მოთხოვნა.

 

თუ მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმების პირობა, პროკურორი უფლებამოსილია, დარღვევის გამოვლენიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიმართოს საჩივრით განაჩენის გაუქმების თაობაზე.

 

მოსამართლე

ლალი ბესტავაშვილი