განაჩენი

სისხლის სამართლის 29.03.2018
საქმის ნომერი
130100118002376138
დავის ტიპი
126 1 , 120
თარიღი
29.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1-49-2018

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

29 მარტი, 2018 წელი ხ-–----ი

 

ხ-–----ის რაიონული სასამართლო

 

მოსამართლე - ლალი ბესტავაშვილი

 

სხდომის მდივანი - რუსუდან ავთანდილაშვილი

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ბ----------------–--ლი

 

დაცვის მხარე:

 

ადვოკატი - მ--------------–--ლი

 

ბრალდებული - ა-–--------------–-–-ძე, საქართველოს მოქალაქე, პირადი #5----------, დაბადებული 1--- წლის 1--------ს, რეგისტრირებული გ----–ი, ც------–ის გ-------–--–ის #5--ში, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-----–ის მუნიციპალიტეტი, დ--------------------–-----------------

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი)

 

ბრალდებული - გ---------------ძე, საქართველოს მოქალაქე, პირადი #6----------, დაბადებული 1--- წლის 2--------–ს, რეგისტრაციის ადგილი: ო--------, კ-------; ფაქტობრივად მცხოვრები: ხ-–----ის მუნიციპალიტეტი, სოფელი ჩ--------–-თი

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლი (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია)

 

სხდომის სახე - საჯარო

 

განსახილველი საკითხი: ბრალდებულთა მიმართ, სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანა.

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1.საპროცესო შეთანხმების არსი:

 

1.1. შუამდგომლობის მიხედვით, ა-–--------------–-–-ძეს ბრალად ერაცხება დანაშაულებრივი ქმედება, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 3 მარტს, დ----------–-----------–---------------ში, მ----------–-–---–-- საცხოვრებელ სახლში გ---------------ძემ, მინის ქილის სროლით, სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება მიაყენა ა-–--------------–-–-ძეს. მომხდარით განაწყენებულმა ა-–--------------–-–-ძემ ცემის გზით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა გ---------------ძეს, რასაც შედეგად მოჰყვა სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

1.2. ა-–--------------–-–-ძეს ჩადენილი ქმედებისათვის 2018 წლის 29 მარტს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

1.3. შუამდგომლობის მიხედვით, გ---------------ძეს ბრალად ერაცხება დანაშაულებრივი ქმედება, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 3 მარტს, დ----------–-----------–---------------ში, მ----------–-–---–-- საცხოვრებელ სახლში გ---------------ძემ მინის ქილის სროლით ა-–--------------–-–-ძეს მიაყენა, როგორც შემდეგ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, სხეულია მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.

 

1.4. გ---------------ძეს ჩადენილი ქმედებისათვის 2018 წლის 29 მარტს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით.

 

2.მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

2.1. საქმის მასალების შემოწმების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება დადასტურებულია; წარმოდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ, მოწმეთა გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის №0-------- დასკვნით, ბრალდებულის აღიარებით დასტურდება, რომ ბრალდებულმა ა-–--------------–-–-ძემ ჩაიდინა ბრალად შერაცხული ქმედება;

 

2.2. მოწმეთა გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის №0-------- დასკვნით, ბრალდებულის აღიარებით დასტურდება, რომ ბრალდებულმა გ---------------ძემ ჩაიდინა ბრალად შერაცხული ქმედება.

 

3.საპროცესო ნორმათა დაცულობა:

 

3.1. 2018 წლის 29 მარტს, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ბრალდებულებსა და ხ-–----ის რაიონული პროკურორის მოადგილე რ-----------–-ას შორის გაფორმდა საპროცესო შეთანხმება - ბრალის აღიარებით სასჯელის ზომაზე. საპროცესო შეთანხმების დადებისას პროკურორის მიერ ბრალდებულები გაფრთხილებულ იქნენ საპროცესო შეთანხმების შედეგების შესახებ. ბრალდებულებს ასევე განემარტათ, რომ საპროცესო შეთანხმების დადების შემთხვევაში, სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გამოაქვს მტკიცებულებების უშუალოდ და ზეპირად გამოკვლევის გარეშე და რომ საპროცესო შეთანხმების დადება არ ათავისუფლებს მათ სამოქალაქო და სხვა სახის პასუხისმგებლობისაგან. საპროცესო შეთანხმება როგორც ერთ, ისე მეორე შემთხვევაში გაფორმდა ადვოკატის უშუალო მონაწილეობით. საპროცესო შეთანხმების შესახებ შედგა ოქმები. საპროცესო შეთანხმება, კანონით დადგენილი წესით, წინასწარ იქნა შეთანხმებული ზემდგომ პროკურორთან.

 

3.2. 2018 წლის 29 მარტს ხ-–----ის რაიონულ სასამართლოს შუამდგომლობებით მომართა ხ-–----ის რაიონული პროკურორის მოადგილე რ-----------–-ამ ბრალდებულებთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ.

 

3.3. სასამართლო სხდომაზე პროკურორმა ბ----------------–--ლმა, რომელიც დაეთანხმა შუამდგომლობებს, ითხოვა დამტკიცება საპროცესო შეთანხმებისა, რომელთა მიხედვითაც ა-–--------------–-–-ძეს სასჯელის სახით უნდა დაენიშნოს 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვლება პირობითად 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით; გ---------------ძეს სასჯელის სახით უნდა დაენიშნოს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაითვლება პირობითად 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

3.4. პროკურორის შუამდგომლობებს, რომლებიც წარმოდგენილ და განხილულ იქნა ბრალდებულის სასამართლოში პირველი წარდგენის სხდომაზე, დაეთანხმნენ ბრალდებულები და მათი ინტერესების დამცველი.

 

3.5. შუამდგომლობების განხილვისას სასამართლო დარწმუნდა, რომ შეთანხმება დადებულია ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან რაიმე სხვა უკანონო დაპირების გარეშე, ნებაყოფლობით; ბრალდებულებს ჰქონდათ შესაძლებლობა, მიეღოთ კვალიფიციური იურიდიული დახმარება. სასამართლო ასევე დარწმუნდა, რომ ბრალდებულები სრულად აცნობიერებენ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც ედებათ ბრალი და ამ დანაშაულისთვის კანონით გათვალისწინებულ სასჯელს, ბრალდებულთათვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა, ისინი აცნობიერებენ, რომ აქვთ უფლება დაცვის და უფლება, უარი განაცხადონ შეთანხმებაზე ბრალის აღიარების შესახებ, უფლება სასამართლოს მიერ საქმის არსებით განხილვაზე. ასევე აცნობიერებენ, რომ თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია, მომავალში მათ წინააღმდეგ გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც ისინი მიაწვდის სასამართლოს საპროცესო შეთანხმების განხილვისას.

 

3.6. სასამართლო უშუალოდ ბრალდებულებისგან დარწმუნდა, რომ მათ მიმართ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების მხრიდან არ ყოფილა წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა. ბრალდებულებს აქვე განემარტათ, რომ მათ მიერ წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე საჩივრის შეტანა ხელს არ შეუშლის კანონის დაცვით დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას.

 

4.სამართლებრივი შეფასება:

 

4.1. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება, როგორც ერთ, ისე მეორე შემთხვევაში, დადასტურებულია, შუამდგომლობებში მითითებული სასჯელები სამართლიანია. ბრალდებულთათვის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარებენ ჩადენილს.

 

ამდენად, საპროცესო შეთანხმება უნდა დამტკიცდეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-ე, 212-ე, 213-ე, 215-ე, 258-ე, 259-ე, 260-ე, 271-274-ე, 277-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. შუამდგომლობები დაკმაყოფილდეს.

 

2. დამტკიცდეს ხ-–----ის რაიონული პროკურორის მოადგილე რ-----------–-ასა და ბრალდებულებს შორის 2018 წლის 29 მარტს გაფორმებული საპროცესო შეთანხმება.

 

3. ა-–--------------–-–-ძე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახით დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც, სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაითვალოს პირობითად 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით;

 

4. გ---------------ძე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით და სასჯელის სახით დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც, სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაითვალოს პირობითად 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით;

 

5. გამოსაცდელი ვადის პერიოდში კონტროლის განხორციელება მსჯავრდებულთა ყოფაქცევაზე დაევალოს მათი (მსჯავრდებულების) საცხოვრებელი ადგილის მიხედვით პრობაციის ბიუროს;

 

6. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე.

 

7. განაჩენი არ ექვემდებარება გასაჩივრებას გარდა შემდეგი შემთხვევებისა: მსჯავრდებულს უფლება აქვს, განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში ხ-–----ის რაიონული სასამართლოს მეშვეობით საჩივრით მიმართოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე, თუ მიაჩნია, რომ საპროცესო შეთანხმება დაიდო მოტყუებით; ბრალდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება; საპროცესო შეთანხმება დაიდო იძულებით, ძალადობით, მუქარით ან დაშინებით; საპროცესო შეთანხმება დაიდო ისე, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობდა; სასამართლომ უგულებელყო სისხლის სამართლის კოდექსითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXI თავით გათვალისწინებული არსებითი მოთხოვნა.

 

თუ მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმების პირობა, პროკურორი უფლებამოსილია, დარღვევის გამოვლენიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიმართოს საჩივრით განაჩენის გაუქმების თაობაზე.

 

მოსამართლე

ლალი ბესტავაშვილი