გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 140310019002975435
საქმე № 3/104-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
შემაკავებელი ორდერის გაუქმებაზე უარის თქმის შესახებ
3 მაისი, 2019 წელი ქ. გორი
შესავალი ნაწილი
გორის რაიონული სასამართლო
მოსამართლე დავით პაპუაშვილი
სხდომის მდივანი ნინო მურადაშვილი
მოსარჩელე: ე---------- ბ----–-–---–ი
მოპასუხე: საქართველოს შსს გორის რაიონული სამმართველო
წარმომადგენლები: გ------ გ------–--–- და ნ-----–---- ა--–----
მესამე პირები: ვ------- და ვ------ ბ----–-–---–ები
დავის საგანი: შემაკავებელი ორდერების გაუქმება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
საქართველოს შსს გორის რაიონული სამმართველოს 2019 წლის 30 აპრილის № 017388 და № 017389 შემაკავებელი ორდერების გაუქმება.
სარჩელის თანახმად, ე---------- ბ----–-–---–ი (პირ. N 5----------) ცხოვრობს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქ--------–ში მეუღლის მშობლებთან - ვ------- (პირ. № 5----------) და ვ------ (პირ. № 5----------) ბ----–-–---–ებთან (აგრეთვე ოჯახის სხვა წევრებთან) ერთად.
2019 წლის 29 აპრილს მისი გარდაცვლილი შვილის საფლავზე მოხდა ინციდენტი მის მეორე შვილთან მიმართებაში, რის გამოც ე---------- ბ----–-–---–ი მივიდა ვ------- და ვ------ ბ----–-–---–ებთან და უსაყვედურა მომხდარის შესახებ.
ამ უკანასკნელებმა კი დარეკეს პოლიციაში და მხოლოდ 30 აპრილს განუცხადეს, რომ, თითქოს, ე---------- დაემუქრა მათ სიცოცხლის მოსპობით და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა.
საქმის განხილვისას ე---------- ბ----–-–---–მა განმარტა, რომ ვ------- და ვ------ ბ----–-–---–ებს მიმართა, რა ნამუსი აქვთ და რა ნამუსით ავიდნენ შვილიშვილის საფლავზე, რა დონეზე დაეცნენ, ფეხით გადათელეს საფლავი და იქ სცემეს მისი შვილი.
2. მოპასუხისა და მესამე პირების პოზიცია
საქართველოს შსს გორის რაიონული სამმართველოს განმარტებით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება; ბ----–-–---–ების ოჯახში წლებია, არის რთული და დაძაბული ვითარება; ოჯახის არაერთი წევრის მიმართ რამოდენიმეჯერ გამოცემულია შემაკავებელი ორდერები, მათ შორის ე---------- ბ----–-–---–ის მიმართ, რომელსაც ვადა 2019 წლის 30 აპრილს ამოეწურა. ოჯახის ერთი წევრის მიმართ არსებობს კანონიერ ძალაში შესული განაჩენი ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებით, ხოლო დღეის მდგომარეობით ორი პირის მიმართ დაწყებულია გამოძიება, ე---------- ბ----–-–---–თან მიმართებაში კი - აგრეთვე შემაკავებელი ორდერის პირობების დარღვევისათვის.
ვ------- და ვ------ ბ----–-–---–ებმა გამოძიების მიმდინარეობისას აღნიშნეს, რომ რომ მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ე---------- ბ----–-–---–მა და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით.
ეს ყველაფერი კი გახდა მოსარჩელის მიმართ შემაკავებელი ორდერის გამოცემის საფუძველი.
ვ------- და ვ------ ბ----–-–---–ები სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდნენ, რის გამოც მათი პოზიცია სასამართლოსათვის უცნობია.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3. 1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
მხარეთა შორის უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ დადგენილა
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. საქართველოს შსს გორის რაიონული სამმართველოში 2019 წლის 30 აპრილს დაიწყო გამოძიება ვ------ ბ----–-–---–ის განმარტების საფუძველზე, რომ მისმა რძალმა - ე---------- ბ----–-–---–მა დაარღვია მის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერი, მივიდა ვ------ ბ----–-–---–თან და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ქმედება, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 - 3811 მუხლის 1-ლი ნაწილით (შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა);
მტკიცებულება: გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი.
3.2.2. გამოძიება გრძელდება 111 - 3811 მუხლის 1-ლი ნაწილით და 111 - 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით (პირადად ან მესამე პირის მეშვეობით პირის, მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის უკანონო თვალთვალი, ან არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის, ელექტრონული ან სხვა საშუალებით, ან ნებისმიერი სხვა განზრახი ქმედება, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას ან/და პირის ან მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების ან/და ქონების განადგურების საფუძვლიან შიშს, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს ან მისი მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის, ჩადენილი დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ან ორსული ქალის მიმართ);
მტკიცებულება: დადგენილება კვალიფიკაციის შეცვლის შესახებ.
3.2.3. საქართველოს შსს გორის რაიონული სამმართველოს მიერ 2019 წლის 30 აპრილს გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერები, რომლითაც ე---------- ბ----–-–---–ს აეკრძალა ვ------- და ვ------ ბ----–-–---–ებთან მიახლოება; აგრეთვე, აეკრძალა მათთან ნებისმიერ სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით;
მტკიცებულება: შემაკავებელი ორდერები № 017388 და № 017389.
3.2.4. შემაკავებელი ორდერების გამოცემას საფუძვლად დაედო გამოძიების ფარგლებში მოპოვებული ინფორმაცია;
მტკიცებულება: შემაკავებელი ორდერები, შემაკავებელი ორდერის ოქმი.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა რა მოცემული საქმე, მოისმინა მხარეთა განმარტება, მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რამდენადაც დადგენილია, რომ არსებობს ეჭვი ვ------- და ვ------ ბ----–-–---–ების მიმართ განხორციელებული ძალადობის შესახებ, და შემაკავებელი ორდერით მინიმუმამდე უნდა იქნეს დაყვანილი მომავალში ამგვარი ძალადობის მოხდენის რისკი.
5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
6. სამართლებრივი შეფასება
,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მესამე მუხლით, ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.
იმავე კანონის მე-4 მუხლის ,,ზ" ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება მეუღლის მშობელი და სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
დადგენილია და სადავო არაა, რომ ე---------- ბ----–-–---–ი არის ვ------- და ვ------ ბ----–-–---–ების შვილის მეუღლე; ისინი ცხოვრობენ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქ--------–ში - ერთი სახლის ცალ-ცალკე გამოყოფილ ფართებში.
იმავე კანონის მე-9 მუხლის თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთისათვის გამოიყენება სისხლისსამართლებრივი, სამოქალაქოსამართლებრივი და ადმინისტრაციულსამართლებრივი მექანიზმები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი მექანიზმები გამოიყენება შემაკავებელი ორდერის/დამცავი ორდერის გამოცემით.
მითითებული ნორმის შინაარსის ანალიზით, ნათელია, რომ შემაკავებელი ორდერი გამოიყენება ოჯახში ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთისათვის.
მოსარჩელე შემაკავებელი ორდერის გაუქმებას ითხოვს იმ საფუძვლით, რომ მისი მხრიდან ვ------- და ვ------ ბ----–-–---–ების მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფისა და მუქარის ფაქტს ადგილი არ ჰქონია.
სასამართლო არ მსჯელობს, მუქარის ფაქტს ნამდვილად ჰქონდა თუ არა ადგილი (ეს უნდა დადგინდეს მიმდინარე გამოძიების ფარგლებში);
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს თვით ე---------- ბ----–-–---–ის განმარტებაზე, რომ ვ------- და ვ------ ბ----–-–---–ებს მიმართა, რა ნამუსი აქვთ და რა ნამუსით ავიდნენ შვილიშვილის საფლავზე, რა დონეზე დაეცნენ, ფეხით გადათელეს საფლავი და იქ სცემეს მისი შვილი.
სასამართლო განმარტავს, რომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები (შემაკავებელი ორდერის ოქმები და გამოძიების დაწყების ბარათი) აჩენს ეჭვს ვ------- და ვ------ ბ----–-–---–ების მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის შესახებ, ხოლო სასამართლო სხდომაზე თვით ე---------- ბ----–-–---–ის განმარტების შეფასება იძლევა იმის დასკვნის საფუძველს, რომ მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტს ვ------- და ვ------ ბ----–-–---–ების მიმართ;
სასამართლოს მიაჩნია, რომ პირი დაცული უნდა იქნეს ნებისმიერი სახის, მათ შორის ფსიქოლოგიური ძალადობისაგან, რომლის უზრუნველყოფის ერთ-ერთი საშუალება შემაკავებელი ორდერის გამოცემაა იმ პირის მიმართ, ვისზეც არსებობს დასაბუთებული ეჭვი, რომ ახორციელებს ამ სახის ძალადობას მსხვერპლის მიმართ.
შემაკავებელი ორდერის გაცემის კანონიერების შემოწმების პროცესში სასამართლოს ვალდებულებას წარმოადგენს, დაადგინოს, საქმის მასალები და მხარეთა ახსნა-განმარტებები ქმნიდა თუ არა საკმარის საფუძველს ვარაუდისთვის, რომ, შემაკავებელი ორდერის გამოცემის გარეშე, მოვლენათა მოსალოდნელი განვითარების შეუფერხებელი მსვლელობის შემთხვევაში, დიდი ალბათობით, ზიანი მიადგებოდა მსხვერპლის უფლებებსა და კანონით დაცულ ინტერესებს.
სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმის მასალები და სასამართლოს სხდომაზე გამოკვლეული ფაქტები და ინფორმაცია, იძლევა იმის მტკიცების საკმარის საფუძველს, რომ საქართველოს შსს გორის რაიონული სამმართველოს მიერ შემაკავებელი ორდერი გაცემულია მხარეთა ინტერესებისა და უფლებების დაცვის, მოსალოდნელი საფრთხეების სწორი შეფასების საფუძველზე.
,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს ოჯახში ძალადობისათვის დამახასიათებელ ქმედებათა ერთობლიობას, ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთის სამართლებრივ და ორგანიზაციულ საფუძვლებს, აგრეთვე მსხვერპლთა სოციალური და სამართლებრივი დაცვისა და დახმარების გარანტიებს.
ამ კანონის მიზანს წარმოადგენს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის, ფიზიკური, ფსიქოლოგიური და სხვა ხელშეუხებლობის საკანონმდებლო გარანტიების შექმნის უზრუნველყოფა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ შემაკავებელი ორდერის გამოცემის პროცესში მნიშვნელოვანია, დადგინდეს ორდერის გამოცემის გარდაუვალი საჭიროება, რა ტიპის ძალადობის აღკვეთასაც უნდა ემსახურებოდეს იგი.
ფიზიკური ძალადობა წარმოადგენს შემაკავებელი ორდერის გამოცემის ერთ-ერთ წინაპირობას, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია ორდერის გამოცემა ფსიქოლოგიური ძალადობის პირობებშიც; ამგვარი ძალადობით გამოწვეული განცდების სიმძაფრე არ ჩამოუვარდება ფიზიკური ძალადობით მიყენებულ ტკივილს.
ფსიქოლოგიური ძალადობა მიეკუთვნება ძალადობის ისეთ ფორმას, რომელიც მიმართულია იმ მიზნისაკენ, რომ მსხვერპლმა დაკარგოს საკუთარი თავის რწმენა, დაეჭვდეს საკუთარ ინტელექტუალურ შესაძლებლობებში, დაკარგოს ან ეჭვი შეიტანოს რეალობის ადეკვატურად აღქმის შესაძლებლობაში.
ფსიქოლოგიური ძალადობის ძირითადი ნიშნები ვლინდება დაცინვაში, ცინიკურ ან დამამცირებელ შენიშვნებში, მუქარაში, იზოლირებაში, დაშინებაში, მსხვერპლის საჯარო შეურაცხყოფაში, ანუ იმ ქმედებებში, რომელიც ამცირებს ადამიანის თვითშეფასებას და აკარგვინებს საკუთარი თავის მიმართ რწმენას.
სასამართლოს მიაჩნია, რომ სწორედ ამგვარ ქმედებას ჰქონდა ადგილი ე---------- ბ----–-–---–ის მხრიდან.
ამასთანავე, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ის გარემოება, რომ, როგორც მხარეთა განმარტებით ირკვევა, ბ----–-–---–ების ოჯახში წლებია, არის რთული და დაძაბული ვითარება; ოჯახის არაერთი წევრის მიმართ რამოდენიმეჯერ გამოცემულია შემაკავებელი ორდერები, მათ შორის ე---------- ბ----–-–---–ის მიმართ, რომელსაც ვადა 2019 წლის 30 აპრილს ამოეწურა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და მხარეთა ახსნა-განმარტებები იძლევა იმ ფაქტის დადასტურებულად მიჩნევის საფუძველს, რომ ე---------- ბ----–-–---–ის მხრიდან ხდება ვ------- და ვ------ ბ----–-–---–ებზე ფსიქოლოგიური ძალადობა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მოსაზრებით, უსაფუძვლოა ე---------- ბ----–-–---–ის სარჩელი, რამდენადაც სასამართლოში საქმის განხილვისას მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ვერ იქნა ის დამატებითი მტკიცებულებები და მითითებული ვერ იქნა იმ გარემოებებზე, რაც გააბათილებდა შემაკავებელი ორდერის გამოცემის საფუძველს; შესაბამისად, სარჩელი დაკმაყოფილებული ვერ იქნება.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-4, მე-19 და 2114 მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
ე---------- ბ----–-–---–ის სარჩელი საქართველოს შსს გორის რაიონული სამმართველოს მიმართ 2019 წლის 30 აპრილის № 017388 და № 017389 შემაკავებელი ორდერების გაუქმების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.
გადაწყვეტილება მიღებიდან 24 საათის განმავლობაში გადაეცეთ მხარეებს.
გადაწყვეტილება შეიძლება, ერთჯერადად გასაჩივრდეს საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქემთა პალატაში (მის. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. № 7ა) გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის. ქ. გორი, სერგო ჯორბენაძის ქ. № 30) მისი ასლის მხარეთათვის გადაცემიდან 3 (სამი) დღის ვადაში.
მოსამართლე: დავით პაპუაშვილი