გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 03.05.2019
საქმის ნომერი
140316619002976569
კატეგორია
დავის ტიპი
შემაკავებელი ორდერის გამოცემა
თარიღი
03.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 140316619002976569

საქმე № 3/105-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

შემაკავებელი ორდერის გაუქმებაზე უარის თქმის შესახებ

03 მაისი, 2019 წელი ქ. გორი

შესავალი ნაწილი

გორის რაიონული სასამართლო

მოსამართლე დავით პაპუაშვილი

სხდომის მდივანი ნინო მურადაშვილი

მოსარჩელე: ი----- ბ----–-–---–ი

წარმომადგენელი: ე-–---- პ---–--–---–-

მოპასუხე: საქართველოს შსს გორის რაიონული სამმართველო

წარმომადგენელი: ნ-----–---- ა--–----

მესამე პირი (სასკ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით): ი--- ბ----–-–---–ი

დავის საგანი: შემაკავებელი ორდერი გაუქმება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

საქართველოს შსს გორის რაიონული სამმართველოს 2019 წლის 01 მაისს გამოცემული № 007998 შემაკავებელი ორდერის გაუქმება.

 

სარჩელის თანახმად, ი--- ბ----–-–---–ი (პირ. № 2----------) არის ი----- ბ----–-–---–ის (პირ. № 5----------) გარდაცვლილი შვილის მეუღლე; ისინი ცხოვრობენ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქ--------–ში (უ---–--–---ში) ერთი საცხოვრებელი სახლის ცალ-ცალკე გამოყოფილ ფართებში, ოჯახის სხვა წევრებთან ერთად.

 

2019 წლის 29 აპრილს ი--- ბ----–-–---–ი იმყოფებოდა შვილის - ვ------- ბ----–-–---–ის საფლავზე, სხვა პირებთან ერთად, სადაც მოულოდნელად მივიდა ი----- ბ----–-–---–ის მეორე შვილი გ------- ბ----–-–---–ი და მისი გარდაცვლილი შვილის მეუღლე - ი--- ბ----–-–---–ი; ისინი იყვნენ აგრესიულები, იგინებოდნენ, ილანძღებოდნენ და ემუქრებოდნენ მას; ი----- ბ----–-–---–მა აღნიშნული ფაქტის შესახებ აცნობა პოლიციას; პოლიციის თანამშრომლებმა ადგილზე მისვლისას განმუხტეს სიტუაცია; მას ი--- ბ----–-–---–ის მიმართ მუქარა არ განუხორციელებია და არც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიუყენებია.

 

2019 წლის 1 მაისს იგი ასუფთავებდა სატრანსპორტო საშუალებას; მასთან იმყოფებოდნენ მამა - ვ------- ბ----–-–---–ი და სტუმარი - მ------ მ--------–---–ი. იგი ისე წამოვიდა გორში, რომ ი--- ბ----–-–---–ი საერთოდ არ უნახავს.

 

შემდგომ დღეებში მასთან მივიდნენ პოლიციის წარმომადგენლები, გამოკითხეს და მის მიმართ გამოსცეს შემაკავებელი ორდერი, რითაც აეკრძალა ი--- ბ----–-–---–თან მიახლოება.

 

2. მოპასუხისა და მესამე პირის პოზიცია

საქართველოს შსს გორის რაიონული სამმართველოს განმარტებით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება; საქმეზე გამოკითხული იქნენ ე---------- ბ----–-–---–ი (ი-----ის ყოფილი მეუღლე), რომელმაც დაადასტურა ი----- ბ----–-–---–ის მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობისა და მუქარის ფაქტი რძლის - ი--- ბ----–-–---–ის მიმართ როგორც 2019 წლის 29 აპრილს, სასაფლაოზე, ასევე 1 მაისს - ავტომანქანის რეცხვისას.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3. 1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

მხარეთა შორის უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ დადგენილა

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. საქართველოს შსს გორის რაიონული სამმართველოში მიმდინარეობს გამოძიება ი----- ბ----–-–---–ის მიერ ი--- ბ----–-–---–ის მიმართ განხორციელებული ოჯახური ძალადობის ფაქტზე;

 

მტკიცებულება: მხარეთა ახსნა-განმარტება, დაზარალებული.

 

3.2.2. გამოძიების ფარგლებში გამოკითხული იქნენ ი--- და ე---------- ბ----–-–---–ები;

 

მტკიცებულება: გამოკითხვის ოქმები.

 

3.2.3. ი--- ბ----–-–---–ის განმარტებით, 2019 წლის 29 აპრილს მაზლთან, გ------- ბ----–-–---–თან ერთად, იმყოფებოდა გარდაცვლილი მეუღლის სასაფლაოზე, რა დროსაც ი----- ბ----–-–---–მა მას უთხრა, რომ მოკლავდა და დააწვენდა მეუღლის გვერდით; ამ ნათქვამზე იგი შეშინდა, რადგან ი-----ი იყო აღელვებული; ი----- ბ----–-–---–ი თავის მშობლებს დააწერინებდა განცხადებას და დააჭერინებდა მას.

 

ამის შემდეგ, 2019 წლის 1 მაისს, დილის საათებში, დედამთილთან - ე---------- ბ----–-–---–თან ერთად იმყოფებოდა სახლის ეზოში, სადაც თავის ავტომანქანას რეცხავდა ი----- ბ----–-–---–ი; მან კვლავ გაუმეორა, რომ დააჭრინებდა მის თავს, რის საპასუხოდაც ე----------მ და ი---მ მიმართეს, რომ ი-----ი იყო ცუდი პიროვნება, რადგა დააჭერინა შვილი - გ-------. ამის შემდეგ, ი-----ი კვლავ დაემუქრა მოკვლით.

 

ე---------- ბ----–-–---–ის განმარტებით, 2019 წლის 29 აპრილს იმყოფებოდა სახლში, რა დროსაც მასთან მივიდნენ არასრულწლოვანი შვილიშვილები და უთხრეს, რომ ი----- ბ----–-–---–ი სასაფლაოზე დაემუქრა ი---ს, ეუბნებოდა, რომ შენ ქმართან ერთად უნდა დაგაწვინოო.

 

2019 წლის 1 მაისს, სატრანსპორტო საშუალების რეცხვისას კი, ასევე დაუმქრა ი--- ბ----–-–---–ს;

 

მტკიცებულება: 2019 წლის 1 მაისის გამოკითხვის ოქმები.

 

3.2.4. საქართველოს შსს გორის რაიონული სამმართველოს მიერ 2019 წლის 1 მაისს გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი, რომლითაც ი----- ბ----–-–---–ს აეკრძალა ი--- ბ----–-–---–თან მიახლოება; აგრეთვე, აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება, სადაც ი--- ბ----–-–---–ი ცხოვრობს;

 

მტკიცებულება: შემაკავებელი ორდერი № 007998.

 

3.2.5. შემაკავებელი ორდერის გამოცემას საფუძვლად დაედო გამოძიების ფარგლებში მოპოვებული იფორმაცია;

 

მტკიცებულება: შემაკავებელი ორდერი, შემაკავებელი ორდერის ოქმი.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სასამართლომ განიხილა რა მოცემული საქმე, მოისმინა მხარეთა განმარტება, მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რამდენადაც დადგენილია, რომ არსებობს ეჭვი ი--- ბ----–-–---–ის მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის შესახებ, და შემაკავებელი ორდერით მინიმუმამდე უნდა იქნეს დაყვანილი მომავალში მასზე ძალადობის ჩადენის რისკი.

 

5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მესამე მუხლით, ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.

 

იმავე კანონის მე-4 მუხლის ,,ზ" ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება რძალი და სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას;

 

დადგენილია და სადავო არაა, რომ ი--- ბ----–-–---–ი არის ი----- ბ----–-–---–ის გარდაცვლილი შვილის მეუღლე; ისინი ცხოვრობენ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქ--------–ში ერთი საცხოვრებელი სახლის ცალ-ცალკე გამოყოფილ ფართებში, ოჯახის სხვა წევრებთან ერთად.

 

იმავე კანონის მე-9 მუხლის თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთისათვის გამოიყენება სისხლისსამართლებრივი, სამოქალაქოსამართლებრივი და ადმინისტრაციულსამართლებრივი მექანიზმები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი მექანიზმები გამოიყენება შემაკავებელი ორდერის/დამცავი ორდერის გამოცემით.

 

მითითებული ნორმის შინაარსის ანალიზით, ნათელია, რომ შემაკავებელი ორდერი გამოიყენება ოჯახში ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთისათვის.

 

მოსარჩელე შემაკავებელი ორდერის გაუქმებას ითხოვს იმ საფუძვლით, რომ მისი მხრიდან ი--- ბ----–-–---–ზე მუქარის განხორციელებას ადგილი არ ჰქონია.

 

საქმეზე მოსარჩელის შუამდგომლობით მოწმის სახით დაკითხულ იქნენ ნ--- ჯ------–---–ი (ი----- ბ----–-–---–ის მამიდაშვილი), ნ---- ჯ------–---–ი (ნ--- ჯ------–---–ის შვილი), ი----- ბ-----–---–ი (ი----- ბ----–-–---–ი არის მისი მეუღლის მამიდაშვილი) და მ------ მ--------–---–ი (ი----- ბ----–-–---–ი არის მისი რძლის მამიდაშვილი).

 

ი----- ბ-----–---–ის, ნ--- და ნ---- ჯ------–---–ების ჩვენებით, 2019 წლის 29 აპრილს ისინი, ი----- ბ----–-–---–თან და სხვა პირებთან ერთად, იმყოფებოდნენ ი-----ის შვილის საფლავზე, რა დროსაც ავტომანქანით მივიდნენ გ------- და ი--- ბ----–-–---–ები. ისინი იყვნენ აგრესიულები, დაუწყეს ლანძღვა-გინება. მოხდა ფიზიკური დაპირისპირება იქ მყოფ სხვა პირებთან; მთელ ამ პერიოდში ი----- ბ----–-–---–ი არ ჩარეულა ჩხუბში და რაიმე სახის სიტყვიერი შეურაცხყოფა ან მუქარა ვინმეს მიმართ არ გამოუთქვამს. ე---------- ბ----–-–---–ის შვილიშვილები იქ არ დაუნახავთ.

 

მ------ მ--------–---–ის განმარტებით, 2019 წლის 1 მაისს სტუმრად იმყოფებოდა ი----- ბ----–-–---–ის ოჯახში; ი-----ი რეცხავდა კუთვნილ ავტომანქანას; მან ორივესთვის მოამზადა ყავა და ცოტა ხანში ერთად წამოვიდნენ ქალაქ გორში; მთელ ამ პერიოდში იქ არც ე---------- და არც ი--- უნახავს.

 

სასამართლო არ მსჯელობს, მუქარის ფაქტს ნამდვილად ჰქონდა თუ არა ადგილი (ეს უნდა დადგინდეს მიმდინარე გამოძიების ფარგლებში), თუმცა მიუთითებს და განმარტავს, რომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები აჩენს ეჭვს ი--- ბ----–-–---–ის მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის შესახებ;

 

ამ საკითხთან მიმართებაში საყურადღებოა გამოძიების ფარგლებში გამოკითხულ ი--- და ე---------- ბ----–-–---–ების განმარტებები, რომ ი----- ბ----–-–---–ი დაემუქრა ი--- ბ----–-–---–ს სიცოცხლის მოსპობით.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ პირი დაცული უნდა იქნეს ნებისმიერი სახის, მათ შორის ფსიქოლოგიური ძალადობისაგან, რომლის უზრუნველყოფის ერთ-ერთი საშუალება შემაკავებელი ორდერის გამოცემაა იმ პირის მიმართ, ვისზეც არსებობს დასაბუთებული ეჭვი, რომ ახორციელებს ამ სახის ძალადობას მსხვერპლის მიმართ.

 

შემაკავებელი ორდერის გაცემის კანონიერების შემოწმების პროცესში სასამართლოს ვალდებულებას წარმოადგენს, დაადგინოს, საქმის მასალები და მხარეთა ახსნა-განმარტებები ქმნიდა თუ არა საკმარის საფუძველს ვარაუდისთვის, რომ, შემაკავებელი ორდერის გამოცემის გარეშე, მოვლენათა მოსალოდნელი განვითარების შეუფერხებელი მსვლელობის შემთხვევაში, დიდი ალბათობით, ზიანი მიადგებოდა მსხვერპლის უფლებებსა და კანონით დაცულ ინტერესებს.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმის მასალები (შემაკავებელი ორდერისა და დაზარალებულის/მოწმის გამოკითხვის ოქმები), სასამართლოს სხდომაზე გამოკვლეული ფაქტები და ინფორმაცია, იძლევა იმის მტკიცების საკმარის საფუძველს, რომ საქართველოს შსს გორის რაიონული სამმართველოს მიერ შემაკავებელი ორდერი გაცემულია მხარეთა ინტერესებისა და უფლებების დაცვის, მოსალოდნელი საფრთხეების სწორი შეფასების საფუძველზე.

 

,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს ოჯახში ძალადობისათვის დამახასიათებელ ქმედებათა ერთობლიობას, ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთის სამართლებრივ და ორგანიზაციულ საფუძვლებს, აგრეთვე მსხვერპლთა სოციალური და სამართლებრივი დაცვისა და დახმარების გარანტიებს.

 

ამ კანონის მიზანს წარმოადგენს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის, ფიზიკური, ფსიქოლოგიური და სხვა ხელშეუხებლობის საკანონმდებლო გარანტიების შექმნის უზრუნველყოფა.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ შემაკავებელი ორდერის გამოცემის პროცესში მნიშვნელოვანია, დადგინდეს ორდერის გამოცემის გარდაუვალი საჭიროება, რა ტიპის ძალადობის აღკვეთასაც უნდა ემსახურებოდეს იგი.

 

ფიზიკური ძალადობა წარმოადგენს შემაკავებელი ორდერის გამოცემის ერთ-ერთ წინაპირობას, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია ორდერის გამოცემა ფსიქოლოგიური ძალადობის პირობებშიც; ამგვარი ძალადობით გამოწვეული განცდების სიმძაფრე არ ჩამოუვარდება ფიზიკური ძალადობით მიყენებულ ტკივილს.

 

ფსიქოლოგიური ძალადობა მიეკუთვნება ძალადობის ისეთ ფორმას, რომელიც მიმართულია იმ მიზნისაკენ, რომ მსხვერპლმა დაკარგოს საკუთარი თავის რწმენა, დაეჭვდეს საკუთარ ინტელექტუალურ შესაძლებლობებში, დაკარგოს ან ეჭვი შეიტანოს რეალობის ადეკვატურად აღქმის შესაძლებლობაში.

 

ფსიქოლოგიური ძალადობის ძირითადი ნიშნები ვლინდება დაცინვაში, ცინიკურ ან დამამცირებელ შენიშვნებში, მუქარაში, იზოლირებაში, დაშინებაში, მსხვერპლის საჯარო შეურაცხყოფაში, ანუ იმ ქმედებებში, რომელიც ამცირებს ადამიანის თვითშეფასებას და აკარგვინებს საკუთარი თავის მიმართ რწმენას.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სწორედ ამგვარ ქმედებას ჰქონდა ადგილი ი----- ბ----–-–---–ის მხრიდან.

 

ამასთანავე, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ის გარემოება, რომ, როგორც მხარეთა განმარტებით ირკვევა, ბ----–-–---–ების ოჯახში წლებია, არის რთული და დაძაბული ვითარება; ოჯახის არაერთი წევრის მიმართ რამოდენიმეჯერ გამოცემულია შემაკავებელი ორდერები, მათ შორის ი----- ბ----–-–---–ის მიმართ არსებობს კანონიერ ძალაში შესული განაჩენი ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებით.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და მხარეთა ახსნა-განმარტებები იძლევა დასაბუთებული ეჭვის საფუძველს, რომ ი----- ბ----–-–---–ის მხრიდან ხდება რძლის მიმართ ფსიქოლოგიური ძალადობა.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მოსაზრებით, უსაფუძვლოა ი----- ბ----–-–---–ის სარჩელი, რამდენადაც სასამართლოში საქმის განხილვისას მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ვერ იქნა ის დამატებითი მტკიცებულებები და მითითებული ვერ იქნა იმ გარემოებებზე, რაც გააბათილებდა შემაკავებელი ორდერის გამოცემის საფუძველს; შესაბამისად, სარჩელი დაკმაყოფილებული ვერ იქნება.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-4, მე-19 და 2114 მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

ი----- ბ----–-–---–ის სარჩელი საქართველოს შსს გორის რაიონული სამმართველოს მიმართ 2019 წლის 1 მაისის № 007998 შემაკავებელი ორდერის გაუქმების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.

 

გადაწყვეტილება მიღებიდან 24 საათის განმავლობაში გადაეცეთ მხარეებს.

 

გადაწყვეტილება შეიძლება, ერთჯერადად გასაჩივრდეს საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქემთა პალატაში (მის. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. № 7ა) გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის. ქ. გორი, სერგო ჯორბენაძის ქ. № 30) მისი ასლის მხარეთათვის გადაცემიდან 3 (სამი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე: დავით პაპუაშვილი