გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 140310019002972301
საქმე №3/101-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
02 მაისი, 2019 წელი ქ. გორი
გორის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე ნინო გერგაული
სხდომის მდივანი ნათია ბერიშვილი
მოსარჩელე - ი----- ბ----–-–---–ი
ადვოკატი - ე-–---- პ---–--–---–ი
მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შსს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილება
წარმომადგენელი - გ------ ა-----–---–ი
დაინტერესებული მხარე - გ------- ბ----–-–---–ი
დავის საგანი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შსს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილების უბნის უფროსი ინსპექტორ - გამომძიებლის გ------ ა-----–---–ის მიერ 2019 წლის 30 აპრილს გამოცემული №0----- შემაკავებელი ორდერის გაუქმება.
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. გაუქმდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შსს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილების უბნის უფროსი ინსპექტორ - გამომძიებლის გ------ ა-----–---–ის მიერ 2019 წლის 30 აპრილს გამოცემული №0----- შემაკავებელი ორდერი.
მოსარჩელის განმარტებით, 2003 წლიდან იგი, დედა - ვ------ ბ----–-–---–ი, მამა - ვ------- ბ----–-–---–ი, ე---------- ბ----–-–---–ი, ვ------- ბ----–-–---–ი და გ------- ბ----–-–---–ი არიან გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქ--------–ში მდებარე უძრავი ქონების (ს.კ 6-.5-.0-.0--) მესაკუთრეები.
მის მშობლებს მიმართული აქვთ სასამართლოსთვის უკანონო ხელშეშლის აღკვეთასთან დაკავშირებით და ითხოვენ შვილიშვილის - გ------- ბ----–-–---–ის გასახლებას, სახლის მათი კუთვნილი წილიდან. აღნიშნული პერიოდიდან გ------- ბ----–-–---–მა გადაწყვიტა ძალმომრეობით, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფით პაპის და ბებიის მიმართ ბრძოლა. მისი ვერსიით, ამ სამოქალაქო სარჩელის ავტორი არის ი----- ბ----–-–---–ი, რის გამოც სისტემატურად აყენებს მას შეურაცხყოფას. 2019 წლის 29 აპრილს ი.ბ----–-–---–ი იმყოფებოდა გარდაცვლილი შვილის საფლავზე, სადაც მიწვეული იყვნენ სტუმრები, გარდაცვლილი შვილის - ვ-------ის პატივის მისაგებად. რა დროსაც ი----- ბ----–-–---–ს გ------- ბ----–-–---–მა უამრავი მოწმის, მათ შორის მ------- ჯ------–---–-ს, ნ---- ჯ------–---–-ს, ნ--- ჯ------–---–-ს ი----- ჯ------–---–-ს და ბ------- წ-–---–---–ის თანდასწრებით მიაყენა შეურაცხყოფა, გადაღვარა ღვინო, გაიწია ნათესავებზე, რის გამოც პოლიციის თანამშრომლებმა შემაკავებელი ორდერი გამოწერეს ი----- ბ----–-–---–ის მიმართ.
მოსარჩელის ადვოკატმა ე.პ---–--–---–მა სასამართლო სხდომაზე მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სასარჩელო მოთხოვნას და განმარტა, რომ 2019 წლის 29 აპრილს, ი.ბ----–-–---–ი მოწმედ მითითებულ პირებთან ერთად ავიდა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქ--------–ის სასაფლაოზე, გარდააცვლილი შვილის ვ------- ბ----–-–---–ის საფლავზე, რა დროსაც გ------- ბ----–-–---–ი იყო ჩასაფრებული და ელოდებოდა მამის საფლავზე მისვლას, დაღვარა ღვინო, მიმოაბნია პროდუქტი, საცემად გაიწია ნათესავებზე და სწორედ ამ ფაქტთან დაკავშირებით გამოსცა შემაკავებელი ორდერი პოლიციამ ი----- ბ----–-–---–ის მიმართ, ვითომდა მან გ.ბ----–-–---–ის მიმართ ჩაიდინა ძალადობა, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს და აღნიშნული ორდერი უნდა გაუქმდეს.
2. მხარეთა პოზიცია
2.1. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი გ------ ა-----–---–ი არ დაეთანხმა ი----- ბ----–-–---–ის სასარჩელო მოთხოვნას და განმარტა, რომ 2019 წლის 30 პრილს №0----- შემაკავებელი ორდერი გამოცემულ იქნა კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი. მისი განმარტებით, შემაკავებელი ორდერის გამოცემის საფუძველი გახდა მოცემულ შემთხვევაში ქ--------–ის სასაფლაოზე არსებული კონფლიქტი, რაზედაც საჭირო იყო სწრაფი რეაგირება. შემაკავებელი ორდერის გამოცემადე შეივსო შესაბამისი ოქმი, რა დროსაც დადასტურდა ისეთი მონაცემები, რომ ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტის დადგენის გარეშეც, უკვე არსებობდა შემაკავებელი ორდერის გამოცემის საფუძველი. აღნიშნულ კონფლიქტთან დაკავშირებით დაფიქსირდა ი--- ბ----–-–---–ის შეტყობინება, ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებით, ადგილზე მისვლისას კი სხვა ინფორმაცია მიაწოდეს პოლიციის თანამშრომლებს, კერძოდ, ბ.წ-–---–---–ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიუყენებია გ.ბ----–-–---–ისთვის, შემდგომ იქ მყოფ პირთაგან გამოკითხული იქნა ნაწილი, რა დროსაც გამოიკვეთა სხვა გარემოებები, მის მიერ ი----- ბ----–-–---–ის მიმართ შედგენილ იქნა შემაკავებელი ორდერი, გ------- ბ----–-–---–ის და ი--- ბ----–-–---–ის გამოკითხვის შედეგად. აღნიშნულის შემდეგ გამოიკითხნენ ი----- ბ----–-–---–ი და ჯ------- წ-–---–---–ი.
2.2. დაინტერესებული პირის პოზიცია
დაინტერესებული მხარე გ------- ბ----–-–---–ი, რომელსაც კანონით დადგენილი წესით ეცნობა სასამართლო სხდომის თარიღის შესახებ, სხდომაზე არ გამოცხადდა.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული იქნა მ------- ჯ------–---–-, რომელმაც დაკითხვისას აჩვენა, რომ ი----- ბ----–-–---–ი არის მისი მამიდაშვილი. 2019 წლის 29 აპრილს, ნათესავებთან ერთად იყო ქ--------–ის სასაფლაოზე, მივიდა ი----- ბ----–-–---–ის შვილის - ვ------- ბ----–-–---–ის საფლავზე, 10-15 წუთის გასვლის შემდეგ გ------- ბ----–-–---–ი მივარდა ავტომანქანით, დაიწყო ლანძღვა-გინება, ამ დროს ი----- ბ----–-–---–მა ნათესავებს უთხრა, რომ ხმა არ გაეცათ გ------- ბ----–-–---–ისთვის, რადგან შესაძლოა დაეჭირათ იგი, ამოიღო ტელეფონი და დარეკა პოლიციის თანამშრომლებთან. გ------- ბ----–-–---–მა აურია მაგიდა, ღვინით სავსე ჭურჭელი გადააგდო, ნათესავები ამშვიდებდნენ, ეჩხუბებოდა ი----- ბ----–-–---–ს, ეუბნებოდა, რომ უნდა ყოფილიყო ციხეში და უთითებდა, დაერტყა მისთვის, ი-----ი ხმას არ სცემდა, ტელეფონი ეკავა ხელში და რეკავდა. შემდეგ დაიხარა გ.ბ----–-–---–ი, ქვებს წამოავლო ხელი და ამბობდა, რომ მანქანები უნდა დაემტვრია მათთვის, რისი საშუალებაც ნათესავებმა არ მისცეს. გ.ბ----–-–---–ი ჩაჯდა მანქანაში და გაიქცა. ადგილზე მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები. მოწმემ განმარტა, რომ გ------- ბ----–-–---–ი გადმოვიდა თუ არა ავტომანქანიდან და დაიწყო გინება, მაშინვე დარეკა პოლიციაში ი----- ბ----–-–---–მა. მას არავისთვის შეუგინებია, იდგა თავისთვის, ჩუმად.
ნ--- ჯ------–---–მა დაკითხვისას აჩვენა, რომ ი----- ბ----–-–---–ი არის მისი მამიდაშვილი, მათ ჰყავთ ორი შვილი - გ------- ბ----–-–---–ი და ვ------- ბ----–-–---–ი, ვ-------ი გარდაიცვალა 3 წლის წინ, დაკრძალულია უ---–--–---ს სასაფლაოზე. 2019 წლის 29 აპრილს, დაახლოებით 7 საათზე მივიდნენ ვ-------ის სასაფლაოზე, სადაც დახვდათ ი----- ბ----–-–---–ი და მისი დისშვილები - ჯ------- და ბ------- წ-–---–---–ები, სუფრა იყო გაშლილი, 10-15 წუთის შემდეგ ავტომანქანით მივიდა გ------- ბ----–-–---–ი, აგრესიულად გადავიდნენ ი----- ბ----–-–---–ის შვილი - გ------- ბ----–-–---–ი და რძალი - ი--- ბ----–-–---–ი, დაიწყეს ლანძღვა-გინება, გ.ბ----–-–---–მა გადაყარა პურ-მარილი, აგინებდა, ეუბნებოდა რა უფლებით იყვნენ სასაფლაოზე, აღნიშნულ ფაქტს შეესწრნენ მ------- ჯ------–---–-, ნ---- ჯ------–---–- და მ-------ის მეუღლე, ასევე ჯ------- და ბ------- წ-–---–---–ები. ადგილზე ასევე იყო მ.ჯ------–---–-ს ორი მცირეწლოვანი შვილი, რომლებსაც გ.ბ----–-–---–ის გინებასა და ლანძღვაზე შეეშინდათ და დაიწყეს ტირილი. გ.ბ----–-–---–მა ქვებს წამოავლო ხელი, იწევდა ჯ-------ს და ბ-------ს მიმართ, ი----- ბ----–-–---–ს ხელი არავისთვის დაურტყია, მან დარეკა პოლიციაში, ამშვიდებდა მათ, დაახლოებით 10-15 წუთში მივიდა პოლიის 3 თანამშრომელი, რა დროსაც გ------- ბ----–-–---–ი უკვე წასული იყო. ი--- მუქარას გამოხატავდა ი-----ის მიმართ, იწვევდა რათა დაერტყა და ეუბნებოდა, რომ მისი ადგილი იყო ციხეში.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1. 2019 წლის 30 აპრილს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილების უბნის უფროსი ინსპექტორ - გამომძიებლის გ------ ა-----–---–ის მიერ გამოცემულ იქნა შემაკავებელი ორდერი №0----- ი----- ბ----–-–---–ის მიმართ, მსხვერპლი გ------- ბ----–-–---–ი, შემაკავებელი ორდერი დამტკიცდა შემდეგი პირობით: მოძალადეს აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს, ასევე აეკრძალა მსხვერპლთან, მის სამსახურთან და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება, შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადა განისაზღვრა 30 დღით;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილების 2019 წლის 30 აპრილის №0----- შემაკავებელი ორდერი.
3.2 გ------- ბ----–-–---–ს, ე---------- ბ----–-–---–ს, ვ------- ბ----–-–---–ს, ვ------- ბ----–-–---–ს, ვ------ ბ----–-–---–ს და ი----- ბ----–-–---–ს, თანასაკუთრებაში აქვთ გორის რაიონის სოფელ ქ--------–ში მდებარე უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით 6-.5-.9-.0--.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.3 შსს გორის რაიონულ სამმართველოში მიმდინარეობს გამოძიება, ი--- და გ------- ბ----–-–---–ების მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი;
3.4 უბნის უფროსი უბნის-ინსპექტორ გამომძიებლის გ------ ა-----–---–ის ახსნა-განმარტებით, შემაკავებელი ორდერის გამოცემის საფუძველი გახდა სასაფლაოზე მომხდარი ინციდენტი, შემაკავებელი ორდერის ოქმის №0----- თანახმად, ინციდენტის ფაბულა იყო შემდეგი: 2019 წლის 29 აპრილს გორის რაიონის სოფელ ქ--------–ში გ------- ბ----–-–---–ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მამამ - ი----- ბ----–-–---–მა. შემაკავებეელი ორდერი გამოიცა ი--- და გ------- ბ----–-–---–ების გამოკითხვის საფუძველზე, ორდერის გამოცემის შემდგომ მოხდა ი----- ბ----–-–---–ის გამოკითხვა;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას: შემაკავებელი ორდერის ოქმის №0-----; უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლის ახსნა-განმარტება;
3.5 მოწმეთა ჩვენებებით დადგენილია, რომ ი----- ბ----–-–---–ი, ჯ------- წ-–---–---–თან, ბ------- წ-–---–---–თან და მამიდაშვილებთან ერთად იყო შვილის -ვ------- ბ----–-–---–ის საფლავზე, რა დროსაც მათთან მივიდა გ------- ბ----–-–---–ი, რომელმაც აურია სუფრა, გადაყარა ჭურჭელი და შეურაცხყოფა მიაყენა როგორც ი----- ბ----–-–---–ს, ისე მის ნათსავებს, რის გამოც ი----- ბ----–-–---–მა დარეკა პოლიციაში და მისი მხრიდან შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს ადგილი არ ჰქონია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას: მოწმეთა ჩვენებები;
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების, საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასებისა და შინაგანი რწმენის ურთიერთშეჯერების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ი----- ბ----–-–---–ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი 6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1 მუხლის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს: ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ)ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ)ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ)აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების საქმე და „ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირის არანებაყოფლობითი იზოლაციის საქმე, ხოლო მე-3 პუნქტის თანახმად კი, ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2114-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერის გამოცემის წესი და მოქმედების ვადა განისაზღვრება „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერის გაუქმების თაობაზე სარჩელს განიხილავს პირველი ინსტანციის სასამართლო მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ამ კოდექსით დადგენილი წესით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლო სარჩელს წარდგენიდან 3 დღის ვადაში განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებას შემაკავებელი ორდერის გაუქმების ან ნაწილობრივ გაუქმების ან მის გაუქმებაზე უარის თქმის შესახებ, ხოლო მე-10 ნაწილის თანახმად კი, ამ მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში, მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში.
,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონი განსაზღვრავს საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალთა მიმართ ძალადობისათვის ან/და ოჯახში ძალადობისათვის დამახასიათებელ ქმედებათა ერთობლიობას, ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთის სამართლებრივ და ორგანიზაციულ საფუძვლებს, აგრეთვე მსხვერპლთა სოციალური და სამართლებრივი დაცვისა და დახმარების გარანტიებს. ეს კანონი, ამ კანონით დადგენილ თავისებურებათა გათვალისწინებით, ვრცელდება ასევე იმ ურთიერთობებზე, რომლებითაც ირღვევა არასრულწლოვნის კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.
,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია დროებითი ღონისძიების სახით გამოიცეს შემაკავებელი ორდერი ან დამცავი ორდერი. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერი არის პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები, ამავე მუხლის 36 ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერი ამოქმედდება გამოცემისთანავე. იგი 24 საათის განმავლობაში ეგზავნება/ჰბარდება მსხვერპლსა და მოძალადეს, ხოლო შემაკავებელი ორდერის ერთი ეგზემპლარი რჩება მის გამომცემ ორგანოში, ხოლო ამავე კოდექსის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად კი, შემაკავებელი ორდერი გამოიცემა 1 თვემდე ვადით.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2019 წლის 30 აპრილს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილების უბნის უფროსი ინსპექტორ - გამომძიებლის გ------ ა-----–---–ის მიერ გამოცემულ იქნა შემაკავებელი ორდერი №0----- ი----- ბ----–-–---–ის მიმართ, მსხვერპლი გ------- ბ----–-–---–ი, შემაკავებელი ორდერი დამტკიცდა შემდეგი პირობით: მოძალადეს აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს, ასევე აეკრძალა მსხვრპლთან, მის სამსახურთან და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება, შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადა განისაზღვრა 30 დღით.
გასაჩივრებულ შემაკავებელ ორდერში მითითებულია, რომ სახეზეა ი----- ბ----–-–---–ის მხრიდან გ------- ბ----–-–---–ის მიმართ ფსიქოლოგიური ძალადობა,6.2. ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.
,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მიხედვით ფსიქოლოგიური ძალადობას და ) არასრულწლოვნის კანონიერი ინტერესების უგულებელყოფას. ფსიქოლოგიური ძალადობა – შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას; არასრულწლოვნის კანონიერი ინტერესების უგულებელყოფა − მშობლის (მშობლების), სხვა კანონიერი წარმომადგენლის ან/და სხვა პასუხისმგებელი პირის მიერ არასრულწლოვნის ფიზიკური და ფსიქოლოგიური საჭიროებების დაუკმაყოფილებლობა, საფრთხისაგან დაუცველობა, საბაზისო განათლების უფლების შეზღუდვა, დაბადების რეგისტრაციის, სამედიცინო და სხვა მომსახურებებით სარგებლობისათვის აუცილებელი მოქმედებების განუხორციელებლობა, თუკი მშობელს (მშობლებს), სხვა კანონიერ წარმომადგენელს ან/და სხვა პასუხისმგებელ პირს აქვს (აქვთ) სათანადო ინფორმაცია და შესაძლებლობა და ხელი მიუწვდება (მიუწვდებათ) შესაბამის მომსახურებაზე.
განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილების 2019 წლის 30 აპრილის შემაკავებელი ორდერთან დაკავშირებით პოლიციის თანამშრომელმა განმარტა, რომ შემაკავებელი ორდერის გამოცემის საფუძველი გახდა სასაფლაოზე მომხდარი ინციდენტი გ------- ბ----–-–---–ს და ი----- ბ----–-–---–ს შორის, რაზედაც საჭირო იყო სწრაფი რეაგირების განხორციელება, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე. აღნიშნულზე შეტყობინება შევიდა პოლიციაში, ი--- ბ----–-–---–ის მიერ, გამოიკითხნენ გ------- და ი--- ბ----–-–---–ები და ამის შემდეგ გამოიცა შემაკავებელი ორდერი და მერე გამოიკითხნენ შემთხვევის შემსწრე სხვა პირები, მათ შორის ი----- ბ----–-–---–ი. ამასთან, მოწმეთა ჩვენებებით ირკვევა, რომ სასაფლაოზე ყოფნისას გ------- ბ----–-–---–ის მისვლისთანავე გააკეთა შეტყობინება ი----- ბ----–-–---–მა პოლიციის განყოფილებაში, მისი მხრიდან შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს ადგილი არ ჰქონია.
სასამართლო გასაჩივრებული შემაკავებელი ორდერის გამოცემის საფუძვლიანობის და კანონიერების შემოწმებისას დაეყრდნო შემაკავებელი ორდერის გამომცემი უბნის უფროსი ინსპექტორ - გამომძიებლის, მოსარჩელის ადვოკატის ახსნა-განმარტებებს და მოწმეთა ჩვენებებს. სასამართლო განმარტავს, რომ პოლიციის თანამშრომელმა შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, დაძაბულ ოჯახურ კონფლიქტზე, სწრაფი რეაგირების მოხდენის მიზნით, ი--- ბ----–-–---–ის და გ------- ბ----–-–---–ის გამოკითხვის შემდეგ გამოსცა შემაკავებელი ორდერი ი----- ბ----–-–---–ის მიმართ, ისე რომ სრულყოფილად არ იქნა დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და შემთხვევის მონაწილე და შემსწრე სხვა პირები არ გამოიკითხნენ. ამასთან სასამართლო სხდომაზე დაიკითხნენ მოწმეები, რომლებიც იყვნენ ფაქტის უშუალოდ შემსწრენი და თვითმხილველნი და ისინი ჩვენებაში უთითებენ, რომ ი----- ბ----–-–---–ს შეურაცხყოფა მიაყენა გ------- ბ----–-–---–მა და არა პირიქით. იგი ამშვიდებდა იქ მყოფ ნათესავებს და რეკავდა პოლიციაში, არსებული სიტუაციის განმუხტვის მიზნით. ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ შემაკავებელი ორდერი გამოცემულია გ------- ბ----–-–---–ისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების გამო, ი----- ბ----–-–---–ისგან, მოწმეთა ჩვენებებით კი დადგინდა, რომ ფიზიკური შეხლა-შემოხლა მოხდა გ.ბ----–-–---–სა და შემთხვევის ადგილზე მყოფ ერთ-ერთ პირს - ჯ.წ-–---–---–ის შორის, რაზედაც გამოძიებაც მიმდინარეობს.
აქედან გამომდინარე, მხარეთა განმარტებებისა და საქმის მასალების შესწავლის შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილების 2019 წლის 30 აპრილის შემაკავებელი ორდერი გამოცემულია საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის გარეშე.
სასამართლო აქვე დამატებით მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა ჩაითვალოს, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს.
ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ი----- ბ----–-–---–ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად თუ ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო. მოცემულ შემთხვევაში შემაკავებელი ორდერის გაუქმების თაობაზე მოთხოვნით აღძრული სარჩელის შემთხვევაში, ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით სახელმწიფო ბაჟის გადახდა გათვალისწინებული არ არის. ამდენად, არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი მხარეებზე სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის დაკისრებისა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, 2112-ე, 2114-ე მუხლებით, ,,ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. ი----- ბ----–-–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილების უბნის უფროსი ინსპექტორ - გამომძიებლის გ------ ა-----–---–ის მიერ 2019 წლის 30 აპრილს გამოცემული №0----- შემაკავებელი ორდერი.
3. გადაწყვეტილება შეიძლება ერთჯერადად გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შემოტანის გზით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდ: ქ.თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 03 (სამი) დღის ვადაში, გორის რაიონული სასამართლოს (მდ: ქ.გორი, ს.ჯორბენაძის ქ. №30) მეშვეობით.
მოსამართლე ნინო გერგაული