გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2/34---15
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
3 აპრილი 2019 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თინათინ ეცადა–---–-
სხდომის მდივანი ნატო ხელა–---–-
მოსარჩელე- მა----მ პა-------------–ო
წარმომადგენელი - მზ---------------ი
მოპასუხე - სს „სა-----–--ო კო--------–-ა ევ---ი“
წარმომადგენელი - მა-----–----–--ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. სს „სა-----–--ო კო--------–-ა ევ---ს“ მა----მ პა-------------–ოს სასარგებლოდ დაეკისროს სა-----–--ო მომსახურებისთვის გაწეული ხარჯი - 1968 ლარი.
სარჩელის მიხედვით, მა----მ პა-------------–ო დაიბადა 2010 წლის 8 იანვარს საბერძნეთში, ქალაქ ათენში. 2014 წლის 11 მარტს ირ-- პა----------ამ როგორც მა----მ პა-------------–ოს დედამ არასრულწლოვანი შვილის მეურვედ დანიშნა ხა-----ა მა----–---–ი.
2014 წლის 9 მაისს მოსარჩელე, რომელსაც აქვს საქართველოში ბინადრობის ნებართვა, ჰოსპიტალიზებული იქნა მ. ია–---–-ს სა---–---------–-----–--------–--------------------ში. იგი მოთავსდა გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში და დაწესებულებაში იმყოფებოდა 2014 წლის 20 მაისამდე. ამ ხნის განმავლობაში ჩაუტარდა დიაგნოსტიკური გამოკვლევები და კონსულტაციები. გაწეული სა-----–--ო მომსახურების ღირებულებამ შეადგენდა 1968 ლარი, რომელიც გადახდილი იქნა სრულად.
2014 წლის 23 მაისს მოსარჩელე მხარემ განცხადებით მიმართა სსიპ სა-----–--ო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს და მოითხოვა მა----მ პა-------------–ოს მიმართ გაწეული სა-----–--ო მომსახურების ხარჯის ა--ზღაურების საკითხის შესწავლა.
საკითხის შესწავლის შედეგად სააგენტომ დაადგინა, რომ სა-----–--ო მომსახურების გაწევის მომენტში მოსარჩელე იყო „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასავლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართელოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის #3- დადგენილების მოსარგებლე, რაც ითვალისწინებს ამავე დადგენილებით გათვალისწინებულ მომსახურების მიღებას. ამასთა--ვე, სააგენტომ მოპასუხის მიმართ გასცა რეკომენდაცია მოსარჩელის მიერ გაწეული სა-----–--ო მომსახურების ღირებულება დაუბრუნოს მის კანონიერ წარმომადგენელს.
სსიპ სა-----–--ო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს დასკვნის საფუძველზე, მოპასუხეს მომსახურების შედეგად დაეკისრა ჯარიმა 5904 ლარის ოდენობით, დადგენილების მე-19 მუხლის მე-9 პუნქტის გათვალისწინებით.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ წერილობით წარმოდგენილ შესაგებლით სარჩელი არ ცნო, თუმცა დაეთანხმა სარჩელში დასახელებულ ფაქტობრივ გარემოებებს და დამატებით განმარტა შემდეგი:
სა-----–--ო დაწესებულებაში შესვლისას მოსარჩელის მშობელმა გა--ცხადა, რომ ბავშვი არ იყო საქართველოს მოქალაქე და წარადგინა მისი პასპორტი - გაცემული საბერძნეთის რესპუბლიკის მიერ. სა-----–--ო დაწესებულებამ იხელმძღვანელა რა, წარდგენილი დოკუმენტაციით დარწუნდა, რომ ბავშვი ნამდვილად წარმოადგენდა უცხო ქვეყნის მოქალაქეს და სა-----–--ო მომსახურების ღირებულება გადაახდევინა კანონის შესაბამისად, რაზეც კანონიერ წარმომადგენელს პრეტენზია არ გამოუთქვამს.
გაურკვეველი მიზეზით, პაციენტის გაწერიდან 3 დღის შემდგომ, ბავშვის დედამ მიმართა სა-----–--ო დაწესებულებას და განმარტა, რომ მა----მ პა-------------–ო იყო საქართველოს მოქალაქე.
დაზღვეულის ინფორმირების მიუხედავად, სა-----–--ო დაწესებულება შეყვანილი იქნა შეცდომაში და მას არ მიეწოდა დაზღვეულის იდენტიფიკაციისთვის საჭირო დოკუმენტაცია დროულად, ხოლო მოპასუხეს პერსონალურ ბაზასთან ხელი არ მიუწვდებოდა და მოკლებული იყო შესაძლებლობას გადაემოწმებინა სწორი ინფორ--ცია.
მოპასუხე არ ეთანხმება სსიპ სა-----–--ო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიერ გამოცემულ აქტს და სარჩელით მიმართა ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას 2014 წლის 5 ნოემბრის შემოწმების აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
ასევე არ დაეთანხმა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2014 წლის 29 დეკემბრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე დარიცხულ ჯარიმას და სასამართლო წესით მოითხოვა მისი ბათილად ცნობა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მა----მ პა-------------–ო დაიბადა 2010 წლის 8 იანვარს საბერძნეთში, ქალაქ ათენში.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- არასრულწლოვანის რეგისტრაციის ბარათი (ს.ფ 12)
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.2. 2014 წლის 11 მარტს ირ-- პა-------------–ომ, როგორც მა----მ პა-------------–ოს დედამ არასრულწლოვანი შვილის მეურვედ და მზრუნველად დანიშნა ხა-----ა მა----–---–ი.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- მინდობილობა (ს.ფ 13-15)
3.1.3. 2014 წლის 9 მაისს მა----მ პა-------------–ო ჰოსპიტალიზებული იქნა მ. ია–---–-ს სა---–---------–-----–--------–--------------------ში. იგი მოთვსდა გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში და დაწესებულებაში იმყოფებოდა 2014 წლის 20 მაისამდე, სადაც ჩაუტარდა დიაგნოსტიკური გამოკვლევები და კონსულტაციები.
გაწეული სა-----–--ო მომსახურების ღირებულებამ შეადგენდა 1968 ლარი, რომელიც გადახდილი იქნა სრულად.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორ-- #100/ა (ს.ფ 8)
- სალაროს შემოსავლის ორდერი (ს.ფ 9)
3.1.4. 2014 წლის 5 ნოემბრის შემოწმების აქტის და 2014 წლის 26 დეკემბრის წერილის მიხედვით, სსიპ სა-----–--ო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ შეისწავლა მა----მ პა-------------–ოს სა-----–--ო მომსახურების დაფინანსების საკითხი და დადგინდა, რომ სა-----–--ო მომსახურების გაწევის მომენტში მოსარჩელე იყო „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასავლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის #3- დადგენილების მოსარგებლე, რაც ითვალისწინებს ამავე დადგენილების და--რთი 1.3-ის და მე-2 პუნქტის „ბ.ა“ ქ/პუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების მიღებას.
სა-----–--ო დაწესებულებას მიეცა რეკომენდაცია პაციენტ მა----მ პა-------------–ოს დაუბრუნოს გაწეული სა-----–--ო მომსახურების ღირებულება 1968 ლარი.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2014 წლის 5 ნოემბრის აქტი (ს.ფ 28-30)
- 2014 წლის 26 დეკემბრის წერილი (ს.ფ 10)
3.1.5. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2014 წლის 29 დეკემბრის წერილის შესაბამისად, პაციენტ მა----მ პა-------------–ოზე გაწეული სა-----–--ო მომსახურების შედეგად შპს „მ. ია–---–-ს სა---–---------–-----–--------–--------------------ს“ დაეკისრა ჯარიმა - 5904 ლარის ოდენობით.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- 2014 წლის 29 დეკემბრის წერილი (ს.ფ 11)
3.1.6. დადგენილია, რომ შპს „მ. ია–---–-ს სა---–---------–-----–--------–--------------------მ სარჩელით მიმართა სასამართლოს სსიპ სა-----–--ო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიმართ და მოითხოვა სააგენტოს მიერ 2014 წლის 5 ნოემბრის შემოწმების აქტის ბათილად ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 29 აპრილის განჩინებით სარჩელზე საქმის წარმოება შეწყდა დაუშვებლობის გამო.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- განჩინება საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ
3.1.7. შპს „მ. ია–---–-ს სა---–---------–-----–--------–--------------------ს სარჩელის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 10 თებერვლის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2014 წლის 29 დეკემბრის #0-------- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- 2016 წლის 10 თებერვლის სასამართლო გადაწყვეტილება (ს.ფ 165-176)
3.1.8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 29 მარტის საოქმო განჩინებით, შპს „მ. ია–---–-ს სახ--–----ს ბა-–-----–--------–-------------------ოს“ (ს/კ 4--------) უფლებამონაცვლედ საქმეში N2/34---15 მოპასუხედ ჩაერთო სს „სა-----–--ო კო--------–-ა ევ---ი“ (ს/კ 4--------).
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- 2019 წლის 29 მარტის სასამართლო სხდომის ოქმი
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს არ დაუსახელებიათ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შემდეგ, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მა----მ პა-------------–ოს სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 976-ე, 991-ე მუხლები; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი; “საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №3- დადგენილება;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. როგორც უკვე აღინიშნა, მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხისთვის უსაფუძვლოდ მიღებული თანხის - 1968 ლარის უკან გამოთხოვას.
სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თა--ხმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტით, რომლის თა--ხმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ: ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში.
ამ კოდექსის 976-ე-991-ე მუხლებიდან გამომდინარე, პირის ქონების გაზრდა ან დაზოგვა სხვა პირის ხარჯზე კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული საფუძვლის გარეშე, წარმოადგენს უსაფუძვლო გამდიდრებას და წარმოშობს უსაფუძვლოდ შეძენილის ან დაზოგილი ქონების უფლებამოსილი პირისათვის გადაცემის ვალდებულებას. მოცემულ ნორ--თა ძირითადი დებულება ისაა, რომ სხვა პირის ხარჯზე მიღებული სარგებლის (რაც შეიძლება გამოიხატოს ქონების დაზოგვაშიც) უკან დაბრუნების ვალდებულება წარმოიშობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირი ამით გამდიდრდა. თუ გამდიდრების ფაქტი სახეზე არ არის, მაშინ მხოლოდ ქონების დაზოგვა არ წარმოშობს კონდიქციურ ვალდებულებას.
976-ე მუხლის და--წესით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს ერთი პირის გამდიდრება, მეორის ხარჯზე. სარჩელის დასაკმაყოფილებლად მნიშვნელობა აქვს მხოლოდ ობიექტურ შედეგს, კერძოდ, ერთი პირის მიერ, მეორე პირის ხარჯზე რაიმე სამართლებრივი სიკეთის შეძენა (დაზოგვა) უნდა მოხდეს შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის გარეშე. აუცილებელ პირობას წარმოადგენს ასევე ისიც, რომ გამდიდრება უნდა მოხდეს სხვის ხარჯზე, რის შედეგადაც ერთი პირის ქონების გაზრდა მოხდება მეორე პირის ქონების შესაბამისი შემცირების ხარჯზე.ამავე კოდექსის 991-ე მუხლის თა--ხმად, პირი, რომელიც სხვა პირის ხარჯზე უსაფუძვლოდ გამდიდრდა სხვა საშუალებითაც, გარდა იმისა, რაც გათვალისწინებულია ამ თავში, მოვალეა დაუბრუნოს მას მიღებული.
სასამართლო აღნიშნავს, რომ უსაფუძვლო გამდიდრების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ელემენტს წარმოადგენს მოპასუხის გამდიდრება. ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 991-ე მუხლი ითვალისწინებს უსაფუძვლო გამდიდრების გენერალურ დათქმას, რაც გულისხმობს, პირის მიერ იმ სიკეთის სხვისთვის დაბრუნებას, რომლითაც იგი უსაფუძვლოდ გამდიდრდება. ამდენად, პირის გამდიდრებას იწვევს სხვისი ქონების გამოყენება, გამდიდრებული პირი სარგებლობს სხვა პირის ქონებით, რითაც არღვევს სხვა პირის უფლებებს და კანონით დაცულ ინტერესებს. ამავდროულად უსაფუძვლოდ გამდიდრების მიზანია უსაფუძვლოდ, გაუმართლებლად შეძენილი ქონების (შეღავათის, უპირატესობის, უფლების) ამოღება და ამგვარად ქონებრივი მიმოქცევის წონასწორობის აღდგენა.
მაშასადამე, უსაფუძვლო გამდიდრების ნორმების საფუძველზე მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის სახეზე უნდა იყოს რამდენიმე პირობა კუმულატიურად, კერძოდ: მოპასუხის გამდიდრება; მოპასუხის გამდიდრების შესატყვისად მოსარჩელის ქონებრივი და--კლისი; მატერიალურ სიკეთეთა ამგვარი გადა--ცვლების უსაფუძვლობა.
უდავო ფაქტობრივი გარემოებაა, რომ 2014 წლის 9 მაისს მა----მ პა-------------–ო ჰოსპიტალიზებული იქნა მ. ია–---–-ს სა---–---------–-----–--------–--------------------ში, სადაც მკურნალობდა 2014 წლის 20 მაისამდე. გაწეული სა-----–--ო მომსახურების ღირებულებამ შეადგენდა 1968 ლარი, რომელიც გადახდილი იქნა სრულად.
დადგენილია, რომ მოსარჩელე მხარემ განცხადებით მიმართა სსიპ სა-----–--ო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს და მოითხოვა მა----მ პა-------------–ოს მიმართ გაწეული სა-----–--ო მომსახურების ხარჯის ა--ზღაურების საკითხის შესწავლა.
2014 წლის 5 ნოემბრის შემოწმების აქტის და 2014 წლის 26 დეკემბრის წერილის მიხედვით, სსიპ სა-----–--ო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ შეისწავლა მა----მ პა-------------–ოს სა-----–--ო მომსახურების დაფინანსების საკითხი და დადგინდა, რომ სა-----–--ო მომსახურების გაწევის მომენტში მოსარჩელე იყო „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასავლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართელოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის #3- დადგენილების მოსარგებლე.
სა-----–--ო დაწესებულებას მიეცა რეკომენდაცია პაციენტ მა----მ პა-------------–ოს დაუბრუნოს გაწეული სა-----–--ო მომსახურების ღირებულება 1968 ლარი.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2014 წლის 29 დეკემბრის წერილის შესაბამისად, პაციენტ მა----მ პა-------------–ოზე გაწეული სა-----–--ო მომსახურების შედეგად შპს „მ. ია–---–-ს სა---–---------–-----–--------–--------------------ს“ დაეკისრა ჯარიმა 5904 ლარის ოდენობით.
შპს „მ. ია–---–-ს სა---–---------–-----–--------–--------------------ს სარჩელის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 10 თებერვლის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2014 წლის 29 დეკემბრის #0-------- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №3- დადგენილების შესაბამისად, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მიზანია ჯანმრთელობის დაზღვევის არმქონე საქართველოს მოსახლეობისათვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა სა-----–--ო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის.
დასახელებული დადგენილების მე-2 მუხლით განსაზღვრულია საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მოსარგებლე პირთა კატეგორიები, მათ შორის, დადგენილების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ.ა“ ქვეპუნქტით თა--ხმად, ამ დადგენილებით დამტკიცებული და--რთი №1.3-ით განსაზღვრული პირობების მოსარგებლეები ა----ნ: 0-5 წლის (ჩათვლით) ასაკის საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის, პირადობის ნეიტრალური მოწმობის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირები. ასევე, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირები, საქართველოში თავშესაფრის მაძიებელი პირები, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირები, გარდა ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისა. მე-3 მუხლის თა--ხმად, პროგრამების განხორციელებას უზრუნველყოფენ: საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო (შემდგომში ტექსტსა და და--რთებში – განმახორციელებელი)
ხოლო დადგენილების მე-4 მუხლი განმარტავს, რომ პროგრამის ფარგლებში შესაბამისი მომსახურების მიმწოდებელია პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ საქმიანობისათვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, გამოთქვამს პროგრამაში მონაწილეობის სურვილს, ეთანხმება ვაუჩერის პირობებს და დადგენილ ვადაში და წესით წერილობით დაუდასტურებს განმახორციელებელს პროგრამაში მონაწილეობის სურვილს. წინამდებარე პროგრამა და თა------თული და--რთები, ამ პროგრამის შესრულების უზრუნველსაყოფად გამოცემული შესაბამისი სამართლებრივი აქტები, ასევე სა-----–--ო ვაუჩერის პირობებთან დაკავშირებული სხვა მარეგულირებელი აქტები და მიმწოდებლის წერილობითი დასტური პროგრამაში მონაწილეობის თაობაზე ერთობლივად წარმოადგენს შეთანხმებას პროგრამის განმახორციელებელსა და მიმწოდებელს შორის და, შესაბამისად, მხარეები თავისუფლდებიან რაიმე დამატებითი ხელშეკრულების გაფორმების ვალდებულებისაგან.
დადგენილების მე-11 მუხლის თა--ხმად, კი მიმწოდებელი ვალდებულია შემთხვევის (განმახორციელებლის მიერ განსაზღვრული კოდირების შესაბამისად) შესახებ შეტყობინება გააკეთოს დაუყოვნებლივ, მაგრამ არა უგვიანეს შემთხვევის დადგომიდან 24 საათისა, განმახორციელებლის მიერ განსაზღვრული სპეციალური ელექტრონული პროგრამის საშუალებით.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ შპს ,,მ. ია–---–-ს სახ--–----ს ბა-–-----–--------–-------------------ო“ ჩართულია საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში და წარმოადგენს ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №3- დადგენილების მე-4 მუხლით პროგრამის ფარგლებში შესაბამისი მომსახურების მიმწოდებელ პირს.
მოსარჩელის კანონიერი წარმომადგენელი აპელირებს, რომ მა----მ პა--------------–ო წარმოადგენს საქართველოს მოქალაქეს, რაც უპირობოდ გულისხმობდა მისთვის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით სარგებლობის შესაძლებას მიცემას – შპს ,,მ ია–---–-ს სახ. ბა-–-----–--------–-------------------ოს“, როგორც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში შესაბამისი მომსახურების მიმწოდებელ პირის მხრიდან.
საქმეში წარმოდგენილია თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 10 თებერვლის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელსაც სასამართლოს მოსაზრებით განსახილველი დავის გადაჭრის კონტექსტში პრეუდიციული ხასიათი ვერ მიენიჭება ვინაიდან მა----მ პა-------------–ო წინადებარე დავაში ჩართული არ ყოფილა, როგორც მხარე თუმცა დასახელებული გადაწყვეტილება უდავოდ მნიშვნელოვანი მტკიცებულებაა, რომლის თა--ხმად დადგენილი ფაქტების საწინააღმდეგო არგუმენტაცია მოსარჩელე მხარემ ვერ წარმოადგინა.
ამავე დავის ფარგლებში სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს ,,მ ია–---–-ს სახ. ბა-–-----–--------–-------------------ოსთვის პაციენტის მოქალაქეობრივი კუთვნილების საკუთარი ძალებით დადგენა იყო ობიექტურად შეუძლებელი, იმ პირობებში როდესაც, თავად პაციენტის დედამ სა-----–--ო დაწესებულებას წარუდგინა პაციენტის - მა----მ პა-------------–ოს პასპორტი, რომლის თა--ხმად ბავშვი იყო დაბადებული ქალაქ ათენში და წარმოადგენდა საბერძნეთის მოქალაქეს.
ამავე დავის ფარგლებში სასამართლო სხდომაზე, მოწმის სახით დაკითხულ იქნენ თე---ა და---–-ა (შპს ,,მ.ია–---–-ს სა---–---------–-----–--------–--------------------ს’’ ნე-------–-------ის და ონ------------–----ის განყოფილების მენეჯერი) და ნა-- ზა------ა–---–- (შპს ,,მ. ია–---–-ს სა---–---------–-----–--------–--------------------ს’’ ე.წ. ,,სუპერვაიზერი“). მათ ახსნა-განმარტებაში მიუთითეს, რომ პაციენტის დედამ იდენტიფიკაციისათვის წარმოადგინა მხოლოდ საბერძნეთის მოქალაქის პასპორტი, ასევე აღნიშნეს რომ მას მიეწოდა ინფორ--ცია არსებული შეღავათის შესახებ, რაზედაც გა--ცხადა, რომ ბავშვს საქართველოს მოქალაქეობა არ გააჩნდა. მათვე აღნიშნეს, რომ პაციენტის დედა, ბავშვის საავადმყოფოდან გაწერიდან სამი დღის შემდეგ გამოცხადდა კლინიკაში და წარადგინა დოკუმენტაცია, რომლითაც დგინდებოდა, რომ მა----მ პა-------------–ოს საქართველოს მოქალაქეობაც გააჩნდა. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ მა----მ პა-------------–ოს დედას თანხის გადახდის მომენტში პრეტენზია არ გამოუთქვამს. ზემოაღნიშნულის საწინააღმდეგო საქმეში არსებული მასალებით არ დასტურდება. სასამართლომ მიიჩნია, რომ ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №3- დადგენილების მე-19 მუხლის მე-9 პუნქტის დათქმა - ,,მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გარდა“ - უნდა გავრცელდეს სწორედ ასეთ შემთხვევაზე, როდესაც კლინიკის მიერ დაშვებული შეცდომა გამოწვეული იყო თავად პაციენტის მხრიდან მიწოდებული არასწორი ინფორ--ციის შედეგად.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა და მტკიცებულებათა გათვალისწინებით, არ არსებობს სადავო თანხის მოპასუხისთვის დაკისრების წინაპირობები.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. მოსარჩელე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია და ვინაიდან სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა არ არსებობს სახელმწიფო ბაჟის მოპასუხისთვის დაკისრების საფუძველი.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1. სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 3-4-ე, 3-9-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მა----მ პა-------------–ოს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე თინათინ ეცადა–---–-