გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 03.05.2019
საქმის ნომერი
330310019002956886
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
03.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/2978-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

03 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ნათია ბუსკაძე

სხდომის მდივანი ნინო ჭაბუკიანი

მოსარჩელე - ო-–-------------ა

მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპატამენტი

წარმომადგენლები - ნ-------------–-–---–ი, ა----------ე

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის 2019 წლის 11 აპრილის M---------------- გადაწყვეტილება ,,უ------ის მოქალაქე ო-–-------------ას საქართველოდან გაძევების შესახებ’’.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა სარჩელი არ ცნეს, მხარი დაუჭირეს საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს და დამატებით განმარტეს, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. დადგენილია, რომ მოსარჩელე ო-–-------------ა (O-------------; დაბ: 1-.0-.1---წ.) არის უ------ის მოქალაქე. გასაუბრების შედეგად მიღებული ინფორმაციის თანახმად, იგი დაიბადა 1--- წლის 12 ა--------- უ------აში და ბოლო 10 წელი ცხოვრობდა მისამართზე: დ----–-------–-ი, ქ. ს--–-------------------------------------------. ო-–-------------ას განმარტებით, საქართველოში შემოვიდა 2013 წლის 22 ოქტომბერს, ქ-----------------------ის გავლით, საქართველოში ბიზნესის საწარმოებლად. მისი განმარტებით, თავდაპირველად მუშაობდა პ---------------–----------ში, ხოლო შემდგომ უ------აში არსებული პრობლემების გამო საქმიანობა შეწყვიტა. ო-–-------------ამ განმარტა, რომ 2014 წლის 6 იანვარს დაბრუნდა სამშობლოში, შვილების მოსანახულებლად, ხოლო 2014 წლის 11 იანვარს, კვლავ ჩამოვიდა საქართველოში და მას შემდგომ არ დაუტოვებია საქართველოს ტერიტორია. მოსარჩელის განმარტებით, საქართველოში კანონიერად ყოფნის ნებართვის მოსაპოვებლად შესაბამისი სახელმწიფო უწყებისთვის არ მიუმართავს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

– საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის 2019 წლის 22 მარტის უცხოელთან გასაუბრების ოქმი (ს.ფ. 73-74);

– ინფორმაცია საზღვრის კვეთის შესახებ (ს.ფ. 57).

 

3.2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილის თანახმად, უ------ის მოქალაქე ო-–-------------ას (O-------------; დაბ: 1-.0-.1---წ. დოკ N---------) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსათვის ან საქართველოს რომელიმე დიპლომატიურ/საკონსულო წარმომადგენლობისათვის ვიზის მიღების ან გაგრძელების თხოვნით არ მიუმართავს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის 07.03.2019 წლის N0------ წერილი (ს.ფ. 69).

 

3.3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის ლტოლვილთა საკითხების სამმართველოს წერილის თანახმად, უ------ის მოქალაქე ო-–-------------ას (O-------------; დაბ: 1-.0-.1---წ.) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის ლტოლვილთა საკითხების სამმართველოსთვის საერთაშორისო დაცვაზე განცხადებით არ მიუმართავს, შესაბამისად იგი არ სარგებლობს ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსით საქართველოში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის ლტოლვილთა საკითხების სამმართველოს 2019 წლის 4 მარტის M---------------- (ს.ფ. 64).

 

3.4. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახურის წერილის მიხედვით, უ------ის მოქალაქე ო-–-------------ას (O-------------; დაბ: 1-.0-.1---წ. დოკ N---------) სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსათვის ბინადრობის ნებართვის გაცემის მოთხოვნით არ მიუმართავს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახურის 2019 წლის 21 მარტის N0------- წერილი (ს.ფ. 71).

 

3.5. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის წერილის თანახმად, უ------ის მოქალაქე ო-–-------------ას (დაბ: 1-.0-.1---წ.) სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურისათვის საქართველოში კანონიერად ყოფნის ვადის გაგრძელებისათვის არ მიუმართავს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2019 წლის 26 მარტის N0------- წერილი (ს.ფ. 72).

 

3.6. უ------ის მოქალაქე ო-–-------------ა (O-------------; დაბ: 1-.0-.1---წ. დოკ N---------) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის/სამმართველოს/მონაცემთა ბაზების მიხედვით ნასამართლევი არ არის და ძებნაში არ იმყოფება.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრში არსებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ერთიან საინფორმაციო ბანკში, უ------ის მოქალაქე ო-–-------------ა (O-------------; დაბ: 1-.0-.1---წ.) ბოლო 4 წლის განმავლობაში არ ირიცხება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის 2019 წლის 5 მარტის M---------------- წერილი (ს.ფ. 67).

 

3.7. ო-----------------------–-------------–--ს 2019 წლის 5 მარტის ბრძანებით უ------ის მოქალაქე ო-–-------------ა მოთავსებული იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დროებით განთავსების ცენტრში დაკავების საფუძვლის აღმოფხვრამდე ან მისი საქართველოდან გაძევების გადაწყვეტილების აღსრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 3 თვის ვადით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ო-----------------------–-------------–--ს 2019 წლის 5 მარტის ბრძანება, საქმე 3------ (ს.ფ. 59-63).

 

3.8. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის 2019 წლის 11 აპრილის M---------------- გადაწყვეტილებით უ------ის მოქალაქე ო-–-------------ა (O-------------; დაბ: 1-.0-.1---წ. დოკ N---------) გაძევებული იქნა საქართველოდან უ------აში; ო-–-------------ას მიეცა 10 (ათი) დღიანი ვადა გადაწყვეტილების გაცნობიდან საქართველოს ტერიტორიის ნებაყოფლობით დასატოვებლად. იმ შემთხვევაში, თუ ო-–-------------ა მისთვის განსაზღვრულ ვადაში საქართველოს ტერიტორიის ნებაყოფლობით არ დატოვებდა, წინამდებარე გადაწყვეტილების იძულებით აღსრულების დღიდან მას საქართველოში შემოსვლა 3 (სამი) წლის ვადით აეკრძალებოდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტმენტის 2019 წლის 11 აპრილის M---------------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 97-100).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ო-–-------------ას სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონი, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №525 დადგენილებით დამტკიცებული ,,უცხოელის საქართველოდან გაძევების წესი’’.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

მითითებული ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე, სასამართლო აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის 2019 წლის 11 აპრილის M---------------- გადაწყვეტილება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე–2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონისა და სადავო სფეროში მოქმედ სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

6.2. სასამართლო მიუთითებს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლზე, რომლის თანახმად, საქართველოში შემოსვლისა და ყოფნის საფუძვლებს წარმოადგენს: ა) საქართველოს ვიზა; ბ) საქართველოში ბინადრობის ნებართვა; გ) საქართველოში საერთაშორისო დაცვის მქონე პირის დროებითი ბინადრობის მოწმობა; დ) დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა; ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები, ხოლო ამავე კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტი ადგენს, რომ უცხოელი შეიძლება გაძევებულ იქნეს საქართველოდან, თუ აღარ არსებობს საქართველოში მისი შემდგომი ყოფნის კანონიერი საფუძველი. ამასთან, ამავე კანონის მე-2 მუხლის ,,ტ’’ ქვეპუნქტის თანახმად, გაძევება გულისხმობს სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს ქმედებას, რომლის მიზანია ამ კანონით განსაზღვრული საფუძვლის არსებობის შემთხვევაში უცხოელის ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ მისი სურვილის საწინააღმდეგოდ საქართველოს დატოვების უზრუნველყოფა.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ უ------ის მოქალაქე - ო-–-------------ამ 2013 წლის ოქტომბრის თვეში გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი სასაზღვრო გამტარი პუნქტი ,,ქ-----------------------ის” გავლით. ასევე, საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტებით დასტურდება, რომ მოსარჩელეს არ მიუმართავს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსათვის ბინადრობის ნებართვის გაცემის მოთხოვნით. საქმის მასალებით, ასევე სხდომაზე მხარის მიერ სასამართლოსათვის მიცემული ახსნა-განმარტებით დასტურდება, რომ მოსარჩელეს არ გააჩნია საქართველოში კანონიერი საფუძვლით ყოფნის არც სხვა რაიმე საფუძველი.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №525 დადგენილებით დამტკიცებული ,,უცხოელის საქართველოდან გაძევების წესის’’ მე-4 მუხლის შესაბამისად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) უფლებამოსილი ორგანო (შემდგომში – სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო) „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, გაძევების საფუძვლის აღმოჩენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, განიხილავს უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხს და იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) უცხოელის საქართველოდან გაძევების თაობაზე; ბ) უცხოელის საქართველოდან გაძევებაზე უარის თქმის თაობაზე.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 6 ა--------- N588 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დებულების’’ მე-5 მუხლის თანახმად, დეპარტამენტის ერთ-ერთ ძირითად საქმიანობის სფეროს და ამოცანას წარმოადგენს ქვეყნის შიგნით კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფ უცხოელთა აღმოჩენა და იდენტიფიცირების უზრუნველყოფა, კომპეტენციის ფარგლებში; ასევე კანონმდებლობით დადგენილი წესით, კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფ უცხოელთა გაძევების განხორციელება.

 

ამდენად, ზემოაღნიშნული ნორმების საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი წარმოადგენს უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად განიხილოს და ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების პროცედურების დაცვით მიიღოს გადაწყვეტილება უცხოელის გაძევებასთან დაკავშირებით.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ჩატარებულ იქნა ადმინისტრაციული წარმოება, განხორციელდა მოსარჩელესთან გასაუბრება მისთვის გასაგებ ენაზე, რა დროსაც განემარტა უფლებები და გასაუბრების მიზანი. ამასთან, სათანადო ინფორმაცია გამოთხოვილი იქნა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურიდან, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მოქალაქეობის და მიგრაციის სამსახურიდან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის ლტოლვილთა საკითხების სამმართველოდან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტიდან, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტიდან და საქმის ფაქტობრივი გარემოებების შესწავლისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება უ------ის მოქალაქე - ო-–-------------ას საქართველოდან გაძევების თაობაზე.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შესაბამისობაშია „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მოთხოვნებთან, სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შინაარსში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება აქტის გამოცემის სამართლებრივ საფუძველს და წინააღმდეგობაში არ მოდის სადავო სამართალურთიერთობის მარეგულირებელ საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების დებულებებთან. შესაბამისად, არ არსებობს ,,უ------ის მოქალაქე - ო-–-------------ას საქართველოდან გაძევების შესახებ’’ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის 2019 წლის 11 აპრილის M---------------- გადაწყვეტილების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის შესაბამისად ბათილად ცნობის საფუძველი, რის გამოც წარმოდგენილი სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII10 თავზე, რომელიც ეხება უცხოელის საქართველოდან გაძევებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ სამართალწარმოებას და აღნიშნავს, რომ მოცემული საკანონმდებლო ნორმების საფუძველზე მხარეები სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლებულნი არიან.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე–2, მე-1-, 2144 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 244-ე, 248-249-ე, 257-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ო-–-------------ას სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ.თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. N7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-1- კმ. №6) 5 (ხუთი) დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.

 

მოსამართლე ნათია ბუსკაძე