განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
საქმე N1/4----18
№0-----------
02 აპრილი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - დალი მეტრეველი
სხდომის მდივანი - ანა გაბუნია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ნ----------–-
დაცვის მხარე:
ბრალდებული - თ----------–---, დაბადებული 1----–-–----------ს, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ჩ-------------------------------–---------ში და ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, ვ----–-----------------------------ში (პირადი №4----------)
ადვოკატი - გ---–-------–-–---–-,კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2, მე-4 და მე-8 ნაწილები
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
თ----------–---მ ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება და სამი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, ჩადენილი მთვრალ მდგომარეობაში. თ----------–--ის დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 0-----–--ს, დაახლოებით 07:45 საათზე, ქ. თბილისში, დ-----------–-----–-----------------------------------------------------–-----–-------–-- მიმართულებით, მოძრაობდა მიკროავტობუსი „ფორდ ტრანზიტი“ სახელმწიფო ნომრით T------, რომელსაც მართავდა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი მძღოლი თ----------–---. მსვლელობისას, ავტოგასამართ სადგურ „ვი----–--“ მიმდებარედ, თ----------–---მ დაარღვია რა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის 1-ლი პუნქტის და ამავე კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნები, რაიმე ობიექტური, ხელისშემშლელი მიზეზების გარეშე, თავისი მართვის ქვეშ მყოფი მიკროავტობუსით მკვეთრად გადაადგილდა მარცხნივ, ავარდა გამწვანების ზოლში და გადავიდა საპირისპირო სავალ გზაზე, სადაც შეეჯახა შემხვედრი მიმართულებით მოძრავ ავტომობილ „მერსედესს“ აზერბაიჯანული სახელმწიფო ნომრით 1------, რომელსაც მართავდა ფ----–---------ი. შეჯახების შედეგად ავტომობილი „მერსედესი“ გადაადგილდა მარჯვნივ, სადაც მას დაეჯახა დაახლოებით სავალი ნაწილის შუაში, 50 კმ/სთ სიჩქარით თანმხვედრად მოძრავი ავტომობილი „შკოდა“, სახელმწიფო ნომრით F------, რომელსაც მართავდა ზ--------------ი.
აღნიშნული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად, ავტომობილ „მერსედესის" მძღოლი ფ----–---------ი და მისი მგზავრები ა----–---------ი და რ------–---–---ი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალნენ, ამავე ავტომობილის მგზავრებიდან ე---------------მა მიიღო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება, ხოლო მ----------------მა - ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ცნობით საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის შესახებ, ირკვევა, რომ 2018 წლის 0-----–--ს, დაახლოებით 07:40 საათზე, ქ. თბილისში, დ-----------–-----–-----------ე, მაღაზია „ბ--–-----ს“ მიმდებარედ, ერთმანეთს შეეჯახა სამარშრუტო მიკროავტობუსი „ფორდ ტრანზიტი“, სახელმწიფო ნომრით T------, რომელსაც მართავდა თ----------–---; ავტომანქანა „მერსედესი“, აზერბაიჯანული სახელმწიფო ნომრით 1------, რომელსაც მართავდა ფ----–---------ი და ავტომობილი „შკოდა“, სახელმწიფო ნომრით F------, რომელსაც მართავდა ზ--------------ი. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად ა/მ „მერსედესის“ მძღოლი ფ----–---------ი და მისი მგზავრები ა----–---------ი და რ------–---–---ი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალნენ, სხვა მგზავრები - ე---------------ი და მ----------------ი, ასევე, - მიკროავტობუსის მძღოლი, გადაყვანილნი იქნენ საავადმყოფოში.
მოწმე ვ-----------–---მა, შსს ს----------–-------–-–-------------------------------–-------------მა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ შემთხვევის დღეს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც მიიღო შეტყობინება ა----–-----–-- ხეივანზე, მაღაზია „ბე-–---სთან“ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის თაობაზე. ადგილზე გამოცხადებულს გზაზე დახვდა სამი დაზიანებული მანქანა, ერთში, მიკროავტობუსში, სახედასისხლიანებული თ----------–--- იმყოფებოდა, მეორეში - ორი გარდაცვლილი და ერთი მძიმედ დაშავებული მამაკაცი, რომელსაც პულსი ძლივს ესინჯებოდა, იქვე, გამწვანების ზოლში, იწვა ავტოავარიის შედეგად დაზიანებული კიდევ ერთი მამაკაცი, რომელიც მალევე მისულმა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.
მოწმე ლ-–-----------მ, ს-------------------------–--------------- ინსპექტორმა, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაადასტურა საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის თაობაზე მის მიერ შედგენილ ცნობაში ასახული ფაქტობრივი გარემოებების სიზუსტე. მანვე განმარტა, რომ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად ა/მ „მერსედესის“ მძღოლი ფ----–---------ი და მისი მგზავრები ა----–---------ი და რ------–---–---ი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალნენ, სხვა მგზავრები - ე---------------ი და მ----------------ი, ასევე, - მიკროავტობუსის მძღოლი, გადაყვანილნი იქნენ საავადმყოფოში.
2018 წლის 0-----–--ს, 08:20-09:15 სთ. პერიოდში ჩატარებული საგამოძიები მოქმედების - შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი ოქმითა და მასზე თანდართული სქემატური ნახაზით დგინდება, რომ ქ. თბილისში, დ-----------–-----–-----------------------------------------------------–-----–-------–-- მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი „ფორდ ტრანზიტი“, სახელმწიფო ნომრით T------, გამწვანების ზოლის გავლით გადავიდა საპირისპირო სავალ გზაზე, სადაც შეეჯახა შემხვედრი მიმართულებით მოძრავ ავტომობილ „მერსედესს“, აზერბაიჯანული სახელმწიფო ნომრით 1------, რომელსაც ასევე დაეჯახა დაახლოებით სავალი ნაწილის შუაში, თანმხვედრად მოძრავი ავტომობილი „შკოდა“, სახელმწიფო ნომრით F------.
ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ 2018 წლის 0-----–--ს, 15:10-16:15 სთ. პერიოდში, შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მ---------------------–------------------------------–--- უფ. გამომძიებელ ლ-----------ს მიერ, ქ. თბილისი, დ----- ა----–-----–-- ხეივანი, პირველ კილომეტრზე მდებარე მაღაზია „კ------------ში“ (განთავსებულია ზ------ მხრიდან დ----- ა----–-----–-- ძეგლის მხარეს სავალი გზის მარჯვნივ, მაღაზია „ლ--–---ის“ შემდეგ, დ----- ა----–-----–-- ძეგლის მიმართულებით) დათვალიერდა ორი გარესამეთვალყურეო ვიდეოკამერის 2018 წლის 0-----–--ს 07:45-07:49 სთ. (ვიდეოკამერების დრო რეალურ დროს წინ უსწრებს დაახლოებით 1-2- წუთით) პერიოდის ვიდეოჩანაწერები. ჩანაწერის დროით 07:48:15 სთ-ზე, კადრში შემოდის ყვითელი ფერის „ფორდ ტრანზიტის“ მარკის მიკროავტობუსი, რომელიც სწორხაზოვნად მოძრაობს დ-----------–-----–-----------ე, ზ------ მხრიდან დ. ა-----------–-------–-ს მიმართულებით, თავისი სავალი გზის უკიდურეს მარცხენა ზოლში. ჩანაწერის დროით 07:48:18 სთ-ზე უკიდურეს მარცხენა ზოლში მოძრავი ყვითელი მიკროავტობუსი, გარე ხელისშემშლელი მიზეზების გარეშე, მკვეთრად იცვლის მიმართულებას და გადაადგილდება მარცხნივ, რის შემდეგაც ადის გამწვანების ზოლზე, გადადის საპირისპირო სავალ გზაზე, სადაც 07:48:21 სთ-ზე ეჯახება შემხვედრი მიმართულებით მოძრავ, ვერცხლისფერ, „მერსედესის“ მარკის მსუბუქ ავტომობილს, რომელიც მოძრაობს დ----- ა----–-----–-- ძეგლის მხრიდან ზ------ მიმართულებით, თავისი სავალი გზის უკიდურეს მარცხენა მხარეს, გამწვანების ზოლთან ახლოს. შეჯახების შედეგად, „მერსედესი“ გადადგილდება მარჯვნივ, სადაც მას ეჯახება მისგან უკან და მარჯვნივ მოძრავი ვერცხლისფერი „შკოდას“ მარკის ავტომობილი, რომელიც მოძრაობს „მერსედესის“ თანმხვედრად.
ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ 2018 წლის 1-----–---, 13:45-14:50 სთ. პერიოდში, შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მ---------------------–------------------------------–--- უფ. გამომძიებელ ლ-----------ს მიერ, ქ. თბილისი, დ-----------–-----–-----------ე N24-ში მდებარე მაღაზია „ლ--–---იში“ დათვალიერდა ორი გარესამეთვალყურეო ვიდეოკამერის 2018 წლის 0-----–--ს 07:40-07:50 სთ. პერიოდის ვიდეოჩანაწერები. ჩანაწერის დროით 07:46:33 სთ-ზე, კადრში შემოდის სავალი გზის მარცხენა ზოლში მოძრავი მიკროავტობუსი „ფორდ ტრანზიტი“, რომელიც მოძრაობს ზ------ მხრიდან დ----- ა----–-----–-- ძეგლის მხარეს, უკიდურეს მარცხენა ზოლში. მის წინ სავალი ზოლი თავისუფალია. ჩანაწერის დროით 07:46:39 სთ-ზე მიკროავტობუსი გადაადგილდება მარცხნივ, ადის გამწვანების ზოლში, გადადის საპირისპირო სავალ გზაზე, სადაც ეჯახება შემხვედრი მიმართულებით მოძრავ, მსუბუქ ავტომობილს, რომელიც მოძრაობს დ----- ა----–-----–-- ძეგლის მხრიდან ზ------ მიმართულებით, გამწვანების ზოლთან ახლოს. შეჯახების შედეგად, აღნიშნული ავტომანქანა გადაადგილდება მარჯვნივ და მას ეჯახება მისგან უკან და მარჯვნივ თანმხვედრად მოძრავი ავტომობილი.
ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ 2018 წლის 0-----–--ს, 12:35-13:25 სთ. პერიოდში, შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ქ. თბილისის მ---------------------–------------------------------–--- უფ. გამომძიებელ ლ-----------ს მიერ, ქ. თბილისი, დ----- ა----–-----–-- ხ-----------ში, შპს „ჯე-------–-ს“ მაღაზიაში (განთავსებულია ზ------ მხრიდან დ----- ა----–-----–-- ძეგლის მხარეს სავალი გზის მარჯვენა მხარეს) დათვალიერდა ორი ვიდეოკამერის 2018 წლის 0-----–--ს 07:45-07:48 სთ. პერიოდის ჩანაწერები. ჩანაწერის დროით 07:46:33 სთ-ზე, კადრში ჩანს ა----–-----–-- ხეივანზე ზ------ მხრიდან დ----- ა----–-----–-- ძეგლის მიმართულებით მოძრავი ყვითელი ფერის „ფორდ ტრანზიტის“ მარკის მიკროავტობუსი, რომელიც მოძრაობს თავისი სავალი გზის უკიდურეს მარცხენა მხარეს და უშუალოდ მის წინ სავალი ზოლი თავისუფალია. ჩანაწერის დროით 07:46:35 სთ-ზე ყვითელი მიკროავტობუსი, მკვეთრად გადაადგილდება მარცხნივ, ადის გამწვანების ზოლში, გადადის საპირისპირო სავალ გზაზე და ეჯახება შემხვედრი მიმართულებით მოძრავ, მსუბუქ, ვერცხლისფერ ავტომობილს, რომელიც მოძრაობს ზ------ მიმართულებით, სავალი გზის მარცხენა მხარეს. შეჯახების შედეგად, მსუბუქი ავტომობილი გადაადგილდება მარჯვნივ და მას ეჯახება უკნიდან მოძრავი ავტომობილი.
ზემოაღნიშნული ოქმების შინაარსობრივი მხარის სიზუსტე დადასტურდა შემთხვევის ადგილთან ახლომდებარე მაღაზიების გარესამეთვალყურეო ვიდეოკამერების მიერ გადაღებული, შემთხვევის ამსახველი ვიდეოჩანაწერების სასამართლო სხდომაზე დათვალიერების შედეგად.
საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალსტიკური დეპარტამენტის კომპლექსური ავტოტექნიკური და სატრანსპორტო-ტრასოლოგიური ექსპერტიზის N1----- დასკვნის (ექსპერტი: ლ--------------–---–ი) თანახმად:
„1. წარმოდგენილ ავტომობილებზე არსებული დაზიანებები თავიანთი ფორმითა და განვითარების ხასიათით დამახასიათებელნი არიან მათი რაიმე მკვრივ საგანთან შეჯახება ურთიერთქმედებისათვის...
2. წარმოდგენილი ავტომობილების „FORD TRANSIT“ სახ. ნომრით T------ და „MERCEDES BENZ“ აზერბაიჯანული სახელმწიფო ნომრით 1------ საჭით მართვის მექანიზმები და სამუხრუჭე სისტემები გამოსულია მწყობრიდან მათზე ძლიერი მექანიკური ძალების ზემოქმედების შედეგად, რასაც ადგილი ექნებოდა ავტო-საგზაო შემთხვევის დროს. ავტომობილის „SKODA“ სახ. ნომრით F------ საჭით მართვის მექანიზმი და სამუხრუჭე სისტემა ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაშია.
3. ავტომობილებზე არსებული დაზიანებების ფორმა, ხასიათი და დაზიანებების განვითარების მიმართულება გვაძლევს საფუძველს დავასკვნათ, რომ შეჯახების მომენტისათვის ავტომობილ „FORD TRANSIT“-ის სახ. ნომრით T------ წინა მარცხენა მხარე კონტაქტში არის მოსული ავტომობილ „MERCEDES BENZ“-ის აზერბაიჯანული სახელმწიფო ნომრით 1------ მარცხენა გვერდითა მხარესთან და მათ გრძივ ღერძთა შორის მახვილი კუთხე /შეჯახების კუთხე/ შეადგენდა დაახლოებით 40 გრადუსს. ავტომობილი „MERCEDES BENZ“ აზერბაიჯანული სახელმწიფო ნომრით 1------ მარჯვენა გვერდითა ნაწილით მოსულია კონტაქტში ავტომობილ „SKODA“-ს სახ. ნომრით F------ წინა მარჯვენა ნაწილთან და მათ გრძივ ღერძთა შორის მახვილი კუთხე /შეჯახების კუთხე/ შეადგენდა დაახლოებით 50 გრადუსს.
4. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, მძღოლ თ----------–--ის მოქმედება არ შეესაბამება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მუხლი 32 პუნქტი 1-ის მოთხოვნებს, რომელთა დაცვის შემთხვევაშიც მომხდარ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევას ადგილი არ ექნებოდა.
მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, მძღოლებს ფ----–---------ს და ზ--------------ს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება არ შეეძლოთ და მათ მოქმედებაში „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფა არ აღინიშნება.”
ექსპერტმა ლ--------------–---–მა, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე და განმარტა, რომ მისი კომპეტენციაა დადგენილი გარემოებების პირობებში, იმსჯელოს „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონის რა მუხლი იქნა დარღვეული ცალკეული მძღოლის მიერ და ჰქონდათ თუ არა მათ შესაძლებლობა თავიდან აეცილებინათ დამდგარი შედეგი. მოცემულ შემთხვევაში, მძღოლ თ----------–--ის მოქმედება არ შეესაბამებოდა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს, რომელთა დაცვის შემთხვევაშიც მომხდარ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევას ადგილი არ ექნებოდა. მოწმემ ასევე აღნიშნა, რომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც დასტურდება, რომ პირი დაავადებულია ისეთი ქრონიკული დაავადებით, რომელსაც ნებისმიერ დროს შეუძლია გამოიწვიოს გონების დაკარვა (მაგ. ეპილეფსია), კი არ გამორიცხავს, - ადასტურებს მძღოლის ბრალეულობას, რადგან ასეთი დაავადების დროს პირს ეკრძალება ავტომანქანის მართვა; ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაშიც, როცა აღნიშნული შემჩნევადია მძღოლის მიერ (მაგ. წნევის მომატება, თავის ტკივილი, სიცხის აწევა), ამ უკანასკნელის ბრალეულობა გამორიცხული არ არის, რადგან შეუძლოდ ყოფნის შემთხვევაში მძღოლი ვალდებულია შეწყვიტოს მართვა.
ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–----------- სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის N0-------- დასკვნის (ექსპერტები: იო-------------ე და დ----------–------) თანახმად, „გამოსაკვლევად წარდგენილ ავტომობილებზე არსებული დაზიანებები თავისი ფორმით და ხასიათით დამახასიათებელია მათი რაიმე ბლაგვ მკვრივგარსიან საგანთან (საგნებთან) კონტაქტის შედეგად.
გამოსაკვლევად წარმოდგენილ ავტომობილ „შკოდა“ F-------ის საჭის მართვის მექანიზმი და სამუხრუჭე სისტემა ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაშია, ხოლო მიკროავტობუს „ფორდ ტრანზიტ“ T-------ის და ავტომობილ „მერსედეს ბენც” 1-------ის საჭის მართვის მექანიზმები და სამუხრუჭე სისტემები ტექნიკურად გაუმართავ მდგომარეობაშია, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დროს მიღებული ძლიერი მექანიკური ძალების ზემოქმედების შედეგად.
მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, სამარშუტო მიკროავტობუს „ფორდ ტრანზიტი“-ს სახ. ნომრით T------, მძღოლის თ----------–--ის მოქმედება არ შეესაბამება „საგზაო მოძრაობის შესახებ” საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს, რამაც განაპირობა კონკრეტული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა.
მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, ავტომობილ „მერსედეს ბენცი“-ს აზერბაიჯანული სახ. ნომრით 1------, მძღოლ ფ----–---------ზე არ იყო დამოკიდებული კონკრეტული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება და მის მოქმედებაში “საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფა არ აღინიშნება.
მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, ავტომობილ „შკოდა“-ს სახ. ნომრით F------, მძღოლ ზ--------------ზე არ იყო დამოკიდებული კონკრეტული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება და მის მოქმედებაში „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნთა უგულებელყოფა არ აღინიშნება.
ექსპერტებმა იო-------------ემ და და---------–-----მა დაადასტურეს მათ მიერ გაცემული სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური დასკვნის სისწორე და განმარტეს, რომ თ----------–--ის მიერ დარღვეული იქნა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის 1-ლი პუნქტების მოთხოვნები, რომლის თანახმადაც შერჩეული სიჩქარე მძღოლს საშუალებას უნდა აძლევდეს, მუდმივად აკონტროლოს სატრანსპორტო საშუალება ისე, რომ დაცულ იქნეს მოძრაობის უსაფრთხოება. მოწმე და---------–-----მა ასევე განმარტა, რომ მძღოლს ეკრძალება ავტომანქანის მართვა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში და იგი ვალდებულია შეწყვიტოს მართვა.
მოწმე ზ--------------მა, ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე ერთ-ერთი ავტომანქანის მძღოლმა, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 2018 წლის 0-----–--ს, დილის საათებში, მოძრაობდა ა----–-----–-- ხეივანზე, რა დროსაც ბენზინგასამართ სადგურ „------–----“ დაინახა საპირისპირო სავალი გზიდან გამწვანების ზოლზე გადმოსული და მისკენ მომავალი ყვითელი მიკროავტობუსი, რის გამოც, შეჯახების თავიდან ასარიდებლად, დაამუხრუჭა მანქანა, თუმცა ადგილზე დაბზრიალებული მიკროავტობუსი მაინც დაეჯახა.
მოწმე გი-----------–-–-–---–მა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 2018 წლის 0-----–--ს, დაახლოებით 07:45 საათზე, დ---------------------------------- მიმართულებით, ა----–-----–-- ხეივნის გავლით, საკუთარი ავტომანქანით მიდიოდა სამსახურში. მის უკან, დაახლოებით 5-7 მეტრში, გამწვანების ზოლის მხარეს, მოძრაობდა ყვითელი მიკროავტობუსი. უეცრად უკანა მხრიდან შემოესმა ხმაური და მარცხენა უკანა ხედვის სარკეში გახედვისას დაინახა, რომ მის უკან მყოფი მიკროავტობუსი გამწვანების ზოლში იყო გადასული და საპირისპირო სავალი ნაწილის მიმართულებით ირიბად მოძრაობდა.
დაზარალებულმა მ----------------მა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 2018 წლის 0-----–--ს, დაახლოებით დილის 08:00 საათზე, ბიძამისის სიძის, ფ----–---------ის მართვის ქვეშ მყოფი, „მერსედესის“ მარკის ავტომანქანით, ა----–---------თან, რ------–---–---თან და ე---------------თან ერთად მიდიოდა სამუშაოდ. დ----- ა----–-----–-- ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტომანქანაში მძღოლის გვერდით მჯდომმა, წამიერად თვალი მოჰკრა მარცხენა მხრიდან მათკენ მომავალ ყვითელ მიკროავტობუსს, რასაც მოჰყვა მძღოლის მხრიდან შეჯახება, იგრძნო ტკივილი და გონი დაკარგა. გონს რომ მოვიდა, მანქანის ფანჯრიდან გადავიდა და დაინახა, რომ ყვითელი მიკროავტობუსი დასჯახებიათ. ავარიის შედეგად მას გატეხილი ჰქონდა ნეკნები და ერთი თვის განმავლობაში საავადმყოფოში მკურნალობდა. ე---------------ი მასზე მეტად დაშავდა, ფ----–---------ი, ა----–---------ი და რ------–---–---ი კი ადგილზევე გარდაიცვალნენ. დაზარალებულმა მ----------------მა განმარტა, რომ საავადმყოფოში მის სანახავად მისული იყო ბრალდებულის თანამშრომელი, რომელმაც უთხრა, რომ ბრალდებული მატერიალურად მის დახმარებას აპირებდა, თუმცა, სამკურნალო ხარჯების ანაზღაურებაში არავინ დახმარებია.
დაზარალებულის უფლებამონაცვლე ა--------------მა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ ავტოავარიის შემდეგ დაღუპულთაგან ერთ-ერთი - ა----–---------ი, მისი ვაჟია, ფ----–---------ი და რ------–---–---ი კი მისი ნათესავები იყვნენ. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, რომელთაც ზემოაღნიშნული პირები ემსხვერპლნენ სამი ოჯახი გაუბედურდა და შვიდი მცირეწლოვანი ბავშვი დარჩა ობლად. მატერიალური დახმარება ბრალდებულის მხრიდან არცერთ ოჯახს არ მიუღია, იყო მხოლოდ დაპირება, რომ გათავისუფლების შემთხვევაში, შესაძლებლობის ფარგლებში, აუნაზღაურებდნენ ზიანს, რასაც არ დასთანხმდა.
დაზარალებულის უფლებამონაცვლე ახ-–-------–---მა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ ავტოავარიის შედეგად გარდაიცვალა მისი შვილი - რ------–---–---ი. მანვე აღნიშნა, რომ თ----------–--- მის ოჯახს არაფრით დახმარებია.
დაზარალებულის უფლებამონაცვლემ რა------------მა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ ავტოავარიის შედეგად გარდაცვლილია მისი ძმა - ფ----–---------ი. დღემდე მისი ძმის ოჯახს არავინ დახმარებია.
სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნის (ექსპერტი: ნ--------------ე) თანახმად, „შპს ა------------------–-----------------------–---------–-----–-------- ბეჭდით დამოწმებული სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N7----ის ჩანაწერების თანახმად, მოქ. ე---------------ი მოუთავსებიათ აღნიშნულ კლინიკაში 0-.0--18 წ-ს, 08:12 სთ-ზე (გაეწერა - 1-.0--18 წ-ს, 16:00 სთ-ზე). დაუდგინდა დიაგნოზი: პოლიტრავმა, ტრავმული შოკი, ქალა-ტვინის და ხერხემლის სვეტის დახურული ტრავმა, კისრის მე-3-4 მალების ლისთეზი, წელის 1 მალის კომპრესიული მოტეხილობა, გულმკერდის დახურული ტრავმა, ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა, ტრავმული ჰემო-პნევმოთორაქსი, ფილტვების დაჟეჟილობა, ტრავმული კანქვეშა ემფიზემა, სმუ, მუცლის ღრუს დახურული ტრავმა, მლივი ნაწლავის რუპტურა, მწვავე პერიტონიტი, მარჯვენა მენჯის ძვლის ფრთის მოტეხილობა (კტ კვლევით მარცხენა თეძოს ძვლის ფრაგმენტული მოტეხილობა რეტროპერიტონიალური ჰემატომით). პოსტჰემორაგიული ანემია, ჩანაწერებში ასევე აღნიშნულია ჰემოსფენოიდიტი, კისრის III მალის კაუდალური ჩამკეტი ფირფიტის მოტეხილობა სასახსრე მორჩების მოტეხილობით, ჰემატომა მცირე ბადექონის არეში, ექსკორიაციები ზურგის, გულმკერდის და კისრის არეში. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო.“
სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნის (ექსპერტი: ნ--------------ე) თანახმად, „სს. კ-----------------------------------–--------–---------------------------------–--–------------------------–------–------–----------–----–-----ის სამედიცინო ბარათი N8-------ის ჩანაწერების თანახმად, მოქ. მ----------------ი მოუთავსებიათ აღნიშნულ კლინიკაში 0-.0--18 წ-ს, 08:11 სთ-ზე (გაეწერა - 09.0--18 წ-ს, 13:00 სთ-ზე). დაუდგინდა დიაგნოზი: მარცხნივ ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა, ტრავმული ჰემოთორაქსი, თავის ზედაპირული ტრავმა, მუცლის კედლის დაჟეჟილობა, მარცხენა მტევნის ზედაპირული ტრავმა. ჩანაწერებში ასევე აღნიშნულია მარცხენა ფილტვის დაჟეჟილობა, თხემის არეში ნახეთქი ჭრილობა და მარცხენა მტევნის I თითის არეში მცირე ზომის ჭრილობა. წარმოდგენილი CD დისკი შესწავლის შედეგ ფილტვის დაჟეჟილობა არ დადასტურდა, აღინიშნება - მარცხნივ VI, VII, VIII, IX ნეკნების მოტეხილობა სკაპულარულ ხაზზე, ჰემოთორაქსით და კანქვეშა სუბაპონევროზული ემფიზემით.
მარცხენა მტევნის მიდამოში არსებული ჭრილობის მიმყენებელი საგნის განსაზღვრა შეუძლებელია, წარმოდგენილ სამედიცინო დოკუმენტაციაში აღნიშნული ჭრილობის მორფოლოგიური აღწერილობის არ არსებობის გამო, დანარჩენი დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით.
დაზიანებები ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლის გამო.”
სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნის (ექსპერტი: ნ--------------ე) თანახმად, „თბი-–-----–--------–--------------------------------------–------–------–----------–----–---------------–------------ი No50------ის ჩანაწერების თანახმად მოქ. თ----------–--- მოუთავსებიათ აღნიშნულ კლინიკაში 0-.0--18 წ-ს, 08:19 სთ-ზე (გაეწერა იმავე დღეს, 11:30 სთ-ზე). დაუდგინდა დიაგნოზი: ქ/ტ დახურული ტრავმა, მარჯვენა თვალბუდის ტრავმა, მარჯვენა ქვ. კიდურის ტრავმა, სიმსუქნე, არტერიული ჰიპერტენზია. ჩანაწერებში აღნიშნულია- მარჯვენა თვალბუდის და მარჯვენა წვივის ჰემატომა, ექსკორიაციები წვივზე. გადაყვანილი იქნა კლინიკა „პ-------ში, სადაც შპს „პ-------------–-----------------“-ს ბეჭდით დამოწმებული სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N3----ის ჩანაწერების თანახმად მოთავსდა 0-.0--18 წ-ს, 12:00 სთ-ზე და გაეწერა 10.0--18წ-ს, 12:00 სთ-ზე დიაგნოზით: მარჯვენა ყვრიმალ-ორბიტის მოტეხილობა, თავის ტვინის შერყევა. წარმოდგენილი CD დისკის შესწავლის შედეგად დადასტურდა სახის ძვლების (მარჯვნივ ჰაიმორის წიაღის სამივე კედლის, ორბიტის ლატერალური და მედიალური კედლის) მოტეხილობები შეცილებით. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლის გამო.”
ექსპერტმა ნ--------------ემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნების სისწორე და თ----------–--ის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განმარტა, რომ ბრალდებულისათვის ჩატარებული გამოკვლევებით უშუალოდ ავტოსაგზაო შემთხვევამდე ინფარქტის, ინსულტის ან მის მიერ სხვა მსგავსი დაავადების გადატანის ნიშნები არ დადგენილა. მოწმემ ასევე განმარტა, რომ ე---------------ის და მ----------------ის სხეულზე არსებული დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით და შესაძლებელია განვითარებული იყოს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად.
ალკოჰოლის ტესტის ანგარიშის თანახმად, 2018 წლის 0-----–--ს, 10:36:1- საათზე პოლიციის თანამშრომლის - გი--------------–---–ის მიერ ცენტრალურ საავადმყოფოში ალკოჰოლის ტესტის მეშვეობით შემოწმებული იქნა თ----------–---, რის შედეგადაც მას დაუდგინდა სიმთვრალე - 0.563%.
მოწმე გი--------------–---–მა, შსს ს----------–-------–-–------------------------------–---------------------------–-----------------------------------------–--- პატრულ-ინსპექტორმა, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 2018 წლის 0-----–--ს ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალოებას, რა დროსაც, დაახლოებით 09:00-10:00 სთ. ინტერვალში, მიიღო დავალება ალკოტესტით სიმთვრალე-სიფხიზლეზე შეემოწმებინა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მონაწილე, მძღოლი თ----------–---, რომელიც იმყოფებოდა თ---–-----–--------–--------------------ში. საავადმყოფოში რამდენიმე წუთში გამოცხადდა, სადაც, მიმღებ განყოფილებაში ნახა თ----------–---. ექიმისგან თანხმობის მიღებისა და თ----------–---სთან გასაუბრების შემდეგ, ამ უკანასკნელის თანხმობით მოახდინა მისი ალკოტესტით შემოწმება, რა დროსაც თ----------–---ს დაუფიქსირდა სიმთვრალე, რაც კანონმდებლობის თანახმად, წარმოადგენს ავტომანქანის მართვისათვის დამაბრკოლებელ გარემოებას. მოწმემ ასევე აღნიშნა, რომ ალკოტესტით თ----------–--ის შემოწმებისას იგრძნო ბრალდებულისგან მომდინარე ალკოჰოლის სუნი.
ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის N0-------- დასკვნის (ექსპერტები: ვ-–--------------–---–ი და გ--------------–--ლი) თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილ, თ----------–--ისთვის საავადმყოფოში აღებულ სისხლის ნიმუშში აღმოჩენილი 0,89 %o ეთილის სპირტი შეესაბამება ალკოჰოლური თრობის მსუბუქ ხარისხს.
ექსპერტებმა გ--------------–--ლმა და ვ-–--------------–---–მა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დადასტურეს მათ მიერ გაცემული დასკვნის სისწორე და განმარტეს, რომ თ----------–--ის სისხლის გამოკვლევით დადგინდა, რომ სისხლის ნიმუშის აღების მომენტისთვის ბრალდებული იმყოფებოდა მსუბუქი ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში და მის სისხლში ალკოჰოლის შემცველობა აღემატებოდა კანონით დადგენილ მინიმალურ ზღვარს (30 პრომილე), რომლის გადაჭარბებაც მძღოლისათვის შესაბამის პასუხისმგებლობას იწვევს. მოწმე გ. მ-------–---–მა ასევე განმარტა, რომ სისხლის ნიმუშით ალკოჰოლური თრობის საკითხის კვლევა ერთ-ერთი ყველაზე ზუსტი მეთოდია, მაშინ, როცა ალკოტესტი იმავე სიზუსტით არ ადგენს სიმთვრალის ხარისხს და, როგორც წესი, შესამოწმებელი პირის სასარგებლოდ მუშაობს, - შესაძლოა უჩვენებდეს თრობის შედარებით დაბალ ხარისხს, ვიდრე სინამდვილეშია, თუმცა, არა - პირიქით.
მოწმე გი------------–---–მა, შპს „თბ--–----------------------ის“ მოძრაობის უსაფრთხოების განყოფილების უფროსმა სპეციალისტმა, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ ყველა სამგზავრო მიკტოავტობუსის მძღოლს აქვს ინდივიდუალური პლასტიკური ბარათი და სამუშაო დღის დაწყებისას ავ-------------ნ გასვლამდე ამ ბარათს აფიქსირებს მიკროავტობუსში არსებულ სპეციალურ აპარატზე, რომელიც ჩართულია ერთიან ქსელურ სისტემაში და კონტროლდება ცენტრალიზებულად კომპანიის მიერ. მძღოლ თ----------–---ს, ა––-----–---------------------------------------------------–---ს თავისი პლასტიკური ბარათი არ გაუაქტიურებია, რადგან სამარშრუტო ხაზზე სამუშაოდ გამოსული არ იყო, - რამდენადაც იცის, მიკროავტობუსი მიჰყავდა ქიმწმენდაზე. მოწმე გი------------–---–მა ასევე აღნიშნა, რომ დილით, ავ-------------ნ გასვლამდე, ა------------ დაცვის სამსახურის თანამშრომლების მიერ მძღოლები სიმთვრალე-სიფხიზლეზე ალკოტესტით მოწმდებიან, რა დროსაც, სიმთვრალის ფაქტის დადგენის შემთხვევაში მძღოლის მიმართ დგება შესაბამისი ოქმი და ეკრძალება ა----------------- მანქანით გასვლა. მოწმის განმარტებით, ალბათობა იმისა, რომ თ----------–--- ავ-------------ნ შეუმოწმებელი გავიდა, ძალიან დაბალია, რადგან ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ ჩატარებული სამსახურებრივი მოკვლევით დადგინდა, რომ თ----------–--ის მიმართ რეაგირების ზემოაღნიშნული ოქმი არ შედგენილა.
მოწმე რე---------–-----მ, შპს „თბ--–--–---ის“ უსაფრთხოების ცვლის უფროსმა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ ტერიტორიის დაცვასთან ერთად მას და მის დაქვემდებარებაში მყოფ თანამშრომლებს ევალებოდათ სამუშაო დღის დაწყებისას, მიკროავტობუსის ყველა მძღოლის სიმთვრალე-სიფხიზლეზე ალკოტესტით შემოწმება. ალკოტესტი იყო ძველი მოდელის და უჩვენებდა მხოლოდ ფერებს, საიდანაც წითელი - სიმთვრალეს ადასტურებდა. სიმთვრალის დადგენის შემთხვევაში მძღოლს არ ეძლეოდა მიკროავტობუსით სადგომიდან გასვლის უფლება, დგებოდა შესაბამისი აქტი და ხდებოდა ავტოსადგომის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ინფორმირება. მიკროავტობუსი, რომელმაც ავტოავარია მოახდინა, მისი ცვლაში ყოფნის პერიოდში გავიდა ავტოსადგომიდან, თუმცა მისი მძღოლის სიმთვრალე-სიფხიზლეზე შემოწმების ფაქტი არ ახსოვს, მიკროავტობუსების სიმრავლის გამო. მოწმემ აღნიშნა, რომ გამორიცხავს იმის შესაძლებლობას, რომ თ----------–--- ალკოტესტით შემოწმების გარეშე გასულიყო ავტოსადგომიდან, თუმცა, არ გამორიცხავს აპარატის გაუმართაობას, მისი სიძველის გამო.
მოწმე გ---------------მ, შპს „ფა--–--------ს“ დისპეტჩერმა, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ მის მოვალეობას წარმოადგენს კომპიუტერულ პროგრამაში ხაზზე სამუშაოდ გასული მძღოლებისა და მიკროავტობუსების აღრიცხვა. მისი სამუშაო ოთახი განთავსებულია ავტოსადგომის გასასვლელთან, სადაც დაცვის სამსახურის წარმომადგენლების მიერ წარმოებს ხაზზე სამუშაოდ გამსვლელი მძღოლების ალკოტესტით შემოწმება. შემთხვევის დილას იმყოფებოდა ცვლაში. როდესაც ავტოსადგომზე გავრცელდა ამბავი, რომ ავტოსადგომიდან გასულ სამარშრუტო მიკროავტობუსს, რომელსაც თ----------–--- მართავდა, ა----–-----–-- ხეივანზე ავტოავარია მოუხდენია, კომპიუტერულ პროგრამაში მის მიერ შეტანილი მონაცემები რომ გადაამოწმა, დარწმუნდა, რომ 2018 წლის 0-----–--ს თ----------–--- მიკროავტობუსით ავტოსადგომიდან ხაზზე სამუშაოდ გავიდა და არა მანქანის სარემონტოდ ან გასარეცხად. ამ უკანასკნელ შემთხვევაში ავტოსადგომიდან მძღოლის გასვლა ფიქსირდება ავტოსადგომის მექანიკოსის მიერ, რომელიც მიკროავტობუსს უთიშავს ტაბლოს, რასაც, როგორც დაადგინა, მოცემულ შემთხვევაში, ადგილი არ ჰქონია. მოწმე გ-------------ემ ასევე დაადასტურა, რომ ავტოსადგომიდან გასვლისას მძღოლებს დაცვის სამსახური აუცილებლად ამოწმებს ალკოტესტით სიმთვრალე-სიფხიზლეზე.
მოწმე კახ------------მ, შპს „თბ--–----------------------ში“ შემავალი კომპანია „ფა--–--------ს“ დირექტორმა, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ შპს „ფა--–--------“ და „თბ--–----------------------ის“ შემადგენლობაში შემავალი სხვა კომპანიები - „თბ--–--–---ი“ და „კა------–-------ი“, „ფორდ ტრანზიტის“ მარკის მიკროავტობუსებით ახორციელებენ თბილისში მგზავრთა სამარშუტო გადაყვანას. სამარშრუტო ხაზზე სამუშაოდ გამსვლელი ყველა მიკროავტობუსი და მძღოლი, ავტოსადგომიდან გასვლისას, ფიქსირდება დისპეტჩერთან, ხოლო სარემონტოდ გასვლის შემთხვევაში - მათ ავტოსადგომის მექანიკოსი აღრიცხავს. როგორც წესი, ავტოსადგომიდან გასვლის წინ, ყველა მიკროავტობუსის მძღოლი ალკოტესტით სიმთვრალე-სიფხიზლეზე მოწმდება, მიუხედავად იმისა, ხაზზე გადის თუ სარემონტოდ. მოწმე კახ------------მ აღნიშნა, რომ იმ ფაქტის მხედველობაში მიღებით, რომ თ----------–--- ავტოსადგომიდან მიკროავტობუსით იყო გასული, იგი გამორიცხავს იმის ალბათობას, რომ თ----------–--- ალკოტესტით არ შეემოწმებინათ.
მოწმე ვლ--------------–---მ, ბრალდებული თ----------–--ის შვილმა, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 2018 წლის 0-----–--ს, დილით, დაახლოებით 07:25-07:30 საათზე, საკუთარი ავტომანქანით მამა მიიყვანა სამსახურში. დაახლოებით 15 წუთში შინ მიბრუნებულს მამა ტელეფონით დაუკავშირდა და შეატყობინა, რომ ავტოავარიაში მოხვდა და საავადმყოფოში მიჰყავდათ. მოწმე ვლ--------------–---მ აღნიშნა, რომ დილით თ----------–--- იყო ფხიზელი, წინა ღამით დაახლოებით 12:00 საათზე დაბრუნდა შინ, რა მდგომარეობაში იმყოფებოდა, არ უნახავს. მანვე განმარტა, რომ მამას აწუხებს სხვადასხვა დაავადება, წლების წინ გადატანილი აქვს ინფარქტი, ერთი კვირით ადრე კი ტროფიკული წყლულისა და მაღალი არტერიული წნევის გამო იმყოფებოდა საავადმყოფოში.
ბრალდებულმა თ----------–---მ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და დაკითხვისას განმარტა, რომ 2018 წლის 0-----–--ს, დაახლოებით 07:15 საათზე, მივიდა ავტოპარკში. ხაზზე სამუშაოდ გასვლას არ აპირებდა, რადგან ქიმწმენდისთვის უნდა წაეყვანა მანქანა, რისთვისაც, ვაშლიჯვრის დასახლებიდან, საჭირო თანხის გამოსართმევად მეწყვილესთან აპირებდა მისვლას. ავტოსადგომიდან გასვლის წინ იგი წესისამებრ ალკოტესტით შეამოწმეს სიმთვრალე-სიფხიზლეზე. ალკოტესტის შედეგით არ დაინტერესებულა, მაგრამ ვინაიდან მის მიმართ არანაირი აქტი არ შედგენილა და სადგომიდან გასვლის შესაძლებლობა მიეცა, ვარაუდობს, რომ აღნიშნულის დამაბრკოლებელ გარემოებას ადგილი არ ჰქონია. მიკროავტობუსით ა----–-----–-- ხეივნით ვაშლიჯვრის დასახლების მიმართულებით გაემართა, რა დროსაც ავარიის ადგილამდე დაახლოებით 20 მეტრში თვალთ დაუბნელდა, კეფის არეში იგრძნო ტკივილი და გადავარდა მარჯვენა მხარეს. იგრძნო, რომ მანქანამ მიმართულება იცვალა და მარცხნივ გადაადგილება იწყო. დაცემის შემდეგ გაითიშა და როცა გონს მოვიდა დაინახა, რომ უცნობი ადამიანები მისი მანქანის კარის გამონგრევას ცდილობდნენ. ბრალდებულმა აღნიშნა, რომ ავტოავარიის დროს იყო ფხიზელი, ალკოჰოლური სასმელი, მცირე ოდენობით, მიღებული ჰქონდა ორი დღით ადრე, შემთხვევის წინა საღამოს კი, უცხოეთიდან ჩამოსული მეგობრის სანახავად სტუმრად მყოფმა მიირთვა ალკოჰოლის შემცველი შოკოლადი. ბრალდებულმა თ----------–---მ ასევე აღნიშნა, რომ აქვს ბევრი ქრონიკული დაავადება, 15-20 წელია აწუხებს წითელი ქარი, 2005 წელს გადატანილი აქვს ინფარქტი, აწუხებს მაღალი წნევაც.
სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას წარდგენილ ბრალდებაში თ----------–--ის უდანაშაულობის შესახებ, ვინაიდან ბრალადშერაცხულ ქმედებაში მისი ბრალეულობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტითაა დადგენილია სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით.
2018 წლის 0-----–--ს, დ-----------–-----–-----------ე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას რომ თ----------–--ის ბრალეულობით ჰქონდა ადგილი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, მასზე დართული სქემა, შემთხვევის ამსახველი ვიდეოჩანაწერები, ავტოავარიის მონაწილე დაზარალებულის და დაკითხულ მოწმეთა ჩვენებები მოწმობს. აღსანიშნავია, რომ ზემოაღნიშნულ ფაქტს არც ბრალდებული თ----------–--- უარყოფს, რომელიც აღიარებს მისი მართვის ქვეშ მყოფი მიკროავტობუსის „მერსედესის“ მარკის ავტომანქანაზე შეჯახების ფაქტს, თუმცა, ამასთანავე, განმარტავს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგი ბრალად არ უნდა შეერაცხოს, რადგან ავტოავარია განპირობებული იყო არა მისი სიმთვრალით, არამედ ჯანმრთელობის მდგომარეობის უეცარი გაუარესებით, რამაც ნულამდე დაიყვანა მის მიერ შემთხვევის თავიდან ასაცილებლად რაიმე ზომების მიღების შესაძლებლობა.
სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულის ზემოაღნიშნული პოზიცია არ შეესაბამება რეალობას, ვინაიდან არ გამომდინარეობს საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან, კერძოდ:
აღსანიშნავია, რომ ავტოავარიიდან გარკვეული დროის შემდეგ, საავადმყოფოში მყოფი თ----------–---, სიმთვრალე-სიფხიზლეზე შემოწმდა არაერთხელ, როგორც ალკოტესტით, ისე მისი სისხლის კვლევის გზით. კვლევის ორივე მეთოდმა დაადასტურა შემოწმების დროისათვის თ----------–--ის ორგანიზმში ეთილის სპირტის შემცველობა იმ ოდენობით, რომელიც შეესაბამება თრობის მსუბუქ ხარისხს. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ უშუალოდ ავტოავარიისას ბრალდებულის ორგანიზმში ეთილის სპირტის ოდენობა იყო გაცილებით მეტი, ვიდრე გამოკვლევით იქნა დადგენილი, რადგან ავტოსაგზაო შემთხვევიდან სიმთვრალე-სიფხიზლეზე თ----------–--ის შემოწმებამდე გასული იყო საკმაოდ დიდი დრო.
ავტოსაგზაო შემთხვევისას არაფხიზელ მდგომარეობაში თ----------–--ის ყოფნის უტყუარ ფაქტს ეჭვქვეშ ვერ აყენებს ავტოფარეხის თანამშრომელთა ჩვენებები, იმასთან დაკავშირებით, რომ, ზოგადად, დამკვიდრებული წესის თანახმად, მიკროავტობუსით ავ-------------ნ გასული ნებისმიერი მძღოლი ექვემდებარება სიმთვრალე-სიფხიზლეზე ალკოტესტით შემოწმებას, მითუფრო, რომ ამ ჩვენებებით არ დგინდება თ----------–--ის ალკოტესტით შემმოწმებელი კონკრეტული პირი ან ამ ფაქტის თვითმხილველი. ამასთან, ზემოაღნიშნული ჩვენებების ანალიზი ცხადჰყოფს, რომ ავტოფარეხის თანამშრომლები ფრთხილობენ იმ საკითხებზე საუბრისას, რომლებმაც შესაძლოა, ბრალდებულის გარდა, დამდგარ მძიმე შედეგზე სხვა პირთა პასუხისმგებელობაც გამოკვეთოს, მათ მიერ საკუთარ მოვალეობათა არაკეთილსინდისიერად შესრულების გამო (ალკოტესტით შემოწმებაზე პასუხისმგებელი კონკრეტული პირის გარდა, ზემოაღნიშნულ პირთა წინააღმდეგობრივი განმარტებების გამო, საქმის არსებითი განხილვისას ვერ დადგინდა ის გარემოება, შემთხვევის დილას არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი თ----------–--- ა----------------- მიკროავტობუსით ხაზზე სამუშაოდ იყო გასული თუ მხოლოდ მანქანის ქიმიური წმენდის ჩატარების მიზნით). ყოველივე ზემოაღნიშნულის გამო, სასამართლო თვლის, ავტოფარეხის თანამშრომლების ჩვენებები არ წარმოადგენს უტყუარობის ისეთი ხარისხის მტკიცებულებებს, რომლებიც ალკოჰოლის ტესტის ანგარიშისა და თ. დ---–---- სისხლის ნიმუშზე ჩატარებული ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის დისკრედიტაციას მოახდენდა.
სასამართლომ არ იზიარებს ბრალდებულ თ----------–--ის არგუმენტებს ოფიციალური კვლევის შედეგთან დაკავშირებით, რადგან ბრალდებულის მიერ დასახელებული გარემოებები, რომელთა საფუძველზეც მან მის ორგანიზმში ალკოჰოლის არსებობის უტყუარად დადგენილი ფაქტის ახსნა სცადა (შემთხვევის წინა საღამოს, სტუმრად ყოფნისას - ალკოჰოლის შემცველი შოკოლადის, ორი დღით ადრე კი ლუდის მოხმარება), თავისთავად არადამეჯერებელია და გამყარებულიც არ არის რაიმე მტკიცებულებით, მაშინ, როცა, კომპეტენტური პირების მიერ ალკოჰოლური თრობის ფაქტის დადგენის შემთხვევაში, იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ პირმა არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ იმყოფებოდა მთვრალ მდგომარეობაში, სწორედ ამ პირს ეკისრება.
სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს საკანონმდებლო აქტებით, რომლებიც ზრდიან პასუხისმგებლობას ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში ჩადენილი ქმედებისთვის, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის საშიშროების შემცველად მიიჩნევა ნებისმიერი ხარისხის თრობა, რადგან, მომეტებული საფრთხის შემცველი ტრანსპორტის - ავტომობილის მმართავი პირის სისხლში ალკოჰოლის ნებისმიერი რაოდენობა მძღოლის ჩვეულ რეაქციასა და მხედველობით ფუნქციებს ასუსტებს, რაც ხშირ შემთხვევაში ავტოსაგზაო შემთხვევებს იწვევს, სხვადასხვა მძიმე შედეგით. შესაბამისად, დაცვის მხარის მიერ იმ ფაქტზე აპელირება, რომ კვლევის შედეგად თ----------–--ის ორგანიზმში აღმოჩენილი ეთილის სპირტის შემცველობა იყო თრობის მსუბუქი ხარისხის შესაბამისი, არაფრისმომცემია, არც გამორიცხავს და არც ამცირებს თ----------–--ის პასუხისმგებლობას.
სასამართლო განმარტავს, რომ ვინაიდან დადგენილად მიიჩნია ავტოსაგზაო შემთხვევისას თ----------–--ის მთვრალ მდგომარეობაში ყოფნის ფაქტი, ავტოავარიის დროს ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობას, მისი პასუხისმგებლობის საკითხის გადაწყვეტისთვის, არარელევანტურად მიიჩნევს. აღსანიშნავია ისიც, რომ თ----------–--ის განმარტება, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის თავიდან არიდება არ შეეძლო არა სიმთვრალის, არამედ გონების უეცრი დაკარგვის გამო, არ ადასტურებს არცერთი მტკიცებულება, მათ შორის, არც სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ საავადმყოფოში მოთავსებული ბრალდებულისთვის ჩატარებული გამოკვლევებით მის მიერ ინსულტის, ინფარქტის ან სხვა მსგავსი დაავადების გადატანის ნიშნები არ დადგენილა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ თ----------–--ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა სრულად, კერძოდ, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგინდა, რომ 2018 წლის 0-----–--ს, დაახლოებით 07:45 საათზე, თბილისში, დ-----------–-----–-----------ე, ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი თ----------–---, რაიმე ობიექტური, ხელისშემშლელი მიზეზების გარეშე, თავისი მართვის ქვეშ მყოფი მიკროავტობუსით გადავიდა საპირისპირო სავალ გზაზე და შეეჯახა შემხვედრი მიმართულებით მოძრავ მსუბუქ ავტომობილს, რის შედეგადაც ფ----–---------ი, ა----–---------ი და რ------–---–---ი ადგილზე გარდაიცვალნენ, ე---------------მა - ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის, მ----------------მა კი ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო.
ქმედების სამართლებრივი შეფასება:
მძღოლის მიერ ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება ან სხვა უფრო მძიმე შედეგი გამოიწვია, წარმოადგენს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დასჯად ქმედებას. მოცემული ავტოსატრანსპორტო დანაშაულის უშუალო ობიექტია ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის უსაფრთხოება. დანაშაულის საგანს კი ავტომობილი, ავტობუსი, მიკროავტობუსი ან სხვა მექანიკური ტრანსპორტი წარმოადგენს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტური მხარე მოიცავს: 1. ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას (ტრანსპორტის მოძრაობისა და ექსპლუატაციის წესი მოწესრიგებულია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონით და სხვა, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით); 2. მძიმე შედეგს, კერძოდ, ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას (1-ლი ნაწილი), მძიმე დაზიანებას (მე-3 ნაწილი), ერთი ადამიანის სიცოცხლის მოსპობას (მე-5 ნაწილი) ან ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობას (მე-7 ნაწილი); სსკ 276-ე მუხლის მე-2, მე-4, მე-6 და მე-8 ნაწილებით მაკვალიფიცირებელ გარემოებადაა მიჩნეული თუ ეს ქმედებები ჩადენია მთვრალ მდგომარეობაში; 3. მიზეზობრივ კავშირს წესების დარღვევის ფაქტსა და დამდგარ შედეგს შორის.
სუბიექტური შემადგენობის მხრივ კი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება წარმოადგენს გაუფრთხილებლობით დანაშაულს, რაც საქართველოს სსკ-ის მე-10 მუხლის მე-4 ნაწილიდან გამომდინარე, დაკავშირებულია წინდახედულობის ნორმით აკრძალული ქმედების გაცნობიერებულად (თვითიმედოვნება) ან გაუცნობიერებლად (დაუდევრობა) დარღვევასთან. წინდახედულობის ვალდებულება ნიშნავს პირის მოვალეობას შეიცნოს კონკრეტული ურთიერთობიდან წარმოშობილი საფრთხე, რომელიც ემუქრება სისხლის სამართლით დაცულ სიკეთეს და უარი თქვას სახიფათო მოქმედების შესრულებაზე ანდა გაატაროს საკმარისი უსაფრთხოების ღონისძიებები, მართლსაწინააღმდეგო შედეგის თავიდან ასაცილებლად. კონკრეტული წინდახედულობის ვალდებულება შეიძლება წარმოიშვას სპეციალური სამართლებრივი დებულებებიდან, მაგალითად, მოძრაობის უსაფრთხოების წესებიდან გამომდინარე.
,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, მძღოლს ეკრძალება სატრანსპორტო საშუალების მართვა ამ კანონით განსაზღვრული სიჩქარის შეზღუდვის გადაჭარბებით. შერჩეული სიჩქარე მძღოლს საშუალებას უნდა აძლევდეს, მუდმივად აკონტროლოს სატრანსპორტო საშუალება ისე, რომ დაცულ იქნეს მოძრაობის უსაფრთხოება.
ამავე კანონის 32-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, მძღოლმა, რომელსაც განზრახული აქვს რომელიმე მანევრის შესრულება, ეს მანევრი უნდა დაიწყოს მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდება, რომ არ შეუქმნის საფრთხეს მის უკან, წინ და გვერდით როგორც თანმხვედრი, ისე საპირისპირო მიმართულებით მოძრავ საგზაო მოძრაობის მონაწილეებს, მათი მდებარეობის, მოძრაობის მიმართულებისა და სიჩქარის გათვალისწინებით.
ამავე კანონის 21-ე მუხლის მე-15 პუნქტის თანახმად, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში, ან იმ სამკურნალო პრეპარატის ზემოქმედებისას, რომელიც აქვეითებს რეაქციას და ყურადღებას.
მოცემულ შემთხვევაში, ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფმა თ----------–---მ რაიმე ობიექტური, ხელისშემშლელი მიზეზების გარეშე, წინდახედულობის ნორმათა უგულვებელყოფით, მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა გადაადგილა მარცხნივ და სავალი გზების გამყოფი გამწვანების ზოლის გავლით გადავიდა საპირისპირო სავალ გზაზე, რითაც დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები, რომელთა საფუძველზეც ევალებოდა განხორციელებული მანევრით საფრთხე არ შეექმნა როგორც თანმხვედრი, ისე საპირისპირო მიმართულებით მოძრავი საგზაო მოძრაობის მონაწილეებისათვის და მუდმივად ეკონტროლებინა სატრანსპორტო საშუალება ისე, რომ დაცული ყოფილიყო მოძრაობის უსაფრთხოება. თ----------–--ის მიერ ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევას მოჰყვა ავტოსაგზაო შემთხვევა, რომელსაც სამი ადამიანის - ფ----–---------ის, ა----–---------ის და რ------–---–---ის სიცოცხლე ემსხვერპლა და რომელმაც ე---------------ისთვის - ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის, მ----------------ისთვის კი ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანებათა მიყენება განაპირობა. სასამართლო თვლის, რომ დამდგარი მძიმე შედეგი მიზეზობრივ კავშირშია ბრალდებული თ----------–--ის ქმედებებთან და იგი ბრალდებულს ობიექტურად უნდა შეერაცხოს ბრალად, რადგან საქმის არსებითი განხილვისას ვერ იქნა დადგენილი რაიმე გარემოება, რომელიც ასეთ შერაცხვას გამორიცხავდა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, ეჭვისგამომრიცხავ, უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილი და დადასტურებული იქნა, რომ თ----------–--ის ქმედებაში აშკარად იკვეთება საქართველოს სსკ 276-ე მუხლის მე-2, მე-4 და მე-8 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტური და სუბიექტური შემადგენლობის ნიშნები - ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება და სამი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, ჩადენილი მთვრალ მდგომარეობაში. შესაბამისად, სასამართლო თვლის, რომ თ----------–--- დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი ზემოაღნიშნული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელად უნდა განესაზღვროს კანონით გათვალისწინებული სამართლიანი სასჯელი.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
თ----------–---ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
სასჯელის დასაბუთება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
ამავე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს.
მოცემულ შემთხვევაში, სასჯელის სახის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილის სანქცია სასჯელის სახით უალტერნატივოდ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას რვიდან თორმეტ წლამდე ვადით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. სანქციით დადგენილ ფარგლებში სასჯელის ზომის განსაზღვრის დროს კი სასამართლო მხედველობაში იღებს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლით გათვალისწინებული გარემოებებს, ბრადებულის პიროვნებას, მის წარსულს, დამოკიდებულებას ჩადენილი ქმედებისა და დამდგარი შედეგის მიმართ, ასევე - იმ გარემოებას, რომ თ----------–--- იყო საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლი, რაც მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის გათვალისწინებით, მნიშვნელოვნად ზრდის მისი პასუხისმგებლობის ხარისხს. ყოველივე აღნიშნულის გამო, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სასჯელის (როგორც ძირითადი, ისე დამატებითი) მინიმალური ვადით გამოყენება ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორცილებას, იქნება სასამართლოს მხრიდან გამოვლენილი არაგონივრული ლმობიერება, რომელიც ხელს ვერ შეუწყობს სასჯელის ზოგადი და სპეციალური პრევენციული მიზნების მიღწევას, დამნაშავე პირის რესოციალიზაციას, მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი თვითიმედოვნების უარყოფითი შედეგების გააზრებას და მსხვერპლთათვის და საზოგადოების სხვა წევრებისათვის სამართლიანობის განცდის უზრუნველყოფას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
თ----------–--- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2, მე-4 და მე-8 ნაწილებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 09 (ცხრა) წლის ვადით.
მასვე, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის თანახმად, 2 (ორი) წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
მსჯავრდებულ თ----------–---ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 0-----–--იდან.
ნივთიერი მტკიცებულება:
ლაზერული დისკები დაერთოს საქმეს მისი შენახვის ვადით.
მიკროავტობუსი „ფორდ ტრანზიტი“, სახელმწიფო ნომრით T------ და ავტომობილი „მერსედესი“ აზერბაიჯანული სახელმწიფო ნომრით 1------, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს, ან მათი ნდობით აღჭურვილ პირებს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:
§ განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე დალი მეტრეველი