გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 140310019002975387
საქმე №3/103-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
03 მაისი, 2019 წელი ქ. გორი
გორის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე ნინო გერგაული
სხდომის მდივანი ნათია ბერიშვილი
მოსარჩელე - გ------ი ბ----–-–---–ი
ადვოკატი - გ------ი გ----------–ი
მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შსს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილება
წარმომადგენელები - გ------ გ------–--–ი, ნ-----–---- ა--–---ე
დაინტერესებული მხარე - ვ------- ბ----–-–---–ი, ვ------ ბ----–-–---–ი
დავის საგანი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შსს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილების უბნის ინსპექტორ - გამომძიებლების - გ------ გ------–--–ის და ნ-----–---- ა--–---ის მიერ 2019 წლის 30 აპრილს გამოცემული №0----- და №0----- შემაკავებელი ორდერების გაუქმება.
აღწერილობითი ნაწილი
სასარჩელო მოთხოვნა: ბათილად იქნას ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შსს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილების უბნის ინსპექტორ - გამომძიებლების - გ------ გ------–--–ის და ნ-----–---- ა--–---ის მიერ 2019 წლის 30 აპრილს გამოცემული №0----- და №0----- შემაკავებელი ორდერები.
მოსარჩელის ადვოკატის განმარტებით, გ.ბ----–-–---–ი ცოლ-შვილთან ერთად ცხოვრობს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქ--------–ში, ოჯახის წევრებთან ერთად. მისი ძმა არის გარდაცვლილი და ძმის არასრულწლოვან შვილებსაც თვითონ პატრონობს. გასულ წელს, მოსარჩელის მამა - ი----- ბ----–-–---–ი მეუღლეზე განხორციელებული ძალადობის გამო დაკავებულ იქნა ოჯახური ძალადობის მუხლით. გათავისუფლების შემდეგ, ი----- ბ----–-–---–ი აგრძელებდა მეუღლეზე, მოსარჩელის ცოლ-შვილსა და რძალზე ძალადობას, მათ ყოველდღე აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. ი----- ბ----–-–---–ი აღნიშნავდა, რომ პოლიციის განყოფილებაში ჰყავს ნაცნობები. იგი ყოველდღე იძახებს პოლიციას, არარსებულ ჩხუბთან დაკავშირებით. გასულ წელს, სწორედ ი----- ბ----–-–---–ის წაქეზებით მისმა მშობლებმა გამოიძახეს პოლიცია და დააკავეს მოსარჩელე ოჯახური ძალადობის ფაქტზე, თუმცა აღნიშნულ საქმეზე გამართლდა. 2019 წლის 29 აპრილს, მოსარჩელე ორ მცირეწლოვან შვილთან და მისი დაღუპული ძმის მეუღლესთან - ი--- ბ----–-–---–თან ერთად იმყოფებოდა ვ---- ბ----–-–---–ის (გარდაცვლილი ძმის) საფლავზე, სადაც ასევე იმყოფებოდნენ ი----- ბ----–-–---–ი და მისი ორი დისშვილი - ჯ-----ო და ბ-----ო წ-–---–---–--ი, რომლებთანაც მოსარჩელეს არ ჰქონდა კარგი ურთიერთობა. ი--- ბ----–-–---–ის თქმაზე, თუ როგორ გაბედა ი----- ბ----–-–---–მა შვილის საფლავზე ასვლა, იმ ფაქტების მერე, რაც მან ოჯახს გაუკეთა(იგულისხმება ის, რომ ი----- ბ----–-–---–ის მშობლები მოსარჩელის ოჯახს ასახლებდნენ სახლიდან და მიმდნარეობდა სამოქალაქო პროცესები ქონების გაყოფასთან დაკავშირებით), ი--- ბ----–-–---–ს ჯ-----ო წიწიკაშვილმა მიაყენა შეურაცხყოფა, მოსარჩელე იცავდა ი--- ბ----–-–---–ს, რის გამოც სამმა კაცმა იგი უმოწყალოდ სცემა. მეორე დღეს, მოსარჩელე ტვინის შერყევით და მრავალმხრივი დაზიანებებით კლინიკა ,,გ--------–ი“ გადაიყვანეს. მოგვიანებით კი მისთვის ცნობილი გახდა შემაკავებელი ორდერების გამოცემის შესახებ. მოსარჩელის ადვოკატის განმარტებით, როდესაც გ------ი ბ----–-–---–ი ი--- ბ----–-–---–თან და მცირეწლოვან შვილებთან ერთად დაბრუნდა ოჯახში, მას სახლში დახვდნენ მეუღლე, დედა და ერთი არასრულწლოვანი შვილი. გ.ბ----–-–---–ი ავიდა სახლის მეორე სართულზე და დაწვა. ფიზიკური დაზიანებების გამო, მას დახმარებას უწევდა მეუღლე, ვინაიდან იყო მძიმე მდგომარეობაში. ამ პერიოდში, მისი დედა -ე---------- ბ----–-–---–ი და მეორე შვილი - ნ--ა ბ----–-–---–ი ჩავიდნენ ვ------ და ვ------- ბ----–-–---–ებთან, იმის გასარკვევად თუ რატომ წააქეზეს მათ საფლავზე წასასვლელად ი----- ბ----–-–---–ი და მისი დისშვილები, ისედაც დაძაბული ვითარების ფონზე, ამ ფაქტიდან დაახლოებით 15 წუთში მივიდა პოლიცია, სასაფლაოზე მომხდარი ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე რეაგირების მიზნით და გ.ბ----–-–---–ი დასაკითხად გადაიყვანეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილებაში. მეორე დღეს, 2019 წლის 30 აპრილს, დილის 10 საათზე, გამოძახებულ იქნა სასწრაფო დახმარების ბრიგადა და გ.ბ----–-–---–ი მოათავსეს ,,გ--------–ი“.
ყოველივე ზემოაღნიშნული ფაქტების გამო, მოსარჩელე ითხოვს შსს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილების უბნის ინსპექტორ - გამომძიებლების - გ------ გ------–--–ის და ნ-----–---- ა--–---ის მიერ 2019 წლის 30 აპრილს გამოცემული №0----- და №0----- შემაკავებელი ორდერების გაუქმებას.
2. მხარეთა პოზიცია
2.1. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლები - გ------ გ------–--–ი და ნ-----–---- ა--–---ე სასამართლო სხდომაზე არ დაეთანხმნენ გ------ი ბ----–-–---–ის სასარჩელო მოთხოვნას და განმარტეს, რომ 2019 წლის 30 აპრილს გამოცემული №0----- და №0----- შემაკავებელი ორდერები გამოცემულ იქნა კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მათი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი. მათი განმარტებით, შემაკავებელი ორდერების გამოცემის საფუძველი გახდა მოქალაქე ვ------ ბ----–-–---–ის მიერ 2019 წლის 30 აპრილის პოლიციის განყოფილებაში შესული შეტყობინება, ოჯახში ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით. შეტყობინების საფუძველზე ჩატარებული მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ მოქალაქე ვ------ და ვ------- ბ----–-–---–ებს, გორის რაიონ სოფელ ქ--------–ში მდებარე საკუთარ სახლში, მათმა შვილიშვილმა - გ------ი ბ----–-–---–მა მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. შეტყობინების საფუძველზე ჩატარებული იქნა შესაბამისი მოკვლევა, შეივსო შესაბამისი ოქმები და გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერები გ------ი ბ----–-–---–ის მიმართ, მისი ბებიის - ვ------ ბ----–-–---–ის და ბაბუის - ვ------- ბ----–-–---–ის დასაცავად. ასევე გამოიკითხა მოწმე მ-----ე მ--------–---–ი, რომელმაც განმარტა, რომ გ.ბ----–-–---–მა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ვ------- და ვ------ ბ----–-–---–ებს.
2.2. დაინტერესებული მხარის პოზიცია
დაინტერესებული პირები, რომლებსაც კანონით დადგენილი წესით ეცნობათ სასამართლო სხდომის შესახებ, სხდომაზე არ გამოცხადდნენ.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. 2019 წლის 30 აპრილს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილების უბნის ინსპექტორ - გამომძიებლის გ------ გ------–--–ის მიერ გ------ი ბ----–-–---–ის მიმართ გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი №0-----, მსხვერპლი ვ------- ბ----–-–---–ი, აღნიშნული შემაკავებელი ორდერით მოძალადეს აეკრძალა მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება, მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, ტელეფონის, სოციალური ქსელის და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. მოძალადეს აეკრძალა იარაღით (მათ შორის სამსახურეობრივი საშტატო იარაღით) სარგებლობა, შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადა განისაზღვრა 30 დღით;
2019 წლის 30 აპრილს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილების უბნის ინსპექტორ - გამომძიებლის ნ-----–---- ა--–---ის მიერ გამოცემულ იქნა შემაკავებელი ორდერი №0----- გ------ი ბ----–-–---–ის მიმართ, მსხვერპლი - ვ------ ბ----–-–---–ი, აღნიშნული შემაკავებელი ორდერით მოძალადეს აეკრძალა მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება, მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, ტელეფონის, სოციალური ქსელის და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. მოძალადეს აეკრძალა იარაღით (მათ შორის სამსახურეობრივი საშტატო იარაღით) სარგებლობა, შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადა განისაზღვრა 30 დღით;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილების 2019 წლის 30 აპრილის №0----- და №0----- შემაკავებელი ორდერები.
3.2 2019 წლის 30 აპრილს №0----- და №0----- შემაკავებელი ორდერების გამოცემას საფუძვლად დაედო ინციდენტის ფაბულა: ვ------ ბ----–-–---–ს და ვ------- ბ----–-–---–ს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა გ------ი ბ----–-–---–მა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მათ;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
შემაკავებელი ორდერების №0----- და №0----- ოქმები;
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა რა მოცემული საქმე, მოისმინა მხარეთა განმარტება, მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რამდენადაც დადგენილია, რომ არსებობს ეჭვი ვ------ ბ----–-–---–ის და ვ------- ბ----–-–---–ის მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის შესახებ და შემაკავებელი ორდერით მინიმუმამდე უნდა იქნეს დაყვანილი მომავალში მათზე ძალადობის ჩადენის რისკი.
5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
6. სამართლებრივი შეფასება
,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მესამე მუხლით, ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.
იმავე კანონის მე-4 მუხლის ,,ზ" ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება ბებია და პაპა;
დადგენილია და სადავო არაა, რომ გ------ი ბ----–-–---–ი არის ვ------- და ვ------ ბ----–-–---–ების შვილის - ი----- ბ----–-–---–ის შვილი. ისინი ცხოვრობენ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქ--------–ში, ერთი საცხოვრებელი სახლში.
იმავე კანონის მე-9 მუხლის თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთისათვის გამოიყენება სისხლისსამართლებრივი, სამოქალაქოსამართლებრივი და ადმინისტრაციულსამართლებრივი მექანიზმები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი მექანიზმები გამოიყენება შემაკავებელი ორდერის/დამცავი ორდერის გამოცემით.
მითითებული ნორმის შინაარსის ანალიზით, ნათელია, რომ შემაკავებელი ორდერი გამოიყენება ოჯახში ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთისათვის.
მოსარჩელე შემაკავებელი ორდერების გაუქმებას ითხოვს იმ საფუძვლით, რომ მისი მხრიდან ვ------ და ვ------- ბ----–-–---–ების მიმართ სიტყვიერ შეურაცხყოფას და მუქარას არ ჰქონია ადგილი.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლო იზიარებს უბნის ინსპექტორების ახსნა-განმარტებას იმის შესახებ, რომ ვ------ ბ----–-–---–ის მიერ განხორციელებული შეტყობინების თანახმად, გ.ბ----–-–---–მა 2019 წლის 29 აპრილს მათ მიმართ განახორციელა სიტყვიერი შეურაცხყოფა და მუქარა, მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მსჯელობს არა უშუალოდ მუქარის განხორციელების ფაქტზე, არამედ საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების დადგენის გზით უნდა დადგინდეს ნამდვილად ჰქონდა თუ არა ადგილი გ.ბ----–-–---–ის მხრიდან ვ------ და ვ------- ბ----–-–---–ების მიმართ ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტს. სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები აჩენს ეჭვს ვ------ ბ----–-–---–ის და ვ------- ბ----–-–---–ის მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის შესახებ;
ამ საკითხთან მიმართებაში საყურადღებოა ოჯახში არსებული დაძაბული ვითარება, მათ შორის გ------ი ბ----–-–---–ს და მის ბებიას - ვ------ ბ----–-–---–ის და პაპის - ვ------- ბ----–-–---–ს შორის.
სასამართლოს მიაჩნია, რომ პირი დაცული უნდა იქნეს ნებისმიერი სახის, მათ შორის ფსიქოლოგიური ძალადობისაგან, რომლის უზრუნველყოფის ერთ-ერთი საშუალება შემაკავებელი ორდერის გამოცემაა იმ პირის მიმართ, ვისზეც არსებობს დასაბუთებული ეჭვი, რომ ახორციელებს ამ სახის ძალადობას მსხვერპლის მიმართ.
შემაკავებელი ორდერის გაცემის კანონიერების შემოწმების პროცესში სასამართლოს ვალდებულებას წარმოადგენს, დაადგინოს, საქმის მასალები და მხარეთა ახსნა-განმარტებები ქმნიდა თუ არა საკმარის საფუძველს ვარაუდისთვის, რომ, შემაკავებელი ორდერების გამოცემის გარეშე, მოვლენათა მოსალოდნელი განვითარების შეუფერხებელი მსვლელობის შემთხვევაში, დიდი ალბათობით, ზიანი მიადგებოდა მსხვერპლის უფლებებსა და კანონით დაცულ ინტერესებს.
სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმის მასალები, სასამართლოს სხდომაზე გამოკვლეული ფაქტები და ინფორმაცია, იძლევა იმის მტკიცების საკმარის საფუძველს, რომ საქართველოს შსს გორის რაიონული სამმართველოს მიერ შემაკავებელი ორდერები გაცემულია მხარეთა ინტერესებისა და უფლებების დაცვის, მოსალოდნელი საფრთხეების სწორი შეფასების საფუძველზე.
,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს ოჯახში ძალადობისათვის დამახასიათებელ ქმედებათა ერთობლიობას, ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთის სამართლებრივ და ორგანიზაციულ საფუძვლებს, აგრეთვე მსხვერპლთა სოციალური და სამართლებრივი დაცვისა და დახმარების გარანტიებს.
ამ კანონის მიზანს წარმოადგენს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის, ფიზიკური, ფსიქოლოგიური და სხვა ხელშეუხებლობის საკანონმდებლო გარანტიების შექმნის უზრუნველყოფა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ შემაკავებელი ორდერის გამოცემის პროცესში მნიშვნელოვანია, დადგინდეს ორდერის გამოცემის გარდაუვალი საჭიროება, რა ტიპის ძალადობის აღკვეთასაც უნდა ემსახურებოდეს იგი.
ფსიქოლოგიური ძალადობა მიეკუთვნება ძალადობის ისეთ ფორმას, რომელიც მიმართულია იმ მიზნისაკენ, რომ მსხვერპლმა დაკარგოს საკუთარი თავის რწმენა, დაეჭვდეს საკუთარ ინტელექტუალურ შესაძლებლობებში, დაკარგოს ან ეჭვი შეიტანოს რეალობის ადეკვატურად აღქმის შესაძლებლობაში.
ფსიქოლოგიური ძალადობის ძირითადი ნიშნები ვლინდება დაცინვაში, ცინიკურ ან დამამცირებელ შენიშვნებში, მუქარაში, იზოლირებაში, დაშინებაში, მსხვერპლის საჯარო შეურაცხყოფაში, ანუ იმ ქმედებებში, რომელიც ამცირებს ადამიანის თვითშეფასებას და აკარგვინებს საკუთარი თავის მიმართ რწმენას.
სასამართლოს მიაჩნია, რომ სწორედ ამგვარ ქმედებას ჰქონდა ადგილი გ------ი ბ----–-–---–ის მხრიდან. ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ გ.ბ----–-–---–ის მიერ სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი შემაკავებელი ორდერის გამოცემისას, დაადასტურა მოწმემ.
ამასთანავე, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ის გარემოება, რომ, როგორც მხარეთა განმარტებით ირკვევა, ბ----–-–---–ების ოჯახში წლებია, არის რთული და დაძაბული ვითარება; ოჯახის არაერთი წევრის მიმართ რამოდენიმეჯერ გამოცემულია შემაკავებელი ორდერები.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და მხარეთა ახსნა-განმარტებები იძლევა დასაბუთებული ეჭვის საფუძველს, რომ გ------ი ბ----–-–---–ის მხრიდან ხდება ბებიის - ვ------ ბ----–-–---–ის და პაპის - ვ------- ბ----–-–---–ის მიმართ ფსიქოლოგიური ძალადობა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მოსაზრებით, უსაფუძვლოა გ------ი ბ----–-–---–ის სარჩელი, რამდენადაც სასამართლოში საქმის განხილვისას მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ვერ იქნა ის დამატებითი მტკიცებულებები და მითითებული ვერ იქნა იმ გარემოებებზე, რაც გააბათილებდა შემაკავებელი ორდერების გამოცემის საფუძველს; შესაბამისად, სარჩელი დაკმაყოფილებული ვერ იქნება.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-4, მე-19 და 2114 მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
გ------ი ბ----–-–---–ის სარჩელი საქართველოს შსს გორის რაიონული სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილების მიმართ 2019 წლის გამოცემული №0----- და №0----- შემაკავებელი ორდერების გაუქმების შესახებ, არ დაკმაყოფილდეს.
გადაწყვეტილება შეიძლება, ერთჯერადად გასაჩივრდეს საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქემთა პალატაში (მის. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. № 7ა) გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის. ქ. გორი, სერგო ჯორბენაძის ქ. № 30) მისი ასლის მხარეთათვის გადაცემიდან 3 (სამი) დღის ვადაში.
მოსამართლე: ნინო გერგაული