განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N(1/22–2019) 090100119002967597
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
30 აპრილი, 2019 წელი ქ. ამბროლაური
ამბროლაურის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ლეილა გურგუჩიანი
სხდომის მდივანი იამზე მურუსიძე
პროკურორის - მ----------–--–-–---–-ს
ბრალდებულის - რ----------–-----ს
მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №0----------- საქმე
ბრალდებულ რ----------–-----ს მიმართ
მამის სახელი: ზ-------;
დაბადებული: 1---------- წელი;
დაბადების ადგილი: საქართველო, ც------;
მოქალაქეობა: საქართველო;
განათლება: უ-----–---;
ოჯახური მდგომარეობა: დ------------–-;
პირადი ნომერი: 6----------;
რეგისტრირებული მისამართზე: ქვეყანა-საქართველო, მუნიციპალიტეტი– ც------, სოფელი- ლ-------;
ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი: ქვეყანა-საქართველო, მუნიციპალიტეტი– ც------, სოფელი- ლ-------;
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2871-ე მუხლის პირველი ნაწილი.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
1. რ----------–-----მ, ც------ს მუნიციპალიტეტის სოფელ ლ------–-, თავის საკარმიდამო ნაკვეთში, დაამონტაჟა სახერხი საამქრო და მოწყობილობა ისე, რომ ელექტრონულად არ დაურეგისტრირებია ელექტრონულ სისტემაში შესაბამის ვებპორტალზე (.gov.ge). რ---------–-----ს დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო გამოვლენილი იქნა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს რაჭა–ლეჩხუმ–ქვემო სვანეთის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების მუშაკების მიერ 2019 წლის 8 თებერვალს.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
სახერხ საამქროში მრგვალი ხე–ტყის(მორის) სახერხი დანადგარის(ტექნიკის) და მოწყობილობის მონტაჟი რეგისტრაციის გარეშე.
2.მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული ბრალდების მხარის არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს (2019 წლის 18 აპრილის წინასასამართლო სხდომის ოქმი, ს.ფ.113–116).
3.საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73 -ე მუხლის ’’დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
4. რ----------–-----მ სრულად აღიარა და მონანია მის მიერ ჩადენილი ქმედება და ითხოვა პატიება.
5.საქმეში არსებული 2019 წლის 17 თებერვლის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და მასზე დართული ფოტომასალით დასტურდება, რომ ც------ს მუნიციპალიტეტის სოფელ ლ------–-, რ----------–-----ს, მის კუთვნილ საკარმიდამო მიწის ნაკვეთში დამონტაჟებული აქვს დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო(ს.ფ.17–49).
6.მოწმეთა სახით დაკითხული გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების რატი ასათიანის და ნიკა დოლიძის წინასწარ გამოძიებაში მიცემული და წინასასამართლო სხდომის განჩინებით პრეიუდიციულ მტკიცებულებად მიჩნეული ჩვენებებით დასტურდება, რომ 2019 წლის 8 თებერვალს იმყოფებოდნენ პატრულირების ჯგუფში და ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას. მათ მიერ, ც------ს მუნიციპალიტეტის სოფელ ლ------–- აღმოჩენილი იქნა რ----------–-----ს კუთვნილი მერქნული რესურსების მართვის ელექტრონულ ბაზაში არარეგისტრირებული მრგვალი ხე–ტყის სახერხი საამქრო – ცირკული ტიპის სახერხი დანადგარი, მოახდინეს აღნიშნული დანადგარის დათვალიერება. აღმოჩნდა, რომ სახერხი დანადგარის ხერხის პირის სიმაღლე დაზგის დაფიდან აღემატებოდა 12 სანტიმეტრს. აღნშნული დაზგა თავისი პარამეტრებით წარმოადგენს მრგვალი ხე– ტყის პირველად გადამუშავების სახერხ საამქროს. დაზგა ჩაირთო და იყო მუშა–მდგომარეობაში. რ----------–-----მ განუმარტათ, რომ სახერხი საამქრო ეკუთვნოდა მას. ელექტრონულ ბაზაში გადამოწმებისას აღმოჩნდა, რომ რ----------–-----ს სახერხი საამქრო რეგისტრირებული არ ჰქონდა. (ს.ფ.69–71, ს.ფ.72–74).
7.2019 წლის 26 თებერვლის დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ დასტურდება, რომ რ----------–-----ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2871 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის გამო. (დადგენილება პირის ბრალდების შესახებ ს.ფ.90–92);
8.სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 25 თებერვლის N001118019 ექსპერტის დასკვნით, ექსპერტიზაზე წარდგენილი, ც------ს რაიონის სოფელ ლ------–-, რ----------–-----ს საკარმიდამო ეზოში მდებარე ხის გადამამუშავებელი დაზგა წარმოადგენს მრგვალი ხე–ტყის პირველადი გადამუშავების სახერხ საამქროს.
ექსპერტიზაზე წარდგენილი, ც------ს რაიონის სოფელ ლ------–-, რამაზი სილაგაძის საკარმიდამო ეზოში მდებარე ხის გადამამუშავებელი დაზგა, ექსპერტიზაზე წარდგენილი ვიდეო ჩანაწერის მიხედვით მუშა მდგომარეობაშია და ვარგისია შემდგომი ექსპლოატაციისათვის(ს.ფ.58–63)
9. რ----------–-----ს მიმართ წარდგენილი ბრალდება დასტურდება ასევე საქმეზე პრეიუდიციულად მიჩნეული ბრალდების მხარის შემდეგი მტკიცებულებებით: 2019 წლის 19 თებერვლის მოწმე გ--–-----------–----- გამოკითხვის ოქმით; 2019 წლის 21 თებერვლის მოწმე მ--------–-------–----ს გამოკითხვის ოქმით; 2019 წლის 17 თებერვლის ბრალდებულ რ----------–-----ს გამოკითხვის ოქმით; 2019 წლის 17 თებერვლის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით თანდართული ფოტოცხრილით; დადგენილებით ფიზიკო–ტექნიკური ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ და საინჟინრო–ტექნიკური ექსპერტიზის N001118019 დასკვნით; საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებად ცნობილი სახერხი დანადგარით; ცნობით შპს ,,ქუთაისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრიდან, რ----------–-----ს ნასამართლობისა და ადმინისტრაციული შემოწმების ცნობებით; გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით; მიმართვებით ც------ს რაიონული სამმართველოსადმი; გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მასალებით; მიმართვით სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსადმი; მიმართვით შპს ,,ქუთაისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრისადმი; მიმართვით სოციალური მომსახურების სააგენტოსადმი; ცნობით და ამონაწერით საჯარო რეესტრიდან; საქართველოს მთავრობის N563 დადგენილებით; შუამდგომლობით აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე და შესაბამისი განჩინებით; გირაოს შემტანის პასუხისმგებლობის შესახებ გაფრთხილების ოქმით; ოქმებით შესაძლო მტლკიცებულებების თაობაზე ინფორმაციის გაცვლის შესახებ.
10.აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება რომ ბრალდებულმა რ----------–-----მ ჩაიდინა სახერხ საამქროში მრგვალი ხე–ტყის(მორის) სახერხი დანადგარის(ტექნიკის) და მოწყობილობის მონტაჟი რეგისტრაციის გარეშე.
სამართლებრივი შეფასება:
11.სასამართლოს მიაჩნია, რომ რ----------–-----მ მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა სახერხ საამქროში მრგვალი ხე–ტყის (მორის) სახერხი დანადგარის (ტექნიკის) და მოწყობილობის მონტაჟი რეგისტრაციის გარეშე
– დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2871-ე მუხლის პირველი ნაწილით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:
12. რ-----------–------ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
13.რ----------–-----ს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედების აღიარება და გულწრფელი მონანიება. შეუბღალავი წარსული(არ არის ნასამართლევი და ადმინისტრაციულსახდელდადებული) არის დ------------–- და თვითდასაქმებული
სასჯელის დასაბუთება:
14. სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ რ---------–------ ჩადენილი დანაშაულისათვის უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - ჯარიმა. აღნიშნული გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხი, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს რ---------–-----ს მხრივ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
მითითებული გარემოებების გათვალისწინებით რ---------–-----ს მიმართ საჯარიმო სანქციის გამოყენებით დაცული იქნება ბალანსი საზოგადოების ზოგადი ინტერესის მოთხოვნებსა და ინდივიდის ფუნდამენტური უფლებების დაცვის მოთხოვნებს შორის.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მესამე მუხლის მე-14 ნაწილით, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1.ბრალდებული რ----------–----- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2871-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
2.განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს სააღსრულებო ბიუროს მსჯავრდებულ რ----------–-----ს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
3.გაუქმდეს ბრალდებულ რ----------–-----ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო.
4.საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებად ცნობილი, სახერხი დანადგარი, რომელიც ინახება ც------ს მუნიციპალიტეტის სოფელ ლ------–-, განაჩენის გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ გადაეცეს რ----------–-----ს.
5.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
6.განაჩენის გასაჩივრება შეიძლება სააპელაციო წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მისი გამოცხადებიდან 1(ერთი) თვის ვადაში, ამბროლაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ლეილა გურგუჩიანი