გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/6449-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
28 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ნანა დარასელია
სხდომის მდივანი ნუცა კაპანაძე
მოსარჩელე ზ-------–------–---–ი
მოპასუხე სსიპ საჯარო სამსახურის ბიურო
წარმომადგენლები ლ---------–---ა; ი------------
დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის 2018 წლის 11 სექტემბრის №2------ განკარგულება.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე - სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს წარმომადგენლები არ დაეთანხმნენ სასარჩელო მოთხოვნას და მოითხოვეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2018 წლის 19 თებერვალს, ჭ--------ის მ----–----–------ის მე----ს ი--------------------------------------------------–---–-----ს ს---------------------მა - ზ-------–------–---–მა შეავსო და სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს წარუდგინა №1----- თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- 2018 წლის 1-----------–-- №1----- თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია (ს.ფ. 145-157).
3.1.2. 2018 წლის 18 ივლისს არასამთავრობო ორგანიზაცია „ს-------–--------------------–----------------–--მ“ №4--- წერილით მიმართა სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს და ზ-------–------–---–ის მიერ წარდგენილი ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შემოწმება მოითხოვა. აღნიშნული მიმართვის საფუძველზე, საჯარო სამსახურის ბიურომ „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის 181 მუხლისა და საქართველოს მთავრობის 2017 წლის 14 თებერვლის №81 დადგენილებით დამტკიცებული „შესამოწმებელი თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის ინსტრუქციის“ შესაბამისად, დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება ჭ--------ის მ----–----–------ის მე----ს ი----------------------ა და ტ--------------------–---–----ის ს---------------------ის ზ-------–------–---–ის მიერ 2018 წლის 19 თებერვალს წარდგენილი №1----- ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შემოწმების მიზნით.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- არასამთავრობო ორგანიზაცია „ს-------–--------------------–----------------–--ს“ 2018 წლის 18 ივლისის №4--- წერილი (ს.ფ. 125-139);
- სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს 2018 წლის 10 სექტემბრის №2-- დასკვნა (ს.ფ. 141-144).
3.1.3. სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს 2018 წლის 27 ივლისის №გ---- წერილით ზ-------–------–---–ს ეცნობა, რომ 2018 წლის 25 ივლისს „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის 181 მუხლისა და საქართველოს მთავრობის 2017 წლის 14 თებერვლის №81 დადგენილებით დამტკიცებული „შესამოწმებელი თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის ინსტრუქციის“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და მე-14 მუხლის საფუძველზე, სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროში დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება და მიმდინარეობდა მისი მიერ 2018 წლის 19 თებერვალს წარდგენილი ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგი. ამავე წერილით ზ-------–------–---–ს დაევალა მონიტორინგისათვის საჭირო ინფორმაციის შემცველი შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენა.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს 2018 წლის 27 ივლისის №გ---- წერილი (ს.ფ. 123-124).
3.1.4. სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს, 2018 წლის 27 ივლისის №გ---- წერილის პასუხად, ზ-------–------–---–მა 2018 წლის 9 აგვისტოს №4--- განცხადებით წარუდგინა კომერციულ ბანკებში ან/და სხვა საკრედიტო დაწესებულებებში არსებული მისი და მისი ოჯახის წევრების პირადი ანგარიშების ამონაწერები და ინფორმაცია საკრედიტო ვალდებულებების შესახებ საანგარიშო პერიოდში, ასევე ანგარიშზე ან/და შენატანზე არსებული ნაშთი, დეკლარაციის შევსების დღის მდგომარეობით.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს 2018 წლის 10 სექტემბრის №2-- დასკვნა (ს.ფ. 141-144);
- ზ-------–------–---–ის და მისი ოჯახის წევრების პირადი ანგარიშების ამონაწერები (ს.ფ. 193-206).
3.1.5. 2018 წლის 22 აგვისტოს სსიპ საჯარო სამსახურის ბიურომ განმეორებით №გ---- წერილით მიმართა ზ-------–------–---–ს და აცნობა, რომ მის მიერ 2018 წლის 19 თებერვალს წარდგენილი ქონებრივი მდგომარეობის №1----- დეკლარაციის შემოწმების შედეგად, დეკლარირებულ და საჯარო დაწესებულებების მიერ ადმინისტრირებულ ელექტრონულ ბაზებში არსებულ მონაცემებს, ასევე ზ-------–------–---–ის მიერ 2018 წლის 09 აგვისტოს წარდგენილ №4--- საბანკო ინფორმაციას შორის გამოვლინდა შეუსაბამობები. შესაბამისად, ზ-------–------–---–ს, გამოვლენილ შეუსაბამობებთან მიმართებით ეთხოვა დოკუმენტაციის და წერილობითი განმარტებების წარდგენა.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს 2018 წლის 22 აგვისტოს №გ---- წერილი (ს.ფ. 207-208).
3.1.6. 2018 წლის 22 აგვისტოს №გ---- წერილის პასუხად, 2018 წლის 31 აგვისტოს ზ-------–------–---–მა სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს გამოვლენილ შეუსაბამობებთან მიმართებით წერილობითი განმარტება წარუდგინა.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- ზ-------–------–---–ის 2018 წლის 31 აგვისტოს №5----–ერილი (ს.ფ. 209-210).
3.1.7. 2018 წლის 10 სექტემბერს სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ, ჭ--------ის მ----–----–------ის მე----ს ი--------------------------------------------------–---–-----ს ს---------------------ის - ზ-------–------–---–ის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის შედეგების შესახებ, შედგა №2-- დასკვნა, რომლითაც დადგინდა შემდეგი არსებითი ხასიათის დარღვევები: 1) დეკლარაციის მიხედვით, ზ-------–------–---–ის და მისი ოჯახის წევრების სახელზე საბანკო ანგარიში არ არის დაფიქსირებული, მის მიერ წარმოდგენილი საბანკო დოკუმენტაციით, ზ-------–------–---–ის და მისი ოჯახის წევრების სახელზე ფიქსირდება სამი საბანკო ანგარიში: - ზ-------–------–---–ი, სს „საქართველოს ბანკი“, სახელფასო, ანგ: G---------------------; - მ---------ძე, სს „საქართველოს ბანკი“, სადებეტო ანგარიში, ანგ: G--------------------0; - მ---------ძე, სს „საქართველოს ბანკი“, ანგ: G--------------------0; 2) დეკლარაციის მიხედვით ზ-------–------–---–ს დაფიქსირებული აქვს ინფორმაცია შპს „გ-----ო“-ში მ---------ძის დ--------------ის შესახებ, თუმცა დეკლარაციაში დაფიქსირებული არ არის მ---------ძის მიერ შპს-ში 5---იანი წილის ფლობის ფაქტი, ასევე დეკლარაციაში დაფიქსირებული არ არის ინფორმაცია მ---------ძის ინდ/მეწარმეობის შესახებ, რომელიც რეგისტრირებულია 2011 წელს.
აღნიშნული დასკვნით დეკლარაციების მონიტორინგის დეპარტამენტმა, მიზანშეწონილად მიიჩნია „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის 181 მუხლის მე-12 პუნქტის და საქართველოს მთავრობის 2017 წლის 14 თებერვლის №81 დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, აღნიშნული დეკლარაცია შეფასდეს უარყოფითად და „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის 181 მუხლის მე-11 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2017 წლის 14 თებერვლის №81 დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება დეკლარაციაში არსებითი დარღვევების არსებობის შესახებ.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს 2018 წლის 10 სექტემბრის №2-- დასკვნა (ს.ფ. 141-144).
3.1.8. სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის 2018 წლის 11 სექტემბრის №2------ განკარგულებით, ჭ--------ის მ----–----–------ის მე----ს ი--------------------------------------------------–---–-----ს ს---------------------ის - ზ-------–------–---–ის მიერ 2018 წლის 19 თებერვალს წარდგენილ ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში სრული და სწორი მონაცემების შეტანისა და საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის მონიტორინგის განხორციელების საფუძველზე, ამავე დეკლარაციაში არასრული და არასწორი მონაცემების გამოვლენის შედეგად მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში დარღვევის არსებობის შესახებ და ზ-------–------–---–ი დაჯარიმდა 5-- (ხ-------) ლარით (თანამდებობრივი სარგოს 20%-ით, მაგრამ არანაკლებ 5-- ლარისა).
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის 2018 წლის 11 სექტემბრის №2------ განკარგულება (ს.ფ. 140).
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ზ-------–------–---–ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს მთავრობის 2017 წლის 14 თებერვლის №81 დადგენილებით დამტკიცებული „შესამოწმებელი თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის ინსტრუქცია“.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
მითითებული ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე, სასამართლოს მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის 2018 წლის 11 სექტემბრის №2------ განკარგულება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ და სხვა ნორმატიული აქტების შესაბამის ნორმებთან.
6.2. სასამართლო მოიხმობს „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონს (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), რომელიც ადგენს საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის თავიდან აცილების, გამოვლენისა და აღკვეთის და კორუფციული სამართალდარღვევის ჩამდენ პირთა პასუხისმგებლობის ძირითად პრინციპებს, სამართლებრივი რეგლამენტაციის საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე არეგულირებს თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების წარდგენის, წარდგენილი დეკლარაციების მონიტორინგის პირობებსა და მექანიზმს, აგრეთვე მამხილებელთა დაცვის, ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების ძირითად საფუძვლებს.
ამავე საკანონმდებლო აქტის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ფ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის ტერმინში „თანამდებობის პირი“ იგულისხმება მ----–----–------ის მერი, მისი პირველი მოადგილე და მოადგილე, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, რ----------------–ი და მისი მოადგილე, რაიონის გ-------ის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, მ----–----–------ის საკრებულოს თავმჯდომარე და მისი მოადგილე, მ----–----–------ის საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე, მ----–----–------ის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე, ქალაქ თბილისის მ----–----–------ის რ----------------–ი და მისი მოადგილე, რაიონის გ-------ის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.
მითითებული საკანონმდებლო აქტის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, თანამდებობის პირი ვალდებულია თანამდებობაზე ყოფნის განმავლობაში ყოველწლიურად, წინა დეკლარაციის შევსების თვის შესაბამისი თვის განმავლობაში შეავსოს და წარადგინოს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2018 წლის 19 თებერვალს, ჭ--------ის მ----–----–------ის მე----ს ი--------------------------------------------------–---–-----ს ს---------------------მა - ზ-------–------–---–მა შეავსო და სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს წარუდგინა №1----- თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის 181 მუხლით განსაზღვრულია თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში სრული და სწორი მონაცემების შეტანის და დეკლარაციის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის მონიტორინგის წესი, რომლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის დაწყების ერთ-ერთი საფუძველია დასაბუთებული წერილობითი მიმართვა. მითითებული სამართლებრივი ნორმის მე-9 პუნქტის თანახმად, თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგი ხორციელდება შევსებულ დეკლარაციაში არსებული მონაცემების სისწორის საჯარო დაწესებულებების მიერ ადმინისტრირებულ ელექტრონულ ბაზებში გადამოწმებით, თანამდებობის პირის მიერ ბიუროსთვის წარდგენილი ან/და სხვა წერილობითი მტკიცებულების გადამოწმებით, აგრეთვე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-16–მე-19 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული ორგანოების ურთიერთდახმარების ვალდებულების შესრულებით, ხოლო მე-11 პუნქტის შესაბამისად, თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის შედეგად ბიურო იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყევტილებას: ა) თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში დარღვევის არარსებობის შესახებ; ბ) თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში დარღვევის არსებობის შესახებ; გ) თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში არაარსებითი დარღვევის არსებობის შესახებ.
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ 2018 წლის 18 ივლისს არასამთავრობო ორგანიზაცია „ს-------–--------------------–----------------–--მ“ №4--- წერილით მიმართა სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს და ზ-------–------–---–ის მიერ წარდგენილი ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შემოწმება მოითხოვა. აღნიშნული მიმართვის საფუძველზე, საჯარო სამსახურის ბიურომ „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის 181 მუხლისა და საქართველოს მთავრობის 2017 წლის 14 თებერვლის №81 დადგენილებით დამტკიცებული „შესამოწმებელი თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის ინსტრუქციის“ შესაბამისად, დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება ჭ--------ის მ----–----–------ის მე----ს ი--------------------------------------------------–---–-----ს ს---------------------ის ზ-------–------–---–ის მიერ 2018 წლის 19 თებერვალს წარდგენილი №1----- ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შემოწმების მიზნით.
დადგენილია ასევე, რომ სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის 2018 წლის 11 სექტემბრის №2------ განკარგულებით, ჭ--------ის მ----–----–------ის მე----ს ი--------------------------------------------------–---–-----ს ს---------------------ის - ზ-------–------–---–ის მიერ 2018 წლის 19 თებერვალს წარდგენილ ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში სრული და სწორი მონაცემების შეტანისა და საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის მონიტორინგის განხორციელების საფუძველზე, ამავე დეკლარაციაში არასრული და არასწორი მონაცემების გამოვლენის შედეგად მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში დარღვევის არსებობის შესახებ და ზ-------–------–---–ი დაჯარიმდა 5-- (ხ-------) ლარით (თანამდებობრივი სარგოს 20%-ით, მაგრამ არანაკლებ 5-- ლარისა).
მოსარჩელე მიუთითებს, რომ მისი მეუღლე - მ---------ძე რეგისტრირებულია ინდ. მეწარმედ, თუმცა დეკლარაციის შევსების თარიღამდე 5 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ბრუნვა არ ჰქონია და ტრანზაქცია არ განუხორციელებია, ხოლო გამოვლენილი სხვა დარღვევები განპირობებული იყო დეკლარაციის შევსების ტექნიკური სირთულით.
6.3. სასამართლო მოიხმობს საქართველოს მთავრობის 2017 წლის 14 თებერვლის N81 დადგენილებით დამტკიცებულ ,,შესამოწმებელი თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის ინსტრუქციას“, რომელიც შემუშავებულია ,,საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საჯარო სამსახურის ბიუროს (შემდგომში - ბიურო) მიერ თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის (შემდგომში - დეკლარაცია) მონიტორინგის განხორციელების წესსა და პროცედურას.
მითითებული ინსტრუქციის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დეკლარაციის მონიტორინგი ხორციელდება შევსებულ დეკლარაციაში მითითებული მონაცემების სისრულისა და სიზუსტის შემოწმებით, ამ ინსტრუქციის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ მონაცემთა ბაზებში არსებულ მონაცემებთან შედარებისა და ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მოპოვებული ინფორმაციის გამოკვლევის გზით.
,,შესამოწმებელი თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის ინსტრუქციის“ მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დასაბუთებული წერილობითი განცხადების განხილვის შედეგად მიღებული გადაწყვეტილების შესახებ დაინტერესებული პირს ეცნობება კანონმდებლობით დადგენილი წესით. აღნიშნული ინფორმაცია ამავდროულად აისახება მონიტორინგის შედეგების თაობაზე მომზადებულ დასკვნაში.
განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მასალებით ირკვევა, რომ 2018 წლის 10 სექტემბერს სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს მონიტორინგის დეპარტამენტმა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში ასახული მონაცემების, საჯარო დაწესებულებების მიერ ადმინისტრირებულ ელექტრონულ ბაზებში გადამოწმებით, ზ-------–------–---–ის მიერ ბიუროსათვის წარდგენილი დოკუმენტებისა და განმარტებების საფუძველზე, შეადგინა №2-- დასკვნა, რომლის თანახმად, 2018 წლის 1-----------–-- №1----- დეკლარაცია შედგენილი იყო არსებითი ხასიათის დარღვევებით. კერძოდ, დადგინდა შემდეგი არსებითი ხასიათის დარღვევები: 1) დეკლარაციის მიხედვით, ზ-------–------–---–ის და მისი ოჯახის წევრების სახელზე საბანკო ანგარიში არ არის დაფიქსირებული, მის მიერ წარმოდგენილი საბანკო დოკუმენტაციით, ზ-------–------–---–ის და მისი ოჯახის წევრების სახელზე ფიქსირდება სამი საბანკო ანგარიში: - ზ-------–------–---–ი, სს „საქართველოს ბანკი“, სახელფასო, ანგ: G---------------------; - მ---------ძე, სს „საქართველოს ბანკი“, სადებეტო ანგარიში, ანგ: G--------------------0; - მ---------ძე, სს „საქართველოს ბანკი“, ანგ: G--------------------0; 2) დეკლარაციის მიხედვით ზ-------–------–---–ს დაფიქსირებული აქვს ინფორმაცია შპს „გ-----ო“-ში მ---------ძის დ--------------ის შესახებ, თუმცა დეკლარაციაში დაფიქსირებული არ არის მ---------ძის მიერ შპს-ში 5---იანი წილის ფლობის ფაქტი, ასევე დეკლარაციაში დაფიქსირებული არ არის ინფორმაცია მ---------ძის ინდ/მეწარმეობის შესახებ, რომელიც რეგისტრირებულია 2011 წელს.
სასამართლო მიუთითებს ,,საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლზე, რომელიც ითვალისწინებს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში მისათითებელი ინფორმაციის დეტალურ ჩამონათვალს. მითითებული სამართლებრივი ნორმის „ზ“ და „ი“ პუნქტების შესაბამისად, თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია შეიცავს შემდეგ ინფორმაციას პირისა და მისი ოჯახის წევრების შესახებ: ზ) საქართველოს ან სხვა ქვეყნის საბანკო ან/და სხვა საკრედიტო დაწესებულებაში არსებული ანგარიში ან/და შენატანი, რომლის განკარგვის უფლებაც აქვს პირს ან მისი ოჯახის წევრს, – ანგარიშის ან/და შენატანის განმკარგავი პირის ვინაობა, საბანკო ან/და სხვა საკრედიტო დაწესებულების დასახელება, ანგარიშის ან/და შენატანის სახეობა, ანგარიშზე ან/და შენატანზე არსებული ნაშთი (კრედიტი ან დებეტი); ი) საქართველოში ან სხვა ქვეყანაში სამეწარმეო საქმიანობაში პირის, მისი ოჯახის წევრის პირდაპირი მონაწილეობა და არაპირდაპირი მონაწილეობა. საწარმოს საქმიანობაში პირდაპირი მონაწილეობისას: საწარმოს საქმიანობაში მონაწილე პირი, მონაწილეობის ფორმა, პარტნიორების სახელები და გვარები (იურიდიული პირის შემთხვევაში – სრული საფირმო სახელწოდება და იურიდიული მისამართი), საწარმოს სრული საფირმო სახელწოდება და იურიდიული მისამართი, მარეგისტრირებელი ორგანო და რეგისტრაციის თარიღი, წილის პროცენტული ოდენობა, საწარმოს კაპიტალის ოდენობა, მონაწილეობის პერიოდი და საანგარიშო წლის განმავლობაში საწარმოდან მიღებული შემოსავლის ოდენობა. საწარმოს საქმიანობაში არაპირდაპირი მონაწილეობისას: სხვა საწარმოს სრული საფირმო სახელწოდება, საქმიანობის სახეობა, პარტნიორების სახელები და გვარები (იურიდიული პირის შემთხვევაში – სრული საფირმო სახელწოდება და იურიდიული მისამართი), სხვა საწარმოს კაპიტალში საწარმოს წილის პროცენტული ოდენობა.
კონკრეტულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მასალებით ირკვევა და მოსარჩელე მხარეც სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ მის მიერ 2018 წლის 19 თებერვალს წარდგენილი №1----- თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში, არსებობის მიუხედავად, არ იყო მითითებული ინფორმაცია ზ-------–------–---–ის და მისი ოჯახის წევრის სახელზე არსებული საბანკო ანგარიშების თაობაზე, დეკლარაცია ასევე, არ შეიცავდა ინფორმაციას ზ-------–------–---–ის მეუღლის - მ---------ძის მიერ შპს „გ-----ო“-ში 5---იანი წილის ფლობის ფაქტზე.
სასამართლო მიუთითებს „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-181 მუხლის მე-131 პუნქტზე, რომლის თანახმადაც, ამ მუხლის მე-11 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში არაარსებითი დარღვევის არსებობის შესახებ გადაწყვეტილებას ბიურო იღებს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში შემდეგი ცდომილებების არსებობისას: ა) საკუთრებაში უძრავი ქონების არსებობის შემთხვევაში დეკლარაციაში მითითებული საცხოვრებელი ფართობის ცდომილება არ აღემატება რეგისტრირებული ფართობის 20%-ს, მაგრამ არაუმეტეს 40 კვ. მ-ისა; არასაცხოვრებელი ფართობის ცდომილება არ აღემატება რეგისტრირებული ფართობის 20%-ს, მაგრამ არაუმეტეს 20 კვ. მ-ისა; არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ფართობის ცდომილება არ აღემატება რეგისტრირებული ფართობის 10%-ს, მაგრამ არაუმეტეს 100 კვ. მ-ისა; სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ფართობის ცდომილება არ აღემატება რეგისტრირებული ფართობის 20%-ს, მაგრამ არაუმეტეს 5-- კვ. მ-ისა; უძრავი ქონება შეცდომით მითითებულია თანამდებობის პირის ოჯახის წევრის საკუთრებად ან/და თანამდებობის პირია მითითებული იმ ქონების მესაკუთრედ, რომლის მესაკუთრეც მისი ოჯახის წევრია, აგრეთვე მითითებულია არასწორი ინფორმაცია თანამესაკუთრის შესახებ; ბ) საქართველოს ან სხვა ქვეყნის საბანკო ან/და სხვა საკრედიტო დაწესებულებაში ანგარიშის ან/და შენატანის არსებობის შემთხვევაში, რომლის განკარგვის უფლებაც აქვს პირს ან მისი ოჯახის წევრს, არსებული ნაშთის/ნაშთების გრაფაში ჯამური ცდომილებაა არაუმეტეს 5-- ლარისა; საქართველოს ან სხვა ქვეყნის საბანკო ან/და სხვა საკრედიტო დაწესებულებაში არსებული ანგარიში ან/და შენატანი, რომლის განკარგვის უფლებაც აქვს პირს ან მისი ოჯახის წევრს, დეკლარირებული არ არის, თუმცა ვლინდება, რომ საანგარიშო პერიოდის განმავლობაში მასზე ბრუნვა არ დაფიქსირებულა ან სხვა სახის საბანკო ტრანზაქცია არ განხორციელებულა ან ფიქსირდება ბრუნვა, მაგრამ არაუმეტეს 100 ლარისა; გ) საქართველოში ან სხვა ქვეყანაში საწარმოს საქმიანობაში პირის, მისი ოჯახის წევრის პირდაპირი მონაწილეობის და არაპირდაპირი მონაწილეობის შესახებ ინფორმაციაში მითითებული არ არის საწარმო, რომელშიც თანამდებობის პირი, მისი ოჯახის წევრი პირდაპირ ან/და არაპირდაპირ მონაწილეობს და რომელსაც დეკლარაციის შევსების თარიღამდე 5 წლის ან 5 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ბრუნვა არ ჰქონია და ტრანზაქცია არ განუხორციელებია ან ფიქსირდება ბრუნვა წლის განმავლობაში არაუმეტეს 100 ლარისა; დ) საქართველოში ან სხვა ქვეყანაში თანამდებობის პირის, მისი ოჯახის წევრის მიერ ნებისმიერი ანაზღაურებადი სამუშაოს შესრულების შემთხვევაში დეკლარაციაში მითითებულ ანაზღაურებასა და რეალურ მონაცემებს შორის ცდომილებაა არაუმეტეს 5-- ლარისა; ე) საქართველოში ან სხვა ქვეყანაში თანამდებობის პირის, მისი ოჯახის წევრის მიერ ნებისმიერი ხელშეკრულების დადების შემთხვევაში ხელშეკრულებით მიღებული მატერიალური შედეგის დაანგარიშებისას აღმოჩენილი ცდომილებაა არაუმეტეს 1000 ლარისა.
ამავე მუხლის მე-12 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-11 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარების დეკლარაცია უარყოფითად ფასდება ბიუროს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის წარუდგენლობის ან დეკლარაციაში არასრული და არასწორი მონაცემების, აგრეთვე ამ კანონთან და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონთან შეუსაბამო მონაცემის არსებობის გამოვლების შემთხვევაში.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების საფუძველზე, სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებელი ცალსახად და ამომწურავად განსაზღვრავს პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში არსებული იმ ცდომილებების ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც ბიურო იღებს გადაწყვეტილებას არაარსებითი დარღვევის არსებობის შესახებ.
ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან მოსარჩელის 2018 წლის 1-----------–-- ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია არ შეიცავდა ინფორმაციას მისი და მისი ოჯახის წევრის სახელზე არსებულ საბანკო ანგარიშებზე (საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ანგარიშებზე ფიქსირდება ბრუნვა, რომელიც აღემატება 100 ლარს) და მეუღლის შპს „გ-----ო“-ში 5---იანი წილის ფლობის ფაქტზე, აღნიშნული წარმოადგენდა არსებითი ხასიათის დარღვევას, შესაბამისად, არსებობდა დეკლარაციის უარყოფითად შეფასების და ზ-------–------–---–ის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში დარღვევის არსებობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი. ამასთან, საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ მოსარჩელის მითითება დეკლარაციის შევსების ტექნიკურ სირთულეზე, ვერ გახდება ზ-------–------–---–ის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველი, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც მის მიერ ვერ იქნა მითითებული და დასაბუთებული ბრალეულობის გამომრიცხავი რაიმე გარემოება.
რაც შეეხება 2018 წლის 10 სექტემბრის №2-- დასკვნაში მითითებულ დარღვევას ზ-------–------–---–ის მეუღლის ინდ. მეწარმეობის შესახებ ინფორმაციის დეკლარაციაში ასახვასთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხეს არ გამოუკვლევია დეკლარაციის შევსების თარიღამდე 5 წლის ან 5 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ბრუნვის არსებობის თაობაზე, ზემოხსენებული გარემოებების გათვალისწინებით, აღნიშნული არ წარმოადგენს ისეთი სახის დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება, შესაბამისად, არ არსებობს სადავო აქტის ბათილად ცნობის საფუძველი. ამდენად, სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ გადახდილია დავის საგნის მოცულობის პროპორციულად. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელწიფო ბაჟი უნდა დარჩეს უცვლელად და ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 22-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ზ-------–------–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. 7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. N6) 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე ნანა დარასელია