განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 3-----------------
საქმე #1--------
გამოძიების #0-----------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
4 აპრილი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - ხათუნა ხარჩილავა
სხდომის მდივანი - თეიმურაზ სულაძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ნ---------------–-–---–-
დაცვის მხარე:
ბრალდებული - გ------- ხ-------- ძე გ----------ი, - საქართველოს მოქალაქე, პირადი #0----------, დაბადებული 1--- წლის 1-----–---- ნასამართლობის არმქონე, ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–---- ო. დ--------- ქუჩა #-
ადვოკატი - ე----- კ-------------
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტები (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით ორი არასრულწლოვნის მიმართ) და სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ).
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1.წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. 2018 წლის გაზაფხულზე, საღამოს საათებში, გ------- გ----------ი იმყოფებოდა თ---–--–-- დ--------- ქუჩა #--ში, რა დროსაც დის - თ---- გ----------ის შვილებს, არასრულწლოვან 9 წლის ბ------–---- ბ---–---–ს და 10 წლის ბ-------- ბ---–---–ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ორივეს დაარტყა ხელი სახის არეში, რის შედეგადაც დაზარალებულებმა განიცადეს ფიზიკური ტკივილი.
1.2. 2018 წლის 26 აგვისტოს, დაახლოებით 16:00 საათზე, გ------- გ----------ი იმყოფებოდა თ---–--–-- დ--------- ქუჩა #--ში, რა დროსაც დას - თ---- გ----------ს არასრულწლოვანი შვილების: 9 წლის ბ------–---- ბ---–---–ის და 10 წლის ბ-------- ბ---–---–ის თანდასწრებით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, მოუჭირა მარცხენა მკლავზე ხელი და რამდენჯერმე ძლიერად დაქაჩა, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2.ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ოჯახში ძალადობა, ჩადენილი წინასწარი შეცნობით ორი არასრულწლოვნის მიმართ (2018 წლის გაზაფხულის ეპიზოდი)
ბრალდების მხარის მტკიცებულებები:
2.1. თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის წერილის თანახმად, 2018 წლის 20 სექტემბერს დიდუბე-ჩუღურეთის სერვის ცენტრის ცხელ ხაზზე დაფიქსირდა ინფორმაცია, რომელიც ეხებოდა არასრულწლოვნების ბ-------- და ბ------–---- ბ---–---–ების მიმართ დედის - თ---- გ----------ის მხრიდან განხორციელებულ სავარაუდო ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას. სოციალური მუშაკის ოჯახში ვიზიტისას გაირკვა, რომ ბავშვები ბიძის - გ------- გ----------ის მხრიდან არიან ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის მსხვერპლნი.
2.2. 2018 წლის 22 სექტემბერს დაიწყო გამოძიება გ------- გ----------ის მხრიდან არასრულწლოვანი დისშვილების ბ-------- და ბ------–---- ბ---–---–ების და დის თ---- გ----------ის მიმართ ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის ფაქტზე.
2.3. სოციალური მუშაკის თ-------უ-–---–---–-- ჩვენების მიხედვით, 2018 წლის 20 სექტემბერს, დიდუბე-ჩუღურეთის სერვის ცენტრის ცხელ ხაზზე პოლიციელის მიერ დაფიქსირდა შეტყობინება. შეტყობინების თანახმად, თ---- გ----------ი სავარაუდოდ ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდა არასრულწლოვან შვილებზე ბ-------- და ბ------–---- ბ---–---–ებზე. თავის მხრივ ეს ინფორმაცია პოლიციას მიაწოდა გ------- გ----------მა. მიღებული შეტყობინების საფუძველზე თ-------უ-–---–---–- გამოცხადდა თ---- გ----------ის ოჯახში და უშუალოდ გაესაუბრა როგორც თ---- გ----------ს, ასევე არასრულწლოვნებს. თ-------უ-–---–---–-- ჩვენებით, თ---- გ----------ს ყურადღება არ გაუმახვილებია გ------- გ----------ის მხრიდან არასრულწლოვანების ბ-------- და ბ------–---- ბ---–---–ების მიმართ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტებზე. ასევე ბ-------- ბ---–---–საც ფიზიკური ძალადობის შესახებ ისტორია არ მოუყოლია, თუმცა მოწმეს დაუდასტურა, რომ ბიძა - გ------- გ----------ი ხშირად უყვირის მას და მის ძმას ბ------–---- ბ---–---–ს. მოწმის ჩვენებით, მას ბ------–---- ბ---–---–მა განუცხადა, რომ ერთხელ დედმამიშვილებმა იჩხუბეს, ამის გამო ბ------–---- დასაჯა ბიძამ გ------- გ----------მა, კისერში წაუჭირა ხელი და სახეშიც გააარტყა.
2.4. სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნის თანახმად, ბ-------- ბ---–---–ს პირადი შემოწმებისას აღენიშნებოდა დაზიანება მარცხენა ბარძაყის მიდამოში სისხლნაჟღენთის სახით. სისხლნაჟღენთი განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით სისხლნაჟღენთი დაახლოებით 2-4 დღისაა. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, შესამოწმებელი პირი შემოწმებული იქნა 24.09.2018 წელს. შესამოწმებლის გადმოცემით გადმოვარდა ,,სქეიბორდიდან“.
2.5. სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნის თანახმად, ბ------–---- ბ---–---–ს პირადი შემოწმებისას აღენიშნებოდა დაზიანება მარცხენა იდაყვის სახსრის უკანა ზედაპირზე ნაჭდევის სახით. ნაჭდევი განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით სისხლნაჟღენთი დაახლოებით 2-3 დღისაა. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, შესამოწმებელი პირი შემოწმებული იქნა 24.09.2018 წელს. შესამოწმებლის გადმოცემით გადმოვარდა ,,ველოსიპედიდან“.
2.6. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 52-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, 14 წლამდე ასაკის პირის გამოკითხვა/დაკითხვა შეიძლება ჩატარდეს მხოლოდ მისი კანონიერი წარმომადგენლის თანხმობითა და თანდასწრებით. არასრულწლოვანმა დაზარალებულებმა ბ-------- ბ---–---–მა და ბ------–---- ბ---–---–მა სასამართლო სხდომაზე უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე. მათი ამ პოზიციიდან გამომდინარე საპროცესო წარმომადგენელმა უარი განაცხადა არასრულწლოვნების დაკითხვაზე.
2.7. დაზარალებულმა თ---- გ----------მა ისარგებლა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მინიჭებული იმუნიტეტით და უარი განაცხადა ძმის - გ------- გ----------ის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ (2018 წლის 26 აგვისტოს ეპიზოდი)
2.8. სოციალური მუშაკის თ-------უ-–---–---–-- ჩვენების მიხედვით, 2018 წლის 20 სექტემბერს, თ---- გ----------ის სახლში ვიზიტის დროს, გაესაუბრა როგორც თ---- გ----------ს, ასევე მის არასრულწლოვან შვილებს ბ------–---- და ბ-------- ბ---–---–ებს. თ---- გ----------მა სოციალურ მუშაკს განუცხადა, რომ მიმდინარე თვეში, არასრულწლოვანმა ბ-------- და ბ------–---- ბ---–---–მა ერთმანეთში იჩხუბეს, ბ-------- ეზოში ტიროდა, თ---- გ----------მა შვილს სთხოვა შეეწყვიტა ტირილი და სახლში შესულიყო, ამ დროს ეზოში გამოვიდა გ------- გ----------ი, რომელმაც თ---- გ----------ს დაუწყო ჩხუბი თუ რატომ ტიროდა ბ-------- ბ---–---–ი და ხელებით ყელში მოუჭირა. მოწმის ჩვენებით, მას ბ-------- ბ---–---–მა დედის ტელეფონში აჩვენა ფოტო, ფოტოზე თ---- გ----------ს მკლავის არეში ჰქონდა სილურჯეები. ბ-------- ბ---–---–ის გადმოცემით, დედის მკლავზე არსებული დაზიანება, რაც აღბეჭდილი იყო მობილურის ფოტოზე, მიაყენა გ------- გ----------მა.
2.9. 2018 წლის 22 სექტემბერს, თ---- გ----------თან ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი. საგამოძიებო ექსპერიმენტის ფარგლებში თ---- გ----------მა გამომძიებელს განუმარტა, რომ 2018 წლის 26 აგვისტოს დაახლოებით 16:00 საათზე ძმამ გ------- გ----------მა სიტყვიერი კონფლიქტის დროს ხელი მოკიდა მარცხენა მკლავის არეში და ძლიერად დაიქნია, რა დროსაც განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2.10. 2018 წლის 27 სექტემბერს თ---- გ----------ის მოთხოვნით გ------- გ----------ის მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერი. თ---- გ----------ი აცხადებდა, რომ 1 თვის წინ, 26 აგვისტოს, გ------- გ----------მა მასზე იძალადა ფიზიკურად არასრულწლოვნების ბ-------- ბ---–---–ის და ბ------–---- ბ---–---–ის თანდასწრებით.
2.11. სამედიცინო ექსპერტიზის #--------- დასკვნის თანახმად, თ---- გ----------ს 2018 წლის 24 სექტემბერს პირადი შემოწმებისას მექანიკური დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა.
2.12. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ ,,112-ის“ წერილის მიხედვით, 2018 წლის 26 აგვისტოს ,,112-ში“ დაფიქსირდა შეტყობინება, მოქალაქე თ---- გ----------ს სურდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის გამოძახება თ---–--–-- ორდე დ--------- ქუჩა #--ში.
2.13. გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ შეტყობინების საფუძველზე პატრულ-ინსპექტორი ვ------- ნ--------ე 2018 წლის 26 აგვისტოს გამოცხადდა თ---–--–-- ორდე დ--------- ქუჩა #--ში, შეადგინა როგორც რეაგირების და ახსნა - განმარტების ოქმები, ასევე გამოსცა შემაკავებელი ორდერი გ------- გ----------ის მიმართ. აღნიშნული დოკუმენტებით დგინდება, რომ 2018 წლის 26 აგვისტოს გ------- გ----------ის მხრიდან ადგილი ჰქონდა მხოლოდ სიტყვიერ შეურაცხყოფას და არა ფიზიკურ ძალადობას:
2.13.1. 26.08.2018 წლის რეაგირების ოქმის მიხედვით, მიმდინარე წლის 26 აგვისტოს, 18:19 საათზე, ორდე დ--------- ქუჩა #--ში, ჩუღურეთის მე-2 ოცეულის ეკიპაჟი 3-- გავიდა შეტყობინებაზე ოჯახურ კონფლიქტთან დაკავშირებით. პატრულ-ინსპექტორებმა შეტყობინების ინიციატორთან კომუნიკაციის გზით გამოავლინეს გ------- გ----------ის მხრიდან თ---- გ----------ის მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტი.
2.13.2. 2018 წლის 26 აგვისტოს, გ------- გ----------ის მიმართ გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი 30 დღის ვადით თ---- გ----------ზე განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტზე.
2.13.3. 2018 წლის 26 აგვისტოს, თ---- გ----------ს პატრულ-ინსპექტორმა ჩამოართვა ახსნა-განმარტება. თ---- გ----------მა ახსნა-განმარტებაში მიუთითა, რომ ძმა გ------- გ----------ი აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ლანძღავდა უშვერი სიტყვებით, ეუბნებოდა, რომ იყო ცუდი დედა, აღნიშნულის გამო თ---- გ----------ი განიცდიდა ფსიქოლოგიურ სტრესს. იგივე ახსნა-განმარტებაში თ---- გ----------მა მიუთითა, რომ გ------- გ----------ის მხრიდან ფიზიკურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია.
2.14. პატრულ-ინსპექტორის ვ------- ნ--------ის ჩვენებით, 2018 წლის 26 აგვისტოს შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდა თ---–--–-- ორდე დ--------- ქუჩა #--ში. თ---- გ----------ის განცხადებით, ძმის გ------- გ----------ის მხრიდან ადგილი ჰქონდა ფსიქოლოგიურ ძალადობას. გ------- გ----------ის მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერი. მისამართზე იმყოფებოდნენ თ---- გ----------ის არასრულწლოვანი შვილები. ბავშვებს, ისევე როგორც თ---- გ----------ს პატრულ-ინსპექტორებისთვის არ განუცხადებიათ ფიზიკური ძალადობის შესახებ.
2.15. პატრულ-ინსპექტორების ა-–---------- ჭ----–---–ის და მ------ გ---–-----ის ჩვენებების მიხედვით, 2018 წლის 26 აგვისტოს, შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდნენ თ---–--–-- ორდე დ--------- ქუჩა #--ში. შეტყობინების ინიციატორი თ---- გ----------ი აღნიშნავდა, რომ ძმამ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ასახელებდა სიტყვიერი შეურაცხყოფის მიზეზს, თ. გ----------ის განმარტებით ძმა გ------- გ----------ი მიიჩნევდა, რომ იგი, როგორც დედა ბავშვებს სათანადო ყურადღებას არ აქცევდა და ამის გამო ლანძღავდა. პრევენციის მიზნით შედგა შემაკავებელი ორდერი გ------- გ----------ის მიმართ. თ---- გ----------ს ფიზიკური ძალადობის ფაქტი არ დაუდასტურებია.
2.16. ძალადობის ამ ეპიზოდშიც დაზარალებულებმა თ---- გ----------მა, არასრუწლოვნებმა ბ-------- ბ---–---–მა და ბ------–---- ბ---–---–მა სასამართლოში უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე.
2.17. ბრალდებულმა გ------- გ----------მა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ სცნო და განმარტა, ცხოვრობს დედასთან და დასთან თ-- გ----------თან ერთად. მეზობლად ცხოვრობს და თ---- გ----------ი არასრულწლოვან შვილებთან ბ------–---- და ბ-------- ბ---–---–ებთან. ბავშვები იზრდებიან მამის გარეშე, ამიტომ გ------- გ----------ი განსაკუთრებით ზრუნავს დისშვილებზე. ბრალდებულის ჩვენებით, არასდროს მიუყენებია ფიზიკური შეურაცხყოფა არასრულწლოვანი დისშვილებისთვის. ბრალდებულმა გ------- გ----------მა დაადასტურა 2018 წლის 26 აგვისტოს დასთან თ---- გ----------თან ბავშვების აღზრდასთან დაკავშირებით სიტყვიერი კონფლიქტი, თუმცა კატეგორიულად გამორიცხა თ---- გ----------ის მიმართ ფიზიკური ძალადობა.
2.18.ბრალდებულის დის თ-- გ----------ის ჩვენებით, 2018 წლის 26 აგვისტოს თ---- გ----------ის ეზოდან შემოესმა დისშვილის ბ-------- ბ---–---–ის კივილის ხმა, ის და მისი ძმა გ------- გ----------ი გავიდნენ ეზოში ვითარებაში გარკვევის მიზნით. გ------- გ----------მა სცადა სიტუაციაში გარკვევა, ამავე დროს თ---- გ----------ს მისცა შენიშვნა თუ რატომ ყვიროდნენ ეზოში. თ---- გ----------ი გაბრაზდა გ------- გ----------ის მიერ გამოთქმულ შენიშვნაზე, გამოთქვა პროტესტი თუ რატომ ერეოდა შვილთან ურთიერთობაში და დაემუქრა პატრულის გამოძახებით. მოწმის ჩვენებით, ის და მისი ძმა გ------- გ----------ი განერიდნენ სიტუაციას, გ------- გ----------ს თ---- გ----------ისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია, ბრალდებულის ჩარევა გამოიხატა მხოლოდ სიტყვიერ შენიშვნაში.
2.19. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლში კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა. ფიზიკური ძალადობა ობიექტური მხრივ გამოიხატება ქმედებაში, შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ქმედების ოჯახში ძალადობად კვალიფიკაციისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქმედების ძალადობრივ ხასიათს და გამოწვეულ შედეგს, ფიზიკურ ტკივილს. მოცემულ შემთხვევაში გამოკვლეული მტკიცებულებებით ვერ იქნა დადასტურებული ფიზიკური ძალადობის მატერიალური ფაქტი ვერცერთ ეპიზოდში. სასამართლო სამართლებრივად და პროცესუალურად მოკლებულია შესაძლებლობას პირდაპირი მტკიცებულების გარეშე, მხოლოდ ერთი ირიბი მოწმის - სოციალური მუშაკის თ-------უ-–---–---–-- ჩვენების საფუძველზე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადგინოს ძალადობის მატერიალური ფაქტი, დანაშაულის ჩადენის დრო, ხერხი და ვითარება, მით უფრო იმ პირობებში, როცა ირიბი მოწმის ზეპირ ჩვენებაში გამოვლენილი იქნა ფაქტობრივი წინააღმდეგობები. მოწმის ჩვენებით, 2018 წლის 20 სექტემბერს თ---- გ----------ი გაენდო, რომ ძმამ გ------- გ----------მა მიმდინარე თვეში მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ბრალის დადგენილებით ძალადობა ჩადენილი იყო არა სექტემბრის არამედ აგვისტოს თვეში, გარდა ამისა, თ---- გ----------ი სოციალურ მუშაკთან კომუნიკაციის დროს მიუთითებდა ძალადობის კონკრეტულ ლოკალურ ადგილზე - კისრის არეზე, თუმცა ბ-------- ბ---–---–ის მიერ მოწმისთვის წარდგენილ მობილურ ტელეფონში და პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში სხვა ლოკალური ადგილია მითითებული - მკლავის არე. დაზარალებულების თ---- გ----------ის და ბ-------- ბ---–---–ის მიერ სოციალური მუშაკისთვის მიწოდებული ინფორმაცია კიდევ უფრო არადამაჯერებელი გახადა გამომძიებლის ი-----–- ზ--------ს ჩვენებამ. გამომძიებელმა ზეპირ ჩვენებაში განმარტა, რომ გამოკითხვის დროს და მას შემდეგ, თ---- გ----------ს ფოტომტკიცებულება გამომძიებლისთვის არ უჩვენებია და არც მიუთითიებია, რომ ამგვარი მტკიცებულება არსებობდა.
2.20. „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის 55-ე მუხლის თანახმად, ფიზიკური ძალადობის დანაშაულის გამოძიება ან სისხლისსამართლებრივი დევნა არ უნდა იყოს მთლიანად დამოკიდებული მსხვერპლის მიერ შეტანილ განცხადებაზე ან საჩივარზე და რომ სასამართლო პროცესი გაგრძელდეს მაშინაც კი, თუ მსხვერპლი გამოიტანს განცხადებას ან საჩივარს. კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე, ხელშემკვრელი სახელმწიფოების (რომელთა შორის არის საქართველოც) მართლმსაჯულებისათვის ერთადერთი და გადამწყვეტი მტკიცებულება არ უნდა იყოს მხოლოდ დაზარალებულის მიერ მიწოდებული ინფორმაცია, ასევე სასამართლო დამოკიდებული არ უნდა იყოს დაზარალებულის მხრიდან პოზიციის ცვლილებაზე, თუმცა აღნიშნულის საპირწონედ, წარმოდგენილი უნდა იყოს სხვა წონადი მტკიცებულებები, რომლებიც ობიექტურ დამკვირვებელს დაარწმუნებს ბრალდებულის ბრალეულობაში. მოცემულ საქმეში დაზარალებულმა თ---- გ----------მა ისარგებლა პროცესუალური იმუნიტეტით და სასამართლოში უარი განაცხადა ძმის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. ამ ნაწილში მოწმეებმა ბ------–---- ბ---–---–მა და ბ-------- ბ---–---–მაც უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე. თ---- გ----------ის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით არ დადგინდა ძალადობის მატერიალური ფაქტი. სასასამართლო სხდომაზე დაიკითხნენ პატრულ ინსპექტორები - ვ------- ნ--------ე, ა-–---------- ჭიჭ----–---–ი და მ------ გ---–-----ი. აღნიშნული პირები შეტყობინების საფუძველზე, 2018 წლის 26 აგვისტოს მყისიერად გამოცხადდნენ ო. დ--------- ქუჩა #--ში, თითოეულმა მათგანმა ზეპირ ჩვენებაში კატეგორიულად და დაბეჯითებით განმარტა, რომ შეტყობინების ინიციატორი თ---- გ----------ი მიუთითებდა ძმის გ------- გ----------ის მხრიდან მხოლოდ სიტყვიერ შეურაცხყოფაზე და გამორიცხავდა ფიზიკური ძალადობის ფაქტს. პატრულ-ინსპექტორების ზეპირ ჩვენებებში გადმოცემული ინფორმაცია იგივე შინაარსით არის დაფიქსირებული 2018 წლის 26 აგვისტოს შემაკავებელ ორდერში, შემაკავებელი ორდერის და რეაგირების ოქმებში, ასევე ადმინისტრაციული სამართალწარმოების დოკუმენტში - თ---- გ----------ის 26.08.2018 წლის ახსნა-განმარტებაში. დაზარალებულის თ---- გ----------ის ზეპირი ჩვენების გარეშე პასუხგაუცემელი დარჩა კითხვა, 2018 წლის 26 აგვისტოს საკუთარი ინიციატივით გამოძახებულ პოლიციელებს რატომ არ გაანდო მასზე და მის შვილებზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტები, თუკი ასეთს ნამდვილად ჰქონდა ადგილი, და მხოლოდ მას შემდეგ, რაც პოლიციაში მიმართვის სუბიექტი შეიცვალა და გ------- გ----------მა იგი ამხილა შვილებზე სავარაუდო ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში, ეს გახდა საფუძველი განდობოდა სოციალურ მუშაკს და გაეჟღერებინა ფიზიკური ძალადობის შესახებ. დაზარალებულ თ---- გ----------ის არათანმიმდევრულმა და წინააღმდეგობრივმა პოზიციებმა პოლიციელებთან და სოციალურ მუშაკთან, ასევე იმ ფაქტობრივმა გარემოებამ, რომ ოჯახში შესაძლო დანაშაულის ჩადენის შესახებ შეტყობინების ინიციატორი იყო ბრალდებული და არა თ---- გ----------ი, გააჩინა ეჭვი დაზარალებულის მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემული ინფორმაციის სანდოობაში, რაც ვერ გაბათილდა სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით.
2.21. რაც შეეხება ძალადობას არასრულწლოვანი პირების ბ-------- ბ---–---–ის და ბ------–---- ბ---–---–ის ეპიზოდში, აქაც მტკიცებულებების არასაკმარისობის გამო ძალადობის მატერიალური ფაქტი ვერ დადგინდა, დაზარალებულებმა სასამართლოს ჩვენება არ მისცეს, ფაქტს არ ჰყავს თვითმხილველი მოწმე, შემთხვევის ადგილზე მყისიერად მისული პოლიციელები, ხოლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით დადგენილი დაზიანებები კატეგორიულად ეწინააღმდეგება 2018 წლის გაზაფხულის პერიოდს, ხანდაზმულობით 2-3, 2-4 დღისაა და მიღებულია არა ძალადობის, არამედ ,,სქეიბორდიდან“ და ,,ველოსიპედიდან“ გადმოვარდნის შედეგად. ამ ეპიზოდშიც ბრალდება ემყარება მხოლოდ ირიბი მოწმის - სოციალური მუშაკის თ-------უ-–---–---–-- ზეპირ ჩვენებას, რომელმაც გაზაფხულზე მომხდარი შესაძლო ძალადობის შესახებ ინფორმაცია მიიღო სექტემბრის თვეში და მხოლოდ ბ------–---- ბ---–---–ის ნაწილში, ირიბი მოწმე ზეპირი ჩვენების თანახმად არ ფლობს ინფორმაციას, განახორციელა თუ არა 2018 წლის გაზაფხულზე გ------- გ----------მა ბ-------- ბ---–---–ზე ფიზიკური ძალადობა. ანუ, ბ-------- ბ---–---–ის ფიზიკური ძალადობის ნაწილში სასამართლოს არ გააჩნია მტკიცებულება შესაფასებლად.
2.22. სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა ძალადობის დამადასტურებელი არცერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა გ------- გ----------ის მიერ 2018 წლის გაზაფხულზე და 26 აგვისტოს ოჯახში ძალადობის ჩადენის ფაქტს. სასამართლო განმარტავს, მართალია, შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის #№1/1/548 გადაწყვეტილებით, ასევე საერთაშორისო სტანდარტებითა და პრინციპებით, გამონაკლის შემთხვევებში დასაშვებია ირიბი ჩვენების გამოყენება, თუმცაღა, მხოლოდ ირიბი ჩვენება არ უნდა იყოს ერთადერთი და გადამწყვეტი მტკიცებულება პირის მსჯავრდებისთვის. ამდენად, მხოლოდ ირიბი მოწმის თ-------უ-–---–---–-- ჩვენება, რომელიც თავის მხრივ წინააღმდეგობრივი და არაყოვლისმომცველია,-ვერ გახდება საკმარისი საფუძველი გ------- გ----------ის მსჯავრდებისთვის.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. მან უნდა წარმოადგინოს ბრალდებულის ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულება, ბრალდებულს არ ევალება საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცება, დაცვის საშუალებების ან მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელიც აბათილებს მის წინააღმდეგ მიმართულ ბრალდებას. სასამართლო მიიჩნევს, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა გ------- გ----------ის ბრალეულობაში.
3.2. განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებით და ნორმებით. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად: გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომელიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
3.3. გამამტყუნებელი განაჩენის სტანდარტისათვის საკმარის მტკიცებულებათა არარსებობის გამო, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ გ------- გ----------ი ცნობილ უნდა იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით და სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
სარეზოლუციო ნაწილი:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 270-272-ე, 275-277-ე, 279-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ------- გ----------ი ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით და სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
2.გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 24 სექტემბრის განჩინებით გ------- გ----------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო და გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.
3. გ------- გ----------ს უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.
4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
5. განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ხ.ხარჩილავა