განაჩენი

სისხლის სამართლის 13.02.2019
საქმის ნომერი
330100117001794954
თარიღი
13.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/52----

(გამოძიების №09---------1)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

13 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

 

მოსამართლე - ალექსანდრე იაშვილი

სხდომის მდივანი - თამარ გიორბელიძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - მი----–---------ე,დაცვის მხარე:

ბრალდებულები-გი------------–---–ი (დაბადებული - 197--–-–----------------–--------------–----------–-----------------------------–-------------------–-------------------------–-----------–--------------------------ში),აკ---------–--ე (დაბადებული - 196--–-–----------------------------–----------–----------------------------------------------–-----------–-----–--–--------------------------------------------------------–-------------------------------–--------------------ში),კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი.

 

დისპოზიცია: ჯგუფურად ყალბი სხვა საგადასახადო დოკუმენტის და ყალბი ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი ისეთი დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენება, რომელიც არ არის ფასიანი ქაღალდი.

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. გი------------–---–ის მიერ განხორციელებული ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

ი/მ ,,ნა----–-------–--ის” (ს/ნ 33---------) წარმომადგენელმა და ფაქტობრივმა ხელმძღვანელმა აკ---------–--ემ, ინდ.მეწარმის სასარგებლოდ დამატებული ღირებულების გადასახადის (დღგ-ს) უკანონოდ ჩათვლის მიღების მიზნით, შპს ,,ლე----------ის’’ (ს/ნ 40------2) დირექტორთან გი------------–---–თან ერთად წინასწარი შეთანხმებით, დაამზადა და შემდგომ გამოიყენა ყალბი ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტები: 2014 წლის 2 ოქტომბრით დათარიღებული 2--- ხელშეკრულება, 2014 წლის 4 ოქტომბრით დათარიღებული N---- ხელშეკრულება, 2014 წლის 23 ოქტომბრით დათარიღებული N---- ხელშეკრულება, რომელთა მიხედვითაც თითქოსდა შემსრულებელმა შპს ,,ლე----------მა’’, იკისრა ვალდებულება დამკვეთის - ,,ი/მ ნა----–-------–--ის” წინაშე სხვადასხვა სარემონტო სამუშაოების წარმოების შესახებ. აღნიშნული ყალბი ხელშეკრულების საფუძველზე აკ---------–--ისა და გი------------–---–ის მიერ დამზადებულ იქნა ასევე ყალბი ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტები: 2015 წლის 23 თებერვლით, 2014 წლის 25 დეკემბრითა და 2014 წლის 5 დეკემბრით დათარიღებული მიღება-ჩაბარების აქტები, რომელთა მიხედვითაც განისაზღვრა ,,ი/მ ნა----–-------–--ესა“ და შპს ,,ლე----------ს’’ შორის ანაზღაურებას დასაქვემდებარებელი თანხის ოდენობები. ზემოხსენებული ყალბი ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტების საფუძველზე, აკ---------–--ესა და გი------------–---–ის მიერ დამზადებულ იქნა ფიქტიური გარიგებისა და უსაქონლო ოპერაციების ამსახველი ყალბი საგადასახადო დოკუმენტები: 2015 წლის 12 მარტით დათარიღებული N---------------, 2015 წლის 15 მარტით დათარიღებული N---------------, 2015 წლის 12 მარტით დათარიღებული N--------------- საგადასახადო ანგარიშფაქტურები, რომელთა საფუძველზე აკ---------–--ემ ი/მ ,,ნა----–-------–--ის’’ სასარგებლოდ მიიღო 42 025.27 ლარის ოდენობის დღგ-ს უკანონო ჩათვლა.

 

1.2. აკ---------–--ის მიერ განხორციელებული ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

ი/მ ,,ნა----–-------–--ის“ (ს/ნ 33---------) წარმომადგენელმა და ფაქტობრივმა ხელმძღვანელმა აკ---------–--ემ, ინდ.მეწარმის სასარგებლოდ დამატებული ღირებულების გადასახადის (დღგ-ს) უკანონოდ ჩათვლის მიღების მიზნით, შპს ,,ლე----------ის’’ (ს/ნ 40------2) დირექტორთან გი------------–---–თან ერთად წინასწარი შეთანხმებით, დაამზადა და შემდგომ გამოიყენა ყალბი ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტები: 2014 წლის 2 ოქტომბრით დათარიღებული 2--- ხელშეკრულება, 2014 წლის 4 ოქტომბრით დათარიღებული N---- ხელშეკრულება, 2014 წლის 23 ოქტომბრით დათარიღებული N---- ხელშეკრულება, რომელთა მიხედვითაც თითქოსდა შემსრულებელმა შპს ,,ლე----------მა’’, იკისრა ვალდებულება დამკვეთის - ი/მ ,,ნა----–-------–--ის“ წინაშე სხვადასხვა სარემონტო სამუშაოების წარმოების შესახებ. აღნიშნული ყალბი ხელშეკრულების საფუძველზე აკ---------–--ისა და გი------------–---–ის მიერ დამზადებულ იქნა ასევე ყალბი ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტები: 2015 წლის 23 თებერვლით, 2014 წლის 25 დეკემბრითა და 2014 წლის 5 დეკემბრით დათარიღებული მიღება-ჩაბარების აქტები, რომელთა მიხედვითაც განისაზღვრა ი/მ ,,ნა----–-------–--ესა“ და შპს ,,ლე----------ს’’ შორის ანაზღაურებას დასაქვემდებარებელი თანხის ოდენობები. ზემოხსენებული ყალბი ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტების საფუძველზე, აკ---------–--ესა და გი------------–---–ის მიერ დამზადებული იქნა ფიქტიური გარიგებისა და უსაქონლო ოპერაციების ამსახველი ყალბი საგადასახადო დოკუმენტები: 2015 წლის 12 მარტით დათარიღებული N---------------, 2015 წლის 15 მარტით დათარიღებული N---------------, 2015 წლის 12 მარტით დათარიღებული N--------------- საგადასახადო ანგარიშფაქტურები, რომელთა საფუძველზე აკ---------–--ემ ი/მ ,,ნა----–-------–--ის’’ სასარგებლოდ მიიღო 42 025.27 ლარის ოდენობის დღგ-ს უკანონო ჩათვლა.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

2.1. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

2.2. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).

 

2.3. ამდენად, სასამართლო ყურადღებას შეაჩერებს თითოეული მტკიცებულების შინაარსზე, განმარტავს, თუ რომელი ფაქტების დადგენის შესაძლებლობას იძლევა ერთობლივად და ინდივიდუალურად აღნიშნული მტკიცებულებები, ასევე სასამართლო ბრალდების მხარის მტკიცებულებებს შეაფასებს მათი უტყუარობის, რელევანტურობისა და საკმარისობის თავალსაზრისით და განსაზღვრავს რამდენად ქმნის ეს მტკიცებულებები გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის სავალდებულო ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტს.

 

2.4. გი------------–---–ისა და აკ---------–--ის მიერ ჯგუფურად ყალბი სხვა საგადასახადო დოკუმენტისა და ყალბი ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი ისეთი დოკუმენტის, რომელიც არ არის ფასიანი ქაღალდი დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენების ფაქტის დასადასტურებლად, ბრალდების მხარემ სასამართლოს წარმოუდგინა მოწმეების - გი-----------ის, ნი---------–---–ის, გრ-----–---------ის, ნი---------ას, ნუ----------–------ის, სა------------------–--ის, ნუ---------------ის, და----------–-–---–ისა და გრ-----–---–----ს ჩვენებები, ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, ხელშეკრულებები, მიღება-ჩაბარების აქტები და შემოსავლების სამსახურიდან გამოთხოვილი ინფორმაცია და დოკუმენტები, კერძოდ:

 

2.5. მოწმე გრ-----–---------ემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ აკ---------–--ესთან 2014 წლის გაზაფხულიდან გააჩნდა საქმიანი ურთიერთობა. ბრალდებულმა იმავე წელს დაიწყო ქ. თბ--–--–---------ის ქუჩაზე სადარბაზოების რეაბილიტაცია ინდ. მეწარმე ,,ნა----–-------–--ის“ სახელით (ნა----–-------–--ე აკ---------–--ის მეუღლე იყო). აღნიშნული კომპანიის საქმიანობას აკ---------–--ე წარმართავდა. პროდუქციის შეძენას და მუშახელის დაქირავებასაც ბრალდებული კურირებდა. მისთვის ცნობილია, რომ აკ---------–--ემ ტენდერის პირობები შეასრულა, მაგრამ დეტალური (დოკუმენტარული) ინფორმაცია არ გააჩნია. კონკრეტულ ობიექტზე მუშაობისას ევალებოდა აკ---------–--ის მითითებების შესრულება (ნახაზის არჩევა, მიწოდება და სხვა). სარეაბილიტაციო სამუშაოების პროცესში უშუალოდ თვოთონაც (გრ-----–---------ე) იყო ჩართული და ობიექტზე ხშირად ჩადიოდა. შესრულებულ სამუშაოს კონტროლს მხოლოდ დავალების შემთხვევაში უწევდა. ტა---ის ქუჩის სადარბაზოების რეაბილიტაციისას მუშების ზედამხედველობა დაევალა. პირველადი დოკუმენტაციის წარმოებასთან შეხება არ ჰქონია.

 

2.6. მოწმემ დაადასტურა, რომ აკ---------–--ე სახელმწიფო შესყიდვებში (ტენდერებში) იღებდა მონაწილეობას და რამდენიმე ტენდერი მოიგო (ადიგენის, ზუგდიდის, ა---––--ის და ა---–---–აქის ტენდერები). სამუშაოები ჩატარდა ზაფხულის პერიოდიდან დეკემბრის თვის ჩათლით. ა---––--ეში მდებარე სასწავლებელი „ოპ------ის“ სარემონტო სამუშაოები გი------------–---–მა და მისმა მეგობრებმა შეასრულეს. ადიგენის, ა---–---–აქისა და ზუგდიდის ტენდერების გარკვეულ ნაწილთან მას (გრ-----–---------ეს) შეხება ჰქონდა. მისთვის უცნობია ადიგენისა და ა---–---–აქის დანარჩენი სკოლების რეაბილიტაციაში მიიღო თუ არა გი------------–---–მა მონაწილეობა. ასევე არ იცის გი------------–---–ი პირადად მონაწილეობდა სამუშაოებში (როგორც ფიზიკური პირი) თუ რომელიმე კომპანიის მეშვეობით ახორციელებდა საქმიანობას. ა---–---–აქის ობიექტთან დაკავშირებით აკ---------–--ემ ნახაზების შემოწმება დაავალა, რისთვისაც ადგილზე ჩავიდა და ობიექტი დაათვალიერა. სამუშაოებს დაქირავებული მუშები აწარმოებდნენ. მათ ანაზღაურებას აკ---------–--ე გადასცემდა. ბრალდებულის დავალებით პირადად მანაც გადასცა მცირე ოდენობით თანხა მუშებს. „სესხების“ ფარგლებში შესრულებულ სამუშაოებთან დაკავშირებით, ნაწილზე მას აძლევდა აკ---------–--ე მითითებებს, მეორე ნაწილს ვინ ახორციელებდა მისთვის უცნობია. ადიგენის რაიონის სოფელ ლე-–-----ის სკოლის სამუშაოებს მამამისი ნუ---------------ე ხელმძღვანელობდა (,,პრარაბი’’) იყო, სოფელ ქვემო ენ----–თან დაკავშირებული ინფორმაცია მისთვის უცნობია. მამამისს მუშები დაქირავებული ჰყავდა და ზოგ შემთხვევაში ანაზღაურებას პირადად აძლევდა, დანარჩენ შემთხვევებში აკ---------–--ე უხდიდა მუშებს თანხას.

 

2.7. მოწმე ნუ---------------ემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ აკ---------–--ესთან მისმა-შვილმა გრ-----–---------ემ დააკავშირა 2014 წლის აგვისტოს თვეში, რომელსაც ა-------ის რაიონში სკოლების რეაბილიტაციის ტენდერი ჰქონდა მოგებული. მისი ხელმძღვანელობით (იყო ,,პრარაბი“) სრულად გარემონტდა ადიგენის რაიონში მდებარე ერთი სკოლა, ასევე დაეხმარა სოფელ ქვემო ენ----–ში მდებარე სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებში. სამუშაოების დასრულებამდე ძირითადად ობიექტზე იმყოფებოდა. სამშენებლო მასალები აკ---------–--ის დავალებით, ავტომანქანებით ჩაჰქონდათ ობიექტზე. მუშახელი უშუალოდ მან (ნუ---------------ემ) წაიყვანა. როდესაც დასჭირდა ადგილობრივებიც დაიქირავა. ანაზღაურებას აკ---------–--ისგან იღებდა. მან შესრულებული სამუშაოსთვის სრულად გადაუხადა თანხები. მისთვის ცნობილია, რომ აკ---------–--ე მეუღლის სახელზე არსებული კომპანიით ახორციელებდა საქმიანობას, მაგრამ დეტალები უცნობია. გი------------–---–ს არ იცნობს. მას ენ----–ში ან ლე-–-----ში სამუშაოები არ განუხორციელებია, გარდა იმისა, რომ სამშენებლო მასალები ჩაუტანა.

 

2.8. მოწმე გი-----------ემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ დაახლოებით 2-3 წლის წინ დაუკავშირდა მეგობარი ნუ---------------ე, რომელმაც ადიგენის რაიონის სოფელ ლე-–-----ში, სკოლის რეაბილიტაციაში (საპირფარეშო უნდა გაერემონტებინათ) მონაწილეობის მიღება შესთავაზა. დათანხმდა შემოთავაზებას და ნუ---------------ესთან და ორ ქუთაისელ მუშასთან ერთად დაახლოებით თვენახევარში დაასრულა სამუშაოები. საპირფარეშოს დასრულების შემდეგ ნუ---------------ისგან კუთვნილი ანზღაურება მიიღო. აღნიშნულის თაობაზე რაიმე დოკუმენტი არ შეუდგენიათ. ადიგენის რაიონში რომელი შპს ასრულებდა სარეაბილიტაციო სამუშაოებს მისთვის უცნობია. სამუშაოს შესრულებისას ბრალდებულებიდან მხოლოდ აკ---------–--ე შენიშნა.

 

2.9. მოწმე ნუ----------–------ემ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ ინდ. მეწარმე „ნა----–-------–--ეს“ ხელმძღვანელობდა აკ---------–--ე, რომლის მინდობილი პირსაც თვითონ (ნუ----------–------ე) წარმოადგენდა. მის მოვალეობაში შედიოდა დამკვეთებთან ურთიერთობა (იურიდიული საკითხების მოგვარება) და აკ---------–--ის დავალებების შესრულება დოკუმენტალურად. პერიოდი ზუსტად არ ახსოვს (ალბათ 2014 წელი). მისთვის ცნობილია, რომ ინდ. მეწარმე „ნა----–-------–--ემ“ მოიგო ოთხი ტენდერი (ზუგდიდის, ა-------ის, ა---––--ისა და ა---–---–აქის). ა---––--ის ობიექტის - კოლეჯ „ოპ------ის“ სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებდა გი------------–---–ი, როგორც ახსოვს შპს „ლე---“ მეშვეობით. მასთან მხოლოდ ხელშეკრულების გაფორმებისას ჰქონდა შეხება, სხვა ურთიერთობა არ ჰქონია. ობიექტზე იშვიათად მიდიოდა, მხოლოდ მაშინ, როდეაც დამკვეთი სამუშაოების დასათვალიერებლად გადაწყვეტდა მისვლას. რამოდენიმეჯერ იმყოფებოდა ა---–---–აქში, სადაც ობიექტზე ხშირად უნახავს გი------------–---–ი.

 

2.10. მოწმე და----------–-–---–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ აკ---------–--ე სამშენებლო-სარემონტო საქმიანობას ახორციელებდა ინდ. მეწარმე ,,ნა----–-------–--ის“ სახელით, რომელსაც ბუღალტრულ მომსახურებას უწევდა. მისთვის ცნობილია რომ აკ---------–--ე ტენდერებში იღებდა მონაწილეობას. როდესაც დასჭირდებოდა რომელიმე დოკუმენტის დადასტურება, ბრალდებული აძლევდა პაროლს, შედიოდა პორტალზე და დადასტურებას ახორციელებდა აკ---------–--ის სახელით. აკ---------–--ის მიერ შესრულებული ტენდერებიდან მოწმემ გაიხსენა ზუგდიდის სკოლების რეაბილიტაციის პროექტი და განმარტა, რომ სხვა ტენდერებთან დაკავშირებით ინფორმაცია არ გააჩნია. არ იცის ქვეკონტრაქტორები ჰყავდა თუ არა აკ---------–--ეს. ასეთი რომ ყოფილიყო ბრალდებული ეტყოდა. გი------------–---–ს არ იცნობს.

 

2.11. სასამართლო აფასებს მოწმეების - გრ-----–---------ის, ნუ---------------ის, გი-----------ის, და----------–-–---–ისა და ნუ----------–------ის სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებებს და აღნიშნავს, რომ ისინი შესაბამისობაშია როგორც ერთმანეთთან, ასევე სისხლის სამართლის საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან. საქმის არსებითი განხილვისას არ გამოვლენილა მათი მხრიდან რაიმე პირადი ინტერესი ბრალდებულების მიმართ, რაც აღნიშნული მოწმეების ჩვენებების სანდოობას ეჭვქვეშ დააყენებდა. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოწმეთა ჩვენებები აკმაყოფილებს უტყუარობისა და დამაჯერებლობის სტანდარტს და არ წარმოშობს დამატებით კითხვებს მათ სანდოობასთან დაკავშირებით. გრ-----–---------ემ, ნუ---------------ემ და ნუ----------–------ემ ერთმნიშვნელოვნად დაადასტურეს, რომ ინდ. მეწარმე „ნა----–-------–--ის“ სახელით სამშენებლო საქმიანობას ახორციელებდა აკ---------–--ე. იგი უძღვებოდა სამშენებლო პროცესს, საჭირო მასალებით ამარაგებდა ობიექტებს, აწარმოებდა ბუღალტრულ საქმიანობას და მუშებს უხდიდა ხელფასს. შესაბამისად, სწორედ აკ---------–--ე იყო პასუხისმგებელი კომპანიის სახელით ბიუჯეტთან ეწარმოებინა ანგარიშსწორება და საგადასახადო ორგანოსთვის მიეწოდებინა ზუსტი ინფორმაცია (მათ შორის დოკუმენტაცია) კომპანიის სააქმიანობის შესახებ. მოწმე ნუგარ თვარაძე ხელმძღვანელობდა (იყო ,,პრარაბი’’) ადიგენის რაიონის სოფელ ლე-–-----ში სკოლის რეაბილიტაციას, რომელიც მთლიანად შეასრულა. ასევე დაეხმარა ადიგენის რაიონის სოფელ ალთენში მდებარე სკოლის სარემონტო სამუშაოების დასრულებაში. მოწმემ დაადასტურა, რომ გი------------–---–თან ურთიერთობა არ ჰქონია, მისი დაქირავებული არ ყოფილა და მას აღნიშნულ სკოლებში სამშენებლო სამუშაოები არ განუხორციელებია. ხელფასს იღებდა აკ---------–--ისგან. ნუ----------–------ის განმარტებით, აკ---------–--ე სამ ტენდერს ხელმძღვანელობდა. ურთიერთობა ჰქონდა სხვადახვა პირებთან და კომპანიებთან. მხოლოდ ერთი ხელშეკრულება დადო შპს „ლე---თან“ სარემონტო სამუშაოების შესრულების თაობაზე. სხვა მსგავსი კონტრაქტი არ გაუფორმებია და რომ ყოფილიყო ეცოდინებოდა. მოწმე და----------–-–---–ის განმარტებით, იგი გარკვეულ პერიოდში ბუღალტრულ მომსახურეობას უწევდა აკ---------–--ეს. მოწმისთვის უცნობია ჰყავდა თუ არა აკ---------–--ეს ქვეკონტრაქტორი, რომ ჰყოლოდა ეცოდინებოდა. და----------–-–---–მა დაადასტურა, რომ მხოლოდ ზუგდიდის სკოლასთან ჰქონდა შეხება და იცის რომ აღნიშნული ტენდერის პირობები სრულად შესრულდა. გი-----------ე და გრ-----–---------ე, იყვნენ მუშები, რომლებიც კონკრეტულ ადგილზე ასრულებდნენ სარემონტო სამუშაოებს. ორივე მათგანმა დაადასტურა, რომ „ლე----------თან“ ურთიერთობა არ ჰქონდათ, გი------------–---–ის დაქირავებულები არ იყვნენ და ურთიერთობდნენ მხოლო აკ---------–--ესთან. მუშებმა შეასრულეს რემონტი და გამორიცხეს გი------------–---–ის ან „ლე----------ის“ მიერ სარემონტო სამუშაოების შესრულება. შეთახნმება შპს „ლე---თან“ არ ჰქონდათ, ხელფასს აკ---------–--ე უხდიდა.

 

2.12. სასამართლო აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნულ მოწმეთა ჩვენებებით ცალსახად გამოირიცხება გი------------–---–ის სამშენებლო სამუშაოებში რაიმე ფორმით მონაწილეობის ფაქტი. გი-----------ე, გრ-----–---------ე, ნუ---------------ე, ნუ----------–------ე და და----------–-–---–ი ცალსახად ადასტურებენ, რომ მათ საქმიანი ურთიერთობა ჰქონდათ მხოლოდ აკ---------–--ესთან, მისი დაქირავებულები იყვნენ და სწორედ ბრალდებულისგან იღებდნენ ანაზღაურებას. შესაბამისად, აღნიშნულ მოწმეთა ჩვენებებით სასამართლოს უტყუარად დადგენილად მიაჩნია, რომ გი------------–---–ის კომპანიას - შპს „ლე----------ს“ 2014 წლის 2 ოქტომბრის, 4 ოქტომბრის, 23 ოქტომბრის ხელშეკრულებებში მითითებული სამუშაოების განხორციელებაში მონაწილეობა არ მიუღია.

 

2.13. მოწმე გრ-----–---–----მ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2014 წელს გი------------–---–თან და კიდევ ერთ მეგობართან ერთად დააფუძნა შპს „ლე----------ი“, რომლის საქმიანობის სფეროსაც მშენებლობა წარმოადგენდა. კომპანიის დირექტორად გი------------–---–ი დაინიშნა, რომელზეც მინდობილი იყო შპს „ლე----------ის“ საქმიანობა და ბუღალტერია. აკ---------–--ე ინდ. მეწარმე „ნა----–-------–--ის“ სახელით ა---––--ეში ასრულებდა სამშენებლო სამუშაოებს. ა----ს აღებული ჰქონდა ობიექტი, შეუთანხმდნენ მას, გაუფორმეს კონტრაქტი, ჩაუდო ბინა, მიიღო ავანსი, მაგრამ ვალდებულება ნაწილობრივ შესრულდა, რადგან ობიექტის დასრულება ვერ მოხერხდა. მისთვის ცნობილია, რომ აკ---------–--ე ,,რაღაცას’’ აკეთებდა და გ------ი ეხმარებოდა, მაგრამ დეტალებში ჩახედული არ არის, რადგან საქართველოში ხშირად არ იმყოფებოდა. მოგვიანებით გაიგო, რომ „ლე----------ს“ საგადასახადო ვალდებულება გააჩნია. დივიდენდი არ განაწილებულა, რადგან კომპანიას მოგება არ ჰქონდა.

 

2.14. სასამართლო აღნიშნავს, რომ გრ-----–---–----ს ჩვენებით დგინდება თუ როდის და ვის მიერ შეიქმნა შპს „ლე----------ი“, ვინ იყო კომპანიის დირექტორი და რა უფლებები გააჩნდა მას. მოწმის განმარტებით, კომპანიას ხელმძღვანელობდა და ბუღალტერიას აწარმოებდა გი------------–---–ი. მოწმემ დაადასტურა აკ---------–--ესთან მხოლოდ ერთი ხელშეკრულების გაფორმების ფაქტი, რომელიც შეეხებოდა ა---––--ეში სამშენებლო სამუშაოების შესრულებას. გრ-----–---–----მ აღნიშნა, რომ ვალდებულებები ნაწილობრივ შესრულდა, რადგან ობიექტის დასრულება ვერ მოხერხდა. შპს „ლე----------ის“ საქმიანობასთან დაკავშირებით მოწმეს სასამართლოსთვის სხვა რაიმე სახის ინფორმაცია არ მიუწოდებია.

 

2.15. შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 20 ოქტომბრის, N38--- ბრძანების თანახმად, შპს „ლე----------ის“ (ს/ნ 40------2) (მის: ქ-------–------------------------------–------------------------) მიმართ 2015 წლის 19 ოქტომბერს შედგენილი გაანგარიშებისა და N-------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის განხილვის შედეგად, ერთიანი კომპიუტერული ბაზის მონაცემებზე დაყრდნობით, დადგენილ იქნა:

 

2.16. შპს ,,ლე----------ის“ 2014 წლის ოქტომბრის, ნოემბრის, დეკემბრის, 2015 წლის მარტის, აპრილის, ივნისისა და ივლისის თვეებში დღგ-ს დეკლარაციით შემცირებული აქვს დღგ-ს გადასახდელი თანხა 53254.75 ლარით, კერძოდ: 2014 წლის ოქტომბრის თვის დღგ-ს დეკლარაციით 8534.74 ლარი, 2014 წლის ნოემბრის თვის დღგ-ს დეკლარაციით 321.43 ლარი, 2014 წლის დეკემბრის თვის დღგ-ს დეკლარაციით 40284.46 ლარი, 2015 წლის მარტის თვის დღგ-ს დეკლარაციით 567.13 ლარი, 2015 წლის აპრილის თვის დღგ-ს დეკლარაციით 1010.07 ლარი, 2015 წლის ივნისის თვის დღგ-ს დეკლარაციით 1220.34 ლარი, 2015 წლის ივლისის თვის დღგ-ს დეკლარაციით 1316.58 ლარი, ასევე არ აქვს წარმოდგენილი 2014 წლის ოქტომბრის, ნოემბრის, დეკემბრის, 2015 წლის მარტის, აპრილის, ივნისისა და ივლისის თვეებში გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები.

 

2.17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „ლე----------ს“ (ს/ნ 40------2) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაერიცხა გადასახადის თანხა შემდეგი ოდენობით: დღგ (ძირითადი გადასახადი) 8534.74 ლარი - 2014 წლის 17 ნოემბრის სავადოთი; დღგ (ძირითადი გადასახადი) 321.43 ლარი - 2014 წლის 15 დეკემბრის სავადოთი; დღგ (ძირითადი გადასახადი) 40284.46 ლარი - 2015 წლის 15 იანვრის სავადოთი; დღგ (ძირითადი გადასახადი) 567.13 ლარი - 2015 წლის 15 აპრილის სავადოთი; დღგ (ძირითადი გადასახადი) 1010.07 ლარი - 2015 წლის 15 მაისის სავადოთი; დღგ (ძირითადი გადასახადი) 1220.34 ლარი - 2015 წლის 15 ივლისის სავადოთი; დღგ (ძირითადი გადასახადი) 1316.58 ლარი - 2015 წლის 17 აგვისტოს სავადოთი;

 

ჯარიმა სსკ-ის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით 26627.37 (53254.750*50%) ლარის ოდენობით;

 

2.18. შემოსავლების სამსახურის, 2015 წლის 14 დეკემბრის #2----------- წერილის თანახმად, შპს „ლე----------ის“ 2015 წლის 20 ოქტომბრის #0----- „საგადასახადო მოთხოვნას“ გადამხდელი გაეცნო ელექტრონულად 2015 წლის 23 ოქტომბერს შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებ-გვერდის საშუალებით.

 

2.19. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ, 2015 წლის 20 ოქტომბერს, გამოიცა N S------- (0-----) საგადასხადო მოთხოვნა, რომლითაც შპს „ლე----------ს“ დაეკისრა 79882.12 ლარის გადახდა.

 

2.20. შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 15 დეკემბრის N 2----------- წერილის თანახმად, შპს „ლე----------ს“ საგადასახადო შეთანხმების გაფორმების თაობაზე შემოსავლების სამსახურისთვის განცხადებით არ მიუმართავს.

 

2.21. მოწმე ნი----------–---–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა, რომ განახორციელა შპს „ლე----------ს“ ელექტრონული მონიტორინგი, რა დროსაც გამოვლინდა დარღვევები, კერძოდ: 2014 წლის ოქტომბრის თვის, ნოემბრის, დეკემბრის, 2015 წლის მარტის, აპრილის, ივნისისა და ივლისის თვეებში დღგ-ს დეკლარაციით თანხა დაბეგრილი არ ჰქონდა (არ ჰქონდა წარდგენილი დეკლარაცია). აღნიშნულ კომპანიას წარდგენილი ჰქონდა მხოლოს 2014 წლის ნოემბრის თვის დეკლარაცია თანხით 8357.31 ლარი, რომელიც შემდგომში დაკორექტირებული იყო. ამასთან აღნიშნული კორექტირებით დადგენილი სხვაობაც არ იყო დაბეგრილი, რისთისაც იგი დაჯარიმდა. აღნიშნულის შემდეგ შედგა სამართალდარღვევის ოქმი, გამოიცა ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა. დეკლარაციებზე შესაბამისი ანგარიშ-ფაქტურები არ ჰქონდა მიტვირთული. თვეების მიხედვით დაანგარიშებულ იქნა დასაბეგრი თანხების ოდენობა, გათვალისწინებულ იქნა ჯარიმის ოდენობა და შესაბამისი თანხები დაერიცხა გადამხდელს. დარიცხვის შესახებ ინფორმაცია მიეწოდა გადამხდელს-ელექტრონული ფორმით გაეგზავნა საგადასახადო მოთხოვნა, რომელსაც გაეცნო, მაგრამ არ გაუსაჩირვებია. კომპანიას ბიუჯეტთან ანგარიშსწორება საერთოდ არ უწარმოებია.

 

2.22. სასამართლო აღნიშნავს, რომ შემოსავლების სამსახურის წერილებით, ბრძანებით, საგადასახადო მოთხოვნითა და მოწმე ნი----------–---–ის ჩვენებით დგინდება, რომ შპს „ლე----------ს“ ბიუჯეტის წინაშე ანგარიშსწორება არ მოუხდენია, რის გამოც შემოსავლების სამსახურის მიერ გამოიცა შესაბამისი ბრძანება, საგადასახადო მოთხოვნა, რომელსაც გადამხდელი გაეცნო კანონმდებლობით დადგენილი წესით. სასამართლო განმარტავს, რომ გი------------–---–ს აკ---------–--ესთან ერთად ბრალდების მხარე ედავება ყალბი სხვა საგადასახადო დოკუმენტის და ყალბი ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის დამზადებას. რაც შეეხება კომპანიის ბიუჯეტთან ანგარიშსწორებას, აღნიშნული მოცემული ბრალდების ფარგლებში განსახილველ საკითხს არ წარმოადგენს და მასზე სასამართლო დამატებით ყურადღებას არ შეაჩერებს.

 

2.23. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ იქნა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებები, კერძოდ:

 

2.24. 2014 წლის 2 ოქტომბრის N2--- ხელშეკრულების თანახმად, ი/მ ,,ნა----–-------–--ე“ (33---------) მინდობილი პირი აკ---------–--ე) და შ.პ.ს. "ლე----------ის” დირექტორი გი------------–---–ი შეთანხმდნენ, რომ ეს უკანასკნელი ა---–---–აქის მუნიციპალიტეტის სოფელ მა----ას საჯარო სკოლაში დამკვეთის მასალებით შეასრულებს დეფექტური აქტით გათვალისწინებულ სამუშაოებს, რომლის ღირებულებაც შეადგენს 42625 ლარს დღგ-ს ჩათვლით. სამუშაოების დასრულების ვადად განისაზღვრა ხელშეკრულების ხელმოწერიდან 3- კალენდარული დღე.

 

2.25. 2014 წლის 4 ოქტომბრის N---- ხელშეკრულების თანახმად, ი/მ ,,ნა----–-------–--ე“ (33---------) მინდობილი პირი აკ---------–--ე) და შ.პ.ს. „ლე----------ის” დირექტორი გი------------–---–ი შეთანხმდნენ, რომ ეს უკანასკნელი ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლების ლე-–-----ისა და ქვემო ენ----–ის საჯარო სკოლებში დამკვეთის მასალებით შეასრულებს დეფექტური აქტით გათვალისწინებული სამუშაოებს, რომლის ღირებულებაც შეადგენს 20 000 ლარს დღგ-ს ჩათვლით. სამუშაოების დასრულების ვადად განისაზღვრა ხელშეკრულების ხელმოწერიდან 30 კალენდარული დღე.

 

2.2-. 2014 წლის 23 ოქტომბრის N---- ხელშეკრულების თანახმად, ,,ი/მ ნა----–-------–--ე“ (33---------) მინდობილი პირი აკ---------–--ე) და შ.პ.ს. "ლე----------ის” დირექტორი გი------------–---–ი შეთანხმდნენ, რომ ეს უკანასკნელი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ო--------ასა და ქ.ზუ---------------, N-- საჯარო სკოლებში დამკვეთის მასალებით შეასრულებს დეფექტური აქტით გათვალისწინებული სამუშაოებს, რომლის ღირებულებაც შეადგენს 22 462 ლარს დღგ-ს ჩათვლით. სამუშაოების დასრულების ვადად განისაზღვრა ხელშეკრულების ხელმოწერიდან 45 კალენდარული დღე.

 

2.27. 2015 წლის 12 მარტით დათარიღებული Nე------------, ანგარიშ ფაქტურის თანახმად, შპს „ლე----------მა“ შეასრულა #1--- ხელშეკრულებით გათვალისწინებული, 44.538 ლარის სამუშაო (დღგ 6793.93 ლარი).

 

2.28. 2015 წლის 12 მარტით დათარიღებული Nე------------, ანგარიშ ფაქტურის თანახმად, შპს „ლე----------მა“ შეასრულა #3--- ხელშეკრულებით გათვალისწინებული, 221.462 ლარის სამუშაო (დღგ 33782.34 ლარი).

 

2.29. 2015 წლის 15 მარტით დათარიღებული Nე------------, ანგარიშ ფაქტურის თანახმად, შპს „ლე----------მა“ შეასრულა #1/14 ხელშეკრულებით გათვალისწინებული, 11.412 ლარის სამუშაო (დღგ 1740.81 ლარი.

 

2.30. 2014 წლის 5 დეკემბრის მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, ი/მ ,,ნა----–-------–--ემ“ (წარმომადგენელი აკ---------–--ე) და შპს „ლე----------მა“ (წარმომადგენელი გი------------–---–ი) დაადასტურეს 2--- ხელშეკრულება ა---–---–აქის მუნიციპალიტეტის სოფელ მა----ას საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები არ არის შესრულებული სრულად და ხარისხიანად, რამაც გამოიწვია ნა----–-------–--ის დაჯარიმება დამკვეთის მიერ. აღნიშნულის გამო ანაზღაურებას ექვემდებარება 46 625 ლარის ნაცვლად 27 568 ლარი.

 

2.31. 2014 წლის 25 დეკემბრის მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, ი/მ ,,ნა----–-------–--ემ“ (წარმომადგენელი აკ---------–--ე) და შპს „ლე----------მა“ (წარმომადგენელი გი------------–---–ი) დაადასტურეს 2014 წლის 4 ოქტომბერს 1/14 ხელშეკრულება ადიგენის მუნიციპალიტეტის ქვემო ენ----–ის და ლე-–-----ის საჯარო სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოები არ არის შესრულებული სრულად და ხარისხიანად, რამაც გამოიწვია ნა----–-------–--ის დაჯარიმება დამკვეთის მიერ. აღნიშნულის გამო ანაზღაურებას ექვემდებარება 20 000 ლარის ლარის ნაცვლად 11 412 ლარი.

 

2.32. 2015 წლის 23 თებერვლის მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, ი/მ ,,ნა----–-------–--ემ“ წრმომადგენელი (აკ---------–--ე) და შპს „ლე----------მა“ (წარმომადგენელი გი------------–---–ი) დაადასტურეს 2014 წლის 23 ოქტომბერს 2--- ხელშეკრულება ზუ------------------- და სოფელ ო--------ას საჯარო სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოები არ არის შესრულებული სრულად და ხარისხიანად, რამაც გამოიწვია ნა----–-------–--ის დაჯარიმება დამკვეთის მიერ. აღნიშნულის გამო ანაზღაურებას ექვემდებარება 221 462 ლარის ნაცვლად 182 000 ლარი.

 

2.33. სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,ი/მ ნა----–-------–--ემ“ (წარმომადგენელი აკ---------–--ე) და შპს „ლე----------მა“ 2014 წლის 2 ოქტომბერს, 4 ოქტომბერსა და 23 ოქტომბერს გააფორმეს ფიქტიური ხელშეკრულებები, ადიგენის, ა---–---–აქისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სკოლებში სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების თაობაზე. აღნიშნული ფიქტიური ხელშეკრულებების საფუძველზე, ისე რომ გი------------–---–ს არანაირი სამუშაოები არ უწარმობია, შეადგინეს ყალბი-ანგარიშ ფაქტურები (2015 წლის 12 მარტით დათარიღებული Nე------------, ანგარიშ-ფაქტურა, 2015 წლის 12 მარტით დათარიღებული Nე------------, ანგარიშ- ფაქტურა და 2015 წლის 15 მარტით დათარიღებული Nე------------, ანგარიშ-ფაქტურა, სადაც მიუთითეს არარსებული მონაცემები -თითქოსდა გი------------–---–მა შპს „ლე----------ის“ მეშვეობით საქართველოს სამ რაიონში შეასრულა სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები და გაიწერა ვითომდა შესრულებული სამუშაოების ღირებულება დღგ-ს ჩათვლით. აღნიშნულის შემდეგ, შეადგინეს სამი მიღება-ჩაბარების აქტი, სადაც სამუშაოების დაუსრულებლობის მიზეზად მიუთითეს თითქოსდა ი/მ „ნა----–-------–--ის“ დაჯარიმება და ასანაზღაურებლად განსაზღვრეს კონკრეტული თანხები, ისე რომ სინამდვილეში აღნიშნულ კომპანიებს შორის რეალურად ხელშეკრულებები გაფორმებული არ ყოფილა და გი------------–---–ს ჩამოთვლილ მუნიციპალიტეტებში არანაირი სარემონტო სამუშაოები არ უწარმოებია. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა არცერთმა მოწმემ, მათ შორის აკ---------–--ესთან საქმიან ურთიერთობაში მყოფმა ნუ----------–------ემ, გრ-----–---------ემ და და----------–-–---–მა. მათი ჩვენებებით არ დადასტურდა აკ---------–--ესა და გი------------–---–ს შორის 2014 წლის 2 ოქატომბრის, 4 ოქტომბრისა და 23 ოქტომბრის ხელშეკრულებების ნამდვილობა. აღნიშნულ მოწმებს მსგავსი ხელშეკრულებების შესახები არაფერი სმენიათ, თუმცა აკ---------–--ესთან მუშაობდნენ და ასეთის არსებობის შემთხვევაში გაგონილი უნდა ჰქონოდათ. გი------------–---–ის სამშენებლო საქმიანობაში მონაწილეობა სადავო პერიოდში არ დადგინდა არც ობიექტზე უშუალოდ მომუშავე მოწმეთა ჩვენებებით. არცერთმა მათგანმა არ დაადასტურა, რომ გი------------–---–ი მათთან ერთად მონაწილეობას იღებდა სკოლის რეაბილიტაციაში ან გი------------–---–ს დაქირავებული ჰყავდა ისინი და ხელფასს უხდიდა.

 

2.34. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ შპს „ლე----------სა“ და ,,ი/მ ნა----–-------–--ეს“ შორის გაფორმდა ფიქტიური ხელშეკრულებები, შედგა ყალბი ანაგრიშ-ფაქტურები და მიღება-ჩაბარების აქტები (დღგ-ს უკანონო ჩათვლის მიღების მიზნით).

 

2.35. გამომძიებელმა ნი---------ამ და სა------------------–--ემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურეს მათ მიერ და მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების კანონთან შესაბამისობა/სისწორე და დამატებით განმარტეს, რომ ბრალდებულებისა და მოწმეთა დაკითხვა, ინფორმაციისა და დოკუმენტების გამოთხოვა, დათვალიერების ოქმები შესრულებულ იქნა კანონმდებლობის სრული დაცვით და გამოძიების მიმდინარეობისას რამე შენიშვნა ან პრეტენზია დაფიქსირებული არ ყოფილა.

 

2.36. სასამართლო სხდომაზე ასევე დაიკითხნენ ბრალდებულები - აკ---------–--ე და გი------------–---–ი, კერძოდ:

 

2.37. ბრალდებულმა აკ---------–--ემ სასამართლო ხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას მისთვის წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ ინდ. მეწარმე „ნა----–-------–--ის“ სახელით სამეწარმეო საქმიანობას ნამდვილად ახროციელებდა. მოგებულ სამ ტენდერში, რომელსაც გამოძიება ედავება დოკუმენტაცია ყალბი არ არის. გი------------–---–თან დიდი ხანია თანამშრომლობს. მუშაობის პროცესში დასჭირდა ხელოსნები, დაუკავშირდა მას და დახმარება სთხოვა. გი------------–---–მა შესთავაზა, რომ სამუშაოები მისი კომპანიის სახელით განეხორციეოლებინათ, რადგან ამით შპს „ლე----------ი“ გამოცდილებას დააგროვებდა, რის საფუძველზეც თვითონაც შეძლებდა ტენდერებში მონაწილეობას. სამ ტენდერთან დაკავშირებით, გარდა სკოლა ო--------ა, ხელფასების გაცემას ხან თვითონ ახორციელებდა, ხანაც გი------------–---–ი. დოკუმენტაციას გი------------–---–ი აწარმოებდა. შესაძლებელი იყო ხელზეც გადაეცა ანაზღაურება მუშებისთვის, თუმცა ეს გი------------–---–თან შეთანხმებით ხდებოდა. საჭირო მასალების შეძენას ძირითად შემთხვევაში ინდ. მეწარმე „ნა----–-------–--ე“ ახორციელებდა. სამივე სადავო ობიექტზე ქვეკონტრაქტორი იყო შპს „ლე----------ი“ და გი------------–---–ი. და----------–-–---–ს მხოლოდ დეკლარაციების გაგზავნას სთხოვდა. მას ბუღალტრული სამქიანობა არ უწარმოებია. ზედნადებებს და ანგარიშ-ფაქტურებს უშუალოდ თვითონ გამოწერდა. შპს „ლე----------თან“ ხელშეკრულების დადების შემდეგ, სრულდებოდა შესაბამისი სამუშაო, ფორმდებოდა მიღება-ჩაბარების აქტი და ბოლოს იწერებოდა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა. სადავო ანგარიშ-ფაქტურები მის მიერ არის შევსებული. შევსებული ხელშეკრულება გ------ი ტ--–---–მა მიუტანა, რომელსაც ხელი მოაწერა და ბეჭედიც დაარტყა. ბრალდებულის განმარტებით, ხელშეკრულება, ანგარიშ-ფაქტურა და მიღება-ჩაბარების აქტი ერთმანეთთან შესაბამისობაშია (უნდა იყოს, თუ შეგვეშალა რამე არ ვიცი). შეცდომა რომელიც დაფიქსირდა გამოიწვია იმან რომ ბუღალტერი არ ჰყავდა და ანგარიშსწორებას თვითონ ახორციელებდა.

 

2.38. ბრალდებულმა გი------------–---–მა წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ მისმა კომპანიამ შპს „ლ---მ“ სამუშაოები რეალურად შეასრულა. აღნიშნული კომპანია დააფუძნა გ------ი ა-–----სთან და ლ-------------ესთან ერთად. დირექტორად თვითონ იქნა არჩეული, რადგან ამ სფეროში გარკვეული გამოცდილება ჰქონდა. კომპანიის ბუღალტერიას ძირითადად თვითონ აწარმოებდა. მუშახელისთვის ხელფასების გაცემის საკითხის მოგვარება ვერ მოასწრო, რადგან კომპანიამ ცოტა ხანი იმუშავა. მუშებზე ხელფასს ხელზე გასცემდა ხან თვითონ, ხანაც აკ---------–--ე. კომპანია დღგ-ს გადამხდელი იყო.

 

2.39. ბრალდებულის განმარტებით, სადავო ხელშეკრულებაში მითითებული იყო შესრულებული სამუშაოს ღირებულება. მუშახელი მისი იყო, ხოლო საქმის წარმოების პროცესში ფუნქციები გადანაწილებული ჰქონდათ მას და გრ-----–---–----ს. გრ-----–- ოპ------თან დაკავშიებით ეხმარებოდა. დანარჩენ საქმიანობას აკ---------–--ესთან ინაწილებადა. ა---–---–აში, ადიგენში და ზუგდიდში სამუშაოები შესრულებული აქვს. მუშები რომლებიც პროცესზე დაიკითხნენ და „ლე----------ის“ არსებობა არ იცოდნენ, მისი დაქირავებულები არ იყვნენ. ბრალდებულმა დაადასტურა, რომ ყველა სადავო დოკუმენტზე ხელმოწერა და ბეჭედი მისია.

 

2.40. სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულების - გი------------–---–ისა და აკ---------–--ის სასამართლოში მიცემულ ჩვენებებს, ვინაიდან მათ მიერ გაჟღერებული ფაქტობრივი გარემოებები არ დასტურდება საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული არცერთი პირდაპირი ან თუნდაც ირიბი მტკიცებულებებით. უდავო ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს, რომ აკ---------–--ე ხელმძღვანელობდა ი/მ „ნა----–-------–--ეს“. ასევე დადასტურებულია, რომ შპს „ლე----------ის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი იყო გი------------–---–ი. თუმცა, ამ ორ კომპანიას შორის სადავო პერიოდში ხელშეკრულების გაფორმების ფაქტი, მათ მიერ შექმნილი ანგარიშ-ფაქტურებისა და მიღება-ჩაბარების აქტების ნამდვილობა, გი------------–---–ის მიერ ადიგენის, ა---–---–აქისა და ზუგდიდის მუნიციპალიტებებში არსებული სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოებში მონაწილეობა არ დაადასტურდა სასამრთლო სხდომაზე გამოკვლეული არცერთი მტკიცებულებით. შესაბამისად, იმის მტკიცება, რომ გი------------–---–მა ნამდვილად განახორციელა სარეაბილიტაციო სამუშაოები, სწორად მოხდა შესრულებული სამუშაოების ღირებულების განსაზღვრა და ი/მ ,,ნა----–-------–--ისთვის’’ დღგ-ს თანხების ჩათვლა, სასამართლოს სამართლებრივ ლოგიკას მოკლებულად მიაჩნია.

 

2.41. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარემ სასამართლოსთვის წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებებით შეასრულა მისი მოვალეობა და უტყუარად დაადასტურა გი------------–---–ისა და აკ---------–--ის მიერ ყალბი საგადასახადო დოკუმენტისა და ყალბი ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის დამზადებისა და გამოყენების ფაქტები.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის 1-ლი ნაწილით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია ყალბი სხვა საგადასახადო დოკუმენტის (მაგალითად: საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის), რომელიც არ არის ფასიანი ქაღალდი, დამზადებისათვისა და გამოყენებისთვის. აღნიშნული დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია საზოგადოებრივი ურთიერთობები, რომელიც აწესრიგებს საგადასახადო დოკუმენტების ბრუნვაში გაშვებასა და გამოყენებას. დანაშაულის სპეციფიკა იმაში მდგომარეობს, რომ დანაშაულის შემადგენლობის განხორციელებისთვის აუცილებელ ქმედებებს (მაგალითად: ყალბი დოკუმენტის დამზადება), თან უნდა სდევდეს ამ დოკუმენტის გამოყენების სპეციალური მიზანი ან სახეზე უნდა იყოს მისი გამოყენება. ყალბი სხვა საგადასახადო დოკუმენტის დამზადება შეიძლება გამოიხატოს დოკუმენტის შესაბამის ვებ. პორტალზე ელექტრონულად შექმნაში და მასში არასწორი მონაცემის შეტანაში, ხოლო გამოყენება შეიძლება გამოიხატოს ნებისმიერი პირის (მეწარმე სუბიექტის) სასარგებლოდ მის გამოყენებაში. აღნიშნული დანაშაულის მაკვალიფიცირებელ გარემოებას წარმოადგენს ქმედება ჩადენილი ჯგუფურად.

 

3.2. სასამართლოს სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ ,,ი/მ ნა----–-------–--ის” (ს/ნ 33---------) წარმომადგენელმა და ფაქტობრივმა ხელმძღვანელმა აკ---------–--ემ, ინდ.მეწარმის სასარგებლოდ დამატებული ღირებულების გადასახადის (დღგ-ს) უკანონოდ ჩათვლის მიღების მიზნით, შპს ,,ლე----------ის’’ (ს/ნ 40------2) დირექტორთან გი------------–---–თან ერთად წინასწარი შეთანხმებით, დაამზადა და შემდგომ გამოიყენა ყალბი ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტები: 2014 წლის 2 ოქტომბრით დათარიღებული 2--- ხელშეკრულება, 2014 წლის 4 ოქტომბრით დათარიღებული N---- ხელშეკრულება, 2014 წლის 23 ოქტომბრით დათარიღებული N---- ხელშეკრულება. ასევე დამზადებულ იქნა ყალბი ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტები: 2015 წლის 23 თებერვლით, 2014 წლის 25 დეკემბრით, 2014 წლის 5 დეკემბრით დათარიღებული მიღება-ჩაბარების აქტები და ფიქტიური გარიგებისა და უსაქონლო ოპერაციების ამსახველი ყალბი საგადასახადო დოკუმენტები: 2015 წლის 12 მარტით დათარიღებული N---------------, 2015 წლის 15 მარტით დათარიღებული N---------------, 2015 წლის 12 მარტით დათარიღებული N--------------- საგადასახადო ანგარიშფაქტურები.

 

3.3. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობისთავის აუცილებელი ყველა ნიშანი. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, გი------------–---–ისა და აკ---------–--ის მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.

 

3.4. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ აკ---------–--ემ და გი------------–---–მა ჩაიდინეს საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, ჯგუფურად ყალბი სხვა საგადასახადო დოკუმენტის და ყალბი ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი ისეთი დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენება, რომელიც არ არის ფასიანი ქაღალდი, რომლისთვისაც ისინი ცნობილ უნდა იქნენ დამნაშავედ.

 

4. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

4.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

4.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

4.3. განაჩენის 4.1. და 4.2. პუნქტებთან მიმართებით სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

4.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტები, რომლითაც გი------------–---–სა და აკ---------–--ეს მსჯავრი უნდა დაედოთ სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე. ამდენად, სასამართლო იმსჯელებს და შეაფასებს გი------------–---–ისა და აკ---------–--ის პიროვნებებისა და ჩადენილი ქმედებების გათვალისწინებით, რომელი სასჯელი იქნება პროპორციული/თანაზომიერი და უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

4.5. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს გი------------–---–ისა და აკ---------–--ის მიერ ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებასა და ხასიათს (ბრალდებულებმა ჩაიდინეს დანაშაული, რომელიც საფრთხეს უქმნის ფულად-საკრედიტო სისტემას), ქმედების განხორციელების სახესა და ხერხს (,,ინდ. მეწარმე ნა----–-------–--ის“ სახელზე დაამზადეს და გამოიყენეს ყალბი ანგარიშ-ფაქტურები), გი------------–---–ისა და აკ---------–--ის ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას (მათ სურვილს ყალბი საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურების დამზადებითა და გამოყენებით განეხორციელებინათ დღგ-ს ფიქტიური ჩათვლები), დამდგარ შედეგს (მეწარმე სუბიექტებმა მიიღე დღგ-ს უკანონო ჩათლა), ბრალდებულების პირად და ეკონომიკურ პირობებს (ჰყავთ ოჯახი, აქვთ მძიმე მატერიალური მდგომარეობა), დანაშაულის ჩადენის მოტივს/მიზანს (ანგარება/ფინანსური სარგებლის მიღება), ბრალდებულების კანონის შესაბამის და ეთიკურ ქცევას სასამართლო განხილვის დროს. ამდენად, ზემოაღნიშნული გარემოებების ერთობლივად მხედველობაში მიღებით სასამართლოს მიაჩნია, რომ გი------------–---–სა და აკ---------–--ეს სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, სასჯელად უნდა განესაზღვროთ ჯარიმა.

 

4.6. საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ჯარიმის ოდენობას სასამართლო ადგენს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა და მსჯავრდებულის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, რომელიც განისაზღვრება მისი ქონებით, შემოსავლითა და სხვა გარემოებით.

 

4.7. ამდენად, განაჩენის 4.5. პუნქტში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, გი------------–---–სა და აკ---------–--ეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით სასჯელად განესაზღვროთ ჯარიმა თითოეულს 5000 ლარის ოდენობით.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-276-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. გი------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვროს ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით.

 

2. გი------------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.

 

3. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 15 მარტის განჩინება და ყადაღა მოეხსნას (გირაოს 4 000 ლარის უზრუნველყოფის მიზნით დადებული) ირ-----------ის (პ/ნ 33---------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე - ქა-–----------------------------–-–-), საკადასტრო კოდი: 2-.2-.3-.--- – 4 000 ლარის ფარგლებში.

 

4. აკ---------–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვროს ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით.

 

5. აკ---------–--ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.

 

6. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 15 მარტის განჩინება და ყადაღა მოეხსნას (გირაოს 4 000 ლარის უზრუნველყოფის მიზნით დადებული) ირ-----------ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე - ქა-–----------------------------–-–-), საკადასტრო კოდი: 2-.2-.3-.--- – 4 000 ლარის ფარგლებში.

 

7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ალექსანდრე იაშვილი