განაჩენი

სისხლის სამართლის 18.04.2019
საქმის ნომერი
330100117001857652
თარიღი
18.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/1----17

#0-----------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

18 აპრილი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ლელა ნოზაძე

სხდომის მდივანი სოფიო ჩოხელი

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ლ-–-----------–-ძე,დაცვის მხარე:

ადვოკატი - რ----- კ--------,ბრალდებული - ნ------- ე----–-–---–ი (პ/ნ 0---------6), დაბადებული 1----–-–-------------ს, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული თ---–--–----------------–-----–--------------ში, ფაქტობრივად მცხოვრები თ---–--–-----------------–----–----------------ში,წარდგენილი ბრალდების მიხედვით კვალიფიკაცია: - საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის 1-ლი ნაწილი და საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილი,სხდომის სახე - ღია,პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად: - 2016 წლის 9 ნოემბერს, დაახლოებით 02:00 საათზე, თ---–--–----–---–----------------------------------------, ნ------- ე----–-–---–მა იარაღის ტარითა და ფეხებით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა გ-----ი ა--------ს, რა დროსაც გ-----ი ა--------მა მიიღო სხეულის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით.

 

იმავე დღეს, დაახლოებით 02:30 საათზე, თბილისში, ბ-------------–----–--------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ნ------- ე----–-–---–მა ვ---------- კ-----–----აიას ხელი გაარტყა სახეში რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

აღწერილობით -სამოტივაციო ნაწილი:

 

გ-----ი ა--------ის ჩვენებით, 2016 წლის 9 ნოემბერს, დაახლოებით ღამის ორ საათზე, მასთან სახლში მივიდა ნ------- ე----–-–---–ი, უთხრა, რომ ჰქონდა სალაპარაკო და თან გაჰყოლოდა. ისინი ნ------- ე----–-–---–ის მართვის ქვეშ მყოფი ,,B-----” მოდელის ავტომანქანით წავიდნენ დ--------- შენობის მიმართულებით. ლ---–--- ქუჩაზე ბრალდებულმა გადაუხვია და მანქანა მინდორში გააჩერა. ორივე გადმოვიდნენ მაქანიდან, ნ------- ე----–-–---–მა უთხრა ყოფილ ცოლზე: „როგორ დაუშვი, რომ მ---- ვ----სთან იწვაო“. მანვე, მანქანის სალონში არსებული სათავსოდან ამოიღო პისტოლეტი, ჯერ ჰაერში გაისროლა და შემდეგ მოსთხოვა მუხლებზე დამდგარიყო, ლულა ჩაუდო პირში „დენთის გემო გაიგეო“. ბრალდებული თანნაქონ იარაღს ურტყამდა სახეში და შეურაცხყოფას აყენებდა, გააფრთხილა ,,სახლში მოსული აღარ დაგინახოო“. როცა დაამთავრა მისი ცემა, მიწაზე დაუწყო ძებნა გასროლილ მასრებს და შემდეგ დატოვა ტერიტორია.

 

გ-----ი ა--------ი სახლში აღარ დაბრუნდა და წავიდა საბურთალოზე, ან-------------------ში თ----- დ-----------, რომელმაც გამოიძახა სასწრაფო დახმარება და ის გადაყვანილი იქნა ღ------–-----ის საავადმყოფოში.

მხარეთა მიერ უდავოდ იქნა ცნობილი თ----- დ-------ის გამოკითხვის ოქმები. მოწმის გამოკითხვის ოქმებით დადგენილია: - 2016 წლის 9 ნოემბერს იმყოფებოდა სახლში, დაახლოებით 03:00 საათზე გაეღვიძა კაკუნის ხმაზე და როცა კარები გააღო ნახა ნაცემი გ-----ი ა--------ი რომელიც იყო შეშინებული და საუბარი უჭირდა. შეყვარებული სახლში შეიყვანა და ჰკითხა თუ რა სჭირდა. გ-----იმ უთხრა, რომ მას ნ------- ე----–-–---–მა იარაღის ტარი ურტყა სახეში. მომხდარის გამო დარეკა სასწრაფო დახმარების ცენტრში, რის შემდეგ დაზარალებული გადაიყვანეს ღ------–-----ის კლინიკაში. იმავე დღეს დაურეკა გ-----ი ა--------ის დას ვ---------- კ-----–----აიას და უთხრა, რომ მისი ძმა სცემა ნ------- ე----–-–---–მა. საუბარში მას ვ----------მ უპასუხა : „ნ-------მა მეც ისეთი ძალით გამარტყა, ხელი რომ ლამის წავიქეციო.“

ვ---------- კ-----–----აიას ჩვენებით ზუსტი დრო და რიცხვი არ ახსოვს, ნ------- ე----–-–---–მა სახლიდან სალაპარაკოდ გაიყვანა მისი ძმა გ-----ი ა--------ი. გასვლისთანავე მათ დაიწყეს ყვირილი, რის გამოც ორივეს შენიშვნა მისცა, რომ ბავშვებს აძინებდა და მათი ხმაური ხელს უშლიდა.

 

მოწმემ განმარტა, რომ ნ------- ე----–-–---–ს მისთვის სახეში არ გაურტყამს და რომ არ ეყვირა პირზე ააფარა ხელი. ასევე უცნობია მისთვის თუ ვინ სცემა გ-----ი ა--------ი. განათლება მიღებული აქვს რუსულ ენაზე, სრულყოფილად არ ფლობს ქართულ ენას, გამოძიების ეტაპზე მის დაკითხვას თარჯიმანი არ ესწრებოდა და ისე მოაწერა ოქმს ხელი მრომ მის შინაარს არ გაცნობია.

 

ვ-----------–----აიამ განმარტა, რომ მისთვის უცნობია ვინ სცემა გ-----ი ა--------ი. მოწმემ იმავდროულად დაადასტურა ის ფაქტი, რომ 2016 წლის 9 ნოემბერს, მისი შვილი სახლიდან სალაპარაკოდ წაიყვანა ნ------- ე----–-–---–მა. ამავე ჩვენებით, იმავე დღეს მისი ქალიშვილი ტიროდა. როცა ჰკითხა მიზეზი ვ----------მ უპასუხა, რომ ნ------- ე----–-–---–მა ხელი „დაარტყა, თუ შემთხვევით მოუხვდაო“ ზუსტად არ ახსოვს.

 

ვ-----------–----აიამ სასამართლო სხდომაზე დაკთხვისას განმარტა, რომ სათანადოდ არ იცის ქართული ენა და გამოძიების ეტაპზე გამოკითხვის დროს მისი თარჯიმნით უზრუნველყოფა არ მომხდარა.

 

ჯ------– ჩ----------–იას ჩვენებით: - 2016 წლის ნოემბრის თვეში მას დაურეკა ნ------- ე----–-–---–მა და უთხრა, რომ მეუღლის ნათესავის ცემის ფაქტთან დაკავშირებით დაბარებული იყო გამომძიებელთან. ბრალდებულს მისთვის არ უთქვამს, რომ პოლიციის განყოფილებაში ყოფნისას მის მიმართ ადგილი ჰქონდა რაიმე სახის უკანონო ქმედებას. მანვე, როგორც უშუალო ხელმძღვანელმა, ნ------- ე----–-–---–ი დაახასიათა დადებითად და განმარტა, რომ იყო კარგი პოლიციელი.

 

რ----- გ---–----ა დაადასტურა რა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების ავთენტკიურობა განმარტა, რომ ვ---------- კ-----–----აია გამართულად საუბრობდა ქართულად და გამოკითხვის დროს უარი განაცხადა თარჯიმნის მონაწილეობაზე.

 

თ----- ყ---–-----–---–მა დაადასტურა რა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების ავთენტიკურობა დამატებით განმარტა, რომ დაცვის მხრეს გაუცვალა მტკიცებულებები.

 

ექსპერტებმა კ------------მ და გ------ი კ--–----აძემ დაადასტურეს ავტომანქანიდან სუნის კვლის ნიმუშების ამოღება, რასაც თავად ბრალდებულიც ესწრებოდა.

 

დ----- ი-----ემ დაადასტურა, რომ მიიღო მონაწილეობა ავტომანქანის დათვალიერებაში საიდანაც აიღო ანაწმენდები და მიკრონაწილაკები, ასევე ბრალდებულის თანხმობით აიღო ნერწყვის ნიმუშები.

 

გ----------–---–-ა განმარტა, რომ გამოძიების ეტაპზე ექიმის ნებართვის საფუძველზე გამოკითხა გ-----ი ა--------ი.

 

ზ------ ჯ------–---–ის ჩვენებით გამომძიებელ ნ---- თ------–---–ის გამოძახების საფუძველზე მეწყვილე შ--–-- კ----------თან ერთად დაათვალიერა ავტომანქანა B-----, რასაც ასევე ესწრებოდა ავტომანქანის მფლობელი ნ------- ე----–-–---–ი. დათვალიერების შედეგად ანაწმენდები აიღეს მანქანის კარის სახელურიდან, ხოლო მიკრონაწილაკები სავარძლის როგორც დასაჯდომი ნაწილიდან, ისე, საზურგედან. მოწითალო ლაქები ეტყობოდა საჭეს, რაც ასევე გადატანილი იქნა დოლბანდზე.

 

2016 წლის 10 ნოემბრის B----- ავტომანქანის დათვალიერების ოქმის თანახმად: ექსპერტთა - კ--- კ------ის, გ------ი კ--–----აძის, შ--–-- კ--------ის და ზ----- ჯ------–---–ის, ასევე, გამომძიებლისა და ნ------- ე----–-–---–ის მონაწილეობით, ავტომანქანის წინა მარჯვენა სავარძლის ზედაპირიდან ამოღებული იქნა 1 ცალი სუნის ნიმუში, მანქანის საჭედან და სიჩქარის გადამრთველიდან 2 ცალი მოწათალო ლაქის ანაწმენდი, მარჯვენა სავარძლის დასაჯდომიდან და საზურგედან - მიკრონაწილაკები 2 ცალ ფირზე, მარჯვენა კარის სახელურიდან ანაწმენდები 4 ცალ ჩხირზე.

 

ოდოროლოგიური ექსპერტიზის #4-------- დასკვნით, ავტომანქანა B----- სახ. ნომ. E---------ის წინა მარჯვენა სავარძლის ზედაპირიდან ამოღებული სუნის კვლის ნიმუში იდენტურია გ-----ი ა--------ისგან აღებული სუნის კვლის ნიმუშისა.

დ----- გ---------ა დაადასტურა, რომ ლ---–--- ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე შემთხვევის ადგილის დათვალიერებას დაესწრო როგორც ქ------–------------------–----–--------------------------------------–---------------–-.

 

დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ლ---–--- ქუჩის მიმდებარედ, თ----- ბ------ს საცხოვრებელი სახლიდან დაახლოებით 50 მეტრში. ადგილი წარმოადგენს გაშლილ სივრცეს და მოსჩანს მ-----------------------, მინდორში ლ---–--- ქუჩიდან შედის სამანქანო გზა. სამანქანო გზის ხელმარცნივ მინდორში ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ გრუნტიანი მიწის ზედაპირიდან ამოღებული იქნა 1 ცალი მასრა (ობ.#1), 1 ცალი ვაზნა (ობ.#2), 1 ცალი ზამბარა და მცირე ზომის დეტალები (ობ.#3), 2 ცალი ქვა მოწითალო ლაქებით (ობ.#4), 1 ცალი ქვა მოწითალო ლაქებით (ობ.#5). შემთხვევის ადგილის დათვალიერება გადაღებული იქნა 80 ცალ ფოოტოსურატზე.

 

მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა გ------ი ს---–--ემ და გ------ ს-----–---–-ა დაადასტურეს შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში მონაწილეობა და განმარტეს, რომ ლ---–--- ქუჩის მიმდებარედ გამოიძახა ის----------------------------–--ამ. განსაზღვრეს არეალი, დაათვალიერეს და ნახეს ლითონის ნაწილები, მასრა, ვაზნა, რაც ამოღებამდე დაასურათეს და დალუქეს სპეციალურ პაკეტებში. ასევე, ამოიღეს ქვები მოწითალო ფერის ლაქებით.

მოწმე შ--–-- გ------–---–ის ჩვენებით, 2016 წლის თებერვლის თვიდან 2017 წლის მაისის თვემდე მუშაობდა ი--------------ს ს-----------–--------–-–-------- განყოფილების უფროსის პოზიციაზე. იმავე განყოფილებაში 2016 წლის 9 ნოემბერს დაიწყო გამოძიება გ-----ი ა--------ის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე. როგორც მისთვის არის ცნობილი მოწმის სახით გამოკითხული იქნა ნ------- ე----–-–---–ი, ასევე დათვალიერებული იქნა ავტომანქანა და ბრალდებულის მიერ წარდგენილი ტანსაცმელი.

 

2016 წლის 10 ნოემბრის დათვალიერების ოქმით, ნ------- ე----–-–---–ის თანხმობით გამომძიებელ ნ---- თ------–---–ის მიერ დათვალიერდა ნ------- ე----–-–---–ის მიერ წარდგენილი ტანსაცმელი - შავი ფერის ტყავის ქურთუკი ელვაშესაკრავით, ორი წინა გვერდითი ჯიბეებით, საყელოზე შიდა მხარეს აქვს ვერცხლისფერი წარწერა C.S. ACTIVE. ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი, წინა მხარეს იკვრება მეტალის ღილებით აქვს ორი უკანა და ორი წინა ჯიბეები. შარვლის შიდა წელის სარტყელზე აქვს წარწერა BOOT CUTI, რუხი ფერის თეთრ ზოლებში გაწყობილი გრძელმკლავიანი პულოვერი, საყელოზე შიდა მხარეს აქვს წარწერა CEDARWOOD STATE, წყვილი შინდისფერი ზამშის ფეხსაცმელი შავი ფერის თასმებით, შიდა მხარეს წარწერით COLLEZIONE ზომა 43, შავი ფერის ტყავის ქურთუკი ელვაშესაკრავით, ორი წინა გვერდითი ჯიბეებით, საყელოზე შიდა მხარეს აქვს ვერცხლისფერი წარწერა C.S. ACTIVE. ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი, წინა მხარეს იკვრება მეტალის ღილებით აქვს ორი უკანა და ორი წინა ჯიბეები. შარვლის შიდა წელის სარტყელზე აქვს წარწერა BOOT CUTI, რუხი ფერის თეთრ ზოლებში გაწყობილი გრძელმკლავიანი პულოვერი, საყელოზე შიდა მხარეს აქვს წარწერა CEDARWOOD STATE, წყვილი შინდისფერი ზამშის ფეხსაცმელი შავი ფერის თასმებით, შიდა მხარეს წარწერით COLLEZIONE, ზომა 43. დათვალიერების შემდგომ ქურთუკი, შარვალი, პულოვერი, ფეხსაცმელი ერთად მოთავსდა პოლიეთილენის პარკში და დაილუქა ი--------------ს ს-----------–--------–-–-------- განყოფილების ლუქით.

 

თბილისის ი--------------ს ს-----------–--------–-–---------- განყოფილების გამომძიებელმა ნ---- თ------–---–მა დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების ავთენტიკურობა და განმარტა, რომ ექსპერტების მონაწილეობით დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, რომლის შინაარსიც ასახულია ოქმში. დათვალიერებული იქნა ასევე ნ------- ე----–-–---–ის ავტომანქანა და ბრალდებულის მიერ წარდგენილი ტანსაცმელი. გამოძიების ფარგლებში საქმეზე გამოკითხა მოწმეები, რაზეც შეადგინა ოქმები და შემდეგ საქმე გადააგზავნა ქვემდებარეობით.

 

ქიმიური ექსპერტიზის #-------- დასკვნით დადგენილია, რომ ნ------- ე----–-–---–ისგან აღებულ ანაწმენდებზე დენთის შემადგენელი კომპონენტის ფუნქციონალური ჯგუფის NO2-ის არსებობა დაფიქსირდა მარჯვენა ხელის ანაწმენდზე საშუალო ინტენსივობით, სახიდან აღებულ ანაწმენდზე დიდი ინტენსივობით. ტყვიის კაფსულაში და კორპუსში შემავალი კომპონენტებიდან სტიბიუმის არსებობა დაფიქსირდა მარჯვენა ხელის ანაწმენდზე მცირე ინტენსივობით. ბარიუმის, სპილენძის და - ტყვიის არსებობა არ დაფიქსირდა.

ქიმიური ექსპერტიზის #1------ დასკვნით დადგენილია, რომ გ-----ი ა--------ის ტანსაცმელზე დენთის შემადგენელი კომპონენტის ფუნქციონალური ჯგუფის NO2-ის არსებობა დაფიქსირდა ქურთუკის მარჯვენა სახელოზე მცირე ინტენსივობით, გულისპირზე დიდი ინტენსივობით. შარვალზე NO2-ის არსებობა არ დაფიქსირდა. ტყვიის კაფსულაში და კორპუსში შემავალი კომპონენტებიდან ტყვიის არსებობა დაფიქსირდა ქურთუკის მარცხენა სახელოზე დიდი ინტენსივობით. სტიბიუმის, ბარიუმის და სპილენძის არსებობა არ დაფიქსირდა. ნ------- ე----–-–---–ის ტანსაცმელზე დენთის შემადგენელი კომპონენტის ფუნქციონალური ჯგუფის NO2-ის არსებობა დაფიქსირდა ქურთუკის მარცხენა სახელოზე მცირე ინტენსივობით, გულისპირზე საშუალო ინტენსივობით; სვიტერის მარცხენა სახელოზე და გულისპირზე საშუალო ინტენსივობით. შარვალზე NO2-ის არსებობა არ დაფიქსირდა.

 

ტყვიის კაფსულაში და კორპუსში შემავალი კომპონენტებიდან ბარიუმის არსებობა დაფიქსირდა ქურთუკის ორივე სახელოზე მცირე ინტენსივობით. სპილენძის არსებობა დაფიქსირდა ქურთუკის მარცხენა სახელოზე და სვიტერის მარჯვენა სახელოზე დიდი ინტენსივობით. ტყვიის არსებობა დაფიქსირდა ქურთუკის მარცხენა სახელოზე მცირე ინტენსივობით, სვიტერის მარჯვენა სახელოზე დიდი ინტენსივობით. სტიბიუმის არსებობა არ დაფიქსირდა.

 

ექსპერტმა ლ-----–--–---–მა დაადასტურა მის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნების სისწორე და განმარტა, რომ როცა კვლევისას ფიქსირდება დიდი რაოდენობით ტყვიის კაფსულაში შემავალი კომპონენტების ერთობლიობა, ადგილი აქვს იარაღიდან გასროლას.

 

ოქმით ფოტოსურათების დათვალიერების და დალუქვის შესახებ, 2016 წლის 21 ნოემბერს თბილისის პროკურატურის კანცელარიის მეშვეობით გ-----ი ა--------ის განცხადებით წარმოდგენილი 6 ცალი ფერადი ფოტოსურათი დათვალიერდა, სადაც მას აღენიშნება სისხლისმაგვარი ლაქები.

 

სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნით, სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის პაციენტის სამედიცინო ბარათი #5------2-ის ჩანაწერების მიხედვით, გ-----ი ა--------ს სამედიცინო დახმარება გაეწია 2016 წლის 19 ნოემბერს 03:20 სთ-ზე. სამედიცინო საბუთის ჩანაწერებით გ.ა--------ს აღენიშნება ექსკორიაციები, კეფის არეში სისხლმდენი ჭრილობა.

 

შპს აკად. ო.ღ------–-----ის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი #------ის ჩანაწერების მიხედვით, გ-----ი ა--------ი მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით აღნიშნულ კლინიკაში სტაციონარულ მკურნალობას გადიოდა 09.11.16 წ-დან 12.11.16 წ-მდე. სამედიცინო საბუთის ჩანაწერებით გ.ა--------ს აღენიშნება ექსკორიაციები და სისხლნაჟღენთები სახის არეში, სისხლჩაქცევა მარცხენა თვალის ლორწოვანში და მარცხენა თვალბუდის მიდამოში ზედა ქუთუთოზე, კანის ნახეთქებით. ნახეთქი ჭრილობა კეფის არეში. თავის ტვინის კომპიუტერულ-ტომოგრაფიული გამოკვლევით დაუდგინდა მარცხნივ ორბიტის ლატერალური კედლის მოტეხილობა (სოლისებური და ყვრიმალის ძვლის შეერთების ნაწილში).

 

დასკვნის კვლევით ნაწილში ასახულია დასკვნითი კლინიკური დიაგნოზი ქალა-ტვინის დახურული ტრავმა; თავის ტვინის დაჟეჟილობა, მარცხნივ სოლის, ძვლის მოტეხილობა, კანქვეშა ჰემატომა თვალბუდის არეში, მცირე ზომის ნახეთქი ჭრილობა კეფის არეში, მრავლობითი ექსკორიაციები სახეზე.

გ-----ი ა--------ის თავის ტვინის კომპიუტერულ-ტომოგრაფიული გამოკვლევის ამსახველი CD დისკი შეისწავლა სამედიცინო კორპორაცია ,,ე------“ დიაგნოსტიკური ცენტრის რადიოლოგიური ჯგუფის ხელმძღვანელმა ნ-----–---- ს---–---–მა. დასკვნის თანახმად, არსებულ გამოსახულებებზე ფიქსირდება მარცხნივ ორბიტის ლატერალური (ყვრიმალის ნაწილი) კედლის მოტეხილობა. ხანდაზმულობა მითითებულ თარიღთან (09.11.2016წ) წინააღმდეგობაში არ არის.

 

გ-----ი ა--------ის დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით.

 

ექსპერტმა ს------------–------ დაადასტურა გ-----ი ა---------ის სხეულის დაზიანებასთან დაკავშირებით გაცემული სასამართლო - სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარება და განმარტა, რომ ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლა განისაზღვრება არა კლინიკაში პაციენტის მკურნალობის ხანგრძლივობით, არამედ იმით თუ მიყენებული დაზიანება რა ხანგრძლივობის ჯანმრთელობის მოშლას იწვევს პაციენტში.

 

ბალისტიკური ექსპერტიზის #--------- დასკვნის თანახმად: 1 პაკეტში წარწერით: 1 ცალი მასრა, 1 ცალი ვაზნა წარმოადგენს სტანდარტული წესით დამზადებულ არაცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიაში შემავალ, სპეციალური თავდაცვითი დანიშნულების, 8 მმ კალიბრის აირის და ხმოვანი იარაღებისათვის განკუთვნილ არასაბრძოლო მასალას ფუჭ (ხმოვან) ვაზნას. მეორე წარმოადგენს ზემოხსენებული დანიშნულებისა და კალიბრის იარაღებისათვის განკუთვნილი არასაბრძოლო მასალის ფუჭი ვაზნის შემადგენელ კომპონენტს - მასრას;

მე-2 პაკეტში წარწერით: ,,ობ.3, 1 (ერთი) ც.ზამბარა და მცირე ზომის დეტალები“, არსებული ლითონის ოთხი ობიექტიდან: ერთ-ერთი წარმოადგენს იარაღის დამცველ ალამს, რაც მასალის ხასიათის გათვალისწინებით, განკუთვნილი უნდა იყოს სპეციალური, თავდაცვითი დანიშნულების, მყიფე ლითონისგან დამზადებული პისტოლეტებისათვის; სამი დეტალი უნდა წარმოადგენდეს პისტოლეტებისათვის განკუთვნილ უკუქცევით ზამბარას ღერძით და შემზღუდველით, რაც კონსტრუქციულად მდებარეობს ლულის ქვედა არეში. კონკრეტულად თუ რა სახეობის იარაღისთვის არის განკუთვნილი განსაზღვრა შეუძლებელია, თუმცა გამორიცხული არ არის სპეციალური - თავდაცვითი დანიშნულების, პისტოლეტებისადმი მათი კუთვნილების შესაძლებლობა;

 

ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის #--------- დასკვნის თანახმად:,,პაკეტში წარწერით 1 ც. მასრა, 1 ც. ვაზნა ობ. 1, ობ. 2, - ამოღებული ლ---–--- ქუჩის მიმდებარედ გრუნტოვანი გზის ზედაპირიდან...“ მოთავსებულ ვაზნებზე (ობ. N1,2) გენეტიკური იდენტიფიკაციისათვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა;

 

პაკეტში წარწერით: „...ობ 3) 1 (ერთი)ც. ზამბარა და მცირე ზომის დეტალები ამოღებული იქნა ლ---–--- ქუჩის მიმდებარედ გრუნტოვანი გზის ზედაპირიდან...“ მოთავსებულ ოქროსფერ დეტალზე (ობ. N3), შავი ფერის დეტალზე (ობ. N4) და ზამბარაზე ობ. N5) არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს. ობ.N4,5-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის გ-----ი ა--------ს (ობ. N21, პაკეტი, წარწერით: „გ----- ა--------ის სისხლის ნიმუში. 0-----------.“). ობ.N3-ის შერეული გენეტიკური პროფილის ერთი წილი და გ-----ი ა--------ის (ობ. N21, პაკეტი, წარწერით: „..), მეორე წილი და ნ------- ე----–-–---–ის (ობ. N20, პაკეტი, წარწერით: „...ნერწყვის ნიმუში 1 (ერთი) ცალ ჩხირზე, აღებული მოწმე ნ------- გ------ის ძე ე----–-–---–ის (დაბ: 17.01.1987წ) პირის ღრუდან...“) გენეტიკური პროფილები იდენტურია;

 

პაკეტში, წარწერით: „...ობ N4 - 2 (ორი)ც. ქვა მოწითალო ფერის ლაქებით. ობ. N5 1(ერთი) ც ქვა მოწითალო ფერის ლაქებით, ამოღებული იქნა ლ---–--- ქუჩის მიმდებარედ გრუნტოვანი გზის ზედაპირიდან...“ მოთავსებულ ქვებზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები(ობ. N6-8) წარმოადგენს ადამიანის სისხლს. ობ.N6,7-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის გ-----ი ა--------ს (ობ. N21). ობ.N8-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ნ------- ე----–-–---–ს (ობ. N20);

 

პაკეტში წარწერით: „...2 (ორი)ც. ანაწმენდი დოლბანდზე...“ მოთავსებულ დოლბანდის ფრაგმენტებზე (ობ. N9,10) არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ნ------- ე----–-–---–ს (ობ. N20);

 

პაკეტში წარწერით: „...ანაწმენდები 4 (ოთხი)ც. ჩხირზე...“ მოთავსებულ სპეცდანიშნულების ჩხირების ბამბიან ბოლოებზე არსებული ბიომასალის (ობ N11 12) გენეტიკური პროფილები შერეულია. ობ. N11,12-ის გენეტიკური პროფილებში ნ------- ე----–-–---–ის (ობ. N20) და გ-----ი ა--------ის (ობ. N21) გენეტიკური თანამონაწილოება არ ვლინდება;

 

პაკეტში, წარწერით ,,ნ. ე----–-–---–ის ტანსაცმელი“ მოთავსებულ ჯინსის შარვალზე არსებული ღია მოყავისფრო ლაქები (ობ. #13,14) სისხლს არ წარმოადგენს; ქურთუკზე, ჯემპრზე და ფეხსაცმელზე სისხლზე საეჭვო ლაქები არ აღმოჩნდა;

 

პაკეტში, წარწერით: „...გ-----ი ა--------ი...“ მოთავსებულ: ქურთუკზე (ობ. N15, 16), და შარვალზე (ობ. N17,18) არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის გ-----ი ა--------ს (ობ.#21); მარცხენა ფეხსაცმელზე არსებული მოყავისფრო ლაქები (ობ. N19) სისხლს არ წარმოადგენს;

ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა #--------6 დასკვნის თანახმად, გ-----ი ა--------ის ქურთუკის და შარვლის ზედაპირებზე აღინიშნება არათანაბრად შეღებილი მოლურჯო ფერის ბამბის ბოჭკოები, რომლებსაც გააჩნიათ საერთო გვარობრივი კუთვნილება ექსპერტიზაზე წარმოდგენილ პარკში წარწერით ,,ნ.ე----–-–---–ის ტანსაცმელი“ მოთავსებული შარვლის ქსოვილის ნართის შემადგენელ შესაბამის ბოჭკოებთან.

,,ნ.ე----–-–---–ის ტანსაცმელი“ მოთავსებული შარვლის ზედაპირზე აღინიშნება მორუხო-მოყავისფრო ვისკოზას ბოჭკოები, რომლებსაც გააჩნიათ საერთო გვარობრივი კუთვნილება გ-----ი ა--------ის შარვლის ქსოვილის ნართის შემადგენელ შესაბამის ბოჭკოებთან.

პაკეტში წარწერით ,,მიკრონაწილაკები 2(ორი) ცალ ფირზე... ა/მ BMW ს---------------ს დათვალიერება...“ მოთავსებულ წინა მარჯვენა სავარძლის საზურგის და წინა მარჯვენა სავარძლის დასაჯდომის ზედაპირებიდან ამოღებულ სპეც.წებოვან ფირფიტებზე აღინიშნება სხვადასხვა სახის ბოჭკოების მიკრონაწილაკები, რომლებიც განსხვავდება გვარობრივი ნიშნებით გ-----ი ა--------ის ქურთუკის და შარვლის ქსოვილის ნართის შემადგენელი ბოჭკოებისგან.

 

ნ------- ე----–-–---–მა განმარტა, რომ გ-----ი ა--------თან, რომელიც არის მეუღლის- ქ------- ბ--–-------ის დეიდაშვილი, ჰქონდა უთანხმოება, რაც განპირობებული იყო დაზარალებულის არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულებით მისი ოჯახის მიმართ. დაადასტურა ის ფაქტი, რომ 2016 წლის 9 ნოემბერს გ-----ი ა--------თან მოუხდა შელაპარაკება და ის გააგდო სახლიდან. ბრალდებულმა ჩვენებაში უარყო როგორც ვ---------- კ-----–----აიას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტი, ასევე გ-----ი ა--------ის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება. ამავე ჩვენებით, ის შემთხვევის ადგილზე არ ყოფილა და არც იარაღიდან უსვრია.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის თანახმად, ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით.

 

ამასთან, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

დაზარალებულ ვ---------- კ-----–----აიამ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენების დროს უარყო ნ------- ე----–-–---–ის მხრიდან მის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტი და განმარტა, რომ ბრალდებულმა მას მხოლოდ ხელი ააფარა პირზე და ბრალდებულის ამ ქმედებით მას ტკივილი არ განუცდია. დასახელებულ ფაქტს ვ-----------–----აია არ შესწრებია და ნახა მხოლოდ ის, რომ ვ----------ს სახე ჰქონდა გაწითლებული. სასამართლოს ზემოთმოყვანილ ეპიზოდთან დაკავშირებით შესაფასებლად რჩება მხოლოდ თ----- დ-------ის გამოკითხვის ოქმი რომლის თანახმად, 2016 წლის 9 ნოემბერს ვ---------- კ-----–----აიამ სატელეფონო საუბარში უთხრა, რომ მას ნ------- ე----–-–---–მა სახის არეში დაარტყა ხელი.

 

სასამართლო თვლის, რომ ნ------- ე----–-–---–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლით ბრალად წარდგენილ ეპიზოდში არ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით საკმ----სი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც დაადასტურებდა ვ---------- კ-----–----აიას მიმართ განხორციელებულ ფიზიკური ძალადობის ფაქტს და მტკიცებულებათა არასაკმ----სობის გამო ის უნდა იქნეს გამართლებული.

 

ამასთან, გამოკვლეულ და უდავო მტკიცებულებათა შეფასებით, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს ნ------- ე----–-–---–ის ბრალეულობას გ-----ი ა--------ის ეპიზოდში საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის 1-ელი ნაწილით.

ნ------- ე----–-–---–ის ჩვენებას, რომ მან გ-----ი ა--------ს მხოლოდ ხელი მოჰკიდა ქეჩოში, ძალით გამოათრია ჭიშკრამდე, პანღური ამოარტყა და უთხრა სახლში აღარ მისულიყო, აბათილებს არა მარტო დაზარალებულ გ-----ი ა--------ის ჩვენება, ასევე, ვ-----------–--------- და ვ---------- კ-----–-----აიას ჩვენებებიც, რომლებმაც დაადასტურეს, რომ გ-----ი ა--------ი სალაპარაკოდ წაიყვანა ნ------- ე----–-–---–მა და ის შემდეგ სახლში აღარ დაბრუნებულა. მხოლოდ მოგვიანებით გახდა მათთვის ცნობილი, რომ გ-----ი გადაყვანილი იყო საავადმყოფოში.

 

თავის მხრივ დაზარალებულის ჩვენება, ვ-----------–--------- და ვ---------- კ-----–-----აიას ჩვენებებთან ერთად თავსებადია ასევე მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილ თ----- დ-------ის გამოკითხვის ოქმებთან, რომელმაც გამოძიებას განუმარტა, რომ გ-----ი ა--------ი არსებული დაზიანებებით მასთან მივიდა 2016 წლის 9 ნოემბერს დაახლოებით ღამის 3 საათზე, რის გამოც მან გამოიძახა სასწრაფო დახმარება.

 

გ-----ი ა--------ის ჩვენებით, ნ------- ე----––---–მა იარაღი ჯერ ჰაერში გაისროლა, ხოლო შემდეგ იმავე იარაღით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.

 

გამოძიებით დადგენილი გარემოებაა, რომ ნ------- ე----–-–---–ის სახელზე რეგისტრირებულია I------ სისტემის გლუვლულიანი სანადირო თოფი P---------------------- სისტემის პისტოლეტი 5-------- და საშტატო 9 მმ ,,მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტი. ზემოთდასახელებული იარაღებიდან ნ------- ე----–-–---–მა აირის პისტოლეტზე განმარტა (--------------- სისტემის პისტოლეტი #5--------), რომ მას ხშირად თან ატარებდა. როცა დაიბარეს პოლიციაში დასაკითხად და უთხრეს მიეტანა ზემოთდასახელებული პისტოლეტი მან სახლში ვეღარ იპოვა. ბრალდებულის ზემოთმოყვანილი განმარტება სასამართლოს უმყარებს რწმენას, რომ ნ------- ე----–-–---–ი ცდილობს აირიდოს მოსალოდნელი სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობა, რადგან ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული მასრა და ვაზნა წარმოადგენს არაცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიაში შემავალ სპეცილური - თავდაცვითი დანიშნულების 8 მმ კალიბრის აირის და ხმოვანი იარაღებისათვის განკუთვნილ არასაბრძოლო ვაზნას, ხოლო მეორე, ფუჭი ვაზნის შემადგენელ კომპონენტს მასრას. რაც შეეხება იმავე ადგილიდან ამოღებულ ზამბარასა და მცირე ზომის დეტალებს დადგენილია, რომ ისინიც მიეკუთვნებიან სწორედ იმავე, თავდაცვითი დანიშნულების პისტოლეტის შემადგენელ ნაწილებს.

 

დაზარალებულის ჩვენების სანდოობაზე, რომ ნ------- ე----–-–---–მა მას თანნაქონი პისტოლეტით მიაყენა დაზიანება მეტყველებს ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნაც, რომლის თანახმად: - შავი ფერის დეტალზე და ზამბარაზე აღმოჩენილი სისხლი ეკუთვნის გ-----ი ა--------ს, ხოლო ოქროსფერ დეტალზე აღმოჩენილი ორი ადამიანის სისხლიდან, ერთი ეკუთვნის დაზარალებულ გ-----ი ა--------ს და მეორე ნ------- ე----–-–---–ს.

ამავე ექსპერტიზით გ-----ი ა--------ისა და ნ------- ე----–-–---–ის გენეტიკური პროფილია დადგენილი ასევე ლ---–--- ქუჩის მიმდებარედ გრუნტოვანი გზის ზედაპირიდან ამოღებულ ქვებზეც. ზემოთმოყვანილი მტკიცებულებები რომლებიც თანხვედრაშია ასევე ქიმიური, ოდოროლოგიური, ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის დასკვნებთან აბათილებს ნ------- ე----–-–---–ის ჩვენებას, რომ ის შემთხვევის ადგილზე გ-----ი ა--------თან ერთად არ ყოფილა და დაზარალებულისათვის დაზიანება არ მიუყენებია.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება მატერიალური შემადგენლობის დანაშაულია და ქმედების დამთავრებულად ცნობისათვის საჭიროა საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლში ჩამოთვლილი მძიმე შედეგებიდან ერთ-ერთის დადგომა: 1) ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლა და ბ) საერთო შრომისუნარიანობის მყარი, ერთ მესამედზე ნაკლები დაკარგვა.

გ-----ი ა--------ს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დაუდგინდა მარცხნივ ორბიტის ლატერალური კედლის მოტეხილობა (სოლისებური და ყვრიმალის ძვლის შეერთების ნაწილში) რომელიც მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით. სასამართლოში დაკითხულმა ექსპერტმა ს------------–------ განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში გადამწყვეტია არა ის, თუ რამდენი დღე იწვა დაზარალებული საავადმყოფოში, არამედ, თავად მიღებული დაზიანება, რომლის თანახმად, ორბიტის კედლის ლატერალური მოტეხილობის შეხორცებას, ასევე, სახის ძვლებისა და ქვედა ყბის ძვლების მიერ თავისი ფუნქციის აღდგენას სჭირდება 21 დღეზე მეტი დრო.

 

ამდენად, სასამართლო თვლის, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ სტანდარტს და თვლის, რომ ნ------- ე----–-–---–მა ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რომელიც სიცოცხლისთვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან და მისი მსჯავრდება უნდა მოხდეს საქართველოს სსკ -ის 118-ე მუხლის 1-ელი ნაწილით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ნ------- ე----–-–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ მისივე განმარტებით ზრდის ექვს მცირეწლოვან შვილს, სხდომაზე დაკითხული ჯ------– ჩ----------–იას ჩვენებით ბრალდებული იყო კარგი პოლიციელი და დაახასიათა დადებითად; რაც შეეხება დამამძიმებელ გარემოებას - დანაშაული ჩადენილია იარაღის გამოყენებით.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.

 

სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი შესატყვისი და პროპორციული უნდა იყოს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, გაცნობიერებულ უნდა იქნეს დანაშაულის საფრთხე და, აგრეთვე, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება. მსჯავრდებული პირის მიმართ დანიშნული სასჯელი უნდა გახდეს მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის საფუძველი და დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი და შეამციროს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი. ამასთან, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

სასამართლო თვლის, რომ ნ------- ე----–-–---–ს ჩადენილი დანაშაულისთვის კანონით განსაზღვრული ალტერნატიული სასჯელებიდან უნდა დაენიშნოს შინაპატიმრობა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-274-ე, 275- 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ნ------- ე----–-–---–ი გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;

 

ნ------- ე----–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მას სასჯელის სახედ დაენიშნოს შინაპატიმრობა 2(ორი) წლის ვადით;

 

მსჯავრდებულს, 21 საათიდან - 08 საათამდე პერიოდში დაეკისროს თავის საცხოვრებელ ადგილას ყოფნის ვალდებულება;

 

გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2----–-–---------------–-- განჩინებით ნ------- ე----–-–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და მის შემტანს კანონით დადგენილ ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა;

 

გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2----–-–---------------–-- განჩინებით გამოყენებული ნ------- ე----–-–---–ის მიმართ თანამდებობიდან გადაყენება;

 

საქმეზე ცნობილი ნივთიერი მტკიცებულებები: - ავტომანქანა B------ის 2017 წლის 01 თებერვალს გარეგნული დათვალიერების დროს გადაღებული 25 ფერადი ფოტოსურათი დატანილი ერთ ცალ CD დისკზე; ავტომანქანა B------ის დათვალიერებისა და დალუქვის დროს გადაღებული 57 ფერადი ფოტოსურათი დატანილი ერთ ცალ CD დისკზე; ლ---–--- ქუჩის მიმდებარედ შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული 80 ფერადი ფოტოსურათი დატანილი ერთ ცალ CD დისკზე და გ-----ი ა--------ის კტ.კვლევის შემცველი ერთი ცალი CD დისკი შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით; გ-----ი ა--------ის ტანსაცმელი, ნ------- ე----–-–---–ის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი დაუბრუნდეთ კანონიერ მფლობელებს, მიკრონაწილაკები, ანაწმენდები, გ-----ი ა--------ის სისხლის ნიმუში, ნ------- ე----–-–---–ის ნერწყვის ნიმუში, ერთი ცალი მასრა, ერთი ცალი ვაზნა, ერთი ცალი ზამბარა და მცირე ზომის დეტალები, ნ------- ე----–-–---–ისგან აღებული ანაწმენდების დარჩენილი ნაწილი საკონტროლო ნიმუშებთან ერთად, სუნის კვლის ნიმუშები, სამი ცალი ქვა განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 1(ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე :

/ლელა ნოზაძე/