გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 140310019002978725
საქმე № 3/107-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
შემაკავებელი ორდერის გაუქმებაზე უარის თქმის შესახებ
06 მაისი, 2019 წელი ქ. გორი
შესავალი ნაწილი
გორის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ნინო გერგაული
სხდომის მდივანი ნათია ბერიშვილი
მოსარჩელე: ვ------ ბ----–-–---–ი
წარმომადგენელი: ე-–---- პ---–--–---–ი
მოპასუხე: საქართველოს შსს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილება
წარმომადგენელი: გ------ გ------–--–ი
მესამე პირი (სასკ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით): სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრი
წარმომადგენელი: ლ-–ა ხ-----------ე
დაინტერესებული მხარე: ე---------ე ბ----–-–---–ი
კანონიერი წარმომადგენელი: მ-----ე პ----–---–ი
დავის საგანი: შემაკავებელი ორდერი გაუქმება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
საქართველოს შსს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილების 2019 წლის 02 მაისს გამოცემული № 0----- შემაკავებელი ორდერის გაუქმება.
სარჩელის თანახმად, 2003 წლიდან ვ------ ბ----–-–---–ი (პირ. №5----------), მისი შვილი - ი----- ბ----–-–---–ი, მეუღლე - ვ------- ბ----–-–---–ი, შვილი - აწ გარდაცვლილი ვ------- ბ----–-–---–ი, ე---------ე ბ----–-–---–ი და გ------ი ბ----–-–---–ი არიან გორის მუნიციპალიტეტ სოფელ ქ--------–ში მდებარე ქონების(ს/კ 6-.5-.0-.0--) მესაკუთრეები. მოსარჩელის მიერ, გორის რაიონულ სასამართლოში წარდგენილ იქნა სარჩელი გ------ი ბ----–-–---–ისა და ნ---- ბ----–-–---–ის მიმართ, მათი ფართიდან გამოსახლების შესახებ. ეს დავა ახლაც მიმდინარეობს გორის რაიონულ სასამართლოში. სწორედ ამ დღიდან, გ------ი ბ----–-–---–მა დაიწყო ძალმომრეობა, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, მოსარჩელის მიმართ. როგორც მოსარჩელე აღნიშნავს, ფაქტი, რომ მან შვილთაშვილი - ე---------ე ბ----–-–---–ი დაწყევლა, არ შეესაბამება სიმართლეს. გარდა ამისა, ვ------ ბ----–-–---–ი არის ავად და მის მოვლა-პატრონობას ახორციელებს მეუღლე - ვ------- ბ----–-–---–ი, რომელიც საერთოდ არ ტოვებს მას, ამიტომ მასაც აუცილებლად უნდა გაეგო აღნიშნულის შესახებ, რაც არ მომხდარა. 2019 წლის 02 მაისს ვ------ ბ----–-–---–თან მივიდნენ პოლიციის წარმომადგენლები, გამოკითხეს და მის მიმართ გამოსცეს შემაკავებელი ორდერი ფსიქოლოგიური ძალადობის საფუძვლით, რითაც აეკრძალა მას შვილთაშვილთან - ე---------ე ბ----–-–---–თან მიახლოება და ნებისმიერი სახის კომუნიკაცია.
მოსარჩელის წარმომადგენლმა ე-–---- პ---–--–---–მა სასამართლო სხდომაზე მხარი დაუჭირა წრმოდგენილ მოთხოვნას და განმარტა, რომ ვ------ ბ----–-–---–ი არ არის გამოკითხული. პოლიციის თანამაშრომლებმა ისე გამოწერეს შემაკავებელი ორდერი ავადმყოფი ქალბატონის მიმართ, რომ ვ------ ბ----–-–---–ის ახსნა-განმარტება არავის მოუსმენია, არც შემაკავებელი ორდერის ოქმის შინაარსი იცის მან. ასევე განმარტა, რომ ე---------ე ბ----–-–---–ების მშობლებს აქვთ ბინის ცალკე წილი, მაგრამ ისინი ცხოვრობენ ვ------ და ვ------- ბ----–-–---–ების კუთვნილ წილში, მათ აქვთ ერთმანეთისგან იზოლირებული საცხოვრებელი ფართები, ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვეს შემაკავებელი ორდერის გაუქმება.
2. მოპასუხის, დაინტერესებული მხარის კანონიერი წარმომადგენლის და მესამე პირის პოზიცია:
საქართველოს შსს გორის რაიონული სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილების წარმომადგენლის განმარტებით, 2019 წლის 02 მაისს, გორის სამმართველოს მეოთხე განყოფილებაში დაფიქსირდა შეტყობინება ოჯახური ძალადობის ფაქტზე. პოლიციის თანამშრომლების მხრიდან მოხდა სწრაფი რეაგირება და ადგილზე გამოცხადებისა და საკითხში გარკვევის შემდეგ შედგა შემაკავებელი ორდერის კითხვარი, რომელმაც სავალდებულო გახადა შემაკავებელი ორდერის გამოცემა ვ------ ბ----–-–---–ის მიმართ. შეტყობინების თანახმად, ვ------ ბ----–-–---–მა, თავის შვილთაშვილს - ე---------ე ბ----–-–---–ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. ადგილზე გამოიკითხა ე---------ე ბ----–-–---–ი. უშუალოდ იმ ფაქტს, როდესაც ვ------ ბ----–-–---–მა ე---------ე ბ----–-–---–ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, არავინ შესწრებია, ხოლო გამომძიებლის მიერ შემაკავებელი ორდერის გამოცემისას იქ იმყოფებოდა ე---------ე ბ----–-–---–ის ბებია - ე---------ა ბ----–-–---–ი. გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ, აღნიშნულ ოჯახთან დაკავშირებით წარმოდგენილი ყველა შეტყობინება ოჯახური ძალადობის ფაქტს ეხება და გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმეებზე ოჯახურ ძალადობასთან, ცემასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ამგვარი შინაარსის შეტყობინებისას, პოლიციის თანამშრომლები ვალდებულნი არიან შესთავაზონ და აუხსნან მსხვერპლს შემაკავებელი ორდერის არსი. იქიდან გამომდინარე, რომ ეს ოჯახი არის კონფლიქტური, ოჯახის არაერთი წევრის მიმართ რამდენიმეჯერ გამოცემულია შემაკავებელი ორდერები, მათი ერთმანეთისგან დაცვის მიზნით. გ.გ------–--–ის ახსნა-განმარტებით, იმისათვის, რომ არ მოხდეს ფიზიკური, სიტყვიერი და სხვა სახის შეურაცხყოფა, საჭიროა შემაკავებელი ორდერის ძალაში დატოვება.
დაინტერესებული მხარის კანონიერი წარმომადგენელის - მ-----ე პ----–---–ის ახსნა-განმარტების თანახმად, მასთან მივიდა უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი გ------ ადუაშვილი და ჰკითხა მომხდარის შესახებ, მან კი განუმარტა, რომ იგი პირადად არ შესწრებია ინციდენტს, რის შემდეგაც გ.ადუაშვილი ე---------ე ბ----–-–---–ს მ-----ე პ----–---–თან ერთად გაესაუბრა. ე---------ე ბ----–-–---–ის განმარტებით, ჭასთან იდგა მისი ბებია - ვ------ ბ----–-–---–ი, რომელმაც დაწყევლაა და უთხრა, რომ მას მამამისივით გააგდებდა სახლიდან. მ-----ე პ----–---–მა აღნიშნა, რომ ასეთი ფაქტების უშუალოდ მომსწრე ბევრჯერ ყოფილა. აღნიშნულის გამო ითხოვა შემაკავებელი ორდერის ძალაში დატოვება.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, მესამე პირის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგნეტოს შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის წარმომადგენელმა ლ-–ა ხ-----------ემ განმარტა, რომ ამ შემთხვევაში, ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე შემაკავებელი ორდერი ძალაში უნდა დარჩეს
3. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. 2003 წლიდან ვ------ ბ----–-–---–ი (პირ. № 5----------), მისი შვილი-ი----- ბ----–-–---–ი, მეუღლე - ვ------- ბ----–-–---–ი, შვილი - აწ გარდაცვლილი ვ------- ბ----–-–---–ი, ე---------ე ბ----–-–---–ი და გ------ი ბ----–-–---–ი არიან გორის მუნიციპალიტეტ სოფელ ქ--------–ში მდებარე ქონების(ს/კ 6-.5-.0-.0--) მესაკუთრეები.
მტკიცებულება: ამონაწერი სსიპ საჯარო რეესტრიდან; მხარეთა ახსნა-განმარტება,3.2. გორის რაიონულ სასამართლოში წარდგენილია სარჩელი გ------ი ბ----–-–---–ისა და ნ---- ბ----–-–---–ის მიმართ, მათი ფართიდან გამოსახლების შესახებ.
მტკიცებულება: მხარის ახსნა -განმარტება; სამოქალაქო სარჩელი;
3.3. საქართველოს შსს გორის რაიონული სამმართველოს 2019 წლის 02 მაისს გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი, რომლითაც ვ------ ბ----–-–---–ს აეკრძალა ე---------ე ბ----–-–---–თან მიახლოება; აგრეთვე, აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება, სადაც ე---------ე ბ----–-–---–ი ცხოვრობს, ასევე, ნებისმიერი სახის კომუნიკაცია;
მტკიცებულება: შემაკავებელი ორდერი № 0-----;
3.4. შემაკავებელი ორდერის გამოცემას საფუძვლად დაედო ინციდენტის ფაბულა: 2019 წლის 02 მაისს ე---------ე ბ----–-–---–ს მისმა დიდმა ბებიამ ვ------ ბ----–-–---–მა სოფელ ქ--------–ში თავიანთ საცხოვრებელ სახლში მიაყენა სიტვიერი შეურაცხყოფა,მტკიცებულება: შემაკავებელი ორდერი, შემაკავებელი ორდერის ოქმი.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა რა მოცემული საქმე, მოისმინა მხარეთა განმარტება, მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რამდენადაც დადგენილია, რომ არსებობს ეჭვი ვ------ ბ----–-–---–ის მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის შესახებ და შემაკავებელი ორდერით მინიმუმამდე უნდა იქნეს დაყვანილი მომავალში მასზე ძალადობის ჩადენის რისკი.
5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
6. სამართლებრივი შეფასება
,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მესამე მუხლით, ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.
იმავე კანონის მე-4 მუხლის ,,ზ" ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას;
დადგენილია და სადავო არაა, რომ ე---------ე ბ----–-–---–ი არის ვ------ ბ----–-–---–ის შვილთაშვილი (შვილიშვილის - გ------ი ბ----–-–---–ის შვილი), ისინი ცხოვრობენ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქ--------–ში ერთი საცხოვრებელი სახლის ცალ-ცალკე გამოყოფილ ფართებში, ოჯახის სხვა წევრებთან ერთად.
იმავე კანონის მე-9 მუხლის თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთისათვის გამოიყენება სისხლისსამართლებრივი, სამოქალაქო სამართლებრივი და ადმინისტრაციულ სამართლებრივი მექანიზმები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი მექანიზმები გამოიყენება შემაკავებელი ორდერის/დამცავი ორდერის გამოცემით.
მითითებული ნორმის შინაარსის ანალიზით, ნათელია, რომ შემაკავებელი ორდერი გამოიყენება ოჯახში ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთისათვის.
მოსარჩელე შემაკავებელი ორდერის გაუქმებას ითხოვს იმ საფუძვლით, რომ მისი მხრიდან ე---------ე ბ----–-–---–ზე სიტყვიერი შეურაცხყოფის განხორციელებას ადგილი არ ჰქონია.
სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში შემაკავებელი ორდერი შედგენილ იქნა არასრულწლოვანი პირის ე---------ე ბ----–-–---–ის დაცვის მიზნით, ვინაიდან როგორც შემაკავებელი ორდერით, შესაბამისი ოქმით და მხარეთა ახსნა-განმარტებებით ირკვევა, მის მიმართ ბებიის - ვ------ ბ----–-–---–ის მხრიდან განხორციელდა სიტყვიერი შეურაცხყოფა. სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია აღნიშნული ფაქტი, ვინაიდან აღნიშნული დასტურდება საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ისევე როგორც ე.ბ----–-–---–ის კანონიერი წარმომადგენლის და უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის გ.გ------–--–ის ახსნა-განმარტებით, აღნიშნულ ფაქტს უშუალოდ არავინ შესწრებია, ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ვ.ბ----–-–---–ის მიერ ე.ბ----–-–---–ის მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფის დასადასტურებლად საკმარისია წარმოდგენილი მტკიცებულებები და სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი მხარეთა ახსნა-განმარტებები, ვინაიდან საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები აჩენს ეჭვს ე---------ე ბ----–-–---–ის მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტის შესახებ;
სასამართლოს მიაჩნია, რომ პირი დაცული უნდა იქნეს ნებისმიერი სახის, მათ შორის ფსიქოლოგიური ძალადობისაგან, რომლის უზრუნველყოფის ერთ-ერთი საშუალება შემაკავებელი ორდერის გამოცემაა იმ პირის მიმართ, ვისზეც არსებობს დასაბუთებული ეჭვი, რომ ახორციელებს ამ სახის ძალადობას მსხვერპლის მიმართ.
შემაკავებელი ორდერის გაცემის კანონიერების შემოწმების პროცესში სასამართლოს ვალდებულებას წარმოადგენს, დაადგინოს, საქმის მასალები და მხარეთა ახსნა-განმარტებები ქმნიდა თუ არა საკმარის საფუძველს ვარაუდისთვის, რომ, შემაკავებელი ორდერის გამოცემის გარეშე, მოვლენათა მოსალოდნელი განვითარების შეუფერხებელი მსვლელობის შემთხვევაში, დიდი ალბათობით, ზიანი მიადგებოდა მსხვერპლის უფლებებსა და კანონით დაცულ ინტერესებს.
სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმის მასალები (შემაკავებელი ორდერისა და მხარეთა ახსნა-განმარტებები), სასამართლოს სხდომაზე გამოკვლეული ფაქტები და ინფორმაცია, იძლევა იმის მტკიცების საკმარის საფუძველს, რომ საქართველოს შსს გორის რაიონული სამმართველოს მიერ შემაკავებელი ორდერი გაცემულია მხარეთა ინტერესებისა და უფლებების დაცვის, მოსალოდნელი საფრთხეების სწორი შეფასების საფუძველზე, ამასთან არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების დაცვის მიზნით, რომელიც სხვა დანარჩენ ინტერესებთან ერთად მოიცავს არასრულწლოვნის უსაფრთხოების და კეთილდღეობის ინტერესებსაც.
,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს ოჯახში ძალადობისათვის დამახასიათებელ ქმედებათა ერთობლიობას, ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთის სამართლებრივ და ორგანიზაციულ საფუძვლებს, აგრეთვე მსხვერპლთა სოციალური და სამართლებრივი დაცვისა და დახმარების გარანტიებს.
ამ კანონის მიზანს წარმოადგენს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის, ფიზიკური, ფსიქოლოგიური და სხვა ხელშეუხებლობის საკანონმდებლო გარანტიების შექმნის უზრუნველყოფა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ შემაკავებელი ორდერის გამოცემის პროცესში მნიშვნელოვანია, დადგინდეს ორდერის გამოცემის გარდაუვალი საჭიროება, რა ტიპის ძალადობის აღკვეთასაც უნდა ემსახურებოდეს იგი.
ფიზიკური ძალადობა წარმოადგენს შემაკავებელი ორდერის გამოცემის ერთ-ერთ წინაპირობას, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია ორდერის გამოცემა ფსიქოლოგიური ძალადობის პირობებშიც; ამგვარი ძალადობით გამოწვეული განცდების სიმძაფრე არ ჩამოუვარდება ფიზიკური ძალადობით მიყენებულ ტკივილს.
ფსიქოლოგიური ძალადობა მიეკუთვნება ძალადობის ისეთ ფორმას, რომელიც მიმართულია იმ მიზნისაკენ, რომ მსხვერპლმა დაკარგოს საკუთარი თავის რწმენა, დაეჭვდეს საკუთარ ინტელექტუალურ შესაძლებლობებში, დაკარგოს ან ეჭვი შეიტანოს რეალობის ადეკვატურად აღქმის შესაძლებლობაში.
ფსიქოლოგიური ძალადობის ძირითადი ნიშნები ვლინდება დაცინვაში, ცინიკურ ან დამამცირებელ შენიშვნებში, მუქარაში, იზოლირებაში, დაშინებაში, მსხვერპლის საჯარო შეურაცხყოფაში, ანუ იმ ქმედებებში, რომელიც ამცირებს ადამიანის თვითშეფასებას და აკარგვინებს საკუთარი თავის მიმართ რწმენას.
სასამართლოს მიაჩნია, რომ სწორედ ამგვარ ქმედებას ჰქონდა ადგილი ვ------ ბ----–-–---–ის მხრიდან, ე---------ე ბ----–-–---–ის მიმართ.
ამასთანავე, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ის გარემოება, რომ, როგორც მხარეთა განმარტებით ირკვევა, ბ----–-–---–ების ოჯახში წლებია, არის რთული და დაძაბული ვითარება; ოჯახის არაერთი წევრის მიმართ რამოდენიმეჯერ გამოცემულია შემაკავებელი ორდერები.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და მხარეთა ახსნა-განმარტებები იძლევა დასაბუთებული ეჭვის საფუძველს, რომ ვ------ ბ----–-–---–ის მხრიდან მოხდა შვილთაშვილის მიმართ ფსიქოლოგიური ძალადობა. ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ, ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს მცირეწლოვანთან, რომლის ფსიქიკა არის განსაკუთრებით ფაქიზი და აქვს მგრძნობიარე აღქმა, მის გარშემო არსებული მოვლენების, ამიტომ გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნას სწორედ მისი საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მოსაზრებით, უსაფუძვლოა ვ------ ბ----–-–---–ის სარჩელი, რამდენადაც სასამართლოში საქმის განხილვისას მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ვერ იქნა ის დამატებითი მტკიცებულებები და მითითებული ვერ იქნა იმ გარემოებებზე, რაც გააბათილებდა შემაკავებელი ორდერის გამოცემის საფუძველს; შესაბამისად, სარჩელი დაკმაყოფილებული ვერ იქნება.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-4, მე-19 და 2114 მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
ვ------ ბ----–-–---–ის სარჩელი საქართველოს შსს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილების მიმართ 2019 წლის 02 მაისის №0----- შემაკავებელი ორდერის გაუქმების შესახებ, არ დაკმაყოფილდეს.
გადაწყვეტილება შეიძლება, ერთჯერადად გასაჩივრდეს საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქემთა პალატაში (მის. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. № 7ა) გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის. ქ. გორი, სერგო ჯორბენაძის ქ. № 30) მისი ასლის მხარეთათვის გადაცემიდან 3 (სამი) დღის ვადაში.
მოსამართლე: ნინო გერგაული