განაჩენი

სისხლის სამართლის 10.04.2019
საქმის ნომერი
330100119002905949
თარიღი
10.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/-------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

10 აპრილი 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

მოსამართლე გიორგი დარახველიძე,სხდომის მდივანი ნათია კოპალიანი

 

ბრალდების მხარე

 

პროკურორი ნა---------–ი

 

დაცვის მხარე

 

ბრალდებული: არ----------------------–-------------ი

დაბადების თარიღი:-----------------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე;

პირადი N0-----------

განათლება :საშუალო

ნასამართლობა: მქონე,საცხოვრებელი ადგილი: ქ. თბილისი,------------------–-----------;

სისხლის სამართლის საქმე 0-----------

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-3811-1

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2019 წლის 25 თებერვალს გაცემული N0----- შემაკავებელი ორდერის თანახმად, არ---------–-------------ს, როგორც მოძალადეს აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება სადაც მსხვერპლი - თავისი მეუღლე შო-----------–--------ა ცხოვრობს, აეკრძალა მსხვერპლთან - შო-----------–--------ასთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება სადაც მსხვერპლი იმყოფება, ასევე აეკრძალა მსხვერპლ შო-----------–--------ასთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონით, სოციალური ქსელის და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, ასევე აეკრძალა თანასაკუთრების ერთპიროვნულად სარგებლობა. მიუხედავად აღნიშნულისა, არ---------–-------------ი, 2019 წლის 27 თებერვალს იმყოფებოდა შო------------–---------ს საცხოვრებელ სახლში, მდებარე ქ. თბილისში გ--------–------------ში, რითაც არ შეასრულა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

2019 წლის 27 მარტს წინასასამართლო სხდომაზე სასამართლომ მოისმინა ბრალდების მხარისა და ბრალდებულის მოსაზრებები, გაეცნო წარმოდგენილ მტკიცებულებებს და ბრალდების მტკიცებულებები საკმარისად მიიჩნია ვარაუდისათვის, რომ ალბათობის მაღალი ხარისხით ბრალდებულ არ---------–-------------ის მიმართ გამოტანილი იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენი. (იხ. წინასასამართლო სხდომის ოქმი).

საქმის არსებითი განხილვის დროს არ---------–-------------მა თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ გულწრფელად აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება და ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. შესაბამისად, არ---------–-------------ის მიერ დანაშაულის ჩადენას უტყუარად ადასტურებს საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, უდავოდ მიჩნეულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, კერძოდ: შემაკავებელი ორდერის მასალები, მოწმეთა შო-----------–--------ას, არ-----------------ს, ირ---–----------ს, გი----------------–-–---–ის გამოკითხვისას მიღებული ინაფორმაცია და საქმეში არსებული სხვა მასალების ერთობლიობით.

სამართლებრივი შეფასება:

ამდენად, საქმეში არსებულ ურთიერთ შეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს:

 

ბრალდებულმა არ---------–-------------მა ჩაიდინა საქართველოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის111-3811 პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.

არ---------–-------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, ის რომ მან აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ხოლო რაც შეეხება პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას იგი ნასამართლევია და ასევე მან ოჯახის წევრის მიმართ არ შეასრულა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს არ---------–-------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, რის შედეგადაც მიაჩნია, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული მიზნების - სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია - მიღწევა შესაძლებელია მსჯავრდებულის საზოგადოებისაგან იზოლირების გარეშე, ჯარიმის გამოყენებით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

არ---------–-------------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111-3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.

საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით არ---------–-------------ს შეუმსუბუქდეს დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.

მსჯავრდებულ არ---------–-------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

ჯარიმის გადახდაზე კონტროლი დაევალოს სააღსრულებო ბიუროს.

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

მოსამართლე გიორგი დარახველიძე