გადაწყვეტილება
გადაწყვეტილების ტექსტი
150210118002439893
საქმე # № 2/95-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
08 აპრილი, 2019 წელი ქ. ახალქალაქი
შესავალი ნაწილი
ახალქალაქის რაიონული სასამართლო
მოსამართლე მალხაზ ენუქიძე
სხდომის მდივანი დავით მელიქიძე
მოსარჩელე: გა-----შ გრ---------ი
წარმომადგენელი: ხა-----ა ხუ--–--–--ა
მოპასუხე: არ---ი ფა----------ი
წარმომადგენელი: დო--ო აბ----–--ა
თარჯიმანი: გალაქტიონ გავრელიშვილი
დავის საგანი: საზიარო უფლების გაუქმება უძრავი ქონების გაყიდვის გზით
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. უძრავი ქონების გაყიდვის გზით საზიარო უფლების გაუქმება, კერძო-- მოსარჩელე ითხოვს იძულებითი წესით გასხვისდეს მხარეთა თანასაკუთრებაში არსებული ფართი მდებარე: ქ.ახალქალაქი, თა--------–--ის ქუჩა #4-, საკადასტრო კო--ით: # 63.18.11.093.01.5--, რომლის ფართიც შეადგენს 335.70 კვ.მ.
სარჩელის თანახმად, მოსარჩელე გა-----შ გრ---------მა 2003 წლის 17 დეკემბერს, ქ.ახალქალაქში, თა--------–--ის ქუჩა #4--ში მოსარჩელემ სანოტარო წესით ნასყიდობის ხელშეკრულებით #3--- შეიძინა მიწის ნაკვეთი, მასზე განლაგებული სარდაფით ს/კ 63.18.11.093.01.5--, რომლის ფართი შეადგენს 335.70 კვ.მ.-ს. აღნიშნული მიწის ფართი მთლიანად შეადგენს 500 კვ.მ. და წარმოადგენს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართს, რომელზეც განთავსებულია სარდაფი, მოსარჩელე გა-----შ გრ---------ის თანამესაკუთრეა მოპასუხე არ---ი ფა----------ი, რომელმაც ასევე შეიძინა სანოტარო წესით, #5-- ნასყიდობის ხელშეკრულებით უძრავი ქონების 0,285 ნაწილი, ხოლო მოსარჩელეს საკუთრებაში აქვს 0,715 ნაწილი. სადავო სარდაფი თანამესაკუთრეებს ურთიერთშეთანხმებით ქონდათ გაქირავებული სამეურნეო დანიშნულების მიზნით და მიღებულ ქირას იყოფდნენ, სხვაგვარი შეთანხმება აღნიშნულზე არ ყოფილა, ვინაიდან სარდაფი არის გაუყოფადი აქვს ერთი შესასვლელი, ტექნიკურად გამიჯვნა შეუძლებელია, სარდაფი იყო გამოუსადეგარი, ავარიული, არ ჰქონდა სველი წერტილი და განათება, რაც საკუთარი ხარჯებით მოაწესრიგა მოსარჩელემ, რაზეც მოპასუხე დღემდე პირდება, მაგრამ არ უხდის სარემონტო სამუშაოებისათვის გაწეულ ხარჯებს. სარდაფის დამქირავებელმა დაახლოებით ერთი წლის წინ შეწყვიტა ფუნქციონირება და გაათავისუფლა სარდაფი, აღნიშნული მომენტით ისარგებლა მოპასუხემ და მოსარჩელესთან შეუთანხმებლად გახსნა რესტორანი, ვინაიდან სარდაფს აქვს ერთი შესასვლელი მოსარჩელე ვეღარ სარგებლობს თავისი წილით, რადგანაც მოპასუხე არ უშვებს იმ ერთადერთი შესასვლელიდან რომელიც სარდაფს აქვს. მხარეებს შორის დავა დღემდე გრძელდება, მათ ვერ მიაღწიეს ვერანაირ შეთანხმებას, მოსარჩელე ფლობს უფრო მეტ ფართს მოპასუხესთან შედარებით. მოსარჩელის განმარტებით იზღუდება მისი საკუთრების უფლება და იგი სასამართლოს სთხოვს უძრავი ქონების გაყიდვის გზით საზიარო უფლების გაუქმებას, კერძო-- მოსარჩელე ითხოვს იძულებითი წესით გასხვისდეს მხარეთა თანასაკუთრებაში არსებული ფართი მდებარე: ქ. ახალქალაქი, თა--------–--ის ქუჩა #4-, საკადასტრო კო--ით: # 63.18.11.093.01.5--, რომლის ფართიც შეადგენს 335.70 კვ.მ.
2. მოპასუხის პოზიცია :
მოპასუხე არ---ი ფა----------მა და მისმა წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ სადავო ფართი მხარეებს შეძენის დღიდან გამიჯნული აქვთ, ამასთან სადავო ფართს აქვს ორი ერთნაირი შესასვლელი, რომელთაგან ერთი შედის მოსარჩელის ფართში, მეორე კი მის ფართში. სარჩელიდან ისიც კი გაუგებარია საერთო-- რომელ შესასვლელს ითხოვს მოსარჩელე. რაც შეეხება იმ გარემოებას რომ მას თითქოსდა სადავო ფართში გახსნილი აქვს კვების ობიექტი, სიმართლეს არ შეესაბამება, რადგანაც კვების ობიექტი გახსნილია მისი მეუღლის საკუთრებაში არსებულ ფართში, რომელთან შეხებაც მოსარჩელეს არ აქვს და ვერც ექნება. ამასთან, მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით სადავო ფართის გამიჯვნა შესაძლებელია და არ არსებობს მისი იძულების წესით გასხვისების და საქ. სამოქალაქო კო--ექსის 964-ე მუხლით განსაზღვრული საგნის გაყიდვით საზიარო უფლების გაუქმების საფუძველი, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
2018 წლის 09 ნოემბერს მოპასუხე არ---ი ფა----------ის წარმომადგენელმა დო--ო აბ----–--ამ სასამართლოს წარმოუდგინა საინჟინრო ექსპერტიზის #0-------- დასკვნა, რომლის თანახმადაც 1. „ქ.ახალქალაქში, თა--------–--ის ქუჩა #4--ში მდებარე შენობა-ნაგებობაში გა-----შ გრ---------ის და არ---ი ფა----------ის თანასაკუთრებაში არსებულ სარდაფში არ---ი ფა----------ის კუთვნილ ფართს არა აქვს დამოუკიდებელი შესასვლელი თა--------–--ის ქუჩის მხარეს. ფართში არ არის განთავსებული სველი წერტილი; 2. ქ.ახალქალაქში, თა--------–--ის ქუჩა #4--ში მდებარე შენობა-ნაგებობაში გა-----შ გრ---------ის და არ---ი ფა----------ის თანასაკუთრებაში არსებულ სარდაფში შესაბამისი ტექნიკური დოკუმენტაციის (პროექტი, ხარჯთაღრიცხვა) სამშენებლო ნორმების და წესების მოთხოვნების შესაბამისად მომზადების და ადგილობრივი მმართველობის ორგანოებიდან ნებართვების მიღების შემთხვევაში ტექნიკურად შესაძლებელია მოეწყოს დამოუკიდებელი შესასვლელი გა-----შ გრ---------ის და არ---ი ფა----------ის კუთვნილ წილებში თა--------–--ის ქუჩის მხრიდან; 3. ქ.ახალქალაქში, თა--------–--ის ქუჩა #4--ში მდებარე შენობა-ნაგებობაში გა-----შ გრ---------ის და არ---ი ფა----------ის თანასაკუთრებაში არსებული სარდაფის გამიჯვნა საჯარო რეესტრის ამონაწერში დაფიქსირებული წილების შესაბამისად შესაძლებელია ისე, როგორც ეს მოცემულია დანართი #2-ზე. მწვანე ფერით ნაჩვენებია გა-----შ გრ---------ის კუთვნილი 0,715 ნაწილი, ხოლო ყვითელი ფერით არ---ი ფა----------ის კუთვნილი 0,285 ნაწილი. შენობა-ნაგებობის ამ ვარიანტით გამიჯვნის შემთხვევაში შენობა-ნაგებობის ფუნქციური ღირებულება არ მცირდება.“
სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მოსარჩელის წარმომადგენელმა ხა-----ა ხუ--–--–--ამ მხარი დაუჭირა სასარჩელო მოთხოვნას და განმარტა, რომ იგი არ ეთანხმება მოპასუხის მიერ წარმო--გენილ საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნას, რადგანაც იგი წინააღმდეგობრივია.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოსარჩელე გა-----შ გრ---------მა 2003 წლის 17 დეკემბერს, ქ.ახალქალაქში, თა--------–--ის ქუჩა #4--ში მოსარჩელემ სანოტარო წესით ნასყიდობის ხელშეკრულებით #3--- შეიძინა მიწის ნაკვეთი, მასზე განლაგებული სარდაფით ს/კ 63.18.11.093.01.5--, რომლის ფართი შეადგენს 335.70 კვ.მ.-ს. აღნიშნული მიწის ფართი მთლიანად შეადგენს 500 კვ.მ. და წარმოადგენს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართს, რომელზეც განთავსებულია სარდაფი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (სარჩელი ს.ფ. 1-15; სხდომის ოქმი ს.ფ. 131-143)
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 16-17).
3.1.2. მოსარჩელე გა-----შ გრ---------ის თანამესაკუთრეა მოპასუხე არ---ი ფა----------ი, რომელმაც ასევე შეიძინა სანოტარო წესით, #5-- ნასყიდობის ხელშეკრულებით უძრავი ქონების 0,285 ნაწილი, ხოლო მოსარჩელეს საკუთრებაში აქვს 0,715 ნაწილი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (სარჩელი ს.ფ. 1-15; სხდომის ოქმი ს.ფ. 131-143)
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 16-17).
3.1.3. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 01 მარტის წერილის თანახმად, რომელიც ეხება ქ.ახალქალაქში, თა--------–--ის ქ. #4--ში მდებარე (ს/კ 63.18.11.093.01.5--) შენობაში ცალკე ჩასასვლელის მოწყობისათვის ნებართვის მიღებას, მერია განმარტავს, რომ მოსარჩელის წარმომადგენლის ხა-----ა ხუ--–--–--ას მიერ წარდგენილ სქემატურ ნახაზში მითითებული ზომები არ შეესაბამება სამშენებლო ნორმებს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 01 მარტის წერილი (ს.ფ. 174-175);
- მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტება (სხდომის ოქმი ს.ფ. 131-143)
3.1.4. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 16 ივლისის საინჟინრო ექსპერტიზის # 0-------- დასკვნის თანახმად 1. „ქ.ახალქალაქში, თა--------–--ის ქუჩა #4--ში მდებარე შენობა-ნაგებობაში გა-----შ გრ---------ის და არ---ი ფა----------ის თანასაკუთრებაში არსებულ სარდაფში არ---ი ფა----------ის კუთვნილ ფართს არა აქვს დამოუკიდებელი შესასვლელი თა--------–--ის ქუჩის მხარეს. ფართში არ არის განთავსებული სველი წერტილი; 2. ქ.ახალქალაქში, თა--------–--ის ქუჩა #4--ში მდებარე შენობა-ნაგებობაში გა-----შ გრ---------ის და არ---ი ფა----------ის თანასაკუთრებაში არსებულ სარდაფში შესაბამისი ტექნიკური დოკუმენტაციის (პროექტი, ხარჯთაღრიცხვა) სამშენებლო ნორმების და წესების მოთხოვნების შესაბამისად მომზადების და ადგილობრივი მმართველობის ორგანოებიდან ნებართვების მიღების შემთხვევაში ტექნიკურად შესაძლებელია მოეწყოს დამოუკიდებელი შესასვლელი გა-----შ გრ---------ის და არ---ი ფა----------ის კუთვნილ წილებში თა--------–--ის ქუჩის მხრიდან; 3. ქ.ახალქალაქში, თა--------–--ის ქუჩა #4--ში მდებარე შენობა-ნაგებობაში გა-----შ გრ---------ის და არ---ი ფა----------ის თანასაკუთრებაში არსებული სარდაფის გამიჯვნა საჯარო რეესტრის ამონაწერში დაფიქსირებული წილების შესაბამისად შესაძლებელია ისე, როგორც ეს მოცემულია დანართი #2-ზე. მწვანე ფერით ნაჩვენებია გა-----შ გრ---------ის კუთვნილი 0,715 ნაწილი, ხოლო ყვითელი ფერით არ---ი ფა----------ის კუთვნილი 0,285 ნაწილი. შენობა-ნაგებობის ამ ვარიანტით გამიჯვნის შემთხვევაში შენობა-ნაგებობის ფუნქციური ღირებულება არ მცირდება.“
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 16 ივლისის საინჟინრო ექსპერტიზის #0-------- დასკვნა (ს.ფ. 109-117);
- მოსარჩელე ახსნა-განმარტება ( სარჩელი 1-15; სხდომის ოქმი ს.ფ. 131-143);
3.1.5. სასამართლო სხდომაზე დისტანციური წესით დაკითხული იქნა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტი გი-----ი მა------–--ი, რომელმაც დაადასტურა მის მიერ გაცემული საინჟინრო ექსპერტიზის #0-------- დასკვნა და განმარტა, რომ ადგილობრივი მმართველობის ორგანოებიდან ნებართვების მიღების შემთხვევაში ტექნიკურად შესაძლებელია მოეწყოს დამოუკიდებელი შესასვლელი გა-----შ გრ---------ის და არ---ი ფა----------ის კუთვნილ წილებში თა--------–--ის ქუჩის მხრიდან, შესაძლებელია შენობა-ნაგებობის გამიჯვნა შენობა-ნაგებობის ფუნქციური ღირებულების შემცირების გარეშე, ისე რომ ნატურით გამოყოფილი საგანი არ დაკარგავს იმ დანიშნულებას, რასაც ასრულებდა გაყოფამდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოწმე გი-----ი მა------–--ის ჩვენება (სხდომის ოქმი ს.ფ. 181-189)
3.1.6. ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 15 მარტის ადგილზე დათვალიერების ოქმის თანახმად დათვალიერებულ იქნა ქ. ახალქალაქში თა--------–--ის ქუჩა N4--ში მდებარე გა-----შ გრ---------ის და არ---ი ფა----------ის უძრავი ქონება, (სარდაფი) საკადასტრო კო--ით 63.18.11.093.01/5--.
1.დათვალიერებისას დადგინდა, რომ როგორც გა-----შ გრ---------ის ასევე არ---ი ფა----------ის კუთვნილ ფართებს, რომლებიც ამჟამად წარმოადგენს რეგისტრირებულ წილობრივ საკუთრებას, გააჩნიათ ცალ-ცალკე დამოუკიდებელი შესასვლელი მი------ის ქუჩის I შესახვევის მხრიდან.
2.მოსარჩელე მხარის კუთვნილი ფართის შესასვლელი კარის სიმაღლე დაახლოებით ორი მეტრია და სიგანე დაახლოებით მეტრანახევარი. ხოლო მოპასუხე მხარეს თავისი შესასვლელი კარი დაკეტილი აქვს და სარგებლობს მესამე პირის შესასვლელი კარებით. ორივე მხარეს როგორც მოსარჩელეს ისე მოპასუხეს თა--------–--ის ქუჩის მხრიდან აქვთ ფრამუგები, საიდანაც ნათდება აღნიშნული ფართები.
3.მოსარჩელე მხარის კუთვნილი ფართი დაკეტილია და არ ფუნქციონირებს, ხოლო მოპასუხე მხარის ფართის ნაწილი ფუნქციონირებს.
4.მოპასუხე მხარეს მოწყობილი აქვს კაფე, როგორც ექსპერტიზის დასკვნის ნახაზშია აღნიშნული ყვითელი ფერით, ამასთან მოპასუხის ფართს მიმატებული აქვს სხვისი (სავარაუდოთ მეუღლის კუთვნილი ფართიც). ამ მიმატებული ფართიდან მას მოწყობილი აქვს სარდაფში ჩასასვლელი თა--------–--ის ქუჩიდან, რაც შეეხება მი------ის ქუჩის I შესახვევის მხრიდან მოწყობილ სარდაფში ჩასასვლელს აღნიშნული მისთვის სათადარიგოს წარმოადგენს.
5.მოსარჩელის ფართს (რომელიც ნახაზშია აღნიშნულია მწვანე ფერით) ცენტრალური ქუჩიდან ჩასასვლელი არ გააჩნია. ადგილზე დათვალიერებით და მხარეთა განმარტებით დადგინდა რომ გასაყოფ ფართებში ეგრეთწო--ებული სველი წერტილები არ არის. მოპასუხე მხარეს სავარაუდოთ სველი წერტილი ისევე როგორც სარდაფში ჩასასვლელი მოწყობილი აქვს მესამე პირის (სავარაუდოთ მეუღლის) კუთვნილ ფართში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ახალქალაქის რაიონული სასამართლოს, 2019 წლის 15 მარტის ადგილზე დათვალიერების ოქმი (ს.ფ. 176-177).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. სადავო სარდაფი თანამესაკუთრეებს ურთიერთშეთანხმებით ქონდათ გაქირავებული სამეურნეო დანიშნულების მიზნით და მიღებულ ქირას იყოფდნენ, სხვაგვარი შეთანხმება აღნიშნულზე არ ყოფილა, ვინაიდან სარდაფი არის გაუყოფადი აქვს ერთი შესასვლელი, ტექნიკურად გამიჯვნა შეუძლებელია, სარდაფი იყო გამოუსადეგარი, ავარიული, არ ჰქონდა სველი წერტილი და განათება, რაც საკუთარი ხარჯებით მოაწესრიგა მოსარჩელემ, რაზეც მოპასუხე დღემდე პირდება, მაგრამ არ უხდის სარემონტო სამუშაოებისათვის გაწეულ ხარჯებს
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (სარჩელი ს.ფ. 1-15; სხდომის ოქმი ს.ფ. 131-143)
3.2.2. მოპასუხემ მოსარჩელესთან შეუთანხმებლად გახსნა სადავო სარდაფში რესტორანი, ვინაიდან სარდაფს აქვს ერთი შესასვლელი მოსარჩელე ვეღარ სარგებლობს თავისი წილით, რადგანაც მოპასუხე არ უშვებს იმ ერთადერთი შესასვლელიდან რომელიც სარდაფს აქვს. მხარეებს შორის დავა დღემდე გრძელდება, მათ ვერ მიაღწიეს ვერანაირ შეთანხმებას, მოსარჩელე ფლობს უფრო მეტ ფართს მოპასუხესთან შედარებით. მოსარჩელის განმარტებით იზღუდება მისი საკუთრების უფლება და იგი სასამართლოს სთხოვს უძრავი ქონების გაყიდვის გზით საზიარო უფლების გაუქმებას,სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (სარჩელი ს.ფ. 1-15; სხდომის ოქმი ს.ფ. 131-143)
სამოქალაქო საპროცესო კო--ექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სამოქალაქო საპროცესო კო--ექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ანალიზის საფუძველზე სასამართლო თვლის, რომ გა-----შ გრ---------ის სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კო--ექსის 170-ე, 173-ე, 953-ე, 954-ე, 961-ე, 963-ე,964-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს სამოქალაქო კო--ექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძო-- სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით. არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
საკუთრების უფლება აბსოლუტური უფლებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა მესამე პირი ვალდებულია თავი შეიკავოს სხვისი საკუთრების დარღვევისაგან. თუ არ ექნება ადგილი აღნიშნულ დარღვევას, მესაკუთრე შეძლებს ნივთთან თავისუფალი ურთიერთობის განხორციელებას. მესაკუთრის მოქმედებით ასევე არ უნდა ილახებო--ეს მეზობლების ან მესამე პირთა უფლებები. სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების შინაარსი მდგომარეობს მასში, რომ მესაკუთრეს თავისუფლად უნდა შეეძლოს მის საკუთრებაში არსებული ნივთის თითოეული ნაწილის თავისუფალი სარგებლობა, ფლობა და განკარგვა.
საკუთრების ბოჭვამ არ შეიძლება მოსპოს საკუთრება. კერძო საკუთრების შეზღუდვა არ უნდა ნიშნავდეს საკუთრების უფლების რეალიზაციის მოსპობას, არ შეიძლება პირს ფორმალურად გააჩნდეს საკუთრების უფლება, ხოლო ფაქტობრივად არა, ანუ ვერ სარგებლობდეს საკუთრების უფლებით.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე გა-----შ გრ---------მა 2003 წლის 17 დეკემბერს, ქ.ახალქალაქში, თა--------–--ის ქუჩა #4--ში მოსარჩელემ სანოტარო წესით ნასყიდობის ხელშეკრულებით #3--- შეიძინა მიწის ნაკვეთი, მასზე განლაგებული სარდაფით ს/კ 63.18.11.093.01.5--, რომლის ფართი შეადგენს 335.70 კვ.მ.-ს. აღნიშნული მიწის ფართი მთლიანად შეადგენს 500 კვ.მ. და წარმოადგენს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართს, რომელზეც განთავსებულია სარდაფი. მოსარჩელე გა-----შ გრ---------ის თანამესაკუთრეა მოპასუხე არ---ი ფა----------ი, რომელმაც ასევე შეიძინა სანოტარო წესით, #5-- ნასყიდობის ხელშეკრულებით უძრავი ქონების 0,285 ნაწილი, ხოლო მოსარჩელეს საკუთრებაში აქვს 0,715 ნაწილი.
საქართველოს სამოქალაქო კო--ექსის 173-ე მუხლის თანახმად, საერთო საკუთრება წარმოიშობა კანონის ძალით ან გარიგების საფუძველზე და იგი შეიძლება იყოს თანაზიარი ან წილადი.
საქართველოს სამოქალაქო კო--ექსის 953-ე მუხლის თანახმად თუ უფლება რამდენიმე პირს ერთობლივად ეკუთვნის, მაშინ გამოიყენება ამ თავის წესები, თუ კანონიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს.
სასამართლო განმარტავს, რომ რო--ესაც რამდენიმე პირს ერთობლივად ეკუთვნის ესა თუ ის უფლება, მაშინ ეს უფლება საზიაროა. საზიარო უფლებები კანონისმიერ ვალდებულებით ურთიერთობებს მიეკუთვნებიან იმდენად, რამდენადაც საზიარო უფლების მონაწილეებს უფლებები და ვალდებულებები კანონიდან წარმოეშობათ და მათ შორის ურთიერთობები კანონით წესრიგდება.
საქართველოს სამოქალაქო კო--ექსის 954-ე მუხლის თანახმად, თუ სპეციალურად სხვა რამ არ არის დადგენილი, თითოეულ მოწილეს ეკუთვნის თანაბარი წილი. ამავე კო--ექსის 955-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თითოეულ მოწილეს უფლება აქვს ისარგებლოს საზიარო საგნით ისე, რომ ზიანი არ მიადგეს დანარჩენ მოწილეთა სარგებლობას.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ თანასაკუთრებაში არსებული ქონება მხარეთა შორის გაყოფილი არ არის. მათი ქონება საერთო საკუთრებაა და უნდა იმართებო--ეს მესაკუთრეთა შეთანხმებით. მოცემულ შემთხვევაში მხარეები ვერ შეთანხმდენ ქონების გაყოფაზე და მომართეს სასამართლოს.
სამოქალაქო კო--ექსის 961-ე მუხლის თანახმად თითოეულ მონაწილეს შეუძლია ნებისმიერ დროს მოითხოვოს საზიარო უფლების გაუქმება. ამავე კო--ექსის 963-ე მუხლის თანახმად, საზიარო უფლება უქმდება ნატურით გაყოფისას, თუ საზიარო საგანი შეიძლება დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად ღირებულების შემცირების გარეშე.
სასამართლო განმარტავს, რომ ნივთებზე საერთო საკუთრების არსებობა არ ნიშნავს საკუთრების უფლების შეზღუდვას. თითოეული თანამესაკუთრე სრულფასოვნად უნდა ახორციელებდეს თავის უფლებას და თავისუფლად უნდა სარგებლობდეს თანასაკუთრებაში არსებული ნივთით, თუმცა – სხვა თანამესაკუთრეთა ინტერესების გათვალისწინებით. საკუთრების უფლების მნიშვნელობიდან გამომდინარე, რო--ესაც მესაკუთრე საერთო (წილად) საკუთრებაში არსებულ ნივთზე სრულფასოვნად ვერ ახორციელებს თავის უფლებას ან სხვა რაიმე მიზეზით მისთვის მოუხერხებელია სხვა თანამესაკუთრესთან საერთო უფლებით დაკავშირება, კანონი ნებისმიერ თანამესაკუთრეს აძლევს უფლებას, ნებისმიერ დროს, ნებისმიერი მოტივით მოითხოვოს საზიარო უფლების გაუქმება.
საზიარო უფლება უქმდება საზიარო საგნის (საგნების) ნატურით გაყოფისას იმ შემთხვევაში თუ საზიარო საგანი (საგნები) შეიძლება დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად, ამასთან ამგვარი დაყოფის შედეგად არ მცირდება ნივთის ღირებულება. როგორც პირველი, ასევე მეორე ელემენტი უნდა არსებობდეს ერთდროულად იმისათვის, რომ დადგეს ამ ნორმით გათვალისწინებული იურიდიული შედეგი, ამასთან, ორივე შემთხვევაში ნატურით გამოყოფილმა საგანმა არ უნდა დაკარგოს ის დანიშნულება, რასაც ასრულებდა გაყოფამდე. ამდენად, სამოქალაქო კო--ექსის 963-ე მუხლი მხოლო-- იმ შემთხვევაში ითვალისწინებს საგნის ნატურით გაყოფის შესაძლებლობას, თუ იგი არ დაკარგავს თავის ფუნქციონალურ დანიშნულებას. ღირებულებაში ნივთის საბაზრო ღირებულება (ფასი) კი არ იგულისხმება, არამედ მოიაზრება მისი საგნობრივი (ფუნქციონალური) დანიშნულება, რომლის შემცირება ნივთის გაყოფამ არ უნდა გამოიწვიოს. საზიარო უფლება რო--ესაც უქმდება ნატურით გაყოფის გზით, ნიშნავს თანასაკუთრების რეჟიმიდან ინდივიდუალური საკუთრების რეჟიმზე გადასვლას, ანუ დაუშვებელია საზიარო საგანი ისე გაიყოს, რომ ნივთის გარკვეულ ნაწილზე ვრცელდებო--ეს ინდივიდუალური საკუთრება, ხოლო სხვა ნაწილზე - საერთო საკუთრება. საქმეზე #ას-67-65-2014, 2014 წლის 31 ივლისს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ განმარტა შემდეგი; სამოქალაქო კო--ექსის 963-ე მუხლის თანახმად, საზიარო უფლება უქმდება ნატურით გაყოფისას, თუ საზიარო საგანი (საგნები) შეიძლება დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად ღირებულების შემცირების გარეშე, თანაბარი წილები მონაწილეთა შორის განაწილდება კენჭისყრით. მითითებული ნორმა ხაზს უსვამს ორი აუცილებელი გარემოების არსებობაზე: საზიარო საგანი (საგნები) უნდა დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად; დაყოფის შედეგად არ უნდა შემცირდეს თითოეული ნაწილის ღირებულება. ღირებულებაში ნივთის საბაზრო ღირებულება (ფასი) კი არ იგულისხმება, არამედ მისი საგნობრივი (ფუნქციონალური) დანიშნულება. საკასაციო პალატამ დამატებით განმარტავს, რომ საზიარო უფლების გაუქმება ნატურით გაყოფის გზით, ნიშნავს თანასაკუთრების რეჟიმიდან ინდივიდუალური საკუთრების რეჟიმზე გადასვლას, ანუ დაუშვებელია საზიარო საგანი ისე გაიყოს, რომ ნივთის გარკვეულ ნაწილზე ვრცელდებო--ეს ინდივიდუალური საკუთრება, ხოლო სხვა ნაწილზე - საერთო საკუთრება. კანონმდებლის ნება ნათელი და ცალსახაა. საზიარო უფლების მქონეს ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს თავისი იდეალური წილის რეალურად გამოყოფა. ერთადერთი შეზღუდვა, რასაც კანონმდებელი აღნიშნული უფლების რეალიზაციის მიზნებისათვის აწესებს არის ის, რომ საზიარო უფლების მქონე პირის უფლებით, გააუქმოს საზიარო საკუთრება, არ უნდა შეილახოს სხვა თანაზიარი მესაკუთრის საკუთრების უფლების ხელშეუვალობა. სწორედ ამიტომ , სამოქალქო კო--ექსის 963-ე მუხლი ნატურით გაყოფის გზით საზიარო უფლების გაუქმებას დასაშვებად მიიჩნევს მხოლო-- იმ შემთხვევაში, თუ საზიარო საგანი შეიძლება დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად ღირებულების შემცირების გარეშე.
ამავე კო--ექსის 964-ე მუხლი ითვალისწინებს საზიარო უფლების გაუქმებას საგნის გაყიდვით, რომლის თანახმადაც თუ ნატურით გაყოფა გამორიცხულია, მაშინ საზიარო უფლება გაუქმდება საზიარო საგნის, დაგირავებული ნივთის ან მიწის ნაკვეთის გაყიდვითა და ამონაგების განაწილებით. მიწის ნაკვეთის შემთხვევაში გამოიყენება აუქციონზე უძრავი ქონების იძულებით გაყიდვის წესები. თუ დაუშვებელია საზიარო საგნის გასხვისება მესამე პირზე, მაშინ საგანი აუქციონზე უნდა გაიყიდოს მოწილეებს შორის. თუ საგანი არ გაიყიდება, მაშინ თითოეულ მოწილეს შეუძლია მოითხოვოს განმეორებითი აუქციონი; ამასთან, მან უნდა გაიღოს ხარჯები, თუ განმეორებითი ცდა უშედეგო-- დამთავრდა.
განსახილველ შემთავევაში სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 16 ივლისის საინჟინრო ექსპერტიზის # 0-------- დასკვნის თანახმად 1. „ქ.ახალქალაქში, თა--------–--ის ქუჩა #4--ში მდებარე შენობა-ნაგებობაში გა-----შ გრ---------ის და არ---ი ფა----------ის თანასაკუთრებაში არსებულ სარდაფში არ---ი ფა----------ის კუთვნილ ფართს არა აქვს დამოუკიდებელი შესასვლელი თა--------–--ის ქუჩის მხარეს. ფართში არ არის განთავსებული სველი წერტილი; 2. ქ.ახალქალაქში, თა--------–--ის ქუჩა #4--ში მდებარე შენობა-ნაგებობაში გა-----შ გრ---------ის და არ---ი ფა----------ის თანასაკუთრებაში არსებულ სარდაფში შესაბამისი ტექნიკური დოკუმენტაციის (პროექტი, ხარჯთაღრიცხვა) სამშენებლო ნორმების და წესების მოთხოვნების შესაბამისად მომზადების და ადგილობრივი მმართველობის ორგანოებიდან ნებართვების მიღების შემთხვევაში ტექნიკურად შესაძლებელია მოეწყოს დამოუკიდებელი შესასვლელი გა-----შ გრ---------ის და არ---ი ფა----------ის კუთვნილ წილებში თა--------–--ის ქუჩის მხრიდან; 3. ქ.ახალქალაქში, თა--------–--ის ქუჩა #4--ში მდებარე შენობა-ნაგებობაში გა-----შ გრ---------ის და არ---ი ფა----------ის თანასაკუთრებაში არსებული სარდაფის გამიჯვნა საჯარო რეესტრის ამონაწერში დაფიქსირებული წილების შესაბამისად შესაძლებელია ისე, როგორც ეს მოცემულია დანართი #2-ზე. მწვანე ფერით ნაჩვენებია გა-----შ გრ---------ის კუთვნილი 0,715 ნაწილი, ხოლო ყვითელი ფერით არ---ი ფა----------ის კუთვნილი 0,285 ნაწილი. შენობა-ნაგებობის ამ ვარიანტით გამიჯვნის შემთხვევაში შენობა-ნაგებობის ფუნქციური ღირებულება არ მცირდება.“ ამდენად, აღნიშნული საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა თანასაკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე მდებარე: ქ.ახალქალაქი, თა--------–--ის ქუჩა #4-, დაუზუსტებელი ფართობი: 500.00 კვ.მ. ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო-სამეურნეო, მესაკუთრეები: არ---ი ფა----------ი, გა-----შ გრ---------ი, ს/კ # 63.18.11.093.01.5-- ექსპერტიზის დასკვნის თანახმად შესაძლებელია შენობა-ნაგებობის გამიჯვნა შენობა-ნაგებობის ფუნქციური ღირებულების შემცირების გარეშე. შესაბამისად ნატურით გამოყოფილი საგანი არ დაკარგავს იმ დანიშნულებას, რასაც ასრულებდა გაყოფამდე. ამასთან, დადგენილი და სადავო არაა ის გარემოება, რომ ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 15 მარტის ადგილზე დათვალიერების ოქმის თანახმად დათვალიერებულ იქნა ქ. ახალქალაქში თა--------–--ის ქუჩა N4--ში მდებარე გა-----შ გრ---------ის და არ---ი ფა----------ის უძრავი ქონება, (სარდაფი) საკადასტრო კო--ით 63.18.11.093.01/5--. 1.დათვალიერებისას დადგინდა, რომ როგორც გა-----შ გრ---------ის ასევე არ---ი ფა----------ის კუთვნილ ფართებს, რომლებიც ამჟამად წარმოადგენს რეგისტრირებულ წილობრივ საკუთრებას, გააჩნიათ ცალ-ცალკე დამოუკიდებელი შესასვლელი მი------ის ქუჩის I შესახვევის მხრიდან; 2.მოსარჩელე მხარის კუთვნილი ფართის შესასვლელი კარის სიმაღლე დაახლოებით ორი მეტრია და სიგანე დაახლოებით მეტრანახევარი. ხოლო მოპასუხე მხარეს თავისი შესასვლელი კარი დაკეტილი აქვს და სარგებლობს მესამე პირის შესასვლელი კარებით. ორივე მხარეს როგორც მოსარჩელეს ისე მოპასუხეს თა--------–--ის ქუჩის მხრიდან აქვთ ფრამუგები, საიდანაც ნათდება აღნიშნული ფართები;3.მოსარჩელე მხარის კუთვნილი ფართი დაკეტილია და არ ფუნქციონირებს, ხოლო მოპასუხე მხარის ფართის ნაწილი ფუნქციონირებს;4.მოპასუხე მხარეს მოწყობილი აქვს კაფე, როგორც ექსპერტიზის დასკვნის ნახაზშია აღნიშნული ყვითელი ფერით, ამასთან მოპასუხის ფართს მიმატებული აქვს სხვისი (სავარაუდოთ მეუღლის კუთვნილი ფართიც). ამ მიმატებული ფართიდან მას მოწყობილი აქვს სარდაფში ჩასასვლელი თა--------–--ის ქუჩიდან, რაც შეეხება მი------ის ქუჩის I შესახვევის მხრიდან მოწყობილ სარდაფში ჩასასვლელს აღნიშნული მისთვის სათადარიგოს წარმოადგენს;5.მოსარჩელის ფართს (რომელიც ნახაზშია აღნიშნულია მწვანე ფერით) ცენტრალური ქუჩიდან ჩასასვლელი არ გააჩნია. ადგილზე დათვალიერებით და მხარეთა განმარტებით დადგინდა რომ გასაყოფ ფართებში ეგრეთწო--ებული სველი წერტილები არ არის. მოპასუხე მხარეს სავარაუდოთ სველი წერტილი ისევე როგორც სარდაფში ჩასასვლელი მოწყობილი აქვს მესამე პირის (სავარაუდოთ მეუღლის) კუთვნილ ფართში. ამდენად ადგილზე დათვალიერებით დადგენილი და დადასტურებული იქნა ის გარემოება, რომ მხარეებს სადავო სარდაფი რეალურად ისედაც გაყოფილი აქვთ, გაყოფილი აქვთ ისე, როგორც ეს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნაშია მითითებული. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ თითქოსდა სარდაფი არის გაუყოფადი და ტექნიკურად გამიჯვნა შეუძლებელია, რადგანაც საქმეში წარმო--გენილი დასკვნითა და ადგილზე დათვალიერების ოქმითაც დადგინდა რომ შესაძლებელია შენობა-ნაგებობის გამიჯვნა შენობა-ნაგებობის ფუნქციური ღირებულების შემცირების გარეშე, ისე რომ ნატურით გამოყოფილი საგანი არ დაკარგავს იმ დანიშნულებას, რასაც ასრულებდა გაყოფამდე. ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, კერძო-- საექსპერტო დასკვნით დასტურდება, რომ ქონების ნატურით გაყოფა შესაძლებელია და ექსპერტი გვთავაზობს გაყოფის შესაძლო ვარიანტს. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ შესაძლებელია სადავო უძრავი ქონების ნატურით გაყოფა, რაც წარმო--გენილ სარჩელს უპერსპექტივოს ხდის, რადგან საკანონმდებლო დათქმით, მხოლო-- მაშინაა შესაძლებელი საზიარო საგნის გაყიდვა და ამონაგების განაწილება, თუ რეალური გაყოფა შეუძლებელია, რაც განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კო--ექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კო--ექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.
მოცემული ნორმა შეიცავს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის (მოვალეობების) განაწილების ზოგად წესს. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ - გარემოებები, რომელზეც იგი ამყარებს თავის შესაგებელს. მტკიცების ვალდებულება (ტვირთი) მხარეთა შორის ნაწილდება სამოქალაქო საპროცესო კო--ექსის 102-ე მუხლით დადგენილი ზოგადი წესისა და მატერიალური კო--ექსის ნორმებში არსებული კერძო (სპეციალური) წესების საფუძველზე.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მხარემ ვერ შეძლო დაესაბუთებინა თავისი სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ სათანადო მტკიცებულებებზე (სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 16 ივლისის საინჟინრო ექსპერტიზის # 0-------- დასკვნა) მითითებით გააქარწყლა უძრავი ქონების გაყიდვის გზით საზიარო უფლების გაუქმების სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველები. ამდენად, გა-----შ გრ---------ის (პ/ნ 4----------) სარჩელი მოპასუხე არ---ი ფა----------ის (პ/ნ 0----------) მიმართ, უძრავი ქონების გაყიდვის გზით საზიარო უფლების გაუქმების თაობაზე, არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კო--ექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლო--. აქედან გამომდინარე, მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 120 ლარი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლო-- გადახდილად.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო კო--ექსის 170-ე, 173-ე, 953-ე, 954-ე, 961-ე, 963-ე,964-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კო--ექსის მე-8, მე-14, 46-ე, 55-ე, 102-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, 2591-ე, 30917-ე და 30920-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. გა-----შ გრ---------ის (პ/ნ 4----------) სარჩელი მოპასუხე არ---ი ფა----------ის (პ/ნ 0----------) მიმართ, უძრავი ქონების გაყიდვის გზით საზიარო უფლების გაუქმების თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს;
2. მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ. №7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახალქალაქის რაიონული სასამართლოს (მისამართი: ქ. ახალქალაქი, მაშტოცის ქ. #110) მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ახალქალაქის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: მალხაზ ენუქიძე