განაჩენი

სისხლის სამართლის 13.05.2019
საქმის ნომერი
090100119002939759
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
13.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N(1/20–2019) 090100119002939759

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

13 მაისი, 2019 წელი ქ. ამბროლაური

 

ამბროლაურის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ლეილა გურგუჩიანი

სხდომის მდივანი იამზე მურუსიძე

 

პროკურორის - ზ------–--–----------

ბრალდებულის - ფ---------------–---–-ს

 

მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №0----------- საქმე

 

ბრალდებულ ფ---------------–---–-ს მიმართ

მამის სახელი: გ-------;

დაბადებული: 1--------- წელი;

მოქალაქეობა: საქართველო;

განათლება:ტ-----------

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული;

პირადი ნომერი: 1-----------

რეგისტრირებული მისამართზე: ქვეყანა-საქართველო, რაიონი - ამბროლაური, სოფელი- ს------

ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი: ქვეყანა-საქართველო, რაიონი- ამბროლაური, სოფელი - ს------

 

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1-----------–----------–----–--–--

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

1.ფ---------------–---–--, 2019 წლის 29 იანვარს, დაახლოებით 02:30 საათზე, ამბროლაურის რაიონის სოფელ ს-----–-, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოშობილი ურთიერთშელაპარაკებისას, სახის არეში წყლის გრაფინის დარტყმით, ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა მეუღლეს კ----------------ს, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი, რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117–ე, 118–ე და 120–ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117–ე, 118–ე და 120–ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

2.მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული ბრალდების მხარის არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს (2019 წლის 6 მაისის წინასასამართლო სხდომის ოქმი, ს.ფ.209–212).

 

3.საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73 -ე მუხლის ’’დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

4. ფ---------------–---–--, სრულად აღიარა და მონანია მის მიერ ჩადენილი ქმედება და ითხოვა პატიება.

 

5.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ამბროლაურის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ გამომძიებლის მიხეილ დავითულიანის მიერ, 2019 წლის 29 იანვარს გამოცემული შემაკავებელი ორდერის ოქმით და შემაკავებელი ორდერით დგინდება, რომ ბრალდებულმა ფ---------------–---–--, წყლის გრაფინის სახის არეში დარტყმით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს, კ----------------ს, რის გამოც აეკრძალა მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთნ მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით, თანასაკუთრებით ერთპიროვნულად სარგებლობა.(ს.ფ.17–23).

 

6.დაზარალებულ კ----------------ს წინასწარ გამოძიებაში მიცემული და წინასასამართლო სხდომის განჩინებით პრეიუდიციულ მტკიცებულებად მიჩნეული ჩვენებით დასტურდება, რომ ცხოვრობს შვილთან და მეუღლესთან ერთად ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ს-----–-. 2019 წლის 29 იანვარს ნასვამი მივიდა სახლში, რა დროსაც მეუღლესთან მოუვიდა შელაპარაკება. მეუღლემ, ფ---------------–---–-- ხელი ჰკრა, დავარდა სკამზე, რის შემდეგაც დაარტყა იქვე არსებული წყლის გრაფინი თავზე, რის გამოც ძლიერი ფიზიკური ტკივილი განიცადა. მომხდარის მიუხედავად არიან შერიგებულნი. აქვთ იდეალური ურთიერთობა მომხდარში თავს მიიჩნევს ბრალეულად და მეუღლესთან არანაირი პრეტენზია არ გააჩნია.(ს.ფ.159–162; 165–166).

 

7.სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს 2019 წლის 31 იანვრის N000654219 ექსპერტის დასკვნით, ჩატარებული პირადი შემოწმებისას, მოქალაქე კ-----------------ს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევებისა და სისხლანაჟღენთების სახით, დაზიანებები განვითარებული არიან რაიმე მკვრივი–ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ცალკ–ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს (ს.ფ. 148–151);

 

8.2019 წლის 20 მარტის დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ დასტურდება, რომ ფ---------------–---–--, 2019 წლის 29 იანვარს, ურთიერთშელაპარაკებისას, სახის არეში წყლის გრაფინის დარტყმით, იძალადა მეუღლეზე – კ----------------ზე, რა დროსაც მიაყენა მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, (დადგენილება პირის ბრალდების შესახებ ს.ფ.180– 182);

 

9. ფ---------------–---–-ს მიმართ წარდგენილი ბრალდება დასტურდება ასევე საქმეზე პრეიუდიციულად მიჩნეული ბრალდების მხარის შემდეგი მტკიცებულებებით: 2019 წლის 29 იანვრის და 15 მარტის მოწმე ფ--------------- გამოკითხვის ოქმებით; 2019 წლის 29 იანვრის და 16 მარტის მოწმე ლ--–--------–---ს გამოკითხვის ოქმებით; 2019 წლის 30 იანვრის არასრულწლოვანი მოწმის თ--------------- გამოკითხვის ოქმით; 2019 წლის 29 იანვრის, 16 თებერვლის და 20 მარტის ბრალდებულ ფ---------------–---–-ს გამოკითხვის ოქმებით; 2019 წლის 29 იანვრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, თანდართული ფოტოცხრილით; 2019 წლის 30 იანვრის, არასრულწლოვანის მშობელთან გასაუბრების შესახებ ოქმით; 2019 წლის 30 იანვრის არასრულწლოვანი მოწმის საპროცესო წარმომადგენლისათვის უფლებების განმარტების ოქმით; 2019 წლის 6 მარტის ოქმით დაზარალებულ კ----------------სათვის უფლებების განმარტების შესახებ; 2019 წლის 20 მარტის ოქმით შესაძლო მტკიცებულებების თაობაზე ინფორმაციის გაცვლის შესახებ ფ---------------–---–თან; 2019 წლის 29 იანვრის დადგენილებით კ----------------სათვის სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ; საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული შუშის გრაფინის ნამსხვრევებით; 2019 წლის 12 მარტის ფ---------------–---–-ს ადმინისტრაციული შემოწმების ცნობით; 2019 წლის 12 მარტის ცნობით ფ---------------–---–-ს ნასამართლობის შესახებ; 2019 წლის 13 მარტის ცნობით სოციალური მომსახურების სააგენტოდან თანდართული ამონაწერით ფ---------------–---–-ს შესახებ; 2019 წლის 29 იანვრის შეტყობინებით დანაშაულის შესახებ; 2019 წლის 29 იანვრის შემაკავებელი ორდერით და შემაკავებელი ორდერის ოქმით ფ---------------–---–-ს მიმართ; 2019 წლის 4 მარტის დადგენილებით სისხლის სამართლის საქმის ცალკე წარმოებად გამოყოფის შესახებ; 2019 წლის 29 იანვრის ფორმა N1–თ; კ----------------ს ფორმა N1–თ; წერილობითი მიმართვებით და პასუხებით; კ----------------ს ალკოტესტით შემოწმების ოქმით თანდართული ამონაწერით; 2019 წლის 29 იანვრის ოქმით ბრალდებულის დაკავების შესახებ; 2019 წლის 29 იანვრის ოქმით ბრალდებულის დაკავების თაობაზე ნათესავისათვის შეტყობინების შესახებ; 2019 წლის 29 იანვრის დადგენილებით ფ---------------–---–-ს დაზარალებულად ცნობის შესახებ; 2019 წლის 29 იანვრის ოქმით ფ---------------–---–-სავის უფლებების განმარტების შესახებ; 2019 წლის 29 იანვრის დადგენილებით არასრულწლოვან თ---------------ათვის საპროცესო წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ; 2019 წლის 29 იანვრის ცნობით პრობაციის ბიუროდან კ----------------ს შესახებ; 2019 წლის 7 თებერვლის ცნობით ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრიდან კ----------------ს შესახებ; 2019 წლის 29 იანვრის დადგენილებით ფ---------------–---–-სათვის სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ; 2019 წლის 29 იანვრის დადგენილებით ფ---------------–---–-ს დაზარალებულად ცნობის შესახებ; 2019 წლის 29 იანვრის ოქმით დაზარალებულ ფ---------------–---–-სათვის უფლებების განმარტების შესახებ; 2019 წლის 30 იანვრის დადგენილებით არასრულწლოვან თ---------------ათვის საპროცესო წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ; 2019 წლის 29 იანვრის ცნობით პრობაციის ბიუროდან კ----------------ს შესახებ; 2019 წლის 30 იანვრის ცნობით და ამონაწერით სოციალური მომსახურების სააგენტოდან კ----------------ს შესახებ; 2019 წლის 7 თებერვლის ცნობით ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრიდან კ----------------ს შესაახებ; 2019 წლის 30 იანვრის დადგენილებით გადაუდებელი აუცილებლობის მოტივით ამოღების წარმოების შესახებ; 2019 წლის 30 იანვრის დადგენილებით კ----------------ს ბრალდების შესახებ; 2019 წლის 30 იანვრის შუამდგომლობით აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ; 2019 წლის 30 იანვრის შუამდგომლობით ჩატარებული ამოღების კანონიერად ცნობის შესახებ; 2019 წლის 30 იანვრის განჩინებით საგამოძიებო მოქმედების კანონიერების შემოწმების შესახებ; 2019 წლის 31 იანვრის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ; 2019 წლის პირველი თებერვლის საჩივრით მოსამართლის განჩინებაზე; 2019 წლის 6 მარტის დადგენილებით კ----------------ს დაზარალებულად ცნობის შესახებ; 2019 წლის 20 მარტის შუამდგომლობით აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ; 2019 წლის 20 მარტის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ; 2019 წლის 20 მარტის გაფრთხილების ოქმით გირაოს შემტანის პასუხისმგებლობის შესახებ;

 

10.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის შენიშვნით, ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

13.აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება რომ ბრალდებულმა ფ---------------–---–-- ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი

 

სამართლებრივი შეფასება:

 

14.სასამართლოს მიაჩნია, რომ ფ---------------–---–--, მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:

 

15. ფ---------------–---–ს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

16. ფ---------------–---–-ს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედების აღიარება და გულწრფელი მონანიება. შეუბღალავი წარსული (არ არის ნასამართლევი და ადმინისტრაციულსახდელდადებული) არის დაოჯახებული, შერიგებულია დაზარალულთან, რომელსაც მის მიმართ რაიმე პრეტენზია არ გააჩნია.

 

სასჯელის დასაბუთება:

 

17. სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ ფ---------------–---–ს ჩადენილი დანაშაულისათვის უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, რაც უნდა ჩაეთვალოს პირობით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის გარეშე. აღნიშნული გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხი, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ფ---------------–---–-ს მხრივ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ბრალდებულის მხრიდან ჩადენილი ქმედების აღიარებას და მონანიებას, გამოძიებასთან თანამშრომლობის ხარისხს, როგორც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის უმნიშვნელოვანეს შემამსუბუქებელ გარემოებას, მისი მხრივ ბრალდების მხარისაგან მოპოვებული მტკიცებულებების უდავოდ მიჩნევას, დაზარალებულად ცნობილ მეუღლესთან შერიგებას. თვლის, რომ ბრალდებულის რესოციალიზაციის პროცესის საწყისი, მისი მხრივ ჩადენილი ქმედების გაცნობიერება და აღქმაა. გასათვალისწინებელია ბრალდებულის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის სხვა შემამსუბუქებელი გარემოებები: არის შეუბღალავი წარსულის მქონე. დაზარალებულს მის მიმართ რაიმე პრეტენზია არ გააჩნია და აგრძელებენ თანაცხოვრებას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

სასამარლო მიიჩნევს, რომ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით ფ---------------–---–-ს მიმართ პირობითი მსჯავრის გამოყენება, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის გარეშე, სრულად უზრუნველყოფს მის რესოციალიზაციას.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მესამე მუხლის მე-14 ნაწილით, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე, 293-ე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63–64–ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1.ბრალდებული ფ---------------–---–- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63–ე მუხლის შესაბამისად ჩაეთვალოს პირობითად და 64–ე მუხლის შესაბამისად გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 1(ერთი) წელი, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის გარეშე.

 

2.განაჩენი პირობით მსჯავრზე რეაგირებისათვის გადაეგზავნოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულ ფ---------------–---–-ს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

3.გაუქმდეს ბრალდებულ ფ---------------–---–-ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო.

 

4. განაჩენის გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებად ცნობილი, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული შუშის გრაფინის ნამსხვრევები, რომელიც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ამბროლაურის რაიონულ სამმართველოში, განადგურდეს.

 

5.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

 

6.განაჩენის გასაჩივრება შეიძლება სააპელაციო წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მისი გამოცხადებიდან 1(ერთი) თვის ვადაში, ამბროლაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ლეილა გურგუჩიანი