განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 340100119002964505
საქმე №1/55-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
14 მაისი 2019 წელი ქ. გურჯაანი
გურჯაანის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძე
ნინო ნადაშვილის სხდომის მდივნობით
სახელმწიფო ბრალმდებლის, გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორის ნატო ტორიაშვილის
ბრალდებულ - ფრ------- ტე--------–--ლის
ადვოკატ - ირინე იჩუკაიძის
მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №029281218001)
ბრალდებული: ფრ------- ტე--------–--ლი
მამის სახელი: გი--
დაბადებული: 11.09.1----–--–-
პირადი ნომერი: 0----------
მოქალაქეობა: საქართველო
განათლება: საშუალო
ნასამართლეობა: ნასამართლობის არ მქონე
რეგისტრირებული: ახმეტის რაიონი სოფელი მა-----
ფაქტობრივად მცხოვრები: ახმეტის რაიონი სოფელი მა-----
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილი.
კვალიფიკაცია: 2018 წლის 28 დეკემბერს ყვარლის რაიონის სოფელ გავაზის მიმდებარე ტერიტორიაზე, ყვარელი-გურჯაანის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მთვრალ მდგომარეობაში მყოფი ფრ------ ტე--------–--ლი მართავდა „მერსედესის“ მარკის, სახ. NV--------, რა დროსაც დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნები, მოსახვევში შესვლისას გადავიდა საპირისპირო სავალ ნაწილზე და შეეჯახა ირ-------- თა----–--ლის მართვის ქვეშ მყოფ, „ოპელის“ მარკის, სახ. NR--------- ავტომანქანას, რის შედეგადაც ირ-------- თა----–--ლმა და მისმა მგზავრმა იო--- ბა----–--ლმა მიიღეს ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლის ნიშნით.
ფრ------- ტე--------–--ლს 2019 წლის 22 მარტს წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის 28 დეკემბერს ფრ------- ტე--------–--ლი იმყოფებოდა მთვრალ მდგომარეობაში. მან ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია: 2018 წლის 28 დეკემბერს ყვარლის რაიონის სოფელ გავაზის მიმდებარე ტერიტორიაზე, ყვარელი-გურჯაანის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მთვრალ მდგომარეობაში მყოფი ფრ------ ტე--------–--ლი მართავდა „მერსედესის“ მარკის, სახ. NV--------, რა დროსაც დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნები, მოსახვევში შესვლისას გადავიდა საპირისპირო სავალ ნაწილზე და შეეჯახა ირ-------- თა----–--ლის მართვის ქვეშ მყოფ, „ოპელის“ მარკის, სახ. NR--------- ავტომანქანას, რის შედეგადაც ირ-------- თა----–--ლმა და მისმა მგზავრმა იო--- ბა----–--ლმა მიიღეს ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლის ნიშნით.
ქმედების სამართლებრივი აღწერა
ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევა
მხარეთა მიერ შეთანხმებულ უდავო ფაქტობრივი გარემოებებით და მოწმეების: მოწმეების ლი-- მა------–--ლის, ნი--- ტე--------–--ლის, ფრ------ ტე--------–--ლის, ლა----- ტე--------–--ლის გამოკითხვის ოქმები, დაზარალებულების ირ-------- თა----–--ლისა და იო--- ბა----–--ლის გამოკითხვის ოქმები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, სქემა და ფოტოილუსტრირება, ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა, ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ ფრ------- ტე--------–--ლმა დაარღვია საგზაო მოძრაობის წესები. კერძოდ, ფრ------- ტე--------–--ლმა დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტების მოთხოვნები. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში მოსახვევში შესვლისას გადავიდა საპირისპირო სავალ ნაწილზე და შეეჯახა ირ-------- თა----–--ლის მართვის ქვეშ მყოფ, „ოპელის“ მარკის, სახ. NR--------- ავტომანქანას. „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-2 და მე-6 პუნქტების მოთხოვნათა დაცვის შემთხვევაში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა გამორიცხული იქნებოდა.
რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია
მხარეთა მიერ შეთანხმებულ უდავო ფაქტობრივი გარემოებებით (ექსპერტიზის დასკვნით და სხვა დოკუმენტაციით) დადასტურდა, რომ იო--- ბა----–--ლმა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიიღო შემდეგი დაზიანებები: სხეულის მრავლობითი დაზიანება, თავის ტვინის შერყევა, სხეულის სხვა ნაწილის ღია ჭრილობა. ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა. აღნიშნული დაზიანებები მიყენებულია მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და ერთობლიობაში მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანებას, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლის ნიშნით.
მხარეთა მიერ შეთანხმებულ უდავო ფაქტობრივი გარემოებებით (ექსპერტიზის დასკვნით და სხვა დოკუმენტაციით) დადასტურდა, რომ ირ-------- თა----–--ლმა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიიღო შემდეგი დაზიანებები: მარცხენა ბარძაყის ციბრუტებზე გამავალი მოტეხილობა ცდომით, აღნიშნული დაზიანებები მიყენებულია მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და ერთობლიობაში მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხის.
ჩადენილი მთვრალ მდგომარეობაში
მხარეთა მიერ შეთანხმებულ უდავო ფაქტობრივი გარემოებებით (ბრალდებულ ფრ------- ტე--------–--ლის, ალკოტესტით შემოწმების შესახებ ოქმით, ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით და სხვა დოკუმენტაციით) დადასტურდა, რომ ფრ------- ტე--------–--ლი შემთხვევის დროს იმყოფებოდა მთვრალ მდგომარეობაში. მის სისხლის ნიმუშში აღმოჩნდა 1,59% ეთილის სპირტი, რაც შეესაბამება მძიმე ხარისხის ალკოჰოლურ თრობას.
სამართლებრივი შეფასება
ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მხარეთა მიერ შეთანხმებულ უდავო ფაქტობრივი გარემოებებით დასტურდება, რომ ფრ------- ტე--------–--ლმა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული ქმედება. კერძოდ, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა, ჩადენილი მთვრალ მდგომარეობაში, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა გამოიხატება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევაში. კონკრეტულ შემთხვევაში, ფრ------- ტე--------–--ლის მიერ დარღვეულია აღნიშნული კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტების მოთხოვნა. 33-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „მძღოლს ეკრძალება სატრანსპორტო საშუალების მართვა ამ კანონით განსაზღვრული სიჩქარის შეზღუდვის გადაჭარბებით. შერჩეული სიჩქარე მძღოლს საშუალებას უნდა აძლევდეს, მუდმივად აკონტროლოს სატრანსპორტო საშუალება ისე, რომ დაცულ იქნეს მოძრაობის უსაფრთხოება..“
ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ ავტომანქანა შემთხვევის დროს იმყოფებოდეს გამართულ მდგომარეობაში.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
ფრ------- ტე--------–--ლს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმის მასალების მიხედვით არ გააჩნია, მისი ქმედების შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას.
სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება
სასამართლოს მიაჩნია, რომ ჩადენილი ქმედებისთვის ბრალდებული ფრ------- ტე--------–--ლი ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით და მის მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი. სასჯელის მიზნების მიღწევას, კერძოდ ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, სამართლიანობის აღდგენასა და ბრალდებულის შემდგომ რესოციალიზაციას, უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის სახე. 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ორიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ. სასჯელის ზომა ბრალდებულის პიროვნებისა და შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით უნდა განისაზღვროს და დაენიშნოს სასჯელი. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ ბრალდებულ ფრ------- ტე--------–--ლის მიერ ჩადენილია გაუფრთხილებელი დანაშაული, ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს და თანამშრომლობს გამოძიებასთან. იგი წარსულში არ არის ნასამართლევი არცერთი კატეგორიის დანაშაულის ჩადენისთვის. ხოლო, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში არ ყოფილა ნასამართლევი განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის.
ნივთმტკიცება, ყადაღა ან სხვა საკითხები
1. ფრ------- ტე--------–--ლის მიმართ ყვარლის მაგისტრატი სასამართლოს 2019 წლის 22 მარტს განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით შერჩეული იქნა გირაო.
2. ნივთიერი მტკიცებულება: შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული „მერსედესის“ მარკის სახ. NV-------- ავტომანქანა, რომელიც ინახება ქ.თელავში, სეხნიაშვილის ქ.N--ში მდებარე საჯარიმო ავტოსადგომზე, ამ განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-ე, 260-ე, 269-ე, 271- 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ფრ------- ტე--------–--ლი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წელი. რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 2 (ორი) წელი. მასვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 43-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ავტომანქანის მართვის უფლების ჩამორთმევა 6(ექვსი) თვით.
2. მსჯავრდებულ ფრ------- ტე--------–--ლის მიმართ კონტროლისა და დახმარების განხორციელება დაევალოს კახეთის პრობაციის ბიუროს, რომელსაც საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს პირობით მსჯავრდებულმა.
3. აღკვეთის ღონისძიება -გირაო გაუქმდეს და ამ განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში ფრ------- ტე--------–--ლს(პ/ნ 0----------) დაუბრუნდეს მისივე აღკვეთის ღონისძიების -გირაოს უზრუნველსაყოფად გადახდილი თანხა 2000(ორი ათასი) ლარი.
4. ნივთიერი მტკიცებულება:
შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ,,მერსედესის’’ მარკის სახ.NV-------- ავტომანქანა, რომელიც ინახება ქ. თელავში, სეხნიაშვილის ქ.N--ში მდებარე საჯარიმო ავტოსადგომზე, ამ განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
5. განაჩენი გამო გამოცხადებისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში და აღსრულდეს.
6. მხარეებს განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, უფლება აქვთ გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინოს საჩივარი ამ განაჩენის გაუქმების თაობაზე.
მოსამართლე: ნუნუ ნემსიწვერიძე