გადაწყვეტილება

სამოქალაქო 14.05.2019
საქმის ნომერი
110210118002742326
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
14.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 110210118002742326

№ 2/1047-2018

ზესტაფონის რაიონული სასამართლო

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

14 მაისი 2019 წელი ქ. ზესტაფონი

შესავალი ნაწილი

ზესტაფონის რაიონული სასამართლო

მოსამართლე შოთა ნიკურაძე

სხდომის მდივანი ირინე კვირიკეიშვილი

მოსარჩელე - მ-----– კ--------–---–-

მოსარჩელის წარმომადგენელი - ვ--–------- თ------------

მოპასუხე - შ----- კ-----------

მოპასუხის წარმომადგენელი ------- ტ--–-----;

დავის საგანი - თანხის დაკისრება.

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა.

 

მოსარჩელის მოთხოვნა:

 

1. მოპასუხე შ----- კ----------ს მოსარჩელე მ-----– კ--------–---–-- სასარგებლოდ დაეკისროს 27 500 ლარის გადახდა.

 

სარჩელის გარემოებები: შ----- კ---------- არის მოსარჩელე მ-----– კ--------–---–-- მეუღლის მამა-სიმამრი. შ----- კ----------ს წლების მანძილზე დავა ჰქონდა მ-----– ჭ--------------- სს ,,ტ-----–-'' წილების თაობაზე. აღნიშნულის თაობაზე შ----- კ----------სა და მ-----– ჭ----------ს შორის არაერთი სამოქალაქო და ადმინისტრაციული დავა იქნა წარმოებული სასამართლოში. შ----- კ----------მ მას სთხოვა დახმარება დავების წარმოებისას, კერძოდ, ყოფილიყო მისი წარმომადგენელი და შეთახმდნენ, რომ შ----- კ---------- მ-----– კ--------–---–- დახმარების სანაცვლოდ, მიღებული აქტივიდან მისცემდა ნახევარს, ხოლო ნახევარი სხვა შვილებისათვის უნდა გაენაწილებინა. 2017 წლის 6 დეკემბერს შ----- კ----------მ მას გაუკეთა მინდობილობა, რის საფუძველზე მ-----– კ--------–---–- იყო შ----- კ----------- წარმომადგენელი როგორც სასამართლოში, ისე ყველა დაინტერესებულ პირთან. მ-----– კ--------–---–- მინდობილობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედებდა და ასრულებდა ყველაფერს, იქნებოდა ეს სარჩელის წარდგენა, დოკუმენტაციის მიღება, მხარესთან მოლაპარაკება, თუ სხვა რამ. 2018 წლის 22 ივნისს შ----- კ---------- და მ-----– ჭ---------- მორიგდნენ სასამართლოში, მორიგების თანახმად, მ-----– ჭ----------ს შ----- კ-----------ათვის უნდა გადაეხადა 95 00 ლარი, სიდანაც 40 000 ლარი მ. ჭ----------მ მაშინვე გადაიხადა. შ----- კ----------მ აღებული თანხიდამ მ-----– კ--------–---–- გადასცა 20 000 ლარი, ხოლო დანაჩენი შეპირებული თანხა 27 500 ლარის ოდენობით შ----- კ---------- არ გადაუხადა, რითაც დაარღვია მათ შორის არსებული შეთანხმება.

 

2. მოპასუხის პოზიცია.

 

შ----- კ----------მ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მას მართალაც ჰქონდა სასამართლო დავები, რის შედეგად მიიღო სოლიდური თანხა, რომელიც წლების განმავლობაში მისი შრომის შედეგად შეძენილი ქონების დაბრუნების სანაცვლოდ მიიღო. სასამართლო დავებში ის თავად მონაწილეობდა და საქმის გარემოებების თაობაზე თავად აწვდიდა ინფორმაციას სასამართლოს, ხოლო სამართლებრივ დახმარებას უწევდა ადვოკატი, იურისტი გ------------ მოსარჩელე კი მხოლოდდამხოლოდ სხდომის დარბაზში იჯდა. მოსარჩელეს მისთვის არავითარი დახმარება, არც ფინანსური და არც სამართლებრივი არ გაუწევია და მისი მოთხოვნა სრულიად უსაფუძვლოა. სასამართლოში მ-----– ჭ--------------ნ მორიგების დამტკიცების შემდეგ აიღო თანხა, საიდანაც 20 000 ლარი თავისი სურვლით, საჩუქრის სახით გადასცა მოსარჩელეს, როგორც მისი ქალიშვილის მეუღლეს და თანხა განკუთვნილი იყო ქალიშვილისა და მისი ქმარ-შვილისათვის. რაიმე შეთანხმება მასსა და მ-----– კ--------–---–- შორის რაიმე დავალების თაობაზე და ამის სანაცვლოდ მოსარჩელისათვის თანხის გადაცემის თაობაზე არ ყოფილა და მ. კ--------–---–-- მოთხოვნა სრულიად უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. 2017 წლის დეკემბერში შ----- კ----------ს და მ-----– კ--------–---–- შორის დაიდო ზეპირი გარიგება - დავალების ხელშეკრულება. შეთანხმების ფარგლებში, 2017 წლის 6 დეკემბერს შ----- კ----------მ მ-----– კ--------–---–- სანოტარო წესით გაუფორმა მინდობილობა, რომლის თანახმად, მ-----– კ--------–---–- მისცა უფლება (დაავალა) წარედგინა და დაეცვა შ----- კ----------- ინტერესები საქართველოს ყევლა სახელმწიფო თუ არასახელმწიფო ორგანიზაციებში, დაწესებულებებში ..., სს ,,ტ-----–-''; ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან; მიეღო, წარედგინა და გამოეთხოვა შ. კ----------- სახელით ნებისმიერი ცნობები და დოკუმენტები, დაეცვა მისი ქონებრივი და არაქონებრივი ინტერესები, წარედგინა ყველა ინსანციის სასამართლოში ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან და ეწარმოებინა შესაბამისი სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმეები. მინდობილობაში აღნიშნულია, რომ წარმომადგენელი, სხვა ვალდებულებებთან ერთად, ვალდებულია: ,, მიმნდობს მიაწოდოს ცნობები დავალების მიმდინარეობის შესახებ, შესრულების შემდეგ კი ჩააბაროს ანგარიში და მოაწეროს ხელი მის მაგივრად ყველა საჭირო დოკუმენტაციას''.

 

_ სასამართლო დაეყრდნო მოსარჩელის ახსნა-განმარტებას, ნაწილობრივ მოპასუხის ახსნა -განმარტებას, 2017 წლის 6 დეკემბრის ნოტარიულად დამოწმებულ მინდობილობას.

 

3.2.ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში 2018 წელს შ----- კ----------მ წარადგინა სარჩელი მ-----– ჭ----------ს მიმართ, სს ,,ტ-----–-'' აქციათა 53.055 %-ზე მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნით. სარჩელი შეადგინა და სამართლებრივ დავაში შ----- კ----------- ინტერესებს იცავდა ადვოკატი გ------------ რომელიც აქტიურად იყო ჩართული მხარეთა შორის მორიგებით დავის დასრულებისათვის მოლაპარაკების პროცესში.

 

_ სასამართლო დაეყრდნო მხარეთა ახსნა-განმარტებებს, მოწმე მ-----– ჭ----------ს ჩვენებას.

 

3.3. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 22 ივნისის განჩინებით დამტკიცდა მორიგება შ----- კ----------სა და მ-----– ჭ----------ს შორის, რომლის თანახმად, შ----- კ----------მ მ-----– ჭ----------ს სასარგებლოდ უარი თქვა სს ,,ტ-----–-'' კუთვნილ წილზე და ასევე წილის მოთხოვნაზე, ხოლო აღნიშნულის სანაცვლოს მ-----– ჭ----------მ იკისრა ვალდებულება შ----- კ-----------ათვის გადაეხადა 95 000 ლარი, ეტაპობრივად. კერძოდ, სს,,ტ-----–-'' აქციათა 53.055% -ზე საკუთრების მოთხოვნაზე, მოთხოვნის სანაცვლოდ მ-----– ჭ----------ს შ----- კ-----------ათვის უნდა გადაეხადა 80 000 ლარი, აქედან 40 000 ლარი უნდა გადაეხადა მორიგების აქტის ხელმოწერის დროისათვის, ხოლო დარჩენილი 40 000 ლარი, არაუგვიანეს 2018 წლის დეკემბრის თვის ბოლომდე. სს,,ტ-----–-'' აქციათა შ----- კ----------- სახელზე რიცხული 8.11375 %-ზე საკუთრების უფლების მიღების სანაცვლოდ, მ-----– ჭ----------მ იკისრა ვალდებულება შ----- კ-----------ათვის გადაეხადა 15 000 ლარი, 2018 წლის დეკემბრის თვის ბოლომდე.

 

_ სასამართლო დაეყრდნო მოსარჩელის ახსნა-განმარტებებს; მოპასუხის ახსნა -განმარტებას, სასამართლოს 2018 წლის 22 ივნისის განჩინებას.

 

3.4. მ-----– კ--------–---–- შ----- კ----------- სარჩელი არ შეუდგენია და სასამართლოში საქმის განხილვისას, სასამართლო სხდომებში წარმომადგენლის სახით მონაწილეობა არ მიუღია.

 

_ სასამართლო დაეყრდნო მხარეთა ახსნა-განმარტებებს.

 

3.5. მ-----– კ--------–---–--, როგორც შ----- კ----------- სიძემ (ქალიშვილის მეუღლემ) და მისმა წარმომადგენელმა, ასევე მეორე მხარის -მ-----– ჭ----------ს ახლო მეზობელმა აქტიური მონაწილეობა მიიღო მხარეთა შორის დავის მორიგებით დასრულებისათვის მოლაპარაკების პროცესში. მ-----– ჭ----------ს სურდა შ----- კ----------სთან დავის დასრულება, და მისივე განმარტებით, მხარეთა შორის მორიგება შედგებოდა მ-----– კ--------–---–-- მონაწილეობის გარეშეც.

 

სასამართლო დაეყრდნო მოწმე მ-----– ჭ----------ს ჩვენებას.

 

3.6. სასამართლოს 2018 წლის 22 ივნისის განჩინების 1.1. პუნქტის შესრულებისათვის, მხარეთა შორის მორიგების სასამართლო მიერ დამტკიცების დღესვე, მ-----– ჭ----------მ შ----- კ----------ს გადასცა თანხა 40 000 ლარი, რაც მხარეებმა დაადასტურეს აქტზე თავიანთი ხელმოწერებით და დაამტკიცეს ნოტარიულად.

 

სასამართლო დაეყრდნო თანხის გადაცემის აქტს.

 

3.7. 2018 წლის 31 ოქტომბერს შ----- კ----------მ გააუქმა მ-----– კ--------–---–------- გაფორმებული მინდობილობა.

 

სასამართლო დაეყრდნო 2018 წლის 31 ოქტომბრის სანოტარო აქტს.

 

3.8. მ-----– ჭ----------მ შ----- კ----------ს დარჩენილი 55 000 ლარი ჩაურიცხა 2018 წლის 26 დეკემბერს.

 

სასამართლო დაეყრდნო ანგარიშიდან ამონაწერს თანხის გადარიცხვის თაობაზე.

 

3.9 შ----- კ----------მ, მორიგების შედეგად მიღებული თანხიდან, 20 000 ლარი საჩუქარად გადასცა სიძეს - ქალიშვილს ქმარს - მ-----– კ--------–---–- და ეს თანხა იყო შ----- კ----------- საჩუქარი ქალიშვილისა და მისი ოჯახისათვის, მეუღლისა და შვილებისათვის.

 

სასამართლო დაეყრდნო მოპასუხის ახსნა-განმარტებას, ნაწილობრივ მოსარჩელის ახსნა-განმარტებას.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.

 

მხარეთა ახსნა-განმარტებების, აგრეთვე მათ მიერ საქმის მასალებად წარმოდგენილ წერილობით მტკიცებულებათა სასამართლოს შინაგანი რწმენის საფუძველზე ერთობლიობაში შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მ-----– კ--------–---–-- სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 709-ე, 710-ე მუხლებით; სამოქალქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 103-ე, 105-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება.

 

6.1 სამოქალაქო კოდექსის 709-ე მუხლის თანახმად, დავალების ხელშეკრულებით რწმუნებული ვალდებულია შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე.

 

სასამართლო განმარტავს, რომ დავალების ხელშეკრულება მიეკუთვნება იმ ხელშეკრულებათა ტიპს, რომელიც დაკავშირებულია სამუშაოს შესრულებათან. დავალების ხელშეკრულება ის სამართლებრივი საშუალებაა, რომლის მეშვეობითაც ასეთ პირს შეუძლია მიანდოს რწმუნებულს იურიდიული, აუდიტორული, საბუღალტრო და სხვა სამართლებრივი ან საფინანსო მომსახურების გაწევა. დავალების ხელშეკრულება ორმხრივი კონსესუალური ხელშეკრულებაა. მისი მხარეებია ერთის მხრივ მარწმუნებელი, რომელიც დავალების მიმცემია, ხოლო მეორეს მხრივ რწმუნებული, რომელიც კისრულობს დავალებული მოქმედების განხორციელებას. სამოქალაქო კოდექსის დავალების ხელშეკრულების მომწესრიგებელ მუხლებში (709-722) გათვალისწინებული არ არის სპეციალური მოთხოვნა ხელშეკრულების ფორმის თაობაზე, ამიტომ იგი შეიძლება დაიდოს როგორც ზეპირი, ისე წერილობითი ფორმითაც, მაგრამ დაცული უნდა იქნეს 709-ე მუხლის მოთხოვნა იმის შესახებ, რომ მარწმუნებელმა უნდა მისცეს რწმუნებულს რაიმე მოქმედების განხორციელების მინდობილობა. მინდობილობის მიცემა აუცილებელია იმისათვის, რომ რწმუნებულსა და მესამე პირს შორის მარწმუნებლის მიერ დავალებული სამართლებრივი ურთიერთობა აღმოცენდეს და მოწესრიგდეს. რწმუნებული მესამე პირებთან ურთიერთობას ვერ დაამყარებს მინდობილობის გარეშე, მარტო დავალების ხელშეკრულებით.

 

სამოქალაქო კოდექსში არ არის სპეციალური მითითება დავალების ხელშეკრულების ვადის თაობაზეც, რის გამოც იგი შეიძლება დაიდოს როგორც განსაზღვრული, ისე განუსაზღვრელი ვადით. დავალების ხელშეკრულების ვადა დაკავშირებული უნდა იყოს რწმუნებულიათვის მიცემული მინდობილობის ვადასთან, რადგან დავადების ხელშეკრულების მოქმედების ვადა არ უნდა იყოს მინდობილობის ვადაზე ნაკლები.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ შ----- კ----------სა და მ-----– კ--------–---–- შორის ზეპირად დაიდო დავალების ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე შ----- კ----------მ მ-----– კ--------–---–- გაუფორმა მინდობილობა, კერძოდ, 2017 წლის 6 დეკემბერს შ----- კ----------მ მ-----– კ--------–---–- სანოტარო წესით გაუფორმა მინდობილობა, რომლის თანახმად, მ-----– კ--------–---–- მისცა უფლება, დაავალა წარედგინა და დაეცვა შ----- კ----------- ინტერესები საქართველოს ყევლა სახელმწიფო თუ არასახელმწიფო ორგანიზაციებში, დაწესებულებებში ..., სს ,,ტ-----–-''; ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან; მიეღო, წარედგინა და გამოეთხოვა შ. კ----------- სახელით ნებისმიერი ცნობები და დოკუმენტები, დაეცვა მისი ქონებრივი და არაქონებრივი ინტერესები, წარედგინა ყველა ინსანციის სასამართლოში ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან და ეწარმოებინა შესაბამისი სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმეები. მინდობილობაში აღნიშნულია, რომ წარმომადგენელი, სხვა ვალდებულებებთან ერთად, ვალდებულია: ,, მიმნდობს მიაწოდოს ცნობები დავალების მიმდინარეობის შესახებ, შესრულების შემდეგ კი ჩააბაროს ანგარიში და მოაწეროს ხელი მის მაგივრად ყველა საჭირო დოკუმენტაციას''.

 

ამდენად, შ----- კ----------მ გაცემული მინდობილობით, კანონის საფუძველზე, მ-----– კ--------–---–- კონკრეტული დავალებები მისცა, მათ შორის სს ,,ტ-----–-'' თავისი უფლებების დაცვა და დაავალა მიაწოდოს ცნობები და წარუდგინოს ანგარიში შესრულებულ დავალებებთან დაკავშირებით.

 

დადგენილია, რომ მ-----– კ--------–---–-- ნამდვილად მიიღო მონაწილეობა და გარკვეული სამსახურის გაუწია შ----- კ----------ს სს ,,ტ-----–-'' წილების თაობაზე დავაში და მონაწილეობა მიიღო მ-----– ჭ--------------- მორიგების თაობაზე წარმოებულ მოლაპარაკებებში. თუმცა, ასევე, დადგენილია, რომ მთელ ამ დავაში შ----- კ---------- თავადაც მონაწილეობდა, სამართლებრივ დახმარებას პროფესიონალი იურისტი უწევდა და მ-----– კ--------–---–-- მონაწილეობისა და მისი დახმარების გარეშეც მორიგდებოდნენ მხარეები.

 

6.2. ამავე კოდექსის 710-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მარწმუნებელი ვალდებულია გადაუხადოს რწმუნებულს გასამრჯელო მხოლოდ ხელშეკრულებით ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, გასამრჯელო ჩაითვლება უსიტყვოდ შეთანხმებულად, თუ გარემოებათა მიხედვით მოქმედების შესრულება მხოლოდ გასამრჯელოთი არის მოსალოდნელი. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ გასამრჯელოს ოდენობა არ არის განსაზღვრული, მაშინ რაიმე ნიხრის არსებობისას შეთანხმებულად მიიჩნევა სანიხრო გასამრჯელო, ისევე, როგორც ნიხრის არარსებობისას - ჩვეულებრივი გასამრჯელო.

 

დავალების ხელშეკრულება შეიძლება იყოს როგორც უსასყიდლო, ისე სასყიდლიანი. თუ რწმუნებულმა მარწმუნებლის სახელით შესრულებული მოქმედებისათვის უნდა მიიღოს გარკვეული საზღაური, ამის თაობაზე მხარეთა შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში სპეციალურად უნდა იქნეს მითითებული.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე.მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ სათანადო მტკიცებულებებით ვერ დაამტკიცა, რომ სს ,,ტ-----–-'' მ-----– ჭ--------------- წილების თაობაზე დავაში, მასთან მორიგების პროცესში გაწეული დახმარების სანაცვლოდ შ----- კ----------სა და მოსარჩელეს შორის არსებობდა შეთანხმება ანაზღაურების, მით უფრო სარჩელში მითითებული ოდენობით.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლო განმარტავს, რომ მითითებულ საპროცესო ნორმათა შესაბამისად, ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ვალდებულება აკისრიათ მხარეებს, რომლებიც თავის სამართლებრივ მოთხოვნას აფუძნებენ აღნიშნულ გარემოებებს და შესაბამისად, ისინი მიეთითება მათ მიერ. მხარის მიერ მითითებული კონკრეტული გარემოების დასადასტურებლად საჭირო მტკიცებულების შერჩევა მხარის არა მხოლოდ უფლება, არამედ საპროცესო მოვალეობაცაა. სწორედ აღნიშნული მოვალეობის სამართლებრივად სწორად შესრულებაზეა დამოკიდებული დავის საბოლოო ბედი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სამოქალაქო პროცესში მტკიცებულებებად მიიჩნევა: მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებები, მოწმეთა ჩვენებები, ფაქტების კონსტატაციის მასალები, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები. აღსანიშნავია, რომ მხოლოდ მხარის ახსნა-განმარტება, იმ პირობებში, როცა მას უარყოფს მოწინააღმდეგე მხარე, საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოების დამტკიცებულად ცნობისათვის საკმარის მტკიცებულებად ვერ მიიჩნევა, რადგან ამავე კოდექსის მე-4-მე-5 მუხლებით დამკვიდრებული მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების გათვალისწინებით, მოწინააღმდეგე მხარეთა ურთიერთსაწინააღმდეგო ახსნა-განმარტებანი ერთმანეთს აქარწყლებს. ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე, 105-ე მუხლების საფუძველზე, სასამართლომ სადავო გარემოების დამადასტურებელ უტყუარ და საკმარის მტკიცებულებად არ ჩათვალა მოსარჩელის ახსნა-განმარტება, რადგან მას მოპასუხე არ დაეთანხმა. აღნიშნული ვერ იქნა დადასტურებული ასევე მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მოწმეებითაც, ვინაიდან მოწმე მ-----– ჭ----------სათვის შ----- კ-----------ა და მ-----– კ--------–---–-- შეთანხების თაობაზე უცნობია, ხოლო მოწმე კ------------- კ--------–---–-- აღნიშნულ საკითხზე, კონკრეტულად დავის შედეგად მიღებული თანხის განაწილების თაობაზე მისცა მოსარჩელისაგან განსხვავებული ჩვენება და განმარტა, რომ შ----- კ----------ს მიღებული თანხა უნდა გაენაწილებინა შვილიშვილებისათვის. ასეთ პირობებში მხოლოდ მხარის ახსნა-განმარტება, სხვა მტკიცებულებების გარეშე, სადავო გარემოების დადგენილად ცნობისათვის ვერ გამოდგება და მხოლოდ მხარის ახსნა-განმარტება ვერ დაძლევს იმ ტვირთს, რაც მტკიცებას უკავშირდება.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა, სარჩელის საფუძვლიანობა, იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საპროცესო ხარჯები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ გადახდილი ბაჟი 825 ლარი უნდა დარჩეს ბიუჯეტში და მასვე, მოპასუხის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს საადვოკატო მომსახურების 300 ლარისა და რწმუნებულების დამოწმების 13.80 ლარის, სულ 313.80 ლარის ანაზღაურება.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 248-ე, 243-ე, 244-ე, 247-249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. მოსარჩელე მ-----– კ--------–---–-- (პ/ნ 1----------- სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოსარჩელე მ-----– კ--------–---–- (პ/ნ 1----------- მოპასუხე შ----- კ----------- (პ/ნ 1----------) სასარგებლოდ დაეკისროს საადვოკატო მომსახურების 300 (სამასი) ლარის, რწმუნებულების დამოწმებისათვის 13 (ცამეტი) ლარისა და 80 (ოთხმოცი) თეთრის, სულ 313 (სამას ცამეტი) ლარისა და 80 (ოთხმოცი) თეთრის ანაზღაურება.

 

3.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

4.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ კანონიერი წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

5.პირები, რომლებიც არ განეკუთვნებიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ვალდებულნი არიან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდნენ ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბარონ გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: შოთა ნიკურაძე