განაჩენი

სისხლის სამართლის 15.05.2019
საქმის ნომერი
330100119002946817
თარიღი
15.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/1----19

№------------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

15 მაისი 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა

 

სხდომის მდივან - თამთა გაჩეჩილაძის,პროკურორ - ი-----–- მ---–----–--ას,ადვოკატების - ა--------–---–ის, ფ------ კ-----–---–იას

ბრალდებულ - ლ---- მ-------–---–ის

 

მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ლ---- მ-------–---–ის, დაბადებულის 1--- წლის 2--------–ს, საქართველოს მოქალაქის, პირადი №-----------, უმაღლესი განათლების მქონე, დაოჯახებულის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების, ქ.თბილისი, დ-------------------------–------------------------ში, ამჟამად გირაოს ქვეშ მყოფის მიმართ, საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალის გამო.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ლ---- მ-------–---–მა ჩაიდინა სამეწარმეო საქმიანობა რეგისტრაციის გარეშე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და რასაც ახლდა დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, რაც გამოიხატა შემდეგში: ლ---- მ-------–---–მა მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, განიზრახა განეხორციელებინა უკანონო სამეწარმეო საქმიანობა. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით ლ---- მ-------–---–ი 2012 წლის 22 ივლისიდან 2018 წლის 17 თებერვლის პერიოდში, სხვადასხვა ფიზიკურ პირებზე სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებების საფუძველზე, გასცემდა ფულად თანხებს ყოველთვიური საპროცენტო სარგებლის დარიცხვით. აღნიშნულ საქმიანობას ლ---- მ-------–---–ი ეწეოდა მეწარმე სუბიექტის რეგისტრაციისა და შემოსავლების დეკლარირების გარეშე და არ ახორციელებდა ბიუჯეტთან ანგარიშსწორებას. ლ---- მ-------–---–ს უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების დროს სესხის სახით გაცემული აქვს 83 750 აშშ დოლარი და 105 000 ლარი, რაზეც 2012 წლის 2 აგვისტოდან 2018 წლის 17 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში მიღებულმა სარგებელმა შეადგინა 56 589.54 ლარი. ლ---- მ-------–---–ის მიერ მიღებული დიდი ოდენობით შემოსავლების დეკლარირების შემთხვევაში, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ საშემოსავლო გადასახადის სახით გადასახდელად დაეკისრებოდა 8 141.95 ლარი, რაც არ მომხდარა და სახელმწიფო ბიუჯეტს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი.

ბრალდებულმა ლ---- მ-------–---–მა სასამართლო სხდომაზე აღიარა მის მიერ ჩადენილი ქმედება.

სასამართლომ განიხილა სისხლის სამართლის საქმე, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის, ამასთან, ლ---- მ-------–---–ის დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ლ---- მ-------–---–ს უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების დროს სესხის სახით გაცემული აქვს 83 750 აშშ დოლარი და 105 000 ლარი, რაზეც 2012 წლის 2 აგვისტოდან 2018 წლის 17 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში მიღებულმა სარგებელმა შეადგინა 56 589.54 ლარი. ლ---- მ-------–---–ის მიერ მიღებული დიდი ოდენობით შემოსავლების დეკლარირების შემთხვევაში, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ საშემოსავლო გადასახადის სახით გადასახდელად დაეკისრებოდა 8 141.95 ლარი, რაც არ მომხდარა და სახელმწიფო ბიუჯეტს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი.

გამოძიებაში მოპოვებული მტკიცებულებებით - პატაკით, მოწმეების: ნ---- გ-----–---–ის, დ----- ა-------–---–ის, ლ---- ვ------ის, მ------ შ--–----–---–ის, ვ-–- კ---–--–----–---–ის, გ------- ძ--------ის და ლ---- მ-------–---–ის გამოკითხვის ოქმებით, ინფორმაციის დათვალიერების შესახედ ოქმით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართვის წერილებით, შემოსავლების სამსახურის მიმართვის წერილებით, სესხისა და იპოთების ხელშეკრულებებით, სპეციალურ გამოკვლევათა და ექსპერტიზის დეპარტამენტის თემატური რევიზიის აქტით და საქმეში არსებული სხვა ფაქტების და ინფორმაციის ერთობლიობა.

სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭებათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა საკმარისია ლ---- მ-------–---–ის დამნაშავედ ცნობისა და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულების პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ. მოცემულ საქმეში, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არის ის, რომ ლ---- მ-------–---–მა აღიარა ჩადენილი დანაშული, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო თვლის, რომ ბრალდებულ ლ---- მ-------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს ჯარიმა 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 20-ე, 255-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ლ---- მ-------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის ზომად განესაზღვროს ჯარიმა 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით;

2. ლ---- მ-------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს;

3. გირაოს შემტან პირს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა (გირაოს შეტანის დროს არსებული კურსის გათვალისწინებით);

4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე. მისი გასაჩივრება შეიძლება ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილი