განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/1094-18 (№057111118001)
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
28 თებერვალი2019წელი ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს
მოსამართლე თათია გოგოლაური
სხდომის მდივანი დავით აბაშიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - გ-------------------ე
დაცვის მხარე:
ბრალდებული: გ-------------------ე
მამის სახელი: გ--------
დაბადებული: 3--------- წელი
პირადი ნომერი: N0----------
ნასამართლეობა: მქონე
მცხოვრები: ბ----------------------------–---------–-------
ადვოკატი - ი-----–--–-----–-ა.
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 111 120-ე მუხლით.
დისპოზიცია: ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ.
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
2018 წლის 11 ნოემბერს, დაახლოებით 15:00 საათზე, ბ----------------------------–--------–------–- მდებარე სახლში, ოჯახური ძალადობისთვის ნასამართლევმა გ-------------------ემ იძალადა ბაბუაზე - გ-------------------ეზე. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დაზარალებულს ძალადობის შედეგად მიყენებული აქვს სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნებით.
2. სასამართლომ დაადგინა:
სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით ვერ ჰპოვა დადასტურება გ-------------------ის მიერ საქართველოს სსკ-ის 111 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენამ; ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა გ-------------------ის ბრალეულობას.
3. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ.
საქმეში წარმოდგენილი დაზარალებულ გ-------------------ის დაკითხვის ოქმის თანახმად, 2018 წლის 11 ნოემბერს იმყოფებოდა თავის საცხოვრებელ სახლში, სადაც ცხოვრობს რძალთან მ-----------------------ნ, შვილიშვილებთან გ----------------------------------ნ ერთად. მომხდარის დღეს ისხდნენ ეზოში არსებულ ,,სკამეიკაზე’’ და საუბრობდნენ, ამ დროის სახლში იმყოფებოდნენ მისი შვილიშვილებიც. გ-------------------ე იყო ნასვამი, ამიტომ ეზოში შემთხვევით წაიქცა შეშის ნაჭრებზე და მიიღო დაზიანებები სახის მიდამოში, მას წამოდგომაში დაეხმარა მისი რძალი მ------------------ე, გ-------მ დაიწყო გინება, მაგრამ თუ ვის აგინებდა დაზარალებულისათვის უცნობია, ფეხზე წამომდგარმა აიღო შეშის ნაჭერი და ისროლა დედის მ------------------ის მიმართულებით, რომელიც მოხვდა დაზარალებულს შუბლისა და მარჯვენა თვალბუდის არეში. დაზარალებულის განმრტებით მასსა და მის შვილისშვილს გ-------------------ეს შორის მანძილი იქნებოდა ერთი მეტრი, ხოლო მათ შორის იდგა მისი რძალი მ------------------ე. დაზარალებულის განმარტებით მის შვილიშვილს არ უნდოდა მისთვის განზრახ დაზიანების მიყენება.
საქმეში წარმოდგენილი მოწმე მ------------------ის დაკითხვის ოქმის თანახმად, 2018 წლის 11 ნოემბერს შვილი - გ-------------------ე მას სახლში დახვდა ნასვამი და კიდევ აგრძელებდა სმას საცხოვრებელი სახლის ავტოფარეხში. გ------- გამოვიდა ეზოში რა დროსაც ფეხი წამოკრა შეშის ნაჭერს და წაიქცა, ვინაიდან თვითონ დამოუკიდებლად ვერ შეძლებდა ფეხზე წამოდგომას (რადგან იყო ძლიერ ნასვამი) ის მიეშველა შვილს და წამოაყენა, თან უსაყვედურა, რომ ნუ სვამადა. გ-------ს ფეხზე წამომდგარს, მარჯვენა ხელში ეჭირა შეშის ნაჭერი, ამ დროს მოწმე იდგა მის წინ, გ-------მ გამოიქნია ხელში დაჭერილი შეშის ნაჭერი, რომელიც მას აცდა და მოხვდა მის უკან, ,,სკამეიკაზე’’ მჯდომ მამათილს - გ---–--------------ს თავის არეში. აღნიშნულის შემდეგ გ------- გავიდა ეზოდან. მოწმე დაუკავშირდა 112-ზე სასწრაფო დახმარებას და გ------- (----–--------------ე გადაიყვანეს საავადმყოფოში პირველადი დახმარების გაწევის შემდეგ კი იმავე დღეს გამოწერეს.
საქმეში წარმოდგენილი მოწმე მ----------------ს დაკითხვის ოქმის თანახმად, 2018 წლის 11 ნოემბერს, დაახლოებით 15:00 საათისთვის, მათი საცხოვრებელ სახლის ეზოში იმყოფებოდნენ თვითონ, დედა-მ------------------ე, ბაბუა - გ------- (----–--------------ე, ისხდნენ ეზოში და საუბრობდნენ საოჯახო საქმეებზე, ამ დროს ავტოფარეხიდან გამოვიდა მისი ძმა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი - გ-------------------ე, რომელსაც დაუცდა ფეხი და იქვე დაყრილ შეშის ნაჭრებზე დაეცა, რა დროსაც მას წამოდგომაში დაეხმარა დედა - მ------------------ე და თან უსაყვედურა თუ რატომ სვამდა. გ-------მ შეშის ნაჭერი აიღო მარჯვენა ხელში და ისე რომ არაფერი უთქვამს მოიქნია დედის მიმართულებით, რომელსაც აცდა აღნიშნული შეშის ნაჭერი და მოხდა იქვე სკამზე მჯდომ ბაბუას - გ-------------------ეს მარჯვენა ლოყაზე.
საქმეში წარმოდგენილი მოწმის, შს ბ--------ის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის დ-------–---–-----ს დაკითხვის ოქმის თანახმად, 2018 წლის 11 ნოემბერს, 112 - იდან მიღებული შეტყობინების საფუძველზე, გავიდნენ შემთხვევის ადგილზე, კერძოდ ბ--------------------------–--------–------–- მდებარე საცხოვრებელ მისამართზე. დაზარალებულ გ-------------------ისა და მისი რძლის მ------------------ის გამოკითხვის შედეგად დადგინდა, რომ გ-------------------ე იმყოფებოდა ძლიერ ნასვამ მდგომარეობაში, რა დროსაც ფეხი დაუცდა შეშის ნაჭერზე და დაეცა, მიიღო დაზიანებები სახის არეში, როდესაც მ------------------ემ უსაყვედურა, ამ უკანასკნელმა შეშის ნაჭერი მოუქნევია და ესროლა დედას - მ------------------ეს, რომელსაც აცდა აღნიშნული შეშის ნაჭერი და მოხვდა იქვე სკამზე მჯდომ ბაბუას - გ-------------------ეს მარჯვენა ლოყაზე.
ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა გამოძიებას საქმეზე დაკითხულმა შს ბ--------ის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა ა------------------მ.
სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით კრიმინალიზებულია ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა გამოიწვია. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა. ქმედების ამ დანაშაულად დაკვალიფიცირებისათვის განმსაზღვრელია, რომ დანაშაულის სუბიექტმა დაზარალებულს განზრახ მიაყენოს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, რამაც თავის მხრივ უნდა გამოიწვიოს: ა) ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა; ბ) საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა. ერთ-ერთი ამ გარემოების სავალდებულოდ არსებობის გარეშე სუბიექტის მიერ განხორციელებული ქმედება სსკ-ის 120-ე მუხლით ვერ დაკვალიფიცირდება. ამასთან, სავალდებულოდ უნდა დადგინდეს მიზეზობრივი კავშირი სუბიექტის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.
სასამართლო უთითებს, რომ ქმედების ამ დანაშაულად დაკვალიფიცირებისათვის განმსაზღვრელია, რომ დანაშაულის სუბიექტმა დაზარალებულს განზრახ (პირდაპირი ან არაპირდაპირი განზრახვით) მიაყენოს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება. სასამართლო განმარტავს, რომ პირს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდეს მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდეს ეს შედეგი, ანდა ითვალისწინებდეს ასეთი შედეგის განხორციელების გარდაუვალობას. შესაძლებელია დამნაშავეს არ სურდეს ეს შედეგი, მაგრამ პირი უნდა აცნობიერებდეს მისი ქმედების მართლწინააღმდეგობას, ითვალისწინებდეს მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას, მაგრამ შეგნებულად უშვებდეს ან გულგრილად ეკიდებოდეს მის დადგომას. ამდენად, სასამართლომ უნდა დაადგინოს გ-------------------ის განზრახვა პაპა გ-------------------ის მიმართ ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანების მიყენებისას.
სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლით დაწესებულია პასუხისმგებლობა ოჯახური დანაშაულისთვის. ამავე მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრია პაპა.
მხარეთა შორის სადავო გარემოებას არ წარმოადგენს, რომ 2018 წლის 11 ნოემბერს, დაახლოებით 15:00 საათზე, ბ----------------------------–--------–------–- მდებარე სახლში, გ-------------------ის მიერ ნასროლი შეშის ნაჭერის მოხვედრის შედეგად ბაბუმ - გ-------------------ემ მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნებით.
სასამართლო უთითებს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ დანაშაულის სუბიექტმა გ-------------------ემ დაზარალებულს პაპას გ-------------------ეს განზრახ მიაყენა ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება. კერძოდ: საქმეზე დაკითხული თავად დაზარალებული გ-------------------ე, მოწმეები მ------------------ე და მ---------------ე ცალსახად განმარტავენ, რომ გ-------------------ემ შეშის ნაჭერი ესროლა დედას, მ------------------ეს, რომელსაც აცდა აღნიშნული შეშის ნაჭერი და მოხვდა დედის უკან სკამზე მჯდომ ბაბუას გ-------------------ეს. ყველა მოწმე კონკრეტულად გადმოსცემს, რომ გ-------------------ეს სურდა დედისათვის შეშის ნაჭრის სროლა, რაც შეთხვევით მოხვდა ბაბუას. სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ ანალოგიურად აღწერენ ფაქტობრივ გარემოებებს პოლიციის თანამშრომელი მოწმეები დ-------–---–----ე და ა------------------, რომელიც მომხდარი ფაქტისთანავე გამოცხადდნენ შემთხვევის ადგილზე და გამოკითხეს უშუალოდ ფაქტის შემსწრე მოწმეები, მიუთითებენ, რომ მოწმეებისა და დაზარალებულისგან გაიგეს, რომ გ-------------------ემ აიღო შეშის ნაჭერი მარჯვენა ხელში და ისე, რომ არაფერი უთქვამს მოიქნია დედის - მ------------------ის მიმართულებით, რომელსაც აცდა აღნიშნული და მოხვდა იქვე მჯდომ ბაბუას გ-------------------ეს. სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა განმარტა, რომ არ ეთანხმება ბრალდებას, რომ მან ძალადობა განახორციელა ბაბუის მიმართ, ან დაუშვა, რომ შესაძლებელი იყო ბაბუას მოხვედროდა შეშის ნაჭერი, ვინაიდან ბაბუა, მას შემთხვევის ადგილზე საერთოდ არ დაუნახავს.
სასამართლო უთითებს, რომ ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გააბათილებდა ბრალდებულის პოზიციას, რომ მას დაზარალებული შემთხვევის ადგილას არ დაუნახავს და დაადასტურებდა, რომ გ-------------------ემ პაპას გ-------------------ეს განზრახ მიაყენა ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, განსაკუთრებით იმ ფონზე როდესაც წარმოდგენილი ალკოჰოლური თრობის ფაქტის დადგენის სამედიცინო შემოწმების დასკვნის თანახმად გ-------------------ე იმყოფებოდა მძიმე ხარისხის ალკოჰოლური თრობის ქვეშ, მასსა და მის ბაბუას გ-------------------ეს შორის კი იდგა დედა მ------------------ე.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისას გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული სტანდარტის ვერც ერთი კრიტერიუმს ვერ აკმაყოფილებს გ-------------------ისთვის განზრახვის (პირდაპირი/არაპირდაპირი) როგორც მოცემული მუხლის კვალიფიკაციისათვის სავალდებულო ნიშნის არსებობა.
4. სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების ტვირთი აკისრია ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე მტკიცებულებების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, უნდა იყოს აშკარა, ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა პირდაპირ და ცალსახად უნდა ადგენდეს ფაქტებს და პირის ბრალეულობას, სწორედ ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენის, მოტივს, მიზანს, განზრახვას და ა.შ. გარდა ამისა, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყო დამაჯერებელი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და უტყუარი მტკიცებულებები უნდა იყოს დამაჯერებლი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენადა მაღალი უნდა იყოს, რომ არ უნდა იწვევდეს რაიმე გონივრული ეჭვს ან ვარაუდს. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობის არარსებობის პირობებში პირის დამნაშავედ ცნობის დაუშვებლობის საკითხთან დაკავშირებით, სასამართლო მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებულ განმარტებას საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვითაც, „...ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლის სამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ეს უმნიშვნელოვანესი გარანტია გამორიცხავს მტკიცებულებების გარეშე, მხოლოდ ვარაუდების გამო, პასუხისმგებლობის დაკისრებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.
სასამართლო განმარტავს, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი არცერთი პირდაპირი მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, რომ 2018 წლის 11 ნოემბერს გ-------------------ემ იძალადა ბაბუაზე გ-------------------ეზე. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მხარეთა უშუალო მონაწილეობით საქმის განხილვის შემდეგ, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზე არ არის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა გ-------------------ის საქართველოს სსკ-ის 111,120-ე მუხლით დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, რის გამოც გ-------------------ე წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-ე, 270-272-ე, 275-276-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გ-------------------ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,120-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდეს.
გ-------------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.
გ-------------------ე დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ: შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ხის ნაჭერი - განადგურდეს.
სვიტერი, რაც ინახება ბ--------ის რაიონულ სამმართველოში - დაუბრუნდეს გ-------------------ეს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: თათია გოგოლაური