გადაწყვეტილება

სამოქალაქო 19.04.2019
საქმის ნომერი
330210018002595860
კატეგორია
დავის ტიპი
დელიქტური ვალდებულებანი
თარიღი
19.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2/24359-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

19 აპრილი, 2019 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე მაკა ჭედია

სხდომის მდივანი კახა კომლაძე

მოსარჩელე მც------------–----–---------------

წარმომადგენელი მა-----------–---–-

მოპასუხეები თა---------------–---, ნა--------------–---

ნა--------------–--ის

წარმომადგენელი გი-------–-------

მოპასუხეების

ნა--------------–--ისა

და თა---------------–--ის

წარმომადგენელი მი----–------–---–-

დავის საგანი ზიანის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი

1.სასარჩელო მოთხოვნა

1.1. მოპასუხეების თა---------------–--ისა და ნა--------------–--ისათვის მოსარჩელე მ–------------–----–------ის მ-----ს სასარგებლოდ 3907 ლარის გადახდის დაკისრება.

 

მ–------------–----–------ის სახსრებით განხორციელდა ს------–----–---------ში 1941-1945 წლებში სამამულო ომში დაღუპულ პირთა მემორიალისა და სკვერის მოწყობის სამუშაოების შესყიდვა, რომელთა ღირებულება შეადგენდა 3907 ლარს.

შესყიდვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების შემდეგ, მ–------------–----–------ის გამგებლის 2016 წლის 21 იანვრის N62 ბრძანების საფუძველზე, მიმწოდებელს - ინ. მეწარმე კა---------------ძეს გადაერიცხა 3907 ლარი.

 

მემორიალი მდებარეობს მ–------------–----–------ის ს---------–---------ში, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ 96 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ს/ კ N---0-.---1--).

 

მ–------------–----–------ის მ-----ს 2018 წლის 25 ივნისის N11440-2 წერილით მიემართა სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს ს---------–---------ში, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 96 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ N---0-.---1--) მ–------------–----–------ისათვის საკუთრებაში გადაცემის თხოვნით.

 

თა---------------–---მ და ნა--------------–---მ გაანადგურეს მემორიალი.

 

მუნიციპალიტეტის ქონების განზრახ განადგურების ფაქტზე შესაბამისი რეაგირების განხორციელების თხოვნით, მ–------------–----–------ის მ-----ს 2018 წლის 27 ივნისის N11598-2 წერილით მიემართა მცხეთის რაიონულ პროკურატურას.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხეებმა წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნეს სარჩელის მოთხოვნა.

მ–------------–----–------სა და კა---------------ძეს შორის, ს---------–---------ში მემორიალისა და სკვერის მოწყობის სამუშაოების თაობაზე, ხელშეკრულება გაფორმდა უკანონოდ, რადგან მიწის ნაკვეთი 96 კვ.მ. ფართით, სადაც უნდა განთავსებულიყო მემორიალი, ეკუთვნოდა გ------------–-–---–ს, აღნიშნული ნაკვეთი, როგორც მემკვიდრეს ეკუთვნის გ------------–-–---–ის შვილს თ---------------–---ს. მოპასუხეები სადავოდ ხდიან მოსარჩელისათვის ზიანის მიყენებისა და მის ოდენობასთან დაკავშირებულ გარემოებებს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მცხეთაში, ს------–----–---------ში, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, 96 კვ.მ. ფართობით, საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია სახელმწიფოს სახელზე.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

ამონაწერი საჯარო რეესტრიდან. (ს.ფ. 27).

 

3.2.2. 2015 წლის 16 ოქტომბერს მ–------------–----–------ის გამგეობასა და ი.მ. კა---------------ძეს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის საგანია ს---------–---------ში 1941-1945 წლებში სამამულო ომში დაღუპულთა მემორიალისა და სკვერის მოწყობის სამუშაოების შესყიდვა, თანხით - 3907 ლარი.

 

2015 წლის 18 დეკემბერს გაფორმდა შესრულებული სამუშაოს მიღების აქტი.

 

მ–------------–----–------ის გამგებლის მიერ გაიცა N62 ბრძანება მიმწოდებლისათვის 3907 ლარის გადარიცხვის თაობაზე.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

ხელშეკრულება N81/ს (ს.ფ. 16-18).

შესრულებული სამუშაოს მიღების აქტი (ს.ფ. 20-21).

ბრძანება N62. (ს.ფ. 22).

 

3.2.3. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება თ------ და ნა--------------–---ების მიერ მოსარჩელე მ–------------–----–------ისათვის 3907 ლარის ოდენობით ზიანის მიყენების ფაქტი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

მტკიცების ტვირთზე მიუთითებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება.

 

მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს.

 

მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან. იმავდროულად, ახსნა-განმარტება უნდა დასტურდებოდეს რელევანტური მტკიცებულებებით (სსსკ-ის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილი).

 

ზიანის არსებობის ფაქტის მტკიცების ტვირთი პროცესუალურად ეკისრება მოსარჩელეს.

 

მოსარჩელე ზიანის მიყენების ფაქტის დასადასტურებლად მიუთითებს მისი ხარჯით აღმართული მემორიალის განადგურების გარემოებაზე.

 

ზიანის მიყენების ფაქტისა და მისი ოდენობის დასადასტურებლად მოსარჩელემ წარმოადგინა 2015 წლის 16 ოქტომბრის ხელშეკრულება, შესრულებული სამუშაოს მიღების აქტი, მიღება-ჩაბარების აქტი და ბრძანება შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურების შესახებ. სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები, ადასტურებს მემორიალისა და სკვერის მოწყობისა და ამ სამუშაოების შესრულებისათვის მოსარჩელის მიერ ხარჯების გაღების ფაქტს. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ფოტოსურათები, არ წარმოადგენს კანონით გათვალისწინებულ მტკიცებულებას, რომლითაც დადასტურდება ზიანის მიყენებისა და მის ოდენობასთან დაკავშირებული გარემოებები, რადგან ფოტოსურათებზე აღბეჭდილი მდგომარეობის ვიზუალურად შეფასების შედეგად შეუძლებელია ზიანის მოცულობის განსაზღვრა.

 

ამდენად, საქმეში წარმოდგენილი ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით, არ დასტურდება მემორიალის განადგურებისა და მის აღსადგენად საჭირო თანხების შესახებ გარემოებები.

 

აქედან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა სარჩელში მითითებული გარემოებები ზიანის მიყენების შესახებ.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები , რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს ეს ზიანი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ დელიქტური ვალდებულება წარმოადგენს არასახელშეკრულებო (კანონისმიერ) ვალდებულებათა სახეს. იგი წარმოიშობა კანონის ძალით, მხარეთა ნება-სურვილისგან დამოუკიდებლად, რა დროსაც, მხარეთა წინასწარი შეთანხმება ზიანის ანაზღაურების თაობაზე საჭირო არ არის. დელიქტური ვალდებულება მოწოდებულია უზრუნველყოს დარღვეული ქონებრივი და პირადი არაქონებრივი უფლებების აღდგენა სამართალდამრღვევის ხარჯზე. სწორედ ამ ვალდებულების ძალით, პირი, რომელმაც მიაყენა ზიანი სხვა პირის პირად ან ქონებრივ ინტერესებს, ვალდებულია სრული მოცულობით აანაზღაუროს მიყენებული ზიანი, ხოლო დაზარალებული პირი უფლებამოსილია მოითხოვოს განცდილი ზიანის ანაზღაურება.

 

შესაბამისად დელიქტი, როგორც სამოქალაქო სამართალდარღვევა, წარმოშობს გარკვეული სახის სამოქალაქო სამართლებრივ პასუხისმგებლობას, კერძოდ, დელიქტურ პასუხისმგებლობას. დელიქტური პასუხისმგებლობა წარმოადგენს კანონით განსაზღვრული ქონებრივი ხასიათის ზომების იძულებით გამოყენებას იმ პირის მიმართ, რომელმაც მიაყენა ზიანი სხვა პირის მატერიალურ ან არამატერიალურ სიკეთეს. აღნიშნული პასუხისმგებლობის თავისებურება მდგომარეობს იმაში, რომ არსობრივად იგი წარმოადგენს შეფარდებით სამართალურთიერთობას, ანუ ადგენს ერთი პირის ვალდებულებას მეორეს წინაშე და იმავდროულად მიმართულია აბსოლუტური სამართალურთიერთობის დაცვისაკენ, სადაც განსაზღვრულია მხოლოდ ერთი მხარე - სუბიექტური უფლების მატარებელი, მაგალითად, ნივთის მესაკუთრე.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძვლად სამოქალაქო უფლების დარღვევა მიიჩნევა. ქონებრივი პასუხისმგებლობის ვალდებულ პირზე დასაკისრებლად საჭიროა, რომ სახეზე იყოს სამართალდარღვევის შემადგენლობა. შემადგენლობის ორგანიზმს ქმნის სამართლებრივად ფასეულ სუბიექტურ და ობიექტურ გარემოებათა ერთობლიობა, რომელთა თანაარსებობა მოვალეზე პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველია. ამ შემადგენლობის ელემენტებია: სამართალდარღვევის შედეგად მიყენებული ზიანი; დამრღვევის მართლსაწინაღმდეგო ქმედება; მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის; სამართლდამრღვევის ბრალი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, სამართლებრივი შედეგი (ზიანის ანაზღაურების ვალდებულება) ქმედების აბსტრაქტული შემადგენლობიდან (სხვა პირის მიმართ განხორციელებული ქმედება) გამომდინარეობს. იმისათვის, რომ მხარეს დაეკისროს ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, უტყუარად უნდა დასტურდებოდეს სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტის მართლსაწინააღმდეგო ქმედება - ბრალი (განზრახვა ან გაუფრთხილებლობა), შედეგი - ზიანი და მიზეზობრივი კავშირი პირის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ნორმის შემადგენელ აღნიშნულ ელემენტთაგან თუნდაც ერთ-ერთის არარსებობა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველია.

 

დასახელებული ნორმის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. ქონებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთი აუცილებელი ელემენტია ზიანის არსებობა. სამოქალაქო სამართალში ზიანში მოიაზრება ქონებაზე ან სამართლებრივად დაცულ სხვა სიკეთეზე გარკვეული ზემოქმედებით გამოწვეული უარყოფითი შედეგი. ზიანი წარმოადგენს სამართალდარღვევის შემადგენლობის აუცილებელ ელემენტს. თუ არა ზიანი, არც ქონებრივი პასუხისმგებლობის საკითხი შეიძლება დადგეს. ზიანი სწორედ რომ მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგია. იგი წარმოადგენს სამართლებრივი სიკეთის ხელყოფის შედეგს.

 

ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ანაზღაურებაუნარიანი ზიანი. ასეთია სამართლებრივად მნიშვნელოვანი და დაცული ზიანი. ზიანი, რომლის ანაზღაურებაც შეუძლებელია, ვერ ჩაითვლება ასეთად. ქონებრივი ზიანის დადგენა ხდება ქონებრივი მდგომარეობის შეფასებით, კერძოდ, რა ქონებრივ მდგომარეობაში იმყოფებოდა პირი, სანამ მის მიმართ განხორციელდებოდა მართლსაწინააღმდეგო ქმედება და მას მიადგებოდა ქონებრივი ზიანი და რა მდგომარეობაში იმყოფებოდა პირი, ქონებრივი ზიანის გამომწვევი მართლსაწინააღმდეგო ქმედების შემდგომ. ზიანის მოცულობა განისაზღვრება ამ ორ მდგომარეობის შორის სხვაობით.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს მოპასუხეებისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების კანონით გათვალისწინებული საფუძველი, რადგან არ დგინდება, მოსარჩელისათვის 3907 ლარის ოდენობით ზიანის მიყენების ფაქტი. შესაბამისად, მოსარჩელე არ არის უფლებამოსილი მოითხოვოს მოპასუხეებისაგან ზიანის ანაზღაურების ვალდებულების შესრულება.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის წინასწარი გადახდისგან.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება არ გამოყენებულა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 2591-ე 367-ე, 369-ე მუხლებით

 

გადაწყვიტა:

 

1. მ–------------–----–------ის მ-----ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მაკა ჭედია