განაჩენი

სისხლის სამართლის 07.12.2018
საქმის ნომერი
080100118002445171
დავის ტიპი
117 1
თარიღი
07.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/420-18 (№041190218001)

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

7 დეკემბერი 2018 წელი ქუთაისი

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს

მოსამართლე თათია გოგოლაური

სხდომის მდივანი თინათინი ციცქიშვილი

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ნ--------------–---–ი

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - ა-–---------------------–------------ა - დაბადებული 1----–-–--------------, პირადი N6----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არ მქონე, განქორწინებული, მცხოვრები: ქ. ქ-------------–-------–-----------------

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილი;

 

დისპოზიცია: ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელმაც გამოიწვია მხედველობის დაკარგა და დაკავშორებულია საერთო შრომისუნარიანობის მყარ, არანაკლებ ერთი მესამედით დაკარგვასთან.

 

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

2018 წლის 14 თებერვალს ქ----------–--------–---–-------------ში საცხოვრებელ სახლში ა-–------------------მ ბლაგვი საგანი ესროლა თვალის არეში პ---–-------–---ს, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა მიიღო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება, საერთო შრომისუნარიანობის მყარი დაკარგვით - 35%-ით.

 

2. მტკიცებულებათ ერთობლიობა და სამართლებრივი შეფასება:

 

ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელმაც გამოიწვია მხედველობის დაკარგვა და დაკავშირებულია საერთო შრომისუნარიანობის მყარ, არანაკლებ ერთი მესამედით დაკარგვასთან.

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხული დაზარალებულ პ---–-------–---ს ჩვენებით დგინდება, რომ ა-–------------------სთან აკავშირებდა მეგობრული ურთიერთობა, მას იცნობს დაახლოებით 1999 წლიდან. ა-–------------------ს ყოფილ მეუღლესთან ნ--------–----------ნ აქვს მეგობრული ურთიერთობა, ერთად ცხოვრობენ. ნ--------–------ მასთან სახლში საცხოვრებლად გადავიდა 2017 წლის დაახლოებით ივლისის თვიდან. ამ დროისთვის ა-–------------------სთან ნ------- განქორწინებული იყო. თავად ბათუმში მუშაობდა და 2018 წლის 14 თებერვალს გვიან ღამით ოთხ-ხუთ საათზე ჩამოვიდა ქუთაიში, ნამგზავრი იყო და ის და ნ------- სახლში ისვენებდნენ. ბავშები სკოლაში იყვნენ წასულები. გაიგონეს კარზე კაკუნი, შევიდა ა-–------------------, რომ დაინახა პ---–-------–--- და ნ------- ერთად, გავიდა, შეიტანა ჩაქუჩი და ესროლა. ჩაქუჩის სროლის დროს მანძილი ა-–------------------სა და მას შორის იყო დაახლოებით ორი მეტრი და ნახევარი. ჩაქუჩის სროლის დროს ნ------- მის გვერდით იწვა. ჩაქუჩი მისი მიმართულებით იყო ნასროლი, რადგან იმდენად ახლო მანძილიდან ესროლა, რომ ვერ ააცილებდა. როდესაც ა-–------------------ შევიდა ოთახში შეტრალდა შემოსასვლელში, სადაც იყო ნ-------ს სამკერვალო ნივთები, შეიტანა ჩაქუჩი და ესროლა. ჩაქუჩის სროლის შემდეგ მან ცოტა ხნით დაკარგა გონება, გონზე რომ მოვიდა, სისხლი მოსდიოდა. დაზარალებულმა ასევე განმარა, რომ პოლიციას არ შეატყობინა, რადგან არ სურდა საქმის გართულება. 2018 წლის 14 თებერვლის შემდეგ თვალი გაუსივდა და დაეკარგა მხედველობა. საავადმყოფოს მიმართა მეორე-მესამე დღეს, რადგან თვალი ძალიან გაუსივდა, გამოიძახა სასწრაფო და გადაიყვანეს კლინიკაში. დაუდგინეს დიაგნოზი სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა. საავადმყოფოში იყო თერთმეტი დღე. საავადმყოფოში მან თქვა, რომ დაეცა, რადგან არ სურდა მდგომარეობის გართულება. სამკურნალო დაწესებულება დატოვა თებერვლის ბოლოს. ამის შემდეგ წავიდა ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში და იქ ჩაიტარა კიდევ ერთხელ გამოკვლევა, დაუდგინდა თვალის ნერვის ატროფია. ახლა მარჯვენა თვალში მხედველობა არ აქვს.

 

მოწმე ნ------- ლ------მ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განაცხადა, რომ ა-–------------------ არის მისი ყოფილი მეუღლე, დაახლოებით 13 წელი შეუღლებულები იყვნენ. ოთხი-ხუთი წელია რაც არ აქვთ სრული, ნორმალური და ჯანსაღი ურთიერთობა, მაგრამ ოფიციალურად განქოწინდნენ შემთხვევამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე. პ---–-------–---ს იცნობს 25 წელია, მეგობრები არიან და აპირებენ დაქორწინებას. პ---–-------–---ს ა-–------------------ც იცნობს. 2018 წლის 14 თებერვალს ის და პ---–-------–--- იყვნენ ოთახში, თავად ეძინა, ცუდად იყო, რადგან აქვს ანემია და მკურნალობის პროცესს გადიოდა. დაახლოებით იქნებოდა პირველის წუთები კარზე გაიგო კაკუნი, პ---–-მ დაიძახა შემოდითო, ეგონათ ბავშვები მივიდნენ სკოლიდან. პ---–- ამ დროს წამოწოლილი იყო საწოლზე, ტელევიზორს უყურებდა, სპორტული შარვალი და შავი გრძელმკლავიანი ზედა ეცვა. თვალი რომ გაახილა დაინახა ა-–------------------ შევიდა ოთახში, რომელიც გაბრუნდა შემოსასვლელში, სადაც საკერავი მანქანა დგას სხვა მის სამუშაო იარაღებთან ერთად იდო ჩაქუჩი. ა-–------------------ ოთახში შემბრუნდა ჩაქუჩით, რომელიც პ---–-ს ესროლა და მოხვდა მარჯვენა თვალის არეში, აღნიშნულის გამო პ---–-მ გონება დაკარგა. ამის შემდეგ ა-–------------------ აღარ ჩანდა. პ---–- საავადმყოფოში არ წავიდა და ორი დღე არც ექიმის მოსაყვანად გაუშვა. მესამე დღეს თვალი გაუსივდა და დაეწყო სითხის დენა და ძალიან ცუდად იყო, ვერ ლაპარაკობდა, იმ დღეს ვერ ჭამა, გონებას კარგავდა, რის გამოც წაიყვანეს საავადმყოფოში. მეორე დღეს გაუკეთდა ოპერაცია. პ---–-ს ჰქონდა სახის ძვლების მოტეხილობა, ჰემატომა თავში, ცხვირი საფეთქლამდე იყო გაბზარული, ორი კვირა იყო საავადმყოფოში, შემდეგ გამოიყვანეს და სისტემატურად დადიოდა ექიმთან. ცალი თვალით ვეღარ ხედავდა და თვალი ,,გაექცა’’ დაახლოებით ოთხი-ხუთი მილიმეტრით. საავადმყოფოში პოლიცია რომ მივიდა, პ---–-მ განაცხადა, რომ დაეცა. შემდეგ როდესაც უთხრეს, რომ აღნიშნული დაზიანება დაცემის შედეგად არ ჰქონდა მიღებული, ამის შემდეგ თქვა სიმართლე. მოწმემ განმარტა, რომ ა-–------------------ს ჩაქუჩი დამიზნებული ჰქონდა პ---–-------–---სათვის, ის პირდაპირ მოხვდა საწოლზე წამოწოლილ პ---–-------–---ს. მოწმემ ასევე განმარტა, რომ ა-–------------------მ იცოდა, რომ ნ------- პ---–-------–---ს სახლში ცხოვრობდა შემთხვევამდე წინა დღესაც იყო მოსული და ბავშვი წაიყვანა. ა-–------------------ შემთხვევის დღეს პ---–-ს სახლში არ ელოდებოდა, ვინაიდან იცოდა, რომ ბათუმში იყო. მოწმემ განმარტა, რომ 19 თებრვალს დაკითხეს ფაქტან დაკავშირებით. მანვე განმარტა, რომ ჩაქუჩი ვერ ამოიღეს, რადგან მეორე დღეს თავად გადააგდო, ვინაიდან არ სურდა ა-–------------------ს იმ მდგომარეობაში ნახვა, რა მდგომარეობაშიც ახლა იმყოფება.

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას ა-–------------------ არ დაეთანხმა მის მიმართ წარდგენილ ბრალდებას და განაცხადა, რომ ის გარემოება, რომ პ---–-------–---მ მისი ქმედების შედეგად მიიღო დაზიანებები აბსოლუტური სიცრუეა. ის და ნ--------–-----ე ცოლ-ქმარი იყვნენ და ერთად ცხოვრობდნენ 13 წელი, ყავთ ერთი საერთო შვილი. ბოლო პერიოდში ურთიერთობა დაეძაბათ და დაშორდნენ. მანამდე სანამ ოფიციალურად განქორწინდებოდნენ ის სამუშაოდ დადიოდა სვანეთში, თანხას უგზავნიდა ნ------ს და ბავშვზე ზრუნავდა. 2017 წლის სექტემბერში, როდესაც სვანეთიდან დაბრუნდა ნ------- გადასული დახვდა პ---–-------–---ს სახლში, რომლის მიზეზად განუმარტა, რომ ბინის ქირას ვეღარ იხდიდა, პ---–-------–---მ კი თავისი ბინა უფასოდ დაუთმო, თვითონ პ---–- კი ბათუმში მუშაობდა და სახლში იშვიათად იყო. ა-–------------------ პ---–-------–---ს სახლში ხშირად დადიოდა ბავშვის სანახავად, თუმცა სახლში არ შედიოდა. 2018 წლის 14 თებერვალს ნ------ს დილით მიულოცა ვალენტინობის დღე და მიწერა, რომ მასთან მივიდოდა, მან არ იცოდა იქ პ---–- თუ დახვდებოდა, რადგან იცოდა ბათუმში მუშაობდა და სახლში იშვიათად იყო. ნ------თან მისვლისას ჯერ პირველ სართულზე დააკაკუნა და არავინ უპასუხა, ავიდა მეორე სართულზე, კარი დახურული იყო, მაგრამ არ იყო ჩაკეტილი, ჯერ შევიდა „ლოჯში“ სადაც იდგა საკერავი მანქანა, შემდეგ იყო კიდევ მეორე ოთახი, რომლის კარიც შეაღო და შეიხედა, სადაც მარცხენა მხარეს იდგა საწოლი, რომელზეც იწვა ნ------- და პ---–-, რომლებიც არ იყვნენ ჩაცმულები და სექსუალური ურთიერთობა ჰქონდათ. შემდეგ რა მოხდა კარგად აღარ ახსოვს. გამობრუნდა, კარებთან ჩაიმუხლა და პირველი დაინახა ჩაქუჩი, რომელიც საკერავ მანქანასთან იდო, აიღო სიბრაზისგან გაიქნია და ღია კარებში უბრალოდ მოისროლა, შემდეგ რას ან ვის მოხვდა ეს ჩაქუჩი მას არ დაუნახავს. ბრაზი გამოხატა და აფექტში არ იყო, არც სურდა რომ ვინმეს მოხვედროდა, უნდოდა რაღაცის გაფუჭება და დამტვრევა. თუმა არ გამორიცხა, რომ ჩაქუჩი პ---–-------–---ს მოხვედროდა. შემდეგ ახსოვს კარებიდან გავიდა, ჩავიდა ქვემოთ, შემდეგ წავიდა და ბავშვები ნახა. ვიდრე ბრალი არ წარუდგინეს არ იცოდა ჩაქუჩი პ---–-ს თუ მოხვდა. 14-ის შემდეგ ნ------- კიდევ მოდიოდა მასთან სანახავად. ნ------ს თხოვდა, რომ ჯვარი აეყარათ, რაზეც ნ------- ვერ დაიყოლია. დაკავებამდე ერთი დღით ადრე მივიდა ნ------- მასთან და უთხრა, რომ განცხადება დაწერა პოლიციაში. დაკავებამდე იცოდა, რომ პ---–-------–--- დაეცა და დაზიანება აღნიშნულის გამო ჰქონდა მიღებული.

 

მოწმე ა---–---------მ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განაცხადა, რომ მუშაობს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მ-----------------–---–- დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელის თანამდებობაზე. 2018 წლის 18 თებერვალს პოლიციის მ-----------------–---–- ქუთაისის რეფერელურ კლინიკური საავდმყოფოდან შევიდა შეტყობინება, რომლის თანახმად მოქალაქე პ---–-------–---ს აღენიშნებოდა მრავლობითი დაზიანებები სახის მიდამოში, რის საფუძველზეც დაიწყეს გამოძიება თავდაპირველად საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლით, ძალადობის ფაქტზე. მის მიერ მოწმის სახით გამოიკითხა პ---–-------–--- და მისი მეუღლე ნ--------–------. განჩინების საფუძველზე რეფერალური საავდმყოფოდან მოხდა სამედიცინო დოკუმენტების ამოღება, დაინიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, დასკვნის საფუძველზე სისხლის სამართლის საქმე გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილზე. პ---–-------–--- დაზარალებულად იქნა ცნობილი. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე მოხდა ა-–-------------------ს დაკავება ბრალდებულის სახით, რომელსაც გააცნო ბრალდების შესახებ დადგენილება. მან შეაგროვა მასალები ა-–------------------ს პიროვნულ მახასიათებლებზე და საბოლოოდ მან გაუცვალა მტკიცებულებები ბრალდებულს N2 დაწესებულებაში. მოწმემ ასევე განმარა, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერება არ მოხდა იმის გამო, რომ ფაქტი რამდენიმე დღის მომხდარი იყო, როდესაც შეტყობინება შევიდა. როდესაც პ---–-------–---მ დაზიანება მიიღო არ შეატყობინა არც პოლიას და არც სამედიცინო დაწესებულებისათვის მიუმართავს.

 

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 30 მარტის N0-------- დასკვნით დადგენილია, რომ თანახმად წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის (ევექსის ქუთაისის N1 რეფერალური ჰოსპიტალის სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N1----ის ასლი და ამავე საავადმყოფოს ცნობა N3---- ჯამრთელობის მდგომარების შესახებ (გაცემის თარიღი 28.02.2018) - მონაცემებისა: მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით მოქ. პ---–-------–---მ აღნიშნულ საავდმყოფოს მიმართა 17.02.2018 წელს 21:15 სთ-ზე საიდანაც გაეწერა 28.02.2018 წელს 13:00 საათზე დიაგნოზით: სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა. ამავე სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერების თანახმად მას ასევე აღენიშნებოდა ჰემატომა მარჯვენა თვალბუდის მიდამოში და ოფთამოლოგის კონსულტაციით მას დაესვა დიაგნოზი: OD თვალის დაჟეჟილობა ეგზოფთალმი. თანახმად სამედიცინო დოკუმენტაციის (შპს ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო ბარათი N 4----ის ასლი) მონაცემებისა: მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით მოქ. პ---–-------–---მ აღნიშნულ სააავადმყოფოს მიმართა 19.03.2018 წელს და დაესვა დიაგნოზი: მხ. ნერვის ატროფია. ამავე სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერების თანახმად ოფთამოლოგის კონსულტაციით მას დაუდგინდა: VOD|=0.0(ნული). VOS=1.0 დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვირივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, საერთო შრომის უნარის მყარი დაკარგვით 35%-ით.

 

ექსპერტმა შ---------------მ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასრუტრა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე.

 

ევექსის რეფერალური ჰოსპიტალის სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათით N1--- დადგენილია, რომ მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით პ---–-------–---მ აღნიშნულ საავდმყოფოს მიმართა 17.02.2018 წელს 28.02.2018წ-ს 13:00 საათზე დიაგნოზით: სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა.

 

შპს ,,ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს’’ ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო ბარათით N4--- დადგენილია, რომ პ---–-------–---მ აღნიშნულ სააავადმყოფოს მიმართა 19.03.2018 წელს და დაესვა დიაგნოზი: მხედველობის ნერვის დისკის ატროფია. ამავე სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერების თანახმად ოფთამოლოგის კონსულტაციით მას დაუდგინდა: VOD|=0.0(ნული). VOS=1.0;

 

გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით დადგენილია, რომ ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მ--------------–---–- 2018 წლის 19 თებერვალს გამოძიება დაიწყო 2018 წლის 14 თებრვალს ა-–------------------ს მიერ პ---–-------–---სათვის ჩაქუჩის დარტყმით ჯანმრთელობის დაზიანების მიყენების ფაქტზე.

 

საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული დანაშაულის შესახებ შეტყობინების თანახმად 2018 წლის 19 თებერვალს კლინიკური საავადმყოფოს მორიგე ექიმმა აცნობა უბნის უფროს ინსპექტორ-გამომძიებელს ე------–--–---------ს, რომ 17 თებერვალს კლინიკურ საავადმყოფოში მიყვანილი იქნა სასწრაფო დახმარების მიერ პ---–-------–---, დიაგნოზით: სახის მრავლობითი დაზიანება.

 

ბრალდებულის დაკავების ოქმის თანახმად, ქ-------–-------–----------------------------–-, ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პ---–-–-------------------–---- ადმინისტრაციულ შენობაში 2018 წლის 2 აპრილს 11:50 საათზე ა-–------------------ დაკავებული იქნა ბრალდებულის სახით.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა, რაც დაცულია როგორც საქართველოს კონსტიტუციით, ისე სხვა საკანონმდებლო აქტებით.

 

დანაშაულებრივი ქმედების საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის, აუცილებელია ქმედება, მძიმე შედეგი და მიზეზობივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. სუბიექტური მხრივ აღნიშნული დანაშაული განზრახია, რაც შეეხება მოტივსა და მიზანს, შესაძლოა მრავალგვარი იყოს და ზოგჯერ მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობაც ჰქონდეს.

 

ის ფაქტი, რომ 2018 წლის 14 თებერვალს ქ----------–--------–---–-------------ში საცხოვრებელ სახლში ა-–------------------მ ბლაგვი საგანი ესროლა თვალის არეში პ---–-------–---ს, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა მიიღო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება, საერთო შრომის უნარის მყარი დაკარგვით - 35%-ით, უტყუარად დასტურდება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ:

 

სადავო გარემოებას არ წარმოადგენს, რომ 2018 წლის 14 თებერვალს ქ----------–--------–---–----------–- მივიდა ა-–------------------, სადაც იყვნენ პ---–-------–--- და ნ--------–------. სადავო გარემოებას არ წარმოადგენს ასევე ის ფაქტი, რომ სახლში ა-–------------------ პ---–-------–---ს არ ელოდებოდა. დადასტურებულია და სადავო არ არის ასევე, რომ ჩაქუჩი სწორედ ა-–------------------მ ისროლა.

 

მოცემულ შემთხვევაში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების შემადგენლობის ნიშნების არსებობა, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია და განმარტავს, რომ აღნიშნული დანაშაული თავისი შინაარსით წარმოადგენს მატერიალური შემადგენლობის დანაშაულს. ამდენად, მისი დამთავრებულად ცნობისათვის აუცილებელია კონკრეტული მძიმე შედეგის დადგომა. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 30 მარტის N0-------- დასკვნით დადგენილია, რომ თანახმად წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის (ევექსის ქუთაისის N1 რეფერალური ჰოსპიტალის სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N1----ის ასლი და ამავე საავადმყოფოს ცნობა N3---- ჯამრთელობის მდგომარების შესახებ (გაცემის თარიღი 28.02.2018) - მონაცემებისა: მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით მოქ. პ---–-------–---მ აღნიშნულ საავდმყოფოს მიმართა 17.02.2018 წელს 21:15 სთ-ზე საიდანაც გაეწერა 28.02.2018 წელს 13:00 საათზე დიაგნოზით: სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა. ამავე სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერების თანახმად მას ასევე აღენიშნებოდა ჰემატომა მარჯვენა თვალბუდის მიდამოში და ოფთამოლოგის კონსულტაციით მას დაესვა დიაგნოზი: OD თვალის დაჟეჟილობა ეგზოფთალმი. თანახმად სამედიცინო დოკუმენტაციის (შპს ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო ბარათი N 4----ის ასლი) მონაცემებისა: მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით მოქ. პ---–-------–---მ აღნიშნულ სააავადმყოფოს მიმართა 19.03.2018 წელს და დაესვა დიაგნოზი: მხ. ნერვის ატროფია. ამავე სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერების თანახმად ოფთამოლოგის კონსულტაციით მას დაუდგინდა: VOD|=0.0(ნული). VOS=1.0 დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვირივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, საერთო შრომის უნარის მყარი დაკარგვით 35%-ით.

 

ქმედების სუბიექტურ შემადგენლობას რაც შეეხება, სასამართლო ირელევანტურად მიიჩნევს ბრალდებულის მტკიცებას იმის შესახებ, რომ მან ნ------ ლაღიძისა და პ---–-------–---ს ერთად დანახვის შემდეგ, ჩაქუჩი გაბრაზების ნიადაგზე ისროლა კარის მიმართულებით და მას პ---–-------–---სათვის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების მიყენების განზრახვა თითქოსდა არ ჰქონია. ამის საპირისპიროს მიუთითებს თავად ბრალდებული, როცა აცხადებს, რომ მართალია მან ჩაქუჩი გაბრაზების ნიადაგზე გაისროლა არა პ---–-------–---ს მიმართულებით, თუმცა აქვე არ გამორიცხავს, რომ ჩაქუჩი შესაძლოა დაზარალებულს მოხვედროდა.

 

იმ გარემოებას, რომ ა-–------------------მ ჩაქუჩი სწორედ პ---–-------–---ს ესროლა და სურდა მისთვის ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანების მიყენება, ადასტურებს შემდეგი მტკიცებულებები:

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ნ--------–------მ განმარტა, რომ ა-–------------------ როდესაც შევიდა ოთახში, სადაც ის და პ---–-------–--- იწვნენ, შებრუნდა შემოსასვლელ ოთახში აიღო ჩაქუჩი და ესროლა პ---–-------–---ს დამიზნებით. თავად და პ---–-------–--- საკმაოდ დაცილებით იყვნენ ერთმანეთისაგან, ის იწვა საწოლში, ხოლო პ---–-------–--- საწოლზე იყო წამოწოლილი და ტელევიზორს უყურებდა. ამ დროს მანძილი ა-–------------------სა და მათ შორის დაახლოებით ორი-სამი მეტრი იყო.

 

ანალოგიურად აღწერა დაზარალებულმა პ---–-------–---მ ფაქტობრივი გარემოებები, რომ მას შემდეგ, რაც ა-–------------------მ დაინახა ის და ნ--------–------ ერთ საწოლზე გავიდა შემოსასვლელ ოთახში აიღო ჩაქუჩი და პ---–-------–---ს ესროლა. პ---–-------–---მ ასევე დაადასტურა, რომ როდესაც მას ა-–------------------მ ჩაქუჩი ესროლა მათ შორის მანძილი იყო დაახლოებით ორი მეტრი და ნახევარი. დაზარალებულმა ასევე განმარტა, რომ ა-–------------------მ ჩაქუჩი სწორედ მას ესროლა, ვინაიდან მათ შორის მანძილი იმდენად მცირე იყო, რომ ვერ ააცილებდა.

 

ამდენად, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების შემადგენლობის სუბიექტური და ობიექტური ნიშნის არსებობა.

 

სასამართლო ასევე ყურადღებას მიაქცევს ბრალდებულის განმარტებას იმის შესახებ, რომ ქმედების ჩადენის დროს თითქოსდა სრულად ვერ აცნობიერებდა მის მიერ განხორციელებულ ქმედებას, თუმცა სასამართლო არ იზიარებს მის ყოფნას აფექტის მდგომარეობაში და აღნიშნავს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით აღსანიშნავია, რომ აფექტი არის უეცრად აღძრული და სწრაფწარმავალი ძლიერი ემოციური განცდა, რომელიც იწვევს შეგნებული ნებელობითი კონტროლის შემცირებას. ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში პირი შეიძლება აღმოჩნდეს დაზარალებულის მართლსაწინააღმდეგო და მაპროვოცირებელი ქცევის შედეგად, მაშინ, როცა სახეზე იქნება რომელიმე ის გარემოება, რომელთა ამომწურავ ჩამონათვალსაც იძლევა სისხლის სამართლის კოდექსი, კერძოდ, ადგილი უნდა ჰქონდეს დაზარალებულის მიერ მართლსაწინააღმდეგო ძალადობას, მძიმე შეურაცხყოფას, მძიმე ამორალურ ქმედებას, დაზარალებულის არაერთგზისი მართლსაწინააღმდეგო ან ამორალური ქცევით განპირობებულ ფსიქიკურ ტრავმას.

 

აფექტში ჩადენილი დანაშაულისათვის მნიშვნელოვანია დაზარალებულის ქცევის ზუსტი განსაზღვრა, რამდენადაც სწორედ დაზარალებული თავისი მოქმედებით პროვოცირებს დანაშაულის ჩადენას. მოცემულ შემთხვევაში საქმის განხილვის პროცესში არ გამოკვეთილა დაზარალებულის რაიმე მაპროვოცირებელი ქცევა, რომელიც ზემოთ ჩამოთვლილ რომელიმე გარემოებაზე მიანიშნებდა, რაც სასამართლოს მისცემდა ფიზიოლოგიური აფექტის წინაპირობების არსებობის შესახებ დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას. განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ბრალდებულისათვის ცნობილი იყო, რომ ნ--------–------ პ---–-------–---ს სახლში ცხოვრობდა და უფრო მეტიც თავადაც ხშირად მიდიოდა აღნიშნულ მისამართზე ბავშვის სანახავად. ამასთან, საქმეში არ არის წარმოდგენილი სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც დადასტურებული იქნებოდა ბრალდებულის ყოფნა აფექტის მდგომარეობაში.

 

ბრალდებული ასევე აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ ბრალდების მხარის მიერ არ არის წარმოდგენილი დანაშაულის ჩადენის იარაღი. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას მოწმე ნ--------–------მ განმარტა, რომ მან დანაშაულის იარაღი ჩაქუჩი გადააგდო, იმ მიზნით, რომ ა-–------------------ს პასუხისმგებლობა არ დაკისრებოდა. სასამართლოს მის ჩვენებაში ეჭვის შეტანის საფუძვლი არ გააჩნია, ვინაიდან ის, რომ როგორც მოწმეს ასევე დაზარალებულს არ სურდა ა-–------------------ს პასუხისგებაში მიეცმა ასევე დადასტურებულია იმ გარემოებით, რომ პ---–-------–---მ სამედიცინო დაწესებულებაში დაზიანების მიზეზად დაასახელა, რომ დაეცა, ამასთან სამედიცინო დაწესებულებას მიმართა რამდენიმე დღის შემდეგ, მას შემდეგ რაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა და გონება დაკარგა.

 

სასამართლო ასევე არ იზიარებს ბრალდებულის ვერსიას იმის თაობაზე, რომ პ---–-------–---მ შესაძლებელია დაზიანება მიიღო სწორედ დაცემის შედეგად, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობით დადასტურებულია, რომ დაზიანება პ---–-------–---მ მიიღო სწორედ ა-–------------------ს მიერ ჩაქუჩის სროლის შედეგად.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო დასკვნის სახით აცხადებს, რომ ა-–------------------ს მიერ განხორციელებული ქმედებით, ჩადენილია ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელმაც გამოიწვია მხედველობის დაკარგა და დაკავშორებულია საერთო შრომისუნარიანობის მყარ, არანაკლებ ერთი მესამედით დაკარგვასთან ე.ი დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

3. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ა-–------------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია.

ა-–------------------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

4. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, რამაც უნდა მოახდინოს დაზარალებულებისათვის მიყენებული ტკივილის და უფლებების დარღვევის კომპენსირება.

 

სასამართლო სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე და ბრალდებულის პიროვნება.

 

სასამართლო მხედველობაში იღებს კერძო და ზოგადი პრევენციის აუცილებლობასაც: კერძო პრევენციის მიზანია მსჯავრდებულის მიერ მომავალში ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება, ზოგადი პრევენცია კი ემსახურება საზოგადოების ფართო მასების გაფრთხილებას, რომ ანალოგიური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში მათ მიმართაც რეაგირება იქნება მკაცრი. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს საქართველოში ძალადობრივი დანაშაულის გახშირებულ შემთხვევებზე, რაც სერიოზული პრობლემაა საზოგადოებრივი უსაფრთხოებისათვის, შესაბამისად, ადეკვატური სასჯელის განსაზღვრის მიზანი არის ამ პრობლემის აღმოფხვრის ერთ-ერთი გზა, როგორც ბრალდებულზე, ისე სხვა პირებზე ზემოქმედებაც, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ა-–------------------ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქციის მინიმუმთან მიახლოვებული სასჯელი - 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სრულად უზრუნველყოფს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ა-–------------------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.

 

ა-–------------------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.

 

მსჯავრდებულ ა-–------------------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 2 აპრილიდან.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: თათია გოგოლაური