განაჩენი

სისხლის სამართლის 30.10.2018
საქმის ნომერი
080100118002654204
დავის ტიპი
151
თარიღი
30.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/861-18 (N041230818009)

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

30 ოქტომბერი 2018 წელი ქუთაისი

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს

მოსამართლე თათია გოგოლაური

სხდომის მდივანი თინათინი ციცქიშვილი

 

ბრალდების მხარე:

სტაჟიორ-პროკურორი - გი-------------–--ე

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - ნი------–--------–------–--ე - დაბადებული 1----–-–-----------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №6----------, ნასამართლობის არმქონე, საშუალო განათლებით, მცხოვრები: ქ----------------–---–----------–---------;

 

ადვოკატი - კო---------ე

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილი და მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი;

 

დისპოზიცია: არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ნი--------–---მ ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ;

 

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

2018 წლის 23 აგვისტოს, დაახლოებით 19:30 საათზე ქ-------–---------–---–----------------–- ჩ-------–- მდებარე საცხოვრებელი სახლის წინამდებარე ტერიტორიაზე ნი--------–--- სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა რე-------------–---–-ა და არასრულწლოვან ია-------------–---–ს. კერძოდ გამოედევნა მათ ნამგლით ხელში და ეძახდა, რომ ნამგლით მოაჭრიდა თავებს. ამ ქმედების შედეგად ია-------------–---–სა და რე-------------–---–- გაუჩნდათ ნი--------–---ს მიერ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა და სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლომ, მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა საქმე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გარდა ბრალდებულ ნი--------–---ს აღიარებისა, სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა (დაზარალებულების: ია-------------–---–ის, რე--------------–---–-ს, მოწმეების: ცი--–----------–---–----------–---–-ს, ო-------------–---–-----------–-------------------------------- გამოკითხვის ოქმები და სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა) ერთობლიობა ნი--------–---ს დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

 

სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა საქმეში წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დადასტურებულად მიიჩნია ნი--------–---ს მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა. მოცემულ შემთხვევაში საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ნი--------–---მ ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილითა და მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.

 

3. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ნი--------–---ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ აღიარებს და ინანიებს დანაშაულის ჩადენას, ხოლო დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

4. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოსამართლო სამართალწარმოების ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას ბრალის ხარისხის შესაბამისი სასჯელის დანიშვნა წარმოადგენს. დანაშაულის დისპოზიციური შემადგენლობის დადგენის შემდეგ აუცილებელია ადეკვატური და დანაშაულის თანაზომიერი სასჯელის განსაზღვრა კონკრეტული ქმედებისათვის. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულ ნი--------–---ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას.

 

სასამართლო მხედველობაში იღებს, რომ ნი--------–--- გულწრფელად აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, სასამართლო ასევე მხედველობაში იღებს, მის კანონის შესაბამის ქცევას საქმის განხილვისას, დაზარალებულების პოზიციას, რომ შეურიგდნენ ბრალდებულს და მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნიათ, ითხოვენ კანონით გათვალისწინებული შეღავათების გავრცელებას. სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, არა არის ნასამართლევი და ბრალად ედება ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენა, შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მის მიმართ საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, დანიშნული სასჯელის 6 (ექვსი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთის, პირობითად ჩათვლა, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით, იქნება დანაშაულის ადეკვატური და პროპორციული, რათა ბრალდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება და გამოიტანოს სათანადო დასკვნები.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ნი--------–--- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი.

 

ნი--------–---ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.

 

საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, მსჯავრდებულ ნი--------–---ს დაეკისროს მოვალეობა - პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი. ხოლო კონტროლი მის ყოფაქცევაზე დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს - პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: თათია გოგოლაური