განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/865-18 (№055280718002)
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
21 დეკემბერი 2018 წელი ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს
მოსამართლე თათია გოგოლაური
სხდომის მდივანი თინათინი ციცქიშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - რე----------------ა
დაცვის მხარე:
ბრალდებული: ჯა---------------–ი
მამის სახელი: ემ-----ი
დაბადებული: 0--------- წელი
პირადი ნომერი: 2----------
ნასამართლ---ბა: არ მქონე
მცხოვრები: ლ--------------------------–---------–-
ადვოკატი - გი------------–-–---–ი
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილი, საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი;
დისპოზიცია: ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის; განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა და მოყვანა;
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1. 2018 წლის 28 ივლისს ძმები გი-----ი და ირ---–ი გვ--------ი, მეგობრებთან გი-----ი გუ-–------ნ და ა---–ი ბუ----------ნ ერთად იმყოფებოდნენ, ლ--------------–----–----------------–-–----------–- ნათესავის, ლ-------–------- ოჯახში, სადაც სვამდნენ ალკოჰოლურ სასმელს. გი-----ი გვ-----ე მისი კუთვნილი „მერსედეს-ბენცის“ მარკის “ML”-ის მოდელის სახელმწიფო ნომრის U-------- ავტომანქანით გაემგზავრა სოფელ ჩი-----––ი, სადაც შეიძინა სიგარეტი. გზად მომავალმა დაინახა ახალგაზრდები, რომლებიც გზის პირს სვამდნენ ალკოჰოლურ სასმელს, მათთან მისვლის შემდგომ გი-----ი გვ-----ეს ჩხუბი მოუვიდა იქ მყოფ ჯა---------------–თან. სოფელ ჟა---------–ი დაბრუნებისას, გი-----ი გვ-----ემ მის ძმას უამბო, რომ სოფელ ჩი-----––ი მოუვიდა ჩხუბი, რა დროსაც მას სცემა იმავე სოფელში მცხოვრებმა ჯა---------------–მა. ჩხუბისა და ცემის მიზეზის გარკვევის მიზნით, ირ---–ი გვ-----ე ძმასთან და მეგობრებთან ერთად გაემგზავრა და მივიდა სოფელ ჩი-----––ი, სადაც შეხვდა ჯა---------------–ს, რომელთანაც წარმოშობილი კამათი გადაიზარდა ჩხუბში, ჯა---------------–ი ჩხუბისას მცირე დროით გაუჩინარდა, რის შემდგომაც იგი დაუდგენელი ცეცხლსასროლი იარაღით მივიდა შემთხვევის ადგილზე, სადაც ფეხებში დამიზნებით ესროლა ირ---–ი გვ-----ეს, რითაც მას მიაყენა მარცხენა ბარძაყის ქვემო მესამედში გამჭოლი ღია სისხლმდენი ჭრილობა და ბარძაყის ძვლის დამსხვრეული მოტეხილობა, რომელიც წარმოადგენს სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისთვის სახიფათო.
2. 2018 წლის დასაწყისში ჯა---------------–მა გამოძიებით დაუდგენელ ვითარებაში მოპოვებული მცენარე „კანაფის“ თესლი დათესა ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩი-----––ი მდებარე თავისი საცხოვრებელი სახლის საკარმიდამო ნაკვეთში, რომელსაც პერიოდულად რწყავდა და უფხვიერებდა ნიადაგს. შედეგად ნიადაგიდან აღმოცენდა ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე „კანაფი“ ერთი ძირი. 2018 წლის 10 აგვისტოს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მუშაკების მიერ მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ჯა---------------–ის საკარმიდამო მიწის ნაკვეთის ჩხრეკისას ამოღებული იქნა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „კანაფი“ წონით 1390 გრამი.
2. სასამართლომ დაადგინა:
სასამართლოს მიაჩნია, რომ სხდომაზე გამოკვლეული და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით ვერ ჰპოვა დადასტურება ჯა---------------–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენამ. ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ჯა---------------–ის ბრალეულობას.
3. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
დაზარალებულმა ირ---–ი გვ-----ემ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 2018 წლის 28 ივლისს, იმყოფებოდა სოფელ ჟა---------–ი, გ--–-----ების ოჯახში, საიდანაც წამოვიდნენ ის, მისი ძმა გი-----ი და მათი მეგობრები გი-----ი გუ-–---ი და ბ----. მისი ავტომანქანით წავიდნენ სოფელ ჩი-----–ი, საჭესთან თავად იჯდა. იქნებიდა დღის ოთხი ან ხუთი საათი, როდესაც ჩავიდნენ ჩი-----––ი, იქ ხალხი იყო თავშეყრილი, გააჩერეს მანქანა და ჩავიდნენ. მისვლიდან ორ წუთში დაიწყო ჩხუბი. ადგილზე იყო დაახლოებით ოცი ადამიანი, უთანხმოება გაგრძელდა ნახევარი საათი ან ოცი წუთი, ზუსტად არ ახსოვს. ჩხუბის მიზიზს რაც შეეხება, მანამდე მოხდა კონფლიქტი, მაგრამ ვინ იჩხუბა არ იცის. რა მოხდა ამ პერიოდში არ ასხოვს. ახსოვს მხოლოდ ნარკოზიდან გამოსვლის შემდგომი მოვლენები. ჯა---------------–ს არ იცნობს. შემთხვევის ადგილზე ის არ უნახავს, შემთხვევის შემდეგ ფეისბუქზე ჯ----ს სურათები ნახა და იქედან იცის, რომ ის შემთხვევის ადგილზე არ ყოფილა და მისთვის არ უსვრია. ჩხუბის გამო არ ახსოვს ადგილზე განვითარებული მოვლენები. 29 ივლისიდან 1 აგვისტომდე არაფერი ახსოვს, ვინაიდან ოპერაცია გაუკეთეს და იმყოფებოდა ნარკოზის ზემოქმედების ქვეშ, შესაბამისად პიროვნებებს ვერ დაასახელებდა და არც დაუსახელებია გამომძიებელთან. აღნიშნულ საქმეზე ის დაკითხულია ორჯერ გამომძიებლის მიერ წ--–------ში. დაკითხვის ინიციატორი თავად იყო. სასამართლო სხდომაზე დაზარალებული დაეთანხმა 2018 წლის 21 სექტემბერს მის მიერ მიცემულ ჩვენებას, სადაც მითითებულია, რომ ჯა---------------–ი არ არის მის დაჭრაში დამნაშავე და მას დაზარალებულისათვის არ უსვრია, ის არის უდანაშაულო, ხოლო ლენტეხის რაიონის სოფელ ჩი-----––ი ვინ ესროლა და ვინ დაჭრა მარცხენა ფეხის მუხლის მიდამოში არ იცის, რადგანაც არ დაუნახავს. ჩხუბის დროს გაიგო გასროლის ხმა და გასროლილი ტყვია მოხვდა მარცხენა ფეხის არეში, რა დროსაც წაიქეცა, ცეცხლსასროლი იარაღი ვინმეს ხელში არ დაუნახავს.
მოწმე გი-----ი გვ-----ემ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ ჯა---------------–ს იცნობს სკოლიდან, მეგობრობდნენ, ბოლოს 2018 წლის 28 ივლისს ნახა ლენტეხის რაიონში. იმ დღეს ნასვამი იყო და შელაპარაკება მოუვიდა ჯა-------ნ, რის შემდეგაც ჩვეულებრივად დაშორდნენ ერთმანეთს. სიტყვიერი შეკამათება იმ დღეს ფიზიკურ შეხებაში არ გადაზრდილა, წაიკამათეს და შემდეგ შერიგდნენ. კამათის შემდეგ საკუთარი მანქანით წავიდა სოფელ ჟა---------–ი ლ-------–------- ოჯახში. ლ-------–------- სახლიდან წამოვიდნენ თავად, მისი ძმა, ბუ-------ი და გ---- საჭესთან იჯდა მისი ძმა. იმ დღეს ნასვამი იყო და კარგად არ ახსოვს რა მოხდა. მოწმე არ დაეთანხმა მის მიერ 2018 წლის 29 ივლისს გამომძიებლისათვის მიცემულ ჩვენებას, რადგან ჩვენების მიცემის დროს იყო ნასვამი და სამი დღის უძინარი. მის ძმას, ირ---–ი გვ-----ეს მისთვის არ უთქვამს, რომ ჯა---------------–მა დაჭრა, მან არ იცის თუ ვის განახორციელა გასროლა. 29 ივლისს მიცემული ჩვენების შემდეგ ის კიდევ ორჯერ დაიკითხა. შემდეგი ჩვენება მისცა თავისი ინიციატივით, იმიტომ რომ ახლობლებისაგან გაიგო, რომ ჯა---------------–ი დაიჭირეს. მან აიყვანა ადვოკატი, რადგან არ უნდოდა უდანაშაულო პირი დაეჭირათ და გადაწყვიტა ჩვენება მიეცა, რადგან ჯა---------------–ი შემთხვევის ადგილზე სროლის დროს არ ყოფილა და ის არაფერ შუაშია. მას არ დაუნახავს ვინ დაჭრა მისი ძმა და არც სროლის ხმა გაუგია. მოწმე დაეთანხმა მის მიერ 2018 წლის 17 აგვისტოს მიცემულ ჩვენებას.
მოწმე ემ----- ჯა--------–-ა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ არის ჯა---------------–ის მამა. მან განაცხადა, რომ ჯა---------------–ი 2018 წლის 27 ივლისს ჩამოვიდა იტალიიდან და 28 ივლისს 12 საათისთვის მივიდა სახლში. რადგან კვირიკობის დღესასწაული იყო შემდეგ გავიდნენ მინდორში, სადაც დაილოცეს და ცოტა დალიეს, მაგრამ ჯ----ს არ დაულევია. ,,ბირჟაზე’’ ბიჭებს მოუვიდათ შელაპარაკება გვ--------თან, რადგან ყველანი ნასვამები იყვნენ. შემდეგ წავიდენენ ბიჭები, ხოლო თავად და ჯ---- წავიდნენ სახლში. ჯ----მ უთხრა, რომ ტრ-----ნ ჯა--------–-ს ბიჭის მეუღლეს აქვს დაბადების დღე და იქ წავალო, ხოლო თავად დაიძინა. იქნებოდა ოთხი-ხუთი საათი გამოეღვიძა, მეუღლემ უთხრა, რომ რაღაც ინციდენტი მომხდარა გარეთ და ვიღაც ბიჭია დაჭრილაო, გავიდა თვითონ გარეთ, მაგრამ უკვე არავინ იყო, ამ დროს შემოხვდა ჯ----, მოდიოდა სახლში და უთხრა, რომ დაჭრილი ვიღაც გვ-----ე წაიყვანეს ლენტეხშიო. ვის შორის მოხდა კონფლიქტი არ იცის, რადგან იმ დროს იქ არ ყოფილა. მეორე დღეს, როდესაც პოლიცია მივიდა მათთან, ჯ----მ უთხრა, რომ დაჭრას მას აბრალებდნენ, გაუკვირდა რადგან ჯ---- იმ დროს იქ არ იყო და რატომ უნდა დებრალებინათ. ჯ---- მეორე დღეს და მესამე დღესაც სახლში იყო. მეოთხე დღეს წავიდა მ----–--ში მამიდასთან, სადაც იყო ორი კვირა. თავადაც მ----–--ში იყო დასთან, დილის ხუთი თუ ექვსი საათი იქნებოდა გაეღვიძა, პოლიციით სავსე იყო მისი დის სახლი, ჯ---- დაიჭირეს, ბორკილები დაადეს და წაიყვანეს. მისი შვილი არ არის დამნაშვე. მოწმემ ასევე განმარტა, რომ 2018 წლის 12 მაისს ჯ---- გადაფრინდა იტალიაში ბიძაშვილებთან და ჩამოვიდა 28 ივლისს. მათი სახლის ჩხრეკისას ყანიდან ამოღებული იქნა ერთი ძირი კანაფი, რომელიც ვინ დათესა არ იცის, თავისით იყო ამოსული. საბოსტნედ მიწას რომ ამუშვებდა 25 მაისს კანაფი ნახა ბოსტანში, მცენარე იქნებოდა დაახლოებით 15 სანტიმეტრი, ნახა და დატოვა, რადგან მარიხუანას მოხმარება ნებადართული გახდა. თავად უვლიდა, მაგრამ სვანეთში ისეთი ნაყოფიერი მიწაა, რომ მოვლა არც ჭირდება, თავისით ხარობს. მაისსა და ივნისში ხშირად წვიმდა და მორწყვაც არ ჭირდებოდა. ამ დროს ჯ---- იტალიაში იყო წასული. მოწმემ ასევე განმარტა, რომ ჯ---- მის დასთან მ----–--იში იანვრის თვიდან იყო, რადგან უნივერსიტეტში ჩაბარებას აპირებდა და უნდა მომზადებულიყო, სააღდგომოდ აპრილში ჩავიდა სოფელში და მალევე დაბრუნდა ისევ მის დასთან, რადგან იტალიაში წასვლა გადაწყვიტა და საბუთებს ამზადებდა. მოწმის განმარტებით ჯ----ს არანაირი შეხება არ აქვს არც ყანასთან და არც ბოსტანთან, მას მხოლოდ თავად და მისი მეუღლე ამუშავებენ.
მოწმე თე-----------–--–---–-ა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ მისი მეუღლე და ოჯახის წევრები არიან წარმოშობით სვანეთიდან, კერძოდ ლენტეხის რაიონის სოფელი ჩი-----–იდან, სადაც აქვთ საცხოვრებელი სახლი და იქ ჩადიან სხვადასხვა დღესასწაულებზე და ზაფხულში დასასვენებლად. 2018 წლის 28 ივლისს იმყოფებოდა ლენტეხის რაიონის სოფელ ჩი-----––ი დასასვენებლად ოჯახთან ერთად. ამ დღეს არის მისი დაბადების დღე და კვირიკობის დღესასწაული. დაახლოებით სამი-ოთხი საათისთვის გაშალეს სუფრა აივანზე, იქ იყვნენ სტუმრები, ნათესავები, მეზობლები, იყვნენ ასევე ვა-–-----ა ჯა--------–-, მეზობლებიდან თ-- ჯა--------–- და ო---------ი. დაახლოებით ერთ საათში ხუთ-ექვს საათზე შემოემატათ ჯა---------------–ი და თ---- ჯა--------–-. ჯა---------------–ის ნახვა ძალიან გაუხარდა, რადგან იცოდა, რომ იყო ახალი ჩამოსული. თ---- ჯა--------–- იყო ნასვამ მდგომარეობაში, ჯა---------------–ი კი იყო სრულიად ფხიზელი, თ---- ჯა--------–-ა გააგრძელა ქეიფი, სვამდა ღვინოს, ჯა---------------–მა დალია მხოლოდ ერთი ჭიქა, მიულოცა კვირიკობის დღესასწაული და დაბადების დღე, ის ასევე ყვებოდა საზღვარგარეთ ყოფნის ამბებს. ჯა---------------–ის მისვლიდან დაახლოებით ერთ საათში გაიგეს გასროლის ხმა, გასროლის ხმას იმდენად არ მიაქცევდნენ ყურადღებას რომ არ გაეგოთ კივილის ხმა, ყელა სტუმარი, ოჯახის წევრები და მათ შორის ჯა---------------–ი გაიქცნენ და მივიდნენ იმ ადგილას საიდანაც ხმა გაიგეს, ეს იყო სოფლის ცენტრში მდებარე სოფლის ,,ბირჟა’’, სადაც იკრიბებიან ახალგაზრდები. მათი სახლიდან დაახლოებით ორას – სამას მეტრში. მისვლისას გაიგეს, რომ ახალგაზრდებს მოსვლიათ კამათი და დაჭრილი იყო ვიღაც ახალგაზრდა ბიჭი, რომლის ვინაობაც არ იცოდა, დაინახა რომ მანქანა იყო და ახალგაზრდა ბიჭის ირგვლივ ხალხი ირეოდა, მაგრამ ახლოს არ მისულა, ძალიან მალე დატოვა ტერიტორია და დაბრუნდა სახლში.
ფაქტობრივი გარემოებები ანალოგიუარად აღწერეს სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმეებმა და-–-------–---მ, ვა-–-----ა ჯა--------–-ა და თ-- ჯა--------–-ა, რომლებმაც განმარტეს, რომ 2018 წლის 28 ივლისს იყო კვირიკობის დღესასწაული, ასევე აღნიშნავდნენ თე-----------–--–---–-ს დაბადების დღეს. სუფრაზე ასევე იმყოფებოდა ჯა---------------–ი. დაახლოებით ხუთ საათზე გაიგეს გასროლისა და კივილის ხმა, ყველა მათ შორის ჯა---------------–ი, მათთან ერთად წავიდა შემთხვევის ადგილზე, სადაც ნახეს მარცხენა ფეხში დაჭრილი მამაკაცი.
2018 წლის 10 აგვისტოს ლენტეხის რაიონის სოფელ ჩი-----––ი ჯა---------------–ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ ბოსტანში ჩხრეკის შედეგად აღმოჩენილი და ამოღებული იქნა ერთი ცალი (ძირი) მწვანე ფერის მცენარე.
მოწმე ლა–----------–----ა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ არის ლენტეხის რაიონული სამმართველოს პოლიციის განყოფილების უფროსი. 2018 წლის 10 აგვისტოს იმყოფებოდა სამსახურში, როდესაც დილით დაახლოებით რვა საათისთვის მასთან განყოფილებაში მივიდა დეტექტივ-გამომძიებელი გო-----------------ი, თანმხლებ პირებთან ერთად და განაცხადეს, რომ ჰქონდათ მოსამართლის განჩინება ჯა---------------–ის საცხოვრებელი სახლის, მისი მიმდებარე ტერიტორიის და იმ ტერიტორიაზე არსებული შენობა- ნაგებობების გაჩხრეკის შესახებ. ის, გო-----------------ი, ზვ-------–---------–---ი და მა-–--------------ი მივიდნენ ერთად ავტომანქანით ჯა---------------–ის სახლში. ჯა---------------–ის დედას იუ-–----–---–-----ს გო-----------------მა წარუდგინა მოსამართლის განჩინება, ჯა---------------–ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შესახებ, რაზეც იუ-–----–---–-----ს წინააღმდეგობა არ გაუწევია. ჩხრეკას ესწრებოდნენ მეზობლები ჯ--- ჯა--------–- და ზ----------–---ი. დაიწყო საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა. გამომძიებლები ეძებდნენ დანაშაულის ჩადენის იარაღს. მათ მიერ გაჩხრეკილი იქნა სათავსოები, ასევე გაჩხრეკილ იქნა საცხოვრებელი სახლი. საცხოვრებელი სახლის და სათავსო ნაგებობების ჩხრეკისას რაიმე კანონსაწინააღმდეგო აღმოჩენილი ვერ იქნა. ამის შემდეგ ისინი გამოვიდნენ საცხოვრებელი სახლის აივანზე მეორე სართულზე. მეორე სართულიდან ერთ-ერთმა გამომძიებელმა სახლიდან მოშორებით, ათ მეტრში ეზოში, კერძოდ ბოსტანში დაინახა რაღაც მცენარე, დაინტერესდნენ მცენარის სპეციფიკური აღნაგობით და ნახეს, რომ იყო დაახლოებით სამ მეტრამდე სიმაღლის მცენარე, სპეციფიკური სუნით და განსხვავდებოდა მის ირგვლივ მცენარეებისაგან. მცენარეს ირგვლივ მიწა ქონდა მოთოხნილი. ამოიღეს მცენარე, რომელიც მოათავსეს ტომარაში, რაც დაილუქა და გაკეთდა ხელმოწერები. დალუქული მცენარე შემდეგ გაიგზავნა ექსპერტიზაზე. როგორც ექსპერტიზამ დაადგინა აღნიშნული მცენარე წარმოადგენს ნარკოტიკულ ნივთიერების შემცველ მცენარეს. ჩხრეკის მიმდინარეობა დასურათებული იქნა გამომძიებლის მიერ.
ლენტეხის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა მა-–--------------მა სასამართლო სხდომაზე მოწმედ დაკითხვისას ანალოგიურად აღწერა მითითებული ფაქტობრივი გარეომებები.
მოწმე ზ----------–---მა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაადასტურა, რომ 2018 წლის 10 აგვისტოს თავად და ჯ--- ჯა--------–- ესწრებოდნენ ჩხრეკის მიმდინარეობას, რა დროსაც ასევე გაიჩხრიკა ბოსტანი, სადაც ამოღებული იქნა მცენარე, რომელიც მოათავსეს ტომარაში, რაც დაილუქა და რაზეც მოაწერა ხელი. მოწმის განმარტებით მცენარე იქნებოდა დაახლოებით 70 სანტიმეტრი. მოწმემ განმარტა, რომ ჯა--------–--ის ოჯახის მეზობელი და ახლობელია, ყოველდღიური ურთიერთობა აქვს მათთან და ხედავს ჯა-------–---ს ბოსტანს, საიდანაც მცენარე იქნა ამოღებული. ბოსტანს უვლიან და ამუშავებენ ი---–-- და ემ----- ჯა--------–-. ჯა---------------–ს ბოსტანთან შეხება არ აქვს. მოწმემ ასევე განმარტა, რომ 2018 წლის 28 ივლისს გაიგო იარაღის ხმა და კივილი, გავიდა გარეთ და სახლიდან 30 მეტრში დაინახა ნაცრისფერი მანქანა, რომლის კარებიც იყო ღია და მანქანის გვერდით იწვა მიწაზე მარცხენა ფეხში დაჭრილი ბიჭი, დაინახა ასევე იუ-–----–---–-----, რომელიც მას პატრონობდა. შემდეგ გაიგო, რომ დაჭრილი იყო ირ---–ი გვ-----ე. დაახლოებით სამი-ოთხი წუთის შემდეგ შემთხვევის ადგილზე მოვიდა ჯა---------------–ი, რომელიც ეხმარებოდა დაჭრილს. დაჭრას თავად არ შესწრებია და არ იცის ირ---–ი გვ-----ეს ვინ ესროლა. ჯა---------------–ი მისი მისვლის შემდეგ მოვიდა, რომელსაც ახლდა ო---------ი და თ---- ჯა--------–-. ისინი ჩამოვიდნენ ზედა ქუჩიდან, როგორც მოწმემ გაიგო ისინი კ---- ჯა--------–-ს ცოლის დაბადების დღეზე ყოფილან ტრ-----ნ ჯა--------–-ს ოჯახში.
მოწმე ჯ--- ჯა--------–-ა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაადასტურა, რომ 2018 წლის 10 აგვისტოს დაახლოებით დილის 10 საათი იქნებოდა ემ----- ჯა--------–-ს ოჯახში მოსული იყო პოლიცია ჩხრეკის ჩასატარებლად და თავად დაესწრო ჩხრეკის მიმდინარეობას. ბოსტანში ნახეს მწვანე ფერის განსხვავებული მცენარე. მცენარე როდესაც ამოიღეს ჩადეს ტომარაში, დალუქეს და ლუქს მოაწერა ხელი. ჩხრეკისას პოლიციის თანამშრომლები ახდენდნენ ფოტოგადაღებას მობილური ტელეფონით. მოწმის განმარტებით ამოღებული მცენარე იყო კანაფი. ჩხრეკის შემდეგ ემ----- ჯა--------–- ნახა დაახლოებით ერთ კვირაში, რომელმაც უთხრა, რომ მაისის თვის ბოლოს შენიშნა ეს მცენარე ბოსტანში, რომელსაც თავად უვლიდა. მოწმემ ჯა---------------–ი ნახა 11 მაისს თავის სახლში, როდესაც გააცილეს იტალიაში, საიდანაც დაბრუნდა 2018 წლის 28 ივლისს, კვირიკობის დღესასწაულზე. მოწმემ განმარტა, რომ მას ჯა--------–--ის ოჯახთან ხშირი ურთიერთობა აქვს, მეზობლები არიან და იცის, რომ ბოსტანს უვლიდა თავად ემ-----ი. გარდა ამ მცენარისა ბოსტანში იყო ბევრი ბოსტნეული.
ბრალდებულმა ჯა---------------–მა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას თავი არ ცნო დამნაშავედ არც ერთ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ ირ---–ი გვ-----ეს არ იცნობს, გი-----ი გვ-----ეს იცნობს სკოლიდან გამარჯობით. ირ---–ი და გი-----ი გვ--------ი ბოლოს ნახა 2018 წლის 28 ივლისს, სოფელ ჩი-----––ი ,,ბირჟაზე’’, ირ---–ი გვ-----ე იყო დაჭრილი, ხოლო გი-----ი ნახა მანამდე გზაში, ნასვამ მდგომარეობაში. გი-----ი მოვიდა სოფელ ჩ------შში მინდორში, სადაც სვამდნენ მეზობლები, დაახლოებით 15-20 წუთი გაჩერდა, დაილოცა და წავიდა. გი-----ის წასვლიდან მალევე წამოვიდა ჯა---------------–ი სახლში, მამამისი წამოიყვანა რადგან ძალიან ნასვამი იყო და თვითონ წავიდა კ---- ჯა--------–-ს ოჯახში, რადგან კ----ს მეუღლის დაბადების დღე იყო. სანამ მამამისს წაიყვანდა მოხდა შელაპარაკება ბიჭებს შორის, მაგრამ მან არ იცის შელაპარაკება ვის შორის მოხდა, რადგან თვითონ წამოვიდა, იქ იქნებოდა დაახლოებით თხუთმეტი ბიჭი. კ---- ჯა--------–-ს ოჯახში მივიდა დაახლოებით სამ საათზე. კ----სთან ოჯახში იყო კ----ს მეუღლე, მისი და, სიძე, ო---------ი, თ-- ჯა--------–-. არ დაულევია, გაჩერდა ერთი საათი ან საათნახევარი, შემდეგ გაიგეს ერთი გასროლის ხმა, ყველა წავიდნენ და ნახეს დაჭრილი ირ---–ი გვ-----ე, რომელიც დაჭრილი იყო ბარძაყის არეში. ამის შემდეგ ექიმი მოვიდა და ფეხი შეუხვია, შემდეგ ჩასვევს მანქანაში და წაიყვანეს. ჯ---- დაეხმარა დაჭრილის მანქანაში ჩასმაში. ბრალდებულმა ასევე განაცხადა, რომ მისი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული მცენარე ვის ეკუთვნის არ იცის, მისი არ არის. ასევე არ იცის მცენარე ვინ დათესა, შეიძლება თავისით ამოვიდა. თვითონ არ არის მარიხუანის მომხმარებელი. ბრალდებული 2018 წლის 12 მაისს წავიდა იტალიაში, კერძოდ გადაფრინდა ქუთაისიდან მილანში, ნათესავთან ჩავიდა, საქართველოში დაბრუნდა 2018 წლის 27 ივლისს და სახლში დაბრუნდა 28 ივლისს დაახლოებით თორმეტი საათისათვის. მისი დაკავება მოხდა მ----–--ში მამიდამისის ფ-------–ა ჯა--------–-ს და დე-------------ს ოჯახში 2018 წლის 9 აგვისტოს, დილის 6 საათი არ იქნებოდა. პოლიციის შვიდი მანქანა მივიდა მის დასაკავებლად. მას შეეშინდა ამდენი შეიარაღებული პოლიციელის დანახვისას და ამიტომ გაიქცა ეზოში, თუმცა იქვე სახლის უკან დააკავეს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულ ჯა---------------–ის სისხლის სამართლის საქმეზე არსებული სხვა მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე და მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
4. სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, უნდა იყოს აშკარა, ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა პირდაპირ და ცალსახად უნდა ადგენდეს ფაქტებს და პირის ბრალეულობას, სწორედ ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენის, მოტივს, მიზანს, განზრახვას და ა.შ. გარდა ამისა, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყო დამაჯერებელი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და უტყუარი მტკიცებულებები უნდა იყოს დამაჯერებლი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენადა მაღალი უნდა იყოს, რომ არ უნდა იწვევდეს რაიმე გონივრული ეჭვს ან ვარაუდს. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობის არარსებობის პირობებში პირის დამნაშავედ ცნობის დაუშვებლობის საკითხთან დაკავშირებით, სასამართლო მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებულ განმარტებას საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვითაც, „...ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლის სამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ეს უმნიშვნელოვანესი გარანტია გამორიცხავს მტკიცებულებების გარეშე, მხოლოდ ვარაუდების გამო, პასუხისმგებლობის დაკისრებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.
სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლით კრიმინალიზებულია ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის; საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით კრიმინალიზებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა და მოყვანა.
საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა, რაც დაცულია როგორც საქართველოს კონსტიტუციით, ისე სხვა საკანონმდებლო აქტებით.
დანაშაულებრივი ქმედების საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია სახეზე იყოს განზრახი ქმედება, შედეგი და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დადასტურდა ჯა---------------–ის მიერ ირ---–ი გვ-----ისათვის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მიყენება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის; ასევე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა და მოყვანა.
სასამართლო განმარტავს, რომ საქმეში წარმოდგენილი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 31 ივლისის სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნით დადასტურებულია, რომ ირ---–ი გვ-----ის სხეულზე დაზიანება განვითარებულია რაიმე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ჭურვის ზემოქმედების შედეგად, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო.
სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის დასკვნით ზოგადად შესაძლებელია დადგინდეს სხეულზე მიყენებული დაზიანებების არსებობა, მათი სიმძიმე და რაოდენობა, თუმცა სამედიცინო ექსპერტი ვერ დაადგენს თუ ვის მიერ იქნა მიყენებული ეს დაზიანებები. საქმეში კი არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც დაადასტურებდა, რომ აღნიშნული დაზიანება ირ---–ი გვ-----ემ მიიღო ჯა---------------–ის მიერ განხორციელებული ქმედების შედეგად.
სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაზარალებულმა ირ---–ი გვ-----ემ და მოწმე გი-----ი გვ-----ემ ცალსახად განაცხადეს, რომ ჯა---------------–ი შემთხვევის ადგილას არ იმყოფებოდა, იარაღიდან გასროლა მას არ განუხორციელებია და შესაბამისად ირ---–ი გვ-----ისათვის სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანება მას არ მიუყენებია. რაც შეეხება მათ მიერ გამოძიებისას მიცემულ ჩვენებებს, სადაც მიუთითეს, რომ ქმედება ჯა---------------–მა განახორციელა, აღნიშნული არც დაზარალებულმა ირ---–ი გვ-----ემ და არც მოწმე გი-----ი გვ-----ემ არ დაადასტურეს. ამასთან დაკავშირებით დაზარალებულმა ირ---–ი გვ-----ემ განმარტა, რომ მას ჩხუბის შემდეგ 29 ივლისიდან 1 აგვისტომდე არაფერი ახსოვს, ვინაიდან ოპერაცია გაუკეთეს და იმყოფებოდა ნარკოზის ზემოქმედების ქვეშ. მოწმე გი-----ი გვ-----ემ კი განმარტა, რომ 2018 წლის 29 ივლისს გამომძიებლისათვის მიცემულ ჩვენებას არ ეთანხმება, რადგან ჩვენების მიცემის დროს იყო ნასვამი და სამი დღის უძინარი.
სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმეების თე-----------–--–---–-ს, დალი აბულაძის, ვა-–-----ა ჯა--------–-ს და თ-- ჯა--------–-ს ჩვენებებზე, რომელთაც განმარტეს, რომ 2018 წლის 28 ივლისს ჯა---------------–ი იმ დროს, როდესაც გასროლის ხმა გაიგეს, იმყოფებოდა ტრ-----ნ ჯა--------–-ს ოჯახში, თე-----------–--–---–-ს დაბადების დღის აღსანიშნავად. ჯა---------------–ი გასროლის შემდეგ კივილის ხმაზე მათთან ერთად გაიქცა შემთხვევის ადგილზე, სადაც დახვდათ დაჭრილი ირ---–ი გვ-----ე. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმე ზ----------–---მა განმარტა, რომ როდესაც გასროლის ხმა გაიგო და შემთხვევის ადგილზე მივიდა ჯა---------------–ი, ო---------თან და თ---- ჯანხოთელთან ერთად დაახლოებით სამ-ოთხ წუთში მივიდა შემთხვევის ადგილას.
სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას ჯა---------------–მა წარდგენილ ბრალდებაში არ ცნო თავი დამნაშავედ და განმარტა, რომ შემთხვევის დროს იმყოფებოდა კ---- ჯა--------–-ს ოჯახში, სადაც გაიგეს ერთი გასროლის ხმა, ყველა წავიდნენ და ნახეს ბარძაყის არეში დაჭრილი ირ---–ი გვ-----ე.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა და ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ბრალდების მხარემ კი ვერ წარმოადგინა რაიმე მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ჯა---------------–მა ირ---–ი გვ-----ეს მიაყენა სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის. ბრალდების მხარემ ასევე ვერ წარმოადგინა რაიმე მტკიცებულება, რაც სასამართლოსათვის დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ მოწმეთა ჩვენებებში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა.
სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას, რომ 2018 წლის დასაწყისში ჯა---------------–მა გამოძიებით დაუდგენელ ვითარებაში მოპოვებული მცენარე „კანაფის“ თესლი დათესა ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩი-----––ი მდებარე თავისი საცხოვრებელი სახლის საკარმიდამო ნაკვეთში, რომელსაც პერიოდულად რწყავდა და უფხვიერებდა ნიადაგს. შედეგად ნიადაგიდან აღმოცენდა ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე „კანაფი“ ერთი ძირი, შემდეგ გარემოებათა გამო:
მხარეთა მონაწილ---ბით გამოკვლეული და უდავოდ ცნობილი, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების ურთიერთ შეჯერებისა და სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის პოზიცია ჯა---------------–ის დამნაშავედ ცნობის შესახებ მოკლებულია მტკიცებულებით საფუძველს.
მხარეთა შორის სადავო გარემოებას არ წარმოადგენს, რომ 2018 წლის 10 აგვისტოს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მუშაკების მიერ მოსამართლის განჩინების საფუძველზე საკარმიდამო მიწის ნაკვეთის ჩხრეკისას ამოღებული იქნა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „კანაფი“ წონით 1390 გრამი.
მხარეთა შორის სადავო არ არის ასევე ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ჯა---------------–მა 2018 წლის 12 მაისს დატოვა საქართველოს საზღვარი და 2018 წლის 27 ივლისს დაბრუნდა საქართველოში.
ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა რაიმე მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, რომ ამოღებული ნარკოტიკული საშუალება სწორედ ჯ---- ჯახოთელმა დათესა, რომელსაც პერიოდულად რწყავდა და უფხვიერებდა. განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ჯა---------------–ი 2018 წლის 12 მაისიდან 2018 წლის 27 ივლისამდე საქართველოში არ იმყოფებოდა. ამასთან, სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ემ----- ჯა--------–-ა განმარტა, რომ მან მცენარე ბოსტანში ნახა 2018 წლის 25 მაისს, მაშინ როდესაც მცენარე იყო დაახლოებით 15 სმ. სიმაღლის, რომელიც არ მოთხარა. მოწმის განმარტებით ჯ----ს არანაირი შეხება არ აქვს არც ყანასთან და არც ბოსტანთან, მას მხოლოდ თავად და მისი მეუღლე ამუშავებენ.
ბრალდებულმა ჯა---------------–მა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ მისი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული მცენარე ვის ეკუთვნის არ იცის, მისი არ არის. ასევე არ იცის მცენარე ვინ დათესა, შეიძლება თავისით ამოვიდა. არ არის მარიხუანის მომხმარებელი. ამასთან, 2018 წლის 12 მაისს წავიდა იტალიაში და საქართველოში დაბრუნდა 2018 წლის 27 ივლისს.
სასამართლო განმარტავს, რომ ბრალდების მხარის მიერ დასახელებული არც ერთი მოწმე არ უთითებს იმ გარემოებაზე, რომ დაინახეს ჯა---------------–ი ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე კანაფის დათესვის, მოყვანის ან/და კულტივირების დროს. ჩხრეკაში მონაწილე პირებმა დაადასტურეს მხოლოდ ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის არსებობისა და ამოღების ფაქტი. ამდენად, სასამართლო აღნიშნავს, რომ ჯა---------------–ის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების დამადასტურებელი ერთი პირდაპირი მტკიცებულებაც კი არ მოიპოვება საქმეში.
სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის არგუმენტაციას, რომ ვინაიდან ემ----- ჯა--------–-ა განაცხადა, რომ ნარკოტიკული საშუალება მას არ დაურგავს, სხვა პირი მეზობელი ნათესავი და ა.შ მცენარეს ვერ დარგავდა, შესაბამისად ივარაუდება, რომ იგი ჯა---------------–ის მიერ უნდა ყოფილიყო დათესილი. ასეთი პოზიცია პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილს, რომლითაც მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილს, რომლითაც არ შეიძლება, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
ამდენად, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დადასტურდა მხოლოდ ის ფაქტი, რომ 2018 წლის 10 აგვისტოს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მუშაკების მიერ საკარმიდამო მიწის ნაკვეთის ჩხრეკისას ამოღებული იქნა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „კანაფი“ წონით 1390 გრამი. თუმცა, აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად ვერ დაედება, რამდენადაც კანონმდებელი სსკ-ის 265-ე მუხლით, სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას აკისრებს იმ პირის, მოქმედს, ვინც უშუალოდ დათესა და მოიყვანა ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე ან/და ასეთი მცენარის კულტივირებას ახდენდა. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, კი არ დასტურდება რომ ჯა---------------–მა დათესა და მოიყვანა ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე და კულტივირებას უწევდა მას. საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.
სასამართლო დასკვნის სახით უთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა ბრალდებულ ჯა---------------–ის ბრალეულობას ინკრიმინირებულ დანაშაულებში. წარმოდგენილი მტკიცებულებები კი არ იძლევა კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების დადგენილად მიჩნევისა და მისი სამართლებრივი შეფასების საფუძველს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მხარეთა უშუალო მონაწილ---ბით საქმის განხილვის შემდეგ, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზე არ არის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა ჯა---------------–ის საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქით დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, რის გამოც ჯა---------------–ი წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს.
5. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას, მოწითალო გუბურიდან ამოღებული ნიმუში, ორი ცალი მოწითალო ფერის ლაქებიანი ქსოვილის ნაჭრები და ქვა მოწითალო ლაქებით (ინახება იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში) - განადგურდეს.
გი-----ი გუ-–---ის მართვის ქვეშ არსებული ავტომანქანიდან ამოღებული: ქარხნული წესით დამზადებული 9 მმ კალიბრის „STALKER 917-UK“ მოდელის N---------- ხმოვანი პისტოლეტი მჭიდით, რომელიც ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას არ მიეკუთვნება. ქარხნული წესით დამზადებული 9 მმ კალიბრის ,,ARAL 1071’’ მოდელის N--------- ხმოვანი პისტოლეტი მჭიდით, რომელიც ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას არ მიეკუთვნება. შავი ფერი ტყავისაგან დამზადებული პისტოლეტის სატარებელი ბუდე, ცისფერი მოკლემკლავიანი მაისური, შავი ფერის ნაჭრის შარვალი და შავი ფერის ,,ზამში“- ს ფეხსაცმელი (ინახება იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში) - დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს;
პისტოლეტის ლულებიდან აღებული ანაწმენდები - განადგურდეს.
ჯა---------------–ის საკარმიდამო ნაკვეთის ჩხრეკისას ამოღებული: ერთი ძირი, მწვანე ფერის, ნედლი მცენარე, რომელიც წარმადგენს ნარკოტიკულ საშუალება „კანაფს“ (მცენარეს) (ინახება ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში) - განადგურდეს.
ირ---–ი გვ-----ისაგან აღებული სისხლის ნიმუში (ინახება იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში) - განადგურდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-ე, 270-272-ე, 275-276-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ჯა---------------–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდეს.
ჯა---------------–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდეს.
გაუქმდეს ჯა---------------–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა და დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
გამართლებულ ჯა---------------–ს განემარტოს საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების უფლება.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთმტკიცებად ცნობილი:
გი-----ი გუ-–---ის მართვის ქვეშ არსებული ავტომანქანიდან ამოღებული: ქარხნული წესით დამზადებული 9 მმ კალიბრის „STALKER 917-UK“ მოდელის N---------- ხმოვანი პისტოლეტი მჭიდით, რომელიც ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას არ მიეკუთვნება. ქარხნული წესით დამზადებული 9 მმ კალიბრის ,,ARAL 1071’’ მოდელის N--------- ხმოვანი პისტოლეტი მჭიდით, რომელიც ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას არ მიეკუთვნება. შავი ფერი ტყავისაგან დამზადებული პისტოლეტის სატარებელი ბუდე, ცისფერი მოკლემკლავიანი მაისური, შავი ფერის ნაჭრის შარვალი და შავი ფერის ,,ზამში“- ს ფეხსაცმელი (ინახება იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში) - დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს;
შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას, მოწითალო გუბურიდან ამოღებული ნიმუში, ორი ცალი მოწითალო ფერის ლაქებიანი ქსოვილის ნაჭრები და ქვა მოწითალო ლაქებით (ინახება იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში); პისტოლეტის ლულებიდან აღებული ანაწმენდები; ჯა---------------–ის საკარმიდამო ნაკვეთის ჩხრეკისას ამოღებული: ერთი ძირი, მწვანე ფერის, ნედლი მცენარე, რომელიც წარმადგენს ნარკოტიკულ საშუალება „კანაფს“ (მცენარეს) (ინახება ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში); ირ---–ი გვ-----ისაგან აღებული სისხლის ნიმუში (ინახება იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში) - განადგურდეს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: თათია გოგოლაური