განაჩენი

სისხლის სამართლის 16.05.2019
საქმის ნომერი
340100118002649636
დავის ტიპი
126
თარიღი
16.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 340100118002649636

N1/205-18

განაჩენი

საქართველოს სახელით

16 მაისი 2019 წელი ქ. გურჯაანი

გურჯაანის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძე

ნინო ნადაშვილის სხდომის მდივნობით

სახელმწიფო ბრალმდებლის, გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორის ოთარ სამუნაშვილის

ბრალდებულ - სერიოჟა ასაბაშვილის

ადვოკატების - ირინე იჩუკაიძის, სიმონ ოსიაშვილის

კანონიერი წარმომადგენლის - ლელა ჩილაშვილის

მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №029210818001)

ბრალდებული: სერიოჟა ასაბაშვილი;

მამის სახელი: იური;

დაბადებული: 16.05.1969 წელს;

პირადი ნომერი: 45001019629;

მოქალაქეობა: საქართველო;

განათლება: საშუალო;

ნასამართლეობა: ნასამართლობის არ მქონე;

რეგისტრირებული: ყვარლის რაიონი, სოფელი შილდა;

ფაქტობრივად მცხოვრები: ყვარლის რაიონი, სოფელი ჭიკაანი;

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 126 -ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტით.

კვალიფიკაცია: სერიოჟა ასაბაშვილს ბრალი ედება მასში, რომ ოჯახის წევრის მიმართ ჩაიდინა სისტემატური ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: ყვარლის რაიონის სოფელ ჭიკაანში მცხოვრები სერიოჟა ასაბაშვილი, რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება ლელა ჩილაშვილთან. 2018 წლის აპრილის თვიდან, მთვრალ მდგომარეობაში მყოფი სერიოჟა ასაბაშვილი, ხდებოდა აგრესიული და არასრულწლოვანი შვილების - გიორგი ასაბაშვილის და დავით ასაბაშვილის თანდასწრებით, სისტემატურად აყენებდა ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას მეუღლეს, ლელა ჩილაშვილს, რაც იწვევდა ამ უკანასკნელის ფიზიკურ ტკივილს და ფსიქიკურ ტანჯვას; კერძოდ, სერიოჟა ასაბაშვილმა 2018 წლის 25 აპრილს, შუადღის საათებში, ყვარლის რაიონის სოფელ ჭიკაანში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, არასრულწლოვანი შვილების - 13.06.2010წ. დაბადებული დათო ასაბაშვილის და 16.10.2006წ. დაბადებული გიორგი ასაბაშვილის თანდასწრებით სცემა მეუღლეს - ლელა ჩილაშვილს, რა დროსაც ლელა ჩილაშვილმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ასევე 2018 წლის 13 ივლისს, დაახლოებით 23 საათზე, ამავე საცხოვრებელ სახლში სერიოჟა ასაბაშვილმა საყოფაცხოვრებო საკითხებზე წარმოშობილი უთანხმოების დროს, არასრულწლოვანი შვილების - დათო ასაბაშვილის, გიორგი ასაბაშვილის და 26.08.2008წ. დაბადებული ლაშა ასაბაშვილის თანდასწრებით სცემა მეუღლეს - ლელა ჩილაშვილს, რა დროსაც ლელა ჩილაშვილმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ასევე 2018 წლის 21 აგვისტოს, საღამოს საათებში, ამავე საცხოვრებელ სახლში სერიოჟა ასაბაშვილმა საყოფაცხოვრებო საკითხებზე წარმოშობილი უთანხმოების დროს, არასრულწლოვანი შვილების - დათო ასაბაშვილის, ლაშა ასაბაშვილის და გიორგი ასაბაშვილის თანდასწრებით სცემა მეუღლეს - ლელა ჩილაშვილს, რა დროსაც ლელა ჩილაშვილმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

სერიოჟა ასაბაშვილი 2018 წლის 21 აგვისტოს 22:40 საათზე დააკავეს ჩადენილი ქმედებისათვის და 2018 წლის 23 აგვისტოს წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111- 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,კ’’ ქვეპუნქტით.

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

სასამართლომ დაადგინა:

ყვარლის რაიონის სოფელ ჭიკაანში მცხოვრები სერიოჟა ასაბაშვილი, რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება ლელა ჩილაშვილთან. 2018 წლის აპრილის თვიდან, მთვრალ მდგომარეობაში მყოფი სერიოჟა ასაბაშვილი, ხდებოდა აგრესიული და არასრულწლოვანი შვილების - გიორგი ასაბაშვილის და დავით ასაბაშვილის თანდასწრებით, სისტემატურად აყენებდა ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას მეუღლეს, ლელა ჩილაშვილს, რაც იწვევდა ამ უკანასკნელის ფიზიკურ ტკივილს და ფსიქიკურ ტანჯვას; კერძოდ, სერიოჟა ასაბაშვილმა 2018 წლის 25 აპრილს, შუადღის საათებში, ყვარლის რაიონის სოფელ ჭიკაანში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, არასრულწლოვანი შვილების - 13.06.2010წ. დაბადებული დათო ასაბაშვილის და 16.10.2006წ. დაბადებული გიორგი ასაბაშვილის თანდასწრებით სცემა მეუღლეს - ლელა ჩილაშვილს, რა დროსაც ლელა ჩილაშვილმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ასევე 2018 წლის 13 ივლისს, დაახლოებით 23 საათზე, ამავე საცხოვრებელ სახლში სერიოჟა ასაბაშვილმა საყოფაცხოვრებო საკითხებზე წარმოშობილი უთანხმოების დროს, არასრულწლოვანი შვილების - დათო ასაბაშვილის, გიორგი ასაბაშვილის და 26.08.2008წ. დაბადებული ლაშა ასაბაშვილის თანდასწრებით სცემა მეუღლეს - ლელა ჩილაშვილს, რა დროსაც ლელა ჩილაშვილმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ასევე 2018 წლის 21 აგვისტოს, საღამოს საათებში, ამავე საცხოვრებელ სახლში სერიოჟა ასაბაშვილმა საყოფაცხოვრებო საკითხებზე წარმოშობილი უთანხმოების დროს, არასრულწლოვანი შვილების - დათო ასაბაშვილის, ლაშა ასაბაშვილის და გიორგი ასაბაშვილის თანდასწრებით სცემა მეუღლეს - ლელა ჩილაშვილს, რა დროსაც ლელა ჩილაშვილმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

ქმედების სამართლებრივი აღწერა

სისტემატური ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ

1. სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოწმე (დაზარალებული) ლელა ჩილაშვილის ჩვენებით დადასტურდა, რომ ლელა ჩილაშვილი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება სერიოჟა ასაბაშვილთან. ჰყავთ საერთო ექვსი შვილი, რომელთაგან არასრულწლოვანია 13.06.2010წ. დაბადებული დათო ასაბაშვილი, 16.10.2006წ. დაბადებული გიორგი ასაბაშვილი და 26.08.2008წ. დაბადებული ლაშა ასაბაშვილი. სერიოჟა ასაბაშვილი წლების განმავლობაში აყენებს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, შვილების თანდასწრებით. ლელა ჩილაშვილი 2018 წლის 25 აპრილს, 13 ივლისს და 21 აგვისტოს ბრალდებულმა სცემა არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით. სერიოჟა ასაბაშვილი ცდილობდა ტელეფონის დამტვრევას, მაგრამ მან და სრულწლოვანმა შვილმა წაართვეს და ვერ შეძლო ტელეფონის დამტვრევა. ტელეფონების დამტვრევა უნდოდა, რომ პოლიციაში ვეღარ დაერეკათ. ძირითადად სულ ნასვამ მდგომარეობაშია და ჩხუბობს, სცემს. ნაცემი მივიდა ექიმთან ლალი ბურკიაშვილთანაც. სერიოჟა ასაბაშვილი ხშირად ეჩხუბებოდა სექსუალური ურთიერთობის გამოც, რადგან სურდა მასთან სექსუალური ურთიერთობა ჰქონოდა ყველგან და ყოველთვის, როცა მას მოესურვებოდა, უარი, მასში აგრესიას იწვევდა.

 

2. სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოწმე (დაზარალებული)გიორგი ასაბაშვილის მიერ მიცემული ჩვენებით დადასტურდა, რომ იგი არის სერიოჟა ასაბაშვილის და ლელა ჩილაშვილის შვილი. მას ჰყავს 7 დედმამიშვილი. მამა, სერიოჟა ასაბაშვილი, ხშირად სვამს და ეჩხუბება დედას. 2018 წლის აპრილის თვეში, რიცხვი არ ახსოვს, მამა მივიდა სახლში ნასვამი. დედა სამუშაოდან იყო მოსული და ეძინა. მამამ დაუწყო ჩხუბი და გინება, რამდენჯერმე მუშტი ჩაარტყა თავში. სახლში იყვნენ მოწმე და და არასრულწლოვანი ძმა დათო ასაბაშვილი. მამამ აიღო ნაჯახი და ყვიროდა ყველანი უნდა დაგხოცოთო, მაგრამ შვილები არ უცემია. მამას და დედას პოლიციამ შეუდგინა შემაკავებელი ოქმი და მამა სახლში არ მოდიოდა ქუჩაში ხვდებოდა შვილებს. როცა შემაკავებელი ოდერის ვადა გაუვიდა მივიდა სახლში და დედას ეუბნებოდა ვადა გამივიდა და რასაც მინდა ვიზამო. დედას აგინა და სახეში ხელი რამდენჯერმე გაარტყა. დედას მამისთვის ხელი არ გაურტყამს. მამას უნდოდა ტელეფონის დამტვრევა და დედა ხელზე დაეკიდა და არ მისცა ტელეფონის დამტვრევის საშუალება. 2018 წლის 21 აგვისტოს მამა მივიდა სახლში მიიტანა ხინკალი და დედას უთხრა ბავშვებს მოუხარშეო, დედა ხმას არ სცემდა, მამამ დაუწყო გინება და სახეში გაარტყა, შემდეგ მამა ჩავიდა პირველ სართულზე და იქიდან იგინებოდა. ამის შემდეგ დედამ დარეკა პოლიციაში და როდესაც პოლიცია მივიდა მოწმემ და სხვა შვილებმა ზეპირი განმარტება მისცეს, რომ მამამ დედა სცემა.

 

3. სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოწმე (დაზარალებული) ლაშა ასაბაშვილის მიერ მიცემული ჩვენებით დადასტურდა, რომ იგი არის სერიოჟა ასაბაშვილის და ლელა ჩილაშვილის შვილი. იცის, რომ მამამ ჩაიდინა ძალადობა, რომ მამა დედას სცემდა. ერთხელ ზაფხულის თვეში დედა მოვიდა სამუშაოდან და დაიძინა. მამა მოვიდა მთვრალი და დედას ეჩხუბა. მოწმემ განაცხადა, რომ ხშირად სცემდა მამა დედას და აგინებდა, როცა მთვრალი იყო, მისთვისაც უცემია. ახსოვს ერთხელ მამამ დედას უთხრა შემაკავებელი ორდერის ვადა გამივიდა და ეხლა უნდა გეჩხუბოვო, დედობა უნდა ჩამოგართვაო, ტელეფონების დამტვრევას ცდილობდა პოლიციაში რომ ვეღარ დარეკოთო. მამა ყოველთვის ჩხუბობს, თუ მთვრალია, ფხიზელი არ ჩხუბობს. მოწმეს სურს, რომ მამა მათთან იყოს, თუ აღარ იჩხუბებს.

 

4. სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოწმე ( დაზარალებული) დათო ასაბაშვილის მიერ მიცემული ჩვენებით დადასტურდა, რომ იგი არის სერიოჟა ასაბაშვილის და ლელა ჩილაშვილის შვილი. მამა სად არის არ იცის. იცის, მამა დედას რომ სცემდა ამიტომ დაკავებულია. მამა მთვრალი მოდიოდა და დედას ეჩხუბებოდა, სცემდა და აგინებდა. ერთხელ ნაჯახი( მოწმემ დაასახელა ,,ტაპორი") ამოიტანა და დედას ემუქრებოდა. როცა დედას სცემდა, შვილები აწყნარებდნენ და სთხოვდნენ დაძინებას. დაუნახავს ღამით დედას რომ სცემდა, ამბობდა ტელეფონები უნდა დავამტვრიო, რომ პოლიციაში ვერ დარეკოთო. ძმის, სერგოს და დედას ტელეფონების დამტვრევა უნდოდა, მაგრამ დედამ და სერგომ წაართვეს, ამ დროს დედას მუშტი დაარტყა მამამ. მოწმეს შეეშინდა, მამას მისთვისაც დაურტყამს და უცემია, რადგან სიგარეტზე არ ეგზავნებოდა. ახსოვს ერთხელ მამამ დედას უთხრა შემაკავებელი ორდერის ვადა გამივიდა და ეხლა უნდა გეჩხუბოვო, დედობა უნდა ჩამოგართვაო. მოწმემ დაადასტურა, რომ მამა ხშირად მოდიოდა ღამით მთვრალი, ეჩხუბებოდა დედას და სცემდა, დედა ტიროდა. მოწმეს ცოტა ენატრება მამა, სურს, რომ მამა მათთან იყოს თუ აღარ იჩხუბებს.

 

5. სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოწმე ლალი ბურკიაშვილის მიერ მიცემული ჩვენებით დადასტურდა, რომ იგი არის ექიმი, მუშაობს ყვარლის ჰოსპიტალში. მასთან მიღებაზე მისული იყო ლელა ჩილაშვილი ჰიპერტენზიის ჩივილებით, ყვრიმალთან ჰქონდა დაზიანება, უთხრა, რომ ქმართან ჰქონდა უსიამოვნება. ეს შემთხვევა კარგად არ ახსოვს, რადგან სასაწრაფო დახმრებაშიც მუშაობს და პაციენტების სახეები არ ამახსოვრდება. ეს შემთხვევა ჩანაწერებით გაიხსენა. თუ ოჯახურ ძალადობას აქვს ადგილი, როგორც ექიმი ვალდებულია დარეკოს პოლიციაში, ამ შემთხვევაში აღარ ახსოვს დარეკა თუ არა პოლიციაში.

 

6. სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოწმე ნინო ასაბაშვილის მიერ მიცემული ჩვენებით დადასტურდა, რომ იგი არის სერიოჟა ასაბაშვილის და ლელა ჩილაშვილის შვილი. იგი გათხოვილია და ცხოვრობს ყვარლის რაიონის სოფელ წიწკანაანთსერში. მშობლებს ჰქონდათ ცოტა არეული სიტუაცია, ხშირი კონფლიქტი. რაც გათხოვდა დედისგან და ძმებისგან იცის, რომ მამა სვამდა და დედას სცემდა და ეჩხუბებოდა. ახსოვს რამდენიმე წლის წინ მაშინ 14 წლის იყო, დედა ტელეფონზე თამაშობდა, მამამ უთხრა ჩამომხედეო, არ ჩახედა და მამამ ჩაარტყა ხელი და დედას გული წაუვიდა. მამა ჩხუბობდა ნასვამი, თუ ფხიზელი იყო არ ჩხუბობდა, მაგრამ მამა თითქმის ყოველდღე სვამდა. შვილებზეც აგრესია ჰქონდა, მაგრამ მოწმისთვის არ დაურტყამს. სხვა შვილებს სცემდა თუ არა არ იცის. ბოლო წლებში დედისგან და ძმებისგან იცის, რომ მამა ჩხუბობდა და დედას სცემდა, თვითონ არ შესწრებია მამის მიერ დედის ცემას.

 

7. სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოწმე თამაზი მახათაძის მიერ მიცემული ჩვენებით დადასტურდა, რომ იგი მუშაობს შსს ყვარლის რაიონულ სამმართველოში, არის პოლიციელი და სერიოჟა ასაბაშვილის მიმართ 2018 წლის 25 აპრილს გამოცემული აქვს ოჯახური ძალადობის ფაქტზე შემაკავებელი ორდერი. 2018 წლის 13 ივლისს შეადგინა შემაკავებელი ორდერი როგორც სერიოჟა ასაბაშვილის, ისე ლელა ჩილაშვილის მიმათ. 2018 წლის 25 აპრილს სიტყვიერი შეურაცხყოფა იყო, 2018 წლის 13 ივლისს ფიზიკურიც.

 

8. სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოწმე დავით მოსიაშვილის მიერ მიცემული ჩვენებით დადასტურდა, რომ იგი მუშაობს შსს ყვარლის რაიონულ სამმართველოში, არის პოლიციელი და მონაწილეობას იღებდა სერიოჟა ასაბაშვილის დაკავებაში. ბრალდებულს წინააღმდეგობა არ გაუწევია, დაკავება მოხდა მშვიდ გარემოში.

 

9. სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოწმე თამაზ ზედელაშვილის მიერ მიცემული ჩვენებით დადასტურდა, რომ იგი არის ექსპერტი და ჩატარებული აქვს ლელა ჩილაშვილის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა პირადი შემოწმებით, რა დროსაც ლელა ჩილაშვილი უჩიოდა მარცხენა ლოყის ადგილში ტკივილს. სხეულზე დაზიანების ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა. ლელა ჩილაშვილს დადგენილებაში მითითებული გარემოებისაგან განსხვავებული გარემოება არ დაუსახელებია.

 

10. სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოწმე თემური სეფაშვილის მიერ მიცემული ჩვენებით დადასტურდა, რომ იგი მუშაობს შსს ყვარლის რაიონულ სამმართველოში, არის პოლიციელი და ამ საქმეში მონაწილეობა აქვს მიღებული, როგორც ძირთადი გამომძიებლის ილია წარეთაშვილის დამხმარეს. გააცნო ლელა ჩილაშვილს დაზარალებულად ცნობის დადგენილება და გამოკითხა ლელა ჩილაშვილი.

 

11. სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოწმე ილია წარეთაშვილის მიერ მიცემული ჩვენებით დადასტურდა, რომ იგი მუშაობს შსს ყვარლის რაიონულ სამმართველოში, არის ამ საქმის გამომძიებელი და ჩატარებული აქვს გამოკითხვები, ბრალდებულის დაკავება. ბრალდებული გაიცნო, როდესაც მის მიმართ გამოცემული იქნა შემაკევებელი ორდერი. როდესაც მოხდა ბრალდებულის დაკავება იგი ნასვამ მდგომარეობაში იყო, რაც დადასტურდა ალკოტესტით. დაკავებისას წინააღმდეგობა არ გაუწევია. დაკავებიდან მეორე დღეს დაიკითხნენ არასრულწლოვანი შვილები. დედის და შვილების ჩვენებები ერთმანეთთან თანხვედრაშია.

 

12. გარდა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე გამოკითხული მოწმეების მიერ მიცემული ჩვენებებისა, მხარეთა მიერ არსებითი განხილვის სხდომაზე უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით, კერძოდ, გიორგი, დათო და ლაშა ასაბაშვილი დაბადების მოწმობის ასლებით, შემაკავერბელი ორდერის ასლებით და სხვა დოკუმენტებით დადასტურებულია, რომ 2018 წლიდან სერიოჟა ასაბაშვილი სისტემატურ ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა მეუღლეს - ლელა ჩილაშვილს, რის გამო ლელა ჩილაშვილი განიცდიდა ფიზიკურ ტკივილსა და ტანჯვას. აღნიშნულ ძალადობრივ ქმედებას ხშირ შემთხვევაში ესწრებოდნენ მათი არასრულწლოვანი შვილები -13.06.2010წ. დაბადებული დათო ასაბაშვილი, 16.10.2006წ. დაბადებული გიორგი ასაბაშვილი და 26.08.2008წ. დაბადებული ლაშა ასაბაშვილი.

 

13. სასამართლო ვერ გაითვალისწინებს ბრალდებულ სერიოჟა ასაბაშვილის მიერ სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მიცემული ჩვენებას იმ ნაწილში, რომ სერიოჟა ასაბაშვილის მხრიდან ლელა ჩილაშვილის მიმართ არავითარი ძალადობა არ განხორციელებულა, რადგან აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებათა ერთობლიობით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ემსახურება სერიოჟა ასაბაშვილის პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სხვაგვარ ძალადობაში შესაძლოა მოიაზრებოდეს ნებისმიერი ძალადობრივი ქმედება, როგორც სიტყვიერი, ისე ფიზიკური. ფიზიკური ძალადობა შესაძლოა იყოს ერთჯერადი დარტყმა სხეულის რომელიმე მიდამოში, თმების წიწკვნა, ჩქმეტა და ა. შ. რაც შეეხება ფსიქოლოგიურ ძალადობას, მასში იგულისხმება ნებისმიერი სახის სიტყვიერი შეურაცხყოფა, დამცირება, გინება და ა.შ.

რაც შეეხება ცემას, ცემა ძალადობის ერთ-ერთი სახეა და ნიშნავს პირის სხეულზე ერთობლივად რამდენიმე დარტყმის განხორციელებას.

იმისათვის, რომ ძალადობრივმა ქმედებამ შექმნას დანაშაულის ნიშნები აუცილებელია, რომ ფიზიკურმა ძალადობამ - ტკივილი, ხოლო ფსიქოლოგიურმა ძალადობამ დაზარალებულის ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვიოს. ამასთან, ძალადობრივმა ქმედებებმა არ უნდა გამოიწვიოს ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება.

ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის მე-2 ნაწილით დასაკვალიფიცირებლად აუცილებელია, რომ ცემას/ძალადობას ჰქონდეს სისტემატური ხასიათი, ანუ დროის კონკრეტულ მონაკვეთში რამდენჯერმე უნდა განმეორდეს.

სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე გამოკითხული მოწმეების მიერ მიცემული ჩვენებებით და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება, რომ სერიოჟა ასაბაშვილმა 2018 წლის 25 აპრილს, 13 ივლისს და 21 აგვისტოს სცემა და აგინა ლელა ჩილაშვილს, რა დროსაც ლელა ჩილაშვილმა, განიცადა ფიზიკურ ტკივილი და სულიერი ტანჯვა.

 

ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ სერიოჟა ასაბაშვილმა მეუღლის - ლელა ჩილაშვილის მიმართ ჩაიდინა სისტემატური ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და ფსიქოლოგიური ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.

 

ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ

 

1. სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოწმე (დაზარალებული) ლელა ჩილაშვილის ჩვენებით დადასტურდა, რომ ლელა ჩილაშვილი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება სერიოჟა ასაბაშვილთან. ჰყავთ საერთო ექვსი შვილი, რომელთაგან არასრულწლოვანია 13.06.2010წ. დაბადებული დათო ასაბაშვილი, 16.10.2006წ. დაბადებული გიორგი ასაბაშვილი და 26.08.2008წ. დაბადებული ლაშა ასაბაშვილი. სერიოჟა ასაბაშვილი წლების განმავლობაში აყენებს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, შვილების თანდასწრებით. 2018 წლის 25 აპრილს, 13 ივლისს და 21 აგვისტოს სცემა არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით.

 

2. სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოწმე (დაზარალებული)გიორგი ასაბაშვილის მიერ მიცემული ჩვენებით დადასტურდა, რომ იგი არის სერიოჟა ასაბაშვილის და ლელა ჩილაშვილის შვილი. მას ჰყავს 7 დედმამიშვილი. მამა სერიოჟა ასაბაშვილი ხშირად სვამს და ეჩხუბება დედას. 2018 წლის აპრილის თვეში, რიცხვი არ ახსოვს, მამა მივიდა სახლში ნასვამი. დედა სამუშაოდან იყო მოსული და ეძინა. მამამ დაუწყო ჩხუბი და გინება, რამდენჯერმე მუშტი ჩაარტყა თავში. სახლში იყვნენ მოწმე და და არასრულწლოვანი ძმა დათო ასაბაშვილი. მამამ აიღო ნაჯახი და ყვიროდა ყველანი უნდა დაგხოცოთო, მაგრამ შვილები არ უცემია. მამას და დედას პოლიციამ შეუდგინა შემაკავებელი ოქმი და მამა სახლში არ მოდიოდა ქუჩაში ხვდებოდა შვილებს. როცა შემაკავებელი ოდერის ვადა გაუვიდა მივიდა სახლში და დედას ეუბნებოდა ვადა გამოვიდა და რასაც მინდა ვიზამო. დედას აგინა და სახეში ხელი რამდენჯერმე გაარტყა. დედას მამისთვის ხელი არ გაურტყამს. მამას უნდოდა ტელეფონის დამტვრევა და დედა ხელზე დაეკიდა და არ მისცა ტელეფონის დამტვრევის საშუალება. 2018 წლის 21 აგვისტოს მამა მივიდა სახლში მიიტანა ხინკალი და დედას უთხრა ბავშვებს მოუხარშეო, დედა ხმას არ სცემდა, მამამ დაუწყო გინება და სახეში გაარტყა, შემდეგ მამა ჩავიდა პირველ სართულზე და იქიდან იგინებოდა. ამის შემდეგ დედამ დარეკა პოლიციაში და როდესაც პოლიცია მივიდა მოწმემ და სხვა შვილებმა ზეპირი განმარტება მისცეს, რომ მამამ დედა სცემა.

 

3. სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოწმე (დაზარალებული) ლაშა ასაბაშვილის მიერ მიცემული ჩვენებით დადასტურდა, რომ იგი არის სერიოჟა ასაბაშვილის და ლელა ჩილაშვილის შვილი. იცის, რომ მამამ ჩაიდინა ძალადობა, რომ მამამ დედას სცემდა. ერთხელ ზაფხულის თვეში დედა მოვიდა სამუშაოდან და დაიძინა. მამა მოვიდა მთვრალი და დედას ეჩხუბა. მოწმემ განაცხადა, რომ ხშირად სცემდა მამა დედას და აგინებდა როცა მთვრალი იყო, მისთვისაც უცემია. ახსოვს ერთხელ მამამ დედას უთხრა შემაკავებელი ორდერის ვადა გამივიდა და ეხლა უნდა გეჩხუბოვო, დედობა უნდა ჩამოგართვაო, ტელეფონების დამტვრევას ცდილობდა პოლიციაში რომ ვეღარ დარეკოთო. მამა ყოველთვის ჩხუბობს, თუ მთვრალია, ფხიზელი არ ჩხუბობს. მოწმეს სურს, რომ მამა მათთან იყოს თუ აღარ იჩხუბებს.

 

4. სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოწმე ( დაზარალებული) დათო ასაბაშვილის მიერ მიცემული ჩვენებით დადასტურდა, რომ იგი არის სერიოჟა ასაბაშვილის და ლელა ჩილაშვილის შვილი. მამა სად არის არ იცის. იცის, მამა დედას რომ სცემდა ამიტომ დაკავებულია. მამა მთვრალი მოდიოდა და დედას ეჩხუბებოდა, სცემდა და აგინებდა. ერთხელ ნაჯახი( მოწმემ დაასახელა ,,ტაპორი") ამოიტანა და დედას ემუქრებოდა. როცა დედას სცემდა, შვილები აწყნარებდნენ და სთხოვდნენ დაძინებას. დაუნახავს ღამით დედას რომ სცემდა, ამბობდა ტელეფონები უნდა დავამტვრიო, რომ პოლიციაში ვერ დარეკოთო. ძმის, სერგოს და დედას ტელეფონების დამტვრევა უნდოდა, მაგრამ დედამ და სერგომ წაართვეს, ამ დროს დედას მუშტი დაარტყა მამამ. მოწმეს შეეშინდა, მამას მისთვისაც დაურტყამს და უცემია, რადგან სიგარეტზე არ ეგზავნებოდა. ახსოვს ერთხელ მამამ დედას უთხრა შემაკავებელი ორდერის ვადა გამივიდა და ეხლა უნდა გეჩხუბოვო, დედობა უნდა ჩამოგართვაო. მოწმემ დაადასტურა, რომ მამა ხშირად მოდიოდა ღამით მთვრალი, ეჩხუბებოდა დედას და სცემდა, დედა ტიროდა. მოწმეს ცოტა ენატრება მამა, სურს, რომ მამა მათთან იყოს თუ აღარ იჩხუბებს.

 

5. სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოწმე ილია წარეთაშვილის მიერ მიცემული ჩვენებით დადასტურდა, რომ იგი მუშაობს შსს ყვარლის რაიონულ სამმართველოში, არის ამ საქმის გამომძიებელი და ჩატარებული აქვს გამოკითხვები, ბრალდებულის დაკავება. ბრალდებული გაიცნო, როდესაც მის მიმართ გამოცემული იქნა შემაკევებელი ორდერი. როდესაც მოხდა ბრალდებულის დაკავება იგი ნასვამ მდგომარეობაში იყო, რაც დადასტურდა ალკოტესტით. დაკავებისას წინააღმდეგობა არ გაუწევია. დაკავებიდან მეორე დღეს დაიკითხნენ არასრულწლოვანი შვილები. დედის და შვილების ჩვენებები ერთმანეთთან თანხვედრაშია.

 

6. გარდა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე გამოკითხული მოწმეების მიერ მიცემული ჩვენებებისა, მხარეთა მიერ არსებითი განხილვის სხდომაზე უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით, კერძოდ, გიორგი, დათო და ლაშა ასაბაშვილი დაბადების მოწმობის ასლებით, შემაკავერბელი ორდერის ასლებით და სხვა დოკუმენტებით დადასტურებულია, რომ 2018 წლიდან სერიოჟა ასაბაშვილი სისტემატურ ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა მეუღლეს - ლელა ჩილაშვილს, რის გამო ლელა ჩილაშვილი განიცდიდა ფიზიკურ ტკივილსა და ტანჯვას. აღნიშნულ ძალადობრივ ქმედებას ხშირ შემთხვევაში ესწრებოდნენ მათი არასრულწლოვანი შვილები -13.06.2010წ. დაბადებული დათო ასაბაშვილი, 16.10.2006წ. დაბადებული გიორგი ასაბაშვილი და 26.08.2008წ. დაბადებული ლაშა ასაბაშვილი.

 

7. სასამართლო ვერ გაითვალისწინებს ბრალდებულ სერიოჟა ასაბაშვილის მიერ სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მიცემული ჩვენებას იმ ნაწილში, რომ სერიოჟა ასაბაშვილის მხრიდან ლელა ჩილაშვილის მიმართ არავითარი ძალადობა არ განხორციელებულა, რადგან აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებათა ერთობლიობით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ემსახურება სერიოჟა ასაბაშვილის პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების დამამძიმებელი გარემოებაა სისტემატური ცემის ან სხვაგვარი ძალადობის ჩადენა არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

 

აღნიშნული მაკვალიფიცირებელი გარემოებისათვის მნიშვნელოვანია ძალადობრივი ქმედების განხორციელებას შეესწროს არასრულწლოვანი, 18 წელს მიუღწეველი პირი. გარდა ამისა, ძალადობის მსხვერპლი აუცილებლად არასრულწლოვნის ოჯახის წევრი უნდა იყოს.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით დადასტურებულია, რომ სერიოჟა ასაბაშვილის მხრიდან ლელა ჩილაშვილის მიმართ განხორციელებული სისტემატური ძალადობის შემთხვევათაგან უმრავლესობას ესწრებოდა მათი არასრულწლოვანი შვილები - 13.06.2010წ. დაბადებული დათო ასაბაშვილი, 16.10.2006წ. დაბადებული გიორგი ასაბაშვილი და 26.08.2008წ. დაბადებული ლაშა ასაბაშვილი.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას, რომ სასამართლო სხდომაზე დაკითხული არასრულწლოვნების გიორგი, დათო და ლაშა ასაბაშვილების ჩვენებები დაუშვებელი მტკიცებულებებია, რადგან ისინი სასამართლო სხდომაზე დაკითხულ იქნენ დედის, ასევე დაზარალებულის თანდასწრებით. აღნიშნული ვერ იქნება გაზიარებული შემდეგ გარემოებათა გამო: არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 52-ე მუხლის 4-ე ნაწილის თანახმად - 14 წლამდე ასაკის პირის გამოკითხვა/დაკითხვა შეიძლება ჩატარდეს მხოლოდ მისი კანონიერი წარმომადგენლის თანხმობითა და თანდასწრებით.

 

ამავე მუხლის 10-ე ნაწილის თანახმად -საქმის სასამართლოში განხილვისას − მოსამართლე, ხოლო გამოძიების სტადიაზე – პროკურორი უფლებამოსილია არასრულწლოვანი გამოსაკითხი პირის/მოწმის ან არასრულწლოვანი დაზარალებულის კანონიერ წარმომადგენელს განჩინებით/დადგენილებით აუკრძალოს საპროცესო მოქმედებაზე დასწრება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესები მოითხოვს.

 

ამავე მუხლის 11-ე ნაწილის თანახმად- ოჯახურ დანაშაულთან, ქალთა მიმართ ძალადობასთან ან/და ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებით დაუშვებელია არასრულწლოვანი გამოსაკითხი პირის/მოწმის და არასრულწლოვანი დაზარალებულის გამოკითხვა/დაკითხვა, აგრეთვე დამცავი ან შემაკავებელი ორდერის გამოცემისას და არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის შემთხვევაში სოციალური მუშაკის მიერ არასრულწლოვნის განცალკევების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის არასრულწლოვანი მსხვერპლის გამოკითხვა/დაკითხვა (მისგან ახსნა-განმარტების მიღება) მოძალადე მშობლის (მშობლების) ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის თანდასწრებით.

ზემოთ თქმულიდან გამომდინარე ლელა ჩილაშვილი არის არასრულწლოვნების გიორგი, დათო და ლაშა ასაბაშვილების დედა და შესაბამისად კანონიერი წარმომაგენელი. სასამართლო სხდომაზე არასრულწლოვნების დაკითხვას ესწრებოდა ადვოკატი სიმონ ოსიაშვილი და კანონიერი წარმომადგენელი ლელა ჩილაშვილი, ბრალდებული გაყვანილი იქნა დარბაზიდან. არასრულწლოვნები ცხოვრობენ დედასთან ლელა ჩილაშვილთან და ლელა ჩილაშვილს მშობლის უფლება ჩამორთმეული ან შეჩერებილი არ აქვს და სასამართლოს მიაჩნია, რომ არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, მათი დაკითხვა დედის თანდასწრებით არის მიზანშეწონილი. ასევე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 52-ე მუხლის 11-ე ნაწილის თანახმად მოძალადე მშობლის თანდასწრებით დაუშვებელია არასრულწლოვანის დაკითხვა და ამ შემთხვევაში დედა - ლელა ჩილაშვილი არ არის მოძალადე მშობელი. არასრულწლოვნები ცხოვრობენ დედასთან და მისი თანდასწრებით დაკითხვა არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესითაა განპირობებული, რათა დაუცველად არ ეგრძნოთ მათ თავი სასამართლოს სხდომაზე.

 

სამართლებრივი შეფასება

 

სასამართლოზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებათა გამოკვლევის, შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, ასევე იმ მტკიცებულებათა შეფასების საფუძველზე, რომელიც მხარეთა მიერ უდავოდ იქნა მიჩნეული, სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიაჩნია, რომ სერიოჟა ასაბაშვილმა ოჯახის წევრის მიმართ ჩაიდინა სისტემატური ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

 

სერიოჟა ასაბაშვილს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია. სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნულ შემთხვევაში სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობით გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივი სერიოჟა ასაბაშვილის მხრიდან არ იკვეთება.

 

სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლწინააღმდეგობას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულების პიროვნებას.

 

სერიოჟა ასაბაშვილის მიერ ჩადენილია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, რომელიც ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

სერიოჟა ასაბაშვილის მიერ ჩადენილია ძალადობრივი დანაშაული ოჯახის წევრის მიმართ. აღნიშნულ ძალადობრივ დანაშაულს აქვს სისტემატური ხასიათი.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა, რომ სასჯელის მიზნების შესრულებისათვის საჭიროა სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენება.

 

სასამართლო ასევე ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ სერიოჟა ასაბაშვილი არ არის ნასამართლევი.

 

ამრიგად, სანქციის ქვედა და ზედა ზღვართა მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ სერიოჟა ასაბაშვილის მიმართ გამოყენებული სასჯელი უნდა იყოს შესაბამისი, კერძოდ, სასჯელის მიზნების მიღწევა შესაძლებელია სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთის დანიშვნის პირობებში.

 

ნივთმტკიცება, ყადაღა ან სხვა საკითხები

 

1. სერიოჟა ასაბაშვილს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 24 აგვისტოს განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა პატიმრობა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-ე, 260-ე, 269-ე, 271- 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. სერიოჟა ასაბაშვილი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 126 მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წელი.

 

2. სერიოჟა ასაბაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიება გაუქმდეს და სერიოჟა ასაბაშვილს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 21 აგვისტოს 22:40 საათიდან.

 

3. განაჩენი გამოცხადებისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში და აღსრულდეს.

 

4. მხარეებს განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში უფლება აქვთ გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინოს საჩივარი ამ განაჩენის გაუქმების თაობაზე.

 

მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძე