განაჩენი

სისხლის სამართლის 28.03.2019
საქმის ნომერი
080100117002199126
დავის ტიპი
126 (1) 1 , 151
თარიღი
28.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/916-17 (N041281017001)

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

15 მარტი 2019 წელი ქუთაისი

მოსამართლე ლერი თედორაძე

სხდომის მდივანი დავით დათიაშვილი

სხდომის სახე ღია

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - გ--------------------

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - გ------- ფ-------ე

მამის სახელი: მ--------

დაბადების თარიღი: 2--------- წელი

პირადი ნომერი: 6----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: უმაღლესი

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლობა: არმქონე

მცხოვრები: ქუთაისი, ბ---------------------------

 

ადვოკატი - გ------- ფ--–---–--ა

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის სექტემბრის თვის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის 22 ოქტომბრის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2017 წლის ოქტომბრის თვის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2017 წლის 28 ოქტომბრის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის 28 ოქტომბრის ეპიზოდი)

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. გ------- ფ-------ეს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2017 წლის სექტემბრის თვის დასაწყისში, ქ.ქუთაისში ბ----------------------------ში, თავის საცხოვრებელ სახლში, გ------- ფ-------ემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავის მამას, მ------- ფ-------ეს, კერძოდ: გაშლილი ხელი გაარტყა სახის მარჯვენა არეში, რის შედეგადაც მ------- ფ-------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2. გ------- ფ-------ეს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2017 წლის 22 ოქტომბერს ქ.ქუთაისში ბ----------------------------ში, თავის საცხოვრებელ სახლში, გ------- ფ-------ემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავის დედას ე-–----------–--ეს, კერძოდ ხელი გაარტყა სახისა და ტანის არეში, რის შედეგადაც ე-–----------–--ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

3. გ------- ფ-------ეს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2017 წლის ოქტომბრის დასაწყისში ქ.ქუთაისში, ბ----------------------------ში, თავის საცხოვრებელ სახლში, გ------- ფ-------ემ არასრულწლოვანი შვილის ი-----–- ფ-------ის თანდასწრებით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავის მეუღლეს ლ-------------ეს, კერძოდ: ხელი დაარტყა სახის არეში, რის შედეგადაც ლ-------------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

4. გ------- ფ-------ეს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2017 წლის 28 ოქტომბერს დაახლეობით 16:00 საათზე, ქუთაისში ბ----------------------------ში თავის საცხოვრებელ სახლში, გ------- ფ-------ემ არასრულწლოვანი შვილის ი-----–- ფ-------ის თანდასწრებით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავის მეუღლეს ლ-------------ეს, კერძოდ ფეხი ჩაარტყა ფეხში, რის შედეგადაც ლ-------------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი

 

5. გ------- ფ-------ეს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა მუქარა, სიცოცხლის მოსპობისა და ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში: 2017 წლის 28 ოქტომბერს, დაახლოებით 16:00 საათზე ქ.ქუთაისში, ბ----------------------------ში, თავის საცხოვრებელ სახლში გ------- ფ-------ე თავის დედას ე-–----------–--ეს, მამას მ------- ფ-------ეს და მეუღლეს ლ-------------ეს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობითა და მათი საცხოვრებელი სახლის დაწვით, რის შედეგადაც მათ გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

საქმეში არსებული ნებისმიერ მტკიცებულების შეფასება ემყარება მტკიცებულებათა თავისუფალი შეფასების პრინციპს, რის გამოც, არც ერთ მტკიცებულებას არ გააჩნია წინასწარ დადგენილი ძალა. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია განისაზღვროს მტკიცების საგანში შემავალ რამდენად მნიშვნელოვან საკითხს ეხება იგი, და როგორი დამაჯერებლობით და სიზუსტით ამტკიცებს დასადგენ გარემოებებს. აქედან გააჩნია პირდაპირ მტკიცებულებას მეტი მტკიცებულებითი ძალა ვიდრე არაპირდაპირ მტკიცებულებებს.

 

სასამართლომ ერთობლიობაში შეაფასა საქმის სასამართლო განხილვით მოპოვებული მტკიცებულებები და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდებული გ------- ფ-------ე ცნობილი უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის სექტემბრის თვის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის 22 ოქტომბრის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2017 წლის ოქტომბრის თვის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2017 წლის 28 ოქტომბრის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის 28 ოქტომბრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში, კერძოდ, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი,(ორი ეპიზოდი) ასევე, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ(ორი ეპიზოდი) და მუქარა, სიცოცხლის მოსპობისა და ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, მისივე ოჯახის წევრის მიმართ, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მოცემულ სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვით მოპოვებული ვერ იქნა დამაჯერებელი, პირდაპირი მტკიცებულებები წარდგენილი ბრალდებების დასადასტურებლად, რადგანაც, ბრალდება თავის დასკვნას პირის ბრალდების შესახებ ამყარებს მხოლოდ მოწმეთა ირიბ ჩვენებებზე.

 

საქმეში არსებული მტკიცებულებების აღწერა:

 

საქმის სასამართლო განხილვის დროს ბრალდებულმა გ------- ფ-------ემ წარდგენილ ბრალდებებში თავი დამნაშავედ არ სცნო და ითხოვა გამართლება.

 

მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულმა მ------- ფ-------ემ, საქმის სასამართლო განხილვის დროს დაადასტურა, რომ შემთხვევის დღეს, როდესაც სახლში დაბრუნდა ნახა, რომ მის საცხოვრებელ სახლში ჩამსხვრეული იყო მინა, რომელიც მოგვიანებით გაიგო, რომ ჩაუმსხვრევია მის შვილს გ------- ფ-------ეს, ხოლო თუ რა დროს და რა ვითარებაში მოხდა მინის ჩამსხვრევა არ უნახავს. იქვე შეიტყო პოლიციის თანამშრომლებიდან, რომ მის ოჯახში ადგილი ჰქონდა კამათს. ხოლო მისი ოჯახის წევრებისგან გაიგო, რომ ფიზიკურ შეურაცხყოფას მათ მიმართ, გ------- ფ-------ის მხრიდან ადგილი არ ჰქონია და არც მისი იქ ყოფნის დროს არ შეუნიშნავს, რომ მის შვილს გ-------ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიეყენებინა ოჯახის წევრებისათვის. განმარტავს, რომ გ------- ფ-------ეს არც მისთვის მიუყენებია რაიმე სახის ფიზიკური შეურაცხყოფა. ნახა, რომ გ------- ფ-------ე იყო აღელვებული, ალბათ იმის გამო, რომ ჩაამსხვრია მინა და იგი აწყნარებდა მას. განმარტავს, რომ ზოგადად სიტყვიერ კონფლიქტს მამა-შვილს შორის ხშირად აქვს ადგილი. მიუთითებს, რომ არის მძიმე ავადმყოფი. ხოლო ოჯახს ხედავს მისი შვილი გ------- ფ-------ე და რძალი. რომელთაც აქვთ მცირე ბიზნესი და ამ ბიზნესიდან გამომდინარე იყო პრობლემები და ამის გამო ოჯახში ხშირად კამათობდნენ. ადასტურებს, რომ შემთხვევის ადგილზე მისული იყო გამომძიებელი ოპერატიულ ჯგუფთან ერთად, საპატრულო პოლიცია და ასევე ექსპერტები, რომელთაც დაათვალიერეს შემთხვევის ადგილი.

 

მოწმის სახით დაკითხულმა გ------- ჯ---–----ემ განმარტა, რომ ბრალდებული გ------- ფ-------ე არის მისი ბიძაშვილი, ხოლო დაზარალებული მ------- ფ-------ე არის მისი ბიძა. ამ უკანასკნელის ოჯახში მომხდარი კონფლიქტთან დაკავშირებით განმარტავს, რომ მისი ბიძის ოჯახში ადგილი ქონია დაძაბულ ურთიერთობას უმნიშვნელო საკითხთან დაკავშირებით, რა დროსაც, გ------- ფ-------ეს ჩაუმსხვრევია მინა და ამის გამო გ------- ფ-------ის მეუღლეს ლ---ს დაურეკავს პოლიციაში. მისი ბიძის მ------- ფ-------ის გადმოცემით იცის, რომ მის შვილს გ------- ფ-------ეს ოჯახის წევრებისათვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია. ასევე, განმარტავს, რომ მისი ბიძის მ------- ფ-------ისგან გახდა ცნობილი, რომ გ------- ფ-------ეს მისი ოჯახის წევრების მიმართ რაიმე სახის მუქარა არ განუხორციელებია. განმარტავს, რომ იგი რაიმე სახის კონფლიქტს არ შესწრებია და არც გ------- ფ-------ის მხრიდან მინის ჩამსხვრევის დროს იქ არ ყოფილა.

 

მოწმის სახით დაკითხულმა მ--–---- შ---------ემ მიუთითა, რომ ბრალდებული გ------- ფ-------ე არის მისი ბიძაშვილი. განმარტავს, რომ 2017 წლის 28 ოქტომბერს დაურეკა მისმა ბიძამ, რომ მისულიყო მათთან სახლში. როდესაც მივიდა ოჯახში იყო კამათი მის ბიძასა და ბიძაშვილს გ------- ფ-------ეს შორის. განმარტავს, რომ ოჯახს ჰყავდა ავტომანქანა ,,ფორდი,“ რომელიც გ-------ს სახელზე იყო გაფორმებული და აპირებდა მის გაყიდვას, სწორედ ამის გამო ქონდათ მამა-შვილს კამათი. განმარტავს, რომ გ-------ფ-------ეს მისმა მამამ მ------- ფ-------ემ კამათის დროს ცუდი სიტყვებით მიმართა, რის გამოც, გ-------მ ჩაამსხვრია მინა, ადგილზე მოვიდა პოლიცია და დააკავეს გ------- ფ-------ე. განმარტავს, რომ იქ ყოფნის დროს მამა-შვილს შორის ფიზიკურ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია.

 

საქმის სასამართლო განხილვის დროს, მოწმის სახით დაკითხულმა, ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა ლ-–----------მ განმარტა, რომ 2017 წლის 28 ოქტომბერს ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას, რა დროსაც, განყოფილებაში შემოვიდა შეტყობინება ოჯახური ძალადობის ფაქტზე, ამ შეტყობინების საფუძველზე გავიდნენ შემთხვევის ადგილზე, სახლში იმყოფებოდა ბრალდებული გ------- ფ-------ე, მისი დედა, მამა, მეუღლე და შვილი, სახლში სარკე იქო ჩამტვრეული, ადგილზე იყო დაძაბული სიტუაცია თავად ბრალდებული გ------- ფ-------ე იყო ძალიან აღელვებული და გაღიზიანებული, იმ მომენტში კონფლიქტი იყო ქონებასთან დაკავშირებით, ამის გამო, რათა არ მიმალულიყო ბრალდებული გ------- ფ-------ე ან არ გაენადგურებინა რამე მტკიცებულება მოხდა გ------- ფ-------ის დაკავება. მოწმის განმარტებით, ბრალდებულ გ------- ფ-------ეს რაიმე სახის წინააღმდეგობა დაკავების მომენტში პოლიციისთვის არ გაუწევია. მოწმის განმარტებით, შემთხვევის ადგილზე შეესწრო მხოლოდ სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტს, ფიზიკური შეურაცხყოფის თავად არ შესწრებია.

 

საქმის სასამართლო განხილვის დროს, მოწმის სახით დაკითხულმა ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა დ----- მ-------ემ განმარტა, რომ 2017 წლის 28 ოქტომბერს პოლიციის განყოფილებაში შემოსული შეტყობინების საფუძველზე, თანამშრომელ ლ-–----------სთან ერთად გავიდა შემთხვევის ადგილზე, რომელიც მდებარეობდა ბერი თევდორის ქუჩაზე N44 საცხოვრებელ სახლში, სადაც ბრალდებული გ------- ფ-------ე, მეუღლესა და მის მშობლებს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ასევე, ემუქრებოდა მათ სახლის გადაწვით, სახლში სარკე იყო ჩამტვრეული, აღნიშნულის გამო დაკავებული იქნა გ------- ფ-------ე, რომელსაც განემარტა მისი უფლება-მოვალეობები და ასევე, ადგილზევე შევსებული იქნა დაკავების შესაბამისი ოქმი, ბრალდებულ ფ-------ეს დაკავებისას რაიმე სახის წინააღმდეგობა არ გაუწევია. განმარტავს, რომ ბრალდებულის მეუღლემ და ამ უკანასკნელის მშობლებმა განუმარტეს მათ, რომ სარკის ჩამტვრევა მოხდა გ------- ფ-------ის მიერ. მოწმის განმარტებით, შემთხვევის ადგილზე ყოფნის დროს შეესწრო მხოლოდ სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტს, ფიზიკური შეურაცხყოფის შემსწრე თავად არ გამხდარა.

 

ანალოგიურად აჩვენა, მოწმის სახით დაკითხულმა, ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა გ------- გ--------ემ და განმარტა, რომ შემთხვევის დღეს, შეტყობინების საფუძველზე, ოპერატიულ ჯგუფთან ერთად გასული იყო ქ.ქუთაისში ბ----------------------------ში. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ ოჯახის წევრები, სახლი იყო არეულ მდგომარეობაში და სახლში არსებულ შესასვლელ ოთახში სარკე იყო დამსხვრეულ მდგომარეობაში. მის მიერ დათვალიერებული იქნა შემთხვევის ადგილი ექსპერტების მონაწილეობით. გამოკითხა შემთხვევის ადგილზე მყოფი ბრალდებულ გ------- ფ-------ის დედა ე-–----------–--ე. რომელმაც განმარტა, რომ მისმა შვილმა გ------- ფ-------ემ ფეხი ჩაარტყა და ისე ჩაამსხვრია სარკე. მის მიერ გამოკითხული იქნენ დაზარალებული ე-–----------–--ე, ლ-------------ე და მ------- ფ-------ე და ჩაატარა სხვა საგამოძიებო მოქმედებები. იგი უშუალოდ ძალადობის განხორციელების ფაქტს არ შესწრებია.

 

საქმეში არსებული სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად ,,28.10.2017წ. 20:29-20:40 სთ-ზე ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქალაქე ლ-------------ეს სხეულზე გარეგნულად რაიმე სახის მექანიკური სახის დაზიანების ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება“.

 

მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა მ-------------–--ემ განმარტა, რომ მის მიერ ექსპერტიზები ჩატარებული იქნა გამომძიებლის დადგენილების საფუძველზე კანონის შესაბამისად და მთლიანად დაადასტურა მის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნებში მითითებული ყველა გარემოება.

 

საქმის სასამართლო განხილვის დროს, ბრალდებულ გ------- ფ-------ის დედამ დაზარალებულმა ე-–----------–--ემ და მეუღლემ დაზარალებულმა ლ-------------ემ ისარგებლეს მათთვის კანონით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადეს ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე (იხ. სხდომის ოქმი).

 

ქმედების სამართლებრივი შეფასება:

 

გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული სტანდარტი, თავისი შინაარსით, ეს არის სასამართლოს მიერ, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. ეს არის მტკიცებულებითი სტანდარტის ყველაზე მნიშვნელოვანი გარემოება, რადგანაც, მოცემულ შემთხვევაში, მთავარი აქცენტი გადატანილია არა ვარაუდზე, არამედ, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებების შედეგად, ცალკეული ფაქტების არსებობაზე, რომელთა გამოკვლევის შედეგად არ უნდა დარჩეს გონივრული ეჭვი ბრალდებულისათვის წარდგენილი ბრალდების ჭეშმარიტებაში, წინააღმდეგ შემთხვევაში ნებისმიერი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

მტკიცებულებების დამაჯერებლობა უპირველეს ყოვლისა გამოიხატება იმაში, თუ რა სიზუსტით შეუძლია მას დაადასტუროს ან უარყოს ესა თუ ის ფაქტი თუ გარემოება.

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე ,,სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას“, რაც, გულისხმობს ყველა მტკიცებულების ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების საფუძველზე, ამ მტკიცებულებათა შემხებლობას დასადგენ ფაქტობრივ გარემოებებთან.

 

სასამართლომ მხარეთა მონაწილეობით განიხილა, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიაჩნია, რომ საქმეში არ არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებულ აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ბრალდებულ გ------- ფ-------ის მიერ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენას, რაც საფუძველი გახდებოდა საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

 

სისხლის სამართლის კანონმდებლობით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლით გათვალისწინებული ქმედება ჩადენილად ითვლება იმ შემთხვევაში თუ პირის მხრიდან ადგილი აქვს ოჯახში ძალადობას, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობას, სისტემატიურ შეურაცყოფას, შანტაჟს, დამცირებას რამაც, გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.

 

ბრალდებულ გ------- ფ-------ეს წარდგენილი აქვს სსკ-ის 1261-ე მუხლის (ოთხ ეპიზოდში) გათვალისწინებული, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. ამ შემადგენლობისათვის აუცილებელია არსებობდეს საქმის სასამართლო განხილვით გამოკვლეული პირდაპირი მტკიცებულებები, რითაც დადასტურდება, რომ ბრალდებულმა მის მიერ განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო ქმედება განახორციელა ძალადობის გამოყენებით და ეს ქმედება მიმართული იყო ფიზიკური ტკივილის მისაყენებლად მისივე ოჯახის წევრების მიმართ. გამოკვლეული მტკიცებულებებით, კერძოდ, მოწმეთა ჩვენებებით, რომლებიც განმარტავენ, რომ ბრალდებულის მხრიდან რაიმე ძალადობის განხორციელების ფაქტს არ შესწრებიან, ასევე, საქმეში არსებული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, დაზარალებულს სხეულზე ფიზიკური დაზიანება არ აღენიშნება, ამასთან, დაზარალებულებმა საქმის სასამართლო განხილვის დროს, ისარგებლეს მათთვის კანონით მინიჭებული უფლებით და არ მისცეს სასამართლოს ჩვენება ახლო ნათესავის წინააღმდეგ. ხოლო, საქმის სასამართლო განხილვის დროს დაკითხულმა დაზარალებულმა ბრალდებულ გ------- ფ-------ის მამამ დაზარალებულმა მ------- ფ-------ემ ერთმნიშვნელოვნად განმარტა, რომ იგი მისი შვილის ბრალდებულ გ------- ფ-------ის მხრიდან, რაიმე სახის ძალადობას მისივე ოჯახის წევრების მიმართ არ შესწრებია და ამ უკანასკნელს არც მის მიმართ განუხორციელებია რაიმე სახის ძალადობა. აღნიშნული გარემოებები ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს, რომ საქმის სასამართლო განხილვის დროს განხილული და გამოკვლეული არ ყოფილა რაიმე სახის პირდაპირი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა ბრალდებულის მხრიდან ძალადობის განხორციელების ფაქტი, რის გამოც, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებული გ------- ფ-------ე სსკ-ის 1261-ე მუხლით(ოთხ ეპიზოდში) წარდგენილ ბრალდებებში გამართლებული უნდა იქნეს.

 

სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით გათვალისწინებული მუქარის შემადგენლიობა, თავისი შინაარსით შედეგიანი დანაშაულთა რიცხვს განეკუთვნება, ამ შემადგენლობისათვის აუცილებელია არამარტო მუქარის განხორციელება, არამედ, ისიც, რომ იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

სასამართლო აღნიშნავს, რომ მუქარისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, უპირველეს ყოვლისა, ვლინდება ამ მუხლის დისპოზიციაში, სადაც მითითებულია, რომ ამ დანაშაულად მიჩნეულია სიცოცხლის მოსპობის, ან ჯანმრთელობის დაზიანების, ან| ქონების განადგურების მუქარა, რა დროსაც, იმას ვისაც ემუქრებიან უნდა გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

მუქარის შემადგენლობისათვის აუცილებელია, არა ზოგადი ხასიათის მოქმედების განხორციელების გამომჟღავნება, არამედ, ამ შემთხვევაში მუქარის განმახორციელებელი პირი კონკრეტულ ადამიანს უნდა ემუქრებოდეს კონკრეტული ძალადობის ჩადენით, რაც იმას ნიშნავს, რომ მუქარა აუცილებლად უნდა იყოს დაკონკრეტებული და გამოიხატებოდეს სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარაში.

 

საქმის სასამართლო განხილვის დროს, დაზარალებულებმა ე-–----------–--ემ და ლ-------------ემ ისარგებლეს მათი კანონიერი უფლებით და უარი განაცხადეს ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, ხოლო ბრალდებულის მამამ დაზარალებულმა მ------- ფ-------ემ, საქმის სასამართლო განხილვის დროს, არ დაადასტურა მისი შვილის ბრალდებულ გ------- ფ-------ის მხრიდან, როგორც მისი, ასევე, სხვა ოჯახის წევრების მიმართ, სიცოცხლის მოსპობისა და ქონების განადგურების მუქარის განხორციელების ფაქტი, რომლის საფუძველზედაც, დაზარალებულებს გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ამ უკანასკნელმა მხოლოდ მიუთითა, რომ ზოგადად მამა-შვილს შორის ხშირია კონფლიქტი სხვადასხვა საყოფაცხოვრებო საკითხების გადაწყვეტის დროს და განმარტა, რომ ბრალდებულის მხრიდან მისი ოჯახის წევრების მიმართ, რაიმე სახის მუქარას არ შესწრებია. მოწმის სახით დაკითხულმა პოლიციის თანამშრომელმა დ----- მაჩიტიძემ მართალია განმარტა, რომ შემთხვევის ადგილზე მყოფი ბრალდებული ემუქრებოდა ოჯახის წევრებს სახლის გადაწვით, მაგრამ გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი ვერ იქნა გაუჩნდათ თუ არა ბრალდებულის ოჯახის წევრებს ამ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რადგანაც მათ უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე, ხოლო ბრალდებულის მამამ დაზარალებულმა მ------- ფ-------ემ არ დაადასტურა ბრალდებულის მხრიდან მუქარის განხორციელების ფაქტი. აღნიშნული გარემოებები ერთობლიობაში მიუთითებს, რომ საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადგენილი ვერ იქნა, რომ ბრალდებული გ------- ფ-------ის ქმედება შეიცავს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემადგენლობისათვის დამახასიათებელ აუცილებელ ნიშანს, კერძოდ, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რის გამოც, იგი ამ ნაწილში წარდგენილ ბრალდებაში გამართლებული უნდა იქნეს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ, რაიმე უტყუარი მტკიცებულება, სასამართლოში არ არის წარმოდგენილი და გამოკვლეული, რომელიც გააბათილებდა დაცვის მხარის მოთხოვნის არგუმენტაციას და მის გაზიარებაზე უარის თქმის საფუძველი გახდებოდა, მხოლოდ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და გამოკვლეული ირიბი მტკიცებულებები, ზოგადად ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა და მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფუძველს, რადგანაც, გასათვალისწინებელია, რომ ,,მტკიცებულება ადეკვეტურად უნდა ასახავდეს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი, მტკიცებულება ვერ იქნება უტყუარი, თუ იგი იმაზე მეტ გავლენას ახდენს მართლმსაჯულებაზე, ვიდრე ეს მისი ბუნებიდან უნდა გამომდინარეობდეს. მტკიცებულება არ უნდა უქმნიდეს ფაქტების დამდგენს მცდარ წარმოდგენას ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოების არსებობის ან არარსებობის თაობაზე“ (საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის N1|1|548 გადაწყვეტილება).

 

სასამართლო ბრალდების მხარის მტკიცებულებებს არ მიიჩნევს უტყუარად და საკმარისად იმისათვის, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურდეს, გ------- ფ-------ის ბრალეულობა ოჯახურ ძალადობასა და ოჯახის წევრების მიმართ მუქარის განხორციელებაში, რადგანაც, ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა რაიმე პირდაპირი უტყუარი მტკიცებულება, იმისათვის, რომ - 2017 წლის სექტემბრის თვის დასაწყისში, ქ.ქუთაისში ბ----------------------------ში, თავის საცხოვრებელ სახლში, გ------- ფ-------ემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავის მამას, მ------- ფ-------ეს, კერძოდ: გაშლილი ხელი გაარტყა სახის მარჯვენა არეში, რის შედეგადაც მ------- ფ-------ემ განიხადა ფიზიკური ტკივილი; 2017 წლის 22 ოქტომბერს ქ.ქუთაისში ბ----------------------------ში, თავის საცხოვრებელ სახლში, გ------- ფ-------ემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავის დედას ე-–----------–--ეს, კერძოდ ხელი გაარტყა სახისა და ტანის არეში, რის შედეგადაც ე-–----------–--ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი; 2017 წლის ოქტომბრის დასაწყისში ქ.ქუთაისში, ბ----------------------------ში, თავის საცხოვრებელ სახლში, გ------- ფ-------ემ არასრულწლოვანი შვილის ი-----–- ფ-------ის თანდასწრებით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავის მეუღლეს ლ-------------ეს, კერძოდ: ხელი დაარტყა სახის არეში, რის შედეგადაც ლ-------------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი; 2017 წლის 28 ოქტომბერს დაახლეობით 16:00 საათზე, ქუთაისში ბ----------------------------ში თავის საცხოვრებელ სახლში, გ------- ფ-------ემ არასრულწლოვანი შვილის ი-----–- ფ-------ის თანდასწრებით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავის მეუღლეს ლ-------------ეს, კერძოდ ფეხი ჩაარტყა ფეხში, რის შედეგადაც ლ-------------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი; 2017 წლის 28 ოქტომბერს, დაახლოებით 16:00 საათზე ქ.ქუთაისში, ბ----------------------------ში, თავის საცხოვრებელ სახლში გ------- ფ-------ე თავის დედას ე-–----------–--ეს, მამას მ------- ფ-------ეს და მეუღლეს ლ-------------ეს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობითა და მათი საცხოვრებელი სახლის დაწვით, რის შედეგადაც მათ გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. მტკიცების ტვირთის თვალსაზრისით ბრალდების მხარის მიერ მითითებული გარემოებები ვერ სცილდება ვარაუდს და არსებობს მხოლოდ ეჭვის დონეზე, რაც, არ შეიძლება საფუძვლად დაედოს პირის დამნაშავედ ცნობას.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების თანახმად, მოწმის ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის კონსტიტუციურ-სამართლებრივ სტანდარტს, რის გამოც, სასამართლო იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არ არის გარდა მოწმეთა ირიბი ჩვენებებისა, სხვა არცერთი პირდაპირი მტკიცებულება, მიიჩნევს, რომ ბრალდებულ გ------- ფ-------ის მიმართ, წარდგენილი ბრალდებები დაუდასტურებელია და შეუძლებელია მას მსჯავრი დაედოს წარდგენილი კვალიფიკაციებით.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭიროა უტყუარი მტკიცებულებები. ამასთან, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტში მოიაზრება სწორედ პირდაპირი მტკიცებულებების არსებობის აუცილებლობა, რომელიც დამოკიდებულია ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და იძლევა პირდაპირი მტკიცებულების საფუძველზე, გამამტყუნებელი განაჩენის უპირობოდ გამოტანის შესაძლებლობას.

 

პირდაპირი მტკიცებულებებით უნდა დასტურდებოდეს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანი, რაც ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციისათვის არის სავალდებულო, რაც მთლიანად გამყარებულია მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით.

 

საქმის სასამართლო განხილვით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულ გ------- ფ-------ის მიმართ, არ არსებობს ეჭვის გამომრიცხავ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა მის ბრალეულობას, რადგანაც, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესოს კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულებების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ევს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ასევე, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

საქმის სასამართლო განხილვით, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე რომ, ბრალდებულ გ------- ფ-------ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არ იქნა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა ბრალდებულ გ------- ფ-------ის ბრალეულობაში, რის გამოც, გ------- ფ-------ე ცნობილი უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის სექტემბრის თვის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის 22 ოქტომბრის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2017 წლის ოქტომბრის თვის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2017 წლის 28 ოქტომბრის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის 28 ოქტომბრის ეპიზოდი) გათვალისწინებულ ბრალდებებში.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20, 255-ე, 258-260-ე, 268-ე, 270-ე, 271-272-ე, 275-280-ე და 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.გ------- ფ-------ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის სექტემბრის თვის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.

 

2. გ------- ფ-------ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის 22 ოქტომბრის თვის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.

 

3.გ------- ფ-------ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2017 წლის ოქტომბრის თვის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.

 

4. .გ------- ფ-------ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2017 წლის 28 ოქტომბრის თვის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.

 

5. გ------- ფ-------ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის 28 ოქტომბრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.

 

6. გ------- ფ-------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და გადახდილი გირაოს თანხა განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს მის შემტან პირს.

 

7. გამართლებულ გ------- ფ-------ეს განემარტოს მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ უფლების თაობაზე.

 

8. საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი: CD დისკი რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

9. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის ქუთაისის საქალაქო სასამართლოში შეტანის გზით.

 

მოსამართლე ლერი თედორაძე