განაჩენი

სისხლის სამართლის 01.04.2019
საქმის ნომერი
080100118002630291
დავის ტიპი
151
თარიღი
01.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/816-18 (N041290718004)

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

1 აპრილი 2019 წელი ქუთაისი

მოსამართლე ლერი თედორაძე

სხდომის მდივანი დავით დათიაშვილი

სხდომის სახე ღია

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - გ-------------ე

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - გ------- ო---ე

მამის სახელი: ი-----

დაბადების თარიღი: 1--------- წელი

პირადი ნომერი: 6----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: საშუალო

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლობა: მქონე

მცხოვრები (რეგისტრირებული): ქუთაისი, ნ------------------

მცხოვრები (ფაქტობრივად): ქ. ქუთაისი, ნ-----------------–---------------

 

ადვოკატი - თ-------------–--–-–---–-

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილი;

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. წარდგენილი ბრალდების თანახმად:

გ------- ო---ე ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 29 ივლისს, დაახლოებით 09:00 საათზე, ქუთაისში, ჯავახიშვილის ქუჩა #85-ში მდებარე საცხოვრებელ სახლთან გ------- ო---ე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს ნ----- ყ---------ეს, დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

საქმეში არსებული ნებისმიერ მტკიცებულების შეფასება ემყარება მტკიცებულებათა თავისუფალი შეფასების პრინციპს, რის გამოც, არც ერთ მტკიცებულებას არ გააჩნია წინასწარ დადგენილი ძალა. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია განისაზღვროს მტკიცების საგანში შემავალ რამდენად მნიშვნელოვან საკითხს ეხება იგი და როგორი დამაჯერებლობით და სიზუსტით ამტკიცებს დასადგენ გარემოებებს. აქედან გააჩნია პირდაპირ მტკიცებულებას მეტი მტკიცებულებითი ძალა ვიდრე არაპირდაპირ მტკიცებულებებს.

 

სასამართლომ ერთობლიობაში შეაფასა საქმის სასამართლო განხილვით მოპოვებული მტკიცებულებები და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდებული გ------- ო---ე, ცნობილი უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში, კერძოდ, სიცოცხლის მოსპობის მუქარაში, შემდეგი გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მოცემულ სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვით მოპოვებული ვერ იქნა დამაჯერებელი, პირდაპირი მტკიცებულებები წარდგენილი ბრალდების დასადასტურებლად, რადგანაც, ბრალდება თავის დასკვნას პირის ბრალდების შესახებ ამყარებს მხოლოდ მოწმეთა ირიბ ჩვენებებზე.

 

საქმეში არსებული მტკიცებულებების აღწერა:

 

მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულმა ნ----- ყ---------ემ დაადასტურა, რომ ამჟამად, მშობლებთან და მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს მშობლების საცხოვრებელ სახლში. ბრალდებულ გ------- ო---ესთან ქორწინებაში იმყოფებოდა 7 წლის განმავლობაში. ამჟამად განქორწინებულია და მუშაობს საავადმყოფოში მედდად. განმარტავს, რომ ბრალდებულთან თანაცხოვრების პერიოდში ეს უკანასკნელი თამაშობდა და პრობლემები ქონდა ფულად თანხასთან დაკავშირებით. რის გამოც, ეს უკანასკნელი ხშირად თხოვდა მას ფულად თანხებს და მის მიმართ აგრესიულად იყო განწყობილი, ლანძღავდა მას და დანით ხელში ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით და ითხოვდა მისგან ეშოვნა ფულადი თანხა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მისი მეუღლის მიმართ შედგნილი იქნა შემაკავებელი ორდერი, რომლის ვადის გასვლის შემდეგ ის ისევ მივიდა მასთან სახლში. მოწმის განმარტებით, ერთხელ გ------- ო---ემ დაიბარა მამამისთან ერთად, რა დროსაც დაუწყო მას ჩხუბი და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. ასევე დახვდა მას საავადმყოფოსთან როდესაც იგი სამსახურში მიდიოდა და ისევ დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. რის გამოც, მოუწია მას საპატრულო პოლიციის გამოძახება. განმარტავს, რომ გ------- ო---ეს სურდა მასთან შერიგება და ამის გამო ემუქრებოდა მას. დაზარალებულის განმარტებით მას გაუჩნდა სიცოცხლის მოსპობის შიში, რადგანც მიიჩნევს, რომ მის ყოფილ მეუღლეს შეეძლო მუქარის განხორციელება. ასევე ტელეფონზე უგზავნიდა სმს-ებს სადაც ასევე ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით. ერთხელ, როდესაც ბრალდებული მისული იყო მასთან ბინაში და სთხოვდა ფულად თანხას, იგი დაუკავშირდა დედამისს და სთხოვა სახლში მისვლა, როდესაც მისი მშობელი სახლში მივიდა და კარები გააღო, გ------- ო---ე მას სახლში დახვდა, ხოლო როდესაც საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ იგი გაიქცა სახლიდან. ამ უკანასკნელმა პოლიციაში განაცხადა, რომ თითქოს დანა იმიტომ ეჭირა ხელში, რომ ტელევიზორის ,,შნურის“ გაკეთება უნდოდა, რაც არ არის სინამდვილე. ადასტურებს, რომ განქორწინების შემდეგ მისი ყოფილი მეუღლის მხრიდან მის მიმართ ადგილი ქონდა სიცოცხლის მოსპობის მუქარას. რის გამოც ქონდა შიში. განმარტავს, რომ ამჟამად ცოტა მშვიდად არის, რადგანაც მისი მეუღლე არის დაკავებული. ადასტურებს, რომ 2018 წლის 28 ივლისს, როდესაც მივიდა სამსახურში მისი ყოფილი მეუღლე გ------- ო---ე იქ დახვდა შენობის გარეთ და ასევე შევიდა მასთან ერთად შენობის შიგნითაც, სადაც შენობის დერეფანში, მის მიმართ ისევ განახორციელა სიცოცხლის მოსპობის მუქარა. წინა დღით იგი იმყოფებოდა ბავშვთან ერთად, როდესაც დაუძახა მას და ბავშვის თანდასწრებით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. მხარის შუამდგომლობის საფუძველზე გამოქვეყნდა დაზარალებულის გამოკითხვის ოქმის ნაწილი, სადაც დაზარალებული განმარტავს, რომ ,,2018 წლის 28 ივლისს დილით დაახლოებით 09:00 სთ-ზე როდესაც ფეხით მივუყვებოდი ქუთაისის ჯავახიშვილის ქუჩა N85-ში განთავსებული ჩემი სამსახურის მიმართულებით და უკვე თითქმის მისული ვიყავი, გ------- დამხვდა ქუჩაში და დამიწყო ლანძღვა გინება და მუქარა, რომ თუ არ შევურიგდებოდი მომკლავდა და ა.შ. მე გავერიდე მას და სამსახურში შევედი, რის შემდეგაც მან მე თავი დამანება და შემდეგ არ შემხმიანებია. ვერ დავრეკე მაშინვე პოლიციაში, ვინაიდან იმ დროს 24 საათიანი მორიგე ვიყავი და სამსახურიდან ვერ გამოვიდოდი, ამიტომ მე პოლიციაში სახლში მისვლის შემდეგ დავრეკე“, დაზარალებულმა დაადასტურა გამოქვეყნებული გამოკითხვის სისწორე. განმარტავს, რომ მის ყოფილ მეუღლესთან ამ შეხვედრას არავინ არ ესწრებოდა, ისე ხალხი იყო ირგვლივ. ადასტურებს, რომ გ------- ო---ის მხრიდან მის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარას რამდენჯერმე ქონდა ადგილი. მათ შორის 2018 წლის 28 ივლისს.

 

საქმის სასამართლო განხილვის დროს, მოწმის სახით დაკითხულმა მ------ ყ---------ემ განმარტა, რომ ბრალდებული გ------- ო---ე არის მისი შვილის ნ----- ყ---------ის ყოფილი მეუღლე, რომელიც ხშირად თამაშობდა აზარტულ თამაშებს, რის გამოც, ქონდა ეკონომიური პრობლემები და დაძაბული ურთიერთობა მეუღლესთან, რის გამოც, ისინი დაშორდნენ ერთმანეთს, ამჟამად, ერთად აღარ ცხოვრობენ. განმარტავს, რომ ამის შემდეგ მისმა სიძემ დაიბარა მისი ქალიშვილი შესახვედრად, როდესაც მისი შვილი წავიდა მასთან შესახვედრად თავადაც გაჰყვა მას, როდესაც შეხვდნენ ბრალდებულს ამ უკანასკნელმა მისი თანდასწრებით უთხრა მის ქალიშვილს, რომ თუ არ შეურიგდებოდა მოკლავდა მას. განმარტავს, რომ შემაკავებელი ორდერი გაცემული იყო მისი სიძის მიმართ ორჯერ, ხოლო მისი ქალიშვილის მიმართ ერთხელ. განმარტავს, რომ მისი ქალიშვილის მიმართ, როგორც იცის ადგილი ჰქონდა ცემის ფაქტსაც მისი სიძის მხრიდან, ხოლო თვითონ რასაც შეესწრო იყო ის, რომ იგი დაემუქრა მის შვილს სიცოცხლის მოსპობით. განმარტავს, რომ მისი სიძის მხრიდან მის ქალიშვილზე სამსახურში დამუქრების ფაქტთან დაკავშირებით იცის მხოლოდ მისი ქალიშვილის მონაყოლიდან, ხოლო ამ ფაქტს თავად არ შესწრებია. ადასტურებს, რომ მის ქალიშვილს ჰქონდა შიში ბრალდებულის მხრიდა განხორციელებული მუქარის გამო. განმარტავს, რომ მისი ყოფილი სიძე- ბრალდებული გ------- ო---ე მის ქალიშვილს უგზავნიდა მუქარის შემცველ SMS-ებს, რაც ახლაც შენახული აქვს. როგორც მისმა ქალიშვილმა განუმარტა, სამსახურში მომხდარი ფაქტი არ მომხდარა უშუალოდ შენობაში, ისინი გარეთ სამსახურის ეზოში გასულან სალაპარაკოდ.

 

საქმის სასამართლო განხილვის დროს, მოწმის სახით დაკითხულმა მ-----------–-–---–მა განმარტა, რომ ბრალდებული გ------- ო---ე არის მისი შვილის ნ----- ყ---------ის ყოფილი მეუღლე. როდესაც გ------- ო---ე მისი ოჯახის სიძე გახდა არაჩვეულებრივი დამოკიდებულება ჰქონდათ მის მიმართ. მოგვიანებით გაიგო, რომ მისი სიძე ყოფილა აზარტული თამაშების მოყვარული, რომლის შესახებაც მის შვილს უფრო ადრე სცოდნია. აღნიშნულის შესახებ ხშირად ქონდათ საუბარი გ------- ო---ესთან, რომ აზარტული თამაშებისთვის თავი დაენებებინა და ისიც პირდებოდათ, რომ ასე მოიქცეოდა, თუმცა პირობას არ ასრულებდა. განმარტავს, რომ ერთხელ მისმა ქალიშვილმა დაურეკა ძალიან განერვიულებულმა და გაღიზიანებულმა სთხოვა მასთან მისვლა, როდესაც მივიდა იქ გ------- ო---ე დახვდა დანით ხელში, რომელიც კომპიუტერთან იჯდა და რას აკეთებდა ზუსტად არ იცის და ითხოვდა თანხის მიცემას. განმარტავს, რომ ამის შემდეგ დარეკა პოლიციაში და მოხდა შემაკავებელი ორდერის გამოწერა გ------- ო---ის მიმართ, ხოლო მისი შვილი ნ----- ყ---------ე წაიყვანა მასთან სახლში. ამის შემდეგ მოხდა მის შვილსა და გ------- ო---ეს შორის განქორწინება, რის შემდეგაც იმედი ქონდა, რომ მისი შვილი ნ----- ყ---------ე მოახერხებდა დამშვიდებას, თუმცა გ------- ო---ე ძალიან ხშირად მუქარის შემცველი SMS-ების უგზავნიდა მის შვილს. განმარტავს, რომ აღნიშნული სმს-ები ძირითადად იყო სიცოცხლის მოსპობით დამუქრების შინაარსის შემცველი. განმარტავს, რომ ამის შემდეგ ყოფილა ის ფაქტი, როდესაც გ------- ო---ეს მიუკითხავს მის შვილისთვის სამსახურში და დამუქრებია მას, თუმცა ამ ფაქტს თავად არ შესწრებია. ადასტურებს, რომ ერთხელ გ------- ო---ის დარეკვის საფუძველზე, მისი მეუღლე და მისი შვილი წავიდნენ მასთან შესახვედრად, სადაც გ------- ო---ე სიცოცხლის მოსპობით დამუქრებია მის შვილს. განმარტავს, რომ გ------- ო---ე მისი მისამართითაც აგზავნიდა მუქარის შემცველ სმს-ებს. განმარტავს, რომ მისი შვილის ნ----- ყ---------ის მიმართაც მოხდა შემაკავებელი ორდერის გამოწერა. განმარტავს, რომ ზემოთ აღნიშნული ფაქტის გარდა (როდესაც დანა ეჭირა ხელში გ------- ო---ეს) თავად სხვა რაიმე ძალადობის ფაქტს პირადად არ შესწრებია. განმარტავს, რომ შემაკავებელი ორდერი მისი ქალიშვილის მიმართ გამოიცა იმის გამო, რომ ის სახლში არ უშვებდა გ------- ო---ეს, თუმცა ამას ის პირადად არ შესწრებია. ასევე არ იცის თუ რა თანხას ითხოვდა გ------- ო---ე მისი შვილისაგან, მან ერთხელ მათთან სახლში მიიტანა თანხა და უთხრა, მის სიძეს დაწყნარებულიყო. განმარტავს, რომ არ შესწრებია იმ ფაქტს, რომ მის ქალიშვილს გ------- ო---ის სახელფასო ანგარიშიდან დიდი ოდენობის ფულადი თანხა გამოეტანა. ასევე განმარტავს, რომ არ იცის თუ ვინ შეიძინა ის საცხოვრებელი ბინა, რომელშიც მისი ქალიშვილი და სიძე ცხოვრობდნენ.

 

მოწმის სახით დაკითხულმა დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა ბ--------–----მ განმარტა, რომ მონაწილეობას იღებდა გ------- ო---ის მიმართ სისხლის სამართლის საქმის გამოძიებაში. რომელიც აღძრული იქნა ოჯახური ძალადობის შესახებ არსებული შეტყობინების საფუძველზე. ადასტურებს, რომ მის მიერ იქნა გამოკითხული დაზარალებული ნ----- ყ---------ე, რომელმაც გამოკითხვის დროს განმარტა, რომ მისი მეუღლე გ------- ო---ე ემუქრებოდა მას სიცოცხლის მოსპობით. ადასტურებს, რომ მოწმის სახით გამოკითხა დაზარალებულ ნ----- ყ---------ის დედა მ-----------–-–---–ი. მონაწილეობას იღებდა გ------- ო---ის დაკავებაში. ამ უკანასკნელს წარუდგინა და გააცნო ბრალდება. ასევე გაუცვალა მას საქმეში არსებული მტკიცებულებები. განმარტავს, რომ მის მიერ იქნა გამოთხოვილი გ------- ო---ის მიმართ არსებული შემაკავებელი ორდერის ასლები. სასამართლოდან გამოითხოვა განაჩენი გ------- ო---ის მიმართ, ოჯახური ძალადობის ფაქტზე, ასევე, საქმეს დაურთო პოლიციის თანამშრომლების სამხრე ჩანაწერებიც. განმარტავს, რომ გ------- ო---ის დაკავების საფუძველი იყო დაზარალებულ ნ----- ყ---------ის ჩვენება, ასევე, ის გარემოება, რომ გ------- ო---ეს ადრეც ქონდა ჩადენილი ძალადობა მისი მეუღლის მიმართ, რაზედაც არსებობდა განაჩენიც. აღნიშნულის გათვალისწინებით, არსებობდა საფუძვლიანი შიში იმისა, რომ იგი კვლავ მოახდენდა ძალადობრივ ზემოქმედებას დაზარალებულზე და ასევე, დაზარალებულიც მიუთითებდა, რომ გ------- ო---ე მის მიმართ იყო აგრესიულად განწყობილი.

 

სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს, ხოლო მტკიცებულებათა უტყუარობა დამოკიდებულია მათი სანდოობის მაღალი ხარისხით არსებობის შემთხვევაში.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის ”დ” ქვეპუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, პირს რომელსაც ბრალი ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში, უფლება აქვს სასამართლოში დაიკითხოს ან დააკითხინოს ბრალდების მოწმეები, გამოიძახოს და დააკითხინოს დაცვის მოწმეები, ბრალდების მოწმეთა თანაბარ პირობებში.

 

მოწმის სახით დაკითხულმა ბრალდებულმა გ------- ო---ემ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და განმარტა, რომ მუშაობს N3-ე სამხედრო ბრიგადაში ოცეულის სერჟანტად. მეუღლეს ნ----- ყ---------ეს დაშორდა 2018 წლის აპრილის თვეში. მისი მეუღლე მუშაობს დიაგნოსტიკურ ცენტრში ჯავახიშვილის ქუჩაზე. ადასტურებს, რომ 2018 წლის 28 ივლისს ნამდვილად მიაკითხა მეუღლეს ნ----- ყ---------ეს სამსახურში. იმის გამო, რომ ადვოკატთან გასაუბრების შემდეგ, საჭიროდ ჩათვალა პირადად მისულიყო მასთან, აეხსნა შექმნილი მდგომარეობა და შერიგებოდა მას. მათი შეხვედრა შედგა სამსახურის წინ კამერების ქვეშ. შეხვედრამდე ნ----- დაუკავშირდა მას, უთხრა, რომ შეხვედროდნენ ერთმანეთს და გადაეწყვიტათ შერიგებოდნენ თუ არა ერთმანეთს. განმარტავს, რომ ამ შეხვედრამდე ესაუბრა მისი მეუღლის ადვოკატს, რომელმაც ურჩია, რომ შერიგებოდა ნ-----ს. ამ შეხვედრის შემდეგ, 2018 წლის 29 ივლისს მიაკითხეს მას პოლიციის თანამშრომლებმა და დააკვეს იგი. განმარტავს, რომ მის მეუღლეს ნ----- ყ---------ეს არასოდეს არ დამუქრებია, მისი მხრიდან არანაირი მუქარა არ ყოფილა. ნ----- არის მისი შვილის დედა და სურდა, რომ იგი კარგად ყოფილიყო. ადასტურებს, რომ 28 ივლისს მან ნ-----სგან მოითხოვა მისი სახელფასო ბარათი, რომელიც მან ვერ ნახა და ამის გამო შეაგინა, რის გამოც, უჩივლა მას. განმარტავს, რომ მის მეუღლეს ნ----- ყ---------ეს იმიტომ შეაგინა, რომ ვერ ნახა მისი სახელფასო ბართი, რომელზედაც ჰქონდა დარიცხული ფული და ამის შესახებ კითხა ნ-----ს. ამ დროს ხელში ეკავა დანა და ალბათ ამის გამო დარეკეს. განმარტავს, რომ ნ----- ყ---------ეს და მის დედას უნდათ, რომ მისი ბინა ჩაიგდონ ხელში, ბინა მისმა მამამ უყიდა შვილიშვილს და ამ შვილისგან ნაჩუქრობის ხელშეკრულებით მიიღო მისმა ცოლმა ნ----- ყ---------ემ. ნ-----ს დედის მიერ დარეკვის შედეგად მოხდა ყველაფერი იმიტომ, რომ თავად ბინა რომ ვერ დაიბრუნოს, რასაც ადასტურებს ნ-----ს დედის მიერ მის სახელზე გაგზავნილი სმს-ები ,,ქუჩაში დაგტოვებო“. ადასტურებს, რომ მეუღლის მამასთან ქონდა კარგი ურთიერთობა, ხოლო მეუღლის დედას ის არ უნდოდა. განმარტავს, რომ მის ყოფილს მეუღლეს ნ----- ყ---------ეს შეხვდა იმის გამო, რომ თვითონ ნ-----მ მისწერა მას და უთხრა, რომ შეხვედროდნენ ერთმანეთს. განმარტავს, რომ ამ შეხვედრის დროს მას ნ----- ყ---------ის მიმართ რაიმე მუქარა არ განუხორციელებია. ითხოვს გამართლებას.

 

დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისას, სასამართლო ითვალისწინებს, რომ ნებისმიერი ფაქტის თუ გარემოების არსებობა ან არარსებობა ლოგიკურად უნდა მომდინარეობდეს საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან, ამდენად, რელევანტურია ნებისმიერი მტკიცებულება, რომელიც კონკრეტული სისხლის სამართლის საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტის, გარემოების ან ვარაუდის დამტკიცებას ან მის უარყოფას ახდენს.

 

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ,,სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე, სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრობითობის საფუძველზე“ რაც ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს, რომ სასამართლოს შემაჯამებელი გადაწყვეტილების განაჩენის გამოტანის დროს უფლება არა აქვს თავისი დასკვნების დასადასტურებლად გამოიკვლიოს ის მტკიცებულებები, რომლებიც მხარეთ მონაწილეობით გამოკვლეული არ ყოფილა საქმის სასმართლო განხილვის დროს. ასევე, სასამართლო არ არის უფლებამოსილი იმსჯელოს და განაჩენს საფუძვლად დაუდოს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც არსებითად სცილდება ბრალდებულისათვის წარდგენილ ბრალდების შინაარსს და შეიცავს სხვა დანაშაულის შემადგენლობისათვის დამახასიათებელ გარემოებებს. მოცემულ შემთხვევაში, გამოძიების მიერ სასამართლოში განსახილველად შემოსული იქნა სისხლის სამართლის საქმე, რომელიც შეეხებოდა მხოლოდ ერთ ფაქტობრივ გარემოებას, კერძოდ, ბრალდებულ გ------- ო---ის მიერ, 2018 წლის 29 ივლისს (დაზარალებულის ჩვენების თანახმად, ფაქტს ადგილი ქონდა 2018 წლის 28 ივლისს) დაახლეობით დილის 09:00 საათზე, ქ.ქუთაისში, ჯავახიშვილის ქუჩა N85-ში მდებარე საცხოვრებელ სახლთან მის ყოფილ მეუღლის ნ----- ყ---------ის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარის განხორციელების ფაქტს, რითაც, ბრალდების თანახმად, დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. საკითხის გადაწყვეტის მიზნით სასამართლო ვერ შეაფასებს, როგორც დაზარალებულ ნ----- ყ---------ის, ასევე, მოწმეების: მერაბ ყ---------ის, მ-----------–-–---–ის ჩვენებებში მითითებულ იმ ფაქტობრივ გარემოებას, სადაც ისინი განმარტავენ, რომ ბრალდებულ გ------- ო---ის მხრიდან, წარდგენილი ბრალდებით გათვალისწინებული შემთხვევამდე, რამდენჯერმე ქონდა ადგილი დაზარალებულისადმი სიცოცხლის მოსპობის მუქარის განხორციელების ფაქტს, რადგანაც, აღნიშნულ ფაქტები ბრალდებულის მიმართ გამოძიების მიერ წარდგენილი არ არის, ხოლო, რაც შეეხება განსახილველ შემთხვევაში, ბრალდებულის მიმართ, 2018 წლის 29 ივლისის ფაქტზე წარდგენილ ბრალდებას, იგი გარდა დაზარალებულის ჩვენებისა და ირიბი მტკიცებულებებისა, დადასტურებული არ არის საქმის სასამართლო განხილვით გამოკვლეული არცერთი სხვა პირდაპირი მტკიცებულებით. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიდის იმ დასკვნამდე, რომ წარდგენილი ბრალდება დადგენილი და დადასტურებული არ არის ერთმანეთთან შეთანხმებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული პირდაპირი მტკიცებულებებით, რომლებიც უშუალოდ დაადასტურებდა დაზარალებულის ჩვენებაში მითითებულ გარემოებებს და წარდგენილი ბრალდებით გათვალისწინებულ მართლსაწინააღმდეგო ქმედებას. იმის გათვალისწინებით, რომ მხოლოდ დაზარალებულის ჩვენება არ წარმოადგენს გამამტყუნებელი განაჩენისათვის გამოსატანად გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასადგენ გარემოებას, რადგანაც იგი არ დასტურდება საქმის სასამართლო განხილვით გამოკვლეული სხვა პირდაპირი მტკიცებულებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და გამოკვლეული არ ყოფილა საკმარისი მტკიცებულებები პირის ბრალეულობის დასადასტურებლად.

 

ქმედების სამართლებრივი შეფასება:

 

გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული სტანდარტი, თავისი შინაარსით, ეს არის სასამართლოს მიერ, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. ეს არის მტკიცებულებითი სტანდარტის ყველაზე მნიშვნელოვანი გარემოება, რადგანაც, მოცემულ შემთხვევაში, მთავარი აქცენტი გადატანილია არა ვარაუდზე, არამედ, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებების შედეგად, ცალკეული ფაქტების არსებობაზე, რომელთა გამოკვლევის შედეგად არ უნდა დარჩეს გონივრული ეჭვი ბრალდებულისათვის წარდგენილი ბრალდების ჭეშმარიტებაში, წინააღმდეგ შემთხვევაში ნებისმიერი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

მტკიცებულებების დამაჯერებლობა უპირველეს ყოვლისა გამოიხატება იმაში, თუ რა სიზუსტით შეუძლია მას დაადასტუროს ან უარყოს ესა თუ ის ფაქტი თუ გარემოება.

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე ,,სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას“, რაც, გულისხმობს ყველა მტკიცებულების ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების საფუძველზე, ამ მტკიცებულებათა შემხებლობას დასადგენ ფაქტობრივ გარემოებებთან.

 

სასამართლომ მხარეთა მონაწილეობით განიხილა, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიაჩნია, რომ საქმეში არ არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებულ აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ბრალდებულ გ------- ო---ის მიერ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენას, რაც საფუძველი გახდებოდა საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მუქარისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, უპირველეს ყოვლისა, ვლინდება ამ მუხლის დისპოზიციაში, სადაც მითითებულია, რომ ამ დანაშაულად მიჩნეულია სიცოცხლის მოსპობის, ან ჯანმრთელობის დაზიანების, ანდა ქონების განადგურების მუქარა, რა დროსაც, იმას ვისაც ემუქრებიან უნდა გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

მუქარის შემადგენლობისათვის აუცილებელია, არა ზოგადი ხასიათის მოქმედების განხორციელების გამომჟღავნება, არამედ, ამ შემთხვევაში მუქარის განმახორციელებელი პირი კონკრეტულ ადამიანს უნდა ემუქრებოდეს კონკრეტული ძალადობის ჩადენით, რაც იმას ნიშნავს, რომ მუქარა აუცილებლად უნდა იყოს დაკონკრეტებული და გამოიხატებოდეს სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარაში.

 

განსახილველ შემთხვევაში ბრალდებულის მიერ ნ----- ყ---------ის მიმართ მუქარის განხორციელების ფაქტი საქმის სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეული მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადგენილი და დადასტურებული ვერ იქნა, რის გამოც, საქმის სასამართლო განხილვით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, სასამართლო იზიარებს დაცვის მხარის განმარტებას, ბრალდებულ გ------- ო---ის უდანაშაულობის შესახებ, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისი არ არის მასზე წარდგენილი ბრალდებით პირის დამნაშავედ ცნობისათვის. ბრალდების მხარის მიერ არ არის წარმოდგენილი რაიმე უტყუარი, პირდაპირი მტკიცებულება, გარდა მოწმეთა ირიბი ჩვენებისა, რაც, ერთობლიობაში ვერ ადგენს ბრალდებულის მხრიდან ქონდა თუ არ ადგილი დაზარალებულის მიმართ, რაიმე სახის მუქარას. აღნიშნულის საწინააღმდეგო, რაიმე უტყუარი მტკიცებულება, ბრალდების მხარის მიერ, სასამართლოში არ არის წარმოდგენილი და გამოკვლეული, რომელიც გააბათილებდა დაცვის მხარის მოთხოვნის არგუმენტაციას და მის გაზიარებაზე უარის თქმის საფუძველი გახდებოდა, მხოლოდ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და გამოკვლეული ირიბი მტკიცებულებები, ზოგადად ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა და მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფუძველს, რადგანაც, გასათვალისწინებელია, რომ ,,მტკიცებულება ადეკვეტურად უნდა ასახავდეს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი, მტკიცებულება ვერ იქნება უტყუარი, თუ იგი იმაზე მეტ გავლენას ახდენს მართლმსაჯულებაზე, ვიდრე ეს მისი ბუნებიდან უნდა გამომდინარეობდეს. მტკიცებულება არ უნდა უქმნიდეს ფაქტების დამდგენს მცდარ წარმოდგენას ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოების არსებობის ან არარსებობის თაობაზე“ (საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის N1|1|548 გადაწყვეტილება).

 

სასამართლო ბრალდების მხარის მტკიცებულებებს არ მიიჩნევს უტყუარად და საკმარისად იმისათვის, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურდეს, გ------- ო---ის ბრალეულობა მის მიერ ნ----- ყ---------ის მიმართ, რაიმე სახის მუქარის განხორციელებაში, რადგანაც, ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა, გარდა დაზარალებულის ჩვენებისა, რაიმე პირდაპირი უტყუარი მტკიცებულება, იმის დასადასტურებლად, რომ 2018 წლის 29 ივლისს, დაახლოებით 09:00 საათზე, ქუთაისში, ჯავახიშვილის ქუჩა #85-ში მდებარე საცხოვრებელ სახლთან გ------- ო---ე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს ნ----- ყ---------ეს და დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. მტკიცების ტვირთის თვალსაზრისით ბრალდების მხარის მიერ მითითებული გარემოებები ვერ სცილდება ვარაუდს და არსებობს მხოლოდ ეჭვის დონეზე, რაც, არ შეიძლება საფუძვლად დაედოს პირის დამნაშავედ ცნობას.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების თანახმად, მოწმის ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის კონსტიტუციურ-სამართლებრივ სტანდარტს, რის გამოც, სასამართლო იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არ არის, გარდა მოწმეთა ირიბი ჩვენებებისა, სხვა არცერთი პირდაპირი მტკიცებულება, მიიჩნევს, რომ ბრალდებულ გ------- ო---ის მიმართ, წარდგენილი ბრალდება დაუდასტურებელია და შეუძლებელია მას მსჯავრი დაედოს წარდგენილი კვალიფიკაციით.

 

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტში მოიაზრება პირდაპირი მტკიცებულებების არსებობის აუცილებლობა, რომელიც დამოკიდებულია ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და იძლევა პირდაპირი მტკიცებულების საფუძველზე, გამამტყუნებელი განაჩენის უპირობოდ გამოტანის შესაძლებლობას.

 

პირდაპირი მტკიცებულებებით უნდა დასტურდებოდეს დანაშაული შემადგენლობის ყველა ნიშანი, რაც ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციისათვის არის სავალდებულო, რაც მთლიანად გამყარებული მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესოს კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულებების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ევს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ასევე, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

საქმის სასამართლო განხილვის დროს დაკითხული მოწმეთა ჩვენებების და საქმეში არსებული სხვა მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე რომ, ბრალდებულ გ------- ო---ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არ იქნა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა ბრალდებულ გ------- ო---ის ბრალეულობაში, რის გამოც, გ------- ო---ე ცნობილი უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ბრალდებაში.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20, 255-ე, 258-260-ე, 268-ე, 270-ე, 271-272-ე, 275-280-ე და 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. გ------- ო---ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

2. გ------- ო---ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და გ------- ო---ე დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

3. გამართლებულ გ------- ო---ეს განემარტოს მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ უფლების თაობაზე.

 

4. საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება საპატრულო პოლიციის დეპარტამენტიდან გადმოგზავნილი CD დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის ქუთაისის საქალაქო სასამართლოში შეტანის გზით.

 

მოსამართლე ლერი თედორაძე