განაჩენი

სისხლის სამართლის 12.04.2019
საქმის ნომერი
330100118002699647
თარიღი
12.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

საქმე №1/4----18

(0-----------)

12 აპრილი, 2019 წელი თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

მოსამართლე - დალი მეტრეველი

სხდომის მდივანი - ანა გაბუნია

ბრალდების მხარე:

პროკურორი - მ-------------–-–---–ი,დაცვის მხარე:

ბრალდებული - რ--------------ა (პ/ნ 5----------), დაბადებული 1----–-–-----------ს, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლევი, რეგისტრირებული: წ--–----------------–---–--, ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, ც------------ში,ადვოკატი - ნ-------–-----,კვალიფიკაცია:

საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლ-- სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ;

საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლ-- სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ;

საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლ--ნი შიში.

სხდომის სახე: ღია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

წარდგენილი ბრალდების არსი:

1. 2014 წლიდან დღემდე, რ--------------ა თავის მეუღლეს - ლ-----------------ას, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, სისტემატურად აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას, როგორც ცალკე, ისე - არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით. 2014 წლის ნ-------ის თვეში, წ--–----------------ის სოფელ ლ--ში, რ--------------ამ, არასრულწლოვანი შვილის - რ---- კ-------ას თანდასწრებით, სახეში ერთხელ ჩაარტყა ხელი ლ-----------------ას, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. (საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი).

 

2. 2014 წლიდან დღემდე, რ--------------ა თავის მეუღლეს - ლ-----------------ას სისტემატურად, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას, როგორც ცალკე, ისე - არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით. 2014 წლის დ-------ის თვეში, წ--–----------------ის სოფელ ლ--ში, რ--------------ამ, არასრულწლოვანი შვილების - რ---- და ნ--- კ-------ების თანდასწრებით, სახეში ორჯერ ჩაარტყა ხელი ლ-----------------ას, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. (საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი)

 

3. 2014 წლიდან დღემდე, რ--------------ა თავის მეუღლეს - ლ-----------------ას, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, სისტემატურად ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, რის გამოც ლ-----------------ას ყოველ ჯერზე უჩნდებოდა მუქარის განხორციელების საფუძვლ--ნი შიში და ადგებოდა მორალური ზიანი. 2018 წლის 1-------------ს, დღის საათებში, ქ. თბილისში, ა---–-------–-------–-----------------ე საჯარო სკოლის ტერიტორიაზე, რ--------------ა ლ-----------------ას დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, ხალხის წინაშე ყელის გამოჭრით, რაც ლ-----------------ამ, ბრალდებულის წარსულისა და მისი მხრიდან სისტემატური ძალადობის გათვალისწინებით აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლ--ნი შიში. (საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი)

სასამართლომ დაადგინა:

2018 წლის 1-------------ს, დღის საათებში, ქ. თბილისში, ა---–-------–-------–-----------------ე საჯარო სკოლის ტერიტორიაზე, რ--------------ა, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, ლ-----------------ას დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, ხალხის წინაშე ყელის გამოჭრით, რაც ლ-----------------ამ, ბრალდებულის წარსულის გათვალისწინებით, აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლ--ნი შიში.

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

შეტყობინების რეგისტრაციის ბარათის თანახმად, 2018 წლის 1-------------ს საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრს ეცნობა, რომ ქ. თბილისში, ა---–-------–-----------------------------------–-ს მიმდებარედ, ლ-----------------ას მისმა მეუღლემ - რ--------------ამ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაემუქრა.

2018 წლის 2-----------–ის N0----- შემაკავებელი ორდერის თანახმად, იგი გამოცემული იქნა რ--------------ას მიმართ მეუღლის, ლ-----------------ას სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტზე.

2018 წლის 1-------------ს N0----- შემაკავებელი ორდერის თანახმად, იგი გამოცემული იქნა რ--------------ას მიმართ მეუღლის, ლ-----------------ას სიტყვიერი შეურაცხყოფის და მუქარის ფაქტზე.

დაზარალებულმა ლ-----------------ამ, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ მან და რ--------------ამ 2002 წელს შექმნეს ოჯახი და 2018 წლის ივნისამდე ცხოვრობდნენ ერთად. ჰყავთ ორი შვილი - 16 წლის რ---- კ-------ა და 12 წლის ნ--- კ-------ა. თავდაპირველად ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ, თუმცა შემდეგ, მეუღლის რთული ხასიათის გამო, ურთიერთობა დაეძაბათ. რ--------------ა უმნიშვნელო მიზეზის გამო იწყებდა ჩხუბს, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ემუქრებოდა და მორჩილებას ითხოვდა მისგან. პირველ დიდ კონფლიქტს ადგილი ჰქონდა მაშინ, როცა ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა რ--------------ამ განუცხადა, რომ ვერ იტანდა ქალებს და დანის დემონსტრირებით დაემუქრა ყელის გამოჭრით. მეორე ბავშვზე ორსულობის დროს ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი რ--------------ა მას დაჩოქებას სთხოვდა. ამ კონფლიქტის განმუხტვა მხოლოდ მაზლის ჩარევის შედეგად მოხერხდა. ამავე ორსულობის დროს, 2006 წელს, რ--------------ამ მას უმოწყალოდ სცემა, მხოლოდ იმის გამო, რომ მისთვის შეპასუხება გაბედა. 2014 წელს (არ გამორიცხავს, რომ თარიღში ცდებოდეს) რ--------------ას მხრიდან ორჯერ ჰქონდა ადგილი მისთვის სახეში ხელის გარტყმას, რასაც მათი შვილებიც შეესწრნენ. ოჯახის შენარჩუნება სურდა და ამგვარ დამოკიდებულებას ითმენდა, თუმცა, შემდეგ, ბავშვები შეეცოდა, რომლებიც არსებულ ვითარებას ძალ--ნ განიცდიდნენ და მეუღლესთან დაშორების გადაწყვეტილება მიიღო. თავად რ--------------ა განქორწინებაზე კატეგორიულ უარს აცხადებდა და მის მიმართ აგრესიის გამოხატვას არ წყვეტდა. 2018 წლის 1-------------ს ქალიშვილი მიიყვანა სკოლაში. სკოლასთან მეუღლე დახვდა. იგი გაერიდა რ--------------ას, რომელიც ნ---ს გამოელაპარაკა. ნ---ს სკოლის შენობაში, საკლასო ოთახთან ელოდებოდა. რამდენიმე წუთში სკოლაში ნ--- და მამამისი შევიდნენ. ნ--- წიგნების ასაღებად წავიდა, რ--------------ა კი მას მიუახლოვდა, მკლავზე უხეშად მოქაჩა და აგრესიულად ჰკითხა, როდემდე აპირებდა მისგან თავის შორს დაჭერას. უპასუხა, რომ არ აპირებდა მასთან შერიგებას და სთხოვა თავი დაენებებინა მისთვის, რაზეც რ--------------ა გაღიზიანდა და დაემუქრა - ასე თავისუფლად არ გაცხოვრებ, ხალხის წინ გამოგჭრი ყელსო. როცა პოლიციაში დარეკვით დაემუქრა, პოლიციის მისამართით შეიგინა. მობილური ტელეფონი რომ დასარეკად მოიმარჯვა, რ--------------ა მაშინღა გაეცალა. დაზარალებულმა ლ-----------------ამ დაკითხვისას განმარტა, რომ მეუღლის ყოველთვის ეშინოდა და მისმა იმდღევანდელმა, სიცოცხლის მოსპობის მუქარამაც შეაშინა, მითუფრო, რომ რ--------------ა წარსულში მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვისთვისაა ნასამართლევი.

დაცვის მხარის მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულების, არასრულწლოვანი დაზარალებულის, რ---- კ-------ას, ბრალდებულისა და დაზარალებულის შვილის მიერ გამოძიების დროს მიცემული ჩვენების თანახმად, 2018 წლის 1-------------ს იმყოფებოდა სკოლაში. მეხუთე გაკვეთილის მსვლელობისას მის კლასში მამამისმა - რ--------------ამ შეიხედა. მამის სანახავად დერეფანში გავიდა. გარკვეული ხანი სხვადასხვა თემაზე ისაუბრეს, მამამ ისიც უთხრა, რომ დედასთან უნდოდა ლაპარაკი. გაკვეთილების დასრულების შემდეგ კლასიდან დერეფანში გამოსულმა იქ დედამისი - ლ-----------------ა დაინახა, რომელსაც ნამტირალევი თვალები ჰქონდა. მიხვდა, რომ მამამისმა აატირა. დედამ გასაღები მისცა და უთხრა სახლში წასულიყო. სკოლის ეზოდან გასვლისას დაინახა მამამისი, რომელმაც შესთავაზა ესაუბრათ, რაზეც გაბრაზებულმა უარი უთხრა. რ--------------ამ მიაძახა - წადი, წადი, ნახავ დედაშენი სახლში როგორი მოვაო. მოწმე რ---- კ-------ამ დაკითხვისას გაიხსენა 2014 წელს მომხდარი შემთხვევა, რა დროსაც რ--------------ამ ლ-----------------ას ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი ხელი გაარტყა სახეში. მოწმის განმარტებით, მას მანამდეც უნახავს, როგორ დაარტყა მამამ დედას. მანვე აღნიშნა, რომ რ--------------ა ხშირად ეჩხუბებოდა, აგინებდა, მოკვლით ემუქრებოდა და უმიზეზოდ ლანძღავდა ლ-----------------ას, რის გამოც მამასთან კარგი ურთიერთობა არ ჰქონდა.

დაცვის მხარის მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულების, არასრულწლოვანი დაზარალებულის, ნ--- კ-------ას, ბრალდებულისა და დაზარალებულის შვილის მიერ გამოძიების დროს მიცემული ჩვენების თანახმად, 2018 წლის 1-------------ს, დილით დედამ წაიყვანა სკოლაში. სკოლის წინ შეხვდათ მამამისი, რ--------------ა, რომელიც დაახლოებით სამი თვე იყო არ ენახა. დედამ მამასთან საუბარს თავი აარიდა და სკოლის ეზოში შევიდა. მცირე საუბრის შემდეგ მამას უთხრა, რომ აგვიანდებოდა და სკოლისკენ წავიდა, მამა სკოლის შენობაში შეჰყვა. კლასელები შემოხვდნენ და საკლასო ოთახისკენ მათთან ერთად წავიდა. მას შემდეგ მამა არ უნახავს. მოწმე ნ--- კ-------ამ ასევე განმარტა, რომ როცა რ--------------ა მათთან ცხოვრობდა, ხშირად უმიზეზოდ ეჩხუბებოდა, აგინებდა, ლანძღავდა და შეურაცხმყოფელ სიტყვებს ეუბნებოდა ლ-----------------ას, 2014 წელს კი, ერთ-ერთი ჩხუბისას, ხელიც დაარტყა სახეში.

ბრალდებულმა რ--------------ამ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ ცნო ნაწილობრივ, კერძოდ, აღიარა რა 2018 წლის 1-------------ს მეუღლის, ლ-----------------ას მიმართ მუქარის განხორციელების ფაქტი, განმარტა, რომ მასზე ფიზიკურად არასდროს უძალადია.

სასამართლომ გამოიკვლ-- რა სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, მივიდა დასკვნამდე, რომ მათი ერთობლიობა საკმარისია იმ ფაქტის დადასტურებულად მიჩნევისათვის, რომ 2018 წლის 1-------------ს ბრალდებული რ--------------ა სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს - ლ-----------------ას, რამაც ამ უკანასკნელს გაუჩინა მუქარის განხორციელების საფუძვლ--ნი შიში; რაც შეეხება ლ-----------------ას ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტთან დაკავშირებით რ--------------ას მიმართ წარდგენილ ბრალდებას - იგი საქმის არსებითი განხილვის შედეგად დადასტურებული ვერ იქნა.

ა) საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება (ორი ეპიზოდი)

 

კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით კრიმინალიზებულ-- ოჯახში ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლ-- ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. შესაბამისად, ოჯახში ძალადობა, როგორც ძალადობის ერთ-ერთი ტიპური გამოვლინება, სისხლის სამართლის კოდექსით ცალკეა ფორმირებული, რაც სახელმწიფოს შესაძლებლობას აძლევს სისხლისსამართლებრივი რეაგირება მოახდინოს ოჯახში ძალადობაზე, როგორც დღესდღეობით სახელმწიფოსა და საზოგადოების წინაშე მდგარ ურთულეს სოციალურ და სამართლებრივ პრობლემაზე.

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის დაცვის ობიექტია ოჯახის წევრთა ჯანმრთელობა, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში, აგრეთვე - პატივი და ღირსება.

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ჰყავს სპეციალური სუბიექტი - მსხვერპლის ოჯახის წევრი, მიღწეული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკს. სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლზე დართული შენიშვნის თანახმად, ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ფიზიკურ ან სისტემატურ ფსიქოლოგიურ ძალადობაში (ქმედება), მსხვერპლისთვის ფიზიკური ტკივილის ან მორალური ტრავმის მიყენებასა (შედეგი) და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. დანაშაულის შემადგენლობით მოცული „ძალადობა“ უნდა განიმარტოს ისე, როგორც სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლ ნაწილშია განმარტებული და იგი ფიზიკური ძალადობის ორ ხერხს - ცემასა და სხვაგვარ ძალადობას მოიცავს. აღსანიშნავია, რომ სისტემატურ ფიზიკურ ძალადობას არ მოიცავს საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის დისპოზიცია და ამგვარი ქმედება საქართველოს სსკ-ის 111, 126-ე მუხლის 12 ნაწილით (ოჯახის წევრის სისტემატური ცემა ან სხვაგვარი ძალადობა) კვალიფიცირდება.

მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, რ--------------ას ბრალად ედება საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულები (ორი ეპიზოდი) - „ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლ-- სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ“. ზემოაღნიშნული ბრალდების ფორმულირება (აღწერილობა) შეიცავს მითითებას, 2014 წლიდან მოყოლებული, რ--------------ას მიერ მისი მეუღლის, ლ-----------------ას სისტემატური, გენდერული დისკრიმინაციით მოტივირებული, ფიზიკური შეურაცხყოფის შესახებ და 2014 წლის ნოემბერსა და დეკემბერში განხორციელებული ამგვარი ძალადობრივი ქმედების ორი შემთხვევის, როგორც ერთმანეთისგან გამიჯნული ორი დანაშაულის, აღწერას.

სასამართლო თვლის, რომ ბრალდების შესახებ დადგენილების ზემოაღნიშნული მოცემულობა არ იძლევა ბრალდებული რ--------------ას მიმართ წარდგენილი ბრალდების არსისა და მოცულობის დადგენის შესაძლებლობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

რ--------------ას ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, - სადაც, საქართველოს სსსკ-ის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ჩამოყალიბებული უნდა იყოს იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების მკაფიო აღწერილობა, რომელსაც ბრალდების მხარე ედავება ბრალდებულს, - რ--------------ას ბრალად ედება სისტემატური ფიზიკური ძალადობის ორი ეპიზოდი, რომელთაგან თითოეული დამატებით მოიცავს ძალადობის ცალკეულ (2014 წლის ნ-------ისა და დ-------ის) შემთხვევას. სასამართლო თვლის, რომ ბრალდების ამგვარი ფორმულირება წინააღმდეგობრივია, რადგან დანაშაულის „სისტემატურობა“ თავის თავში მოიაზრებს დროის ხანმოკლე მონაკვეთში განხორციელებული დანაშაულის რამდენიმე ეპიზოდს და თითოეული ქმედების ცალ-ცალკე დაკვალიფიცირების საჭიროებას ან რამდენიმე „სისტემატური დანაშაულის“ შერაცხვის შესაძლებლობას გამორიცხავს.

დანაშაულებრივი ქმედების აღწერილობის მსგავსად, რ--------------ასთვის წარდგენილ ბრალდებას ნათელს ვერც პროკურორის მიერ მისი ქმედების სამართლებრივი შეფასება ჰფენს. როგორც უკვე აღინიშნა, ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, პროკურორის მიერ რ--------------ას ქმედებები დაკვალიფიცირდა, როგორც საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულები. მართალ-- ოჯახის წევრის მიმართ ფიზიკური ძალადობის ერთეული ფაქტები წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს, მაგრამ ამგვარი ძალადობის სისტემატურობა გვაძლევს სხვა, სსკ-ის 111,126-ე მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას. ამავე დროს საყურადღებოა, რომ ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, რ--------------ას მიერ ჩადენილ-- „ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება“, მაშინ, როცა რ--------------ას მიერ სისტემატურად ჩადენილ ფსიქოლოგიურ ძალადობაზე ბრალდებულის დანაშაულებრივ ქმედებათა აღწერილობაში პროკურორს მითითებული არ აქვს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ რ--------------ას მიმართ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება ბუნდოვანი და წინააღმდეგობრივია და არ იძლევა წარდგენილი ბრალდების არსის დადგენის და, აქედან გამომდინარე, - სასამართლოს მიერ ბრალდებულის ქმედების სამართლებრივი შეფასების შესაძლებლობას, ვინაიდან სწორედ ბრალი განსაზღვრავს სისხლის სამართლის პროცესში საქმის არსებითი განხილვის საგანს _ პროკურორმა, წარდგენილი ბრალდების ფარგლებში უნდა ამტკიცოს ბრალდებულის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა, სასამართლომ კი, იმ გარემოებების დადგენის შემდეგ - მოხდა თუ არა ფაქტი ან ქმედება, რომლის გამოც ბრალდებულს ბრალი აქვს წარდგენილი და ჩაიდინა თუ არა მან ბრალდებით გათვალისწინებული ქმედება, - უნდა მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება, რომელიც არ უნდა სცდებოდეს წარდგენილი ბრალდების ფარგლებს. შესაბამისად, ბრალდების შესახებ პროკურორის დადგენილებაში მკაფიოდ ფორმულირებული ბრალდების არარსებობა ქმნის სასამართლოს მხრივ ბრალდებიდან არამართლზომიერი გადახრის სერიოზულ რისკებს. სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდების ფორმულირებაში აღწერილი ერთჯერადი ძალადობრივი ფაქტის დადასტურების შემთხვევაშიც კი (2014 წლის ნ-------ის თვის და 2014 წლის დ-------ის თვის ეპიზოდები) გასულ-- ამ დანაშაულისათვის სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობის ხანდაზმულობის ვადა, ვინაიდან შესაძლო დანაშაული, კერძოდ, სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილი, (2014 წელს მოქმედი რედაქცია) მაქსიმალური სასჯელის სახით ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას 1 (ერთი) წლამდე ვადით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულთათვის (ორი ეპიზოდი) რ--------------ას მიმართ წაყენებული ბრალი საქმის სასამართლო განხილვისას დადასტურებული ვერ იქნა, რაც, წარდგენილ ბრალდებაში მისი გამართლების უპირობო საფუძველ--.

ბ) საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი

 

კანონმდებლის მიერ სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით კრიმინალიზებულ-- სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლ--ნი შიში.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლით განსაზღვრულ-- პასუხისმგებლობა ოჯახური დანაშაულისთვის, რაც განმარტებულ--, როგორც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჩადენილი ამავე კოდექსის 108-ე, 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 1331, 1332, 137-ე−141-ე, 143-ე, 144-ე−1443, 149-ე−1511, 160-ე, 171-ე, 187-ე, 253-ე, 255-ე, 2551, 3811 და 3812 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლის თანახმად, ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით. საქართველოს სსკ-ის მე-111 მუხლის შენიშვნის თანახმად, მეუღლე ამ მუხლის მიზნებისათვის ითვლება ოჯახის წევრებად.

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო თვლის, რომ ბრალდებული რ--------------ას აღიარება და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების (ლ-----------------ას, რ---- და ნ--- კ-------ების ჩვენებები, 2018 წლის 1-------------ს N0----- შემაკავებელი ორდერი) ერთობლიობა, - რომელიც სავსებით აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, - საკმარისია იმაში დასარწმუნებლად, რომ 2018 წლის 1-------------ს რ--------------ა სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს - ლ-----------------ას, რამაც ამ უკანასკნელს მუქარის განხორციელების საფუძვლ--ნი შიში გაუჩინა და აიძულა იგი სამართალდამცველი ორგანოსთვის მიემართა.

სასამართლომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები ასევე შეაფასა რ--------------ას ქმედებაში დისკრიმინაციული ნიშნების იდენტიფიცირების მიზნით. გამოკვლეულ მტკიცებულებათა ანალიზის შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდებულის მიერ ჩადენილი დანაშაული მოტივირებული იყო გენდერული უთანასწორობით, ქალის გენდერულ როლზე არსებული შეხედულებითა და სტერეოტიპული დამოკიდებულებით, რაც ნათლად ჩანს თანაცხოვრების პერიოდში დაზარალებულსა და ბრალდებულს შორის არსებულ ურთიერთობასა და ლ-----------------ას მიმართ რ--------------ას ქცევაში.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებული რ--------------ას ქმედებაში აშკარად იკვეთება საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლ--ნი შიში. შესაბამისად, რ--------------ა დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი ზემოაღნიშნული დანაშაულის ჩადენაში, რისთვისაც სასჯელად უნდა განესაზღვროს კანონით გათვალისწინებული სამართლ--ნი სასჯელი.

სასჯელის დასაბუთება:

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლ--ნობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლ--ნ სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

ამავე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.

საქართველოს სსკ-ის 531 მუხლის თანახმად, დანაშაულის ჩადენა გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით და ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებებია.

საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილის სანქციით დადგენილ ფარგლებში სასჯელის სახის განსაზღვრისას, სასამართლომ მხედველობაში მიიღო ბრალდებული რ--------------ას ნასამართლობა, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სახე და სპეციფიკა (ოჯახური დანაშაულისათვის დამახასიათებელ-- განმეორებითობის ტენდენცია, რაც თავისთავად ზრდის დანაშაულის რეციდივის რისკებს), პასუხისმგებლობის დამამძიმებელი მოტივი, - და მივიდა დასკვნამდე, რომ თავისუფლების აღკვეთაზე მსუბუქი სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას; ამავე დროს, სასამართლო თვლის, რომ რ--------------ას სასჯელად უნდა განესაზღვროს 01 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, ვინაიდან არსებობს საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლით გათვალისწინებული, მინიმალურ ზღვარზე უფრო მაღალი სასჯელის დადგენის კანონით დადგენილი აუცილებლობა (დანაშაულის რეციდივის გამო).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 255-ე, 258-260-ე, 268-277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

რ--------------ა ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში;

რ--------------ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

მსჯავრდებულ რ--------------ას სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 26 სექტემბრიდან.

ნივთიერი მტკიცებულება:

რ--------------ას პირადი ჩხრეკისას ამოღებული მობილური ტელეფონი და პირადი ნივთები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობითა აღჭურვილ პირს.

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:

§ განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე დალი მეტრეველი