განაჩენი

სისხლის სამართლის 17.04.2019
საქმის ნომერი
330100119002845499
თარიღი
17.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #--------

#------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

17 აპრილი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ელენე გოგუაძემ

ეკატერინა მანჯგალაძის მდივნობით

ბრალდების მხარე:

პროკურორი - თ------------------–ია

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - ჯ--------------–---–---–ი (პირდი N1----------), დაბადებული 1----–-–---------ს, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის მქონე, საშუალო განათლების მქონე, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, გ-–----------------–---–------------;

 

ადვოკატი - ი--------------ე

 

კვალიფიკაცია:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და ,,ე“ ქვეპუნქტები;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111. 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი.

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. წარდგენილი ბრალდების მიხედვით, ჯ--------------–---–---–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ჩადენილი არაერთგზის.

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 2 აპრილის განაჩენით ჯ--------------–---–---–ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 111. 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებისთვის მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით ნასამართლევმა ჯ--------------–---–---–მა 2019 წლის 8 იანვარს ოჯახური ძალადობა განახორციელა თავისი მეუღლის ლ--–--–-----–იას მიმართ, კერძოდ: ქ. თბილისში, გ-–--------------------------–---–-------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ერთხელ ძლიერად დაარტყა მუჭი მარცხენა ხელის კუნთში, რა დროსაც ლ--–--–-----–იამ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს ესწრებოდნენ ლ--–--–-----–იასა და ჯ--------------–---–---–ის შვილები: 10 წლის მ-------, 7 წლის ლ--- და 4 წლის ლ-----------–---–---–ები.

 

ე.ი. არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ ჯ--------------–---–---–მა ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით.

 

1.2. წარდგენილი ბრალდების მიხედვით, ჯ--------------–---–---–მა ჩაიდინა მუქარა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი არაერთგზის.

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 2 აპრილის განაჩენით ჯ--------------–---–---–ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ 111. 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებისთვის მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 111. 151-ე მუხლის პირველი ნაწილით ნასამართლევი ჯ--------------–---–---–ი 2019 წლის 8 იანვარს, ქ. თბილისში, გ-–--------------------------–---–-------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ოჯახური კომფლიქტის ნიადაგზე, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა თავის მეუღლეს, ლ--–--–-----–იას, რომელსაც გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ე.ი. არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ ჯ--------------–---–---–მა ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111. 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.

 

2. სასამართლომ დაადგინა:

2.1. სასამართლომ ჯ--------------–---–---–ი წარდგენილი ბრალდების ნაწილში, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111. 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (მუქარა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი არაერთგზის), უდანაშაულოდ ცნო, რადგან ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელთა ერთობლივი ანალიზისას, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდებოდა მის მიერ დანაშაულის ჩადენა.

 

2.2. ჯ--------------–---–---–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ჩადენილი არაერთგზის.

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 2 აპრილის განაჩენით ჯ--------------–---–---–ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ 111. 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებისთვის მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით ნასამართლევმა ჯ--------------–---–---–მა 2019 წლის 8 იანვარს ოჯახური ძალადობა განახორციელა თავისი მეუღლის ლ--–--–-----–იას მიმართ, კერძოდ: ქ. თბილისში, გ-–--------------------------–---–-------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ერთხელ ძლიერად დაარტყა მუჭი მარცხენა ხელის კუნთში, რა დროსაც ლ--–--–-----–იამ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს ესწრებოდნენ ლ--–--–-----–იასა და ჯ--------------–---–---–ის შვილები: 10 წლის მ-------, 7 წლის ლ--- და 4 წლის ლ-----------–---–---–ები.

 

ე.ი. ჯ--------------–---–---–მა ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით.

 

3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

3.1. მოწმე ბ-----------------–მა სასამართლოს მოახსენა, რომ იგი არის შსს გ-–-----------–--------------------–-------------------–----------- ინსპექტორ-გამომძიებელი და მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მან მონაწილეობა მიიღო ბრალდებულ ჯ--------------–---–---–ის დაკავებაში.

2019 წლის 9 იანვარს, დაახლოებით 01:45 საათზე ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც მას დაურეკა ოპერატიულმა მორიგემ და გადასცა, რომ მ--------–---–-------------ში ადგილი ჰქონდა ოჯახური ძალადობის ფაქტს. იგი თავის მეწყვილესთან - გ----------------თან ერთად გამოცხადდა აღნიშნულ მისამართზე. მათ სახლთან, ბავშვთან ერთად დახვდათ ინიციატორი ქალბატონი ლ--–--–-----–ია, რომელმაც უთხრა, რომ რამდენიმე წუთის წინ მისმა მეუღლემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით და მშობლებისა და დედმამიშვილების მოკვლით. ქალბატონი იყო აღელვებული და ტიროდა, იგი სამართალდამცავებს აჩვენებდა დანარტყამ ადგილს, რაზეც ჰქონდა დალურჯებები. სახლში ასევე იმყოფებოდნენ ბრალდებული ჯ--------------–---–---–ი, რომელიც სკამზე იჯდა და სიგარეტს ეწეოდა და არასრულწლოვანი ბავშვები, რომლებიც იყვნენ აღელვებულები, რადგან ისინი უშუალოდ შეესწრნენ ძალადობის ფაქტს. ერთი ბავშვი ტიროდა, მეორე კი სავარაუდოდ საბნის ქვეშ იმალებოდა. ბინა იყო ერთ ოთახიანი. სამართალდამცავებმა ადგილზე დააკავეს ჯ--------------–---–---–ი, რომელსაც მათთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია. ბრალდებული გაეცნო დაკავების ოქმს, რის შემდეგაც იგი გადაიყვანეს პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში.

 

3.2. მოწმე გ--------------ამ სასამართლოს მოახსენა, რომ იგი არის შსს გ-–-----------–--------------------–-------------------–----------- ინსპექტორ-გამომძიებელი და მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მონაწილეობა მიიღო ბრალდებულ ჯ--------------–---–---–ის დაკავებაში. 2019 წლის 9 იანვარს, თანამშრომელ ი-----------------–თან ერთად იმყოფებოდა მორიგე ჯგუფში, რა დროსაც მიიღეს შეტყობინება, რომ ს------–---–----–------------–---–-- ქუჩაზე, ადგილი ჰქონდა ოჯახური ძალადობის ფაქტს. ისინი მითითებულ მისამართზე რამდენიმე წუთში გამოცხადდნენ, სადაც სახლთან დახვდათ აღელვებული ქალბატონი. მან სამართალდამცავებს უთხრა, რომ იყო 1----–--–ს დაბადებული ლ--–--–-----–ია, მასთან სახლში იმყოფებოდა მისი მეუღლე ჯ--------------–---–---–ი, რომელმაც რამდენიმე წუთის წინ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და დაემუქრა მოკვლით. ისინი შევიდნენ სახლში, სადაც დახვდათ ჯ--------------–---–---–ი, რომელიც დააკავეს ოჯახში ძალადობის ბრალდებით.

 

3.3. გამომძიებელმა გ-------------–--ემ სასამართლოს მოახსენა, რომ მან მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე აწარმოა გამოძიება, რა დროსაც ჩაატარა სხვადასხვა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. 2019 წლის 9 იანვარს მის განყოფილებაში შევიდა შეტყობინება ს------–---–----–------------–---–-- ქუჩა N36-ში მომხდარ ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებით. მან დაარეგისტრირა საქმე და გაემართა მითითებულ მისამართზე. ადგილზე პოლიციელებს დაკავებული ჰყავდათ ჯ--------------–---–---–ი, ხოლო ქალბატონი ლ--–--–-----–ია იყო აღელვებული და იძახდა, რომ ,,ამას არ აპატიებდა თავის ქმარს’“. სახლში ასევე იყვნენ არასრულწლოვანი ბავშვები, რომლებიც იყვნენ აღელვებულები და ტიროდნენ. 112-ში ზარი განახორციელა დაზარალებულმა ქალბატონმა.

 

3.4. #4---- შეტყობინების ოქმით დასტურდება, რომ 2019 წლის 9 იანვარს, 01:42 საათზე ლ--–--–-----–იამ დარეკა 112-ში და განაცხადა, რომ მისმა მეუღლემ ქ. თბილისი, გ-–-----------–-------------- მ--------–---–-------------ში მასზე განახორციელა ძალადობა (ს.ფ. 2).

 

3.5. ბრალდებულის დაკავების ოქმით დასტურდება, რომ 2019 წლის 9 იანვარს, 02:02 საათზე, ქ. თბილისი, გ-–----------------–---–-------------ში, ოჯახში ძალადობის ბრალდებით დაკავებული იქნა ჯ--------------–---–---–ი (ს.ფ. 3-8).

 

3.6. 2019 წლის 24 იანვრის სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნით დასტურდება, რომ პირადი შემოწმებით; 2019 წლის 9 იანვარს, მოქ. ლ--–--–-----–იას მარცხენა მხრის მიდამოში აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, როგორც ერთობლიობაში, ასევე იზოლირებულად ცალ-ცალკე აღებული მიეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს. შესამოწმებლის გადმოცემით, 2019 წლის 8 იანვარს, დაახლოებით 20:00 საათზე, მეუღლემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა (ს.ფ. 21-22).

სასამართლო სხდომაზე დაიკითხა ექსპერტი კ--------------–-----–---–ი, რომელმაც დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე და დაეთანხმა მას.

 

3.7. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 2 აპრილის განაჩენით დასტურდება, რომ ჯ--------------–---–---–ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 111. 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებისთვის მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით (ს.ფ. 86-93).

 

3.8. 2019 წლის 11 თებერვლის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დასტურდება, რომ ლ--–--–-----–იამ ქ. თბილისი, გ-–----------------------- მ--------–---–-------------ში მიუთითა საცხოვრებელ ფართზე და განმარტა, რომ 2019 წლის 8 იანვარს, მეუღლემ ჯ--------------–---–---–მა ბავშვების თანდასწრებით ოთახში მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა (ს.ფ. 117-124).

ექსპერტმა თ----------------–---–მა სასამართლოს ჩვენება მისცა საგამოძიებო ექსპერიმენტის კანონიერებისა და ოქმის ავთენტიკურობის თაობაზე.

 

3.9. ამბოლატორიული სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის #0-------- დასკვნის მიხედვით, წარმოდგენილი სისხლის სამართლის მასალების მიხედვით და ლ--- ტ----–---–---–ის ექსპერიმენტულ-ფსიქოლოგიური კვლევის შედეგებით დგინდება, რომ ლ--- ტ----–---–---–მა, ჯ--------------–---–---–ის ქმედებით, განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა.

3.10.ამბოლატორიული სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის #0-------- დასკვნის მიხედვით, წარმოდგენილი სისხლის სამართლის მასალების მიხედვით და მ------ ტ----–---–---–ის ექსპერიმენტულ-ფსიქოლოგიური კვლევის შედეგებით დგინდება, რომ მ------ ტ----–---–---–მა, ჯ--------------–---–---–ის ქმედებით, განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა.

3.11. ამბოლატორიული სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის #0-------- დასკვნის მიხედვით, წარმოდგენილი სისხლის სამართლის მასალების მიხედვით და ლ--–--–-----–იას ექსპერიმენტულ-ფსიქოლოგიური კვლევის შედეგებით დგინდება, რომ ლ--–--–-----–იამ, ჯ--------------–---–---–ის ქმედებით, განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა.

3.12. სასამართლო სხდომაზე დაიკითხა ექსპერტი მ-------------ე, რომელმაც დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნების სისწორე და დაეთანხმა მათ.

 

3.13. დაზარალებულმა ლ--–--–-----–იამ და მისმა არასრულწლოვანმა შვილებმა მ------, ლ--- და ლ-----------–---–---–ებმა ისარგებლეს კანონით მინიჭებული უფლებით და ოჯახის წევრის - ჯ--------------–---–---–ის წინააღმდეგ ჩვენების მიცემისგან თავი შეიკავეს.

 

3.14. ბრალდებულმა ჯ--------------–---–---–მა გამოიყენა მისთვის კანონით მინიჭებული დუმილის უფლება.

 

3.15. სასამართლომ შეაფასა რა ზემოაღნიშნული მტკიცებულებები საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის თვალსაზრისით და მათი ერთობლიობა გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საკმარისი ერთობლიობის კუთხით, მიიჩნია, რომ მუქარის ეპიზოდში საქმეზე ვერ იქნა წარმოდგენილი საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, ბრალდებულის ბრალეულობის დასადასტურებლად. კერძოდ, საქმეზე არ წარმოდგენილა არც ერთი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ჯ--------------–---–---–ის ბრალეულობას მუქარის ეპიზოდში. მუქარის შესახებ სასამართლოს არაპირდაპირი ხასიათის ჩვენებებს აძლევენ მხოლოდ ბ-----------------–ი და გ--------------ა, რომლებმაც შემთხვევის ადგილზე დაზარალებულისგან შეიტყეს, რომ მას ჯ--------------–---–---–ი დაემუქრა. გარდა ამ ჩვენებებისა, საქმეზე არ არის წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულება, რომელიც ჯ--------------–---–---–ის ბრალეულობას დაადასტურებდა მუქარის ეპიზოდში.

 

3.16. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები, კი ჯ--------------–---–---–ის მიერ ლ--–--–-----–იას მიმართ 2019 წლის 8 იანვარს განხორციელებული მუქარის ფაქტთან დაკავშირებით არარელევანტურია და სასამართლო მათ არ მიმოიხილავს.

 

3.17. სასამართლო აღნიშნავს, რომ ჯ--------------–---–---–ის მიმართ მუქარის ეპიზოდთან დაკავშირებით შესაძლოა ფორმალურად არსებობდეს კონსტიტუციით გარანტირებული მტკიცებულებათა მინიმალური სტანდარტი, თუმცა პირდაპირი მტკიცებულების საქმეში არსებობა ერთმნიშვნელოვნად არ იძლევა ყველა შემთხვევაში გამამტყუნებელი განაჩენის უპირობოდ გამოტანის შესაძლებლობას. კონკრეტულ შემთხვევაში გასათვალისწინებელია, რომ ბრალდების მიერ ჯ--------------–---–---–ის მიმართ არ ყოფილა წარმოდგენილი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ სტანდარტს დააკმაყოფილებდა. სისხლის სამართლის საქმეში ჯ--------------–---–---–ის მიმართ წარმოდგენილია მხოლოდ არაპირდაპირი ხასიათის მტკიცებულებები, - ბ-----------------–ის და გ---------------- ჩვენებები, რაც საკმარისი არ არის პირის დამნაშავედ ცნობისთვის. ასევე მუქარის შესახებ არაფერს ამბობს დაზარალებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებისას.

სასამართლო განმარტავს, რომ მუქარის, როგორც დანაშაულის შემადგენლობისთვის აუცილებელია არა მარტო მუქარის განხორციელება, არამედ ისიც, რომ იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ამდენად, მუქარა ისეთი ფორმით, ისეთ ვითარებაში და ისეთი პირის მიერ უნდა იყოს წარმოთქმული, რომ მუქარის მსხვერპლს საფუძვლიანად გაუჩნდეს მისი განხორციელების შიში. ამასთანავე არაა აუცილებელი მუქარა იყოს რეალური, ე.ი. იგი მართლაც მიმართული იყოს მუქარის შინაარსში გამოთქმული ქმედებების ჩასადენად. დამნაშავეს შეიძლება არც ამოძრავებდეს მუქარის განხორციელების მიზანი, არამედ მისი მიზანი იყოს პირის დაშინება. ამ დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ნიშანია არა მუქარის რეალურობა, არამედ მსხვერპლში მისი განხორციელების საფუძვლიანი შიშის გამოწვევა. თუ ასეთი შიში მას არ გაუჩნდა, დანაშაულის შემადგენლობა არ არსებობს.

მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მთავარმა მოწმეებმა დაზარალებულმა ლ--–--–-----–იამ და მისმა არასრულწლოვანმა შვილებმა - მ------, ლ--- და ლ-----------–---–---–ებმა ოჯახის წევრის წინააღმდეგ სასამართლოში ჩვენების მიცემისგან თავი შეიკავეს, რასაც სასამართლო ვერ განიხილავს ბრალდებულის მიმართ ვერც სასარგებლოდ და ვერც საწინააღმდეგოდ, თუმცა, კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება ჯ--------------–---–---–ის დამნაშავედ ცნობისათვის ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები როგორიცაა მისი მხრიდან მუქარის განხორციელების ფორმა და ამ მუქარის შედეგად ლ--–--–-----–იას მიერ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიშის განცდა.

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეზე არ არის წარმოდგენილი საკმარის და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული სტანდარტით დაადასტურებდა მუქარის ნაწილში ჯ--------------–---–---–ის ბრალეულობას.

 

3.18. საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლით რეგლამენტირებულ გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭირო უტყუარ მტკიცებულებებში და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტში მოიაზრება სწორედ პირდაპირი მტკიცებულებების საჭიროება, რომლებიც სრულ თანხვედრაში იქნება ერთმანეთთან და მოგვცემს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშნის დადასტურების შესაძლებლობას, რაც მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულ ჯ--------------–---–---–ის მიმართ არ არსებობს.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილი და საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის მე-7 პუნქტი მოითხოვს, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ეჭვი გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კომფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ.

 

3.19. შესაბამისად გამოკვლეულ მტკიცებულებათა სათანადო შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებული ჯ--------------–---–---–ი უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 111.151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

 

3.20. რაც შეეხება სისტემატური შეურაცხყოფის ეპიზოდს, სასამართლო აღნიშნავს, რომ ჯ--------------–---–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდებიდან უნდა ამოირიცხოს სისტემატური შეურაცხყოფის ეპიზოდი, ვინაიდან, გარდა იმისა, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე არ არის წარმოდგენილი საკმარისი მტკიცებულებები ბრალდების ამ ნაწილის დასადასტურებლად, ასევე პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში არ არის აღნიშნული სისტემატური შეურაცხყოფის შესახებ ბრალდების ფორმულირება - ინკრიმინირებული ქმედების აღწერა, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ბრალდების შესახებ დადგენილებაში უნდა აისახოს ,,ბრალდების ფორმულირება - ინკრიმინირებული ქმედების აღწერა, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით“.

მოცემულ შემთხვევაში ჯ--------------–---–---–ის ბრალდების დადგენილებაში არაფერია ნახსენები თუ რაში გამოიხატა მის მიერ ჩადენილი სისტემატური შეურაცხყოფა და რა შედეგი გამოიწვია მან.

ამდენად, ჯ--------------–---–---–ის ბრალდებიდან უნდა ამოირიცხოს სისტემატური შეურაცხყოფის ეპიზოდი.

 

3.21. რაც შეეხება ძალადობის ფაქტს, სასამართლო განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).

 

3.22. სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის და საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 2.2. პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

3.23. სასამართლო ყურადღებას შეაჩერებს ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შინაარსზე და განმარტავს, თუ რა ფაქტების უტყუარად დადგენის შესაძლებლობას იძლევა თითოეული მათგანი ცალ-ცალკე და ერთობლიობაში. კერძოდ:

 

3.24. მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და სასამართლოსაც დადასტურებულად მიაჩნია ის გარემოება, რომ ჯ--------------–---–---–ი და ლ--–--–-----–ია არიან მეუღლეები.

 

3.25. სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით (დაადასტურა ექსპერტმა კ--------------–-----–---–მა), უტყუარად არის დადგენილი, რომ პირადი შემოწმებით: 2019 წლის 9 იანვარს, მოქ. ლ--–--–-----–იას მარცხენა მხრის მიდამოში აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, როგორც ერთობლიობაში, ასევე იზოლირებულად ცალ-ცალკე აღებული მიეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს. შესამოწმებლის გადმოცემით, 2019 წლის 8 იანვარს, დაახლოებით 20:00 საათზე, მეუღლემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.

საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით უტყუარად დადგინდა, რომ ლ--–--–-----–იამ ქ. თბილისი, გ-–----------------------- მ--------–---–-------------ში მიუთითა საცხოვრებელ ფართზე და განმარტა, რომ 2019 წლის 8 იანვარს, მეუღლემ ჯ--------------–---–---–მა ბავშვების თანდასწრებით ოთახში მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. აღნიშნული ოქმის სისწორე დადასტურებულია თავად დაზარალებულის ხელმოწერით.

 

3.26. გარდა ზემოაღნიშნული პირდაპირი მტკიცებულებებისა, სასამართლო, გამამტყუნებელი განაჩენისათვის აუცილებელი, მტკიცებულებათა ერთობლიობის ჭრილში, ასევე ითვალისწინებს მოწმეების (გამომძიებლების) - ბ-----------------–ის და გ---------------- ჩვენებებს, რომლებმაც ნახეს აღელვებული დაზარალებული ლ--–--–-----–ია ინციდენტიდან მყისიერად. ბ-----------------–ის განმარტებით, ადგილზე მისვლისას დაზარალებულს ჯერ კიდევ თვალნათლივ ეტყობოდა ძალადობის კვალი (სილურჯეები), იყო აღელვებული, ნამტირალევი და აცხადებდა, რომ მეუღლემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, შესაბამისად აღნიშნული გარემოებანი და პოლიციელთა ჩვენებები ასევე მიჩნეულ უნდა იქნეს როგორც პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებანი, რომლებსაც სასამართლო აფასებს როგორც ზედმიწევნით მყარს და სანდოს. საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილე ექსპერტმა თ----------------–---–მა, ცალსახად დაადასტურა, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტისას დაზარალებული ლ--–--–-----–ია დეტალურად უთითებდა იმ ადგილს, სადაც მასზე ფიზიკურად იძალადა მეუღლემ - ჯ--------------–---–---–მა. სასამართლო, ასევე მიმოიხილავს მოწმის სახით დაკითხული ექსპერტის კ--------------–-----–---–ის ჩვენებას, რომელმაც სასამართლოს დაუდასტურა ის გარემოება, რომ სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებისას - ლ--–--–-----–იამ პირადად განუმარტა მას, რომ დაზიანებები მას მეუღლემ - ჯ--------------–---–---–მა მიაყენა.

სასამართლოსთვის საინტერესოა დაზარალებულის მოქმედებები გამოძიების საწყის ეტაპზე, როდესაც მან თავად დარეკა 112-ში და განაცხადა მის წინააღმდეგ მეუღლის მხრიდან განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, ასევე საგამოძიებო ექსპერიმენტისას თავად მიუთითა ის ადგილი, სადაც მასზე იძალადა ჯ--------------–---–---–მა, რაც ცალსახად მიუთითებს გამოძიების საწყის ეტაპზე დაზარალებულის მტკიცე სურვილზე ეთანამშრომლა და დახმარებოდა გამოძიებას, ასევე დახმარება მიეღო თავად სამართალდამცავებისაგან, რაც სრულიად განსხვავდება მისი შემდგომი საქციელისგან, როდესაც დაზარალებულმა სასამართლოს არ მისცა ჩვენება. სასამართლოს მიაჩნია, რომ ლ--–--–-----–იას ქმედებები ნამდვილად ჰგავს ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა კლასიკურ საქციელს, რომლებიც ძალადობის შემდგომ მუდმივ შიშსა და დაძაბულობაში განაგრძობენ ცხოვრებას. ამასთან, ლ--–--–-----–იას შიში, არის არა ვირტუალური და გამოგონილი, არამედ სავსებით რეალურია, ვინაიდან სასამართლოში დაკითხული გამომძიებლების ჩვენებების საფუძველზე, რომლის მიხედვითაც ლ--–--–-----–ია შემთხვევის ადგილზე იყო აღელვებული, სასამართლოს მეტად დამაჯერებლად მიაჩნია ის გარემოება, რომ ლ--–--–-----–ია იყო სწორედ ოჯახური ძალადობის მსხვერპლი. ამდენად, სასამართლო ფაქტად იღებს იმ გარემოებას, რომ დაზარალებული, რომელიც არის ძალადობის მსხვერპლი, უკიდურესად შეშინებულია და მოძალადისგან მომავალი საფრთხის განეიტრალებას (თვითგადარჩენას), მის მიმართ ლმობიერი პოზიციის დაკავებაში ხედავს, რამაც განაპირობა სწორედ მსხვერპლის პირვანდელი მტკიცე ნების - ხელი შეეწყო მართლმსაჯულების განხორციელებისთვის, რადიკალურად შეცვლა და სასამართლოში ჩვენების მიცემაზე უარის თქმა. აღსანიშნავია, რომ ჯ--------------–---–---–ი მსგავსი ქმედებისთვის არის ნასამართლევი და ამის მიუხედავად, მან კვლავ იძალადა მის მეუღლეზე.

 

3.27. ლ--–--–-----–იაზე განხორციელებული ძალადობის შესაფასებლად, სასამართლო დაეყრდნო როგორც ობიექტურ, ასევე სუბიექტურ კრიტერიუმებს. კერძოდ, ობიექტური კრიტერიუმის შეფასებისას, სასამართლომ მხედველობაში მიიღო დაზარალებულის სხეულზე არსებული დაზიანება, რაც უტყუარად არის დადასტურებული მოგვიანებით ჩატარებული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და გამომძიებლების ჩვენებებით, რომლის თანახმად დაზარალებულს შემთხვევის ადგილზე ეტყობოდა სილურჯე. რაც შეეხება სუბიექტურ კრიტერიუმებს, სასამართლომ ყურადღება მიაქცია გამომძიებლების ჩვენებებს, რითაც დადასტურებულია, რომ დაზარალებული ლ--–--–-----–ია შემთხვევის ადგილზე იყო აღელვებული და ტიროდა. ამდენად, დაზიანების ლოკაციის და დანაშაულის შემდგომ მსხვერპლის მდგომარეობის გათვალისწინებით, სასამართლოს ცალსახად დადასტურებულად მიაჩნია, რომ ლ--–--–-----–იასთვის მიყენებულმა დაზიანებამ გამოიწვია მისი ფიზიკური ტკივილი, რაც ასევე დასტურდება ექსპერტიზის დასკვნაში.

 

3.28. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, no 37801/97; 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება §34; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Van de Hurk v. the Netherlands, no 16034/90; 1994 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, no 21522/93; 1997 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება §43). ამდენად, სასამართლო იმსჯელებს დაცვის მხარის საკვანძო არგუმენტებზე და განმარტავს, თუ რატომ არ იზიარებს მათ.

 

3.29. დაცვის მხარის პოზიციით: ბრალდება ემყარება მხოლოდ ირიბ, მათ შორის ძირითადად საქმის შედეგით დაინტერესებული პოლიციელების ჩვენებებს. ასევე, მარტო ექსპერტიზის დასკვნა, როდესაც არ არსებობს სხვა პირდაპირი მტკიცებულება (მათ შორის დაზარალებულის ჩვენება), ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს.

 

3.30. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების - ,,საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015; №1/1/548, თანახმად, ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის სტანდარტს და მხოლოდ ირიბი ჩვენებები არ შეიძლება დაედოს საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს. თუმცა, სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ გამომძიებლების ჩვენებები ვერ განიხილება როგორც ირიბი ხასიათის მტკიცებულებები, რადგან ეს მოწმეები ადასტურებენ, რომ დაზარალებული მათგან ითხოვდა დახმარებას, იყო აღელვებული, ტიროდა და ეტყობოდა სილურჯეები.

2019 წლის 8 იანვარს, ლ--–--–-----–იაზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტი, სასამართლომ უტყუარად დაადგინა ასევე საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, სადაც დაზარალებული პირდაპირ უთითებდა სად და როგორ იძალადა მასზე ბრალდებულმა და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, რომელიც სრულ თანხვედრაშია საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმში დაზარალებულის მიერ მითითებულ ინფორმაციასთან და უტყუარად ადგენს, რომ ლ--–--–-----–იამ მასზე განხორციელებული ძალადობის შედეგად მიიღო სხეულის დაზიანება.

რაც შეეხება საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმში დაზარალებულის მიერ მითითებული ინფორმაციის ბრალდებულის საწინააღმდეგოდ გამოყენებას, სასამართლო აღნიშნავს, რომ დაზარალებულს, რომელიც იმავდროულად იყო ბრალდებულის მეუღლე და ითვლებოდა მის ახლო ნათესავად, ჰქონდა უფლება არ მიეცა ჩვენება ბრალდებულის წინააღმდეგ, თუმცა დაზარალებულის მიერ ამ უფლებით სარგებლობა, ხელს ვერ შეუშლის, მის მიერ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმში მითითებული ინფორმაციის ბრალდებულის საწინააღმდეგოდ გამოყენებას, ვინაიდან თვითინკრიმინაციისაგან დაცვის პრივილეგიით სარგებლობს მხოლოდ ბრალდებული და არა პროცესის ნებისმიერი სხვა მონაწილე, მაგალითად - დაზარალებული.

სასამართლო აქვე მიუთითებს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს 2011 წლის 11 მაისის კონვენციაზე (სტამბულის კონვენცია), რომლის 55-ე მუხლის მიხედვით, მხარეები უზრუნველყოფენ, რომ ამ კონვენციის 35-ე, 36-ე, 37-ე, 38-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად დადგენილი დანაშაულის გამოძიება ან სისხლისსამართლებრივი დევნა არ იყოს მთლიანად დამოკიდებული მსხვერპლის მიერ შეტანილ განცხადებაზე ან საჩივარზე, თუ დანაშაული მთლიანად ან ნაწილობრივ მხარის ტერიტორიაზე იყო ჩადენილი და რომ სასამართლო პროცესი გაგრძელდეს მაშინაც კი, თუ მსხვერპლი გამოიტანს განცხადებას ან საჩივარს.

სასამართლო, ასევე ეთანხმება დაცვის მხარის მითითებას, რომ პოლიციელების ჩვენება არ არის პრეზუმფცია და მხოლოდ მათი სტატუსიდან გამომდინარე არ შეიძლება მათი ჩვენების ერთმნიშვნელოვნად გაზიარება საპირწონე არგუმენტების შეფასების გარეშე. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მის გადაწყვეტილებაში მიქიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ შენიშნა, რომ ხელისუფლების ორგანოების გადაწყვეტილებებიდან აშკარად ჩანდა, რომ ისინი დაეყრდნენ, ძირითადად, ინციდენტში მონაწილე პოლიციელთა ჩვენებებს. შიდასახელმწიფოებრივმა სასამართლომ არ მიიჩნია, რომ განმცხადებლის ჩვენება მის მიმართ არააუცილებელი და არათანაბარზომიერი ძალის გამოყენებაზე იყო სანდო, ვინაიდან ეს ჩვენება ასახავდა პირად აზრს და ბრალდებულის მიერ პოლიციელების დადანაშაულებას წარმოადგენდა. თუმცა იმავდროულად, ეროვნული სასამართლოებისათვის მისაღები იყო პოლიციელთა ჩვენებების სანდოობა ისე, რომ ამასთან დაკავშირებით დამაჯერებელი დასაბუთება არ მოუყვანიათ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო აღნიშნავს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა არ გაითვალისწინეს ის ფაქტი, რომ პოლიციელთა ჩვენებები, ასევე შესაძლოა, რომ სუბიექტური ყოფილიყო და, სავარაუდოდ, მიზნად ისახავდა მათი მხრიდან ბრალდებულის მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის გამო სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან თავის არიდებას. ამ თვალსაზრისით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ პოლიციელთა ჩვენებების სანდოობა ასევე უნდა დამდგარიყო კითხვის ნიშნის ქვეშ, ვინაიდან გამოძიებას უნდა დაედგინა, იყვნენ თუ არა პოლიციელები არასათანადო მოპყრობაზე პასუხისმგებლები (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Mikiashvili v. Georgia, განაცხადი no. 18996/06, 2012 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილება §82).

ამდენად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით დადგენილი სტანდარტის შესაბამისად, სასამართლომ, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში, კრიტიკულად შეისწავლა იმ გამომძიებელთა ჩვენებები, რომლებიც დეტალურად აღწერდნენ ლ--–--–-----–იას შემთხვევის ადგილზე ნახვის ფაქტს, მის დაზიანებას, იმას, თუ რას აცხადებდა დაზარალებული, ასევე საგამოძიებო ექსპერიმენტისას მის მოქმედებებს და განმარტებებს და მიაჩნია, რომ სასამართლოსთვის მნიშვნელოვან დეტალებთან დაკავშირებით მოწმეები იძლევიან თანმიმდევრულ ჩვენებებს, რომელთა შორის არსებული უმნიშვნელო განსხვავებები, ვერ დაუკარგავს მათ სანდოობას. აღსანიშნავია, რომ იგივე გამომძიებლებმა სასამართლოს დაუდასტურეს, რომ შემთხვევის ადგილზე მისვლისას სახლში იმყოფებოდნენ ბრალდებულისა და დაზარალებულის არასრულწლოვანი შვილები, რომლებიც ასევე იყვნენ აღელვებულები.

ასევე წარმოდგენილი თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით დადასტურდა, რომ ჯ--------------–---–---–ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ 111. 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებისთვის მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით.

 

3.31. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულების ერთობლიობით, რომლებიც არის ურთიერთთავსებადი, დამაჯერებელი და მათ სანდოობაში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ არსებობს, უტყუარად დადგინდა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 2 აპრილის განაჩენით ჯ--------------–---–---–ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ 111. 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებისთვის მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით ნასამართლევმა ჯ--------------–---–---–მა 2019 წლის 8 იანვარს ოჯახური ძალადობა განახორციელა თავისი მეუღლის ლ--–--–-----–იას მიმართ, კერძოდ: ქ. თბილისში, გ-–--------------------------–---–-------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ერთხელ ძლიერად დაარტყა მუჭი მარცხენა ხელის კუნთში, რა დროსაც ლ--–--–-----–იამ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს ესწრებოდნენ ლ--–--–-----–იასა და ჯ--------------–---–---–ის შვილები: 10 წლის მ-------, 7 წლის ლ--- და 4 წლის ლ-----------–---–---–ები.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

4.1. სასამართლომ ურთიერთშეჯერების საფუძველზე შეაფასა რა ზემოაღნიშნული მტკიცებულებები, მიიჩნია, რომ მათი ერთობლიობა არ ქმნის საკმარის საფუძველს ბრალდებულ ჯ--------------–---–---–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 111. 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალიწინებული დანაშაულის (მუქარა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი არაერთგზის) დამნაშავედ ცნობისთვის. წარდგენილი ბრალი არ ემყარება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას“.

 

4.2. სასამართლომ თანაბარი შესაძლებლობა მისცა ბრალდების და დაცვის მხარეს სასამართლო სხდომაზე გამოეკვლიათ მათ მიერ მოპოვებული ყველა მტკიცებულება, უშუალოდ და საჯაროდ, პირდაპირი და ჯვარედინი დაკითხვის ფარგლებში დაეკითხათ მოწმეები და სწორედ მათ მიერ შემოთავაზებული მტკიცებულებების ანალიზის, ურთიერთშეჯერების და სანდოობის შემოწმების საფუძველზე დაადგინა, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა საკმარისი მტკიცებულებები, რომელიც ეჭვგარეშე დაადასტურებდა, რომ ჯ--------------–---–---–მა 2019 წლის 8 სექტემბერს ჩაიდინა მუქარა ოჯახის წევრის მიმართ.

 

4.3. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ჯ--------------–---–---–ის მიმართ მუქარასთან დაკავშირებით ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა მის ბრალეულობაში.

განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებითა და ნორმებით, კერძოდ:

 

4.4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

4.5. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის თანახმად: ,,გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“.

 

4.6. საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უტყუარობის სტანდარტი გულისხმობს არა მხოლოდ საეჭვო მტკიცებულების დაუშვებლობას, არამედ უნდა გამოირიცხოს ეჭვი მტკიცებულების გაყალბების ან არსებითი ნიშან-თვისებების დაკარგვის შესახებ, ასევე საქმისთვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე უნდა მოხდეს. მტკიცებულების გამოკვლევით მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის N1/1/548 გადაწყვეტილება).

 

4.7. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,სასამართლო ვალდებულია გამოიტანოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი განაჩენი”.

 

4.8. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ ,,არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს’’.

 

4.9. ასევე საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ’’;

 

4.10. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად: ,,არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“.

 

4.11. ამრიგად, სასამართლომ გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის საფუძველზე მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისობის კუთხით ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა ბრალდებულ ჯ--------------–---–---–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 111. 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რის გამოც ბრალდებული ბრალდების ამ ნაწილში უნდა გამართლდეს.

 

4.12. ასევე მტკიცებულებების არასაკმარისობისა და იმის გამო, რომ ბრალდების შესახებ დადგენილებაში არ არის აღნიშნული სისტემატური შეურაცხყოფის შესახებ ბრალდების ფორმულირება - ინკრიმინირებული ქმედების აღწერა, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით, ჯ--------------–---–---–ის ბრალდებიდან უნდა ამოირიცხოს სისტემატური შეურაცხყოფის ეპიზოდი.

 

4.13. რაც შეეხება ძალადობას, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

4.14. მტკიცებულებითი სტანდარტი - გონივრულ ეჭვს მიღმა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

4.15. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახური ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. საქართველოს სსკ-ის 111 მუხლის შენიშვნის თანახმად ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის (ოჯახის წევრის) ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261 მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი.

 

4.16. სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს, რომ ჯ--------------–---–---–მა მეუღლეს ლ--–--–-----–იას ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ერთხელ ძლიერად დაარტყა მუჭი მარცხენა ხელის კუნთში, რა დროსაც ლ--–--–-----–იამ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა დანაშაულის - ოჯახში ძალადობის (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი) შემადგენლობის ყველა ნიშანი, დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, რისთვისაც ჯ--------------–---–---–ი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.

 

5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

5.1. ჯ--------------–---–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, სასამართლოში მტკიცებულებების გამოკვლევით არ გამოვლენილა.

 

6. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

6.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.

 

6.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას, სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. ასევე სასამართლო მიუთითებს, რომ თუ ერთის მხრივ, დამნაშავისათვის არაადეკვატურად მკაცრი სასჯელის დანიშვნა იწვევს უსამართლობის განცდას, ასევე მეორეს მხრივ, მის მიმართ ზედმეტი ჰუმანურობისა და შეუსაბამოდ მსუბუქი სასჯელის დანიშვნამ, შესაძლოა გამოიწვიოს დამნაშავეში დაუსჯელობის განცდა და ერთგვარი წახალისებაც კი მოახდინოს მისი.

 

6.3. შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს, რომ ჯ--------------–---–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, სასამართლოში მტკიცებულებების გამოკვლევით არ დადგენილა.

 

6.4. სასამართლო უთითებს, რომ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

6.5. სასამართლო ასევე მიუთითებს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 2002 წლის 30 აპრილის ქალთა ძალადობისაგან დაცვის რეკომენდაციაზე (რეკ(2002)5), სადაც აღნიშნულია, რომ წევრმა სახელმწიფოებმა უნდა შემოიღონ, განავითარონ ან/და გააუმჯობესონ, საჭიროების მიხედვით, ეროვნული პოლიტიკა ძალადობის წინააღმდეგ მსხვერპლთა მაქსიმალური უსაფრთხოებისა და დაცვის, მხარდაჭერისა და დახმარების, სისხლის და სამოქალაქო სამართალში ცვლილებების, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და ქალთა წინააღმდეგ ძალადობის სფეროში მომუშავე პროფესიონალების წვრთნისა და პრევენციის საშუალებით. მინისტრთა კომიტეტმა რეკომენდაცია გასცა მასზედ, რომ წევრ სახელმწიფოებმა დასჯადი გახადონ ქალების წინააღმდეგ ძალადობა, მათ შორის ფეხმძიმეთა მოწყვლადობის ბოროტად გამოყენება, დაცვის უნარის არმქონე, ავადმყოფი, უნარშეზღუდული და დამოკიდებული მსხვერპლების მიმართ სერიოზული ძალადობა, სექსუალური ძალადობა და გაუპატიურება, ისევე როგორც დამნაშავის მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება. რეკომენდაცია ასევე მიუთითებს, რომ წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ძალადობის ყველა მსხვერპლს შეეძლოს სამართალწარმოების დაწყება, უნდა არსებობდეს დებულებანი, რომლებიც უზრუნველყოფენ სისხლის სამართალწარმოების დაწყებას პროკურორის მიერ, მოუწოდებს პროკურორებს ქალთა წინააღმდეგ ძალადობა მიიჩნიონ გადამწყვეტ გარემოებად იმის განსაზღვრისას, თუ რამდენად საჭიროა საქმის აღძვრა, უზრუნველყონ, რომ მსხვერპლთა დასაცავად მიღებულ იქნას ეფექტიანი ზომები, მუქარისა და შურისძიების შესაძლო შემთხვევების წინააღმდეგ და გადადგმულ იქნას კონკრეტული ნაბიჯები ბავშვთა დასაცავად სამართალწარმოების მიმდინარეობისას.

 

6.6. ამდენად, სასამართლო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გაკეთებული განმარტებების პირობებში, ითვალისწინებს ჯ--------------–---–---–ის მიერ ჩადენილი ქმედებების საზოგადოებრივ საშიშროებასა და ხასიათს, რაც მისი გავრცელების მასშტაბების/სპეციფიკის გათვალისწინებით მომეტებული საშიშროების მატარებელია და ქმედების განხორციელების სახეს.

 

6.7. ამდენად, ჩადენილი ქმედების საშიშროებისა და სპეციფიკის გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ სასჯელის მიზნების მიღწევა შესაძლებელი იქნება ჯ--------------–---–---–ის მიმართ სასჯელის სახით მხოლოდ თავისუფლების აღკვეთის გამოყენებით, რაც დააფიქრებს ბრალდებულს ჩადენილი ქმედების ირგვლივ და ამასთანავე დამნაშავის მიმართ დანიშნულმა სასჯელმა აუცილებლად უნდა მოახდინოს დაზარალებულისათვის მიყენებული უფლებების დარღვევის კომპენსირება, ყველა სხვა უფრო მსუბუქი ხასიათის სასჯელი კი იქნება სასამართლოს მხრიდან გამოჩენილი არაგონივრული ლმობიერება, რაც ხელს ვერ შეუწყობს მსჯავრდებულს გააცნობიეროს და პასუხი აგოს მის მიერ ჩადენილი დანაშაულის რეალურ შედეგებზე.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-279-ე, 292-293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ჯ--------------–---–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111. 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

ჯ--------------–---–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.

 

მსჯავრდებულ ჯ--------------–---–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და ჯ--------------–---–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 9 იანვრიდან.

 

საქმეზე დართული ნივთები და საგნები:

საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი ფოტოცხრილი დატანილი ერთ ცალ ლაზერულ დისკზე (რომელიც დაულუქავ მდგომარეობაში ერთვის სისხლის სამართლის საქმეს), - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ელენე გოგუაძე