გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 160310118002482625
№ 3/77-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
12.12.2018წ ქ. ბო-–---ი
შესავალი ნაწილი
ბო-–---ის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ხათუნა ნადიბაიძე
სხდომის მდივანი ელენე თაგაური
მოსარჩელე: ილ--------------ი;
მოსარჩელის წარმომადგენელი: მზ---------–---–ი;
მოპასუხე: სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის მართვის სამსახურის ბო-–---ის ფილიალი;
მოპასუხის წარმომადგენელი: კახ---------------–-ძე;
მესამე პირი: ლა--------------ვა;
მესამე პირის წარმომადგენელი: ნა-----------ე;
დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 29 ივლისის 882012388302-03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა;
1.2. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 29 ივლისის N882017476112-12 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა;
1.3. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 9 იანვრის N892018012189-03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა;
მოსარჩელის განმარტებით, დაიბადა ბო-–---ის რაიონის სოფელ ჯა-–-----ში. მამის - სა----------------სა და დედა - ხან--–-----------ას კომლში. მას ასევე ჰყავდა ძმა - ია-----------------ვი, რომელიც გარდაიცვალა 2008 წელს.
მოსარჩელე მიუთითებს, რომ იგი 2008 წლამდე, რეფორმის პერიოდში, ირიცხებოდა
კომლში, ხოლო შემდეგ გახდა და დღემდე არის რუსეთის მოქალაქე. მოსარჩელე ასევე განმარტავს, რომ მას ჰყავს და - ლა--------------ვა, რომელმაც საკუთრების უფლებით დაირეგისტრირა აღნიშნული კომლის ქონება ისე, რომ არ მოხდა მისი, როგორც კომლის წევრის თანასაკუთრების რეგისტრაცია.
მოსარჩელე მიიჩნევს, რომ იგი წარმოადგენს კომლის წევრს და უძრავ ნივთზე ლა--------------ვას საკუთრების რეგისტრაციასთან ერთად უნდა დარეგისტრირდეს მისი თანასაკუთრება.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. საჯარო რეესტრის წარმომადგენელმა არ ცნო სარჩელი და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელე არ წარმოადგენდა კომლის წევრს, რის გამოც მას ვერ მიენიჭებოდა მესაკუთრის უფლება სადაო ქონებაზე, შესაბამისად სარჩელი მიიჩნია უსაფუძვლოდ.
3. მესამე პირის პოზიცია
3.1. მესამე პირმა არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ უძრავი ნივთი წარმოადგენდა კომლის საკუთრებას, რომლის წევრი არ იყო მოსარჩელე;
4. ფაქტობრივი გარემოებები
4.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
4.1.1. დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 0,255 ჰა. მიწის ნაკვეთზე, მდებარე ბო-–---ის რაიონი, სოფელი ქვ-–ი - ს.კ N80.13.07.0-- საგადასახადო სიის N48 საფუძველზე დარეგისტრირდა ხი---------------ას ოჯახის საკუთრების უფლება. მიწის ნაკვეთზე შედგა საკადასტრო რუკა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათი;
- საკადასტრო რუკა;
4.1.2. დადგენილია, რომ 2012 წლის 19 ივლისს საჯარო რეესტრს განცხადებით მიმართა ლა--------------ვამ და უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების ცვლილების რეგისტრაციის დაზუსტება მოითხოვა.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 29 ივლისის N882012388302-03 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ლა--------------ვას განცხადება, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 3340 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე ს.კ. 80.13.------ დარეგისტრირდა ლა--------------ვას საკუთრების უფლება. მიწის ნაკვეთზე მომზადდა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და საკადატრო გეგმა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ლა--------------ვას განცხადება 19.07.2012;
- N882012388302-03 გადაწყვეტილება;
4.1.3. დადგენილია, რომ 2017 წლის 5 ივნისს ლა--------------ვამ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრს და უძრავ ნივთზე და საარქივო ცნობისა და საკადასტრო აზომვითი ნახაზის შესაბამისად ცვლილების რეგისტრაცია მოითხოვა.
საარქივო ცნობის თანახმად, ლა--------------ვა წარმოადგენს ხინ--–-----------ის კომლის წევს და ხინ--–-----------ის გარდაცვალების შემდეგ - კომლის უფროსს.
საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2017 წლის 29 ივლისს მიიღო N882017476112 გადაწყვეტილება და უძრავ ნივთზე ს.კ. 80.13.------ (ნაკვეთის წინა ნომერი 80.13.07.0--) ლა--------------ვას საკუთრების უფლება აღრიცხა. მიწის ნაკვეთზე მომზადდა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და საკადასტრო გეგმა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ლა--------------ვას განცხადება 05.06.2017;
- საარქივო ცნობა AA2016078981-03;
- საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი;
- რეგისტრაციის შესახებ N882017476112 გადაწყვეტილება;
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და საკადასტრო გეგმა
4.1.4. დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 9 იანვრის N892018012189 გადაწყვეტილებით, ლა--------------ვას განცხადების საფუძველზე უძრავ ნივთზე ს.კ. 80.13.------ დაზუსტდა მისამართი და დარეგისტრირდა ასევე შენობა-ნაგებობა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- N892018012189 გადაწყვეტილება და ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
4.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები;
4.2.1. დადგენილია, რომ ილ--------------ი არ ირიცხებოდა ხინალი რა------ას კომლში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის ცნობა AA2016078981-03 და AA2016080944-03;
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა;
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გასაჩივრებული აქტების მიღებისას ადგილი არ ჰქონია კანონის ისეთ დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაში საქმეზე სხვაგვარი გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული. შესაბამისად, ილ--------------ის სასარჩელო მოთხოვნები უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონი, ,,საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;
7. სამართლებრივი შეფასება;
7.1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი ადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის წესს, კერძოდ, მითითებული კოდექსის 60I მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ამდენად, იმისათვის, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილად იცნოს, იგი უნდა ეწინააღმდეგებოდეს კანონს ან არსებითად უნდა იყოს დარღვეული მისი გამოცემის წესი.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მოითხოვს საჯარო რეესტრის 2012 წლის 29 ივლისის 882012388302-03, 2017 წლის 29 ივლისის N882017476112-12 და 2018 წლის 9 იანვრის N892018012189-03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობას.
დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 29 ივლისის N882012388302-03 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ლა--------------ვას განცხადება, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 3340 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე ს.კ. 80.13.------ დარეგისტრირდა ლა--------------ვას საკუთრების უფლება. მიწის ნაკვეთზე მომზადდა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და საკადატრო გეგმა. დადგენილია ასევე, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2017 წლის 29 ივლისს მიიღო N882017476112 გადაწყვეტილება და უძრავ ნივთზე ს.კ. 80.13.------ (ნაკვეთის წინა ნომერი 80.13.07.0--) ლა--------------ვას საკუთრების უფლება აღრიცხა. მიწის ნაკვეთზე მომზადდა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და საკადასტრო გეგმა, ხოლო N892018012189 გადაწყვეტილებით, ლა--------------ვას განცხადების საფუძველზე უძრავ ნივთზე ს.კ. 80.13.------ დაზუსტდა მისამართი და დარეგისტრირდა ასევე შენობა-ნაგებობა.
მიწის ნაკვეთის სარეგისრტაციო ბარათიდან ირკვევა, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ს.კ N80.13.07.0-- პირველადი რეგისტრაცია განხორციელდა 2002 წლის 21 თებერვალს მიწის საგადასახადო სიის N48 საფუძველზე და მესაკუთრედ აღირიცხა ხინ--–-----------ის ოჯახი.
მითითებულ პერიოდში მიწის პირველადი რეგისტრაცია რეგულირდებოდა ,,მიწის რეგისტრაციის შესახებ“ კანონით, რომლის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად,მიწისა და სხვა უძრავი ქონების პირველადი რეგისტრაცია ხდება სარეგისტრაციო ბარათის შედგენით ამ კანონისა და ყველა სხვა იმ ნორმატიული აქტის მოთხოვნათა შესაბამისად, რომლებითაც განისაზღვრება ამ ქონების უფლებრივი და ვალდებულებითი დატვირთვა. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირველადი რეგისტრაცია შეიძლება მოხდეს ორ საფუძველზე: მიწის და სხვა უძრავი ქონების ობიექტებზე უფლებების დადგენისა და ამ ქონებაზე უფლებების გადასვლის საფუძველზე.
აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მიწაზე პირველადი რეგისტრაცია ხორციელდება უფლების დადგენის ან ამ ქონებაზე უფლების გადასვლის საფუძველზე. უფლების დადგენა კი უნდა განხორციელდეს ამ და ყველა სხვა იმ ნორმატიული აქტის მოთხოვნათა შესაბამისად, რომლებითაც განისაზღვრება ამ ქონების უფლებრივი და ვალდებულებითი დატვირთვა.
ამდენად, მიწაზე პირველადი რეგისტრაციისას მნიშვნელოვანია, სწორად მოხდეს უფლების დადგენა, რომლის რეგისტრაციაც ხორციელდება.
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის N48 დადგენილების მე-5 პუნქტის თანახმად, საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებზე კანონით დადგენილი ნორმის ფარგლებში რიცხული საკარმიდამო, საბაღე და სააგარაკო მიწები უსასყიდლოდ გადადის მათ კერძო საკუთრებაში, ხოლო იმავე მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 6 თებერვლის N128-ე დადგენილების მე-2 ნაწილის თანახმად, საკარმიდამო მიწის ნაკვეთების გადაცემა განხორციელდეს 1992 წლის 1 იანვრის მდგომარეობით რიცხული კომლების მიხედვით.
აღნიშნული ნორმების ურთიერთშეჯერების საფუძველზე ირკვევა, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (საკარმიდამო, საბაღე და სააგარაკო) მიწის ნაკვეთები დადგენილი ნორმის ფარგლებში გადაეცემოდათ 1992 წლის 1 იანვრის მდგომარეობით რიცხულ კომლებს.
,,მიწის რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყოველ რეგისტრატურაში ინახება მიწის და სხვა უძრავი ქონების სააღრიცხვო (სარეგისტრაციო) ბარათები და სარეგისტრაციო რუკები. სააღრიცხვო ბარათზე მოცემული ჩანაწერები არის ამ ქონებასთან დაკავშირებით სამართლებრივი მდგომარეობის განსაზღვრის ძირითადი იურიდიული საფუძველი. იმავე კანონის მე-10 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო ბარათის ჩანაწერებით გადატვირთვის თავიდან აცილების მიზნით დასაშვებია ოჯახის (კომლის) წევრთა თანასაკუთრებაში არსებული მიწის ან სხვა სახის უძრავი ქონების რეგისტრაციისას ,,მესაკუთრის“ გრაფაში აღირიცხოს ოჯახის უფროსი (დანარჩენი წევრებისგან დელეგირებული პირი), ხოლო ოჯახის დანარჩენი წევრების უფლებები აღირიცხოს ,,შეზღუდვის“ გრაფში.
დადგენილია, რომ 2002 წლის 21 თებერვალს მიწის საგადასახადო სიის N48 საფუძველზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ს.კ. 80.13.07.0-- გადაეცა ხი-----–ი რა------ას ოჯახს (კომლს).
დადგენილია, ასევე, რომ ბო-–---ის რაიონის ქვ-–ის სასოფლო საბჭოს სოფელ
ჯა-–-----ის 1986-1990 (რეკვიზიტები შევსებულია 1996 წლის ჩათვლით) და 1996-2000 წლების საკომლო ჩანაწერების მიხედვით ლა--------------ვა ირიცხება კომლში, რომლის უფროსად რეგისტრირებული იყო ხან--–-----------ი, ხოლო მისი გარდაცვალების შემდეგ ლა--------------ვა კომლის უფროსად დარეგისტრირდა.
წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი ნორმების შეჯერების საფუძველზე დასტურდება, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ს.კ. 80.13.07.0-- წარმოადგენდა ხან--–-----------ას კომლის საკუთრებას.
სასამართლომ დადგენილად მიჩნია ის გარემოება, რომ ხან--–-----------ას კომლის წევრს და შემდეგ კომლის უფროსს წარმოადგენდა ლა--------------ვა.
დადგენილია, ასევე, რომ მოსარჩელე ილ--------------ი არ ირიცხებოდა ხან--–-----------ის კომლში.
საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ხოლო მე-2 მუხლის თანახმად, ანცხადებას უნდა ერთოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია.
საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის 14-ე მუხლის აწესებს კომლის საკუთრების რეგისტრაციის პირობებს. მითითებული მუხლის 31-ე პუნქტის თანახმად, ნივთზე კომლის საერთო საკუთრების უფლება რეგისტრირდება ისე, რომ რეგისტრირებულ მონაცემებში თანამესაკუთრედ მიეთითება კომლის ყველა წევრი და კეთდება აღნიშვნა კომლის წევრთა საერთო საკუთრების შესახებ. თუ კომლის ერთ-ერთი წევრი გარდაცვლილია ან გასულია კომლიდან, კომლის წევრთა საერთო საკუთრების უფლების რეგისტრაცია, ასევე უკვე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია, წარმოებს აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი დოკუმენტების საფუძველზე, რეგისტრაციისთვის დადგენილი წესით.
დადგენილია, რომ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციისას ლა--------------ვას მიერ წარდგენილი საარქივო ცნობის AA2016078981-03 თანახმად, მოსარჩელე არ წარმოადგენდა კომლის წევრს, ამასთან, მოსარჩელეს თავადაც არ წარმოუდგენია მტკიცებულება იმის შესახებ, რომ იგი წარმოადგენდა ხან--–-----------ის კომლის წევრს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება, ხოლო მოსარჩელის მიერ სასამართლოში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლის შესაბამისად ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ სადაო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის შემთხვევაში ადგილი ჰქონდა კანონით დადგენილი ისეთ პროცედურული ნორმების არსებით დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც ზემოაღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არ აქვს კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება, ხოლო ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ილ--------------ი არ წარმოადგენდა კომლის წევრს, რის გამო იგი ვერ მოიპოვებდა საკუთრების უფლებას კომლის წევრის სტატუსით, რაც გამორიცხავს მისი სარჩელის დაკმაყოფილებას.
სასამართლო მიიჩნევს, რომ საჯარო რეესტრის მეირ სადაო აქტების მიღებისას სრულად იქნა გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და შესაბამისად, არ არსებობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 60I მუხლით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის საფუძვლები.
8. საპროცესო ხარჯები;
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ გადახდილია დავის საგნის მოცულობის პროპორციულად. ამასთან, ილ--------------ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს. ამდენად, სასამართლო თვლის, რომ არ არსებობს მოსარჩელეზე სახელმწიფო ბაჟის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი, ხოლო მის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი კი უნდა ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.
9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები;
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის შესაბამისად სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
განსახილველ შემთხვევაში, ბო-–---ის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 ივლისის
განჩინებით დაკმაყოფილდა ილ--------------ის (წარმომადგენელი მზ---------–---–ი) შუამდგომლობა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების თაობაზე. შეჩერდა გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 29 ივლისის N882012388302-03, 2017 წლის 29 ივლისის N882017476112-12 და 2018 წლის 9 იანვრის N892018012189-03 რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებების მოქმედება. ზემოაღნიშნული ნორმის გათვალისწინებით სარჩელზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა გაუქმდეს, ვინაიდან სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს;
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, 22-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. მოსარჩელე ილ--------------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. ილ--------------ის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
3. გაუქმდეს - ბო-–---ის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 ივლისის განჩინება, რომლითაც შეჩერდა გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 29 ივლისის N882012388302-03, 2017 წლის 29 ივლისის N882017476112-12 და 2018 წლის 9 იანვრის N892018012189-03 რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებების მოქმედება.
4. წინამდებარე გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. ქ. თბილისი, გრ.რობაქიძის №7ა) ბო-–---ის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის. ქ. ბო-–---ი, სულხან-საბას №113) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში.
მოსამართლე: ხათუნა ნადიბაიძე