განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/1----19
№------------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
20 მაისი 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა
სხდომის მდივან - თამთა გაჩეჩილაძის,პროკურორ - მ-----– ს-------ის,ადვოკატების - ა--------–---–ის, მ--- ბ-----ის,ბრალდებულ - ვ--–---- თ---–-–---–ის
მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ვ--–---- თ---–-–---–ის, დაბადებულის 1--- წლის 4----–--ს, საქართველოს მოქალაქის, პირადი №-----------, უმაღლესი განათლების მქონე, ქვრივის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის თბილისი, ვა--------------------------------–-----------–------------------------ში, ფაქტობრივად მცხოვრების, ქ.თბილისი, ვ----------------------------------------------ში, ამჟამად გირაოს ქვეშ მყოფის მიმართ, საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალის გამო.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ვ--–---- თ---–-–---–მა ჩაიდინა სამეწარმეო საქმიანობა რეგისტრაციის გარეშე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და რასაც ახლდა დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, რაც გამოიხატა შემდეგში:
ვ--–---- თ---–-–---–მა მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, განიზრახა განეხორციელებინა უკანონო სამეწარმეო საქმიანობა, კერძოდ, მართლზომიერი და არაერთჯერადი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება მოგების მიზნით, დამოუკიდებლად და ორგანიზებულად, გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციისა და შემოსავლის დეკლარირების გარეშე. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით ვ--–---- თ---–-–---–ი 2010-2015 წლებში სხვადასხვა ფიზიკურ პირებზე სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებების საფუძველზე, გასცემდა ფულად თანხებს ყოველთვიური საპროცენტო სარგებლის დარიცხვით. აღნიშნულ საქმიანობას ვ--–---- თ---–-–---–ი ეწეოდა გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციისა და შემოსავლების დეკლარირების გარეშე და არ ახორციელებდა ბიუჯეტთან ანგარიშსწორებას. ვ--–---- თ---–-–---–ს უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების დროს სესხის სახით გაცემული აქვს 23 000 აშშ დოლარი, რაზეც მიღებულმა სარგებელმა 2010-2018 წლებში შეადგინა 15 941.2 აშშ დოლარი შესაბამისი კურსით 30 687.08 ლარი. აღნიშნული დიდი ოდენობით შემოსავლების დეკლარირების შემთხვევაში, ვ--–---- თ---–-–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ საშემოსავლო გადასახადის სახით, 2010-2018 წლების პერიოდზე, გადასახდელად დაეკისრებოდა 6 137.37 ლარი, რაც არ მომხდარა და სახელმწიფო ბიუჯეტს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი.
ბრალდებულმა ვ--–---- თ---–-–---–მა სასამართლო სხდომაზე აღიარა მის მიერ ჩადენილი ქმედება.
სასამართლომ განიხილა სისხლის სამართლის საქმე, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის, ამასთან, ვ--–---- თ---–-–---–ის დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ვ--–---- თ---–-–---–ს უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების დროს სესხის სახით გაცემული აქვს 23 000 აშშ დოლარი, რაზეც მიღებულმა სარგებელმა 2010-2018 წლებში შეადგინა 15 941.2 აშშ დოლარი შესაბამისი კურსით 30 687.08 ლარი. აღნიშნული დიდი ოდენობით შემოსავლების დეკლარირების შემთხვევაში, ვ--–---- თ---–-–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ საშემოსავლო გადასახადის სახით, 2010-2018 წლების პერიოდზე, გადასახდელად დაეკისრებოდა 6 137.37 ლარი, რაც არ მომხდარა და სახელმწიფო ბიუჯეტს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი.
გამოძიებაში მოპოვებული მტკიცებულებებით - მოწმეების: დ-------- ე-----–--ის, ზ----- კ--–-----–---–ის, მ--–---- შ--–---–---–ის, ნ---- კ-----–--ის და ბ----- ქ----–--ის გამოკითხვის ოქმებით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 1--------- წლის მიმართვის №------ წერილით, თანდართული სესხისა და იპოთების ხელშეკრულებებით, ხელშეკრულებების გაუქმების სანოტარო აქტებით, ელექტრონული საინფორმაციო საშუალების 4-------- წლის დათვალიერების ოქმით თანდართულ დოკუმენტებთან ერთად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართვის №----- წერილით, შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 1--------- წლის №----------- მიმართვის წერილით, 2--------- წლის თემატური რევიზიის აქტით და საქმეში არსებული სხვა ფაქტების და ინფორმაციის ერთობლიობა.
სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭებათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა საკმარისია ვ--–---- თ---–-–---–ის დამნაშავედ ცნობისა და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულების პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ. მოცემულ საქმეში, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არის ის, რომ ვ--–---- თ---–-–---–მა აღიარა ჩადენილი დანაშული, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო თვლის, რომ ბრალდებულ ვ--–---- თ---–-–---–ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე უნდა ჩაეთვალოს პირობით 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, დამნაშავის რესოციალიზაციას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და სამართლიანობის აღდგენას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 20-ე, 255-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ვ--–---- თ---–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით;
2. ვ--–---- თ---–-–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს;
3. გამოსაცდელი ვადის პერიოდში საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე, ვ--–---- თ---–-–---–ს დაეკისროს მოვალეობა - პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მის ყოფაქცევაზე და დახმარებაზე დაევალოს პრობაციის სამსახურს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე. მისი გასაჩივრება შეიძლება ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილი