განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100118002771555
საქმე #1-1097/18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
21 მაისი, 2019 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე - თამარ ბეჟანიშვილმა
ნათია ზოიძის სხდომის მდივნობით
პროკურორის _ ვ-–-------- თ---------ის
ბრალდებულების - მ----–-- ჯ-------ის, ზ--- ჯ-------ის, ჰ--–-- ქ---------–--ს
ადვოკატის _ რ---- პ----ის
თარჯიმნის - ი-----------ს
მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №174311018001 საქმე :
1. ბრალდებულ ზ--- ჯ-------ის მიმართ
მამის სახელი: ჰ-----
დაბადებული: 15.07.1--- წელი
მოქალაქეობა: თურქეთის რესპუბლიკის
განათლება: ს-–----–--
ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი
ნასამართლეობა: არმქონე
რეგისტრირებული მისამართზე: თ--------------------–-----------------------------–--------------------–-------–---------
კვალიფიკაცია :
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 244-ე მუხლი - ფეთქებადი ნივთიერების გამოყენების წესის დარღვევა, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია;
2. ბრალდებულ ჰ--–-- ქ---------–--ს მიმართ
მამის სახელი: ფ----
დაბადებული: 03.02.1--- წელი
პირადი ნომერი: 2----------
მოქალაქეობა: თურქეთის რესპუბლიკის
განათლება: არასრული ს-–----–--
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლეობა: არმქონე
რეგისტრირებული მისამართზე: თ--------------------–-----------------------------–--------------------–------–----------------–---
კვალიფიკაცია :
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 244-ე მუხლი - ფეთქებადი ნივთიერების გამოყენების წესის დარღვევა, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია;
3. ბრალდებულ მ----–-- ჯ-------ის მიმართ
მამის სახელი: შ-----
დაბადებული: 10.10.1--- წელი
მოქალაქეობა: თურქეთის რესპუბლიკის
განათლება: ს-–----–--
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლეობა: არმქონე
რეგისტრირებული მისამართზე: თ--------------------–-----------------------------–-----------------–----------------------–------------–---------–-----
კვალიფიკაცია :
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 244-ე მუხლი - ფეთქებადი ნივთიერების გამოყენების წესის დარღვევა, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ დაადგინა :
1. 2018 წლის 31 ოქტომბერს, დაახლოებით 16:00 საათიდან 16:30 საათამდე დროის შუალედში, ქ----- მუნიციპალიტეტის სოფელ ჭ--------ში არსებულ ქვის და ინერტული მასალის კარიერზე, ჰ--–-- ქ---------–--მ, ზ--- ჯ-------მა, მ----–-- ჯ-------მა, წიაღის მოპოვების მიზნით, „საამფეთქებლო სამუშაოების უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის N432 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევით, მოახდინეს დიდი ოდენობით ფეთქებადი ნივთიერებების დამონტაჟება და აფეთქება, რამაც გამოიწვია დიდი ოდენობის ქვების ნატეხების გატყორცნა დასახლებული პუნქტის მიმართულებით, რის შედეგადაც ქვის ერთი ნატეხი, აფეთქების ადგილიდან დაახლოებით 100 მეტრში არსებული საცხოვრებელი სახლის ეზოში მყოფ მცირეწლოვან გ--- ო-----ეს თავის არეში მოხვდა, რომელიც მიღებული დაზიანებით შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. აფეთქების შედეგად ასევე დაზიანდა საცხოვრებელი სახლები.
ქმედების სამართლებრივი აღწერა :
ფეთქებადი ნივთიერების გამოყენების წესის დარღვევა, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია;
2. მოწმე ი---- ტ----ემ სასამართლოს განუმარტა, რომ 2007 წლიდან მუშაობს შპს "დ----------–----"-ში ამფეთქებლის პოზიციაზე. პროფესიულ მოწმობას ფლობს 1962 წლიდან, ხოლო 1967 წლიდან აქტიურად არის ჩართული საამფეთქებლო საქმიანობაში. აქვს დიდი გამოცდილება, როგორც მცირე - ზედაპირული, ისე კამერალური აფეთქებების წარმოების თვალსაზრისით. 2018 წლის 31 ოქტომბერს შპს "დ----------–----"-ს დირექტორმა ლ---- ბ---–----ემ დაავალა "დ----------–-----ს" საწყობიდან ასაფეთქებელი მასალის სოფ. ჭ--------ში მდებარე ქვის კარიერზე გადატანა, გამოუწერა შესაბამისი საგზური და თან აუხსნა, რომ კარიერზე მუშაობდნენ "ა-–---------" კომპანიის პროფესიონალი, თურქი ამფეთქებლები, მასალები მიეტანა მათთვის და შემდეგ უკვე ისინი ჩაატარებდნენ საამფეთქებლო სამუშაოებს. ორი კვირით ადრე თურქ ამფეთქებლებს დაწყებული ჰქონდათ მუშაობა კარიერზე, მცირე აფეთქებები უკვე ნაწარმოები ჰქონდათ და გამოჭრილი იყო 18 მეტრის სიგრძის კამერა, რომელსაც ორივე გვერდზე ჰქონდა 8-8 მეტრიანი განშტოება. თავად ტ----ე 31 ოქტომბრამდე აღნიშნულ კარიერზე არ მისულა, შესაბამისად, იქ არანაირი სამუშაო არ შეუსრულებია. მითითებულ დღეს "დ----------–-----ს" საწყობიდან წაღებული 3 ტონა აზოტი, 60 კგ. ასაფეთქებელი მასალა "ამონალი სუპერპრომი" და 10 ცალი კაფსულა პირადად ჩააბარა კარიერზე მყოფ ჰ--–-- ქ---------–--ს. ნახევარი ტონა აზოტი კიდევ დამატებით მოითხოვეს, ისიც მიუტანეს და ჩააბარეს ბრალდებულებს, რომლებმაც თავად შეზიდეს გვირაბში ასაფეთქებელი მასალები, თავად ჩააწყვეს გამოჭრილ კამერაშიც, მის განშტოებებზეც და თავად ამოქოლეს მიწით. არავინ, გარდა სამი ბრალდებულისა, კარიერზე არ იმყოფებოდა და სამუშაოს არ აწარმოებდა. ფიქრობს, რომ კამერაში ასაფეთქებელს უშუალოდ ჰ--–-- ქ---------–-- ალაგებდა, რადგან დანარჩენი ორი ურიკით ეზიდებოდა ამონალს გვირაბში. ძალიან სურდა დაკვირვებოდა როგორ მუშაობდნენ "პროფესიონალი ამფეთქებლები", როგორც მათ კომპანიის წარმომადგენლები ახასიათებდნენ. ორჯერ ჰქონდა მცდელობა შესულიყო გვირაბში და ენახა, მაგრამ ორჯერვე დაუყვირეს და ფაქტობრივად გამოაგდეს იქიდან. შპს "დ----------–-----ს" და შპს "ა-–-------ს" შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობებს არ იცნობს, თუმცა ზოგადად შეუძლია თქვას, რომ გვირაბის ბურღვით სამუშაოებს ხან დამკვეთი კომპანია ასრულებს, ხან შემსრულებელი. ამ შემთხვევაში "ა-–---------" თურქი ამფეთქებლები ბურღვით სამუშაოს ასრულებდნენ და თავადვე ალაგებდნენ ასაფეთქებელ მასალას კამერაში, თუმცა რადგან საქართველოს მოქალაქეები არ იყვნენ, შესაბამისად, კანონით არ ჰქონდათ უფლება აეფეთქებინათ კარიერი, ყველაფრის მომზადების შემდეგ ქართული კომპანიის ამფეთქებელს - თავად ი---- ტ----ეს უნდა დაეჭირა ღილაკზე თითი. ამიტომ იდგა და ელოდა, როდის დასრულდებოდა სამუშაო. ხედავდა, რომ ყველაფერი იმაზე სწრაფად კეთდებოდა, ვიდრე წარმოიდგენდა. კამერალური აფეთქების მოსამზადებლად თვითონ ბევრად უფრო მეტი დრო სჭირდებოდა, ვიდრე ბრალდებულებს დაჭირდათ. დაახლოებით ოთხი საათის განმავლობაში მათ ყველაფერი დაასრულეს. გარეთ რომ გამოვიდნენ და სადენის გაჭიმვა დაიწყეს, მიხვდა, რომ შიგნით ყველა სამუშაო დასრულებული იყო, ამიტომ ქვევით მყოფ თანამშრომელს, მ------ ე------ეს დაურეკა და გააფრთხილა, რომ მალე აფეთქება მოხდებოდა, ჰკითხა იყო თუ არა გადაკეტილი გზები და გაფრთხილებული მოსახლეობა. ე------ემ მოცდა სთხოვა, რადგან ჯერ დასრულებული არ ჰქონდათ ეს პროცესი. დაახლოებით 30-35 წუთის შემდეგ კი შეატყობინა, რომ უსაფრთხოების ზომები მიღებული იყო და ელოდნენ აფეთქებას. ამის შემდეგ, საბჭოთა წარმოების ასაფეთქებელ პულტს, რომელსაც ჰ--–-- ქ---------–--მ ვერაფერი გაუგო, ტ----ემ დააჭირა ხელი და აფეთქებაც მოხდა. აფეთქებისას ჰ--–-- ქ---------–-- და მ----–-- ჯ-------ი მასთან ერთად იყვნენ აფეთქების ადგილიდან დაახლოებით 120 მეტრში და ხეს ეფარებოდნენ, ხოლო ზ--- ჯ-------ი თავისი მანქანის აფეთქების არეალიდან გასაყვანად იყო წასული. მალე სამწუხარო ამბავი შეიტყვეს, 7 წლის ბავშვი, რომელიც აფეთქებამდე საკუთარ ბიძასთან და სხვებთან ერთად უსაფრთხო ადგილს აფარებდა თავს, უფროსებს გაექცა და აფეთქებისას გატყორცნილმა ქვამ იმსხვერპლა.
3. მოწმე ი---- ტ----ემ ასევე განმარტა, რომ აფეთქებამდე და აფეთქების დროსაც, ადგილზე უნდა ყოფილიყო ბრალდებულების დამქირავებელი კომპანიის ხელმძღვანელობის მიერ სპეციალურად გამოყოფილი ტექნიკური ზედამხედველი, რომელიც გააკონტროლებდა ამფეთქებლების საქმიანობას, მისცემდა მათ მითითებებს. ასეთი ზედამხედველი კარიერზე არ იმყოფებოდა. თავად ტ----ის უფლებამოსილებას სცილდებოდა ადგილზე შეემოწმებინა და ეხელმძღვანელა ბრალდებულების მოქმედებებისთვის. ედევნებინა თვალყური რამდენას სწორად ალაგებდნენ კამერასა და მის განშტოებებზე ასაფეთქებელს. შპს "დ----------–-----ს" დირექტორმა მხოლოდ ასაფეთქებელი მასალის ადგილზე მიტანა დაავალა და არა კარიერზე მომუშავე სხვა კომპანიის წარმომადგენლებზე ზედამხედველობა. ბრალდებულებთან მის ურთიერთობას ხელს უშლიდა ენის არ ცოდნაც, თურქულს არ ფლობს, ბრალდებულებმა კი ქართული არ იციან. ამიტომ მათზე რაიმე მითითების მიცემა, რომ შეეშვათ კიდეც გვირაბში, მაინც არ შეეძლო.
4. საქმეში წარმოდგენილი, ი---- ტ----ის სახელზე გაცემული მოწმობით ირკვევა, რომ მას ჰქონდა ბურღვა-აფეთქებითი სამუშაოების წარმოების ნებართვა; შპს "დ----------–----"-ს ხელმძღვანელის მიერ 2018 წლის 31 ოქტომბერს გამოწერილი საგზურით დასტურდება, რომ ი---- ტ----ეს და მის დამხმარე მუშა მ------ ე------ეს დაევალათ ფეთქებადი მასლის გადატანა სოფ. ჭ--------ში მდებარე კარიერზე.
5. მოწმე თ------ ტ----ემ, შპს "ა-–---------" მუშამ - ექსკავატორის ოპერატორმა, სასამართლოს განუმარტა, რომ მათმა კომპანიამ ბრალდებულები "როგორც პროფესიონალები" ჩამოიყვანა თურქეთიდან საქართველოში და ამუშავებდა სოფ. ჭ--------ში მდებარე ქვის კარიერზე. 2018 წლის 31 ოქტომბერს თავისი ესკავატორით იმყოფებოდა კარიერთან და ეხმარებოდა სხვა კომპანიიდან, რომლის სახელი არ იცის, მიტანილი ასაფეთქებელი მასალის კარიერზე ატანაში. დაახლოებით ერთი საათის მანძილზე აჰქონდა ასაფეთქებელი მასალით დატვირთული ტომრები კარიერზე, ამ პროცესს ზედამხედველობდა ი---- ტ----ე, რომელიც თვალყურს ადევნებდა რამდენად მიდიოდა დანიშნულებისამებრ და რა რაოდენობით ასაფეთქებელი მასალა აჰქონდათ კარიერზე. რაიმე მითითება ტ----ის მხრიდან, კარიერის ქვემოთ მყოფებს არ მიუღიათ, ხოლო რა ხდებოდა ი----ს კარიერზე ასვლის შემდეგ, არ იცის. კარიერზე ასაფეთქებელი მასალის ატანის შემდეგ, ესკავატორით ჩახერგა კარიერისკენ მიმავალი გზა, სხვა თანამშრომლები კი მოსახლეობას აფრთხილებდნენ მოსალოდნელი აფეთქების თაობაზე. აფეთქების მომანტში კარიერზე მხოლოდ ი---- ტ----ე და სამი ბრალდებული იმყოფებოდნენ, უშუალოდ რომელმა მათგანმა მოახდინა აფეთქება, არ იცის, ამ პროცესს არ ესწრებოდა. რამდენიმე პირთან, მათ შორის გარდაცვლილ ბავშვთან და მის ბიძასთან ერთად სახელოსნოს შენობას აფარებდა თავს, თუმცა ბავშვი სწორედ აფეთქების დროს გაიქცა თავშესაფრიდან, ქვის ნატეხები წვიმასავით ცვიოდა და ბავშვს თავში მოხვდა.
6. მოწმე მ------ ე------ემ სასამართლოს განუმარტა, რომ მუშაობს შპს "დ----------–-----ში" ქვის მბურღავად. აღნიშნული კომპანია საამფეთქებლო საქმიანობას ეწევა, კომპანიას ხელმძღვანელობენ დირექტორი ლ---- ბ---–----ე და კომპანიის მეწილე - დ----- ბ-----ე. მისი უშუალო უფროსები არიან ამფეთქებლები - ი---- ტ----ე, ე------ მ-------ე, თ------ ზ----ე, ასრულებს მათ მითითებებს. სოფ. ჭ--------ში მდებარე ქვის კარიერზე ბრალდებულები ოქტომბრის შუა რიცხვებში გამოჩნდნენ. როგორც "დ----------–-----ს" კონტრაქტორი კომპანიის "ა-–---------" ხელმძღვანელისგან ს---- ა-–---------გან, ასევე გ-----------------ისგან ჰქონდა მოსმენილი, ეს პირები პროფესიონალი ამფეთქებლები იყვნენ და სხვა და სხვა ადგილას მდებარე კარიერებზე არაერთი აფეთქება ჰქონდათ ნაწარმოები. მათ საწყის ეტაპზე პატარა, ოვალური ფორმის გვირაბის გამოჭრა ევალებოდათ, რასაც მცირე აფეთქებებით ახდენდნენ. აფეთქებისთვის საჭირო მასალას კომპანიის საწყობიდან პირადად აწვდიდა მათ. ხედავდა, რომ ამონალის ჩაწყობას, კაფსულის და ფითილის გადაბმას ეს პირები აკეთებდნენ, მათ გარდა კარიერზე არავინ მუშაობდა. რაც შეეხება უშუალოდ 31 ოქტომბერს, დირექტორმა ბ---–----ემ ამფეთქებელ ი---- ტ----ეს გამოუწერა საგზური და დაავალა კომპანიის საწყობიდან ასაფეთქებელი მასალა გადაეტანა ჭ--------ის კარიერზე. თავად ე------ეს კარიერზე აზოტის ატანა დაავალეს, რაც შეასრულა კიდეც, აზოტი კარიერზე მიიტანა სატვირთო ავტომანქანით, "ა-–---------" მუშებმა აზოტის ტომრები თ------ ტ----ის ესკავატორზე დააწყვეს და კარიერზე აიტანეს. შემდეგ ამოჩნდა, რომ აზოტი არ იყო საკმარისი, დამატებითი პარტია მოითხოვეს ბრალდებულებმა და ხელმძღვანელობის დავალებით, ისევ მიიტანა აზოტის პარტია კარიერზე. როდესაც ი---- ტ----ე კარიერიდან ქვევით ჩავიდა აზოტის ასატანად, ე------ეს განუცხადა, რომ ბრალდებულები მას გვირაბში არ უშვებდნენ და არ იცოდა შიგნით რა ხდებოდა. თვითონ ე------ე კარიერზე არ ასულა, თარჯიმან ე-----თან ერთად სოფელში იმყოფებოდა და ელოდებოდა, როდის გააფრთხილებდნენ მოსალოდნელი აფეთქების თაობაზე, რომ აფეთქების უსაფრთხოდ დასრულებისთვის აუცილებელი ზომები მიეღო სხვებთან ერთად და მოსახლეობა გაეფრთხილებინა. დაახლოებით ოთხ საათზე ი---- ტ----ემ ტელეფონით შეატყობინა, რომ ასაფეთქებლად ყველაფერი მზად იყო. ამ დროისთვის ტრაქტორით ჩახერგილი იყო სოფლისკენ მიმავალი გზა, მოსახლეობა კი გაფრთხილებული, ისინი საცხოვრებელ სახლებს იყვნენ ამოფარებული. ტ----ის დარეკვიდან აფეთქება დაახლოებით ნახევარ საათში მოხდა. აფეთქების შემდეგ შეიტყო, რომ ქვის გამოტყორცნილი ნატეხები პატარა ბავშვს მოხვდა და დაიღუპა.
7. მოწმე ს---- ა-–--------- მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენებით, რომელიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და შესაბამისად, არ გამოკვლეულა არსებითი განხილვისას, ირკვევა, რომ არის შპს "ა-–---------" დამფუძნებელი და დირექტორი. 2018 წლის 5 ოქტომბერს ჰოლანდიურ ფირმა შპს "ს-----------–------------------------------------–---–----------------–--ში" გააფორმა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, აღნიშნული ფირმა, რომელიც აწარმოებდა ნაპირსამაგრ სამუშაოებს, უნდა მოემარაგებინა საამისოდ საჭირო მასალით. თურქეთის რესპუბლიკაში მოიძია პირები, რომლებსაც დიდი გამოცდილება ჰქონდათ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების დარგში და დაიქირავა თურქეთის სამი მოქალაქე - ჰ--–-- ქ---------–--, მ----–-- და ზ--- ჯ-------ები. ისინი თავადაც ადასტურებდნენ, რომ ჰქონდათ გამოცდილება სამთო წიაღისეულის მოპოვების კუთხით. იმის გამო, რომ ხელშეკრულების თანახმად, მეორე მხარისთვის უნდა მიეწოდებინა სხვადასხვა ზომის ლოდები ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩასატარებლად, გააფორმა ხელშეკრულება შპს "დ----------–-----სთან" საამფეთქებლო სამუშაოების წარმოების მიზნით, შპს "დ----------–---"-ს სამუშაოთა მწარმოებელმა დ----- ბ-----ემ სთხოვა დახმარებოდნენ თურქეთიდან ჩამოყვანილი ქ---------–-- და ჯ-------ები, რასაც დათანხმდა და ამის შემდეგ ეს პირები მუშაობდნენ კარიერზე. 2018 წლის 31 ოქტომბერს რა სამუშაოები და მოქმედებები განახორციელეს ქ---------–--მ და ჯ-------ებმა, არ იცის, ადგილზე არ იმყოფებოდა. თუმცა ადასტურებს, რომ გვირაბი თავის კამერებით ასაფეთქებლად უნდა მოემზადებინათ სწორედ შპს "ა-–---------" მიერ დაქირავებლ ამ პირებს, უშუალოდ კამერალური აფეთქება კი უნდა ეწარმოებინა ამფეთქებელ კომპანიას.
8. საქმეში წარმოდგენილია შპს "ა-–-------სა" და შპს "ს-----------–------------------------------------–---–----------------–--ში" 2018 წლის 5 ოქტომბერს დადებული ხელშეკრულება ქანების მიწოდების შესახებ.
9. მოწმე გ-----------------ემ, შპს "ა-–---------" დირექტორის მოადგილემ სასამართლოს განუმარტა, რომ ბრალდებულები მათი კომპანიის დირექტორის ს---- ა-–--------- მოწვევით 2018 წლის ოქტომბერში ჩამოვიდნენ საქართველოში, რათა სოფ. ჭ--------ში მდებარე კარიერზე ეწარმოებინათ წინასაამფეთქებლო სამუშაოები. აღნიშნულის საფუძველს წარმოადგენდა მათ კომპანიასა და შპს "დ----------–----"-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულება საამფეთქებლო სამუშაოების წარმოებაზე. კონტრაქტორმა კომპანიამ განაცხადა, რომ არ ყავდა "თავისუფალი კადრი" საამფეთქებლო სამუშაოების საწარმოებლად, ამიტომ შპს "აბაირაქმა" შესთავაზა, რომ თავად მოიწვევდა თურქეთიდან კომპეტენტურ სპეციალისტებს, რომლებიც შეასრულებდნენ წინასაამფეთქებლო სამუშაოებს, ხოლო უშუალოდ აფეთქებას მოახდენდა "დ----------–-----ს" წარმომადგენელი. ს---- ა-–--------- გადმოცემით, რომელსაც თურქეთშიც უმუშავია ბრალდებულებთან ერთად, ისინი ლიცენზირებული ამფეთქებლები იყვნენ და თავისი საქმის პროფესიონალები. სამკაციან ჯგუფს ჰ--–-- ქ---------–-- ხელმძღვანელობდა. მათთან ხელშეკრულება არ გაფორმებულა, არსებობდა მხოლოდ ზეპირი შეთანხმება. როგორც ა-–---------გან შეიტყო, ისინი ანაზღაურებას თურქეთში მიიღებდნენ, საქართველოში კი ცხოვრობდნენ კომპანიის მიერ ნაქირავებ სახლში, საკვები პროდუქტებით თავად ღ------------ე ამარაგებდა. იმის შესახებ, რომ აფეთქება 31 ოქტომბრს უნდა მომხდარიყო, უშუალოდ იმ დღეს შეიტყო. თურქეთში მიემგზავრებოდა კომპანიის საქმეებთან დაკავშირებით და მაშინ დაურეკეს და აცნობეს ამის თაობაზე. გადაამოწმა ს---- ა-–-------თან, რომელმაც დაუდასტურა, რომ აფეთება სწორედ იმ დღეს, დაახლოებით ოთხ საათზე მოხდებოდა. მოგვიანებით შეიტყო, რომ აფეთქებისას ადგილობრი მკვიდრი, პატარა ბავშვი გარდაიცვალა. მის ოჯახთან ურთიერთობა პირადად ჰქონდა, ამ ეტაპზე ურთიერთობა მოგვარებულია და გარდაცვლილის ოჯახს რაიმე პრეტენზია არ აქვს. რამდენიმე სახლის სახურავის დაზიანებით გამოწვეულ ზარალს, ასევე მათი ფირმა ანაზღაურებს.
10. მოწმე ღ------------ემ ასევე განმარტა, რომ კომპანიებს შორის დადებული ხელშეკრულების მე-8 მუხლის მიხედვით, აფეთქების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა თანაბრად ეკისრებოდა ორივე მხარეს. მართალია, "ა-–---------" მიერ დაქირავებული თურქი ამფეთქებლები სერთიფიცერებულები იყვნენ, მაგრამ მათი სერთიფიკატი არ მოქმედებდა საქართველოში, ამიტომ სიტყვიერი შეთანხმებიდან გამომდინარე, აბსოლუტურად ყველა სამუშაო - გვირაბის გაჭრა, შიგ ასაფეთქებლის ჩაწყობა მათ უნდა შეესრულებინათ, შემდეგ შესრულებული სამუშაო უნდა გადაებარებინათ ამფეთქებელი კომპანიისთვის, უშუალოდ აფეთქებას კი, ანუ - ღილაკზე თითის დაჭერას - მოახდენდა ამფეთქებელი ფირმის წარმომადგენელი (სხდომის ოქმი - 05.02.19. - 17:13 სთ.)
11. 2018 წლის 15 ოქტომბერს ბურღვა-აფეთქებითი სამუშაოების საწარმოებლად შპს "ა-–-------სა" და შპს "დ------------–----"-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, შპს "დ----------–-----მ" აიღო აფეთქებითი სამუშაოების ჩატარების ვალდებულება ქ----- რაიონის სოფ. ჭ--------ში მდებარე კარიერზე. შესასრულებელ სამუშაოებში შედიოდა გვირაბის გაყვანა, კამერების მომზადება და კამერალური აფეთქების დროს აფეთქებითი სამუშაოების ჩატარება, ამ სამუშაოებზე ტექნიკური ზედამხედველობა. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების პერიოდში მხრეები უზრუნველყოფენ უსაფრთხოების ერთიანი წესების დაცვას და კისრულობენ პასუხისმგებლობას შეუსრულებლობის შემთხვევაში.
12. მოწმე ლ---- ბ---–----ემ გამოძიების ეტაპზე მიცემულ ჩვენებაში, რომელიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და შესაბამისად, არ გამოკვლეულა არსებითი განხილვისას, განმარტა, რომ არის შპს, "დ----------–----ს"დირექტორი და მისი კომპანიის საქმიანობის საგანს წარმოადგენს ბურღვა-აფეთქებითი სამუშაოები, რაზეც 2012 წლიდან ფლობენ შესაბამის ლიცენზიას. 2018 წლის 15 ოქტომბერს მათ კომპანიასა და შპს "ა-–-------ს" შორის გაფორმდა ხელშეკრულება. აღნიშნული ფირმა ახდენს ინერტული მასალების მოპოვებას, რა დროსაც აუცილებელია საამფეთქებლო სამუშაოების წარმოება და გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, შპს "დ----------–----ს" ქ----- მუნიციპალიტეტის, სოფ. ჭ--------ში მდებარე კარიერზე უნდა ეწარმოებინა აფეთქებითი სამუშაოები ინერტული მასალების მოსაპოვებლად. წინასაამფეთქებლო სამუშაოებს ახორციელედნენ შპს "ა-–---------" თანამშრომლები, შემდეგ კი "დ----------–----ს" თანამშრომლებს უნდა შეემოწმებინა შესრულებული სამუშაო და თვითონ ეწარმოებინათ აფეთქება. 2018 წლის 31 ოქტომბერს თავად ვერ შეძლო კარიერზე მისვლა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ი---- ტ----ის და მ------ ე------ის სახელზე გამოწერა საგზური და დაავალა მათ კომპანიის საწყობიდან ასაფეთებელი მასალების გადატანა კარიერზე. მოგვიანებით, აღნიშნული პირებისგან შეიტყო, რომ აფეთქებისას მოხდა უბედური შემთხვევა, აფეთქების შედეგად გატყორცნილი ქვის ნატეხის მოხვედრის შედეგად დაიღუპა მცირეწლოვანი ბავშვი. განუმარტეს, რომ აფეთქებითი სამუშაოები აწარმოეს შპს "ა-–---------" მიერ მოწვეულმა თურქმა თანამშრომლებმა, რომლებმაც არ მიაკარეს გვირაბის სიახლოვეს ისინი და არ მისცეს საშუალება ჩართულიყვნენ პროცესში.
13. ანალოგიური განმარტებებია გადმოცემული მოწმე დ----- ბ-----ის, შპს "დ----------–-----ს" სამუშაოთა მწარმოებლის გამოკითხვის ოქმში, რომელიც ასევე უდავოდ იქნა ცნობილი მხარეების მიერ. დ----- ბ-----ის განმარტებით, მიწის თხრილში ასაფეთქებელი მოწყობილობის მონტაჟი ხორციელდებოდა ერთობლივად. შპს "ა-–---------" თანამშრომლები - თურქეთის მოქალაქეები იყვნენ ამ საქმის სპეციალისტები, ამიტომ იმ კონკრეტულ შემთხვევაში მონტაჟი ხდებოდა მათი დახმარებით, წესით კი მონტაჟი უნდა განეხორციელებინა ამფეთქებელ კომპანიას და აფეთქებზე პასუხისმგებელი კომპანიის დირექტორი ლ---- ბ---–----ე იყო.
14. მოწმე ე----- მ---------ის ჩვენებით, რომელიც დაცვის მხარეს სადავოდ არ გაუხდია და შესაბამისად, არ გამოკვლეულა არსებითი განხილვისას, ირკვევა, რომ 2018 წლის ოქტომბრის თვეში ს---- ა-–--------- შეთავაზებით მუშაობა დაიწყო სოფ. ჭ--------ში მდებარე კარიერზე დამხმარე მუშად და თარჯიმნად. მის მოვალეობას შეადგენდა ადგილზე მომუშავე გვირაბის მბურღავი სამი თურქი სპეციალისტისთვის, სახელად - მ----–--ი, ჰ--–--ი და ზ---, საჭმლის მიტანა და თარჯიმნობა. გვირაბის გამოსაჭრელად საჭირო მცირე აფეთქებებს ეს პირები ახდენდნენ, საამისოდ აუცილებელი ასაფეთქებელი მასალის შესახებ ეუბნებოდნენ ე-----ს, ის კი მ------ ე------ეს უთარგმნიდა მათ ნათქვამს. შემდეგ უკვე ე------ე ამარაგებდა კარიერს ასაფეთქებელი მასალით, რომელსაც თავად ეს პირები ზიდავდნენ გვირაბში. 30 ოქტომბერს მათ დაასრულეს ბურღვითი სამუშაოები და ე-----ს უთხრეს, რომ მეორე დღეს, 31 ოქტომბერს უნდა აეფეთქებინათ გვირაბი და სჭირდებოდათ ასაფეთქებელი საშუალებები. მათი ნათქვამი გადასცა მ------ ე------ეს. 31 ოქტომბერს დილით სოფ. აჭარისწყალში არსებული საწყობიდან, ე-----ის თანდასწრებით, მოხუცმა მამაკაცმა, სახელად ი----მ ავტომანქანით წაიღო ასაფეთქებელი მასალები სოფ.ჭ--------ში მდებარე კარიერზე. ადგილზე მისვლისას თურქმა სპეციალისტებმა ჩამოტვირთეს მასალები. იმის გამო, რომ სადენები საკმარისი არ აღმოჩნდა, ერთ-ერთმა ე-----ს დაავალა შეეძინა სადენები, რის გამოც მ------ ე------ესთან ერთად წავიდა ბათუმში და შეიძინა 400 მ. კაბელი. გზაში დაურეკა ერთ-ერთმა თურქმა სპეციალისტმა და აუწყა, რომ კარიერზე მიტანილი აზოტი არ იყო საკმარისი რაოდენობის და დამატებით საჭირო იყო კიდევ 500 კგ. მისი ნათქვამი გადაუთარგმნა ე------ე, გაიარეს ისევ საწყობში და წაიღეს აზოტის დამატებითი პარტია. მათ მიერ მიტანილი სადენები და აზოტი ესკავატორით აიტანა გვირაბში ესკავატორის ოპერატორმა თ------ ტ----ემ, თავად ე-----ი და მ------ ე------ე ზემოთ არ ასულან. დაახლოებით 16:00 საათზე თურქმა სპეციალისტმა დაურეკა და აუწყა, რომ მალე იქნებოდა აფეთქება. მ------ ე------ესთან ერთად გააფრთხილა მოსახლეობა მოსალოდნელი აფეთქების თაობაზე.
15. საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეულ იქნა ბრალდებულების ჩვენებებიც:
16. ბრალდებულმა ჰ--–-- ქ---------–--მ თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ დამთავრებული აქვს მხოლოდ დაწყებითი სკოლა, პროფესიული ან ტექნიკური განათლება არ მიუღია, არასდროს უმუშავია ამფეთქებლად, არის უბრალო მუშა. 2018 წლის ოქტომბერში ს---- ა-–-------მა მ----–-- და ზ--- ჯ-------ებთან ერთად დაიქირავა მუშად, დღიურად 300 თურქული ლირის გადახდის პირობით. შეთანხმების თანახმად, უნდა გამოეთხარათ გვირაბი, გაეტანათ ამფეთქებლების მიერ წარმოებული აფეთქებების შედეგად ჩამოშლილი მიწის მასა. ს----მა მიიყვანა დანიშნულების ადგილას, უთხრა რამდენი მეტრზე უნდა გაეთხარათ გვირაბი, შესაბამისი პროექტი ჩააბარა და განუცხადა, რომ ყველაფერი ამ პროექტის მიხედვით გაეკეთებინა. რა ენაზე იყო პროექტი შედგენილი, ვერ იხსენებს, თუმცა ს----მა სიტყვიერადაც კარგად აუხსნა სად რა უნდა გაეკეთებინათ. მისგან ისიც შეიტყვეს, რომ ასაფეთქებელ მასალებთანაც ექნებოდათ შეხება. გვირაბის გამოსაჭრელად საჭირო მცირე აფეთქებებს სხვა და სხვა ამფეთქებლები აწარმოებდნენ, მათი სახელები არ იცის. რასაც ისინი ავალებდნენ, იმას აკეთებდნენ. ინსტრუქტაჟი უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით მათთვის არავის ჩაუტარებია. 31 ოქტომბერს ასაფეთქებელი ნივთიერებები კარიერზე ორჯერ აიტანეს. ამ ნივთიერებით დატვირთული ტომრები ბრალდებულებმა ხელის ურიკებით შეზიდეს გვირაბში. უთხრეს პირველად ატანილი გვირაბის ერთ ფრთაში ჩაელაგებინათ, მეორედ ატანილი - მეორეში, ასეც მოიქცნენ (სხდომის ელექტრონული ოქმი - 11.04.19. - 13:32). შემდეგ მიწით ამოავსეს და ი---- ტ----ეს ჩააბარეს. საკუთარი ინიციატივით არ უმოქმედიათ, არც დამატებით მოუთხოვიათ აზოტი. ი---- ტ----ის მითითებით მოქმედებდნენ, რომელსაც თარჯიმან ე-----ის მეშვეობით ესაუბრებოდნენ. ე-----ი ამ დროს სულ მათთან ერთად იყო და ეხმარებოდა ტ----ესთან კომუნიკაციაში. შემდეგ ელ.სადენების დაერთება, გადაბმა და ბოლოს ასაფეთქებელი პულტის ღილაკზე თითის დაჭერა ტ----ემ მოახდინა.
17. ანალოგიური განმარტებები მისცეს სასამართლოს დაკითხვისას ბრალდებულებმა მ----–-- ჯ-------მა და ზ--- ჯ-------მა, რომლებმაც ასევე არ ცნეს თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში. უარყვეს კავშირი საამფეთქებლო საქმიანობასთან, ყურადღება გაამახვილეს იმ გარემოებაზე, რომ ისინი მხოლოდ მუშად დაიქირავა ს---- ა-–-------მა. გვირაბის გამოსაჭრელი მცირე აფეთქებები, ისევე როგორც კამერალური აფეთქება, არ უწარმოებიათ. ამასთან, დაადატურეს, რომ 2018 წლის 31 ოქტომბერს კარიერზე მიტანილი ასაფეთქებელი მასალა თვითონ შეზიდეს გვირაბში, ჩაალაგეს კამერაში, მის განშტოებებზე და მიწით ამოავსეს.
18. მოწმე თ------ ა---–------მა, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს უსაფრთხოების და ტექნიკური ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, სასამართლოს განუმარტა, რომ სოფ. ჭ--------ში მდებარე კარიერი მთავრობის განკარგულებით ექსპლუატაციაში გადაეცა შპს "ს---------------------------" ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩასატარებლად, რათა კარიერზე მოპოვებული ნაშალი ქვით და ლოდებით გამაგრებულიყო სანაპირო ზოლი. მითითებული შპს -ს ქვეკონტრაქტორი კომპანია აღნიშნულ კარიერზე აწარმოებდა მოპოვებით სამუშაოებს და თავის მხრივ, უფლებამოსილი იყო დაექირავებინა საამფეთქებლო საქმიანობის მწარმოებელი ფირმა, რომელიც უზრუნველყოფდა კარიერზე საამფეთქებლო სამუშაოების შესრულებას. "ნებართვების და ლიცენზიების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისი დოკუმენტაციის სრულად წარდგენის საფუძველზე, 2018 წლის 29 სექტემბერს ნებართვა გაცემულ იქნა შპს "ნ----------–----ზე". მოგვიანებით გაირკვა, რომ კარიერზე საექსპლუატაციო, მოპოვებით სამუშაოებს ახორციელებდა შპს "ა-–-------ი", ხოლო საამფეთქებლო სამუშაოს - შპს "დ----------–----" არანაირი ინფორმაცია ამის თაობაზე არც ერთი კომპანიისგან ზედამხედველობის დეპარტამენტში არ შესულა. შპს "ა-–---------" და შპს "დ----------–----ს" სახელზე მითითებულ კარიერზე საექსპლუატაციო, ან საამფეთქებლო სამუშაოების წარმოების ნებართვა გაცემული არ ყოფილა. შპს "ს--------------------------" დაჯარიმდა ინსპექტირების არჩატარების, შპს "დ----------–----" - უნებართვო საქმიანობისთვის, ხოლო შპს "ა-–---------" მიმართ ამ ეტაპზე მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება. მოწმემ ასევე განმარტა, რომ საამფეთქებლო სამუშაოების წარმოებისას, კანონის თანახმად, ნებისმიერ ობიეტს უნდა ყავდეს საამფეთქებლო სამუშაოების ხელმძღვანელი, ასევე კონკრეტულ ობიექტზე - ტექნიკური ზედამხედველი. ამ პირების შესახებ ინფორმაცია უნდა ერთვოდეს ნებართვის მაძიებლის მიერ წარდგენილ დოკუმენტაციას. ამფეთქებელი შეიძლება იყოს მხოლოდ საქართველოს მოქალაქე, უმაღლესი ტექნიკური განათლებით, გავლილი უნდა ჰქონდეს შესაბამისი სწავლება და მიღებული სერტიფიკატი, ასევე ორი წლის უწყვეტი სტაჟი ბოლო აფეთქების წარმოებიდან.
19. აჭარის არ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურის მიერ გაცემული დოკუმენტებით - სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების გამოყენების ნებართვით N000005, შპს "დ----------–-----სთვის" სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების გამოყენების ნებართვის გაცემის თაობაზე ბრძანებით ირკვევა, რომ აღნიშნულ შპს-ს ჰქონდა აფეთქებითი სამუშაოების წარმოების ნებართვა სოფ, ჭ--------ში მდებარე კარიერზე, თუმცა საქმის არსებითი განხილვისას დაკითხული ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელის, თ------ ა---–------ის ჩვენების თანახმად, აღნიშნული ნებართვა გაცემული იყო იმავე სოფელში მდებარე სხვა კარიერზე.
20. აჭარის ა/რ ფინანსთა და და ეკონომიკის მინისტრის 2018 წლის 8 ნოემბრის N01-01-10/4486 წერილით ირკვევა, რომ სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების გამოყენების ნებართვის/ლიცენზიის მისაღებად ქ----- მუნიციპალიტეტის სოფ. ჭ--------ის ტერიტორიაზე არსებულ ანდეზიტის კარიერზე შპს "ა-–-------ს", შპს "დ----------–----ს", შპს "ს---------------------------", შპს "ს-----------–------------------------------ს ფილიალს საქართველოში" აჭარის არ ფინანასთა და ეკონომიკის სამინისტროსთვის არ მიუმართავთ, შესაბამისად, მათზე არ გაცემულა ლიცენზია. 2018 წლის 1 იანვრიდან 6 ნოემბრამდე არ მიუმართავთ ჭ--------ის მიმდებარე ტერიტორიაზე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებისას სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების გამოყენების თაობაზე წინასწარი შეტყობინებით, რის გამოც უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე და საამფეთქებლო სამუშაოების განხორციელებაზე, სამინისტოს მხრიდან შემოწმებას არ საჭიროებდა.
21. საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2018 წლის 28 დეკემბრის N299/ამ-348/რან პიროტექნიკური და ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, რომელიც უდავოდ იქნა ცნობილი მხარეების მიერ, ქ----- მუნიციპალიტეტის სოფ. ჭ--------ში მდებარე ანდეზიტის კარიერზე მომხდარია აფეთქება, რომელიც გამოწვეულია ამონიუმის გვარჯილის და ორგანული შემავსებლის ფეთქებადი ნარევის აფეთქების შედეგად. აფეთქების სიმძლავრეს შეეძლო შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ქვის ნამსხვრევების გატყორცნა მასალებში მითითებულ ნიშნულებამდე. 2006 წლის 16 მაისის საქართველოს მთავრობის N95 დადგენილების მიხედვით, ღია ადგილზე საამფეთქებლო სამუშაოების შესრულებისას, ხალხის უსაფრთოების მიზნით დადგენილი უსაფრთხო მანძილი შეადგენს მინიმუმ 300 მეტრს, კონკრეტული შემთხვევისთვის შეადგენდა 500-დან 700 მეტრამდე.
22. სსიპ "ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო-ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" N007595818 დასკვნის თანახმად, რომელიც უდავოდ იქნა ცნობილი მხარეების მიერ, გ--- ო-----ის სიკვდილის უშუალო მიზეზია ქალა-ტვინის ღია ბლაგვი ტრავმა, ქალა-სარქველის და ქალა-ფუძის ძვლების ფრაგმენტოვანი მოტეხილობები, დიფუზიური სისხლჩაქცევები ქალას ღრუში მაგარი და რბილი გარსების ქვეშ და თავის ტვინის ნივთიერებაში. აღნიშნული დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივ-ბლაგვი საგნების ზემოქმედების შედეგად, სიცოცხლისდროინდელია, მიზეზობრივ კავშირშია დადგარ შედეგთან - სიკვდილთან და ცოცხალი პირების ექსპერტიზის დროს ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისთვის სახიფათო.
23. საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2019 წლის 14 მარტის N130/ამ შრომის უსაფრთხოების ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, რომელიც უდავოდ იქნა ცნობილი მხარეების მიერ, ქ----- მუნიციპალიტეტის სოფ. ჭ--------ის მიმდებარე ტრიტორიაზე ასაფეთქებელ ანდეზიტის კარიერზე განხორციელებული საამფეთქებლო სამუშაოების და აფეთქებისას დაირღვა 2006 წლის 16 მაისის საქართველოს მთავრობის N95 დადგენილებით განსაზღვრული წესები. აღნიშნულ კარიერზე განხორციელებული საამფეთქებლო სამუშაოების და აფეთქების წარმოებისას, 2006 წლის 16 მაისის საქართველოს მთავრობის N95 დადგენილების თანახმად, უსაფრთხოების წესების დაცვა ევალებოდა საწარმოს ხელმძღვანელს ან მის მიერ დანიშნულ პირს. მთავრობის N95 დადგენილების მიხედვით, ღია ადგილზე საამფეთქებლო სამუშაოების შესრულებისას, ხალხის უსაფრთოების მიზნით დადგენილი უსაფრთხო მანძილი შეადგენს მინიმუმ 300 მეტრს, კონკრეტული შემთხვევისთვის შეადგენდა 500-დან 700 მეტრამდე. უსაფრთხოების ყველა ზომის დაცვის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნებოდა დამდგარი შედეგის თავიდან აცილება.
24. ბრალდების მხარის მიერ სასამართლოს წინაშე წარმოდგენილი და საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული, ისევე, როგორც უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებების ანალიზის, ობიექტური შეფასების და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს ჰ--–-- ქ---------–--ს, მ----–-- ჯ-------ის და ზ--- ჯ-------ის მიმართ წარდგენილ ბრალდებას. სასამართლოს წინაშე წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ჰოლანდიურმა კომპანიამ შპს "ს-----------–------------------------------ს ფილიალმა საქართველოში", რომელსაც ნაპირსამაგრი სამუშაოები უნდა შეესრულება, საამისოდ აუცილებელი მასალის მოსაპოვებლად ხელშეკრულება გააფორმა შპს "ა-–-------თან". ვინაიდან ასეთი მასალის მოპოვება საამფეთქებლო სამუშაოების წარმოების გარეშე შეუძლებელი იყო, აღნიშნულმა კომპანიამ 2018 წლის 15 ოქტომბერს ბურღვა-აფეთქებითი სამუშაოების საწარმოებლად ხელშეკრულება გააფორმა საამფეთქებლო კომპანია, შპს "დ----------–----თან". შპს "ა-–-------სა" და შპს "დ----------–----"-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, შპს "დ----------–-----მ" აიღო აფეთქებითი სამუშაოების ჩატარების ვალდებულება ქ----- რაიონის სოფ. ჭ--------ში მდებარე კარიერზე. შესასრულებელ სამუშაოებში შედიოდა გვირაბის გაყვანა, კამერების მომზადება და კამერალური აფეთქების დროს აფეთქებითი სამუშაოების ჩატარება, ამ სამუშაოებზე ტექნიკური ზედამხედველობა. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების პერიოდში მხრეები უზრუნველყოფენ უსაფრთხოების ერთიანი წესების დაცვას და კისრულობენ პასუხისმგებლობას შეუსრულებლობის შემთხვევაში.
25. მოწმე ს---- ა-–-------ი, გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში, რომელიც არ გაუხდია დაცვის მხარეს სადავოდ, მიუთითებს, რომ თურქეთის რესპუბლიკაში მოიძია პირები, რომლებსაც დიდი გამოცდილება ჰქონდათ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების დარგში და დაიქირავა თურქეთის სამი მოქალაქე - ჰ--–-- ქ---------–--, მ----–-- და ზ--- ჯ-------ები. საამფეთქებლო სამუშაოების წარმოების მიზნით, საამფეთქებლო ფირმის შპს "დ----------–---"-ს სამუშაოთა მწარმოებელმა დ----- ბ-----ემ სთხოვა დახმარებოდნენ თურქეთიდან ჩამოყვანილი ქ---------–-- და ჯ-------ები, რასაც დათანხმდა და ამის შემდეგ ეს პირები მუშაობდნენ კარიერზე. გვირაბი თავისი კამერებით ასაფეთქებლად უნდა მოემზადებინათ სწორედ შპს "ა-–---------" მიერ დაქირავებულ ამ პირებს, უშუალოდ კამერალური აფეთქება კი უნდა ეწარმოებინა ამფეთქებელ კომპანიას.
26. იგივე გარემოებებზე ამახვილებს ყურადღებას ს---- ა-–--------- მოადგილე გ-----------------ე, რომელმაც საქმის არსებითი განხილვისას, სასამართლოს განუმარტა, რომ მათ კომპანიასა და შპს "დ----------–----ს" შორის გაფორმებული ხელშეკრულების მე-8 პუნქტის თანახმად, ორივე მხარეს თანაბარი მოვალეობები ეკისრებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებისას უსაფრთხოების დაცვის კუთხით და თანაბარ პასუხისმგებლობას კისრულეობდნენ. გარდა წერილობითი დოკუმენტში - ხელშეკრულებაში გაწერილი ვალდებულებებისა, ღ------------ის მტკიცებით, მხარეთა შორის არსებობდა ზეპირი შეთანხმება იმის შესახებ, რომ შპს "აბაირაქი" თავად მოიწვევდა თურქეთიდან კომპეტენტურ სპეციალისტებს, რომლებიც შეასრულებდნენ წინასაამფეთქებლო სამუშაოებს, ხოლო უშუალოდ აფეთქებას მოახდენდა "დ----------–-----ს" წარმომადგენელი. ყველა სამუშაო - გვირაბის გაჭრა, შიგ ასაფეთქებლის ჩაწყობა უნდა განეხორციელებინათ ქ---------–--ს და ჯ-------ებს, შემდეგ შესრულებული სამუშაო უნდა გადაებარებინათ ამფეთქებელი კომპანიისთვის, უშუალოდ აფეთქებას კი, ანუ - ღილაკზე თითის დაჭერას - მოახდენდა ამფეთქებელი ფირმის წარმომადგენელი. ამდენად, ღილაკზე თითის დაჭერა იყო მხოლოდ ამფეთქებელი კომპანიის წარმომადგენლის მოვალეობა მხარეთა სიტყვიერი შეთანხმებიდან გამომდინარე. სასამართლო მიინევს, რომ არ არსებობს აღნიშნული განმარტებების სისწორეში ეჭვის შეტანის საფუძველი, რადგან გამორიცხულია იმ კომპანიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, რომელმაც სხვა კომპანია დაიქირავა საამფეთქებლო სამუშაოების ჩასატარებლად და შესაბამისად, თვითონ ყველანაირი ვალდებულება ასეთი სამუშაოებზე, მათ შედეგებზე მოხსნილი ჰქონდა, დაინტერესებული იყოს სასამართლოსთვის არასწორის ინფორმაციის მიწოდებით და საკუთარი კომპანიის დადანაშაულებით. მისი კომპანია ოფიციალური დოკუმენტის, ორმხრივი ხელშეკრულების შინაარსიდან გამომდინარე, თავისუფალი იყო აფეთქებით გამოწვეული ნებისმიერი არასასურველი შედეგის გამო პასუხისმგებლობისგან და ძალიან მარტივად შეეძლო მხოლოდ ამფეთქებელი კომპანიის პასუხისმგებლობაზე გაემახვილებინა ყურადღება ჩვენების მიცემისას. თუმცა, ასევე ფაქტია, რომ არა მხოლოდ საკუთარი პასუხისმგებლობა იგრძნო, როგორც კომპანიის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა და თანაბარ მოვალეობებზე ისაუბრა, არამედ თავად მან და მისმა კომპანიამ და არა ხელშეკრულების თანახმად აფეთქებაზე პასუხისმგებელმა ფირმამ, მოაგვარა ურთიერთობა გარდაცვლილი მცირეწლოვნის ოჯახთან და მზაობა გამოთქვა სახლის სახურავების დაზიანებით გამოწვეული ზარალის ანაზღაურებაზეც.
27. უნდა აღინიშნოს, რომ მოწმედ დაკითხული ე----- მ---------ის და მ------ ე------ის ჩვენებებში მითითებული გარემოებები სრულ თანხვედრაში მოდის ა-–--------- და ღ------------ის ჩვენებებში გადმოცემულ გარემოებებთან, კერძოდ - ე----- მ---------იც და მ------ ე------ეც, რომლებიც უშუალოდ ადევნებდნენ თვალს ბრალდებულების საქმიანობას, ცალსახად და დამაჯერებლად მიუთითებენ, რომ სწორედ "სამი თურქი სპეციალისტი" ახდენდა გვირაბის გამოსაჭრელად საჭირო მცირე აფეთქებებს და არა ვინმე სხვა. სწორედ მათი მოთხოვნით ხდებოდა ასაფეთქებელი მასალების ატანა კარიერზე მ------ ე------ის მიერ. 30 ოქტომბერს მათ დაასრულეს ბურღვითი სამუშაოები და გვირაბის აფეთქება დაგეგმეს 31 ოქტომბერს, რის შესახებაც პირადად უთხრეს ე----- მ---------ის. 31 ოქტომბერს ი---- ტ----ის მიერ კარიერზე მიტანილი ასაფეთქებელი მასალა, "თურქმა სპეციალისტებმა" ჩამოტვირთეს, სადენების არასაკმარისობის გამო ე-----ს კიდევ დააბარეს სადენების მოტანა, შემდეგ კი აზოტის დამატებითი პარტია მოითხოვეს.
28. აღნიშნული ჩვენებებიდან ჩანს, რომ ბრალდებულების საქმიანობა არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ სხვის მიერ შესრულებული აფეთქების შედეგად ჩამოშლილი მიწის მასის გვირაბიდან გამოზიდვით, როგორც ისინი მიუთითებენ ჩვენებებში და უშუალოდ იყვნენ ჩართული კარიერზე მიმდინარე ყველა სამუშაოში. მათი დამქირავებელი ს---- ა-–--------- ჩვენების თანახმად, რომელიც არ გაუხდია სადავოს დაცვის მხარეს, მან უბრალო მიწის მზიდავები კი არ ჩამოიყვანა კარიერზე სამუშაოდ, არამედ თურქეთის რესპუბლიკაში სპეციალურად მოიძია პირები, რომლებსაც დიდი გამოცდილება ჰქონდათ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების დარგში და სწორედ ამ გამოცდილების მქონე ხალხი დაიქირავა. ის გარემოება, რომ კარიერზე მომუშავე ბრალდებულებს ყველა "თურქ სპეციალისტებად" და არა დღიურ მუშებად მოიხსენიებდნენ და ასეთად იცნობდნენ, დასტურდება საქმეში წარმოდგენილი, ორივე კომპანიაში მომუშავე პირების მიერ მიცემული ჩვენებებით. ფაქტია, რომ მიწის მზიდავ მუშებს ს---- ა-–-------ი ისევე იოლად მოიძიებდა ადგილობრივ მოსახლეობაში, როგორც მისი კომპანიის სხვა ქართველი თანამშრომლები მოიძია და არ დასჭირდებოდა თურქეთის რესპუბლიკაში ეპოვა და საქართველოში ჩამოეყვანა ხალხი მიწის ჩამოშლილი მასის საზიდად. ცხადია, საქმე შეეხებოდა სწორედ სპეციალური ცოდნის და გამოცდილების მქონე პირების ჩამოყვანას, თუმცა ასევე ფაქტია, რომ საქმეში არ მოიპოვება მათი სპეციალური ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი, არც ხელშეკრულება გაფორმებულა ს---- ა-–-------სა და ბრალდებულებს შორის, რომელშიც გაწერილი იქნებოდა მხარეთა მოვალეობები. სწორედ აღნიშნული გარემოებით სარგებლობდა დაცვის მხარე და ცდილობდა სასამართლოს დარწმუნებას იმაში, რომ ბრალდებულებს არათუ საამფეთქებლო საქმიანობის წარმოების უფლება ჰქონდათ და გააჩნდათ ასეთი ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი, არამედ არიან დაწყებითი განათლების მქონე მუშები, რომლებსაც არაფერი ესმით საამფეთქებლო საქმიანობაში. სასამართლო განმარტავს, რომ ბრალდებულების მიერ განხორციელებული თუნდაც ის ქმედებები, რასაც თავადაც ადასტურებენ: მომეტებული საფრთხის შემცველი ფეთქებადი მასალების გვირაბში შეტანა, გაჭრილ კამერაში და მის ორივე განშტოებაში ასაფეთქებლების ჩაწყობა, მიწით ამოვსება, ერთი სიტყვით - გვირაბის მომზადება ასაფეთქებლად და ამ ყველაფრის გაკეთება შესაბამისი ინსტრუქტაჟის ჩატარების გარეშე(როგორც თავად აცხადებენ), ისეთ პირობებში, როდესაც არ იციან ასეთ მასალებთან მოპყრობის წესი, არ აქვთ შესაბამისი გამოცდილება და მაინც ასრულებენ ზემოაღნიშნულ სამუშაოს, რასაც აფეთქება უნდა მოჰყვეს შედეგად და შესაბამისად, ნებისმიერმა არასწორმა მოქმედებამ საფრთხე შეიძლება შეუქმნას სხვის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, - მიუთითებს მათ არასათანადო მიდგომასა და გულგრილ დამოკიდებულებაზე შესრულებული სამუშაოებისადმი, მით უფრო, რომ, მათივე მტკიცებით, ეს მოქმედებები სრულებით არ შედიოდა იმ სიტყვიერი შეთანხმების პირობებში, რომელიც ს---- ა-–-------თან ჰქონდათ დადებული. ისმის კითხვა, მაშინ რატომ ასრულებდნენ საფრთხის შემცველი ელემენტებით სავსე ამ მოქმედებებს კარიერზე და რატომ არ ამბობდნენ უარს მიწის მასის უბრალო მზიდავებად დაქირავებული მუშები საამფეთქებლო სამუშაოსთან დაკავშირებული დავალებების შესრულებაზე ?!
29. ბრალდებულების განმარტებით, მათ დაახლოებით ორი კვირა იმუშავეს კარიერზე და ამ დროის განმავლობაში კამერის გამოსაჭრელად აუცილებელ მცირე აფეთქებებს ამფეთქებელი კომპანიის სულ სხვადასხვა ამფეთქებელი ახდენდა, თუმცა ვერ ასახელებენ მათ. მოწმეების - გ-----------------ის, ე----- მ---------ის, მ------ ე------ის ჩვენებების თანახმად კი, მცირე აფეთქებებსაც ბრალდებულები ახორციელებდნენ. ღ------------ე, რომელიც ბრალდებულების დამქირავებელი კომპანიის წარმომადგენელია, ზეპირ შეთანხმებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ამფეთქებელი კომპანიის წარმომადგენელს მხოლოდ ასაფეთქებელი მოწყობილობის ღილაკზე უნდა დაეჭირა ხელი, ყველა სხვა სამუშაო, რაც ამ პროცესამდე მიდიოდა, მათ მიერ დაქირავებულ თურქ სპეციალისტებს უნდა შეესრულებინათ. მ---------ი და ე------ე კი პირადად ხედავდნენ ბრალდებულების მიერ წარმოებულ აფეთქებებს, მ---------ი უთარგმნიდა, ე------ე კი მათი მოთხოვნის მიხედვით საწყობიდან ზიდავდა კარიერზე ასაფეთქებელ მასალებს. რაც შეეხება 31 ოქტომბერს წარმოებულ კამერალურ აფეთქებას, ბრალდებულების განმარტებით, ი---- ტ----ე ხელმძღვანელობდა ამ პროცესს. ტ----ე სერთიფიცირებული, შესაბამისი კვალიფიკაციის და გამოცდილების მქონე ამფეთქებელია, თან საქართველოს მოქალაქე, რაც ამფეთქებლისთვის აუცილებელი პირობაა აფეთქებითი სამუშაოების წარმოებისას. მის სახელზე იქნა გამოწერილი ასაფეთქებელი მასალის საწყობიდან კარიერზე გადატანის ნებართვა და მიიტანა კიდეც მასალები დანიშნულების ადგილზე, თუმცა შემდეგ, მისი განმარტების მიხედვით, არ მიუღია მონაწილეობა არანაირ სამუშაოში, გვირაბშიც არ შეუშვეს ბრალდებულებმა. საპირისპიროს მიუთითებენ ეს უკანასკნელები, აღნიშნავენ, რომ ყველა სამუშაო გვირაბში ი---- ტ----ის მითითებით შეასრულეს, მის დავალებებს კი ადგილზე მათთან ერთად მყოფი თარჯიმანი ე----- მ---------ი უთარგმნიდა. სასამართლო აღნიშნავს, რომ 2018 წლის 31 ოქტომბერს ე----- მ---------ის ყოფნა ბრალდებულებთან და ი---- ტ----ესთან ერთად ასაფეთქებლად გამზადებულ გვირაბში ან მის მიმდებარედ, არ დასტურდება არც ერთი მტკიცებულებით. თავად მ---------ი განმარტავს, რომ კარიერზე მ------ ე------ესთან და ი---- ტ----ესთან ერთად მიიტანა ასაფეთქებელი მასალები, შემდეგ ე------ესთან ერთად მიიტანა ბრალდებულების მიერ დამატებით მოთხოვნილი ელექტრო კაბელები და აზოტი, თუმცა ზევით, გვირაბთან არ ასულა და უკან გაბრუნდა მ------ ე------ესთან ერთად. იგივეს ადასტურებს ე------ეც თავის ჩვენებაში. მოწმე თ------ ტ----ე, რომელსაც თავისი ესკავატორით აჰქონდა ასაფეთქებელი მასალები გვირაბთან, განმარტავს, რომ აღნიშნულ ადგილზე ასაფეთქებელი მასალის ატანის შემდეგ მხოლოდ ტ----ე და "თუქრი სპეციალისტები" დარჩნენ. ამდენად, სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულების მიერ გაკეთებულ განმარტებებს ე----- მ---------ის დახმარებით ი---- ტ----ის მიერ მათთვის აფეთქებითი სამუშაოების წარმოებისას მიცემული მითითებების თაობაზე. ერთმანეთის ენის არ ცოდნის გამო, ეს პრაქტიკულად შეუძლებელი იქნებოდა.
30. 2013 წლის 31 დეკემბრის საქართველოს მთავრობის დადგენილების №432 საამფეთქებლო სამუშაოების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე, მეორე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საამფეთქებლო საქმე, ესაა – სამეურნეო საქმიანობა, დაკავშირებული ფეთქებადი მასალების ბრუნვასთან, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ფეთქებადი მასალების ბრუნვა არის – საქმიანობა, რომელიც მოიცავს ფეთქებადი მასალებისა და საამფეთქებლო საქმის ხელსაწყოების გამოცდას, დამზადებას, შეფუთვას, გადაზიდვას, შენახვას, გამოყენებას, აღრიცხვას, შეძენას, განადგურებას, რეალიზაციას, ამოღებას, ტექნიკურ ექსპერტიზას, აგრეთვე ფეთქებად მასალებთან და საამფეთქებლო საქმესთან დაკავშირებული პერსონალის მომზადებას. ბრალდებულები საქართველოს მოქალაქეები არ არიან და სავარაუდოდ არც იცნობდნენ მითითებულ დადგენილებაში ასახულ მოთხოვნებს, მაგრამ კანონის არცოდნა არ ათავისუფლებს პირს პასუხისმგებლობისგან. ისეთ პირობებში, როდესაც აიღეს პასუხისმგებლობა და სხვა ქვეყანაში შეასრულეს ასაფეთებელ მასალებთან დაკავშირებული სამუშაო, რისი მოვალეობაც, მათივე განმარტებით საერთოდ არ ჰქონიათ, უნდა გაიზიარონ პასუხიმგებლობაც, რომელიც მათ მიერ არასათანადოდ შესრულებულ მოქმედებებს მოჰყვა.
31. ამდენად, წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ფეთქებადი ნივთიერების გამოყენების ფაქტი ბრალდებულების - ჰ--–-- ქ---------–--ს, მ----–-- და ზ--- ჯ-------ების მხრიდან სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია. ბრალდებულების მიერ შესრულებული სამუშაოებისას დაშვებულ შეცდომები - გვირაბის გამოჭრის, ამისათვის საჭირო მცირე აფეთქებების წარმოების, ფეთქებადი ნივთიერებების დამონტაჟების და კამერალური აფეთქების წარმოებისას, იყო ერთ-ერთი მიზეზი, რასაც მოჰყვა აფეთქების შემდეგ დიდი ოდენობის ქვების ნატეხების გატყორცნა დასახლებული პუნქტის მიმართულებით და გამოიწვია მძიმე შედეგი - იმსხვერპლა ბავშვის სიცოცხლე. სსკ-ის 244-ე მუხლის არ შეიცავს განმარტებას რა იგულისხმება მძიმე შედეგში. მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ ინდივიდუალურად, საქმის გარემოებების შეფასებით უნდა გადაწყვიტოს გამოწვეული შედეგის სიმძიმის საკითხი. ცალსახაა, რომ როდესაც საქმე ეხება მცირეწლოვანი ბავშვის სიცოცხლეს, საუბარი შესაძლოა იყოს მხოლოდ კონკრეტული ქმედებით გამოწვეულ უმძიმეს შედეგზე. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, აფეთქებამ გამოიწვია მახლობლად მდებარე სახლების სახურავების დაზიანება. სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული ფაქტი დადასტურებულია სასამართლოს წინაშე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და მხარეების მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით, მოწმეთა ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით.
32. ამასთან, სასამართლო ცალსახად და კატეგორიულად მიუთითებს, რომ საამფეთქებლო სამუშაოთა წარმოებისას დაშვებული მთელი რიგი დარღვევები, რამაც საბოლოოდ მძიმე შედეგი გამოწვია, არა მხოლოდ ბრალდებული პირების მოქმედებებმა განაპირობა, არამედ სახეზეა მთელი ჯაჭვი შესაბამისი მოვალეობით აჭღურვილი პირების მიერ არასათანადოდ შესრულებული ვალდებულებებისა, კერძოდ:
33. როგორც მოწმე თ------ ა---–------მა, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს უსაფრთხოების და ტექნიკური ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ სასამართლოს განუმარტა, სოფ. ჭ--------ში მდებარე კარიერზე საექსპლუატაციო, მოპოვებით სამუშაოებს შპს "ა-–-------ი" რომ ახორციელებდა, ხოლო საამფეთქებლო სამუშაოს - შპს "დ----------–----" არანაირი ინფორმაცია ამის თაობაზე არც ერთი კომპანიისგან ზედამხედველობის დეპარტამენტში შესული არ ყოფილა. შპს "ა-–---------" და შპს "დ----------–----ს" სახელზე მითითებულ კარიერზე საექსპლუატაციო, ან საამფეთქებლო სამუშაოების წარმოების ნებართვა გაცემული არ ყოფილა. შპს "დ----------–---" ფლობდა ლიცენზიას იმავე სოფელში მდებარე სულ სხვა კარიერზე და არა იმაზე, რომელზეც საამფეთქებლო სამუშაოები განხორციელდა 2018 წლის 31 ოქტომბერს. აღნიშნულის გამო შპს "დ----------–----" დაჯარიმდა უნებართვო საქმიანობისთვის, ხოლო შპს "ა-–---------" მიმართ მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება. მოწმემ ასევე განმარტა, რომ საამფეთქებლო სამუშაოების წარმოებისას, კანონის თანახმად, ნებისმიერ ობიეტს უნდა ყავდეს საამფეთქებლო სამუშაოების ხელმძღვანელი, ასევე კონკრეტულ ობიექტზე - ტექნიკური ზედამხედველი. ამ პირების შესახებ ინფორმაცია უნდა ერთვოდეს ნებართვის მაძიებლის მიერ წარდგენილ დოკუმენტაციას. ამფეთქებელი შეიძლება იყოს მხოლოდ საქართველოს მოქალაქე, უმაღლესი ტექნიკური განათლებით, გავლილი უნდა ჰქონდეს შესაბამისი სწავლება და მიღებული სერტიფიკატი, ასევე ორი წლის უწყვეტი სტაჟი ბოლო აფეთქების წარმოებიდან.
34. სოფ. ჭ--------ში მდებარე ანდეზიტის კარიერზე ჩატარებული საამფეთქებლო სამუშაოების ხელმძღვანელი პირის შესახებ, ასევე კონკრეტულ ობიექტზე დანიშნული ტექნიკური ზედამხედველობის განმახორციელებელი პირის შესახებ, ინფორმაცია საქმის მასალებში არ მოიპოვება.
35. აჭარის ა/რ ფინანსთა და და ეკონომიკის მინისტრის 2018 წლის 8 ნოემბრის N01-01-10/4486 წერილის თანახმად, სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების გამოყენების ნებართვის/ლიცენზიის მისაღებად ქ----- მუნიციპალიტეტის სოფ. ჭ--------ის ტერიტორიაზე არსებულ ანდეზიტის კარიერზე შპს "ა-–-------ს", შპს "დ----------–----ს", შპს "ს---------------------------", შპს "ს-----------–------------------------------ს ფილიალს საქართველოში" აჭარის არ ფინანასთა და ეკონომიკის სამინისტროსთვის არ მიუმართავთ, შესაბამისად, მათზე არ გაცემულა ლიცენზია. 2018 წლის 1 იანვრიდან 6 ნოემბრამდე არ მიუმართავთ ჭ--------ის მიმდებარე ტერიტორიაზე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებისას სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების გამოყენების თაობაზე წინასწარი შეტყობინებით, რის გამოც უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე და საამფეთქებლო სამუშაოების განხორციელებაზე, სამინისტოს მხრიდან შემოწმებას არ საჭიროებდა.
36. ამდენად, ზემოაღნიშნულმა შეზღუდული პასუხისმგებლობის მქონე საზოგადოებებმა დაარღვიეს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები და ლიცენზიის გარეშე განახორციელეს საექსპლუატაციო და საამფეთქებლო სამუშაოები ქ----- მუნიციპალიტეტის სოფ, ჭ--------ში მდებარე ანდეზიტის კარიერზე. მათ არ მიუმართავთ აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს უსაფრთხოების და ტექნიკური ზედამხედველობის დეპარტამენტისადმი სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებისას სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების გამოყენების თაობაზე წინასწარი შეტყობინებით, რაც კანონის სავალდებულო მოთხოვნაა და რის გამოც, ზედამხედველობის დეპარტამენტმა ვერ განახორციელა შესაბამის ინსპექტირება უსაფრთოების ნორმების დაცვაზე საამფეთქებლო სამუშაოების წარმოებისას.
37. შპს "დ----------–----ს" დირექტორის ლ---- ბ---–----ის მიერ გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენების თანახმად, სოფ. ჭ--------ის კარიერზე ჩასატარებელი საამფეთქებლო სამუშაოების პროექტი, პასპორტი და სქემა მათ კომპანიას არ ჰქონია, "მათი დამზადება ვერ მოასწრეს" ისე აწარმოეს საამფეთქებლო სამუშაოები. მათ კომპანიას არ გააჩნია სამუშაოების შესრულების განწესი, კარიერის ტერიტორიაზე ხმოვანი სიგნალიზაცია განთავსებული არ აქვთ, მოსახლეობას მოსალოდნელი აფეთქების შესახებ "ცოცხალი ძალით" აფრთხილებდნენ. კარიერის რელიეფიდან გამომდინარე არ მომხდარა არც თავშესაფრების მოწყობა.
38. საქმეზე ჩატარებული შრომის უსაფრთოების ექსპერტიზის ნ130/ამ დასკვნის თანახმად: - საამფეთებლო სამუშაოები უნდა წარმოებდეს ტექნიკური დოკუმენტაციის - პროექტები, პასპორტები, სქემები - მიხედვით. აღნიშნულ დოკუმენტებს აცნობენ სამუშაოს შემსრულებელ პერსონალს, რაც დასტურდება მათი ხელმოწერებით. მოცემულ შემთხვევაში კი ექსპერტიზას არ წარდგენია აფეთქების პასპორტი და პროექტი, ფეთქებადი მასალების მიღების, გაცემის, აღრიცხვის დოკუმენტაცია. აფეთქების უსაფრთხო მანძილი შეადგენს 500-დან 700 მეტრამდე მანძილს, რაც ასევე არ ყოფილა დაცული. არ იყო შემოსაზღვრული უსაფრთხოების ზონა, არ განხორციელებულა მოსახლეობის ევაკუაცია საშიში ზონიდან, არ შექმნილა პოსტები და არ განხორციელებულა ზედამხედველობა. დარღვეულია საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მაისის N5 დადგენილება 'საამფეთქებლო სამუშაოების უსაფრთხოების წესების", "სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების დანაკლისის ტექნიკური გამოკვლევისა და აღიცხვის ინსტრუქციის", "ფეთქებადი მასალების სახელმწიფო რეესტრის წარმოების და რეგისტრაციის ინსტრუქციის" დამტკიცების თაობაზე.
39. აღნიშნულ დასკვნაში დეტალურად არის მითითებული მთელ რიგ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებულ იქნა ფეთქებადი მასალების გადატანისას, სამუშაო ადგილზე მიტანისას, შენახვისას, ასაფეთქებლად მომზადებისას, ტექნიკური დოკუმენტაციის წარმოებისას. მიღებული დასკვნის თანახმად, ქ----- მუნიციპალიტეტის სოფ. ჭ--------ის მიმდებარე ტრიტორიაზე ასაფეთქებელ ანდეზიტის კარიერზე განხორციელებული საამფეთქებლო სამუშაოების და აფეთქებისას დაირღვა 2006 წლის 16 მაისის საქართველოს მთავრობის N95 დადგენილებით განსაზღვრული წესები. აღნიშნულ კარიერზე განხორციელებული საამფეთქებლო სამუშაოების და აფეთქების წარმოებისას, 2006 წლის 16 მაისის საქართველოს მთავრობის N95 დადგენილების თანახმად, უსაფრთხოების წესების დაცვა ევალებოდა საწარმოს ხელმძღვანელს ან მის მიერ დანიშნულ პირს. მთავრობის N95 დადგენილების მიხედვით, ღია ადგილზე საამფეთქებლო სამუშაოების შესრულებისას, ხალხის უსაფრთოების მიზნით დადგენილი უსაფრთხო მანძილი შეადგენს მინიმუმ 300 მეტრს, კონკრეტული შემთხვევისთვის შეადგენდა 500-დან 700 მეტრამდე. უსაფრთხოების ყველა ზომის დაცვის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნებოდა დამდგარი შედეგის თავიდან აცილება.
40. ამდენად, დასკვნაში მითითებული და შესაბამისი ნორმატიული აქტებით გაწერილი უსაფრთხოების ზომების დაცვის პირობებში, შესაძლებელი იქნებოდა დამდგარი შედეგის თავიდან აცილება.
41. ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, ნათლად ჩანს, რომ კარიერზე დადგენილი წესის დარღვევით წარმოებული სამუშაოების შედეგად დამდგარი მძიმე შედეგი გამოიწვია არა მხოლოდ უშუალოდ იმ პირთა ქმედებებმა, რომლებმაც გვირაბი გამოჭრეს და შიგ დაამონტაჟეს ასაფეთქებელი მასალები, არამედ სახეზეა ჯაჭვი მოვალეობების არაჯეროვანი შესრულებისა შესაბამისი პასუხისმგებლობით აღჭურვილი პირების მხრიდან და ბრალდებულთა ქმედება ჯაჭვის მხოლოდ ერთი რგოლია. მათ ვერ მოეთხოვებათ პასუხი შესაბამისი ლიცენზიის არქონის პირობებში წარმოებული საექსპლუატაციო და საამფეთქებლო სამუშაოებისთვის, ასეთი ლიცენზიის მოპოვება სხვა პირთა კომპეტენციაა. ასევე არ არიან პასუხიმგებელი ფეთქებადი მასალების საწყობიდან კარიერზე გადატანისას დაშვებულ დარღვევებზე, მოსახლეობის უსაფრთოების დაცვის კუთხით გასატარებელი ღონისძიებების შეუსრულებლობაზე. მათ მიმართ წარდგენილი ბრალდება მხოლოდ ფეთქებადი მასალის კანონით დადგენილი წესის დარღვევით გამოყენებას გულისხმობს და უკვე იმსჯელა სასამართლომ აღნიშნული ბრალდების საფუძვლიანობასთან დაკავშირებით.
42. სასამართლო ითვალისწინებს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპს და ცხადია, არ მიუთითებს კონკრეტულ პირებზე, რომელთა მოქმედებები თუ უმოქმედობა, გულგრილი დამოკიდებულება ვალდებულებებისადმი იყო ერთ-ერთი მიზეზი დამდგარი მძიმე შედეგისა, თუმცა ითვალისწინებს მის წინაშე საქმის განხილვისას წარდგენილ მტკიცებულებებს, მათში გადმოცემულ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი მასალების ანალიზით სახეზეა ნაკისრი მოვალეობების კომპლექსურად დარღვევის ფაქტი. საამფეთქებლო სამუშაოების წარმოების სრულ პროცესში ყველა შესაბამისი მოვალეობით აღჭურვილი პირის მხრიდან, მოვალეობების ჯეროვანი შესრულების პირობებში, დამდგარი მძიმე შედეგი თავიდან იქნებოდა აცილებული.
43. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
44. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
45. სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ მტკიცებულებებს სასამართლო აფასებს სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ამასთან, ფაქტების უტყუარად დადგენისათვის მტკიცებულებების საკმარისობის შეფასებისას სასამართლო ხელმძღვანელობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით.
46. სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებენ ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულების მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
47. "ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას" (განმარტება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს № 1/1/548 გადაწყვეტილებიდან).
48. ამასთან, "ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის" მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.
49. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ძირითადად ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის უფლებაზე, მოახდინოს მტკიცებულების ავთენტიკურობისა და შინაარსის შედავება. ამის პარალელურად, სასამართლო განსაკუთრებით უსვამს ხაზს მტკიცებულების შინაარსობრივ ხარისხს და მის სანდოობას (როგორც სამართლიანი განხილვის კომპონენტს), რადგან თუკი ეს არ იქნება უზრუნველყოფილი, დაირღვევა სამართლის უზენაესობის პრინციპი, რომელიც ევროპული კონვენციის პრეამბულაშია განმტკიცებული ძირითად ღირებულებად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიხედვით, უნდა შემოწმდეს, კონკრეტულად მიეცა თუ არა განმცხადებელს შესაძლებლობა მოეხდინა მტკიცებულებათა ავთენტიკურობისა და მისი გამოყენების შედავების შანსი. დამატებით, მტკიცებულებათა ხარისხი უნდა იქნეს მხედველობაში მიღებული, მათ შორის, ის გარემოებები, რომლებიც ქმნიან მისი სანდოობის და სიზუსტის ეჭვებს (იარემენკო უკრაინის წინააღმდეგ (Yaremenko v. Ukraine), ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2008 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება, პუნქტი 76). ევროპული სასამართლოს მიდგომა კონკრეტული მტკიცებულების უარყოფის (ავთენტურობა/შინაარსი) თვალსაზრისით გამომდინარეობს სამართლიანი განხილვის უფლებიდან.
50. სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით საკმარისია ფაქტების ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნევისათვის.
51. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში ბრალდების მხარემ შეძლო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით მ----–-- ჰევაჰირის, ზ--- ჯ-------ის და ჰ--–-- ქ---------–--ს მიერ სსკ-ის 244-ე მუხლით წარდგენილი ბრალდების დადასტურება.
სამართლებრივი შეფასება:
52. ზამოაღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ მ----–-- ჰევაჰირმა, ზ--- ჯ-------მა და ჰ--–-- ქ---------–--მ ჩაიდინეს ფეთქებადი ნივთიერების გამოყენების წესის დარღვევა, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 244-ე მუხლით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:
53. მ----–-- ჰევაჰირის, ზ--- ჯ-------ის და ჰ--–-- ქ---------–--ს პასუხისმგებლობის დამამაძიმებელი გარემოებები არ გააჩნიათ.
54. მ----–-- ჰევაჰირის, ზ--- ჯ-------ის და ჰ--–-- ქ---------–--ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა შერიგება დაზარალებულის უფლებამონაცვლესთან, რომელსაც მათთან პრეტენზია არ აქვს.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება :
55. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. ამდენად, განაჩენის სამართლიანობა უკავშირდება სწორედ სასჯელს.
56. სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე. სასჯელის სიმკაცრე ქმედების გასაკიცხაობას უნდა უტოლდებოდეს. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება და სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
57. სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სასჯელის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, ბრალეულის პიროვნებას. სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი სისხლის სამართალში ნიშნავს იმას, რომ სასჯელი უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით.
58. სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
59. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
60. სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.
61. სსკ-ის 244-ე მუხლი სასჯელად ითვალისწინებს ჯარიმას ან შინაპატიმრობას ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ორიდან ხუთ წლამდე ვადით.
62. სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის პიროვნების, მისი წარსული ცხოვრების და ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მ----–-- ჰევაჰირს, ზ--- ჯ-------ს და ჰ--–-- ქ---------–--ს, რომლებიც არ არიან ნასამართლევი, შეურიგდნენ დაზარალებულის უფლებამონაცვლეს, მომხდარი დანაშაულის ფაქტში მათი მონაწილეობის პროპორციულად, სასჯელად უნდა დაენიშნოთ მუხლის სანქციით გათვალისწინებული ჯარიმა, თითოეულს 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით, ხოლო სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, პატიმრობაში ყოფნის ვადის - 2018 წლის 01 ნოემბრიდან 2019 წლის 21 მაისამდე პერიოდის გათვალისწინებით - სრულად უნდა გათავისუფლდნენ დანიშნული სასჯელის მოხდისგან.
63. სასამართლო მიიჩნევს, რომ სასჯელის სწორედ აღნიშნული სახე და ზომა უნდა გახდეს საფუძველი მომავალში ბრალდებულებმა უკეთ გააცნობიერონ ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და შეამციროს მათ მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 255, 258-260-ე, 269-ე, 270-276-ე, 277-ე, 280-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ბრალდებული ზ--- ჰ-----ს ძე ჯ-------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 244-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით, სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, პატიმრობაში ყოფნის ვადის - 2018 წლის 01 ნოემბრიდან 2019 წლის 21 მაისამდე პერიოდის გათვალისწინებით - სრულად გათავისუფლდეს დანიშნული სასჯელის მოხდისგან.
მსჯავრდებულ ზ--- ჯ-------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
2. ბრალდებული მ----–-- შ-----ის ძე ჯ-------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 244-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით, სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, პატიმრობაში ყოფნის ვადის - 2018 წლის 01 ნოემბრიდან 2019 წლის 21 მაისამდე პერიოდის გათვალისწინებით - სრულად გათავისუფლდეს დანიშნული სასჯელის მოხდისგან.
მსჯავრდებულ მ----–-- ჯ-------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
3. ბრალდებული ჰ--–-- ფ----ს ძე ქ---------–-- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 244-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით, სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, პატიმრობაში ყოფნის ვადის - 2018 წლის 01 ნოემბრიდან 2019 წლის 21 მაისამდე პერიოდის გათვალისწინებით - სრულად გათავისუფლდეს დანიშნული სასჯელის მოხდისგან.
მსჯავრდებულ ჰ--–-- ქ---------–--ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი