გადაწყვეტილება

სამოქალაქო 21.05.2019
საქმის ნომერი
330224019002849940
კატეგორია
დავის ტიპი
მხარდამჭერის მიმღებად ცნობის თაობაზე
თარიღი
21.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/2758-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

სარეზოლუციო ნაწილი

 

30 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - თამარ ლაკერბაია

სხდომის მდივანი - ქეთევან დიდებაშვილი

 

განმცხადებელი - ნ--- ნ---–--ე

მხარდაჭერის მიმღები პირი - ტ------– ს----–---–ი

მხარდაჭერის მიმღები პირის ადვოკატი- მ--- დ-------

დაინტერესებული პირი - სსიპ ს--–---–----ი მ------------ის ს---------

წარმომადგენელი - მ------ ს------–---–ი

მოთხოვნა - მხარდაჭერის ფარგლების შეცვლა

 

სასამართლოს მთავარ სხდომაზე, სასამართლომ განიხილა სამოქალაქო საქმე, ნ--- ნ---–--ის განცხადების გამო, მხარდაჭერის ფარგლების შეცვლის თაობაზე.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლით, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე მუხლებით, 36321 მუხლით, 369-ე მუხლით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. დაკმაყოფილდეს ნ--- ნ---–--ის განცხადება.

 

შეიცვალოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 10 მარტის გადაწყვეტილებით, ტ------– ს----–---–ზე დაწესებული მხარდაჭერის ფარგლები მისი გაფართოების გზით.

 

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 10 მარტის გადაწყვეტილების 1.1. პუნქტს დაემატოს შემდეგი სფერო: უძრავი ნივთის მდებარე გ------ მუნიციპალიტეტში, სოფელ ნ-------------, ს/კ 6-.5-.0-.2-- გასხვისების სფეროში.

 

3. ზემოაღნიშნულ სფეროში მხარდაჭერის გადასინჯვის ვადა განისაზღვროს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 10 მარტის საქმეზე #2/1865-16 გამოტანილი გადაწყვეტილების ფარგლებში.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით, თბილისის სააპელაციო სასამართლოში, განმცხადებლისა და დაინტერესებული პირებისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე თამარ ლაკერბაია