განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1--------
№------------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
15 მაისი 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე - ბესიკ ბუგიანიშვილი
სხდომის მდივნები - ეკატერინა მანჯგალაძე, თამთა გაჩეჩილაძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - მ------ ლ-----ე
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ე-–---- კ----------ი, დაბადებული 1--- წლის 2--------–ს, პირადი №-----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, საშუალო განათლების მქონე, დაოჯახებული, რეგისტრირებული და ფაქტობრივად თბილისი, ფ-------–------–----------–--აში მცხოვრები.
ადვოკატი - ვ------- თ--–-----ე
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი.
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ:
ე-–---- კ----------ს ბრალი ედება, რომ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით.
სასამართლოს დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2018 წლის 14 ოქტომბერს 1730 საათზე თბილისში, ქ---------------–------------–-------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაკავებული იქნა ე-–---- კ----------ი, რომელმაც უკანონოდ შეიძინა და შეინახა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი, დაფასოებული 18 ცალ ე.წ. ,,ბაშად“, საერთო წონით - 1,7887 გრამი.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები, სრულად არის დადასტურებული სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ და უდავოდ ცნობილ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ:
სასამართლო სხდომაზე მოწმე ლ-–- თ----ემ განმარტა, რომ ის არის ს----------–-------–-–---------------------------–---------------------------–-------–------------------–------------–----–----–-- პატრულ-ინსპექტორი. 2018 წლის 14 ოქტომბერს გ--- ჩ------ესთან ერთად, საპატრულო ეკიპაჟით სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, გადამოწმების მიზნით საღამოს საათებში, დაახლოებით 1730 საათზე შევიდა თბილისში, ფ-------–აში მდებარე მ--------–ის ქუჩაზე. ერთ-ერთ ქუჩაზე მოძრაობისას სივიწროვის გამო შემხვედრი - შავი ფერის ,,BMW-ს“ ფირმის ავტომანქანის მძღოლი იძულებული გახდა მიახლოებოდა და გაეჩერებინა ავტომანქანა, რადგან სხვანაირად ვერ შეძლებდნენ ერთმანეთისათვის გვერდის ავლას, მძღოლმა საპატრულო ავტომანქანის დანახვისას დაიწყო ნერვიულობა, ლ-–- თ----ემ და გ--- ჩ------ემ გადაწყვიტეს ავტომანქანაში მსხდომი 2 პიროვნების გადამოწმება. საჭესთან იჯდა ბრალდებული ე-–---- კ----------ი, მის გვერდით კი გ-------- მ--------ი. ისინი გადმოვიდნენ ავტომანქანიდან, კითხვაზე ჰქონდათ თუ არა რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან ნივთიერება, ე-–---- კ----------მა შარვლის წინა, მარჯვენა ჯიბიდან, მარჯვენა ხელით ამოიღო ,,პარლამენტის“ ფირმის სიგარეტის ყუთი და განმარტა, რომ ჰქონდა 18 ცალად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება. ე-–---- კ----------ი დააკავეს, გაჩხრიკეს, ამოღებული ყუთი კი დალუქეს და გამოიძახეს საგამოძიებო სამსახური.
იგივე ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმე გ--- ჩ------ემ და დამატებით განმარტა, რომ ავტომანქანებით მიახლოებისას ე-–---- კ----------ს შეშინებული სახე ჰქონდა და იქცეოდა არადამაჯერებლად, რამაც გამოიწვია ეჭვი, რომ შესაძლოა ჰქონოდა კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან ნივთიერება. გადამოწმებისას ეჭვი დადასტურდა, კერძოდ ე-–---- კ----------მა კითხვის შემდეგ თავად წარმოადგინა სიგარეტის ყუთი და განმარტა, რომ მასში მოთავსებული ჰქონდა 18 ცალად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება. თანმხლებ პირს - გ-------- მ--------ს კანონსაწინააღმდეგო ნივთიერება არ აღმოაჩნდა. გადამოწმება მოხდა დაახლოებით 1700-2000 საათამდე შუალედში.
სასამართლო სხდომაზე მოწმე გ-------- მ--------მა განმარტა, რომ 2018 წლის 14 ოქტომბერს მამიდაშვილ ე-–---- კ----------თან ერთად ავტომანქანით ფ-------–აში მოძრაობისას გააჩერეს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, ბრალდებული გადავიდა ავტომანქანიდან, მას ჩხრეკის შემდეგ დაადეს ხელბორკილი, გ-------- მ--------ი საუბრობდა ტელეფონით და ვერ გაერკვია რა ხდებოდა. მოგვიანებით გაიგო, რომ ბრალდებულს სიგარეტის ყუთში ჰქონდა კანონსაწინაღმდეგო ნივთიერება. გ-------- მ--------ი ასევე გაჩხრიკეს, თუმცა მას კანონსაწინააღმდეგო ვერაფერი აღმოუჩინეს.
სასამართლო სხდომაზე მოწმე მ--- დ----–იამ განმარტა, რომ ის არის ს----------–----–--------------------------–----------------------------- ექსპერტ-ქიმიკოსი. მოწმემ დაადასტურა მის მიერ ნ--- ლ------ესთან ერთად 2018 წლის 15 ოქტომბერს გაცემული დასკვნა, რომლის თანახმადაც: ექსპერტიზაზე წარმოდგენილი სიგარეტის ,,PARLIAMENT-ის“ კოლოფში მოთავსებული თერმულად დამუშავებული შავი ფერის პოლიეთილენის გახსნილ ნაჭერში არსებული 18 ცალად დაფასოებული:
- თერმულად დამუშავებული შავი ფერის პოლიეთინელის 18 ნაჭერში მოთავსებული, კუსტარული წესით დამზადებული მოყავისფრო ფერის ნივთიერება, საერთო წონით (მშრალ მდგომარეობაში) – 2,8123 გრამი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს - 1,7887 გრამის ოდენობით.
მოწმემ დამატებით განმარტა, რომ ლუქის მთლიანობა დარღვეული არ იყო, წინააღმდეგ შემთხვევაში არ მიიღებდნენ საკვლევ ობიექტს.
იგივე დასკვნა დაადასტურა ს----------–----–--------------------------–----------------------------- ნ-------------–----–----–-----------------------------------------------------------–--ის მთავარმა ექსპერტმა ნ--- ლ------ემ და დამატებით განმარტა, რომ ვიზუალური დათვალიერებით პაკეტს და ლუქს დაზიანების კვალი არ აღენიშნებოდა.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ნ---- კ------ემ განმარტა, რომ ის არის შ--------------–-------–-–---------------------------–---------------------------–------------------------------–--- გამომძიებელი. 2018 წლის ოქტომბერში შევიდა ინფორმაცია, რომ ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა ე-–---- კ----------ი, სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე. შესაბამისად მან დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით. ამოღებულ ნარკოტიკულ საშუალებაზე მის მიერ დაინიშნა ექსპერტიზა.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ლ----- ქ----–---ამ განმარტა, რომ ის არის შ--------------–-------–-–---------------------------–---------------------------–------------------------------–--- უფროსი გამომძიებელი და მოცემული საქმის ფარგლებში მის მიერ ჩატარებული იქნა რიგი საგამოძიებო მოქმედებები. 2018 წლის 14 ოქტომბერს მიიღეს შეტყობინება რომ, ფ-------–აში, მ--------–ის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე დაკავებული იქნა პიროვნება, რომელსაც სავარაუდოთ თან ჰქონდა ნარკოტიკული საშუალება. დაკავებულის მონაწილეობით ჩატარა ავტომანქანის და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა, გარდა ამისა გამოკითხა მოწმეები, დანიშნა ექსპერტიზა.
სასამართლო სხდომაზე მოწმე მ------ ქ------ემ განმარტა, რომ არის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს გამომძიებელი. მიღებული შეტყობინების თანახმად - ფ-------–აში ავტომანქანით შეჩერებულ პირებს სავარაუდოდ ჰქონდათ ნარკოტიკული საშუალება. შესაბამისად შეიქმნა საგამოძიებო ჯგუფი და დაიწყო გამოძიება. მან გამოკითხა პატრულ ინსპექტორი ლ-–- თ----ე და ასევე მიიღო მონაწილეობა ავტომანქანაში მჯდომი ერთ-ერთი პირის გ-------- მ--------ის პირად ჩხრეკაში, რა დროსაც კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან ნივთიერება ამოღებული არ იქნა.
სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა ე-–---- კ----------მა უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, თუმცა საბოლოო სიტყვაში აღიარა მის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენა.
სასამართლო სხდომაზე ასევე გამოკვლეული იქნა ბრალდების მხარის მეირ წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებები:
გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი ფორმა N1-ის თანახმად გამოძიება დაიწყო 2018 წლის 14 ოქტომბერს, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ელ-სმენის შეტყობინების თანახმად 2018 წლის 14 ოქტომბერს თბილისში, ქ----- ფ-------–ა, მ--------–ის ქ.N39-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა ე-–---- კ----------ი.
2018 წლის 14 ოქტომბრის ლ. თ----ის პატაკის თანახმად 2018 წლის 14 ოქტომბერს მეწყვილე გ--- ჩ------ესთან ერთად მ--------–ის ქუჩა N39-ის მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობისას გადამოწმების მიზნით გააჩერა ,,BMW-ს” ფირმის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით L--------- რომელსაც მართავდა ე-–---- კ----------ი. კითხვისას ქონდა თუ არა რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან ნივთიერება, ბრალდებულმა განუცხადა, რომ სიგარეტის ყუთში, რომელიც მარჯვენა ხელში ეჭირა ქონდა ნარკოტიკული საშუალება. შესაბამისად ე-–---- კ----------ი დაკავა და პირადი ჩხრეკისას ამოუღო ,,პარლამენტის“ ფირმის სიგარეტის კოლოფში მოთავსებული 18 ცალი, მცირე ზომის პაკეტი, მასში მოთავსებული ნივთიერებით.
2018 წლის 14 ოქტომბრის ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის შენიშვნის თანახმად ბრალდებული ე-–---- კ----------ი ადასტურებს, რომ მისი პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული სიგარეტის კოლოფში მოთავსებული 18 ცალი მცირე ზომის პაკეტში არსებული ნივთიერება ეკუთვნის მას.
2018 წლის 14 ოქტომბრის ნარკოლოგიური შემოწმების დასკვნის თანახმად ე-–---- კ----------ი კლინიკურად არ იმყოფებოდა ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების (თრობის) ქვეშ, ასევე ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად არ დადგინდა ნარკოტიკული საშუალების ან ფსიქოტროპული ნივთიერების მოხმარების ფაქტი.
სასამართლო განმარტავს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა, ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.
საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, არავინ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. იმავე კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
სასამართლო ასევე მიუთითებს - იმისათვის, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება პირველ რიგში ფაქტის არსებობა, შემდეგ უნდა არსებობდეს უტყუარ და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდება ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება უკვე ქმედების სამართლებრივი შეფასება.
იმ მტკიცებულებათა გაანალიზების შემდეგ, რაც მხარეთა უშუალო მონაწილეობით იქნა გამოკვლეული, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ადგილი აქვს გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, ბრალდებულ ე-–---- კ----------ის დამნაშავედ ცნობისა და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, კერძოდ:
სასამართლო სხდომაზე მოწმე ლ-–- თ----ემ და გ--- ჩ------ემ დაადასტურეს, რომ 2018 წლის 14 ოქტომბერს გადამოწმების მიზნით გააჩერეს ბრალდებული, რადგან მათ (პოლიციელების) დანახვაზე ის ანერვიულდა და უცნაურად იქცეოდა. კითხვაზე ჰქონდა თუ არა რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან ნივთიერება, ე-–---- კ----------მა შარვლის წინა, მარჯვენა ჯიბიდან, მარჯვენა ხელით ამოიღო ,,პარლამენტის“ ფირმის სიგარეტის კოლოფი და განმარტა, რომ ჰქონდა 18 ცალად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება.
ბრალდებულ ე-–---- კ----------ის თანმხლებმა გ-------- მ--------მა ასევე დაადასტურა, რომ მას შემდეგ რაც ფ-------–აში გააჩერეს პოლიციის თანამშრომლებმა მამიდაშვილი ე-–---- კ----------ი გადავიდა ავტომანქანიდან, მას სიგარეტის ყუთში ქონდა კანონსაწინაღმდეგო ნივთიერება.
ექსპერტიზის დასკვნის თანახმად კი - თერმულად დამუშავებული შავი ფერის პოლიეთინელის 18 ნაჭერში მოთავსებული, კუსტარული წესით დამზადებული მოყავისფრო ფერის ნივთიერება, საერთო წონით (მშრალ მდგომარეობაში) – 2,8123 გრამი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს - 1,7887 გრამის ოდენობით.
ასევე ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის შენიშვნის თანახმად - ბრალდებული ე-–---- კ----------ი ხელმოწერით ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მისი პირადი ჩხრეკისას ამოღებული სიგარეტის კოლოფში მოთავსებული, 18 ცალი მცირე ზომის პაკეტში არსებული ნივთიერება ეკუთვნის მას.
გარდა ამისა, ბრალდებულმა საბოლოო სიტყვაში დაადასტურა ბრალდებულად ცნობის შესახებ დადგენილებაში აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები და აღიარა დანაშაულის მის მიერ ჩადენა.
სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა. დანაშაულის ობიექტია საზოგადოების ჯანმრთელობა და ნარკოტიკული საშუალების ბრუნვის კანონით განსაზღვრული წესი. ამ წესს არეგულირებს ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოტიკული დახმარების შესახებ” საქართველოს კანონი. რაც შეეხება თავად დანაშაულის სპეციფიკას და ხასიათს - ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას, როგორც წესი ასეთი ქმედებების განხორციელება ხდება შენიღბულად, სხვებისაგან დაფარულად და არა მოწმეთა თანდასწრებით და საჯაროდ, რომ ვინმე აპირებს აღნიშნულს.
დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება პირის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში. სამართლებრივი განმარტებიდან გამომდინარე უკანონო შეძენა გულისხმობს პირის მიერ ნარკოტიკული საშუალების შეძენას ნებისმიერ საშუალებით, ეს იქნება ყიდვა, ჩუქება, პოვნა თუ სხვა ხერხი, აღნიშნულის შემდეგ კი შენახვას, ბრუნვის კანონით დადგენილი წესის დარღვევით და სათანადო ნებართვის გარეშე.
,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, ბრუნვისათვის შეზღუდულ ნარკოტიკული საშუალებას მიეკუთვნება ჰეროინი, იგივე კანონით განსაზღვრულია უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების ნუსხა, რომლის თანახმადაც ნარკოტიკული საშუალება ჰერიონი 0,2 გრამამდე ოდენობით ითვლება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საწყის ოდენობად, ხოლო 0,2-1 გრამი (მითითებული ოდენობის ჩათვლით) ითვლება დიდ ოდენობად, ხოლო 1 გრამზე მეტი ოდენობა მიიჩნევა განსაკუთრებით დიდ ოდენობად. შესაბამისად დგინდება, რომ ე-–---- კ----------ის მიერ შეძენილი და შენახული 1,7887 გრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის შემცველი ნივთიერება, მიეკუთვნება განსაკუთრებით დიდ ოდენობას.
ამდენად, სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიაჩნია, რომ ე-–---- კ----------მა ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ანუ დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 8-20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.
სასჯელის დანიშვნისას სასამართლო მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ბრალდებულების პიროვნებას, მათი პასუხისმგებლობის დამამძიმებელ და შემამსუბუქებელ გარემოებებს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა გარემოებებს, რომელიც გავლენას ახდენს სასჯელზე. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულს პასუხისმგებლობის დამამძიმებელია გარემოებები არ გააჩნია, ხოლო შემამსუბუქებელი გარემოებაა - დანაშაულის აღიარება.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალად შერაცხული და სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეული მართლსაწინააღმდეგო ქმედება მაღალი ხარისხის საზოგადოებრივად საშიშ დანაშაულთა კატეგორიას მიეკუთვნება, რაც განსაკუთრებულ და მკაცრ მიდგომებს საჭიროებს სახელმწიფოს მხრიდან, მათ შორის სასჯელთან მიმართებაშიც. შესაბამისად, დანაშაულის სიმძიმისა და ბრალდებულის პიროვნებების გათვალისწინებით, ე-–---- კ----------ს სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 წლის ვადით. მასვე, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, უნდა ჩამოერთვას კანონით განსაზღვრული უფლებები, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, დანაშაულის პრევენციასა და სამართლიანობის აღდგენას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 20-21-ე, 255-ე, 258-ე, 268-269-ე, 277-ე, 292-293-ე მუხლებით, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონით და
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 20-ე, 255-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ე-–---- კ----------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით;
2. ე-–---- კ----------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს;
3. ე-–---- კ----------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 14 ოქტომბრიდან;
4. ე-–---- კ----------ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას - სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 (ათი)წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება ჩამოერთვას, რის შესახებაც ეცნობოს შესაბამის ორგანოებს;
5. ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის შემცველი ნარევი, რომელიც ინახება შ---–--------–---------------–--------------------ში და შესაფუთი მასალა, რომელიც ინახება შ--------------–-------–-–----------------------------ში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს;
6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე. მისი გასაჩივრება შეიძლება ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილი