გადაწყვეტილება

სამოქალაქო 21.05.2019
საქმის ნომერი
330224018002703283
კატეგორია
დავის ტიპი
მხარდამჭერის მიმღებად ცნობის თაობაზე
თარიღი
21.05.2019

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/31929-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

სარეზოლუციო ნაწილი

30 მაისი, 2019 წელი თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თამარ ლაკერბაია

სხდომის მდივანი ქეთევან დიდებაშვილი

განმცხადებელი - ნ--- კ-----–--–---–ი

მხარდამჭერი - ნ--- კ-----–--–---–ი

მხარდაჭერის მიმღები პირი - ც---–- კ-----–--–---–ი

მხარდაჭერის მიმღები პირის ადვოკატი - ვ-–-------- გ--------–-–---–ი

დაინტერესებული პირი - სსიპ ს--–---–----- მ-------------ს ს---------

წარმომადგენელი - მ-----ა ს------–---–-

მოთხოვნა - მხარდაჭერის მიმღებად ცნობა

სარეზოლუციო ნაწილი

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 49-ე, 55-ე, 208-ე, 243-244-ე; 247-248, 257-ე, 363 ოცდაერთი პრიმა, 364; 369- მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ნ--- კ-----–--–---–ის პ/ნ /0----------/ განცხადება დაკმაყოფილდეს;

ც---–- კ-----–--–---–ი პ/ნ /-----------/ აღიარებულ იქნას მხარდაჭერის მიმღებად შემდეგ სფეროებში: სახელმწიფო გასაცემლის (პენსია და სხვ.) დანიშვნის, აღდგენის, მიღებისა და განკარგვის სფეროში; ამავე მიზნით ადმინისტრაციულ ორგანოებთან და საბანკო დაწესებულებებთან (მათ შორის სს ,,ლ--------------") ურთიერთობისას წარმომადგენლობის განხორციელების სფეროში; საპენსიო ანგარიშზე დარიცხული/დაგროვილი თანხის (მათ შორის - წინა პერიოდის) მიღების მიზნით საბანკო დაწესებულებებთან ურთიერთობის სფეროში; დამოუკიდებლად (მხარდასაჭერი პირის თანხმობის გარეშე) წარმომადგენლობის განხორციელების სფეროში; მკურნალობაზე თანხმობის გამოხატვის სფეროში; დახმარების (მათ შორის - ფულადი თანხა, მკურნალობის, მოვლის საშუალებებისა და სხვა.) მიღების მიზნით ადმინისტრაციულ ორგანოებთან, კერძო კომპანიებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სფეროში;

 

2. ნ--- კ-----–--–---–ი პ/ნ /0----------/ დაინიშნოს ც---–- კ-----–--–---–ის პ/ნ /-----------/ მხარდამჭერად ზემოთ აღნიშნულ სფეროებში. მხარდამჭერს მიენიჭოს უფლებამოსილება მხარდაჭერა განახორციელოს მხარდასაჭერი პირის თანამონაწილეობის ფარგლებში.

 

3. მხარდაჭერის ვადა (მისი გადასინჯვის პერიოდულობა) განისაზღვროს 5 (ხუთი) წლით. სამოქალაქო საქმეზე 2/31929-18, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2019 წლის 30 მაისი მიღებული გადაწვეტილებით გაუქმდეს ც---–- კ-----–--–---–ის მიმართ დაწესებული დროებითი მხარდამჭერი;

 

4. მხარდამჭერი ვალდებულია მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში, რომელიც 6 თვეს არ უნდა აღემატებოდეს, აღნიშნულ ორგანოს მიაწოდოს სასამართლოს გადაწყვეტილებით მისთვის განსაზღვრული მოვალეობების შესრულების შესახებ ინფორმაცია, ამ ინფორმაციაში მხარდამჭერი მიუთითებს მის მიერ მხარდაჭერის გაწევასთან დაკავშირებულ თავისებურებებს.

 

5. მხარდამჭერი ვალდებულია სასამართლოს დაუყოვნებლივ მიმართოს შუამდგომლობით მხარდაჭერის ფარგლების შეცვლის/მხარდაჭერის გაუქმების შესახებ, თუ აღარ არსებობს ან შეიცვალა ის საფუძველი, რომლის გამოც მხარდაჭერის მიმღებს მხარდაჭერა დაუწესდა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მხარდაჭერის მიმღებმა ან მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანომ უკვე მიმართა სასამართლოს.

 

6. თუ მხარდაჭერის მიმღებს სურს, მხარდამჭერი თავისი მოვალეობისაგან განთავისუფლდეს, იგი შესაბამისი მოთხოვნით მიმართავს სასამართლოს. ასეთ შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანამდე მხარდამჭერს უჩერებს უფლებამოსილებას და მისი მოვალეობების შესრულებას აკისრებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს სპეციალურად უფლებამოსილ პირს (რომელზედაც ვრცელდება მხარდამჭერისთვის კანონით დადგენილი უფლებები და მოვალეობები).

 

7. მხარდაჭერა შეწყდება, თუ: ა) მხარდაჭერის მიმღები გარდაიცვალა; ბ) მიზეზი, რომლის გამოც მხარდაჭერა დაწესდა, აღარ არსებობს. მხარდაჭერის მიმღების გარდაცვალების შემთხვევაში მხარდაჭერა შეწყდება მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს გადაწყვეტილებით, ხოლო იმ შემთხვევაში თუ აღარ არსებობს მიზეზი, რომლის გამოც მხარდაჭერა დაწესდა, ის შეწყდება სასამართლოს გადაწყვეტილებით.

 

8. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ვალდებულია დაიცვას და გააძლიეროს მხარდაჭერის მიმღებები და დაეხმაროს მხარდამჭერებს თავიანთი მოვალეობების შესრულებაში, რათა მათ ხელი შეუწყონ მხარდაჭერის მიმღებებს არჩევანის გაკეთებასა და გადაწყვეტილების მიღებაში. მხარდამჭერის საქმიანობაზე ზედამხედველობას ახორციელებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო მხარდაჭერის მიმღების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ზედამხედველობის მიზანია მხარდამჭერის მიერ სასამართლოს გადაწყვეტილებითა და საქართველოს კანონმდებლობით მისთვის განსაზღვრული მოვალეობების შესრულების კონტროლი, მხარდაჭერის მიმღების უნარების განვითარების შეფასება და შესაბამისი რეაგირება.

 

9. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ვალდებულია შეამოწმოს მხარდამჭერის მიერ განხორციელებული მოქმედებების სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილ ფარგლებთან შესაბამისობა გეგმური შემოწმებით, რომელიც ტარდება თავისი ინიციატივით, შემხვედრი აუცილებლობიდან გამომდინარე, თუ არსებობს ინფორმაცია მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ჩარევის საჭიროების შესახებ, მხარდამჭერის მიერ მისთვის დაკისრებული მოვალეობების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით მიღებული ნებისმიერი ინფორმაციის შემოწმებით და ფაქტობრივი ზედამხედველობით, ან 6 თვეში ერთხელ.

 

10. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ვალდებულია, მას შემდეგ რაც მხარდამჭერი მიაწვდის სასამართლოს გადაწყვეტილებით მისთვის განსაზღვრული მოვალეობების შესრულების შესახებ ინფორმაცია, საჭიროების შემთხვევაში, თავისი ინიციატივით განახორციელოს მხარდამჭერის საქმიანობაზე ფაქტობრივი ზედამხედველობა.

 

11. მხარდამჭერის მიერ მისთვის დაკისრებული მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო მიმართავს სასამართლოს მხარდამჭერის თავისი მოვალეობებისაგან განთავისუფლების მოთხოვნით. ასეთ შემთხვევაში, სასამართლო, გადაწყვეტილების გამოტანამდე მხარდამჭერს უჩერებს უფლებამოსილებას და მისი მოვალეობების შესრულებას აკისრებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს სპეციალურად უფლებამოსილ პირს (რომელზედაც ვრცელდება მხარდამჭერისთვის კანონით დადგენილი უფლებები და მოვალეობები);

 

12. გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 3 დღისა გაეგზავნოს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მხარდაჭერის მიმღების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

13. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-14 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

14. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე თამარ ლაკერბაია