განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 200100119002973205
#1/131-19 (№------------)
თელავის რაიონული სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
21 მაისი 2019 წელი თელავი
თელავის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე ზვიად შარაძემ
თინათინ ფეიქრიშვილის მდივნობით,ბრალდების მხარე:
პროკურორი - ნ----------------–---–ი
დაცვის მხარე:
ბრალდებული - მ-----–-----–---–---–ი - დაბადებული 1----–-–----------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: თ--–---------------------–------–----–-.
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-187-ე მუხლის პირველი ნაწილი
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
2019 წლის 19 მარტს დაახლოებით 15:00 საათზე, თ--–----------------------–-----–----–-ში მდებარე ა---------–---–---–ის საცხოვრებელი სახლის ეზოში მ-----–-----–---–---–მა მის ხელთ არსებული ხის ტარიანი თოხის გამოყენებით, ერთიანი განზრახვით, დააზიანა მისი მამის ა---------–---–---–ის კუთვნილი „NISSAN 200 SX"-ის მარკის ავტომანქანის, სახელმწიფო ნომრით U-------ს, 350 (სამასორმოცდაათი) ლარად ღირებული წინა საქარე მინა, 300 (სამასი) ლარად ღირებული წინა მარჯვენა კარის მინა, 300 (სამასი) ლარად ღირებული წინა მარცხენა კარის მინა, 180 (ასოთხმოცი) ლარად ღირებული მარჯვენა გვერდითა სტაციონალური მინა და 180 (ასოთხმოცი) ლარად ღირებული მარცხენა გვერდითა სტაციონალური მინა, ასევე საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე მდებარე მარანში გათავსებული ა---------–---–---–ის კუთვნილი 4 (ოთხი) ცალი ღვინის ბოცა, თითუეული ღირებული 20 (ოცი) ლარად და გაანადგურა ბოცებში მოთავსებული 88 (ოთხმოცდარვა) ლიტრი ღვინო, ჯამში ღირებული 176 (ასსამოცდათექვსმეტი) ლარად. ასევე მ-----–-----–---–---–მა მის ხელთ არსებული ხის ტარიანი თოხის გამოყენებით დააზიანა საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე მდებარე მისაღებ ოთახში მდგარი მისი დის თ----------–---–---–ის კუთვნილი 400 (ოთხასი) ლარად ღირებული „Hisense”-ს ფირმის, H43M2100S მოდელის ტელევიზორი. აღნიშნული ქმედებით თ----------–---–---–ს მიადგა 400 (ოთხასი) ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი, ხოლო ა---------–---–---–ს მიადგა 1566 (ათას ხუთას სამოცდაექვსი) ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა და სამართლებრივი შეფასება:
სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა საქმე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა (მოწმეთა ჩვენებები; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ავტომანქანის დათვალიერების ოქმი, სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნა და სხვ.) ერთობლიობა მ-----–-----–---–---–ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სსკ-ის 73-ე მუხლის ”დ” პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ მ-----–-----–---–---–მა ჩაიდინა სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-187-ე მუხლის პირველი ნაწილით.
3. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
მ-----–-----–---–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო დამამძიმებელი გარემოება მას არ გააჩნია.
4. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულ მ-----–-----–---–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მ-----–-----–---–---–ს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
მ-----–-----–---–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე.
მ-----–-----–---–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 19 მარტიდან 2019 წლის 7 მაისის ჩათვლით პერიოდი.
საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, მსჯავრდებულ მ-----–-----–---–---–ს დაეკისროს მოვალეობა - პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო კონტროლი მის ყოფაქცევაზე დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს - პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
საქმეზე ამოღებული ტელევიზორი, ავტომანქანა, თოხი და ქანჩი დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ზვიად შარაძე