განაჩენი

სისხლის სამართლის 08.05.2019
საქმის ნომერი
110100119002815135
დავის ტიპი
126 1
თარიღი
08.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №110100119002815135

№1/15-2019

ზესტაფონის რაიონული სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

8 მაისი, 2019 წელი ქ.ზესტაფონი

 

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მოსამართლე - ზურაბ ბალავაძე

სხდომის მდივანი - თამარ გელაშვილი

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ვ------- ნ-------;

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - გ------- თ--------–---–-, დ---დებული 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქე (პირადი ნ-------------------), ტექნიკური განათლების მქონე, დაოჯახებული, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული: ქ.ზესტაფონი, მელქაძის ქუჩა N6, ბინა N62, ფაქტობრივად მცხოვრები: ხ---------–-- რ------, ს------–- თ------–------;

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ 126-ე მუხლის 11 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი (ძალადობა - (ცემა და სხვაგვარი ძალადობა), რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი პირის მიმართ);

 

სხდომის სახე - ღია.

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

სასამართლომ დაადგინა:

 

1. 2018 წლის 12 დეკემბერს, დაახლოებით 12:30 საათზე, დ--- ხ---------––---- აპრილის ქუჩაზე, მერიის ადმინისტრაციული შენობის წინამდებარე ტერიტორიაზე, ვალის დაბრუნებასთან დაკავშირებით წარმოშობილი ურთიერთშელაპარაკებისას, გ------- თ--------–---–მა, სახის არეში, ხელი დაარტყა ბ------ ჭ---–---–ს, რის გამოც ადგილზე მყოფმა ლ--–- კ------–--ემ უსაყვედურა გ------- თ--------–---–ს, რომელმაც განაგრძო რა ძალადობა, ორჯერ დაარტყა მუშტი ლ--–- კ------–--ეს გულმკერდის არეში. აღნიშნული ქმედებით ლ--–- კ------–--ემ და ბ------ ჭ---–---–მა განიცადეს ფიზიკური ტკივილი და მიიღეს სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

2. გ------- თ--------–---–მა წარდგენილ ბრალდებაში თავი ნაწილობრივ ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ ბ------ ჭ---–---–ი ცემა, ხოლო ლ--–- კ------–---------ს ფიზიკური შურაცხყოფა არ მიუყენებია. მას, ხელებში მოჰკიდა ხელი და მოიშორა.

 

3. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებულ არცერთ მტკიცებულებას სადავოდ არ ხდიდნენ და როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარე, სრულად დაეთანხმა აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლო სხდომაზე მხარეებს საქმეზე მოპოვებული არცერთი მტკიცებულება სადავოდ არ გაუხდიათ, ისინი სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა გამოკვლევის გარეშე, როგორც პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან.

 

4. სასამართლო მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მრავალჯერ აქვს აღნიშნული, რომ თუმცა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი იცავს პირის უფლებას სამართლიან სასამართლო განხილვაზე, აღნიშნული მუხლი არ ადგენს მტკიცებულებათა დასაშვებობის წესებს. ეს უკანასკნელი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის პრეროგატივაა, ხოლო ევროპული სასამართლოს ფუნქციაა მთლიანობაში სამართალწარმოების სამართლიანობის შეფასება (იხ. საქმე ფრამკინი რუსეთის წინააღმდეგ (იხ. საქმე ფრამკინი რუსეთის წინააღმდეგ (Frumkin v. Russia), განაცხადი no. 74568/12, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილების პუნქტი 159). ამასთან, ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები, ან განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ბულიჩევი რუსეთის წინააღმდეგ (Bulychevy v. Russia), განაცხადი no. 24086/04, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილების პუნქტი 32).

 

5. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში ნაცვლიშვილი და ტოგონიძე საქართველოს წინააღმდეგ (2014 წლის 24 აპრილი, განაცხადი No. 9043/05, პარ 91) განმარტა: იმისათვის, რომ უფლებაზე უარის თქმა კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე ეფექტიანი იყოს, აუცილებელია, აღნიშნული განხორციელდეს აშკარა და არაორაზროვანი ფორმით და, ასევე, უზრუნველყოფილი იყოს დაცვის მინიმალური გარანტიები. გარდა ამისა, უფლებებზე უარის თქმა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საჯარო ინტერესს (აგრეთვე იხ.: სკოპოლა იტალიის წინააღმდეგ, პარ 135-136, Scoppola v. Italy, (no. 2) [GC], no. 10249/03, 17.09.09; პოიტრიმოლი საფრანგეთის წინააღმდეგ, პარ 31, Poitrimol v. France, 23 November 1993, Series A no. 277-A; ჰერმი იტალიის წინააღმდეგ, პარ 73, Hermi v. Italy [GC], no. 18114/02, ECHR 2006 XII).

 

6. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი, თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, საბრალდებო დასკვნა და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

 

7. სასამართლოს მიაჩნია, რომ გ------- თ--------–---–-ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, გარდა მისი აღიარებისა, უტყუარად ადასტურებს შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობა: დაზარალებულების ლ--–- კ------–--ისა და ბ------ ჭ---–---–ის გამოკითხვის ოქმები; მოწმეების - გ------- დ---------ის, ფ-------- ბ--–---ს, ი-----------–---–ის, გ------- თ--------–---–-ს გამოკითხვის ოქმები; სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა ლ--–- კ------–--ის მიმართ; სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ბ------ ჭ---–---–ის მიმართ და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.

 

8. სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეისწავლა და გააანალიზა რა სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნულ ეჭვის გამომრიცხავ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დადასტურებულია გ------- თ--------–---–-ს მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობა საკმარისია ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

9. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა. ობიექტური მხრივ ცემა გამოიხატება ძალადობით მოქმედებაში, შედეგში (ფიზიკური ტკივილი) და მიზეზობრივ კავშირში მოქმედებასა და შედეგს შორის. ცემა ძალადობის ერთ-ერთი სახეა და ნიშნავს სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმას, რომელიც დაზარალებულს ფიზიკურ ტკივილს აყენებს. ცემა ხშირად ტოვებს გარკვეულ კვალს ადამიანის სხეულზე. კერძოდ დაჟეჟილობას, დალილავებას ან მცირე სისხლნაჟღნეთის კვალს, რასაც სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი აღნიშნავს დასკვნაში. ზოგჯერ, ცემის შედეგად შეიძლება სხეულს, ზედაპირზე არანაირი კვალი არ დაეტყოს. ასეთ შემთხვევაში ძალადობის ფაქტის დადგენის ტვირთი მთლიანად სასამართლოზეა, რომელიც დაეყრდნობა მსხვერპლის და მოწმის ჩვენებებს, ასევე, საქმის სხვა გარემოებებს. დანაშაულის ჩადენის ხერხსა და საშუალებას კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არ აქვს. იგი შეიძლება ჩადენილი იქნეს ხელით, ფეხით, რაიმე მკვრივი საგნით. დანაშაულის ამსრულებელი შეიძლება იყოს ნებისმიერი შერაცხადი პირი, რომელიც მიღწეულია 14 წელს. სუბიექტური მხრივ დანაშაულის მოტივსა და მიზანს არ აქვს მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა. ბრალის ფორმის მიხედვით იგი განზრახვაში გამოიხატება. დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს რა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, სურს ფიზიკური ტკივილი მიაყენოს პირს თავისი ძალადობითი მოქმედებით ან შეგნებულად უშვებს ანდა გულგრილია ასეთი შედეგის მიმართ. საქმე ისაა, რომ ადამიანის სხეულზე რამდენიმე დარტყმა, რაც ფიზიკურ ტკივილს იწვევს, დაკავშირებულია ადამიანის ორგანიზმის ქსოვილისა და უჯრედის გარკვეულ ცვლილებასთან და ამდენად, მეტ-ნაკლებად ხელყოფს ჯანმრთელობას. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველესყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან. დანაშაულის ერთ-ერთ დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს მისი ჩადენა ორი ან მეტი პირის მიმართ. ამ შემთხვევაში, პასუხისმგებლობას ამძიმებს ის, რომ დამნაშავე ჯანმრთელობას უზიანებს ორ ან მეტ პირს, თანაც ერთიანი განზრახვით. როგორც წესი, ეს ქმედებები ერთდოულად ან ერთმანეთის მიყოლებით ხდება.

 

10. სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულის პოზიციას, რომ ლ--–- კ------–--ის მიმართ მას ფიზიკური ძალადობა არ განუხორციელებია, ვინაიდან აღნიშნული გარემოება არ დასტურდება სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული მტკიცებულებების ერთბლიობით, რომელიც ბრალდებულს, სადავოდ არ გაუხდია. საქმეზე მოწმის (დაზარალებულის) სახით დაკითხული ლ--–- კ------–--ის გამოკითხვის ოქმით დასტურდება, რომ 2018 წლის 12 დეკემბერს, როდესაც მის მეუღლეს ბ------ ჭ---–---–ს გ------- თ--------–---–მა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, გადმოვიდა მანქანიდან და გ------- თ--------–---–ს მიმართა რატომ არ რცხვენოდა, რის შემდეგაც გ------- თ--------–---–მა შეაგინა დედის მისამართით რამდენჯერმე, შემდეგ მარცხენა ხელი მკლავში მოკიდა და უთხრა გინებით, დაჯექი მანქანაში, ამ დროს კი გ.თ--------–---–მა გულმკერდის არეში, ორჯერ დაარტყა მუშტი, რაც ძალიან ეტკინა და განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

11. მოწმე (დაზარალებულ) ბ------ ჭ---–---–ის გამოკითხვის ოქმით დასტურდება, რომ 2018 წლის 12 დეკემბერს, გ------- თ--------–---–მა მას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც დაუძახა მის მეუღლეს ლ--–-ს, რომელიც ჩამოვიდა ავტომანქანიდან, რის შემდეგაც გ------- თ--------–---–მა ლ--–-საც მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და გულმკერდის არეში ორჯერ დაარტყა მუშტი.

 

12. მოწმეების ფ-------- ბ--–---ს და გ------- დ---------ის გამოკითხვის ოქმებით დასტურდება, რომ მუშაობენ ხარაგაულის რაიონულ სამმართველოში უბნის-ინსპექტორ გამომძიებლებად, 2018 წლის 12 დეკემბერს სამმართველოში შესული შეტყობინების საფუძველზე, გამოცხადდნენ დ--- ხ---------–ში, გამგეობის წინ ტერიტორიაზე, სადაც მათ დახვდათ ბ------ ჭ---–---–ი და მისი მეუღლე ლ--–- კ------–--ე. ბ------ ჭ---–---–მა მიუთითა გ------- თ--------–---–ზე, პიროვნებაზე, რომელმაც მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ადგილზე ყოფნისას, მივიდა სამედიცინო დახმარების ბრიგადა და ბ------ და ლ--–- წაიყვანა.

 

13. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნით დგინდება, რომ 1-.1-.2---–------------- სთ-ზე ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქ. ლ--–- კ------–--ის სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთების სახით მარჯვენა წვივის უკანა ზედაპირზე ზედა მესამედში აღენიშნება უსწორო ფორმის, არამკვეთრი კიდეებისა და კონტურების მქონე მოწითალო-მოიისფრო ფერის სისხლნაჟღენთი ზომით 2.5X1.7სმ. გულმკერდის წინა ზედაპირზე ცენტრალურად მკერდის ძვლის საპროექციო მიდამოში შუა მესამედში აღენიშნება ასეთივე ფორმისა და ხასიათის სისხლნაჟღენთი ზომით: 7.5X6.8სმ. აღნიშნული მიდამო შეშუპებულია, პალპაციით მტკივნეულია. დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

 

14. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან - პრეიუდიცია.

 

15. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე გამართულ საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, ბრალდების და დაცვის მხარეები შეთანხმდნენ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებზე და ამ მტკიცებულებებით დადასტურებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებიც მათ სადავოდ არ გაუხდიათ. აღნიშნული მტკიცებულებები (მათ შორის, ზემოაღნიშნულ მოწმეთა ჩვენებები და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა) ცნობილი იქნა უდავო მტკიცებულებებად და დაშვებული იქნა საქმის არსებით განხილვაზე.

 

16. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარის ინიციატივით, სასამართლომ შეიძლება უარყოს პრეიუდიციულად დადგენილი ფაქტი, თუ ეს ფაქტი ეწინააღმდეგება სასამართლოში მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგებს, თუმცა მოცემულ შემთხვევაში სასამართლოში არცერთი მტკიცებულება არ გამოკვლეულა და ისინი სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული, როგორც პრეიუდიციული მნიშვნელობის მტკიცებულებები. აღსანიშნავია ისიც, რომ საქმის არსებითი განხილვის დროს გ------- თ--------–---–მა ფაქტობრივად თავი დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში. ასეთ ვითარებაში, როდესაც საქმეში წარმოდგენილია გ------- თ--------–---–-ს დანაშაულის ჩადენაში მამხილებელი, ერთმანეთთან შეთანხმებული პირდაპირი მტკიცებულებები, რომლებიც მხარეებს საქმის წარმოების არცერთ ეტაპზე სადავოდ არ გაუხდიათ, სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ვერ გაბათილდება ბრალდებულის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული განმარტებებით.

17. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ თითოეული მტკიცებულება შეაფასა რა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე გამოკვლევის გარეშე მიღებულ ყველა მტკიცებულებათა ერთობლიობით - დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიაჩნია, რომ სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უტყუარად დადასტურდა, რომ გ------- თ-------–---–მა ჩაიდინა ცემა (სხვაგვარი ძალადობა), რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი პირის მიმართ (რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ 126-ე მუხლის 11 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით). წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა დაამტკიცა გ------- თ--------–---–-ს ბრალეულობა აღნიშნულ ბრალდებაში. მოცემულ საქმეზე, წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა, თანხვედრილია ერთმანეთთან, დამაჯერებელია და აშკარად უთითებენ გ------- თ--------–---–-ს მიერ დანაშაულის ჩადენაზე, რის გამოც მის მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი და ის მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

18. გ------- თ--------–---–-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

სასჯელის ან სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

19. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

 

20. საქართველოს სსკ 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას - აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულს უნდა დაენიშნოს ისეთი სასჯელი, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას. აღნიშნულიდან გამომდინარე, გ------- თ--------–---–ს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი. სასამართლო აღნიშნავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. მოცემულ შემთხვევაში, სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს, რომ გ------- თ--------–---–- არ არის ნასამართლევი და აღნიშნული ქმედების ჩადენის შემდგომ არ არის კონფლიქტში კანონთან, წარდგენილ ბრალდებაში ნაწილობრივ ცნობს თავს დამნაშავედ. შესაბამისად, ბრალდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის და მისი პიროვნების გათვალისწინებით, სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ვადით. სასამართლოს მიაჩნია, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ვადით, შეძლებს დააფიქროს გ------- თ--------–---–- უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ძალადობრივი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების, გასაკიცხაობის ხარისხი და გამოწვეული შედეგის სიმძიმე.

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ მე-20, 21-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე, 292-293-ე მუხლებითა და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

გ------- თ--------–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 126-ე მუხლის 11 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ვადით.

 

გ------- თ--------–---–-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს;

 

საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდაზე კონტროლის განხორციელება დაევალოს პრობაციის ეროვნულ სამსახურს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ზურაბ ბალავაძე