განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 340100119002969083
N1/58-19
განაჩენი
საქართველოს სახელით
22.05.2019 წელი ქ. გურჯაანი
გურჯაანის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ნუნუ ნემსიწვერიძე
სხდომის მდივანი - ნინო ნადაშვილი
ბრალდების მხარე:
გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორი: ოთარ სამუნაშვილი.
დაცვის მხარე:
ადვოკატი: გე-–- ნუ----–--ლი;
თარჯიმანი: რა----- მე-----–--ლი;
ბრალდებული: რა--- მა------ვი;
მამის სახელი: ბა-----;
დაბადებული: 2----------–--–-;
პირადი ნომერი:2----------;
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე;
განათლება: არასრული საშუალო;
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული;
ნასამართლობა: ნასამართლობის მქონე;
რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ლაგოდეხის რაიონის სოფელი კა-------–-.
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731 მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ'' ქვეპუნქტით.
აღწერილობით – სამოტივაციო ნაწილი:
1. ბრალდების არსი:
რა--- მა------ვს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა მარიხუანის უკანონო შეძენა და შენახვა, ჩადენილი არაერთგზის.
2. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2019 წლის 28 თებერვალს, მარიხუანის უკანონო შეძენა შენახვისათვის ნასამართლევმა რა--- მა------ვმა, ლაგოდეხის რაიონის სოფელ კა--–-ს მიმდებარე ტერიტორიაზე, მინდორში უკანონოდ შეიძინა- მოკრიფა ნარკოტიკული საშუალება ,,გამომშრალი მარიხუანა'', საიდანაც 12.21 გრამს უკანონოდ ინახავდა პირადად, 2019 წლის 02 მარტს, ელ--- მა------ვის მართვის ქვეშ მყოფი ,,ოპელ ვექტრას"' მოდელის, სახელმწიფო ნომრით I-------- ავტომობილით ლაგოდეხის რაიონის სოფელ გი--------ში გადაადგილებისას.
რა--- მა------ვს 2019 წლის 26 მარტს წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731 მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ'' ქვეპუნქტით.
3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
3.1. ბრალის დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და ფაქტები არ გამხდარა მხარეთა მიერ სადავოდ და შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს პრეიუდიციას. ამდენად, სასამართლოს დასკვნა რა--- მა------ვის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა ბრალდებულების რა--- მა------ვის აღიარებითი ჩვენებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: მოწმეების ილ-- კვ-----ძის, ელ--- მა------ვის, არ------- ნაბ---ის გამოკითხვის ოქმს, რა--- მა------ვის გამოკითხვის ოქმს, რა--- მა------ვის პირადი ცხრეკის ოქმს, ამოღებულ ნარკოტიკულ საშუალებას, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნას, რა--- მა------ვის ნასამართლობის ცნობას, გურჯაანის რაიონული სასანმართლოს 2017 წლის 02 აგვისტოს განაჩენს, გურჯაანის რაიონული სასანმართლოს 2018 წლის 10 ივლისის განინებას რა--- მა------ვის მიმართ სასჯელის სახის შეცვლის შესახებ და საქმეში არსებულ სხვა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას.
4. სამართლებრივი შეფასება:
4.1. სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია რა--- მა------ვის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა, კერძოდ, საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, სასამართლო ცალსახად ადგენს, რომ ბრალდებულმა უკანონოს შეიძინა და ასევე უკანონოდ შეინახა 12.21 გრამი გამომშრალი მარიხუანა.
4.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
4.3. საქმეზე არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ რა--- მა------ვმა თავისი მოქმედებით ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 2731 მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ'' ქვეპუნქტით, რის გამოც ის ამ კვალიფიკაციით უნდა იქნას ცნობილი დამნაშავედ.
5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
სასჯელის დანიშვნის დროს, თანახმად საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლისა, სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს და ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, კერძოდ:
5.1. რა--- მა------ვის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო დანაშაულის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
6. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
6.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულების პიროვნებას.
6.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
6.3. სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულების პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის ოჯახურ მდგომარეობას.
გარდა ამისა, სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულებრივი ქმედების შედეგს და მიაჩნია, რომ რა--- მა------ვს უნდა შეეფარდოთ სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
აღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით, ბრალდებულს უნდა დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 300 საათის ოდენობით.(საქართველოს სსკ-ის 2731 მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ'' ქვეპუნქტით სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ორას ორმოციდან სამას საათამდე) რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას, კერძოდ: სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.
7.1 ნივთმკიცება ყადაღა და სხვა საკითხები
ნივთმტკიცება ამოღებული ნარკოტიკული საშუალება, რომელიც ინახება შსს ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს აფენის პოლიციის განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 73, 258-ე, 259-ე, 260-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. რა--- მა------ვი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731 მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 300 (სამასი) საათის ვადით;
2. რა--- მა------ვს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის 3-ე მუხლის 3-ე ნაწილის შესაბამისად, 05 წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 15 (თხუთმეტი) წლის ვადით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძვნების, ხელმძღვნელობისა და წარმომადგენლობის უფლება, ხოლო 05 (ხუთი) წლის ვადით - საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო დაწესებულებაში-საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.
3. საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის განსაზღვრა დაევალოს კახეთის პრობაციის ბიუროს.
4. რა--- მა------ვის მიმართ აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.
5. ნივთიერი მტკიცებულება: ამოღებული ნარკოტიკული საშუალება, რომელიც ინახება შსს ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს აფენის პოლიციის განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
6. განაჩენი გამოცხადებისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში და აღსრულდეს.
7. მხარეებს უფლება აქვთ განაჩენი გაასაჩივრონ მიღებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გურჯაანის რაიონული სასამრთლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ნუნუ ნემსიწვერიძე