განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/762-18 (N041120718005)
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
16 მაისი 2019 წელი ქუთაისი
მოსამართლე ლერი თედორაძე
სხდომის მდივანი დავით დათიაშვილი
სხდომის სახე ღია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - გ--------------
დაცვის მხარე:
ბრალდებული - დ----- კ--–--ე
მამის სახელი: ვ-–-
დაბადების თარიღი: 0--------- წელი
პირადი ნომერი: 6----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლობა: არმქონე
რეგისტრირებული: ქუთაისი, მ----------------------
ფაქტობრივად მცხოვრები: ქუთაისი, წ-------–-------------
ადვოკატი - ი------–-----ე
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
დ----- კ--–--ეს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 12 ივლისს საღამოს საათებში, ქუთაისში, ა-----–-------–-- ქუჩა #1---ში არსებულ საცხოვრებელ სახლში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა დ----- კ--–--ემ მეუღლეს - მ------------- მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა კერძოდ, ხელი დაარტყა სახის არეში. ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. დ----- კ--–--ე 2016 წლიდან 2018 წლის 12 ივლისის ჩათვლით, დაახლოებით თვეში ერთხელ სისტემატიურ შეურაცხყოფას აყენებდა მეუღლეს - მ-------------, რამაც მ-----------ის ტანჯვა გამოიწვია.
საქმეში არსებული ნებისმიერ მტკიცებულების შეფასება ემყარება მტკიცებულებათა თავისუფალი შეფასების პრინციპს, რის გამოც, არც ერთ მტკიცებულებას არ გააჩნია წინასწარ დადგენილი ძალა. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია განისაზღვროს მტკიცების საგანში შემავალ რამდენად მნიშვნელოვან საკითხს ეხება იგი და როგორი დამაჯერებლობით და სიზუსტით ამტკიცებს დასადგენ გარემოებებს. აქედან გააჩნია პირდაპირ მტკიცებულებას მეტი მტკიცებულებითი ძალა ვიდრე არაპირდაპირ მტკიცებულებებს.
სასამართლომ ერთობლიობაში შეაფასა საქმის სასამართლო განხილვით მოპოვებული მტკიცებულებები და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდებული დ----- კ--–--ე, ცნობილი უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში, კერძოდ, ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, შემდეგი გარემოებათა გამო:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მოცემულ სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვით მოპოვებული ვერ იქნა დამაჯერებელი, პირდაპირი მტკიცებულებები წარდგენილი ბრალდების დასადასტურებლად, რადგანაც, ბრალდება თავის დასკვნას პირის ბრალდების შესახებ ამყარებს მხოლოდ მოწმეთა ირიბ ჩვენებებზე.
საქმეში არსებული მტკიცებულებების აღწერა:
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე, ,,სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას“, რაც, გულისხმობს ყველა მტკიცებულების ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების საფუძველზე, ამ მტკიცებულებათა შემხებლობას დასადგენ ფაქტობრივ გარემოებებთან.
მოწმის სახით დაკითხულმა პოლიციის გამომძიებელმა ი-----–--------ემ საქმის სასამართლო განხილვის დროს დაადასტურა, რომ განყოფილებაში შესული შეტყობინების საფუძველზე, პოლიციის თანამშრომელთან ერთად გასული იყო შემთხვევის ადგილზე, სადაც, ოჯახში მყოფმა დაზარალებულმა მ-----------ემ განუცხადა მათ, რომ შეურაცხყოფა მიაყენა მისმა მეუღლემ დ----- კ--–--ემ, რომელიც იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში. ასევე, შემთხვევის ადგილზე იყო ბრალდებულის დედაც. დაზარალებულმა მ-----------ემ მათ მიუთითა ჩამსხვრეული კარის მინაზე და განმარტა, რომ აღნიშნული მინა ჩამტვრეული იქნა მისი მეუღლის დ----- კ--–--ის მიერ. განმარტავს, რომ მათი თანდასწრებით, დ----- კ--–--ეს ვინმესთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია. მონაწილოება მიიღო დ----- კ--–--ის დაკავებაში, რაზედაც შედგენილი იქნა სათანადო ოქმი და ეს უკანასკნელი გადაყვანილი იქნა პოლიციის განყოფილებაში. სხვა საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობა არ მიუღია.
მოწმის სახით დაკითხულმა პოლიციის გამომძიებელმა ო-----------–---–მა განმარტა, რომ 2018 წლის 12 ივნისს განყოფილებაში შევიდა შეტყობინება ოჯახური ძალადობის ფაქტზე, რაზედაც აღიძრა სისხლის საქმე. მის მიერ განხორციელებული იქნა შემდეგი საგამოძიებო მოქმედებები: დაკითხული იქნა დაზარალებული, გამოკითხა მოწმეები და დაათვალიერა შემთხვევის ადგილი. ბრალი წარუდგინა დ----- კ--–--ეს. საქმეზე დაინიშნა ექსპერტიზა. ასევე, მტკიცებულებები გაუცვალა ბრალდებულს და საქმე გააგზავნა სასამართლოში. როდესაც შემთხვევის ადგილზე მივიდა, იქვე იმყოფებოდნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, რომელთაც შეადგინეს შემაკავებელი ორდერი. შემაკავებელი ორდერის შედგენის დროს მ-----------ემ განაცხადა, რომ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლემ. მოწმის განმარტებით, მას ბრალდებულს დაკავებაში მონაწილეობა არ მიუღია. განმარტავს, რომ გამოძიების დაწყების შემდგომ გავიდა შემთხვევის ადგილზე.
მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ო-–----------ემ დაადასტურა, რომ მონაწილეობას იღებდა შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში, რომელსაც ატარებდა გამომძიებელი. შემთხვევის ადგილის დათვალიერება მიმდინარეობდა ღამის საათებში. შემთხვევის ადგილზე მყოფმა ქალბატონმა მიუთითა მათ საცხოვრებელი სახლის კარებზე, რომლის მინაც იყო ჩატეხილ მდგომარეობაში. გამომძიებლის მიერ შედგენილი იქნა შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი რაზედაც ხელი მოაწერა.
საქმეში არსებული, N0-------- სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ,,13.07.2018წ-ს 00:52-01:05 სთ-ზე ჩატარებული პირადი შემოწმებისას: მოქ. მ------------- სხეულზე გარეგნულად რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისათვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება”.
მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა მ-------------–--ემ დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე და განმარტა, რომ ქუთაისის პოლიციის მე-4 განყოფილების გამომძიებლის დადგენილების საფუძველზე ექსპერტიზაზე წარდგენილი იქნა დაზარალებული მ-----------ე, რომელსაც 3.07.2018წ-ს 00:52-01:05 სთ-ზე ჩატარებული პირადი შემოწმებისას, სხეულზე გარეგნულად რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისათვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა.
საქმის სასამართლო განხილვის დროს, მოწმეებმა თ----- კ--–--ემ, მ---------------ემ, ვ-–- კ--–--ემ და დაზარალებულმა მ-----------ემ ისარგებლეს მათთვის კანონით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადეს ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე (იხ. სხდომის ოქმი).
ბრალდებულმა დ----- კ--–--ემ განმარტა, რომ არ სცნობს თავს დამნაშავედ და მიაჩნია, რომ უდანაშაულოა წარდგენილ ბრალდებაში, შესაბამისად ითხოვს მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.
ქმედების სამართლებრივი შეფასება:
გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული სტანდარტი, თავისი შინაარსით, ეს არის სასამართლოს მიერ, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. ეს არის მტკიცებულებითი სტანდარტის ყველაზე მნიშვნელოვანი გარემოება, რადგანაც, მოცემულ შემთხვევაში, მთავარი აქცენტი გადატანილია არა ვარაუდზე, არამედ, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებების შედეგად, ცალკეული ფაქტების არსებობაზე, რომელთა გამოკვლევის შედეგად არ უნდა დარჩეს გონივრული ეჭვი ბრალდებულისათვის წარდგენილი ბრალდების ჭეშმარიტებაში, წინააღმდეგ შემთხვევაში ნებისმიერი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
მტკიცებულებების დამაჯერებლობა უპირველეს ყოვლისა გამოიხატება იმაში, თუ რა სიზუსტით შეუძლია მას დაადასტუროს ან უარყოს ესა თუ ის ფაქტი თუ გარემოება.
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე ,,სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას“, რაც, გულისხმობს ყველა მტკიცებულების ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების საფუძველზე, ამ მტკიცებულებათა შემხებლობას დასადგენ ფაქტობრივ გარემოებებთან.
სასამართლომ მხარეთა მონაწილეობით განიხილა, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიაჩნია, რომ საქმეში არ არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებულ აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ბრალდებულ დ----- კ--–--ის მიერ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენას, რაც საფუძველი გახდებოდა საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.
სისხლის სამართლის კანონმდებლობით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლით გათვალისწინებული ქმედება ჩადენილად ითვლება იმ შემთხვევაში თუ პირის მხრიდან ადგილი აქვს ოჯახში ძალადობას, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობას, სისტემატიურ შეურაცყოფას, შანტაჟს, დამცირებას რამაც, გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.
საქმეში არსებული, N0-------- სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ,,13.07.2018წ-ს 00:52-01:05 სთ-ზე ჩატარებული პირადი შემოწმებისას: მოქ. მ------------- სხეულზე გარეგნულად რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისათვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება”. შესაბამისად, ექსპერტიზის დასკვნით დაზარალებულ მ-----------ის მიმართ ბრალდებულის მიერ ძალადობის განხორციელების ფაქტი, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადგენილი და დადასტურებული ვერ იქნა, რის გამოც, საქმის სასამართლო განხილვით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, სასამართლო იზიარებს დაცვის მხარის განმარტებას, ბრალდებულ დ----- კ--–--ის უდანაშაულობის შესახებ, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისი არ არის მასზე წარდგენილი ბრალდებით პირის დამნაშავედ ცნობისათვის.
განსახილველ შემთხვევაში ბრალდებულის მიერ მ------------- მიმართ ძალადობის განხორციელების ფაქტი მოწმეთა ჩვენებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადგენილი და დადასტურებული ვერ იქნა. ბრალდების მხარის მიერ არ არის წარმოდგენილი რაიმე უტყუარი, პირდაპირი მტკიცებულება, გარდა მოწმეთა ირიბი ჩვენებებისა. ამასთან საკითხის გადაწყვეტისას, სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებელმა ი-----–--------ემ საქმის სასამართლო განხილვის დროს დაადასტურა, რომ განყოფილებაში შესული შეტყობინების საფუძველზე, პოლიციის თანამშრომელთან ერთად გასული იყო შემთხვევის ადგილზე, სადაც, ოჯახში მყოფმა დაზარალებულმა მ-----------ემ განუცხადა მათ, რომ შეურაცხყოფა მიაყენა მისმა მეუღლემ დ----- კ--–--ემ, რომელიც იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში. ასევე, შემთხვევის ადგილზე იყო ბრალდებულის დედაც. დაზარალებულმა მ-----------ემ მათ მიუთითა ჩამსხვრეული კარის მინაზე და განმარტა, რომ აღნიშნული მინა ჩამტვრეული იქნა მისი მეუღლის დ----- კ--–--ის მიერ. განმარტავს, რომ მათი თანდასწრებით, დ----- კ--–--ეს ვინმესთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია. მონაწილოება მიიღო დ----- კ--–--ის დაკავებაში, რაზედაც შედგენილი იქნა სათანადო ოქმი და ეს უკანასკნელი გადაყვანილი იქნა პოლიციის განყოფილებაში. სხვა საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობა არ მიუღია. მოწმის სახით გამოიკითხა გამომძიებელი ო-----------–---–ი, რომელმაც განმარტა, რომ 2018 წლის 12 ივნისს განყოფილებაში შევიდა შეტყობინება ოჯახური ძალადობის ფაქტზე, რაზედაც აღიძრა სისხლის საქმე. მის მიერ განხორციელებული იქნა შემდეგი საგამოძიებო მოქმედებები: დაკითხული იქნა დაზარალებული, გამოკითხა მოწმეები და დაათვალიერა შემთხვევის ადგილი. ბრალი წარუდგინა დ----- კ--–--ეს. საქმეზე დაინიშნა ექსპერტიზა. ასევე, მტკიცებულებები გაუცვალა ბრალდებულს და საქმე გააგზავნა სასამართლოში. როდესაც შემთხვევის ადგილზე მივიდა, იქვე იმყოფებოდნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, რომელთაც შეადგინეს შემაკავებელი ორდერი. შემაკავებელი ორდერის შედგენის დროს მ-----------ემ განაცხადა, რომ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლემ. მოწმის განმარტებით, მას ბრალდებულს დაკავებაში მონაწილეობა არ მიუღია. განმარტავს, რომ გამოძიების დაწყების შემდგომ გავიდა შემთხვევის ადგილზე.
აღნიშნული პირები, თავად ძალადობის განხორციელების ფაქტს არ შესწრებიან, რაც იმაზე მიუთითებს, რომ პოლიციის თანამშრომლები არ არიან თვითმხილველები და არ შესწრებიან ბრალდებულ დ----- კ--–--ის მხრიდან მისი მეუღლის მიმართ, რაიმე სახის ფიზიკური ძალადობის განხორცილების ფაქტს, ხოლო, რაც შეეხება მოწმეებს თ----- კ--–--ეს, მ---------------ეს, ვ-–- კ--–--ეს და დაზარალებულ მ-------------, მათი მხრიდან გამოყენებულ იქნა მათთვის კანონით მინიჭებული უფლება და არ მისცეს ჩვენება სასამართლოს ახლო ნათესავის წინააღმდეგ, რაც, ერთობლიობაში ვერ ადგენს ბრალდებულის მხრიდან ქონდა თუ არ ადგილი დაზარალებულის მიმართ, რაიმე სახის ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცყოფას. აღნიშნულის საწინააღმდეგო, რაიმე უტყუარი მტკიცებულება, ბრალდების მხარის მიერ, სასამართლოში არ არის წარმოდგენილი და გამოკვლეული, რომელიც გააბათილებდა დაცვის მხარის მოთხოვნის არგუმენტაციას და მის გაზიარებაზე უარის თქმის საფუძველი გახდებოდა, მხოლოდ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და გამოკვლეული ირიბი მტკიცებულებები, ზოგადად ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა და მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფუძველს, რადგანაც, გასათვალისწინებელია, რომ ,,მტკიცებულება ადეკვატურად უნდა ასახავდეს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი, მტკიცებულება ვერ იქნება უტყუარი, თუ იგი იმაზე მეტ გავლენას ახდენს მართლმსაჯულებაზე, ვიდრე ეს მისი ბუნებიდან უნდა გამომდინარეობდეს. მტკიცებულება არ უნდა უქმნიდეს ფაქტების დამდგენს მცდარ წარმოდგენას ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოების არსებობის ან არარსებობის თაობაზე“(საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის N1|1|548 გადაწყვეტილება).
სასამართლო ბრალდების მხარის მტკიცებულებებს არ მიიჩნევს უტყუარად და საკმარისად იმისათვის, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურდეს, დ----- კ--–--ის ბრალეულობა ოჯახური ძალადობის განხორციელებაში, რადგანაც, ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა რაიმე პირდაპირი უტყუარი მტკიცებულება, იმისათვის, რომ - 2018 წლის 12 ივლისს საღამოს საათებში, ქუთაისში, ა-----–-------–-- ქუჩა #1---ში არსებულ საცხოვრებელ სახლში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა დ----- კ--–--ემ მეუღლეს - მ------------- მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა კერძოდ, ხელი დაარტყა სახის არეში და ამ ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი, ასეცე ის ფაქტი, რომ დ----- კ--–--ე 2016 წლიდან 2018 წლის 12 ივლისის ჩათვლით, დაახლოებით თვეში ერთხელ სისტემატიურ შეურაცხყოფას აყენებდა მეუღლეს - მ-------------, რამაც მ-----------ის ტანჯვა გამოიწვია. მტკიცების ტვირთის თვალსაზრისით ბრალდების მხარის მიერ მითითებული გარემოებები ვერ სცილდება ვარაუდს და არსებობს მხოლოდ ეჭვის დონეზე, რაც, არ შეიძლება საფუძვლად დაედოს პირის დამნაშავედ ცნობას.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების თანახმად, მოწმის ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის კონსტიტუციურ-სამართლებრივ სტანდარტს, რის გამოც, სასამართლო იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არ არის გარდა მოწმეთა ირიბი ჩვენებებისა, სხვა არცერთი პირდაპირი მტკიცებულება, მიიჩნევს, რომ ბრალდებულ დ----- კ--–--ის მიმართ, წარდგენილი ბრალდებები დაუდასტურებელია და შეუძლებელია მას მსჯავრი დაედოს წარდგენილი კვალიფიკაციით.
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტში მოიაზრება სწორედ პირდაპირი მტკიცებულებების არსებობის აუცილებლობა, რომელიც დამოკიდებულია ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და იძლევა პირდაპირი მტკიცებულების საფუძველზე, გამამტყუნებელი განაჩენის უპირობოდ გამოტანის შესაძლებლობას.
პირდაპირი მტკიცებულებებით უნდა დასტურდებოდეს დანაშაული შემადგენლობის ყველა ნიშანი, რაც ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციისათვის არის სავალდებულო, რაც მთლიანად გამყარებული მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით.
საქმის სასამართლო განხილვით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულ დ----- კ--–--ის მიმართ, არ არსებობს ეჭვის გამომრიცხავ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა მის ბრალეულობას, რადგანაც, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესოს კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულებების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ევს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ასევე, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
საქმის სასამართლო განხილვით, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე რომ, ბრალდებულ დ----- კ--–--ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არ იქნა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა ბრალდებულ დ----- კ--–--ის ბრალეულობაში, რის გამოც, დ----- კ--–--ე ცნობილი უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ბრალდებაში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20, 255-ე, 258-260-ე, 268-ე, 270-ე, 271-272-ე, 275-280-ე და 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დ----- კ--–--ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
2. დ----- კ--–--ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და მოეხსნას ყადაღა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 17 აგვისტოს განჩინებით ყადაღადადებულ თ----- კ--–--ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე წერეთლის გამზირი N1---ში საკადასტრო კოდი 0-.0-.2-.1--.0-.5--.
3. გამართლებულ დ----- კ--–--ეს განემარტოს მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ უფლების თაობაზე.
4. საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი: შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტომასალა დისკზე და პატრულ ინსპექტორის სამხრე კამერის ჩანაწერები დალუქული 02 პაკეტად, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.
5. განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მის: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. N 32) განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ლერი თედორაძე