განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #---------
(#-------------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
01 აპრილი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ლიანა ორკოდაშვილმა
შოთა ზალკალიანის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელ _ ნ-----–------–ის,ბრალდებულ _ ი-----------------–ის მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე, ბრალდებულ ი--------–-----------------–-- (დაბადებული 1----–-–----------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლევი, არასრული საშუალო განათლების მქონე, განქორწინებული, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–--–--------------------------–--------------------–--–--------------–ი) მიმართ, საქართველოს სსკ 187-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდების გამო,აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი :
ი-----------------–ს ბრალად ედება სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში :
2019 წლის 05 იანვარს , დაახლოებით 11:00 საათზე ი-----------------–მა, თბილისში, მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულ შ.პ.ს „დ---------------------------“-ს კუთვნილი სწრაფი ჩარიცხვის აპარატი, სენსორულ ეკრანზე მუშტის დარტყმით დააზიანა, რამაც შედეგად შ.პ.ს „დ---------------------------სათვის “ 260 ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
ამდენად, არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ ი-----------------–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ 187-ე მუხლის 1-ელი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.
სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა საქმე და მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა: დაზარალებული ორგანიზაციის შ.პ.ს „დ---------------------------“-ს წარმომადგენლის შ---------------ის გამოკითხვის ოქმი, ი---------------–---–ის, ვ----–--------–---–ის, დ-------------–---–-- , ა---------–-–--–--–---–ის გამოკითხვის ოქმები, სასაქონლო ექსპერტიზის N------ დასკვნა, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი ოქმი, შ.პ.ს „დ---------------------------“-ს კუთვნილი სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ეკრანის ამოღების ოქმი და ამოღებული ნივთმტკიცება და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებები საკმარისია, ი-----------------–ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადაოდ და მათ, თანახმად საქართველოს სსსკ 73-ე მუხლის ,,დ” პუნქტისა, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდებული ნასამართლევია და იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
დასასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ი-----------------–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ 63-64 მუხლების გათვალისწინებით ჩათვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი.
გაუქმდეს ი-----------------–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო.
ი-----------------–ის ყოფა-ქცევაზე კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის ტერიტორიულ ორგანოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
ნივთიერი მტკიცებულები:
შ.პ.ს „დ---------------------------“-ს კუთვნილი სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ეკრანი დალუქული სახით რომელიც ინახება თბილისის ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის მე-8 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს - დაზარალებულ შ.პ.ს „დ---------------------------“-ს უფლებამოსილ წარმომადგენელს.
შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტოსურათები 1 ცალ დისკზე, შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე: ლიანა ორკოდაშვილი