განაჩენი

სისხლის სამართლის 23.05.2019
საქმის ნომერი
340100118002628739
დავის ტიპი
117 1
თარიღი
23.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N340100118002628739

N1/194-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

23 მაისი, 2019 წელი ქ. გურჯაანი

გურჯაანის რაიონული სასამართლო

მოსამართლე დავით ნარიმანიშვილმა

ანნა მათიაშვილის სხდომის მდივნობით

სახელმწიფო ბრალმდებლის, გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორის სანდრო გიორგაშვილის

ბრალდებულ - ო----- მ--------ის

ადვოკატ - ნ--–------ ქ--–----–---–ის

თარჯიმან - რ------ მ------–---–ის

 

მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №------------)

 

ბრალდებული: ო----- მ--------ი

მამის სახელი: ნ------

დაბადებული: 1--------- წელს

პირადი ნომერი: 2----------

მოქალაქეობა: საქართველო

განათლება: არასრული უმაღლესი

ნასამართლეობა: ნასამართლობის არ მქონე

რეგისტრირებული: ლ----------------–----–----------------–-------------–-

ფაქტობრივად მცხოვრები: ლ----------------–----–----------------–-------------–-

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით.

კვალიფიკაცია: ო----- მ--------ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის.

მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2018 წლის 11 ივლისს, დაახლოებით 21 საათზე, ლ--------ის მუნიციპალიტეტის სოფელ უ---------–აში, ო----- მ--------მა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დანის გამოყენებით, თავისი დის ქმარს - ს------- ს-------ს მიაყენა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება.

 

ო----- მ--------ს 2018 წლის 30 ივლისს, ჩადენილი ქმედებისათვის, წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

1. სასამართლომ დაადგინა:

2018 წლის 11 ივლისს, დაახლოებით 21:00 საათზე, ლ--------ის რაიონის სოფელ უ---------–აში, ო----- მ--------ი დის ოჯახში სტუმრად იმყოფებოდა. მას სიძესთან - ს------- ს-------თან შელაპარაკება მოუვიდა. ო----- მ--------მა სცადა, კონფლიქტურ სიტუაციას გარიდებოდა, თუმცა იფიქრა ს------- ს-------ს მისი დისთვის - ჩ---- მ--------ასთვის რამე არ დაეშავებინა და უკან მობრუნდა. ცდილობდა ს------- ს-------ი დაეშოშმინებინა. ს------- ს-------ი ო----- მ--------ის მიმართ სიტყვიერ შეურაცხყოფას აგრძელებდა. თავად ო----- მ--------ი ს------- ს-------ს სიტყვიერ შეურაცხყოფას არ აყენებდა. ს------- ს-------ი სიტყვიერ შეურაცხყოფის შემდეგ ო----- მ--------ს თავს დაესხა. რამოდენიმეჯერ მიწაზე წააქცია და ფიზიკურად მასზე ძალადობდა. იქ მყოფი პირები ს------- ს-------ის და ო----- მ--------ის გაშველებას ცდილობდნენ. თუმცა, ვინაიდან ს------- ს-------ი არის ფიზიკურად ძლიერი, მათ ს-------ის ვერ შეძლეს დაწყნარება. ო----- მ--------მა ს------- ს-------ს მოგერიების მიზნით ბასრი პირის მქონე საგანი დაარტყა, რის შემდეგაც ს------- ს-------მა მას თავი დაანება. ო----- მ--------ის ქმედების შედეგად ს------- ს-------მა სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო.

 

2. სასამართლომ ვერ დაადგინა:

2018 წლის 11 ივლისს, დაახლოებით 21 საათზე, ლ--------ის მუნიციპალიტეტის სოფელ უ---------–აში, ო----- მ--------მა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დანის გამოყენებით, თავისი დის ქმარს - ს------- ს-------ს მიაყენა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა

 

ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით

 

1. დაზარალებულ - ს------- ს-------ის მიერ სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას მიცემული ჩვენებით დადასტურდა, რომ ო----- მ--------ი მისი ცოლის ძმაა. ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა აქვთ. 2018 წლის 11 ივლისს ო----- მ--------ი მათთან სტუმრად იყო. სახლის ეზოში ისხდნენ და ჩაის სვამდნენ. ს------- ს-------ს ო----- მ--------თან მოუვიდა შელაპარაკება, რის გამოც ო----- მ--------მა გადაწყვიტა, წასულიყო. ამაზე კიდევ უფრო მეტად გაღიზიანდა ს------- ს-------ი და ო----- მ--------ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. დაეტაკა მას და ძალის გამოყენებით ორჯერ მიწაზე დაანარცხა. ამის შემდეგ ო----- მ--------მა მას რაღაც ბასრი საგანი დაარტყა გვერდში. ს------- ს-------ს არ დაუნახავს რა დაარტყა, არც დარტყმის მომენტი გაუგია. მაშინ მიხვდა, რომ დაჭრილი იყო, როდესაც სისხლი დაინახა. ამ ეტაპისთვის ს------- ს-------ს ო----- მ--------ის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია. ს------- ს-------მა განმარტა, რომ მას ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით პრობლემა აქვს - ბავშვობაში დაეჯახა ხარი, რის შედეგადაც მიიღო თავის დაზიანება და ტრავმის გამო ხშირად ვარდება აფექტურ მდგომარეობაში.

2. ე-–---- ბ---------ის მიერ სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას მიცემული ჩვენებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 11 ივლისს მეზობელთან ერთად იმყოფებოდა. მათგან დაახლოებით 20 მეტრში დაინახა ო----- მ--------ი და ს------- ს-------ი. დაინახა, რომ ს------- ს-------ი ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა ო----- მ--------ს. მან ორჯერ დაანარცხა ო-----ი მიწაზე. ს------- ს-------ი აგრძელებდა ო----- მ--------ის მიმართ ძალადობას, ხოლო ო-----ი სთხოვდა მას შეეწყვიტა მოქმედება და ეუბნებოდა, „კმარა გეყოფაო“. თუმცა ს------- ს-------ი არ ჩერდებოდა. ამის შემდეგ ო----- მ--------მა ს------- ს-------ს ბასრი საგანი დაარტყა. დაინახა, რომ ს------- ს-------ს სისხლი მოსდიოდა. ო----- მ--------ს გაქცევა შეეძლო, თან წასვლას ცდილობდა თან ს------- ს-------ს სთხოვდა, „გეყოფა, მორჩიო“.

3. ჯ---–--- ს-------ის მიერ სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას მიცემული ჩვენებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 11 ივლისს ო----- მ--------ი მათთან სტუმრად იყო. ს------- ს-------ი და ო----- მ--------ი შეკამათდნენ და მან გააშველა. ს------- ს-------ი წარსულში მიღებული ტრავმის გამო ადვილად ნერვიულდება. მან ორჯერ წააქცია ო----- მ--------ი. თუმცა ამის შემდეგაც აგრძელებდა ძალადობას ო----- მ--------ის მიმართ. ჯ---–--- ს-------ს დარტყმის მომენტი არ დაუნახავს. ჭრილობა მას შემდეგ შეამჩნია, რაც შუქზე დაინახა სისხლი.

4. ჩ---- მ--------ას მიერ სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას მიცემული ჩვენებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 11 ივლისს ო----- მ--------ი მასთან იყო სტუმრად. ჩაის სვამდნენ. ს------- ს-------ი სახლში განერვიულებული დაბრუნდა. ო-----ს და ს-------ს შეკამათება მოუხდათ. ო----- მ--------ი გაერიდა. გავიდა სახლიდან. „თუ გაბუტული მიდიხარ, შენი დაც წაიყვანეო“ მიაძახა ს------- ს-------მა ო----- მ--------ს და გალანძღა. აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. შემდეგ ს------- ს-------მა ო----- მ--------ი დაიჭირა მხრებით და დაახეთქა ძირს. ერთხელ გააშველეს. ო-----ი ცდილობდა გარიდებოდა, მაგრამ, ს------- ს-------ი წამოეწეოდა და კვლავ აქცევდა მას. დანის დარტყმის მომენტი არ დაუნახავს, დაჭრის შესახებ ს------- ს-------ისგან გაიგო.

5. ბრალდებულ - ო----- მ--------ის მიერ სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას მიცემული ჩვენებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 11 ივლისს, დასთან იყო სტუმრად. ს------- ს-------ი განერვიულებული დაბრუნდა სახლში. ერთად დალიეს ჩაი. ს------- ს-------ი უხეშად მიმართავდა ო----- მ--------ს, მაგრამ ო-----ი ყურადღებას არ აქცევდა. შეურაცხმყოფელი მიმართვების შემდეგ ო-----მა სთხოვა შეეწყვიტა ასეთი საქციელი და სტუმრისთვის პატივი ეცა. ს-------ი განაგრძობდა შეურაცხყოფას, ო----- მ--------მა წასვლა დააპირა. ეზოდან გადიოდა, როდესაც ს------- ს-------ი ყვირილით გაჰყვა უკან, „სად მიდიხარ ვილაპარაკოთო,“ ო-----ი გზას აგრძელებდა, რადგან საუბარს აზრი არ ჰქონდა. ს-------ი უმიზეზოდ იყო აგრესიული. ს------- ს-------ი მივიდა მასთან მოხვია ხელი, ასწია მაღლა და დაახეთქა ძირს. ს------- ს-------ი სპორტსმენია და ო----- მ--------ს ძალა არ ჰყოფნიდა წინააღმდეგობის გასაწევად, როგორც იქნა მშობლებმა გაიყვანეს ს------- ს-------ი, მაგრამ იგი კვლავ გაუსხლტათ ხელიდან და ო----- მ--------ისაკენ გაიქცა. მეორედაც წააქცია. ო----- მ--------ს ს------- ს-------ის მოსაგერიებლად ძალა არ ჰყოფნიდა. თავს ვერ აღწევდა, რის გამოც გადაწყვიტა თავდაცვის მიზნით გამოეყენებინა ბასრი პირის მქონე საგანი და ს------- ს-------ს მოგერიების მიზნით დაარტყა.

6. მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული ექსპერტიზის N--------- დასკვნით დადასტურებულია, რომ ს------- ს-------ს აღენიშნება ნაკვეთი ჭრილობა გულ-მკერდის მარჯვენა ნახევარში, მარჯვენა მხრივი ტრავმული ჰემო-პნევმოტორაქსი. ეს დაზიანება განვითარებულია მჩხვლეტავი მჭრელი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისთვის სახიფათო. ნაკვეთი ჭრილობები გულმკერდის მარცხენა ნახევარში განვითარებულია მჩხვლეტავი მჭრელი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით.

7. სასამართლო განმარტავს, რომ მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, მართლსაწინააღმდეგოდ არ მოქმედებს ის, ვინც ამ კოდექსით გათვალისწინებულ ქმედებას ჩაიდენს აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, ესე იგი ვინც მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისას დააზიანებს ხელმყოფს თავისი ან სხვისი სამართლებრივი სიკეთის დასაცავად.

 

8. კანონმდებლობით დადგენილია, რომ ხელმყოფის მოგერიების დროს მხოლოდ იმ შემთხვევაში დგება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, თუკი არსებობს მომგერიებლის მიერ თავდაცვის აშკარა შეუსაბამობა მასზე თავდასხმის ხასიათთან და საშიშროებასთან.

 

9. აღნიშნული დანაშაული გამოიხატება აქტიურ მოქმედებაში, რომელიც მიმართულია თავდამსხმელის ჯანმრთელობის დაზიანებისაკენ. ამასთან, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა დადგინდეს, იმყოფებოდა თუ არა პირი აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში და შეესაბამებოდა თუ არა მისი თავდაცვის ხასიათი თავდასხმის ხასიათსა და საშიშროებას. ყურადღება უნდა მიექცეს არა მხოლოდ დაცვისა და თავდასხმის საშუალებას, არამედ ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა თავდამსხმელის ძალა და შესაძლებლობები, რაოდენობა, ასაკი, ფიზიკური განვითარება, იარაღის არსებობა და ა.შ.

 

10. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობით დადგენილია, რომ ს------- ს-------ი სპორტსმენია, იგი ო----- მ--------ზე ფიზიკურად ბევრად ძლიერია. ამასთან ს------- ს-------ს გადატანილი ტრავმის გამო აფექტური მდგომარეობა ხშირად ახასიათებს. შემთხვევის დროსაც ს------- ს-------ი აგრესიული იყო ო----- მ--------ის მიმართ და თავს ესხმოდა მას. ერთ-ერთი ამგვარი თავდასხმის მოსაგერიებლად ო----- მ--------მა ბასრი საგანი დაარტყა ს------- ს-------ს. მეორე მხრივ, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ ო----- მ--------ს შეეძლო გარიდებოდა კონფლიქტურ სიტუაციას და თავიდან აეცილებინა მძიმე შედეგი, თუმცა მან ეს პირადი მიზეზებიდან გამომდინარე არ გააკეთა. ამასთან ო----- მ--------ის ქმედება აუცილებელი მოგერიების ფარგლებს სცილდება იმის გამოც, რომ მან მოგერიებისათვის გამოიყენა ბასრი საგანი, მაშინ როდესაც ს------- ს-------ი შეუიარაღებელი იყო.

11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ო----- მ--------მა აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიაყენა ს------- ს-------ს.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ო----- მ--------მა მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 122-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება. ამიტომ მის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით წარდგენილი ბრალი უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 122-ე მუხლზე. შემდეგ გარემოებათა გამო: დადასტურებულია, რომ ს------- ს-------ი და ო----- მ--------ი არიან ნათესავები. ასევე, დადასტურებულია, რომ დაზარალებულს წარსულში მიყენებული აქვს ტრავმა, რაც მის ფსიქიკურ მდგომარეობაზე ახდენს გავლენას - იგი ადვილად ვარდება აფექტურ მდგომარეობაში და უჭირს საკუთარი მოქმედებების გაკონტროლება. თავად დაზარალებულმა დაადასტურა, რომ თავს დაესხა ბრალდებულს და მიუხედავად იმისა, რომ ო----- მ--------ი მას წინააღმდეგობას არ უწევდა, მასზე მაინც აგრძელებდა ფიზიკურ ძალადობას. დადასტურებულია, რომ იქვე მყოფმა პირებმა ს------- ს-------ის დაწყნარება ვერ შეძლეს. ასევე დადასტურებულია, რომ ო----- მ--------ს, სურვილის შემთხვევაში შეეძლო გაცლოდა ს------- ს-------ს, თუმცა მან მიიღო საპირისპირო გადაწყვეტილება და დარჩა ს------- ს-------ის სახლის ეზოში. ასევე დადასტურებულია, რომ ო----- მ--------ს ს------- ს-------ის მიმართ ჯანმრთელობის დაზიანების პირდაპირი განზრახვა არ ჰქონია, როგორც სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე გამოკითხული მოწმეების ჩვენებებით დასტურდება, ო----- მ--------ის ქმედების მოტივს წარმოადგენდა საკუთარი ჯანმრთელობის დაცვა.

 

სასამართლოს მოსაზრებით, არსებული სიტუაციის შეფასების შემდეგ მივდივართ დასკვნამდე, რომ ო----- მ--------ს ჰქონდა საშუალება მორიდებოდა ს------- ს-------ს, რითაც შეძლებდა მძიმე შედეგის თავიდან აცილებას, რაც მან არ გააკეთა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები და სახეზე გვაქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 122-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული- ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით.

 

სამართლებრივი შეფასება

 

12. სასამართლოს მიაჩნია, რომ სასამართლო განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დადასტურდა ო----- მ--------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

13. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებათა ერთობლიობით დადასტურდა, რომ ო----- მ--------მა მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 122-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული - ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

 

14. ო----- მ--------ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

15. ო----- მ--------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედების აღიარება და მონანიება.

 

სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება

 

16. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგობას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.

 

17. ო----- მ--------ი არის სტუდენტი. არ არის ნასამართლევი. დაზარალებულთან შერიგებულია.

 

18. იგი აღიარებს ჩადენილ ქმედებას. ითანამშრომლა გამოძიებასთან.

 

19. ო----- მ--------ის მიერ ჩადენილი დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ექვს თვემდე ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე.

 

20. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ ო----- მ--------ის მიმართ არსებიბს ყველა წინაპირობა, რომ გამოყენებული იყოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლებით გათვალისწინებული შეღავათები. და მას თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად.

 

ნივთმტკიცების ბედის გადაწყვეტა

 

21. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ნივთიერი მტკიცებულების სახით ამოღებულია ფეხსაცმელი, რომელიც ინახება შსს ყვარლის რაიონულ სამმართველოში.

22. ასევე ო----- მ--------ის პირადი ჩხრეკისას ნივთიერი მტკიცებულების სახით ამოღებულია ფეხსაცმელი, რომელიც ინახება შსს ყვარლის რაიონულ სამმართველოში.

23. სასამართლოს მიაჩნია, რომ შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ფეხსაცმელი და პირადი ჩხრეკისას ამოღებული ფეხსაცმელი, რომლებიც ინახება შსს ყვარლის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

 

ყადაღა და სხვა საკითხები

24. ლაგოდეხის მაგისტრატი სასამართლოს 2018 წლის 1 აგვისტოს განჩინებით ო----- მ--------ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა გირაო.

25. 2018 წლის 13 აგვისტოს განჩინებით ო----- მ--------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიების - გირაოს უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო ბ-------- ა-–---ის (პირადი N2----------)სახელზე რიცხული უძრავი ქონების - სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, რომელიც მდებარეობს ლ--------ის რაიონის სოფელ კ----–ში, საკადასტრო კოდი №------------ ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, დაუზუსტებელი ფართობი 3700.00 კვ. მ, ნაკვეთის წინა ნომერი: საბაზრო ღირებულება შეადგენს 9000(ცხრა ათასი) ლარს, გირაოს ფულადი თანხის - 5000 (ხუთი ათასი) ლარის ეკვივალენტურ წილს.

26. საქმეზე ნივთიერი მტკიცებულების სახით ამოღებულია ს------- ს-------ის ტანსაცმელი, რომელიც ინახება შსს ლაგოდეხის რაიონული სამმართველოში. რაც საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-ე, 260-ე, 269-ე, 271- 274-ე, 277-ე, 292-293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ო----- მ--------ისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალი გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 122-ე მუხლზე.

 

ო----- მ--------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 122-ე მუხლით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვე, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 1 (ერთი) წელი.

 

აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და ო----- მ--------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების - გირაოს უზრუნველყოფის მიზნით ბ-------- ა-–---ის (პირადი N2----------)სახელზე რიცხული უძრავი ქონების - სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს, რომელიც მდებარეობს ლ--------ის რაიონის სოფელ კ----–ში, საკადასტრო კოდი №------------ ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, დაუზუსტებელი ფართობი 3700.00 კვ. მ, ნაკვეთის წინა ნომერი: საბაზრო ღირებულება შეადგენს 9000(ცხრა ათასი) ლარს, გირაოს ფულადი თანხის - 5000 (ხუთი ათასი) ლარის ეკვივალენტურ წილს განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში მოეხსნას ყვარლის მაგისტრატი სასამართლოს 2018 წლის 13 აგვისტოს განჩინებით დადებული ყადაღა და დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

 

მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს კახეთის პრობაციის ბიუროს, რომელსაც საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს პირობით მსჯავრდებულმა.

 

ნივთიერი მტკიცებულება - ს------- ს-------ის ტანსაცმელი, რომელიც ინახება შსს ლაგოდეხის რაიონული სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

 

განაჩენი შევიდეს კანონიერ ძალაში და აღსრულდეს.

 

მსჯავრდებულს ან/და მის ადვოკატს განაჩენის გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, უფლება აქვს გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინოს საჩივარი ამ განაჩენის გაუქმების თაობაზე.

 

ბრალდების მხარეს უფლება აქვს განაჩენის გამოტანიდან ერთი თვის ვადაში გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინოს საჩივარი ამ განაჩენის გაუქმების თაობაზე.

 

მოსამართლე დავით ნარიმანიშვილი